„ქონების[მოძრავი ნივთის] უპატრონოდ ცნობა“ [სსსკ-ის 337-341-ე მუხლები]
სარჩევი:
1.მოძრავი ნივთის „უპატრონოდ ცნობის’’ სამართლებრივი საფუძვლები
1.1„მოძრავი ნივთის’’ „უპატრონოდ ცნობის’’ „განცხადების’’ შინაარსი
1.2 სასამართლოს მოქმედებები „განცხადების’’ წარმოებაში მიღების შემდეგ
1.3. „სასამართლოს მთავარი სხდომა’’
1.4. „სასამართლოს „გადაწყვეტილება’’
1.მოძრავი ნივთის „უპატრონოდ ცნობის’’ სამართლებრივი საფუძვლები
·
სსსკ-ის 341-ე მუხლის ანალიზის საფუძველზე უნდა დავასკვნატ,რომ სასამართლოში
„უდავო წარმოების’’ წესით შეიძლება განხილულ იქნეს „მოძრავი ნივთის’’ „უპატრონოდ ცნობის’’ საკითხი
მუხლი 341. სასამართლო გადაწყვეტილება
+
თუ სასამართლო ცნობს, რომ ა)ქონებას არა ჰყავს მესაკუთრე, ან ბ)ეს ქონება მიტოვებულია მესაკუთრის მიერ იმ განზრახვის გარეშე, რომ შეინარჩუნოს ამ ქონებაზე საკუთრების უფლება, მას გამოაქვს გადაწყვეტილება მოძრავი ქონების „უპატრონოდ ცნობისა“ და მისი იმ პირის საკუთრებაში გადაცემის შესახებ, რომელიც დაეუფლა ამ ქონებას.
ხ
·
„უპატრონო მოძრავი ნივთის’’ ცნება მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 190-ე
მუხლის მე-2 ნაწილში
მუხლი 190. საკუთრების შეძენა უპატრონო მოძრავ ნივთზე
2. მოძრავი ნივთი „უპატრონოდ’’ ითვლება, თუკი უწინდელი მესაკუთრე „საკუთრებაზე უარის თქმის“ მიზნით ნივთის „მფლობელობას“ მიატოვებს.
ხ
·
ამრიგად,სსსკ-ის 341-ე და სკ-ს-190-ე მუხლების თანახმად , „უპატრონოა’’ „მოძრავი ნივთი’’,რომელსაც ან
ა) არ ჰყავს „მესაკუთრე’’ ან ბ)რომლის „მესაკუთრე’’
არ არის ცნობილი
ან გ) „მოძრავი ნივთი’’,რომელზე „საკუთრების უფლებაზეც’’ მესაკუთრემ „უარი თქვა’’.
ხ
·
„უპატონო ქონება’’ არ უნდა გავაიგივოთ „უყაირათოდ[დაუდევრად] შენახულ ქონებასთან’’,ანუ
როცა მესაკუთრე არ იღებს ზომებს ამ ქონების შესანახად,რომელიც წარმოადგენს „გარკვეულ საზოგადოებრივ ფასეულობას’’[ანუ
რომელსაც იმავდროულად“საზოგადოებრივი მნიშვნელობა’’ აქვს]
·
„უყაირათოდ[დაუდევრად] შენახულ
ქონების შემთხვევაში მესაკუთრე შეიძლება დაავალდებულონ „სასარჩელო
წარმოების გზით’’[!][და არა „უდავო წარმოების’’ გზით] სათანადოდ ისარგებლოს ამგვარი
ქონებით.
ხ
ყურადღება:
·
„უპატრონო მოძრავ ქონებას’’ მიეკუთვნება:
a. „მიტოვებული’’ ნივთები
b. „ნაპოვარი’’ [სკ-ის 191-ე მუხლი]
c. „უმეთვალყურეო ცხოველები’’[პირუტყვი]
d. „განძი’’[სკ-ის 192-ე მუხლი]
·
„უპატრონო მოძრავ ნივთებზე’’ „საკუთრების უფლების’’ შეძენა შესაძლებელია,თუ სახეზე იქნება სამოქლაქო კოდექსის 190-ე,191-ე,192-ე მუხლებით პირდაპირ დადგენილი
„წინაპირობები’’ .
მუხლი 190. საკუთრების შეძენა უპატრონო მოძრავ ნივთზე
+
1. თუ პირი მფლობელობაში იღებს უპატრონო მოძრავ ნივთს, იგი იძენს საკუთრებას ნივთზე, თუკი მისი მითვისება კანონით არ არის აკრძალული, ან თუ მითვისებით არ არის დარღვეული იმ პირის უფლებები, რომელსაც ამ ნივთის მითვისების უფლება ჰქონდა.
2. მოძრავი ნივთი უპატრონოდ ითვლება, თუკი უწინდელი მესაკუთრე საკუთრებაზე უარის თქმის მიზნით ნივთის მფლობელობას მიატოვებს.
1
1. დაკარგული ნივთის მპოვნელმა დაუყოვნებლივ უნდა განუცხადოს ამის შესახებ ნივთის დამკარგავს, მესაკუთრეს, უფლებამოსილ პირს, ან, თუ მათი ვინაობა უცნობია, – პოლიციას ან სხვა ადგილობრივ ორგანოს, და გადასცეს ეს ნივთი.
2. განცხადების გაკეთებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ მპოვნელი იძენს საკუთრებას ნაპოვარზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ა)მისთვის ცნობილი გახდა მესაკუთრე, ან ბ)მესაკუთრის უფლება ნივთზე პოლიციაში „უკვე გაცხადებული იყო“. საკუთრების უფლების მოპოვებასთან ერთად ქარწყლდება ყველა სხვა უფლება ამ ნივთზე.
3. თუ უფლებამოსილი პირი იბრუნებს ნივთს, მპოვნელს შეუძლია მოსთხოვოს მას ჯილდო (საპოვნელი) ნივთის ღირებულების ხუთ პროცენტამდე. გარდა ამისა, მპოვნელს შეუძლია მოსთხოვოს უფლებამოსილ პირს ან სათანადო ორგანოს ნივთის შენახვის ხარჯების ანაზღაურება.
4. თუ მპოვნელი უარს განაცხადებს საკუთრებაზე, კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია ერთი წლის შემდეგ ნივთი აუქციონზე გაყიდოს და მოგება მიიღოს, ან, თუ ლაპარაკია დაბალი ღირებულების ნივთზე, უსასყიდლოდ გაასხვისოს ან გაანადგუროს იგი.
5. თუ ნაპოვნია ცხოველები, მალფუჭებადი ან ისეთი ნივთები, რომელთა შენახვაც დიდ ხარჯებს მოითხოვს, მაშინ ერთწლიანი ვადა არ გამოიყენება, ხოლო მესაკუთრეს უბრუნდება მათი გასხვისებით მიღებული თანხა.
+
თუ აღმოჩენილია საგანი, რომელიც ისე დიდხანს იყო დაფლული, რომ შეუძლებელია მისი მესაკუთრის დადგენა (განძი), მაშინ საკუთრება სანახევროდ გადადის აღმომჩენზე და იმ მესაკუთრეზე, რომლის ნივთშიც იქნა განძი ნაპოვნი.
·
„უპატრონო მოძრავ ნივთებზე’’ „საკუთრების უფლების’’ შეძენა შესაძლებელია“ხანდაზმულობის
წესების შესახებ’’ საფუძველზეც[ იხ.სკ-ის 165-ე მუხლი]
მუხლი 165. მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენა ხანდაზმულობით
1 +
1. თუ პირი მოძრავ ნივთს ხუთი წლის განმავლობაში უწყვეტად ფლობს როგორც საკუთარს, მოიპოვებს მასზე საკუთრების უფლებას (საკუთრების შეძენა ხანდაზმულობით).
2. მოძრავი ნივთის შეძენა დაუშვებელია, თუ შემძენი ნივთს არაკეთილსინდისიერად ფლობდა, ან თუ მან მოგვიანებით შეიტყო, რომ ნივთი მას არ ეკუთვნოდა.
ყურადღება: მე-2 ნაწილის განმარტება ნახე „სანივთო სამართლის’’[კონსპექტში],შესაბამის
ფაილში ან სამოქალაქო კოდექსის კომენტარებში’’
ხ
ყურადღება:
·
იმისათვის,რომ ესა თუ ის “მოძრავი ნივთი’’ „საკუთრებად’’
იქცეს,“დაინტერესებულმა პირმა“ უნდა განახორციელოს
გარკვეული მოქმედებები,რომლებიც „ადასტურებენ’’,რომ ეს „მოძრავი ნივთი’’ „საკუთრებად’’
იქცა.
·
კერძოდ,იმან,ვინც“დაეუფლა’’ „მოძრავ ნივთს’’,განცხადება’’ უნდა შეიტანოს სასამართლოში ამ ნივთის „უდავო წარმოების
წესით’’ „უპატრონოდ ცნობის’’ შესახებ.
ხ
1.1„მოძრავი ნივთის’’ „უპატრონოდ ცნობის’’ „განცხადების’’ შინაარსი
·
„მოძრავი ნივთის’’ „უპატრონოდ ცნობის’’ „განცხადებაში’’ „განმცხადებელმა’’ :
a. უნდა მიეთითოს
რომელი „კონკრეტული ნივთი’’უნდა ცნოს სასამართლომ „უპატრონოდ’’
b. ნივთის „ძირითადი
განმასხვავებელი ნიშნები’’[ანუ ნივთის ფიზიკური მახასიათებლების აღწერა]
c. განცხადებას
უნდა
დაურთოს „მტკიცებულებები’’ იმის შესახებ,რომ შეუძლებელია „ქონების მესაკუთრის’’
დადგენა
d. განცხადებას
უნდა
დაურთოს „მტკიცებულებები’’,რომ „განმცხადებელი’’ უკვე „დაუფლებულია’’ „მოძრავ
ნივთს, და,რომ ასეთი ნივთების „მითვისების
უფლება’’ „კანონით არ იკრძალება’’ და არ ირღვევა
„იმ პირის უფლებები,რომელსაც ამ ნივთის მითვისების უპირატესი უფლება ჰქონდა’’[მაგ.
მესაკუთრის’’ „უფლებამონაცვლის’’[სსსკ-ის 92-ე მუხლი] უფლება]
ხ
1.2 სასამართლოს მოქმედებები „განცხადების’’ წარმოებაში მიღების შემდეგ
·
„საქმის განსახილველად მომზადების’’
სტადიაზე მოსამართლე
არკვევს:
a. ვის შეუძლია სასამართლოს მიაწოდოს
ცნობები „მოძრავი ნივთის’’ კუთვნილების თაობაზე
b. გამოითხოვს „ცნობებს’’ შესაბამისი
„ადმინისტრაციული ორგანოებიდან’’ და „ორგანიზაციებიდან’’.კერძოდ,აგზავნის „შეკითხვებს’’“მესაკუთრის’’
შესაძლო საცხოვრებელი ადგილის მიხედვით
·
თუ „საქმის განსახილველად მომზადების’’
სტადიაზე :
a. აღმოჩენილი იქნება „მოძრავი ნივთის’’
„მესაკუთრე’’ ან მისი „უფლებამონაცვლე’’[რომლებიც თავიანთ თავს თვლიან ამ ნივთის მესაკუთრედ]
ან
b. თუ კანონით დადგენილ სამთვიან ვადში [იხ.339-ე მუხლი]
შემოვა „განცხადება’’ ამ „მოძრავ ნივთზე’’
„უფლების’’ შესახებ
ეს გამოიწვევს „განცხადების’’ „განუხილველად დატოვებას’’[ 311-ე მუხლის საფუძველზე] და
სასამართლო“განმცხადებელს’’ განუმარტავს
მის უფლებას,შეიტანოს „აღიარებითი სარჩელი’’
იმ პირის წინააღმდეგ ,რომელმაც განაცხადა „თავისი უფლება’’[პრეტენზია] ამ ქონებაზე[მოძრავ
ნივთზე]
+
განცხადების მიღების შემდეგ სასამართლო ადგილობრივ გაზეთში აქვეყნებს ცნობას, რომელიც უნდა შეიცავდეს:
ა) იმ სასამართლოს დასახელებას, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ქონების უპატრონოდ გამოცხადების შესახებ;
ბ) განმცხადებლის ვინაობას;
გ) იმ ქონების აღწერას, რომელიც უპატრონოდ უნდა გამოცხადდეს;
დ) მოთხოვნას იმ პირთა მიმართ, რომელთაც შეიძლება ჰქონდეთ პრეტენზია ქონებაზე, რომელიც უპატრონოდ უნდა გამოცხადდეს, რათა მათ განაცხადონ სასამართლოში თავიანთი უფლებების შესახებ 3 თვის განმავლობაში დღიდან პუბლიკაციისა.
·
სასამართლომ შეიძლება დაიბაროს „მოწმეებიც’’-
პირები,რომლებიც მოწმენი არიან „უპატრონო ქონების’’ აღმოჩენისა და რომლებიც მონაწილეობდნენ
“ნაპოვარის’’ ან „განძის’’ აღწერის აქტის შედგენაში
ხ
1.3. „სასამართლოს მთავარი სხდომა’’
·
„საქმე’’ „ქონების[მოძრავი ნივთის] უპატრონოდ ცნობის“
თაობაზე განიხილება „ღია სასამართლო სხდომაზე’’,“სამოქლაქო პროცესის’’ „საერთო წესების’’ დაცვით.
·
სასამართლო „უსმენს’’ „განმცხადებელს’’,იკვლევს[ამოწმებს] საქმეში არსებულ
ყველა მტკიცებულებას[ „მოძრავი ნივთის აღწერის აქტის’’ არსებობას და ა.შ.] ,დაკითხავს
„მოწმეებს’’
ხ
1.4.
„სასამართლოს „გადაწყვეტილება’’
·
იმ შემთხვევასი,როცა არ არის საკმარისი მტკიცებულება იმისა,რომ
მოცემულ ნივთს ა)„არ ჰყავს მესაკუთრე“,ან ბ) „მესაკუთრე
არ არის ცნობილი’’,ანდა გ)
„არსებობენ „ფაქტობრივი მფლობელები’’,რომლებიც „სათანადოდ სარგებლობენ’’ ამ „მოძრავი ნივთით’’,სასამართლოს შეუძლია
„უარი თქვას’’ „ქონების[მოძრავი ნივთის] უპატრონოდ
ცნობზე“ ანუ „გნმცხადებლის’’ „განცხადების’’ დაკმაყოფილებაზე
ხ
·
ხოლო თუ სასამართლო მივა იმ დასკვნამდე[ანუ თუ დაადგენს],რომ „მოძრავ ნივთს’’
ა) „არ ჰყავს მესაკუთრე’’ ან ბ)“მისი მესაკუთრე უცნობია[ვერ დგინდება]’’
ან გ) „ნივთი მიატოვა მესაკუთრემ ამ ნივთზე
საკუთრების უფლების შენარჩუნების განზრახვის გარეშე’’[ნახე ქარტული ფილმი „მაგდანას
ლურჯა’’],მაშინ სასამართლო გამოიტანს „გადაწყვეტილებას’’ „მოძრავი ნივთის უპატრონოდ ცნობის’’ და მისი
„იმ პირის „საკუთრებაში გადაცემის შესახებ’’,რომელიც
„დაეუფლა’’ ამ ქონებას [„მოძრავ ნივთს’’[სსსკ-ის
-341-ე მუხლი]
მუხლი 341. სასამართლო გადაწყვეტილება
+
თუ სასამართლო ცნობს, რომ ა)ქონებას არა ჰყავს მესაკუთრე, ან ბ)ეს ქონება მიტოვებულია მესაკუთრის მიერ იმ განზრახვის გარეშე, რომ შეინარჩუნოს ამ ქონებაზე საკუთრების უფლება, მას გამოაქვს გადაწყვეტილება „მოძრავი ქონების უპატრონოდ ცნობისა’’ და „მისი იმ პირის საკუთრებაში გადაცემის შესახებ, რომელიც დაეუფლა ამ ქონებას“.
[შენიშვნა:
ფილმში „მაგდანას ლურჯა’’ სასამართლოს ქრთამით
გამოაქვს „უსამართლო’’ გადაწყვეტილება ,რომლითაც“მოძრავ ნივთს’’[ვირს] უბრუნებს ყოფილ
მესაკუთრეს[მენახშირე მიტუას] ,რომელმაც ეს სახედარი განზრახ მიატოვა ,რადგან მკვდრად ჩათვალა და არ აპირებდა მასზე საკუთრების
უფლების შენარჩუნებას. ნახე ეს ფილმი „კანის საერთაშორისო ფესტივალის’’ გამარჯვებული
თუ პრიზიორი ფილმია]
ხ
ყურადღება:
·
„დაუშვებელია“უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული პირის’’ ან „გარდაცვლილად
გამოცხადებული პირის’’ „ქონების’’ „უპატრონოდ ცნობა’’,რადგან ამ პირთა „ქონება’’ ან
„მინდობილ საკუთრებად’’ გადაეცემატ მათ
„კანონიერ მემკვიდრეებს’’,ან „ზოგადი წესით’’ გადადის
მატზე„მემკვიდრეობით’’
ხ
ყურადღება:
·
„უდავო წარმოების წესით’’ „ქონების [მოძრავი ნივთის] უპატრონოდ ცნობა’’ ,არ ართმევს „მესაკუთრეს’’ შესაძლებლობას „მოძრავ ნივთზე თავისი უფლებები’’ დაიცვას
სასამართლოში -„სასარჩელო წესით’’
Комментарии
Отправить комментарий