თემა 9:საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება: „ძირითადი უფლებებების შეზღუდვის კონსტიტუციურობის კონტროლი“
სარჩევი
1.“ძირითადი უფლებების შეზღუდვის’’ კონსტიტუციურობის კონტროლი
1.3.5 „ძირითადი უფლებების დამცველი’’ „კონსტიტუციური სარჩელის’’- მოპასუხეები
1.4. „ძირითადი უფლებების დამცველი’’ „კონსტიტუციური სარჩელის’’ - „დავის საგანი’’
1.4.2. „სადავო ნორმა’’[ ანუ სარჩელის „დავის საგნის’’ პირველი ნაწილი]
1.4.4. „დავის საგნით’’ შეზღუდვა
1.5.1კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული ძირითადი უფლებები
1.5.2. კონსტიტუციის პრინციპები
1.5.3. კონსტიტუციით „გაუთვალისწინებელი“ „ძირითადი უფლებები’’
1.5.4. საერთაშორისო ხელშეკრულებები
1.6.1. შემოწმების „საკანონმდებლო ჩარჩო ‘’
1.6.3. „ძირითადი უფლების’’ შემზღუდველი „ ნორმის’’ მატერიალური შემოწმება -
4.1.6.4. „მატერიალური შემოწმება’’ - განსაზღვრულობის პრინციპი
1.7. ძირითადი უფლების დამცავი კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების შედეგები
ლიტ.
• საკონსტიტუციო მართლმსაჯულება, (ავტორები: ბესიკ ლოლაძე, ზურაბ
მაჭარაძე, ანა ფირცხალაშვილი), თბილისი, 2021, 119- 170.
• კახიანი გიორგი, საკონსტიტუციო კონტროლი საქართველოში, თეორია
და კანონმდებლობის ანალიზი, თბილისი, 2011, 197-205.
1.“ძირითადი უფლებების შეზღუდვის’’ კონსტიტუციურობის კონტროლი
1.1.
„ძირითადი უფლებების
შეზღუდვის“ „კონსტიტუციური კონტროლის“ - კონსტიტუციური „საფუძველი’’ [საქ.კონსტიტუციიის -მე-60
მუხ. მე-4 ნაწ.“ა’’ ქვპ]
·
„ძირითადი უფლებების’’ შეზღუდვის „კონსტიტუციურობის“ კონტროლი- საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უმნიშვნელოვანესი
[ერთ-ერთი] უფლებამოსილებაა.
·
დღეისათვის ეს უფლებამოსილება განმტკიცებულია კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4
პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში.
მუხლი 60. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
4. საკონსტიტუციო სასამართლო ორგანული კანონით დადგენილი წესით:
ა) ფიზიკური პირის, იურიდიული პირის ან სახალხო დამცველის [კონსტიტუციური] სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტის „კონსტიტუციურობას“ კონსტიტუციის
მეორე თავით აღიარებულ
ადამიანის
ძირითად უფლებებთან მიმართებით;
·
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
დაარსებიდან დღემდე უმთავრესად სწორედ ამ კომპეტენციის
განხორციელებითაა დაკავებული.
1.2
„ძირითადი უფლების დამცავი კონსტიტუციური სარჩელი“[ ასე ეწოდება მე-6- მუხლის „ა’’ პუნქტით
გათვლისწინებულ „კონსტიტუციურ სარჩელს’’]
·
მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4
პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში
გათვალისწინებული საკონსტიტუციო სასამართლოს „უფლებამოსილებისა“ და „მის
ფარგლებში’’ შეტანილი „კონსტიტუციური სარჩელის’’ –„სახელწოდება’’ შეძლებისდაგვარად სრულყოფილად ასახავდეს მათ „არსს“.
ხ
·
საკონსტიტუციო სასამართლო ამოწმებს, თუ „რამდენად შეესაბამება
კონსტიტუციის მოთხოვნებს „სახელმწიფო ხელისუფლების“ მხრიდან „ძირითადი უფლებების
ესა თუ ის შეზღუდვა“, აქედან გამომდინარე, ოპტიმალური იქნება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსკონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4
პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში გათვალისწინებულ „უფლებამოსილებას’’ ვუწოდოთ
„ძირითადი უფლებების შეზღუდვის კონსტიტუციურობის კონტროლი“.
·
რაც შეეხება ამ უფლებამოსილების
შესაბამისი „კონსტიტუციური სარჩელის“ სახელწოდებას,
ამ შემთხვევაში, არ გამოდგება ტერმინები „კონსტიტუციური სარჩელი“ ან „ინდივიდუალური კონსტიტუციური სარჩელი“.
·
რადგან „კონსტიტუციური სარჩელი“ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის
მიმართვის ძირითადი ფორმაა უფლებამოსილებათა უმრავლესობის შემთხვევაში, ამიტომ, ეს
ცნება ვერ უზრუნველყოფს გამიჯვნას „სხვა უფლებამოსილებათა“ ფარგლებში შეტანილი „საკონტიტუციო
სარჩელებისგან’’.
·
ძირითადი უფლებების შეზღუდვის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებული სარჩელების
არსს სრულად არც ტერმინი „ინდივიდუალური კონსტიტუციური სარჩელი“ გამოხატავს,
რადგანაც მოსარჩელე არა მხოლოდ კერძო პირი, არამედ
სახალხო დამცველიც შეიძლება იყოს.
·
უმჯობესია, აქცენტირება მოხდეს არა მოსარჩელე სუბიექტების ნაწილზე, არამედ სარჩელის მიზანმიმართულებაზე, რასაც კარგად გამოხატავს
ტერმინი „ძირითადი უფლების დამცავი კონსტიტუციური სარჩელი“.[დაიმახსოვრე საკონსტიტუციო სასამარტლოს ამ „უფლებამოსილების’’ და მისი
შესაბამისი „კონსტიტუციური სარჩელის ‘’ სახელწოდებები]
ხ
·
„ძირითადი
უფლებების შეზღუდვის კონსტიტუციურობის კონტროლს“[როგორც „უფლებამოსილებას’’] აქვს ორმაგი
ფუნქცია - სუბიექტური და ობიექტური, [რაც განპირობებულია
„ძირითადი უფლებების’’ ორმაგი ხასიათით.]
·
ადამიანის „ძირითადი უფლებები’’ ერთი მხრივ, „სუბიექტური უფლებებია“, ხოლო მეორე მხრივ
- „კონსტიტუციის ობიექტური ფასეულობები’’.
ხ
·
საკონსტიტუციო სასამართლოს ეს
კომპეტენცია[ ანუ უფლებამოსილება], პირველ
რიგში, მიმართულია სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან
„ძირითადი უფლებებში’’,როგორც „სუბიექტურ
უფლებებში’’ სახელმწიფო ორგანოების არაკონსტიტუციური
ჩარევებისგან დაცვისკენ
ხ
·
„ძირითადი უფლებების’’ „ობიექტური
ფუნქციის „ერთ-ერთი
გამოხატულებაა „საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის ჩანაწერი.
·
„თუ „კონსტიტუციური სარჩელის’’ არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ
„სადავო ნორმა’’ „ ძალადაკარგულად ცნეს“,
საქმე ავტომატურად არ წყდება.
რადგან საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გააგრძელოს
სამართალწარმოება, თუ საქმე შეეხება „ძირითად უფლებებს“’ [ეს დაიმახსოვრე]
·
ამუ იმ შემთხვევაში,როცა მოსარჩელის „სუბიექტური მოთხოვნა“ დაკმაყოფილებულია
- „სადავო ნორმა“ აღარ მოქმედებს, მაგრამ ამის შემდეგ
სამართალწარმოების გაგრძელება ემსახურება „ძირითადი
უფლებების“[როგორც უმნიშვნელოვანესი „ ობიექტური ფასეულობების’’] დაცვას და სამომავლოდ
მსგავსი დარღვევების პრევენციას.
1.3 „მოსარჩელეთა
წრე“
·
კონსტიტუციის მიხედვით,“ ადამიანის
ძირითად უფლებებთან’’ მიმართებით გამოცემული ნორმატიული აქტის „საკონსტიტუციო სასამართლოში’’ გასაჩივრების უფლების მქონე
სუბექტების წრე მოიცავს: 1) ფიზიკურ პირებს; 2) იურიდიულ პირებს;
3) სახალხო დამცველს
·
როგორც ვხედავთ, მოსარჩელეთა წრე ფაქტობრივად შეუზღუდავია.
·
ამრიგად,„ძირითადი უფლებების დამცველი’’
„კონსტიტუციური სარჩელის’’ შეტანის უფლება
აქვს „ნებისმიერ’’ „ფიზიკურ’’ და „იურიდიულ პირს“, ასევე - „სახალხო დამცველს’’.
·
ამავდროულად, ამ შესაძლებლობით სარგებლობა გარკვეულ წინაპირობებს უკავშირდება.
1.3.1 „ძირითადი უფლებების დამცველი’’ „კონსტიტუციური სარჩელის’’ შეტანის უფლების მქონე „ფიზიკური პირები“
·
„მოსარჩელეთა წრეს’’მიეკუთვნებიან არა მხოლოდ „საქართველოს მოქალაქეები’’, არამედ „სხვა ფიზიკური პირებიც“, რომელთა უფლებები პოტენციურად შეიძლება შეზღუდოს საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებამ.
ხ
·
ამ კუთხით, ვითარება რამდენიმეჯერ შეიცვალა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის თავდაპირველი რედაქციით, „საკონსტიტუციო სარჩელის“ შეტანის უფლებით სარგებლობდნენ „საქართველოსა და სხვა სახელმწიფოთა ფიზიკური პირები’’
ხ
ყურადღება:
·
„ყველა ფიზიკურ პირს’’ არ შეუძლია, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს ნებისმიერი
ძირითადი უფლების დარღვევის გამო.
კერძოდ, მოსარჩელე „უნდა
იყოს „შესაბამისი
ძირითადი უფლებით დაცული სუბიექტი’’.
·
ანუ „ძირითადი უფლების
დამცველი კონსტიტუციური სარჩელის“
შეტანის შესაძლებლობა ეფუძნება და შეზღუდულია
„პირის უფლებაუნარიანობით კონკრეტულ ძირითად უფლებასთან მიმართებაში.’’
მაგ.
·
„მოქალაქის უფლებების’[ მაგალითად, პოლიტიკური პარტიების თავისუფლების], სუბიექტები მხოლოდ
საქართველოს მოქალაქეები არიან და მათი
დარღვევის გამო უცხოელი ვერ იდავებს.
ხ
·
„ ძირითადი უფლებების“ სუბიექტთა წრე შეზღუდულია არა მხოლოდ „მოქალაქეობის’’, არამედ „ასაკობრივი“, „პროფესიული“ თუ „სხვა ნიშნებით“[ ასეთი „შეზღუდვის ‘’მაგალითია კონსტიტუციის 24-ე
მუხლის მე-2 ნაწილი]
+
2. არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება არა აქვს მოქალაქეს, რომელიც სასამართლოს განაჩენით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იმყოფება სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში ან სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად და მოთავსებულია შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში
1.3.2 „ძირითადი უფლებების დამცველი’’ „კონსტიტუციური სარჩელის’’ შეტანის უფლების მქონე „იურიდიული პირები“
·
„საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის თავდაპირველი რედაქცია „მოსარჩელეთა“ შორის „იურიდიულ პირებს“ არ ითვალისწინებდა.
·
„ძირითადი უფლებები’’, მათი შინაარსის მიხედვით, იურიდიულ პირებზეც ვრცელდება, ამიტომ, კანონმდებლობის ამ ხარვეზმა მალე
პრაქტიკაშიც იჩინა თავი.
·
მაგალითად, „საკუთრების უფლება’’[კონსტ. მე-19 მუხლი] იურიდიულ პირებსაც აქვთ [,
მათ შორის პროფესიულ კავშირებს],
·
. როდესაც „პროფესიული კავშირის“, [როგორც
იურიდიული პირის],
„საკუთრების უფლებაში’’ ხდება ჩარევა, მის ნაცვლად
„საკონსტიტუციო
სასამართლოში’’ ვერ იდავებენ „პროფკავშირის წევრები“. იურიდიული პირისა
და „მისი წევრების’’ ამგვარი „ურთიერთჩანაცვლება’’ ზოგადად დაუშვებელია
ხ
·
„ საქართველოს იურიდიულ პირებს’’ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება მიენიჭა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“
ორგანულ კანონში 2002 წლის 12 თებერვალს განხორციელებული
ცვლილებით.
·
№1/466 გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლომ ეს ნორმა არაკონსტიტუციურად
აღიარა.
·
რადგან მისი პოზიციით, იმ იურიდიულ პირთაგან, ვისზეც საქართველოს იურისდიქცია ვრცელდებოდა, „ნაწილი’’ რჩებოდა
„საკონსტიტუციო
სასამართლოსთვის მიმართვის უფლების გარეშე“.
·
ამდენად, დღეისთვის „ძირითადი
უფლების დამცველი
კონსტიტუციური სარჩელის’’ შეტანის უფლება აქვთ არა მხოლოდ „საქართველოს იურიდიულ პირებს“.
ხ
·
„კერძო სამართლის იურიდიული
პირების’’ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა სადავო საკითხი არ
არის.
·
შედარებით რთულია „საჯარო სამართლის
იურიდიული პირების“ თემა.
·
როგორც ავღნიშნეთ, „ძირითადი
უფლების დამცავი კონსტიტუციური სარჩელის’’ შეტანის უფლება უკავშირდება „მოსარჩელის მიკუთვნებას’’ „შესაბამისი ძირითადი უფლებით დაცული
‘’ სუბიექტთა წრისათვის .
·
„საჯარო სამართლის იურიდიული პირები“ ახორციელებენ
საჯარო უფლებამოსილებებს. ისინი, როგორც წესი, „ძირითადი
უფლებების“ ადრესატები
არიან და არა სუბიექტები.
·
მიუხედავად ამისა, არსებობს გამონაკლისებიც.
·
ამ კუთხით, საინტერესოა გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო
სასამართლოს გამოცდილება. გერმანიაში
„საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს’’ შეუძლიათ,
იდავონ ე.წ. „ძირითადი უფლებების მსგავსი საპროცესო უფლებების“, [როგორიცაა უფლებები „კანონიერ მოსამართლეზე’’ და „სასამართლო მოსმენაზე“,
ასევე „სასამართლოსთვის მიმართვის“ უფლების] დასაცავად.
ხ
·
გამონაკლისს ასევე წარმოადგენენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირები“ სპეციფიური სფეროების მიხედვით,
რომელთა ძირითადი ფუნქცია „არა საჯარო უფლებამოსილებების
განხორციელება, არამედ ინდივიდთა ძირითადი უფლებების რეალიზაციაა“.
·
გერმანიის ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ
აღიარა „საჯარო
სამართლის იურიდიული პირის ფორმით“ ჩამოყალიბებული „საზოგადოებრივი მაუწყებლების“,“უნივერსიტეტებისა’’ და „რელიგიური გაერთიანებების’’ „ძირითადი უფლებების’’ სამართალსუბიექტურობა. აღსანიშნავია,
რომ ეს აღიარება ორიენტირებულია „სპეციფიურ სფეროებზე’’ და არ აქვს ზოგადი ხასიათი. ამდენად,
„საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა“ შეიძლება, იდავოს მხოლოდ იმ „ძირითადი უფლების“ დარღვევაზე, რომლის რეალიზაციასაც ის ემსახურება.[ეს დაიმახსოვრე]
ხ
·
„იურიდიული პირი“ ვერ გაასაჩივრებს „იმ ძირითადი უფლების დარღვევას, რომლის სუბიექტიც მხოლოდ ფიზიკური პირია“.
·
მაგალითად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა „იურიდიულმა პირმა“, რომელიც აპელირებდა
„სიცოცხლისა და
ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლებების დარღვევაზე“. სასამართლომ აღნიშნა, რომ სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიძლება, ჰქონოდა
ფიზიკურ პირს, როგორც ცოცხალ არსებას.
იურიდიული პირი, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე,
ვერ იქნებოდა „სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში“ ცხოვრების უფლებების სუბიექტი.
·
წესდება, სპეციფიკა და საქმიანობა
არ აძლევდა მოსარჩელეს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლებას
და სხვა პირთა ინტერესების დაცვის საშუალებას,
რადგანაც არ დასტურდებოდა „უშუალოდ
მისი უფლების (შესაძლო)“ დარღვევა
1.3.3
„ძირითადი უფლებების დამცველი’’ „კონსტიტუციური სარჩელის’’ შეტანის წინაპირპბები: „მსხვერპლი“ და „პოტენციური მსხვერპლი“
·
ფიზიკურ და
იურიდიულ
პირს „ძირითადი უფლების დამცავი კონსტიტუციური სარჩელის“ შეტანის უფლება წარმოეშობა, თუ მას მიაჩნია, რომ მისი „ძირითადი უფლება’’:
1) „დარღვეულია’’, ანუ ის „მსხვერპლია“ ან 2) „შესაძლებელია, უშუალოდ
მის მიმართ დაირღვეს’’, ანუ ის „პოტენციური მსხვერპლია’’.
·
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ამ წინაპირობათა
მიზანს ხედავს „კონკრეტული პირის ’’ ა)უფლებების
დაცვაში ან ბ) მათი აშკარა დარღვევის პრევენციაში.
·
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის თავდაპირველი
რედაქცია არ ითვალისწინებდა: „უფლებების შესაძლო დარღვევის
შემთხვევაში’’ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის შესაძლებლობას.
·
ეს ინსტიტუტი შემოვიდა 2002 წლის 12 თებერვლის ცვლილების შედეგად და მართებულადაა
შეფასებული პროგრესულ მოვლენად ძირითადი უფლებების დაცვისა და ევროპული სტანდარტების
დამკვიდრებისთვის.
·
„ძირითადი უფლებების დარღვევის’’
პრევენცია მართლაც უკეთესი ვარიანტია, ვიდრე დარღვევაზე
post factum რეაგირება.
·
უფლების „შეზღუდვიდან ‘’ საკონსტიტუციო სასამართლოს „გადაწყვეტილებამდე’’ პერიოდში შეიძლება, მოსარჩელისთვის „გამოუსწორებელი’’
ან „ძნელად გამოსწორებადი’’ შედეგები დადგეს
·
ამრიგად საკონსტიტუციო სარჩელში,მოსარჩელემ
„უნდა დაასაბუთოს’’, რომ ის „მსხვერპლი’’ ან „პოტენციური მსხვერპლია’’.
·
ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეუძლიათ დავა მხოლოდ „საკუთარი ძირითადი უფლებების“ დარღვევაზე, თუ არსებობს
კავშირი სადავო ადმინისტრაციულ ნორმასა და მოსარჩელის ძირიტად უფლებებს შორის.[ეს დაიმახსოვრე]
ხ
·
თუ მოსარჩელე მისი „ძირითადი უფლებების’’ „წარსულში დარღვევაზე’’ აპელირებს, მაშინ მან საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა წარუდგინოს შესაბამისი „ფაქტის’’ დამადასტურებელი
მტკიცებულებები.
ხ
·
სარჩელის წარმოებაში მისაღებად აუცილებელი არ არის, რომ „სადავო ნორმის’’ საფუძველზე გამოცემული იყოს
ადმინისტრაციული აქტი, რომელიც „უშუალოდ[პირდაპირ] ზღუდავს’’ მოსარჩელეს შესაბამის ძირითად უფლებას.
ხ
·
„ძირითადი უფლებების’’ სამომავლო
დარღვევაზე მითითებისას მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს, რომ ეს „საფრთხე’’ უშუალო[ანუ მის მიმართაა], რეალური და გარდაუვალია.
·
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო „რაიმე ძირითადი უფლების’’ სამომავლო
დარღვევის რეალურობას აფასებს : ამ უფლების ბუნების, სადავო ნორმის შინაარსისა და საქმის
ვითარების გათვალისწინებით.
·
ის შეისწავლის მტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურებს, რომ მოსარჩელე სადავო
ნორმით მოწესრიგებული ურთიერთობის მონაწილე განჭვრეტად მომავალში გახდება
·
სასამართლოსთვის არაა საკმარისი პირის
„აბსტრაქტული მტკიცება“ მისი უფლებების სამომავლო დარღვევის შესახებ.
·
ამ საკითხისადმი დამოკიდებულება
აქვს გერმანიის ფედერალურ საკონსტიტუციო სასამართლოსაც. მან სარჩელის დაშვებისთვის არასაკმარისად მიიჩნია მოსარჩელის არგუმენტი, რომ ის ოდესღაც
მომავალში დაექვემდებარებოდა შეზღუდვას.
·
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ნაკლებად მკაცრია,კერძოდ, „ძირითადი უფლების დამცავი კონსტიტუციური სარჩელი“ „დასაშვებია’’ თუ:
ა)უფლებების სამომავლო შეზღუდვის დამადასტურებელი მტკიცებულებების
წარდგენა ობიექტურად შეუძლებელია,ბ) სადავო ნორმის შინაარსიდან აშკარად გამომდინარეობს
უფლებების დარღვევის შესაძლებლობა და გ)ეჭვგარეშეა,
რომ მოსარჩელე ამ საფრთხის პირისპირ რეალურად შეიძლება, აღმოჩნდეს.
·
ამ კონტექსტში, გამოსაყოფია ძირითადი
უფლებების „ფარული შეზღუდვები“, როდესაც თითქმის გამორიცხულია, რომ პირმა მათ შესახებ
შეიტყოს.
·
მაგალითად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად
მიიღო „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“
კანონის ერთ-ერთ ნორმასთან დაკავშირებული კონსტიტუციური სარჩელი,რომელიც შეეხებოდა“
სატელეფონო ან სხვა ტექნიკური საშუალებით განხორციელებული
კომუნიკაციის საიდუმლოების შეზღუდვას’’ ფარულად,
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებით. მას მოსარჩელეთათვის არ მოუთხოვია მტკიცებულებების წარმოდგენა „უფლებების შეზღუდვასთან
ან სამომავლო შეზღუდვასთან დაკავშირებით“, რაც მათ ობიექტურად არ შეეძლოთ.
1.3.4
„ძირითადი უფლებების დამცველი’’ „კონსტიტუციური სარჩელის’’ შეტანის უფლების მქონე „თანამდებობის პირი’’- „ სახალხო დამცველი’’
·
„კონსტიტუციის ადვოკატის’ (Verfassungsanwalt) იდეა, რომელსაც შეეძლებოდა
არაკონსტიტუციური აქტების კონსტიტუციურობის შემოწმების ინიცირება, ეკუთვნის ჰანს
კელზენს.
·
ის ერთგვარად რეალიზებულია სახალხო დამცველის უფლებამოსილებაში,
მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
·
საქართველოს მსგავსი გამოცდილება არსებობს ესპანეთში.
ხ
·
სახალხო დამცველის კონსტიტუციური ფუნქცია საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის
უფლებების დაცვაზე ზედამხედველობაა.
·
ამ ამოცანიდან ლოგიკურად გამომდინარეობს
მისი „ძირითადი უფლების დამცავი კონსტიტუციური სარჩელის“ შეტანის
უფლებამოსილება.
·
ყურადღება: სახალხო დამცველი არ საჭიროებს მტკიცებულებების მოტანას,
რომ სადავო ნორმამ ვინმეს უფლებები დაარღვია ან მომავალში რეალურად დაარღვევს.
·
ის არ არის ვალდებული, დაელოდოს ძირითადი უფლების კონკრეტულ დარღვევას
ხ
·
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მკაფიოდ ჩამოაყალიბა თავისი პოზიცია
იმ მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ სახალხო
დამცველს „საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლებამოსილება“ წარმოეშობოდა მხოლოდ
იმ შემთხვევაში, თუ:ა) ჰქონდა ძირითადი უფლებების დარღვევის თაობაზე მოქალაქის განცხადება,
ინფორმაცია ან სტატისტიკური მონაცემები და ბ) ვერც
უფლებების სამომავლო შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით იდავებდა.
·
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა
ძირითადი უფლებების დაცვის პრიორიტეტზე და მათი უზრუნველყოფისთვის სახალხო დამცველის
ინსტიტუტის მნიშვნელობაზე.
·
მან მიუთითა იმაზეც, რომ სახალხო
დამცველის ფუნქცია არა მხოლოდ უფლებათა დარღვევებზე რეაგირება, არამედ მათი პრევენციაც
იყო.
·
„სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი’’
ჩაითვალა „აბსტრაქტული კონსტიტუციური კონტროლის’’ განხორციელების
ფორმად, რაც მას ათავისუფლებდა წარსულში ან მომავალში
უფლებების კონკრეტული დარღვევის მტკიცების ვალდებულებისგან.
·
სახალხო დამცველს შეეძლო, ნებისმიერ
შემთხვევაში მიემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, თუ მიიჩნევდა, რომ სადავო
ნორმა, მისი შინაარსიდან გამომდინარე, არღვევდა ძირითად უფლებებს.
·
ამით საკონსტიტუციო სასამართლომ აღიარა „სახალხო
დამცველის უფლებამოსილება actio
popularis-ზე“. [სხვაგვარი მიდგომა არსებითად დააზიანებდა ძირითადი უფლებების
დაცვისთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან ინსტიტუტს]
1.3.5 „ძირითადი უფლებების დამცველი’’ „კონსტიტუციური სარჩელის’’- მოპასუხეები
·
ძირითადი უფლებების შეზღუდვის კონსტიტუციურობის კონტროლის
ფარგლებში, მოპასუხეა ის ორგანო ან თანამდებობის პირი, რომლის
აქტმაც, მოსარჩელის აზრით, გამოიწვია ძირითადი
უფლების დარღვევა.
ხ
·
საქმის განხილვაში მონაწილეობს როგორც მოსარჩელე, ასევე მოპასუხე, ანუ პროცესი კონტრადიქტორულია.
·
ეს მიდგომა გამართლებულია, რადგანაც იძლევა
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მხარეთა პოზიციების შეფასებისა და გადაწყვეტილების
დასაბუთების უკეთეს შესაძლებლობას.
·
თუმცა, სხვაგვარი გამოცდილებაც არსებობს
- გერმანიის ფედერალურ საკონსტიტუციო სასამართლოში მსგავსი პროცესი კონტრადიქტორული
არ არის. ამავდროულად, იმ სახელმწიფო ორგანოს, რომლის მოქმედება ან უმოქმედობაა გასაჩივრებული, ეძლევა „სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში“ თავისი პოზიციის წარდგენის
შესაძლებლობა. მას შეუძლია პროცეში ჩართვაც,
[გარდა იმ შემთხვევისა,
როდესაც „საერთო
სასამართლოს გადაწყვეტილებაა“ განხილვის საგანი],მაგრამ არ ენიჭება „მოპასუხის’’ სტატუსი.
·
ამ გამოცდილების გაზიარება საქართველოშიც გონივრული იქნებოდა რეალური საკონსტიტუციო კონტროლის შემოღების შემთხვევაში,
რაც დაზოგავდა დროს და შეამსუბუქებდა სასამართლოს გაზრდილ დატვირთვას.
ხ
·
კანონმდებლობა პირდაპირ არ აწესრიგებს საკითხს,
თუ ვინ იქნება მოპასუხე, მაშინ „როდესაც ნორმატიული
აქტის გამომცემი ორგანო ან შესაბამისი თანამდებობა აღარ არსებობს. ‘’
·
საკონსტიტუციო სასამართლო ამ მიზეზით უარს ვერ განაცხადებს სარჩელის განხილვაზე.
·
ამ შემთხვევაში, მიზანშეწონილია ანალოგიით იმ წესის
გამოყენება, რომელიც მოქმედებს „აბსტრაქტული ნორმათკონტროლის“ ფარგლებში.
·
ნორმატიული აქტის გამომცემი სუბიექტის არარსებობისას,
მოპასუხე უნდა იყოს
„მისი უფლებამონაცვლე ორგანო
ან თანამდებობის პირი“. თუ უფლებამონაცვლეც
არაა სახეზე, საკონსტიტუციო სასამართლომ მოპასუხედ
უნდა განსაზღვროს: პარლამენტი
პრეზიდენტი, მთავრობა ან ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ან აღმასრულებელი
ორგანოები.
1.4. „ძირითადი უფლებების დამცველი’’ „კონსტიტუციური სარჩელის’’ - „დავის საგანი’’
1.4.1. დავის საგნის ნაწილები
·
კანონმდებლობა არ ითვალისწინებს „დავის საგნის’’ ცნების დეფინიციას[განმარტებას].
ხ
·
საკონსტიტუციო სასამართლო ,თავის პრაქტიკაში „ძირითადი უფლებების დამცველი’’ „კონსტიტუციური სარჩელის’ „დავის საგნად’’ მიუთითებს :
“ ნორმატიული აქტის
ან მისი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებულ უფლებასთან ან უფლებებთან მიმართებით“.
ხ
·
„ძირითადი უფლებების დამცველი’’ „კონსტიტუციური სარჩელის’ „დავის საგანი’’, ორნაწილიანია:
1) „სადავო ნორმა’’ და 2) „ძირითადი უფლების (სავარაუდო) დარღვევა“.
ხ
·
„საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის შესაბამისად, ნებისმიერი სახის „კონსტიტუციურ
სარჩელში’’ უნდა მიეთითოს:
ა) „სადავო ნორმა’’,
ასევე
ბ) კონსტიტუციის ის ნორმები, რომლებიც ირღვევა
და
გ)კონსტიტუციური
ნორმის დარღვევის დამადასტურებელი
მტკიცებულებანი.
ხ
ყურადღება:
·
„დავის საგნის’’ პირველი
ნაწილი - ცნება
„სადავო ნორმა“ საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლომ პრაქტიკაში გააფართოვა და ამჟამად მოიცავს ნორმის „კონკრეტული ნორმატიული
შინაარსის“ „კონსტიტუციურობასაც’’.[ეს დაიმახსოვრე]
ხ
ქვემოთ მიმოვიხილოთ
„ძირითადი უფლებების დამცველი’’ „კონსტიტუციური სარჩელის’’ -
„დავის საგანის’’ ეს ნაწილები ცალ-ცალკე
1.4.2. „სადავო
ნორმა’’[ ანუ სარჩელის „დავის საგნის’’ პირველი ნაწილი]
·
გასაჩივრებას დაქვემდებარებული „ნორმატიული აქტების“
იდენტიფიცირება, ერთი შეხედვით, არ არის რთული.
·
„ნორმატიული
აქტების შესახებ“ ორგანული კანონი განსაზღვრავს: ნორმატიული აქტის დეფინიციას, სახეებს,
იერარქიას, მიღებაზე
(გამოცემაზე) უფლებამოსილ სუბიექტებსდა ა.შ.
·
ამავდროულად, არ არის გამორიცხული, რომ ნორმატიული აქტის[ნორმაქტის] ფორმით მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტი „შინაარსობრივად“ „ინდივიდუალური და ერთჯერადი ხასიათის“ იყოს
[ანუ ერთჯერადი ინდაქტი იყოსო] ან პირიქით.
·
„ნორმატიული
აქტების შესახებ“ ორგანული კანონით ეს აკრძალულია,მაგრამ პრაქტიკაში მაინც გვხვდება.
·
აღსანიშნავია, რომ ე.წ. „ერთი შემთხვევის კანონის“
მიღება ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოსა და ხელისუფლების დანაწილების
პრინციპებს და დაუშვებლად ითვლება.
·
ჩნდება კითხვა ზემოაღნიშნულ შემთხვევებში საკონსტიტუციო სასამართლოს „მიდგომასთან“
დაკავშირებით.
·
მაგ. 1998 წლის 15 ივლისის №1/6-58,60,62,67
გადაწყვეტილებაში „მოქალაქეები ირაკლი ტუღუში, ლონდა სიხარულიძე, ზურაბ დიდიშვილი,
ვალერიან რევიშვილი, სიმონ ხოშტარია, დავით ჯანგულაშვილი და რუსუდან ბოკუჩავა საქართველოს
პრეზიდენტის წინააღმდეგ“ „საკონსტიტუციო სასამართლოს“ პოზიცია წინააღმდეგობრივია.
·
დავის საგანი იყო „პრეზიდენტის’’[სააკაშვილის] რამდენიმე „სამართლებრივი აქტი“,
რომლებიც ითვალისწინებდა საქართველოს პროფკავშირების
ქონების ცალკეული ობიექტების გადაცემას სხვა უწყებებისთვის.
·
ეს აშკარად ერთჯერადი აქტები
არ შეიცავდა მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების
ქცევის ზოგად წესებს.
·
მაგრამ აქტების ნაწილთან დაკავშირებით სასამართლომ ფორმალური მიდგომა განავითარა და „ნორმატიულად ჩათვალა’’ მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი
შეტანილი იყო ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში.
·
სახელმწიფო რეესტრში დაურეგისტრირებელი
აქტი მან ასევე მიიჩნია „ნორმატიულად“ „მოწმის ჩვენების“ საფუძველზე, მისი შინაარსის შეფასების გარეშე.
ხ
·
შემდგომ პრაქტიკაში სადავო აქტის
„ნორმატიული აქტებისთვის’’ მიკუთვნების კრიტერიუმები უფრო მკაფიო და სრულყოფილი გახდა.
·
2007 წლის 9 ნოემბრის №1/7/436 განჩინებაში საქმეზე
„შპს “კავკასუს ონლაინი” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“
სასამართლომ იმსჯელა კომისიის
„სადავო აქტის’’ ბუნებაზე.
·
მან იხელმძღვანელა ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების დეფინიციებით,
რასაც ითვალისწინებდა „ნორმატიული აქტების
შესახებ“ კანონი და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და
დაასკვნა, რომ: რელევანტური იყო
ა) როგორც ფორმალური
(ანუ „აქტის’’ მიღების
წესთან დაკავშირებული), ასევე ბ)მატერიალური (ანუ „შინაარსობრივი’’) ნიშნები.
·
სადავო აქტი ფორმალურად
ინდივიდუალურ-სამართლებრივი იყო, მაგრამ მოსარჩელის მოსაზრებით, მას ნორმატიული შინაარსი
ჰქონდა.
·
საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ნორმატიული აქტის მატერიალური ელემენტი მისი სუბსტანციის განმსაზღვრელი
მომენტი იყო.
·
შინაარსის
შეფასების შედეგად, ის მივიდა დასკვნამდე, რომ სადავო აქტი ინდივიდუალური იყო და ამ საფუძვლით
უარი განაცხადა კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე.
ხ
·
464 2008 წლის 17 ივნისის №2/2/438 განჩინებაში საქმეზე
„საქართველოს მოქალაქე ვახტანგ ცქიფურიშვილი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“ კვლავ
გაესვა ხაზი იმას, რომ სადავო
აქტის „ნორმატიულად“ ჩასათვლელად
სასამართლო ხელმძღვანელობდა არა მხოლოდ „ფორმალური’, არამედ „მატერიალური“ კრიტერიუმით.
·
რომ „ფორმალურად ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი“ „შინაარსობრივად შეიძლება, არ ყოფილიყო
ნორმატიული“ და პირიქით, „ფორმალურად ინდივიდუალურ-სამართლებრივ
აქტს“ შესაძლოა, ჰქონოდა“ ნორმატიული შინაარსი“.
ხ
·
საკონსტიტუციო სასამართლომ განსაკუთრებით გამოყო შემთხვევები,
როდესაც „ნორმატიული აქტის გამომცემი სუბიექტი“ აღარ
არსებობდა და აღარც „შესაბამისი
ნორმატიული აქტის სახეს’’ ითვალისწინებდა კანონი
„ნორმატიული აქტების შესახებ“.
·
თუ ამგვარ აქტს არ ჰქონდა დაკარგული იურიდიული ძალა,
მისი კონსტიტუციურობის საკითხი ექვემდებარებოდა განხილვას.
·
მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანი
პრეზიდენტის ფორმალურად „ნორმატიული’’ „ბრძანებულებები“ იყო.
·
საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასა ამ აქტების შინაარსი
და დაასკვნა, რომ ისინი არ შეიცავდა ქცევის ზოგად წესებს და მატერიალური თვალსაზრისით, არ იყო „ნორმატიული
აქტები“.
და მათი კონსტიტუციურობის
შემოწმება სცდებოდა სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს.
ხ
·
საკონსტიტუციო სასამართლო ამოწმებს მხოლოდ იურიდიული ძალის მქონე, ანუ „მოქმედი ნორმის“ კონსტიტუციურობას.
·
თუ ნორმა ჯერ არ ამოქმედებულა, ის ვერ ხელჰყოფს ძირითად
უფლებას.
·
ამდენად, არ განიხილება „პრევენციული კონსტიტუციური სარჩელები’’- „ნორმატიული აქტების’’ პროექტებთან დაკავშირებით.
ხ
·
თუ სადავო ნორმამ საქმის განხილვისას
დაკარგა ძალა, ითვლება,რომ
მოსარჩელის სუბიექტური მიზანი მიღწეულია.
მიუხედავად ამისა, საკონსტიტუციო სასამართლოს
შეუძლია, გააგრძელოს მისი კონსტიტუციურობის შემოწმება, თუ საკითხის გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დარღვეული ძირითადი უფლების უზრუნველყოფისთვის.
[ ეს, ერთი მხრივ, ხაზს უსვამს ძირითადი უფლებების შეზღუდვის კონსტიტუციურობის კონტროლის ობიექტურ
ფუნქციას, ხოლო მეორე მხრივ, იძლევა მომავალში ანალოგიური დარღვევების პრევენციისა
და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მათი გამარტივებული წესით
გაუქმების შესაძლებლობას.]
.1.4.3. „ძირითადი უფლების დარღვევა (ან სავარაუდო დარღვევა ) “ [ ანუ „დავის საგნის’’ მე-2 ნაწილი იხ. ზემოთ
]
·
„დავის საგნის“ მეორე ნაწილთან - „ძირითადი უფლების დარღვევასთან(ან სავარაუდო დარღვევასთან )“ დაკავშირებით სამეცნიერო ლიტერატურაში
აზრთა სხვადასხვაობაა, რაც განპირობებულია „ძირითადი უფლებების შეზღუდვის
კონსტიტუციურობის შემოწმების“ ორმაგი - სუბიექტური და ობიექტური ფუნქციით.
·
დავის საგნის „ობიექტური გაგების“ შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმოქმედოს პრინციპით iura novit curia
(სასამართლომ იცის კანონი) და „„ძირითადი უფლებების შეზღუდვის კონსტიტუციურობის
შემოწმებისას“ არ
შეიზღუდოს მხოლოდ
მოსარჩელის მიერ მითითებული „ძირითადი უფლებებით’’.
·
დავის საგნის „სუბიექტური გაგების“ მიხედვით, მოსარჩელე სადავო
აქტის ნებისმიერი შესაძლო სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებას კი არ ითხოვს,
არამედ მხოლოდ „იმ
ძირითად უფლებასთან მიმართებით, რის დარღვევაზეც ის აპელირებს“. ამდენად, სასამართლო
უნდა შემოიფარგლოს მოსარჩელის მიერ მითითებული ძირითადი უფლების დარღვევის შემოწმებით.
·
გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში
განვითარდა შუალედური, დავის საგნის „ობიექტივირებული
სუბიექტური გაგება“.
·
სასამართლო არ იზღუდება „კონსტიტუციური
სარჩელის“ სიტყვასიტყვითი ტექსტით, არამედ მისთვის მთავარი „სასარჩელო მოთხოვნის
შინაარსია“, რომელსაც ზოგჯერ განმარტავს კიდეც. მიუხედავად ამისა, ის არ სცდება „სასარჩელო მოთხოვნის ცალსახად ჩამოყალიბებულ საგნობრივ ფარგლებს’’.
ხ
·
საქართველოს კანონმდებლობიდან და საკონსტიტუციო სასამართლოს
პრაქტიკიდან გამომდინარე, „ძირითადი
უფლებების შეზღუდვის კონსტიტუციურობის კონტროლისას“ დავის საგნის განსაზღვრა დამოკიდებულია მოსარჩელეზე და მის სასარჩელო მოთხოვნაზე.
·
სასამართლო მკაცრადაა
შებოჭილი „ სასარჩელო მოთხოვნით“.
·
შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში გაბატონებულია დავის საგნის სუბიექტური გაგება, თანაც მის ორივე ნაწილში,
როგორც სადავო ნორმის, ასევე ძირითადი უფლების დარღვევის (ან სავარაუდო
დარღვევის] კუთხით.
1.4.4. „დავის საგნით’’ შეზღუდვა
·
„სადავო
ნორმის’’ ნაწილში
„დავის საგნის’’ „გაფართოებას’’ ზღუდავს ორგანული კანონი „საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს შესახებ“.
·
ნათქვამი ნისნავს
იმას,რომ საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილი არ არის, იმსჯელოს მთლიანად კანონის ან სხვა ნორმატიული
აქტის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე, თუ მოსარჩელე ან
წარდგინების ავტორი ითხოვს კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის
მხოლოდ რომელიმე ნორმის
·
[ანუ ნაწილის] არაკონსტიტუციურად ცნობას.
·
მიუხედავად ამისა, ცალსახად არაა გამორიცხული „სადავო ნორმასთან“ „ორგანულად დაკავშირებული ნორმების შეფასებისა და გაუქმების შესაძლებლობა“.
ეს არც „მთლიანად კანონის“ და არც „სხვა ნორმატიული აქტის“ კონსტიტუციურობაზე მსჯელობა
იქნებოდა.
·
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლო პრაქტიკაში მკაცრად შემოიფარგლება „მოსარჩელის მიერ მითითებული სადავო ნორმით’’ ან „მისი
კონკრეტული ნორმატიული შინაარსით“.
ხ
·
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
შესახებ“ ორგანული კანონი არ გამორიცხავს დავის საგნის
გაფართოების შესაძლებლობას ძირითადი უფლების (სავარაუდო) დარღვევის ნაწილში.
·
მიუხედავად ამისა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ ამოწმებს სადავო ნორმას იმ ძირითად უფლებასთან მიმართებით, რომელიც კონსტიტუციურ სარჩელში
არ არის მითითებული.
1.5. საკონსტიტუციო სასამართლოს შემოწმების მასშტაბი-
„ძირითადი უფლებების შეზღუდვის კონსტიტუციურობის კონტროლის“ უფლებამოდილების ფარგლებში
1.5.1კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული
ძირითადი უფლებები
·
მოსარჩელე ვერ დააყენებს სადავო ნორმის კონსტიტუციის „ნებისმიერ’’ დანაწესთან შესაბამისობის საკითხს.
·
შესაძლებელია აპელირება მხოლოდ იმ უფლების დარღვევაზე, რომელიც
გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით.
·
აქედან გამომდინარე, „საკონსტიტუციო სასამართლოსთვის შემოწმების
მასშტაბი’’ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში გათვალისწინებული „ძირითადი უფლებებია“
ხ
·
ყურადღება: კონსტიტუციის მეორე თავში ნორმის განთავსების ფაქტი თავისთავად არ
გულისხმობს, რომ ის „ძირითად უფლებას“ ადგენს და მის დარღვევაზე დავა შესაძლებელია- „ძირითადი უფლებების შეზღუდვის კონსტიტუციურობის
კონტროლის“ ფარგლებში.
·
ყურადღება: მეორე თავი „განსხვავებული შინაარსის ნორმებსაც შეიცავს“ და
მათი „ნაწილის’’ გამიჯვნა
„ძირითადი უფლებების’’ დამდგენი ნორმებისგან საკმაოდ მარტივია.
·
ამის მაგალითია კონსტიტუციის 35-ე მუხლი, რომელიც „სახალხო დამცველის“
სტატუსს, არჩევის წესს, ვადასა და გარანტიებს აწესრიგებს. [და არა რაიმე „ძირითად უფლებას’’
ხ
·
შედარებით რთულია „ძირითადი უფლებებისა’’ და „სახელმწიფოს
მიზნების’’ დამდგენი ნორმების გამიჯვნა.
·
ამ კუთხით საინტერესოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
2008 წლის 31 მარტის №2/1-392 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე
და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
·
მოსარჩელეები აპელირებდნენ კონსტიტუციის იმჟამინდელი
რედაქციის 31-ე მუხლის შემდეგი წინადადების დარღვევაზე: „სახელმწიფო ზრუნავს ქვეყნის მთელი ტერიტორიის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური
განვითარებისთვის.“
·
სასამართლოს პოზიციით, კონსტიტუციის მეორე თავში „ნორმის მოთავსება“ უპირობოდ არ გულისხმობდა იმას,
რომ ის იცავდა რომელიმე „ძირითად უფლებას’’ და მოსარჩელეს შეეძლო მასზე თავისი
მოთხოვნის დაფუძნება.
·
სასამართლოს განმარტებით 31-ე
მუხლი გამოხატავდა სახელმწიფოს ერთგვარ სოლიდარობას მისი შემადგენელი ტერიტორიული კორპორაციებისადმი და ამ ურთიერთობაში ფიზიკური პირის პირდაპირი მონაწილეობა
არ მოიაზრებოდა. გარდა ამისა, აღნიშნული ნორმა სოციალური სახელმწიფოს პრინციპის ერთ-ერთ გამოხატულებას წარმოადგენდა
და ემსახურებოდა „სამართლიანი
სოციალური წესრიგის“ დამკვიდრებას, „ეკონომიკური წონასწორობის“ შენარჩუნებას,
„მოსახლეობის შეძლებისდაგვარად
თანასწორ’’ უზრუნველყოფასა და „ქვეყნის მასშტაბით ცხოვრების მაქსიმალურად თანაბარი პირობების“
შექმნას.
·
სოციალური სახელმწიფოს „ცალკე აღებული პრინციპიდან’’ ფიზიკური პირის სუბიექტური
უფლებები, გარკვეული სოციალური რეგულირებების მოთხოვნა და კონკრეტული მოვალეობები
არ გამომდინარეობდა.
·
31-ე მუხლი მიუთითებდა სახელმწიფოს მხრიდან „ზრუნვაზე“
და არა ვალდებულებაზე.
·
ამდენად, ის იყო სახელმწიფოს
მიზნის, ანუ სამომავლო
მოქმედებებისა და არა „ძირითადი უფლების“, მისი შინაარსისა
და ფარგლების დამდგენი ნორმა.
·
საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ სადავო
ნორმის კონსტიტუციურობის შეფასება 31-ე მუხლთან მიმართებით
ვერ განხორციელდებოდა განცალკევებულად, მაგრამ ეს შესაძლებელი
იყო „ძირითადი უფლებების დამდგენ ნორმებთან
კავშირში’’
1.5.2. კონსტიტუციის
პრინციპები
·
კონსტიტუცია ფუნდამენტურ
პრინციპებზე დაფუძნებულ წესრიგს ქმნის, ამიტომ მისი ცალკეული ნორმების სრულყოფილი განმარტება
ვერ მოხდება „სამართლებრივი სახელმწიფოს’’, „დემოკრატიისა“ და „სხვა’’ პრინციპების გათვალისწინების გარეშე.
·
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ მიუთითა,
რომ „სადავო ნორმების’’ კონსტიტუციურობის
შემოწმებისას ის
არ
იზღუდებოდა „კონსტიტუციის
კონკრეტული’’ ნორმებით.
·
სასამართლოს პოზიციით, კონსტიტუციური პრინციპები არ ადგენს ძირითად უფლებებს, მაგრამ „გასაჩივრებული ნორმატიული აქტი’’ ა)უნდა გადამოწმდეს მათთან
მიმართებით, ბ)კონსტიტუციის
ცალკეულ ნორმებთან კავშირში და გ)მსჯელობა ერთიან კონტექსტში უნდა წარიმართოს.
·
სასამართლოს აზრით, მხოლოდ
„ასეა’’ შესაძლებელი ნორმის
სრული განმარტება, რაც ხელს უწყობს მისი კონსტიტუციურობის სწორ შეფასებას.
1.5.3. კონსტიტუციით
„გაუთვალისწინებელი“ „ძირითადი უფლებები’’
·
შემოწმების მასშტაბების კონტექსტში, დიდი მნიშვნელობა აქვს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ჩანაწერს, რომლის
მიხედვითაც, „კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა
და თავისუფლებებს, რომლებიც მასში არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს
კონსტიტუციური პრინციპებიდან.’’
·
გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ აღნიშნული
ნორმა[კონსტიტუციის მე-4 მუხლის
მე-2 პუნქტი]
„სისტემურად’’ უკავშირდება“ ძირითადი უფლებებით“, როგორც „უშუალოდ[ანუ პირდაპირ] მოქმედი სამართლით“, „სახელმწიფოს შეზღუდვის’’ პრინციპს.
·
აქედან გამომდინარე, ის აუცილებლადაა მხედველობაში მისაღები იმ
უფლებათა წრის განსაზღვრისას, რომლებითაც იზღუდება სახელმწიფო ხელისუფლება.
ხ
·
2017 წლის 13 ოქტომბრის ცვლილებებამდე ზემოაღნიშნულ ნორმას ითვალისწინებდა კონსტიტუციის
39-ე მუხლი, რომელიც მეორე თავში
შედიოდა.
·
საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლომ პრაქტიკაში შეაფასა სადავო ნორმების კონსტიტუციურობა 39-ე მუხლთან
დაკავშირებით და განმარტა ეს კონსტიტუციური
დანაწესი
·
მის მიზნად ჩაითვალა „კონსტიტუციით პირდაპირ
გაუთვალისწინებელი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა“, [თუ ეს გამომდინარეობდა ა)კონსტიტუციური პრინციპებიდან და ბ) ადამიანის
უფლებების სფეროში სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებებიდან, ანუ საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან.]
·
საკონსტიტუციო სასამართლომ 39-ე მუხლის გამოყენება
იმ შემთხვევაშიც მიიჩნია შესაძლებლად, როდესაც ძირითად უფლებას კონსტიტუცია ითვალისწინებდა,
მაგრამ ანალოგიური უფლების საერთაშორისო ხელშეკრულებით გარანტირებული შინაარსი უფრო ფართო იყო.
·
საქართველოს კონსტიტუციურსამართლებრივ სივრცეში
ახალი უფლებების „შემოტანის“ აუცილებელი წინაპირობაა, რომ ისინი „თავისთავად“ გამომდინარეობდეს
კონსტიტუციის პრინციპებიდან.
·
შეუძლებელია[არ
შეიძლება] ძირითადი უფლების რანგში „ნებისმიერი საერთაშორისო ნორმის აყვანა, რომელიც რაიმე უფლებას ადგენს
და შეიძლება, კონსტიტუციის რომელიმე პრინციპს დავუკავშიროთ“. ეს
ძირითად უფლებათა კონსტიტუციური კატალოგის ფაქტობრივად ულიმიტო გაფართოების ტოლფასი
იქნებოდა, მათ შორის იმ უფლებებით, რომელთა
შესრულება სახელმწიფოს ობიექტურად არ ძალუძს.
·
განსაკუთრებით ფრთხილი მიდგომაა საჭირო საერთაშორისო
ხელშეკრულებებით გათვალისწინებული „სოციალური უფლებების’’ მიმართ, რომელთა უზრუნველყოფა
ხშირად სახელმწიფოს ეკონომიკურ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული.
·
ამავდროულად, არც ზედმეტი
თავშეკავებაა გამართლებული, რადგანაც ამ შემთხვევაში, კონსტიტუციის აღნიშნული
ნორმა დაკარგავდა ძირითადი უფლებების სისტემის
სრულყოფის ფუნქციას.
·
გონივრული იქნებოდა „შუალედური მიდგომა“ და ახალი
უფლებების „შემოტანა“ მხოლოდ
მაშინ , თუ წინააღმდეგ შემთხვევაში, დაირღვეოდა რომელიმე კონსტიტუციური
პრინციპის ძირითადი მოთხოვნები.
ხ
·
„კონსტიტუციით პირდაპირ გაუთვალისწინებელი უფლებების აღიარების
დამდგენმა ნორმამ ‘’2017
წლის 13 ოქტომბრის ცვლილებების შედეგად, კონსტიტუციის პირველ თავში გადაინაცვლა.
·
აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო
მას პირდაპირ, რომელიმე ძირითად უფლებასთან
კავშირის გარეშე, ვეღარ გამოიყენებს. ეს იმას ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ვეღარ „შემოიტანს“ კონსტიტუციით პირდაპირ გაუთვალისწინებელ უფლებებს. [ეს დაიმახსოვრე]
·
ამის შედეგად წარმოქმნილი დეფიციტის კომპენსირება ნაწილობრივ
შეუძლია „პიროვნების თავისუფალი განვითარების“ უფლებას. [კონსტ. მუხ. მე-12-ე]
·
სასამართლოს პოზიციით, ის უზრუნველყოფს საკუთარი ნების,
გადაწყვეტილების, არჩევანის შესაბამისად განვითარების შესაძლებლობას ნებისმიერი შინაარსითა
და მიმართულებით.
·
თითოეული
„სხვა’’[არა-მე-2 თავიში შემავალი ] უფლება
უნდა განიმარტოს სწორედ „ადამიანის
თავისუფალი განვითარების უზრუნველყოფის პერსპექტივით’’. მე-12 მუხლის უფლებას[„პიროვნების თავისუფალი განვითარების“ უფლებას.] სუბსიდიური[დამხმარე] ხასიათი აქვს და უზრუნველყოფს იმ უფლებებისა და ინტერესების
დაცვას, რომლებიც არ არის გარანტირებული სხვა ძირითადი უფლებებით,
მაგრამ პიროვნების თავისუფალი განვითარების აუცილებელ კომპონენტს შეადგენს.
ხ
1.5.4. საერთაშორისო
ხელშეკრულებები
·
„ძირითადი უფლებების შეზღუდვის“ „კონსტიტუციურობის
კონტროლის“ მასშტაბი
არ არის უშუალოდ რომელიმე
„საერთაშორისო სამართლებრივი აქტი“.
·
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ
„ამ კომპეტენციის[უფლებამოსილების]
ფარგლებში,
კონსტიტუცია არ იძლეოდა სადავო ნორმის
საერთაშორისო ხელშეკრულებებთან „შესაბამისობის’’ დადგენის შესაძლებლობას.’’
·
„ერთადერთი
აქტი, რომლითაც ამ შემთხვევაში ხელმძღვანელობს საკონსტიტუციო სასამართლო ნორმის კონსტიტუციურობის
შემოწმებისას, არის საქართველოს
კონსტიტუცია და საკონსტიტუციო სასამართლოს ამოცანაა მოახდინოს კონსტიტუციის
და არა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების განმარტება.“
·
მართალია, საკონსტიტუციო სასამართლოს
ფუნქცია არ არის სადავო ნორმის შესაბამისობის
დადგენა „საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ
უფლებებთან“,მაგრამ ეს არ ნიშნავს მათი
მოთხოვნების, განსაკუთრებით კი - „ადამიანის უფლებათა
ევროპული კონვენციისა’’ და
„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის’’ -იგნორირებას.
·
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა,
რომ ამათუიმ საკითხის გადაწყვეტა უნდა განხორციელებულიყო საერთაშორისო სამართლის,
პირველ რიგში - „ადამიანის უფლებათა
საერთაშორისო სამართლის“ მოთხოვნათა მაქსიმალური პატივისცემითა
და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით. ამავდროულად, ეს არ გულისხმობდა“რომელიმე
საერთაშორისო ხელშეკრულების აყვანას კონსტიტუციის რანგში“ და „კონსტიტუციური ნორმების ჩანაცვლებას საერთაშორისო სამართლის
ნორმებით“
·
ზემოაღნიშნული მიდგომა გერმანული გამოცდილების მსგავსია,
რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციის
განმარტებისას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შინაარსს და ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას დამხმარე
ფუნქცია აქვს „ძირითადი
უფლებების“ შინაარსისა და ფარგლების, ასევე კონსტიტუციის
„სამართლებრივ -სახელმწიფოებრივი
მოთხოვნების“ განმარტებისას.
ხ
·
საქართველო საკონსტიტუციო სასამართლო პრაქტიკაში
აქტიურად იყენებს საერთაშორისო გამოცდილებას, რაც დადებით
გავლენას ახდენს ძირითადი უფლებების დაცვასა და მისი გადაწყვეტილებების ხარისხზე.
·
მაგალითად, სასამართლომ განიხილა საკითხი, „თუ რამდენად იყო „არარელიგიური ხასიათის რწმენა“ კეთილსინდისიერი
წინააღმდეგობის გამო „სამხედრო სამსახურის გავლაზე უარის’’ საფუძველი“.
·
მოიშველია რა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
პრაქტიკა საქმეებზე: „აროუსმითი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ და „ლე კურ გრანდმეზონი
და ფრიტცი საფრანგეთის წინააღმდეგ“, საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა: „რწმენა და შეხედულებები, რომელიც წარმოადგენს კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის
საფუძველს, თავისი შინაარსით, არ არის აუცილებელი, იყოს რელიგიური ხასიათის.
ამიტომ ,მაგალითად,
პაციფიზმი ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ რწმენად იქნა აღიარებული მაშინაც, როდესაც ის გარკვეულ
რელიგიას არ უკავშირდება.“
ხ
·
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულმა
კანონმა 2015 წლის 29 მაისის ცვლილების შედეგად გაითვალისწინა „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის’’ საკონსულტაციო დასკვნისთვის მიმართვის
ინსტიტუტი.
·
მისი შემოღების საფუძველი გახდა ადამიანის უფლებათა
და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №16 ოქმი (2013 წლის 2 ოქტომბერი).
·
„საკონსულტაციო დასკვნისთვის
მიმართვა’’ ემსახურება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და ეროვნულ
სასამართლოებს შორის თანამშრომლობისა და დიალოგის ინსტიტუციონალიზაციასა და გაღრმავებას,
ადამიანის უფლებათა დაცვის ეფექტიანობის ზრდას, მკაფიო სტანდარტების დადგენას და ა.შ.
·
საკონსულტაციო
დასკვნისთვის , მიმართვა ფაკულტატიურია
- საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტია, რა შემთხვევაში
გამოიყენებს მას.
·
მიმართვა შესაძლებელია,
განხორციელდეს: 1) ძირითადი უფლებების შეზღუდვის კონსტიტუციურობის კონტროლის ფარგლებში;
2) კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ; 3) საქმესთან დაკავშირებულ
იმ პრინციპულ საკითხებზე, რომლებიც „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და მისი ოქმებით“’ გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლებების განმარტებას
ან გამოყენებას შეეხება.
·
საკონსულტაციო დასკვნისთვის მიმართვა საჭიროებს დასაბუთებას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის
საქმესთან დაკავშირებული სათანადო სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების წარდგენას.
·
ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლოს საკონსულტაციო
დასკვნას სავალდებულო ხასიათი
არ აქვს.
·
მიუხედავად ამისა, თუ გავითვალისწინებთ მის უდიდეს
ავტორიტეტს და იმ გარემოებას, რომ მიმართვის ინიციატორი თვით საკონსტიტუციო სასამართლოა,
დასკვნის ყურადღების მიღმა დატოვება ნაკლებად სავარაუდოა.
1.6. საკონტიტუციო სასამართლოს მიერ „შემოწმების’’ ფორმა
და შინაარსი
[„ძირითადი უფლებების
შეზღუდვის კონსტიტუციურობის კონტროლის“ უფლებამოსილების
ფარგლებში ]
1.6.1. შემოწმების
„საკანონმდებლო ჩარჩო ‘’
·
„საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონიდან გამომდინარე, „ძირითადი უფლების დამცავი
კონსტიტუციური სარჩელით“ „გასაჩივრებული ნორმის’’ კონსტიტუციურობის დადგენისას
საკონსტიტუციო სასამართლო ამოწმებს:
1. კონსტიტუციასთან „გასაჩივრებული ნორმის
შინაარსის’’ შესაბამისობას
[ ამ დროს მხედველობაში იღებს სადავო ნორმის არა მარტო სიტყვასიტყვით
მნიშვნელობას,არამედ ა)მასში გამოხატულ
ნამდვილ აზრსა და ბ)მისი
გამოყენების პრაქტიკას, აგრეთვე გ) შესაბამისი კონსტიტუციური ნორმის არსს]
და
2. რამდენადაა დაცული საკანონმდებლო
აქტისა და პარლამენტის დადგენილების
„მიღების/გამოცემის, ხელმოწერის, გამოქვეყნებისა და ამოქმედების“ კონსტიტუციით დადგენილი წესი.[ანუ „ფორმა’’]
·
როგორც ვხედავთ, კანონმდებლობა მოითხოვს „სადავო ნორმის ‘’არა მხოლოდ ფორმალურ, არამედ მატერიალურ
შემოწმებასაც.
·
ამდენად, ძირითადი
უფლების სუბიექტს შეუძლია მოითხოვოს, რომ „მისი უფლება შეიძლება, შეიზღუდოს მხოლოდ
ისეთი ნორმების საფუძველზე, რომლებიც ფორმალურადაც და მატერიალურადაც
კონსტიტუციურია“
1.6.2.“
ფორმალური შემოწმება“
·
„სადავო ნორმის’’ „ფორმალური კონსტიტუციურობის“ შემოწმებას დიდი მნიშვნელობა
აქვს.
·
ის, ერთი მხრივ, კომპეტენციისა
და პროცედურების დამდგენ ნორმებს, რომლებიც „სახელმწიფო ორგანიზაციის სამართლის“
ნაწილია, აყენებს მოსარჩელის სუბიექტური ინტერესების დაცვის სამსახურში.
მეორე მხრივ, მოსარჩელე კონსტიტუციის ფორმალური დანაწესების დარღვევაზე აპელირებით,
ირიბად იცავს „სახელმწიფო
ორგანიზაციის სამართლის’’ მოთხოვნებს.
·
ფორმალური
შემოწმების კონტექსტში, „საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონი საკანონმდებლო აქტისა და პარლამენტის დადგენილების
მიღების/გამოცემის, ხელმოწერის, გამოქვეყნებისა და ამოქმედების
კონსტიტუციურ პროცედურაზე მიუთითებს.
·
აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს მხოლოდ კონსტიტუციით
გათვალისწინებული წესების „დაცვის’’ შემოწმება შეუძლია.
·
მაგალითად, თუ ორგანული კანონი პარლამენტმა
მიიღო დამსწრეთა უმრავლესობით, [სრული შემადგენლობის
ერთი მესამედით],
დაირღვევა კონსტიტუციის მოთხოვნა, რომლითაც
მისი მიღებისთვის პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობაა საჭირო.
ხ
·
კონსტიტუციის ფორმალური მოთხოვნები მხოლოდ პროცედურის დადგენით არ შემოიფარგლება.
·
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ითვალისწინებს
„ძირითადი უფლებების
შეზღუდვის’’ „ფორმალურ კონსტიტუციურ სტანდარტებსაც“.
·
ისინი ან პირდაპირაა მოწესრიგებული
„ძირითადი უფლების დამდგენი ნორმებით“| ან
ირიბად გამომდინარეობს „კონსტიტუციის პრინციპებიდან
და ნორმებიდან“.
·
ძირითადი უფლების შეზღუდვის ფორმალური სტანდარტის დარღვევა
იწვევს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას შესაბამის
უფლებასთან მიმართებით, მიუხედავად ამ ნორმის შინაარსისა.
·
„ძირითადი უფლებების“ შეზღუდვის „ფორმალურ სტანდარტებს“ შორის გამოსაყოფია კანონისა და სასამართლოს დათქმები.
·
კანონისა და საკონსტიტუციო სასამართლოს დათქმები „ძირითად უფლებებში“ სახელმწიფო ორგანოების ჩარევის
უმნიშვნელოვანესი ფორმალური წინაპირობებია და
იცავს ინდივიდის თავისუფლებას აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან თვითნებური შეზღუდვებისგან.
·
ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ კანონის ზოგადი დათქმა და კანონის სპეციალური
დათქმები.
·
„ძირითადი უფლებების“ შემთხვევაში, კანონის ზოგადი დათქმა მაშინაა აქტუალური, როდესაც ა) „კონსტიტუციის შესაბამისი
ნორმა’’ არ
შეიცავს სპეციალურ დათქმას,
[ანუ მითითებას
კანონით ან კანონის საფუძველზე უფლებაში ჩარევის შესაძლებლობაზე], ხოლო ბ) შესაბამისი ძირითადი უფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის [ანუ „შეიძლება’’,რომ შეიზღუდოს.
]
·
მაგალითად, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, „ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი
განვითარების უფლება.“[კონსტ.
მუხ12-ე]
„პიროვნების თავისუფალი განვითარების
უფლება“ აბსოლუტური არ არის, მაგრამ კონსტიტუციის
ნორმა „სპეციალურ კანონზე’’ არ მიუთითებს.
რა თქმა უნდა, ეს არ გულისხმობს, რომ მისი შეზღუდვა კანონის გარეშეა შესაძლებელი.
·
საქართველოს კონსტიტუცია პირდაპირ არ ადგენს კანონის
ზოგად დათქმას, რომ „ძირითადი უფლებების შეზღუდვა მხოლოდ კანონით ან კანონის საფუძველზეა შესაძლებელი. ‘’
ის გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან
და ნორმებიდან.
ხ
·
დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში ძირითად უფლებებთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი
რეგულირება კანონმდებელმა უნდა მიიღოს.
·
ძირითადი უფლებების საკითხს ცენტრალური მნიშვნელობა
აქვს და მასზე
მსჯელობა უნდა წარიმართოს უშუალო დემოკრატიული
ლეგიტიმაციის მქონე საკანონმდებლო ორგანოში, საჯარო განხილვისა
და დისკუსიის პირობებში
·
თუ სახელმწიფო ხელისუფლების სხვა შტოებს ძირითადი უფლებების შეზღუდვის უფლებამოსილება
პარლამენტის „გავლით“ არ მიენიჭა, წყდება დემოკრატიული ლეგიტიმაციის ჯაჭვი. ამ პირობებში მიღებული
ნებისმიერი გადაწყვეტილება კავშირში არ იქნება ხალხთან, როგორც სახელმწიფო ხელისუფლების
წყაროსთან.
ხ
·
კანონის ზოგადი დათქმა
„ძირითადი უფლებების
შეზღუდვისას’’ გამომდინარეობს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი ელემენტიდან
- „სახელმწიფო ხელისუფლების კანონით შეზღუდვის“ პრინციპიდან, რომელიც საქართველოს
კონსტიტუციაშიცაა განმტკიცებული.
·
ამ პრინციპის
ნაწილია კანონის დათქმის ინსტიტუტი რომელიც გულისხმობს სახელმწიფო რეგულირებას
დაქვემდებარებული ფუნდამენტური სფეროების საკანონმდებლო
ლეგიტიმაციას
·
სამართლებრივ სახელმწიფოში არ არსებობს ძირითად უფლებებზე
აღმატებული ფუნდამენტური სფერო, ამიტომაც, კანონის ზოგად დათქმას
აქ გამორჩეული მნიშვნელობა აქვს.
·
სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი გამორიცხავს ძირითადი უფლებების
შეზღუდვას „საკმარისად განსაზღვრული საკანონმდებლო საფუძვლის გარეშე’’.
·
თუ ძირითად უფლებას შიდაკონსტიტუციური ზღვარი
აქვს, კანონის ზოგადი დათქმის მასზე არგავრცელება ამ უფლებაში ჩარევის ფაქტობრივად შეუზღუდავ შესაძლებლობას მისცემდა
ხელისუფლების სხვა შტოებს. შედეგად, მივიღებდით „დაწესებულებებისა და სასამართლოების
ცალკეულ გადაწყვეტილებათა შიშველ დათქმას“.
·
ძირითადი უფლებების
სფეროში კანონის ზოგადი დათქმა ასევე შეიძლება, დავაფუძნოთ
საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“
ქვეპუნქტს 36-ე მუხლის პირველ პუნქტთან
კავშირში.
·
მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ა“ ქვეპუნქტი საქართველოს უმაღლეს ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას
მიაკუთვნებს „კანონმდებლობას ადამიანის უფლებების შესახებ.’’
·
ტერმინში „კანონმდებლობა“ უნდა მოვიაზროთ უმაღლესი სახელმწიფო ორგანოების საკანონმდებლო საქმიანობა
და მისი შედეგი - საკანონმდებლო აქტი.
·
ადამიანის უფლებების შესახებ კანონმდებლობა
„მათ შეზღუდვასთან
დაკავშირებულ“ რეგულირებებსაც მოიცავს.
·
36-ე მუხლის
პირველი პუნქტის შესაბამისად, პარლამენტი ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა,
რომელიც საკანონმდებლო ხელისუფლებას ახორციელებს.
·
ამდენად, სწორედ პარლამენტია უფლებამოსილი, რომ კანონებით მოაწესრიგოს
ძირითად უფლებებთან დაკავშირებული საკითხები,
მათი შეზღუდვის ჩათვლით.
ხ
·
კანონის „სპეციალური დათქმების“ იდენტიფიცირება შედარებით მარტივია.
·
ამ შემთხვევაში, ძირითადი უფლების დამდგენი ნორმის
ტექსტი „ პირდაპირ’’ ან „ირიბად’’ მიუთითებს - კანონზე.
·
მაგალითად, ადამიანის დაკავება დასაშვებია: „კანონით განსაზღვრულ
შემთხვევებში“ „კანონით უფლებამოსილი
პირის მიერ“
ხ
·
აღსანიშნავია, რომ გარდა „ძირითადი
უფლებებისა“, გამოყოფენ კანონის სპეციალურ დათქმებს ორგანიზაციულ-ინსტიტუციურ, საფინანსო-საბიუჯეტო და საგარეო პოლიტიკის
სფეროებში.
·
კანონის სპეციალური დათქმები,
როგორც წესი, მიუთითებს ჩვეულებრივ კანონებზე, თუმცა
გვხვდება ისეთი დათქმებიც, რომლებიც უფლებაში ჩარევას მხოლოდ ორგანული კანონის საფუძველზე უშვებს. მაგალითად, „გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების
ჩამორთმევის შემთხვევები და წესი“ ორგანულმა კანონმა უნდა დაადგინოს.
·
თუ ამ საკითხებს „ჩვეულებრივი კანონი“
მოაწესრიგებს, ის ფორმალურად არაკონსტიტუციური იქნება.
·
სავარაუდოდ, ორგანული კანონის დათქმის მიზანია, „გაართულოს ძირითადი უფლებების
შედარებით მძიმე შეზღუდვების განხორციელება“, ასევე“ ფორმალურად გააძლიეროს შესაბამისი უფლების დაცვა“
·
. ამასთანავე, ორგანული კანონის დათქმა
„ძირითად უფლებას“ არ
ანიჭებს მაღალ რანგს სხვებთან მიმართებით.
·
კანონის დათქმას არ აქვს ტოტალური ხასიათი. ის არ მოითხოვს
„ძირითადი უფლებების შეზღუდვის’’ ნებისმიერი დეტალის
მოწესრიგებას კანონმდებლის მიერ
ხ
·
თემას, თუ რომელი საკითხი ექვემდებარება აუცილებელ
საკანონმდებლო რეგულირებას და რომლის დელეგირებაა შესაძლებელი, შეეხება გერმანიის ფედერალური
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განვითარებული „არსებითობის თეორია“
– „კანონმდებელმა უნდა მიიღოს ყველა
არსებითი გადაწყვეტილება ფუნდამენტურ ნორმატიულ სფეროებში’’
·
.ეს განსაკუთრებით შეეხება ძირითადი უფლებების შეზღუდვას, რომლის საგანი, შინაარსი, მიზანი და ზომა
კანონმდებლის დასადგენია
·
„ადამიანის თავისუფლების“ თაობაზე გადაწყვეტილების
მიღება სრულად არ უნდა გადავიდეს აღმასრულებელი
ხელისუფლების დისკრეციაში.
მას შესაძლებელია, გადაეცეს მხოლოდ მეორეხარისხოვანი
საკითხების მოწესრიგების უფლებამოსილება.
·
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკიდან
ამ კონტექსტში შეიძლება, გამოვარჩიოთ 2019 წლის 2 აგვისტოს №1/7/1275 გადაწყვეტილება
საქმეზე „ალექსანდრე მძინარაშვილი საქართველოს
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“.
სასამართლოს პოზიციით, „პარლამენტმა
გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მნიშვნელოვან, პრინციპულ პოლიტიკურ-სამართლებრივ საკითხებზე,
ხოლო მათი იმპლემენტაციისთვის საჭირო დეტალების მოწესრიგება კი შეიძლება, სხვა სახელმწიფო
ორგანოებს გადაანდოს“.
ხ
·
„ძირითადი უფლებების“ დამდგენი რამდენიმე ნორმა შეიცავს
სასამართლოს დათქმას,რაც იმას გულისხმობს, რომ „ძირითადი
უფლების შეზღუდვა’’ ან „შეზღუდვის რომელიმე ფორმა’’ ექვემდებარება
სასამართლო კონტროლს და ხორციელდება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
·
მაგალითად, „თავისუფლების აღკვეთის’’ ან „თავისუფლების
სხვაგვარი შეზღუდვის“ შეფარდება დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს
გადაწყვეტილებით.
·
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციით,
სასამართლოს დათქმა, როგორც უფლების შეზღუდვის დამატებითი ფორმალური კრიტერიუმი, განპირობებულია „შესაბამისი უფლების ან მისი ცალკეული კომპონენტების ბუნებით
და აღმასრულებელი ხელისუფლების
თვითნებობის საფრთხით.“
·
სასამართლოს, როგორც „ნეიტრალური ორგანოს’’, ჩართულობა ამცირებს
„აღმასრულებელი
ხელისუფლების’’
შეცდომის ან თვითნებობის
რისკს და კანონის სწორი გამოყენების მნიშვნელოვანი გარანტიაა.
·
ის ემსახურება კერძო და საჯარო ინტერესების
დაბალანსებასაც.
·
ამავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს,
რომ სასამართლოს დათქმა
არ ნიშნავს შესაბამისი უფლების მაღალ რანგს
სხვა უფლებებთან მიმართებით
1.6.3. „ძირითადი უფლების’’ შემზღუდველი „ ნორმის’’ მატერიალური შემოწმება -
„თანაზომიერების პრინციპი “
ა)“თანაზომიერების პრიმციპი’’ [კონსტ. 34-ე მუხლი
მე-3 ნაწილი]
·
„ძირითადი უფლების’’ შემზღუდველი „ ნორმის’’ კონსტიტუციურობის შემოწმება
„მატერიალური თვალსაზრისით“ რთული და მრავალსაფეხურიანი პროცესია.
·
მაგრამ მასზე დიდწილადაა დამოკიდებული
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსი
და ხარისხი.
ხ
·
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში ჩამოყალიბებული მოთხოვნები, „თუ რა უნდა მიიღოს მხედველობაში საკონსტიტუციო სასამართლომ“,
უფრო“ სადავო ნორმის შინაარსისა’’ და „მისი მოქმედების შედეგების’’ სწორად გაგებისკენაა
მიმართული, რაც უდავოდ მნიშვნელოვანია, მაგრმ მთავარი მაინც თანაზომიერების პრინციპის
მოთხოვნებთან „სადავო ნორმის’’ შესაბამისობის შემოწმებაა.
ხ
·
საქართველოს კონსტიტუცია თანაზომიერების პრინციპს
პირდაპირ არ ახსენებს, მაგრამ ის გამომდინარეობს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან.
·
თანაზომიერების პრინციპი „სამართლებრივი სახელმწიფოს“ გადამწყვეტი „მატერიალური’’
განზომილებაა.
·
„სამართლებრივ სახელმწიფოზე’’, როგორც თანაზომიერების პრინციპის
საფუძველზე, საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოც მიუთითებს.
·
მისი აზრით, სწორედ თანაზომიერების პრინციპი ადგენს „მატერიალურ მასშტაბებს კანონმდებლისთვის’’ მის მიერ „ ძირითადი უფლებების’’ შეზღუდვისას.
ხ
·
2017 წლის რეფორმის შედეგად, კონსტიტუციამ
გაითვალისწინა შემდეგი ჩანაწერი: „ადამიანის
ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ „ლეგიტიმური მიზნის“ მნიშვნელობას,
რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება.“[კონსტ. 34-ე მუხლი მე-3
ნაწილი]
·
ის მოითხოვს „თანაზომიერი ურთიერთმიმართების
დაცვას’’, „ძირითადი უფლების შეზღუდვას’’,[ როგორც
საშუალებასა] და „იმ
ლეგიტიმურ მიზანს’’ შორის, რომლის მიღწევასაც
„ძირითადი უფლების შეზღუდვა’’ ემსახურება.
·
აქედან გამომდინარე, [კონსტ. 34-ე მუხლი მე-3 ნაწილი] „თანაზომიერების პრინციპის“
ძირითად არსს გამოხატავს.
მუხლი 34. ადამიანის ძირითადი უფლებების უზრუნველყოფის ზოგადი პრინციპები
+
3. „ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვა“ უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება.
ხ
·
სამართლებრივ
სახელმწიფოში დაუშვებელია ძირითადი
უფლებების „თვითნებური და არათანაზომიერი
შეზღუდვა’’.
·
თანაზომიერების პრინციპი ეფუძნება იმ იდეას, რომ „სახელმწიფოს[ან ადმინისტრაციული
ორგანოს] მოქმედება არ უნდა იყოს შეუზღუდავი
და დაუსაბუთებელი’’.
·
თანაზომიერების პრინციპი
იცავს „ინდივიდს’’ სახელმწიფოს თვითნებობისგან.
·
თანაზომიერების პრინციპის
ამ ფუნქციას გამოყოფს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოც.
·
სამართლებრივ სახელმწიფოში მიუღებელია იმ ანტიპრინციპით ხელმძღვანელობა, რომლის
მიხედვითაც, „მიზანი ამართლებს საშუალებას’’
[მაკიაველი]
·
სახელმწიფო ვალდებულია, რომ „ძირითადი
უფლებების’’ შეზღუდვისას დაიცვას
ბალანსი „ინდივიდუალურ’’ და „საზოგადოებრივ“ ინტერესებს
შორის.
·
თანაზომიერების პრინციპი არ
უშვებს „სახელმწიფოს მხრიდან გადამეტებული ზომების გამოყენებას
(Übermaßverbot) „ძირითად უფლებებში“ ჩარევისას’’.
·
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციით, ამ პრინციპთან შეუთავსებელია „ადამიანის
უფლებების იმაზე მეტად შეზღუდვა, რაც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში.’’
·
ამასთანავე, თუ „ძირითადი უფლება’’
სახელმწიფოს
პოზიტიურ ვალდებულებებს აკისრებს და მისგან „მოქმედებას’’ მოითხოვს, ნაშინ თანაზომიერების პრინციპი კრძალავს „არასრული
ზომები’’[ნახევარზომების] გამოყენებას
(Untermaßverbot).
ხ
·
თანაზომიერების პრინციპის
მოქმედების არეალი ფართოა.
·
ის ვრცელდება
სახელმწიფო ხელისუფლების ყველა შტოზე და ძირითად უფლებაში ნებისმიერ
ჩარევაზე სამართალშემოქმედების, სამართალგამოყენებისა და მართლმსაჯულების
სფეროებში.
·
ამას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოც უსვამს ხაზს.
·
კანონმდებლის
გადაწყვეტილებების თანაზომიერების პრინციპთან
შესაბამისობის „შემოწმების სიმკაცრე’’ დამოკიდებულია
ა)„შეზღუდული უფლების’’ მნიშვნელობაზე,
ბ)„შესაბამის სფეროსა“
და გ)კანონმდებლის მიერ მიერ ვითარების შესატყვისად
შეფასების შესაძლებლობაზე.
·
აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება კანონის მოთხოვნებით იზღუდება
და ვალდებულია,დაიცვას „თანაზომიერების მოთხოვნები’’ მათთვის კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილებების
განხორციელებისას.
·
მაგ. თანაზომიერების პრინციპი გამოიყენება „თანასწორობის ძირითადი უფლების’’[კონსტ. მუხ.11-ე] შეზღუდვის შემოწმების დროსაც
·
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო „მკაცრი შეფასების ტესტის ფარგლებში“,
„არსებითად თანასწორ პირთა მიმართ განსხვავებული მოპყრობის“
კონსტიტუციურობას სწორედ თანაზომიერების პრინციპის
საფუძველზე აფასებს.
ხ
·
თანაზომიერების პრინციპი ძირითადი უფლების შეზღუდვას რამდენიმე მოთხოვნას უყენებს.
ყურადღება: : „ძირითად უფლებაში’’
ჩარევა :
ა)უნდა ემსახურებოდეს
„ლეგიტიმური მიზნის’’ მიღწევას
ბ)უნდა იყოს
ამისთვის „გამოსადეგი’’ (მიზნის მისაღწევად გამოსადეგობის პრინციპი), გ)უნდა იყოს „აუცილებელი’’ (ჩარევის მინიმალურობის პრინციპი)
დ)უნდა იყოს
„შესატყვისი’’ (პროპორციულობის პრინციპი).
[ზეპირად]
·
ყურადღება: თანაზომიერების პრინციპის
„თითოეული მოთხოვნა’’ მომდევნოსთვის განმსაზღვრელია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ რომელიმე მათგანს სადავო ნორმა არ აკმაყოფილებს,
აღარ ხდება „მომდევნო მოთხოვნასთან’’ შესაბამისობის შემოწმება და ნორმა არაკონსტიტუციურად ითვლება. [ეს დაიმახსოვრე]
ხ
„თანაზომიერების პრინციპის “ მოთხოვნებთან
„ძირითადი უფლების’’ „შემზღუდველი ნორმის’’ შესაბამისობის
შემოწმება
ა)“მიზანი’’ [რომელსაც ესწრაფვის „ძირითადი უფლების ‘’ შეზღუდვა] უნდა იყოს -„ლეგიტიმური’’
·
„ძირითადი უფლების“ „შემზღუდველი ნორმა’’[„აქტი’’] უნდა ემსახურებოდეს „ლეგიტიმური მიზნის’’ მიღწევას.
·
თანაზომიერების პრინციპის
„სხვა მოთხოვნები’’[იხ. ქვემოთ] მჭიდროდაა დაკავშირებული „ლეგიტიმურ მიზანთან’’ რომელიც გადამწყვეტ გავლენას ახდენს მათზე.
·
თუ ლეგიტიმური მიზანი ა)არ არსებობს ან ბ) მიზანი არალეგიტიმურია, სადავო ნორმის „თანაზომიერების
შემოწმება“ აზრს კარგავს, რადგან ის a priori არაკონსტიტუციურია.
·
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე,“ლეგიტიმური მიზნის გარეშე’’ ძირითადი უფლების შეზღუდვა:
თვითნებური,
თვითმიზნური, გაუმართლებელი და არაკონსტიტუციურია.
·
ფორმალური მითითება საკმარისი არ არის, თუ მიზანი ლეგიტიმური არ იქნება.
·
მიზნის ლეგიტიმურობაში იგულისხმება მიზნის „მართლზომიერება“
და უპირველეს ყოვლისა, „კონსტიტუციასთან შესაბამისობა.’’
·
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
„კონსტიტუციის სულისკვეთებასთან“, „კონსტიტუციურ პრინციპებთან და მოთხოვნებთან’’ წინააღმდეგობაში
მყოფ მიზანს მიიჩნევს არალეგიტიმურად, ხოლო მის მისაღწევად „ძირითადი უფლების’’ შეზღუდვას - „თვითმიზნურად’’ და „არაკონსტიტუციურად’’.
·
სასამართლოს პოზიციით, მიზანს უნდა ჰქონდეს
„ძირითადი უფლების შეზღუდვის გამართლების უნარი’’ , ხოლო ამგვარი
მიზნები მომდინარეობს
„დემოკრატიული ღირებულებებისგან’’, რასაც სახელმწიფო და საზოგადოება ეფუძნება.
ხ
·
„ ძირითადი უფლების’’ დამდგენი ზოგიერთი კონსტიტუციური
ნორმა თავად მიუთითებს იმ ლეგიტიმურ
მიზნებზე, რომელთა მისაღწევადაც შეიძლება, შეიზღუდოს შესაბამისი
ძირითადი უფლება.
·
მაგალითად, „მიმოსვლის თავისუფლების’’[კონსტ. მუხ. მე-14]
შეზღუდვა
„დასაშვებია დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი
ა)სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან ბ)საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ან გ)ჯანმრთელობის დაცვის ან
დ)მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით.’’[მუხ.მე-14-ე
ნაწ. მე-2]
·
სხვა მიზნების მისაღწევად „მიმოსვლის თავისუფლებაში’’[მუ.
მე-14] ჩარევა არაკონსტიტუციური იქნება, [რადგანაც კანონმდებელს არ აქვს კონსტიტუციისგან განსხვავებული მიზნების ჩამოყალიბების
უფლებამოსილება.]
ხ
·
როდესაც
კონსტიტუციაში ძირითადი უფლების შეზღუდვის მიზნები მითითებული არ არის, მასში
ჩარევა შეიძლება, მიზნად ისახავდეს „სხვათა უფლებებისა’’
და „კონსტიტუციური სიკეთეების’’ , მაგრამ „არა ნებისმიერი საჯარო ინტერესის’’ დაცვას.
ხ
·
მნიშვნელოვანია ლეგიტიმური მიზნის დადგენის „მეთოდოლოგიის’’ საკითხი.[ანუ როგორ ხდება „ლეგიტიმური
მიზნის’’ დადგენა -ეს საკითხი]
·
რელევანტურია როგორც ა)“სადავო ნორმის’’ მიღებისას დასახული მიზნების „ისტორიული განმარტების
მეთოდის’’ გამოყენებით იდენტიფიცირება’’, ასევე ბ)“სადავო ნორმის მიღებისას“დასახული
მიზნების’’ გარკვევა ნორმის განმარტების გზით.
·
ნორმა დროთა განმავლობაში სხვადასხვა გარემოებების ზეგავლენით შესაძლოა, „დასცილდეს’’ ან „შეიცვალოს“ თავდაპირველი მიზნებს[მიზნები].
·
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ლეგიტიმური
მიზნის დადგენისას ძირითადად სადავო ნორმის
ა)„განმარტებასა’’
და ბ)„კანონის ნების გარკვევაზეა’’ ორიენტირებული.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ს აზრით, გ) „კანონმდებლის ნების დადგენაც’’ რელევანტურია, მაგრამ შეიძლება ზოგჯერ ის არ იყოს გამოხატული საკმარისი სიცხადით,
რაც იწვევს „კანონის ნების’’ დაშორებას „კანონმდებლის
რეალური შეხედულებებიდან და მიზნებიდან.’’
ხ
·
სამართალშემფარდებელი ნორმის არსისა
და მიზნის გაგებისას, პირველ რიგში,
მის ტექსტს ეყრდნობა.
·
დაიმახსოვრე საკანონმდებლო პროცესში „გამოთქმული მოსაზრებები და მიზნები,
რომლებიც ნორმის ტექსტში არაა ასახული’’, ვერ გაამართლებს
სამართალშემფარდებლის კონკრეტულ გადაწყვეტილებას, აქედან გამომდინარე, სამართალშეფარდებისას
უპირატესობა ენიჭება
„კანონის ნებას’
ხ
ბ) „ძირითადი უფლების შეზღუდვა’’ უნდა იყოს- „გამოსადეგი’’[ანუ ხელს უნდა უწყობდეს
„ლეგიტიმური მიზნის’’ მიღწევას]
·
„გამოსადეგობა“ გულისხმობს, რომ „ძირითადი უფლების შეზღუდვა’’, [როგორც საშუალება],
ხელს უწყობს „ლეგიტიმური
მიზნის“ მიღწევას.
·
გერმანიის ფედერალურ საკონსტიტუციო სასამართლოს „გამოსადეგად’’ მიაჩნია შეზღუდვა, „რომელიც ქმნის მიზნის მიღწევის „შესაძლებლობას’’,ანუ
აუცილებელი არაა,
რომ ის „ლეგიტიმური მიზნის’’ მიღწევის გარანტიას იძლეოდეს..
·
მსგავსია საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაც.
·
საქრთველოში „ სადავო ნორმის’’ არაკონსტიტუციურობის საფუძვლად არ
ითვლება გარემოება, რომ ის მიზნის მიღწევის „ყველაზე ეფექტური საშუალება’’ არ არის.
საქრთველოში „ გამოსადეგად’’ მიიჩნევა საშუალება, რომელიც იძლევა“ ლეგიტიმური მიზნის“ მიღწევის- „შესაძლებლობას’’
ხ
·
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ამოწმებს, თუ რამდენადაა ლოგიკური კავშირი „ძირითადი უფლების შეზღუდვასა“ და „ლეგიტიმურ მიზანს“ შორის, [რაც მართებულია, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში,
მიზნის მიღწევა თეორიულადაც კი შეუძლებელია.][მართლაც თუ მათ შორის კავშირი არ არსებობს
,მაშინ „ძირითადი უფლების შეძღუდვა’’ „გამოსადეგი’’ არ იქნება „ლეგიტიმური მიზნის’’
მისაღწევად’’]
ხ
·
„გამოსადეგი“ ასევე არაა „ძირითადი უფლების შეზღუდვა’’, რომელიც არათუ
შესაძლებელს ხდის, არამედ საერთოდ გამორიცხავს „ლეგიტიმური მიზნის’’ მიღწევას.
გ) ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა
იყოს- „აუცილებელი ’’[რომ მიღწეულ იქნეს დასახული „ლეგიტიუმური’’
მიზანი]
·
„ ძირითადი უფლების“ შეზღუდვა „აუცილებელია“, თუ ის არ სცდება
ლეგიტიმური მიზნის მიღწევისთვის „აუცილებელ ზღვარს“[ საგნობრივი, სივრცობრივი, დროისა და პირთა წრის თვალსაზრისით]
·
ეს სტანდარტი დარღვეულია, როდესაც ლეგიტიმური მიზნის მიღწევა შესაძლებელია „ალტერნატიული’’:
ანუ „უფრო მსუბუქი“ ან „მსგავსად ქმედითი’’
საშუალებით“.
·
„უფრო
მსუბუქია“ საშუალება, რომელიც ძირითად
უფლებაში არ ერევა
ან მას მნიშვნელოვნად ნაკლებად
ზღუდავს.
·
ხოლო „მსგავსად ქმედითი“ საშუალება ანალოგიური მიზნის მიღწევის აშკარად მსგავს
პერსპექტივას ქმნის.
·
„აუცილებლობის’’ შემოწმებისას მხედველობაში მიიღება ა) „შესაბამისი
ძირითადი უფლების სპეციფიკა’’, ბ)“შეზღუდვის ინტენსივობა’’, გ) „შეზღუდვის შედეგები’’
და დ)“შეზღუდვას დაქვემდებარებულ პირთა რაოდენობა’’
·
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
პრაქტიკაში იყენებს „უფრო მსუბუქი საშუალების“ ზემოაღნიშნულ
პირობას და ამოწმებს, თუ „რამდენად არსებობდა
ნაკლებად მზღუდავი ღონისძიების
გამოყენებით ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობა“.
·
ის თავის ამოცანად მიიჩნევს არა კანონმდებლისთვის საკითხის კონკრეტული
გზით გადაწყვეტის დავალდებულებას, არამედ „შესაძლო ალტერნატიული საშუალებების გაანალიზებას.’’
·
„საკონსტიტუციო სასამართლო მსგავსად ქმედითი’’ საშუალების სტანდარტსაც იზიარებს - რომლის
თანახმად: „ალტერნატიულ, „ნაკლებად მზღუდველ საშუალებას“ უნდა ჰქონდეს ლეგიტიმური მიზნის
მიღწევის ისეთივე რესურსი, როგორც სადავო ნორმას.’’
დ) ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა
იყოს- „შესატყვისი ’’[რომ მიღწეულ იქნეს დასახული „ლეგიტიუმური’’
მიზანი]
·
„თანაზომიერების პრინციპის’’ მოთხოვნების შემოწმების’’ ბოლო საფეხურს თეორიასა და პრაქტიკაში სხვადასხვა
სახელწოდებით მოიხსენიებენ - „შესატყვისობა’’, „თანაზომიერება
ვიწრო გაგებით’’, „გადამეტებული ზომების აკრძალვა“, „დასაშვებობა’’,“ პროპორციულობა“,“სიკეთეთა
აწონ-დაწონვ’’
·
მიუხედავად ტერმინთა მრავალფეროვნებისა,
მათ შორის არსებითი შინაარსობრივი განსხვავება
არ არის.
ხ
·
ძირითადი უფლების შეზღუდვის „
შესატყვისობის“ მოთხოვნა
დაცულია, თუ „ძირითადი უფლების შეზღუდვით გამოწვეული
ზიანი „არ’’ ან „უმნიშვნელოდ’’ აღემატება მის
შედეგად მიღებულ სიკეთეს.[ეს ზეპირად]
ხ
·
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ:“ძირითად უფლებაში ჩარევის ინტენსივობა საჯარო მიზნის პროპორციული
უნდა იყოს[ანუ შესატყვისი უნდა იყოს] და მისი
მიღწევა არ უნდა მოხდეს „ძირიტადი უფლების’’ მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე.
·
„ ძირითადი უფლებისთვის“ მიყენებული ზიანი არ უნდა იყოს
„იმ საჯარო ინტერესზე აღმატებული,
რომლისთვისაც ის იზღუდება’’
·
ანუ დასაცავია „გონივრული ბალანსი’’ „ლეგიტიმურ
მიზანსა’’ და „შეზღუდულ უფლებას შორის.’’
·
სასამართლო დაუშვებლად მიიჩნევს
რომელიმე „ძირითადი უფლების’’ დაცვას მისთვის „ „სხვა ძირითად
უფლებასთან’’ მიმართებით უსაფუძვლო უპირატესობის მინიჭების გზით.
ხ
·
გამოყოფენ “ შესატყვისობის შემოწმების’’ სამ საფეხურს:
1) ძირითადი
უფლების შეზღუდვის ა)სახის, ბ)სიმძიმის, გ)ინტენსივობისა და დ) მასშტაბების
-შეფასება;
2) ლეგიტიმური მიზნის მიღწევისთვის ძირითადი უფლების შეზღუდვის „მნიშვნელობის’’ შეფასება. [ამ დროს განსაკუთრებული ყურადღება
მახვილდება „შეზღუდვის შედეგად დასაცავი სამართლებრივი სიკეთის რანგსა’’
და „მის წინააღმდეგ მიმართული საფრთხის ინტენსივობაზე’’
3) ძირითადი
უფლების შეზღუდვის სიმძიმისა და ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობის -შედარება, სიკეთეთა აწონ-დაწონვა. [გერმანიის
ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლო ამ საფეხურზე იყენებს ე.წ. „რაც უფრო - მით უფრო
ფორმულას“ (Je-desto-Formel).“ რაც უფრო მძიმეა
ჩარევა ძირითად უფლებაში, მით უფრო წონადი უნდა იყოს მისი მიზანი.’’ მსგავს მიდგომას
პრაქტიკაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოც ავითარებს]
4.1.6.4.
„მატერიალური შემოწმება’’ - განსაზღვრულობის პრინციპი
·
საკონსტიტუციო მართლმსაჯულებაში განსაზღვრულობის პრინციპი
ფართოდ გამოიყენება.
·
თანაზომიერების პრინციპის მსგავსად, ისიც სამართლებრივი
სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარეობს.
·
სამართლებრივი სახელმწიფო კანონმორჩილებას მოითხოვს, მაგრამ ამის რეალიზაცია
შესაძლებელია მხოლოდ სამართლის განსაზღვრულობის პირობებში.
·
განსაზღვრულობას „სამართლებრივი უსაფრთხოებისა’’ და შესაბამისად, „სამართლებრივი სახელმწიფოს’’ პრინციპთან საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოც აკავშირებს.
ხ
·
კანონი
უნდა აკმაყოფილებდეს ხარისხობრივ მოთხოვნებს
და არ ახდენდეს მისივე დარღვევის პროვოცირებას.
·
ბუნდოვანი და გაუგებარი კანონმდებლობა ქმნის სამართალშემფარდებლის
თვითნებობის რისკებს, ამიტომ, განსაზღვრულობის პრინციპი
მოითხოვს ისეთი „საკანონმდებლო სისტემის’’ შექმნას, რაც შეამცირებს ამ საფრთხეს და დაიცავს ინდივიდს
სამართალშემფარდებლის[ ანუ სახელმწიფო-ადმინისტრაციული
ორგანოების] თვითნებობისგან.
·
საკონსტიტუციო
სასამართლოს პოზიციით:“ კანონი არ უნდა
იძლეოდეს იმის საშუალებას, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ თავისი საქმიანობის ფარგლები
დამოუკიდებლად დაადგინოს, რაც გაზრდიდა ძირითადი უფლებების
გადამეტებული შეზღუდვის რისკსა და უფლებამოსილების
ბოროტად გამოყენების ცდუნებას’’
ხ
·
განსაზღვრულობის პრინციპის
უნივერსალური განმარტება არ არსებობს.
·
ამაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოც მიუთითებს: „განსაზღვრულობის მასშტაბი ზოგად დადგენას არ ექვემდებარება, არამედ
დამოკიდებულია „კონკრეტული შემთხვევის’’ თავისებურებაზე“.
·
მოგვიანებით სასამართლომ დააკონკრეტა, რომ „ცალკეული შემთხვევის’’ ანალიზისას მხედველობაშია
მისაღები „სადავო ნორმით’’ „მოწესრიგებული ურთიერთობის
სპეციფიკა’’.
·
აქედან გამომდინარე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში,
განსაზღვრულობის „მოთხოვნები’’ შეიძლება, განსხვავებული იყოს.
ხ
·
თეორიასა და სასამართლო პრაქტიკაში
გავრცელებული მოსაზრების მიხედვით, განსაზღვრულობის პრინციპი
მოითხოვს: „სამართლის ნორმების ისე ჩამოყალიბებას,
რომ მათმა ადრესატებმა აღიქვან სამართლებრივი მდგომარეობის არსი და შესაბამისად იმოქმედონ’’
·
ამ პოზიციას იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოც: „ადამიანს უნდა შეეძლოს, ზუსტად გაარკვიოს, თუ
რას მოითხოვს მისგან კანონმდებელი და მიუსადაგოს ამ მოთხოვნას თავისი ქცევა“.
·
ამისთვის კანონმდებელმა უნდა „მიიღოს
ზუსტი, მკაფიო, არაორაზროვანი, განჭვრეტადი კანონმდებლობა (ნორმები)..“.
·
„ნორმა უნდა იყოს საკმარისად განსაზღვრული
არა მხოლოდ შინაარსის, არამედ რეგულირების საგნის, მიზნისა და მასშტაბების მიხედვით..“.
ხ
·
ამასთანავე, განსაზღვრულობის მოთხოვნა მკაცრდება „ძირითადი უფლების’’
შეზღუდვის ინტენსივობის ზრდასთან ერთად.
ხ
·
საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკიდან
გამომდინარე, განსაზღვრულობის პრინციპი მოითხოვს“ სამართლებრივი
მდგომარეობის“ ნათლად და გასაგებად ჩამოყალიბებას არა მხოლოდ ცალკეული პირებისთვის, არამედ სამართალშემფარდებელისთვისაც
[სახელმწიფო-ადმინისტრაციული ორგანოებისთვისაც].
·
ერთი მხრივ, შეზღუდვის ადრესატებმა ზუსტად უნდა იცოდნენ
მათ „ძირითად უფლებაში’’ ჩარევის მიზანი, წესი, დრო, ფორმა
და განხორციელებაზე უფლებამოსილი პირი. მეორე მხრივ, სამართალშემფარდებელი საჭიროებს მკაფიო ინსტრუქციებს „ძირიტდ უფლებაში’’
ჩარევის საფუძვლის, მიზნის, წესისა და ინტენსივობის თაობაზე,
რათა თავიდან იქნეს აცილებული უფლების თვითნებური შეზღუდვა.
ხ
·
განსაზღვრულობის პრინციპი მოითხოვს „საკმარის’’[ და არა ოპტიმალურ ან
მაქსიმალურ] განსაზღვრულობას.
·
კანონი „საკმარისად განსაზღვრული’’
ვერ იქნება, თუ კანონმდებლის კომპეტენციაში
შემავალი არსებითი საკითხების გადაწყვეტა, განსაკუთრებით „ძირითადი უფლებების შეზღუდვა’’ , „აღმასრულებელი’’ ან „სასამართლო’’ ხელისუფლების თავისუფალი მოქმედების სფეროში გადაინაცვლებს.
ხ
·
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პრაქტიკაში არსებითად
მსგავს მიდგომას ავითარებს:
„საკანონმდებლო რეგულირებისას, რა თქმა უნდა,
იმთავითვე ვერ იქნება აცილებული ყველა გაურკვევლობა და ეჭვი, მაგრამ აუცილებელია, რომ
კანონმდებელმა, სულ ცოტა, ძირითადი იდეა, თავისი საკანონმდებლო ნება და მიზანი, სრულიად
გარკვევით ჩამოაყალიბოს.“
„ნორმა არ
უნდა იყოს ფორმულირებული ისე, რომ კანონმდებლის მიერ გადასაწყვეტი და მოსაწესრიგებელი
საკითხები ფაქტობრივად გადავიდეს სხვა ორგანოების დისკრეციის სფეროში..“.
·
გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლო განსაკუთრებით მკაცრად
ამოწმებს იმ ნორმათა განსაზღვრულობას,
რომელთა საფუძველზეც ძირითადი უფლებების ფარული შეზღუდვები
ხორციელდება.
·
ანალოგიური სიმკაცრე ახასიათებს
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას. მისი პოზიციით, „სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებებით
კომუნიკაციის საიდუმლოების’’ შემზღუდველი ნორმების განსაზღვრულობისადმი
„მოთხოვნები ‘’გაცილებით მკაცრია, ვიდრე
„სხვა ნორმების ‘’კონსტიტუციურობის შეფასებისას.
·
სასამართლო ამას ხსნის გარკვეული მიზეზებით:
a. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს
აქვს ფარული ხასიათი;
b. შეზღუდვას დაქვემდებარებულ პირს
არ ეძლევა სამართლებრივი საშუალება, მონაწილეობა მიიღოს შესაბამის სასამართლო პროცესში
და დაიცვას თავისი ინტერესები;
c. რთულდება მესამე პირთა ინტერესების დაცვა, ვინც ზარალდება
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებით.
„..საჯარო
ხელისუფლების მიერ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების კომპეტენციის განმსაზღვრელი
ნორმები უნდა იყოს მკაფიო და არ უნდა ქმნიდეს მისი არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციის
შედეგად, ადამიანის უფლების დარღვევის თუნდაც მცირე საფრთხეს.“
ხ
·
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ასევე მკაცრად აფასებს „ძირითადი უფლებების შემზღუდველი’’
საპოლიციო
ფუნქციების დამდგენი ნორმების განსაზღვრულობას.
·
„პოლიციელის უფლებამოსილებები’’ მკაცრად და ცხადად უნდა
იყოს რეგლამენტირებული, ხოლო მათი „საფუძვლები’’ და „განხორციელების წინაპირობები’’
კი - მკაფიოდ გაწერილი.
ხ
·
მაღალია სასამართლოს მიერ დადგენილი
განსაზღვრულობის სტანდარტი „სისხლის სამართალწარმოების’’ სფეროშიც.
·
აქ კანონმდებლობა უნდა იყოს
იმდენად ზუსტი, მკაფიო და არაორაზროვანი, რომ
გამორიცხოს
სამართალშემფარდებლის მხრიდან მანიპულირებისა
და თვითნებობის შესაძლებლობა.
ხ
·
კერძოსამართლებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმების განსაზღვრულობის მიმართ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიდგომა ნაკლებად მკაცრია.
·
სახელმწიფო დეტალურად ვერ მოაწესრიგებს იმ ურთიერთობებს, რომელთა შინაარსისა და ფარგლების განსაზღვრა სრულადაა დამოკიდებული კერძო პირების გადაწყვეტილებებზე.
·
კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა ავტონომიურობის ხარისხი გაცილებით მაღალია სხვა ურთიერთობებთან შედარებით.
·
„კანონის დეტალიზაცია’’ და „განსაზღვრულობის’’ საკითხისადმი
ხისტი მიდგომა, საკონსტიტუციო სასამართლოს მართებული მოსაზრებით, მნიშვნელოვნად გაართულებდა
„სახელშეკრულებო ურთიერთობებს’’ და შედეგად, მრავალმხრივ შეაფერხებდა საზოგადოების
განვითარებას.
ხ
ყურადღება:
·
განსაზღვრულობის პრინციპი
არ გულისხმობს „განუსაზღვრელი სამართლებრივი ცნებებისა’’
და „ზოგადი დათქმების’’ ავტომატურ აკრძალვას თვით სისხლის
სამართალშიც კი.
·
მათი გამოყენება ზოგჯერ აუცილებელიცაა სამართლის ცვალებად რეალობაზე ადაპტაციისთვის.
·
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
პოზიციით, „გარკვეულ შემთხვევებში, კანონმდებელი
იძულებულია, გამოიყენოს მოქნილი ტერმინები, რათა შესაბამისი ნორმა მოერგოს სხვადასხვა
წინასწარ განუსაზღვრელ
გარემოებებს.’’
ხ
·
განსაზღვრულობის პრინციპის მოთხოვნები დაცულია, თუ განუსაზღვრელი სამართლებრივი ცნების ან ზოგადი დათქმის დაზუსტება და სანდო ინტერპრეტაცია შესაძლებელია
ნორმის განმარტების ტრადიციული მეთოდებით.
·
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
მიდგომით, „სამართლებრივი
ცნების განუსაზღვრელობა თავისთავად არ გულისხმობს ნორმის ბუნდოვანებას, თუ განმარტების სხვადასხვა
მეთოდოლოგიის გამოყენებით მისი შინაარსის განსაზღვრაა შესაძლებელი.’’
·
კანონი შეიძლება იყოს ზოგადი ხასიათის,
მაგრამ ის არ უნდა იძლეოდეს ადამიანის უფლებების დამრღვევი
ინტერპრეტაციის შესაძლებლობას.
·
სასამართლო კანონს განუსაზღვრელად თვლის,
თუ განმარტების ყველა მეთოდის გამოყენების მიუხედავად, გაუგებარია ნორმის ნამდვილი
შინაარსი, ან არსი გასაგებია, მაგრამ ვერ ხერხდება მისი მოქმედების ფარგლების გარკვევა.
„ სამართალშემფარდებელმა [ორგანომ] ნორმის განმარტების ისეთ მეთოდს უნდა მიმართოს, რაც „ყველაზე
ნათლად და ობიექტურად ხსნის როგორც ნორმის არსს, ისე მისი მოქმედების ფარგლებს.“
ხ
·
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
პოზიციით, „პრაქტიკაში ნორმის არასწორი განმარტება
არ ნიშნავს მის არაკონსტიტუციურობას. არც კონსტიტუციის შესატყვისი
სამართალგამოყენების პრაქტიკა გულისხმობს
სადავო ნორმის კონსტიტუციასთან a priori შესაბამისობას. თუმცა, ამგვარი პრაქტიკის
არსებობა სასამართლოსთვის დამატებითი არგუმენტია მისი კონსტიტუციურობის სამტკიცებლად’
·
როდესაც „სადავო ნორმის შინაარსი’’ და „მისი გამოყენების პრაქტიკა’’ განსხვავდება,
საკონსტიტუციო სასამართლო
ამოწმებს,“ ხომ არ გამოიწვია ეს ნორმის
შეუსაბამობამ სამართლებრივი უსაფრთხოების, მათ შორის განსაზღვრულობის, მოთხოვნებთან.’’
ამ დროს გამოიყენება კეთილსინდისიერი
განმარტების ტესტი, რომლის არსიც შემდეგშია: „ნორმა სამართლებრივი უსაფრთხოების
მოთხოვნებს აკმაყოფილებს, თუ კეთილსინდისიერი განმარტების პირობებში, შეუძლებელია მისი თვითნებური
და ადამიანის უფლებებისთვის საზიანო გამოყენება.’’
1.7.
ძირითადი უფლების დამცავი კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების შედეგები
·
„ძირითადი უფლების დამცავი კონსტიტუციური
სარჩელის’’
დაკმაყოფილება იწვევს „სადავო ნორმატიული აქტის ან
მისი ნაწილის’’ ძალადაკარგულად
ცნობას საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან.
·
იქედან გამომდინარე, რომ საკონსტიტუციო
სასამართლოს პრაქტიკაში ასევე დამკვიდრებულია „სადავო ნორმის კონკრეტული ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობა“,
ამ შემთხვევაში, ძალადაკარგულია
არა მთლიანად ნორმა, არამედ „მისი არაკონსტიტუციური ნორმატიული შინაარსი’’.
ხ
·
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ძირითადი უფლებების შეზღუდვის კონსტიტუციურობასთან
დაკავშირებით არ აქვს უკუძალა.
·
ამგვარი მიდგომა, სავარაუდოდ, გამომდინარეობს სამართლებრივი უსაფრთხოებისთვის
უპირობო უპირატესობის მინიჭებიდან. ფაქტობრივად, ძალაში რჩება ის ნეგატიური სამართლებრივი
შედეგები, რაც სადავო ნორმამ მისი ამოქმედებიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ძალადაკარგულად
ცნობის მომენტამდე გამოიწვია.
·
თუ გავითვალისწინებთ, რომ კონსტიტუციური სარჩელის
განხილვა და გადაწყვეტა პრაქტიკაში საკმაოდ დიდხანს გრძელდება, ამგვარი შედეგების დადგომის რისკი კიდევ უფრო
იზრდება.
·
მათი ნაწილი შეიძლება, გამოსწორებას
არ დაექვემდებაროს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების უკუძალის, ანუ სადავო
აქტის მისი ამოქმედების მომენტიდან ძალადაკარგულად ცნობის გარეშე. ამის გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული, რომ კონსტიტუციური სარჩელის
დაკმაყოფილებამ აზრი დაკარგოს მოსარჩელისთვის და ვერ მოხერხდეს მისი დარღვეული უფლებების
აღდგენა.
·
გონივრული იქნებოდა, საკონსტიტუციო სასამართლოს,
კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, მიეღო გადაწყვეტილება
არაკონსტიტუციურად გამოცხადებული ნორმის ძალის დაკარგვის მომენტის შესახებ.
ხ
·
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას
არა მხოლოდ მხარეთა შორის (inter partes), არამედ საზოგადო (erga omnes) მოქმედება
აქვს და სცდება კონკრეტული საქმის ფარგლებს.
Комментарии
Отправить комментарий