ნარკოტიკული დანაშაულის ზოგადი დახასიათება[სსკ-ის 33-ე თავი]
სარჩევი:
ნარკოტიკული დანაშაულებისგან “სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტი
„ნარკოტიკული დანაშაულის საგანი
ნარკოტიკულ დანაშაულთა „ობიექტური
მხარე’’
ნარკოტიკულ დანაშაულთა „ობიექტური მხარის’’ ფაკულტატური ნიშნები
„ნარკოტიკულ დანაშაულთა’’ ამსრულებელი
„ნარკოტიკულ დანაშაულთა’’ „ბრალის’’ ფორმა
„ნარკოტიკის მომხმარებლის’’ „ბრალეული პასუხისმგებლობის’’ დასაბუთება
„ძალადობის მსხვერპლი ნარკომანი’’
დამნაშავის „მიზანი’’ ნარკოტიკული დანაშაულების ჩადენის დროს
ბ) „ნარკოტიკული საშუალების ანალოგი’’
ე)“ფსიქოტროპული ნივთიერების ანალოგი’’
ე)“ყალბი რეცეპტი’’ ან „ყალბი სხვა დოკუმენტი’’
შესავალი:
·
„ნარკოტიკი’’[ბერძ.]- ნიშნავს „გაშტერებას’’,“გაშეშებას’’
·
„ნარკოტიკული საშუალების’’ მიღება
იწვევს პირის უგონო მდგომარეობას.
·
სხვადასხვა სახის „ნარკოტიკული საშუალება’’ სხვადასვაგვარად
ზემოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე
ზოგი იწვევს „სტიმულირებას’’
ან „აღგზნებას’’,ზოგი ახდენს „დამთრგუნველ’’ ზემოქმედებას,ხოლო ზოგი „ჰალუცინაციების’’
წარმოშობას იწვევს
ხ
·
„ნარკოტიკულ საშუალებებს’’ უძველესი დროიდან სხვადასხვა მიზნით იყენებდნენ: ა)გასართობად[სიამოვნების
მისაღებად] ,ბ)რელიგიური რიტუალების ჩასატარებლად,
გ)მრეწველობაში[მაგ.ამზადებდნენ
ქაღალდს ნარკოტიკული მცენარისგან],
დ)„ნარკოტიკული საშუალება’’მედიცინაში უძველესი დროიდან
დღემდე გამოიყენება,როგორც ტკივილ გამაყუჩებელი
საშუალება.
ხ
·
ძირითადი „ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაა’’ „მორფინის
ჯუფის პრეპარატები’’[ნარკოტიკული
ანალგეტიკები]
·
„მორფინის ჯგუფს’’ მიეკუთვნება:კოდეინი,ომნოპონი,პრომედოლი,ჰალფიუმი და
სხვა
·
ამ ნივთიერებების არაერთგზის მიღება იწვევს „ფიზიკურ
და ფსიქიკურ შეჩვევას’’
ხ
·
„ნარკოტიკული საშუალების’’ მიღება ადამიანში იწვევს“ეიფორიულ მდგომარეობას’’[ე.წ. „კაიფს’’]
·
თანდათან იზრდება „ტოლერანტობა’’
[შეჩვევა] ამ ნივთტიერებისადმი.
·
მოგვიანებით კი ვითარდება „აბსტინენცია’’,ანუ „ნარკოტიკული შიმშილი’’[ ე.წ. „ლომკა’’ რუს.],ანუ
ამ ნრკოტიკულ ნივთიერებაზე „ფიზიკური დამოკიდებულება’’.
ხ
·
„ნარკოტიკული საშუალებების’’
მომხმარებლები ძირითადად არიან -„სასოწარკვეთილი ადამიანები’’[იმედდაკარგული პირები],რომლებიც ნებისყოფის ნაკლებობის გამო ვერ უმკლავდებიან ცხოვრებისეულ პრობლემებს,ან ისეთი ადამიანები,როლებისთვისაც ცხოვრებაში მთავარი -„სიამოვნების მიღებაა’’
ხ
·
„ნარკოტიკულ დანაშაულს’’ საერთაშორისო მასშტაბები აქვს მიღებული.
·
მის წინააღმდეგ ბრძოლა დიდი ხანია გსცდა „ერთი ქვეყნის’’ ფარგლებს.
·
მოქმედებს არაერთი საერთაშორისო კონვენცია“ნარკოტიკული
საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების ‘’ შესახებ
·
გაეროს 1961 წლი კონვენცია „ნარკოტიკული საშუალებების შესახებ’
·
გაეროს 1971 წლის კონვენცია „ფსიქოტროპული
ნივთიერებების ‘’ შესახებ
·
გაეროს 1988 წლის კონვენცია ნარკოტიკული
საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების ‘’ შესახებ [ამ კონვენციას თანერთვის ორი ცხრილი,სადაც ჩამოთვლილია ნივთიერებები,რომლებიც გამოიყენება ნარკოტიკული და ფსიქოტროპული
ნივთიერებების უკანონო დამზადებისას[ე.წ. პრეკურსორები] და ამდენად,საჭიროა მათზე კონვენციის წევრი სახელმწიფოების მიერ მკაცრი კონტროლის დაწესება]
ხ
·
აღნიშნულ კონვენციებზე დაყრდმობით,საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი
„ნარკოტიკული საშუალების,ფსიქოტროპული ნივთიერების,პრწკურსორებისა
და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ’’[2002 წ. 5 დეკემბერი]
·
ხოლო 2007 წლის
3 ივლისს
მიღებული იქნა კანონი
„ნარკოტიკული დანასაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’[რომელშიც
შემდეგ არაერტი ცვლილება შევიდა]
ხ
·
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექქსის[სსკ] 33-ე თავში გათვალისწინებულია
„ნარკოტიკული დანაშაულის’’
-ჯგუფი [სსკ-ის 260-274-ე მუხლები]
ხ
ნარკოტიკული დანაშაულებისგან “სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტი
·
ნარკოტიკული დანაშაულებისგან “სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია’’
: -ა)„მოსახლეობის[საზოგადოების] ზნეობრივი და ფიზიკური ჯანმრთელობა’’ ბ)„ის საზოგადოებრივი ურთიერთობა,რომელიც უზრუნველყოფს
ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების „ბრუნვის’’ კანონით დაგენილი
წესის’’ დაცვას’’ და გ) „მოსახლეობის უსაფრტხოება’’
ხ
„ნარკოტიკული დანაშაულის საგანი
·
„ნარკოტიკული დანაშაულის საგანი’’ არის:
a. „ნარკოტიკული საშუალება’’ ან „მისი
ანალოგი’’ ; „პრეკურსორი’’ ან „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება’’ [ სსკ-ის
260-ე,262-ე,264-ე,273-ე,2731-ე მუხლები]
b. „ფსიქოტროპული ნივთიერება’’
, „მისი ანალოგი’’ ან „ძლიერმოქმედი ნივთიერება’’[სსკ-ის261-ე,263-ე,264-ე მუხლები]
c. „ყალბი რეცეპტი’’[სსკ-ის
267-ე და 268-ე მუხლები]
ხ
ნარკოტიკულ
დანაშაულთა
„ობიექტური
მხარე’’
:
·
ნარკოტიკულ დანაშაულთა უმრალესობის ჩადენა „მოქმედებით’’ ხდება [260-ე,261-ე,262-ე
,263-ე264-ე,265-ე,266-ე,267-ე,268-ე,271-ე,272-ე,273-ე მუხლები]
·
ზოგიერთი ნარკოტიკული დანასაულის ჩადენა შეიძლება,როგორც „მოქმედებით’’,ისე
„უმოქმედობით’’ [სსკ-ის 269-ე, 270-ე მუხლები]
·
ნარკოტიკულ დანაშაულთა უმრავლესობა „ფორმალური შემადგენლობისაა ე.ი. „დამთავრებულია’’
ქმედების ჩადენისთანავე [სსკ-ის262-ე ,263-ე264-ე,265-ე,266-ე,267-ე,268-ე,271-ე,
მუხლები
·
ზოგიერთი ნარკოტიკული დანაშაულის „დამთავრებულად ‘’ მიჩნევისთვის კი აუცილებელია“კანონში მითითებული შედეგის’’ დადგომა[სსკ-ის 264-ე,269-ე მუხ. 1-ლი და
მე-2 ნაწილ;270-ე მუხ.1-ლი და მე-2 ნაწ. .272-ე მუხლი]
ნარკოტიკულ დანაშაულთა „ობიექტური მხარის’’ ფაკულტატური ნიშნები
·
ნარკოტიკულ დანაშაულთა „ობიექტური
მხარის’’ ფაკულტატური ნიშნებს:
a. „ჩადენის ხერხს’’
b. “გამოყენებული საშუალებას’’
c. “ჩადენის დროს’’
d. “ჩადენის ადგილს’’
მაკვალიფიცირებელი
მნიშვნელობა იშვიათ შემთხვევაში აქვს[ იხ. სსკ-ის
262-ე მუხლი ,264-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ’’ პუნქტი’’ და მე-3 ნაწილის „გ’’ პუმქტი
ხ
„ნარკოტიკულ დანაშაულთა’’ ამსრულებელი
·
ნარკოტიკულ დანაშაულთა „ამსრულებელი’’ „ძირითადად’’ არის: „14
წელს მიღწეული ,“ნებისმიერი’’, შერაცხადი პირი’’
·
ნარკოტიკულ დანაშაულთა ნაწილს ყავს „სპეციალური ამსრულებელი’’[კერძოდ,ის ვინც ბოროტად
იყენებს სამსახურებრივ მდგომარეობას’’] [სსკ-ის 260-ე მუხ. მე-2-ნაწ. „გ’’ ქვპ.;
262-ე,263-ე,264-ე,265-ე მუხლების მე-2 ნაწილების
„გ’’ ქვეპუნქტები;269-ე და 270-ე მუხლები]
„ნარკოტიკულ დანაშაულთა’’ „ბრალის’’ ფორმა
·
„ბრალის’’ ფორმის მიხედვით „ნარკოტიკულ დანაშაულთა’’ უმრავლესობა „განზრახია’’
·
კერძოდ, ასეთი დანაშაულის ჩადენა ხდება „პირდაპირი განზრახვით’’
„ნარკოტიკის მომხმარებლის’’ „ბრალეული პასუხისმგებლობის’’ დასაბუთება
·
„ბრალეული პასუხისმგებლობის’’ დასაბუთება მაშინაც
შესაძლებელია ,როცა ნარკომანი „სპეციალურ
კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების’’[ „ნარკოტიკული საშუალების ’’ ან „ფსიქოტროპულინივტიერების’’] „უკანონო დამზადებას’’,“უკანონო შეძენას’’ თუ „უკანონო
შენახვას’’ ახდენს-„პირადი მოხმარების ‘’ მიზნით[!]
·
დასაბუტება ხდება ასე: მართალია ნარკომანს აქვს დაუძლეველი[ავადმყოფური]
სურვილი „ნარკოტიკული საშუალების’’ მიღებისამრისგანაც თავის შეკავება „არ შეუძლია’’,მაგრამ
მისი მორალური პასუხისმგებლობის საფუძველი,ასეტ შემთხვევაში „გადატანილია იმ მომენტისთვის,როცა
ეს პირი ჯერ კიდევ არ იყო ნარკომაი და ჰქონდა თავისი ქმედების შეფასების დამასზე ხელმძღვანელობის
უნარი’’
·
ამდენად,როცა პიტი იწყებს“ნარკოტიკული საშუალების’’ უკანონო მოხმარებას,იგი
იმ მომენტიდან „უპასუხისმგებლოდ ეკიდება’’ ნარკოტიკებთან დაკავშირებულ „ნორმატიულად
დადგენილ ვალდებულებებს’’,ამასთან პირმა იცის,თუ რა სამართლებრივი შედეგები მოჰყვება
მის ამ ქმედებას და მიუხედავად ამისა,მაინც „იწყებს’’ ან „აგრძელებს’’ „ნარკოტიკული
საშუალების’’ -უკანონო მოხმარებას[!]
·
„სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის’’ დასაბუტების ამგვარი შემტხვევები
„იურიდიულ ლიტერატურაში’’ ცნობილია action
Libera in causa-ს სახელწოდებით.
·
მაგრამ განსხვავებულ სიტუაციასთან
გვაქვს საქმე ე.წ. „სომატონარკომანების’’
შემთხვევაში
„სომატონარკომანი’’
·
„სომატონარკომანი’’ არის პირი,რომელიც
დაავადებულია „ტკივილის სინდრომით’’ მიმდინარე რომელიმე „სომატური ავადმყოფობით’’[მაგ.“კიბო’’]
·
მას „კანონიერად’’ აქვს დანიშნული ტკივილგამაყუჩებელი „ნარკოტიკული საშუალება’’
და ნარკოტიკის მიმართ დროთა განმავლობაში ჩამოუყალიბდა „ფიზიკური’’ ან/და „ფსიქიკური’’
„დამოკიდებულება’’[ნარკოდამოკიდებულება]
·
როგორც ვხედავთ,სომატონარკომანის
„ბრალი’’ არ არის ის,რომ მას განვიტარებული აქვსნარკოტიკების მიღებისადმი „დაუძლეველი
სურვილი’’
·
ამდენად,სომატონარკომანის „ბრალის’’ დასაბუთება შეუძლებელია და არ არსებობს
ამ ქმედებისადმი სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესების საფუძველი [ეს დაიმახსოვრე]
„ძალადობის მსხვერპლი ნარკომანი’’
·
„ბრალის’’ დასაბუთება შეუძლებელია და არ არსებობს ამ სისხლისამართლებრივი
პასუხისმგებლობის დაწესების საფუძველი იმ პირის მიმართ,რომელიც ნარკომანი გახდა იმის
გამო,რომ „სხვამ’’ „ძალადობის გამოყენებით’’ მის ორგანიზმში არაერთგზის შეიყვან ნარკოტიკული საშუალება[ე.წ. „ნემსზე დასმა’’]
·
ასეთ შემთხვევაში ნარკომანი „სხვისი ძალადობის მსხვერპლია’’
·
„ნემსზე დასმას’’ ჩვეულებრივ,მიმართავენ ტრეფიკინგის მსხვერპლთა მიმართ,მათი
პროსტიტუციაში ჩაბმის მიზნით.
დამნაშავის „მიზანი’’ ნარკოტიკული დანაშაულების ჩადენის დროს
·
„ნარკოტიკულ დანაშაულებში’’ დანაშაულის
ჩადენის „მიზანი’’ ზოგჯერ წარმოადგენს მაკვალიფიცირებელ
გარემოებას[იხ. სსკ-ის 266-ე,267-ე,268-ე,271-ე,273-ე,2731-ე
მუხლები]
ხ
·
იშვიათ შემთხვევებში“ნარკოტიკული დანაშაულის’’ ჩადენა „გაუფრთხილებლობითაც’’ არის შესაძლეველი[იხ.
სსკ-ის 269-ე და 270-ე მუხლები]
ტერმინთა განმარტებები:
ა)“ნარკოტიკული საშუალება’’
·
„ნარკოტიკულ საშუალებებს’’ მიეკუთვნება: კოკაინი,ოპიუმი,მორფინი,მარიხუანა,
ჰეროინი,ჰაშიში,ყაყაჩოს
ნამჯა, და ა.შ
·
მიეკუთვნება თუ არაესა თუ ის ნივთიერება „ნარკოტიკულ საშუალებებს’’ ამ
საკითხის გდასაწყვეტად სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს „სპეციალური სიით’’ ,რომელიც
თან ერთვის საქარტვრლოს კანონს „ნარკოტიკული საშუალების,ფსიქოტროპული ნივთიერების,პრწკურსორებისა
და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ’’[2002 წ. 5 დეკემბერი]
·
დაიმახსოვრე: თუკი ნივთიერება არაა შეტანილიამ „სპეციალურ სიაში’’ სახეზე
არ გვაქვს „ნარკოტიკული საშუალება’’
·
ამრიგად,“ნარკოტიკულ საშუალებაში’’ სისხლის სამართლის კოდექსში იგულისხმება
მხოლოდ ის “სინთეტიკური’’[ქიმიური] ან ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერება,პრეპარატი,მცენარე,რომელიც
გაეროს 1988 წლის კონვენციის დებულებათა შესაბამისად უკვე შეტანილია საქართველოში“სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ჩამონათვალში’’
ბ) „ნარკოტიკული საშუალების ანალოგი’’
·
„ნარკოტიკული საშუალების ანალოგებში’’ იგულისხმება „საქართველოში ბრუნვისთვის აკრძალული’’ „ხელოვნურად სინთეზირებული ან ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერებები’’,რომელთა“მოლეკულური სტრუქტურა არ ემთხვევა უკვე ცნობილი „ნარკოტიკული საშუალებების’’ სტრუქტურას
და ამდენად არ არიან შეტანილი „კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებატა სიაში,მაგრამ
მათი ადამიანის ორგანიზმზე“ფსიქოაქტიური მოქმედება’’
მსგავსია[ანალოგიურია] „ნარკოტიკულ საშუალებათა’’ ფსიქოაქტიური მოქმედებისა.
გ) „პრეკურსორი’’
·
ესაა ,ესა თუ ის ქიმიური ნივთიერება,რომელიც გამოიყენება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული „ნარკოტიკული
საშუალების’’ ან „ფსიქოტროპიული ნივთიერების’’ დასამზადებლად,ან
გადასამუშავებლად,ან საწარმოებლად და გაეროს კონვენციის დებულებების შესაბამისად
შეტანილია“სპეციალურ
კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ჩამონათვალში’’
დ) „ფსიქოტროპული ნივთიერება’’
·
„ფსიქოტროპული’’[ანუ „ფსიქოაქტიური’’]- ბერძნული სიტყვაა
·
„ფსიქო’’ მისნავს-„სულს’’,ხოლო „ტროპია’’- მიმარტულებას
·
ამდენად“ფსიქოტროპულად’’ ჩაითვლება ყველა ის“წამალი’’ თუ „ნივთიერება’’,რომელიც
ზეგავლენას ახდენს ადამიანის“ცენტრალურ ნერვულ
სისტემაზე’’ და ცვლის მის „გუნება-განწყობილებას’’
·
„ფსიქოტროპული ნივთიერებები’’ ა)იწვევენ ადამიანის „ფსიქიკური პროცესის სტიმულირებას’’[აღაგზნებენ]
ან ბ) პრიქით ,იწვევენ მის „დეპრესიულ’’ მდგომარეობას,დამთრგუნველ ზეგავლენას ახდენენ
მის ემოციურ მდგომარეობაზე.
ხ
·
„ფსიქოტროპული ნივთიერებების’’ დიდი ნაწილი მოიხმარება მედიცინაში,როგორც
„სამკურნალო საშუალება’’.
·
მაგრამ მათი გამოყენება“არასამედიცინო მიზნიტ’’ საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისატვის.
·
სხვაგვარად,რომ ვთქვათ,თუკი „ფსიქოტროპული ნივთიერებას’’ გამოიყენებს ჯანმრტელი
პირი,ვისაც იგი არ აქვს ექიმის მიერ დანისნული,მაშინ ეს ადამიანი გახდება ან არანორმალურად
აგზნებული,ანდა პირიქით,ვარდება დეპრესიულ მდგომარეობაში და მისი ნორმალური მდგომარეობის
აღდგენას გარკვეული დრო სჭირდება.
·
მარტალია,ნარკოტიკული საშუალების მსგავსად,“ფსიქოტროპული ნივთიერების’’
ხშირი მიღება არ იწვევს მისდამი“ბიოლოგიურ მიჩვევას’’,მაგრამ იწვევს „ფსიქოლოგიური
მიჩვევის’’ ჩამოყალიბებას[პირი ფსიქოლოგიურად დამოკიდებული ხდება „წამალზე’’]
·
ამის გამო პირი ტანდათანობით დეგრადირებს და კარგავს ტავის „სოციალუყრ
ფუნქციებს’’ დ ხდება ამ ნივთიერების „მონა’’
ხ
·
სისხლის სამართლის კოდექსის 33-ე თავში მოხსენიებულ „ფსიქოტროპულ ნივთიერებაში’’
იგულისხმება არა მისი სამედიცინო,არამედ იურიდიული გაგება[შინაარსი]
·
კერძოდ,“ფსიქოტროპულ ნივთიერებებს’’ მიეკუტვნება „ბუნებრივი’’ ან „სინტეზური’’
წარმოშობის ნივტიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე, ან პრეპარატი,რომელიც გაეროს
კონვენციის შესაბამისად „შეტანილია’’[!] “საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულიფსიქოტროპული
ნივთიერებების სიაში’’
·
ყურადღება: “საქართველოში სპეციალურ
კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული ნივთიერებების სიაში’’ შეტანილი „ფსიქოტროპული ნივთიერებების’’ მოხმარება აკრძალულიაექიმის
დანიშნულების გარეშე.
·
უფრო მეტიც, საქართველოში აკრძალულია“ფსიქოტროპული ნივთიერებების’’[როგორც
ნარკოტიკის სახესხვაობის] პროპაგანდა და რეკლამა
·
ამ ნივტიერებათა შესახებინფორმაციის განთავსება ნებადართულია მხოლოდ მედიცინის
მუშაკებისთვის განკუთვნილ ჯანდაცვის ორგანოების ოფიციალურ გამოცემებში
ე)“ფსიქოტროპული ნივთიერების ანალოგი’’
·
ფსიქოტროპული ნივთიერების ანალოგი’’ არის საქართველოში ბრუნვისტვის აკრძალული
სინტეტიკური ან ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერება,რომელიც ჯერ არ არის შეტანილი“კონტროლს
დაქვემდებარებულ ნივთიერებათა სიაში’’,იმის გამო,რომ მისი მოლეკულური სტრუქტურა არ ემთხვევა კ ონტროლს
დაქვემდებარებულ ფსიქოტროპულ ნივთიერებათა
მოლეკულურ სტრუქტურას,მხოლოდ მსგავსია,ხოლო მისი ორგანიზმზე“ფსიქოაქტიური მოქმედება’’ -ანალოგიურია კონტროლს დაქვემდებარებულ ფსიქოტროპულ ნივთიერებათა “ფსიქოაქტიური მოქმედების’’
ვ)“ძლიერმოქმედი
ნივთიერება’’
·
„ძლიერმოქმედი ნივთიერებაა’’ არ წარმოადგენს არც „ნარკოტიკულ’’ და არც
„ფსიქოტროპულ’’ ნივთიერებას
·
მართალია, ისინი „ძირიტადად’’ „სამედიცინო პრეპარატებია’’,მაგრამმათთვის
დამახასიატებელი თვისებებიდან გამომდინარე,კანონმდებელმა მიზანშეწონილად ჩათვალა მათი
„თავისუფალი ბრუნვიდან’’ ამოღება
ხ
·
„ძლიერმოქმედ ნივთირება’’ ჩაითვლება ისეთი ნივთიერება,რომელიც საფრთხეს
უქმნის ადამინის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას,თუკი:
1. მათი მიღება ხდება გადაჭარბებული
დოზით
2. როდესაც ამ ნივთიერების მიმართ
პირს გააჩნია სამედიცინო უკუჩვენება
ხ
·
„ძლიემოქმედი ნივთიერება’’ განსხვავდება“შხამიანი ნივთიერებისაგან’’ ანუ
„შხამისგან’’
·
„შხამი’’ არის მცენარეული,ცხოველური,მინერალური ანქიმიური სინთეზიტ მიღებული
ნივთიერება,რომელიც ორგანიზმზე ახდენს“ტოქსიკურ ზემოქმედებას’’ და იქვევს „მწვავე’’
ან „ქრონიკულ’’ მოწამვლას[მაგ. გველის შხამი,ციანმჟავა,მეთილის სპირტი,ფუტკრის გასუფთავებული
შხამი,ყვიტელი ფოსფორი,ნატრიუმი და ა.შ.]
·
„შხამის’’ ბრუნვისტვის პასუხისმგებლობა დაწესებულია 249-ე მუხლიტ რომელიც
მოტავსებულია კოდექსის 32-ე თავში
·
„ძლიემოქმედი ნივთიერება’’ განსხვავება „შხამისგან’’ იმაში გამოიხატბა,რომ „შხამის’’ უმნიშვნელო დოზის მიღებაც კი იწვევს ორგანიზმის
მოწამვლას და შესაძლოა დადგეს -სიკვდილი
·
„შხამი’’ არ გამოიყენება მედიცინაში,როგორც „სამკურნალო საშუალება’’
ხ
·
„ძლიემოქმედი ნივთიერების’’ მიღება ექიმის დანიშნული დოზით და ორგანიზმის
სამედიცინო უკუჩვენების არარსებობისას,არ უქმნის საფრთხეს ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრტელობას
;
·
„ძლიემოქმედი ნივთიერებები’’
,როგორც პრეპარატები[წამლები] ისე გამოიყენება მედიცინაში ,ანუ სამკურნალოდ
·
მაგ.გველის შხამი არის „შხამიანი ნივტიერება’’ და იგი სამკურნალოდ არ გამოიყენება,ხოლო
„გველის სხამზე’’ დამზადებული სამედიცინო პრეპარატი[მაგ. აბი] ჩაითვლება“ძლიერმოქმედ
მივთიერებად’’
·
„ძლერმოქმედ ნივთიერებებს’’ მიეკუტვნება: ამიზილი,ბარბიტალი,დიაზეპამი[სედუქსენი]ალობარბიტალი,დიმედროლი ეფედრინით,ფსევდოეფედრინი,სამედიცინო ეტერი[ნარკოზის
ეთერი] და სხვა.
ხ
·
რიგ შემთხვევებში,იმისათვის,რომ განისაზღვროს „უკანონო ბრუნვიდან’’ ამოღებული
ნივთიერების სახეობა და მისი ტვისებები,უმდა დაინიშნოს „სპეციალური ექსპერტიზა’’
·
ამის აუცილებლობა წარმოიშობა მაშიმ,როცა გამოძიების მიერ „ამოღებული ნივთიერება’’
არაა ქარხნული წესით შეფუთული და მასზე არ არის დატანილი სათანადო ეტიკეტი,ანდა ეტიკეტზე
დატანილი წარწერა „არ იკითხება’’,ან არ ემთხვევა “სპეციალურ სიაში ჩამოთვლილ „ძლიერმოქმედ
ნივთიერებათა’’ დასახელებებს’’ და გასარკვევია,ხომ
არ არის ეს დასახელება იმ სიაში „არსებული დასახელების’’ „სინონიმი’’
ხ
·
ყურადღება: „ძლიერმოქმედი ნივთიერების’’ ხშირი გამოყენება ,ექიმის დანიშნულების
გარეშე ,იწვევს არამხოლოდორგანიზმის ფიზიოლოგიური ფუნქციების მოსლას,არამედ ისეთი ავადმყოფობის
განვითარებას,რომელსაც ეწოდება „ტოქსიკომანია’’
·
„ტოქსიკომანია’’ არის მთელი რიგი დაავადებების საერთო სახელი
·
„ტოქსიკომანიას’’[ტოქსიკომანს] ახასიათებს
არანარკოტიკული ანარაფსიქოტროპული ნივთიერებებისადმი და საშუალებებისადმი „მზარდი’’,“დაუძლეველი
სურვილი’’,“ძლიერმოქმედი ნივთიერებების’’[პრეპარატების] მიღების მიმართ, მათზე „ფიზიკური’’ და „ფსიქიკური’’ დამოკიდებულების გამო.
ე)“ყალბი რეცეპტი’’ ან „ყალბი სხვა დოკუმენტი’’
·
„ნარკოტიკული საშუალების’’ შესაძენად
რეცეპტის გამოწერა
ხდება“განსაზღვრული ფერის’’ სპეციალურ ბლანკზე,რომელზეც დასმულია „სამკურნალო დაწესებულების
‘’ შტამპი
·
„სხვა დოკუმენტი’’ ,რომელიც იძლევა
„მარკოტიკული საშუალების’’ შეძენის უფლებას,ის დოკუმენტია,რომელიც წარმოადგენს ამ ნივტიერებისგაცემის[ან
გაყიდვის] საფუძველს.
·
„სხვა დოკუმენტი’’ შეიძლება იყოს
a. “სამედიცინო დაწესებულების მოთხოვნა
ნარკოტიკული საშუალებების მიღებაზე მათი სამკურმალოდ გამოყენების მიზნით’’
b. „ამონაწერიავადმყოფობის ისტორიიდან’’
c. „ლიცემზია’’[ისეთ საქმიანობაზე,რომელიც
დაკავშირებულია“ნარკოტიკული საშუალებების’’ „ბრუნვასთან’’]
·
„გაყალბებული’’ შეიძლება იყოს,როგორც „ნარკოტიკული საშუალების შესაძენი’’ -რეცეპტი,ისე „სხვა დოკუმენტი’’
·
„გაყალბებულად’’ ჩაითვლება,როგორც“მთლიანად’’,ის „ნაწილობრივ’’ გაყალბებული
„რეცეპტი’’ ან „სხვა დოკუმენტი’’
Комментарии
Отправить комментарий