11.1 „საერთო სასამართლოს წარდგინება
სარჩევი:
3.1.
საერთო სასამართლოს წარდგინების არსი, მნიშვნელობა და
ისტორია
ა) „წარდგინების’’ ინსტიტუტის არსი
ბ) „საერთო სასამართლო ‘’ და “წარდგინების ავტორი’’
გ)“საერთო სასამართლოს წარდგინების’’ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წარმობაში მიღების პირობები
დ)„საერთო სასამართლოს წარდგინების’’ საკონსტიტუციო სასამართლოში „არსებითი განხილვის’’ თავისებურებები
3.3. საერთო სასამართლოს „საფუძვლიანი ვარაუდის’’ სტანდარტი
3.4. საერთო სასამართლოს „წარდგინების’’
საგანი
3.4.1. წარდგინების საგნის ნაწილები
3.4.2„წარდგინების საგაგნის’’ 1-ლი ნაწილი
ა) შესამოწმებლად წარდგენილი უნდა იყოს
ან „საკანონმდებლო’’ აქტები , ან „კანონქვემდებარე’’ აქტები.
ბ) შესამოწმებლად წარდგენილი აქტი ნდა იყოს „ნორმატიული აქტი’’
ე)“შესამოწმებელად წარდგენილი ნორმა’’ უნდა იყოს „საქმის განხილვისას“ გამოსაყენებელი
თ)„წარდგინების საგანი ‘’ უნდა იყოს მხოლოდ „მოქმედი ნორმატიული აქტი’’
ი)“წარდგინების საგანი’’ შესაძლოა იყოს „გაუქმებული’’ ან „ძალადაკარგული’’ „ნორმა’’
კ)“წარდგინების საგანი’’ შესაძლოა იყოს „ნორმა’’ რომელიც „ჯერ არ შესულა’’
ძალაში
3.4.3
წარდგინების საგნის მეორე ნაწილი
3.4.4. საკონსტიტუციო სასამართლოს შეზღუდვა „წარდგინების საგნით“
3.6. შემოწმების ფორმა და შინაარსისაერთო სასამართლოს წარდგინების ფარგლებში
ა) ნორმის „ფორმალური კონსტიტუციურობის’’ შემოწმება
ბ) ნორმის „მატერიალური კონსტიტუციურობის’’ შემოწმება
3.7. საერთო სასამართლოს წარდგინების დაკმაყოფილების შედეგები
3.1. საერთო
სასამართლოს წარდგინების არსი,
მნიშვნელობა და ისტორია
·
კონსტიტუციის[მე-60 მუხლის მე-4
ნაწილის“გ’’ ქვეპუნქტი] შესაბამისად: „ საკონსტიტუციო სასამართლო „საერთო
სასამართლოს წარდგინების’’ საფუძველზე იხილავს იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის საკითხს, რომელიც კონკრეტული საქმის განხილვისას უნდა გამოიყენოს
საერთო სასამართლომ და რომელიც,
მისი[საერთო სასამართლოს]
„საფუძვლიანი ვარაუდით“,
შეიძლება, ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციას’’
მუხლი 60. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
+
გ) საერთო სასამართლოს წარდგინების საფუძველზე იხილავს იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის საკითხს, რომელიც კონკრეტული საქმის განხილვისას უნდა გამოიყენოს საერთო სასამართლომ და რომელიც მისი[საერთო სასამართლოს] „საფუძვლიანი ვარაუდით’’ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციას;
·
საკონსტიტუციო სასამართლოსთვის „წარდგინებით’’ მიმართვის შემთხვევაში, საერთო სასამართლო აჩერებს საქმის
განხილვას, რომელიც განახლდება საკონსტიტუციო სასამართლოს
მიერ „საკითხის
გადაწყვეტის შემდეგ’’.[
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული
კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი.]
ხ
ა) „წარდგინების’’ ინსტიტუტის არსი
·
საერთო
სასამართლოს წარდგინება ხელს უწყობს ფუნდამენტური კონსტიტუციური
პრინციპების განხორციელებას.
·
საერთო სასამართლოს
წარდგინება ობიექტური
ხასიათისაა,[ რამდენადაც მიზნად ისახავს არა წარდგინების ავტორის სუბიექტური
ინტერესების, არამედ კონსტიტუციის უზენაესობისა და მისი მოთხოვნების დაცვას სამართლებრივ
სახელმწიფოში.]
·
„წარდგინების ინსტიტუტი’’ ემსახურება საერთო სასამართლოთა შეზღუდვას კონსტიტუციით დასაერთო სასამართლოთა მიერ არაკონსტიტუციური
ნორმების გამოყენების პრევენციას.
·
როდესაც არაკონსტიტუციური
ნორმა სამართლებრივ
შედეგებს იწვევს, ირღვევა არა მხოლოდ სამართლებრივი
სახელმწიფოს, არამედ დემოკრატიის პრინციპიც
·
ამდენად, საერთო
სასამართლოს წარდგინებას „დემოკრატიის დაცვაშიც’’ შეაქვს წვლილი.
·
ის ასევე გვევლინება ინსტრუმენტად „სასამართლო ხელისუფლების
მიერ საკანონმდებლო და აღმასრულებელი შტოების დასაბალანსებლად’’
ხ
·
საერთო სასამართლოს
კონსტიტუციური წარდგინების „საფუძველი’’ „სასამართლო შემოწმების’’ უფლებამოსილებაა
[“შემოწმების მასშტაბად’’ „კონსტიტუციის გამოყენების შესაძლებლობა’’ არა მხოლოდ
საკონსტიტუციო სასამართლოს, არამედ საერთო სასამართლოებსაც აქვს.]
„ სასამართლო შემოწმების’’ უფლებამოსილება
მოსამართლის „კონსტიტუციითა და კანონით შეზღუდვის’’ პრინციპიდან გამომდინარეობს
და „სამართლებრივი სახელმწიფოს“ იდეის რეალიზებას ემსახურება.
·
საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიერ ნორმატიული აქტების, [განსაკუთრებით კანონების],
კონსტიტუციურობის შემოწმება, „კონსტიტუციის უზენაესობასთან’’ ერთად, „ხელისუფლების
ძირითადი უფლებებით შეზღუდვასა’’ და „ინდივიდთა ეფექტიან სამართლებრივ დაცვასაც’’ უზრუნველყოფს.
ხ
·
საერთო სასამართლოს არ აქვს „არაკონსტიტუციურობის გამო’’
ნორმის ძალადაკარგულად
ცნობის უფლებამოსილება.
·
ასეთ შემთხვევაში, მან „წარდგინებით’’ უნდა მიმართოს
საკონსტიტუციო სასამართლოს, [რომელსაც აქვს „არაკონსტიტუციური ნორმების’’ გაუქმების მონოპოლია.]
·
ეს მონოპოლია გამართლებულია, განსაკუთრებით „საკანონმდებლო აქტების’’ მიმართ,
რადგანაც „პირდაპირი დემოკრატიული ლეგიტიმაციის მქონე კანონმდებლის ნების დაძლევა’’
ნებისმიერ სასამართლოს
არ უნდა ხელეწიფებოდეს
x
·
საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ამ უფლებამოსილების ექსკლუზიურად მინიჭებას
ხსნიან „საერთო სასამართლოების არაერთგვაროვანი
პრაქტიკის პრევენციის ინტერესითაც.’’
·
ითვლება ,რომ მნიშვნელოვან საკონსტიტუციო-სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით
არათანმიმდევრული და განსხვავებული მიდგომები დააზიანებს „სამართლებრივ
უსაფრთხოებას’’.
ხ
·
ზემოაღნიშნული მონოპოლია
არ გულისხმობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო იერარქიულად
საერთო სასამართლოებზე მაღლა დგას.
·
ეს უფრო ერთგვარი „შრომის განაწილება“ არის საკონსტიტუციო
სასამართლოსა და საერთო სასამართლოებს
შორის.
·
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მართებულად შენიშნავს, რომ „ სახეზეა სასამართლო სისტემების თანამშრომლობა კონსტიტუციური ღირებულებების
დასაცავად’’.
ხ
·
„საერთო სასამართლოს წარდგინება’’
„ყოველთვის’’ უკავშირდება საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვას. აქედან გამომდინარე, ამ დროს
საკონსტიტუციო სასამართლო ახორციელებს „კონკრეტულ ნორმათკონტროლს’’
,
ხ
·
„წარდგინების’’ ინსტიტუტი გავრცელებულია
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში (აშშ, გერმანია, ავსტრია, არგენტინა, ბრაზილია, დანია და
ა.შ.)
ხ
·
საერთო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მისაღებად
გამოსაყენებელი ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმების წინაპირობა
-„კონკრეტული საქმის’’ განხილვაა.
·
საერთო სასამართლო სწორედ -„კონკრეტული
საქმის’’ განხილვის პროცესში უნდა მივიდეს
დასკვნამდე, რომ: „ მის მიერ გამოსაყენებელი „ნორმა არაკონსტიტუციურია’’.
·
გარდა ამისა, „თუ საქმის განხილვა არ მიმდინარეობს’’, ობიექტურად შეუძლებელია
კანონმდებლობის[მე-19 მუხლის მე-2 ნაწილის] იმ მოთხოვნის დაცვაც, რომ „წარდგინების შეტანასთან ერთად, საქმის განხილვაც უნდა შეჩერდეს’’ .
იხ. ორგანული კანინის
„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ’’ მე-19
მუხლის მე-2 ნაწილი:
2. თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის,
რომ არსებობს „საფუძვლიანი ვარაუდი“, რათა ის ნორმატიული აქტი,
რომელიც სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას უნდა გამოიყენოს,
მთლიანად ან ნაწილობრივ მიჩნეულ იქნეს კონსტიტუციის შეუსაბამოდ,
იგი შეაჩერებს საქმის განხილვას და მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს. საქმის განხილვა
განახლდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ საკითხის
გადაწყვეტის შემდეგ.
·
საკონსტიტუციო სასამართლო ამ კონტექსტში მართებულად აღნიშნავს: „საქმის
განხილვის შეჩერება,
ცხადია, გამორიცხულია იმ პირობებში, როცა განხილვა არ დაწყებულა.“
ხ
·
„ წარდგინების’’ არსის სწორად გაგებისთვის რელევანტურია:
„საკონსტიტუციო სასამართლოსთვის
მიმართვა’’ საერთო სასამართლოს „ვალდებულებად’’ უნდა განვიხილოთ, თუ „უფლებამოსილებად’’.
·
ამ თვალსაზრისით, საინტერესოა
გერმანული გამოცდილება, სადაც „წარდგინების’’
გაკეთება საერთო სასამართლოსთვის ერთდროულად „უფლებამოსილებაცაა და ვალდებულებაც’’.
·
საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებიდან
გამომდინარე, ეს მიდგომა ქართულ მოდელზეც შეიძლება
გავავრცელოთ.
·
მოსამართლე თავის საქმიანობაში ემორჩილება
კონსტიტუციას.
·
სახელმწიფო
ხელისუფლების, [მათ შორის სასამართლოს], საქმიანობა
ა)შეზღუდულია
„ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული
უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ
მოქმედი სამართლით’’ და ბ)“ხორციელდება
კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში.’’
·
თუ საერთო სასამართლოს „გადაწყვეტილება’’ დაეფუძნება არაკონსტიტუციურ ნორმას, დაირღვევა საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნული პრინციპები.[სამართლებრი
ვი სახელმწიფოს და დემოკრატიის პრინციპები]
·
აქედან გამომდინარე, კონკრეტული საქმის განხილვისას ნორმის არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით საფუძვლიანი ვარაუდის[ეჭვის] წარმოშობის შემთხვევაში,
სასამართლო არათუ უფლებამოსილია, არამედ ვალდებულია[!], იმოქმედოს „კონსტიტუციის შესაბამისად’’, ანუ ის არ დაეყრდნოს საეჭვო ნორმას
და უნდა მიმართოს საკონსტიტუციო
სასამართლოს „წარდგინებით’’
ხ
·
კონსტიტუციის თავდაპირველი რედაქცია
პირდაპირ არ ითვალისწინებდა „საერთო სასამართლოს
წარდგინების’’ ინსტიტუტს, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის
მიმართვაზე უფლებამოსილ სუბიექტებს შორის იყო სასამართლოც.
·
კონსტიტუციის თავდაპირველი რედაქცია ასევე იძლეოდა ორგანული კანონით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის
„კონსტიტუციით გაუთვალისწინებელი უფლებამოსილებების მინიჭების
შესაძლებლობას.’’
·
2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონით, „საერთო სასამართლოს წარდგინების’’ ინსტიტუტი აისახა კონსტიტუციაში
„საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებათა ჩამონათვალში’’[მე60 მუხლის მე-4 ნაწილის
„გ’’]
მუხლი 60. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
+
4. საკონსტიტუციო სასამართლო ორგანული კანონით დადგენილი წესით:
გ) „საერთო სასამართლოს წარდგინების’’ საფუძველზე იხილავს იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის საკითხს, რომელიც კონკრეტული საქმის განხილვისას უნდა გამოიყენოს საერთო სასამართლომ და რომელიც მისი საფუძვლიანი ვარაუდით შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციას;
·
.„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული
კანონი კი „საერთო
სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინების’’ ინსტიტუტს თავიდანვე ითვალისწინებდა
ხ
ბ) „საერთო სასამართლო ‘’ და “წარდგინების ავტორი’’
·
„წარდგინების ავტორი’’ უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე
პირობას. პირველ რიგში, ის უნდა იყოს- საერთო სასამართლო.[!!]
·
თუმცა, წარდგინების შეტანის უფლებამოსილება არა „ნებისმიერ სასამართლოს“
აქვს, არამედ მხოლოდ „კონკრეტული საქმის განმხილველ საერთო სასამართლოს’’,
რომლის ფარგლებშიც არის გამოსაყენებელი „სავარაუდოდ არაკონსტიტუციური’’ ნორმა.
·
წარდგინების ავტორთა წრის განსაზღვრისთვის მნიშვნელოვანია დავაზუსტოთ,
თუ რას ნიშნავს ტერმინი „საერთო სასამართლო“.
·
უპირველეს ყოვლისა, ამ კითხვაზე პასუხს კონსტიტუცია
იძლევა.
ხ
·
„მართლმსაჯულებას’’ ახორციელებენ
საერთო სასამართლოები, რომელთა „სისტემა’’ განისაზღვრება ორგანული კანონით.
·
„საერთო სასამართლოების სისტემაში’’ შეიძლება შეიქმნას „სპეციალიზებული
სასამართლოები’’, ხოლო საომარი მდგომარეობის დროს - ასევე „სამხედრო სასამართლო’’.
·
კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, საერთო სასამართლოებში „საქმეები შეიძლება, განიხილონ ნაფიცმა მსაჯულებმა’’[საქართველოს კონსტიტუციის
59-ე მუხლის მე-3 პუნქტი]
მუხლი 59.
სასამართლო ხელისუფლება
3. მართლმსაჯულებას ახორციელებენ საერთო სასამართლოები. სპეციალიზებული სასამართლოები შეიძლება შეიქმნას მხოლოდ საერთო სასამართლოების სისტემაში.
სამხედრო სასამართლოს შემოღება შეიძლება საომარი მდგომარეობის დროს და მხოლოდ საერთო სასამართლოების სისტემაში.
საგანგებო სასამართლოების შექმნა დაუშვებელია.
საერთო სასამართლოებში საქმეებს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
საერთო სასამართლოების სისტემა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება „ორგანული კანონით’’[იგულისხმება ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების
შესახებ’’]
·
„საერთო სასამართლოების შესახებ“
ორგანულ კანონში
დაკონკრეტებულია, რომ საერთო სასამართლოებია“ ა)
რაიონული (საქალაქო) სასამართლო, ბ)სააპელაციო სასამართლო და გ)უზენაესი[საკასაციო]
სასამართლო.
·
როგორც ვხედავთ, კონსტიტუცია და კანონმდებლობა ქმნის ნათელ წარმოდგენას საერთო სასამართლოების სისტემის შესახებ.
ხ
·
„წარდგინების ავტორი’’
შეიძლება იყოს ა) ნებისმიერი მოსამართლე
ან ბ)სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა, რომელიც მიეკუთვნება ამ სისტემას.[ეს დაიმახსოვრე]
·
ამასთან, მნიშვნელოვანია, საერთო სასამართლოში საქმე „ერთპიროვნულად განიხილება’’ თუ „კოლეგიურად’’
ყურადღება: როდესაც განხილვა „კოლეგიურად’’ მიმდინარეობს, მასში[კოლეგიაში]
მონაწილე მოსამართლე არ არის უფლებამოსილი, დამოუკიდებლად მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
ხ
·
„წარდგინების
ავტორთან’’ დაკავშირებით „ბუნდოვან’’
და „ურთიერთგამომრიცხავ’’ დებულებებს შეიცავს „საერთო
სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონი.
·
ის, ერთი მხრივ, მიუთითებს „საქმის
განმხილველი სასამართლოს’’ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლებამოსილებაზე’’.[ „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის მე-7 მუხლის
მე-3 პუნქტი.]
·
მეორე მხრივ, უზენაესი სასამართლოს პლენუმთან დაკავშირებით
ვხვდებით ჩანაწერს, რომ :“ უზენაესი სასამართლოს
პლენუმი უფლებამოსილია „საქართველოს კონსტიტუციის
89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კონკრეტული საქმის განხილვასთან და სასამართლო
პრაქტიკის განზოგადებასთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანოს
„წარდგინება’’ ნორმატიული აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის თაობაზე.“
·
პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ „უზენაესი სასამართლოს პლენუმის’’ კომპეტენციაში
არ შედის კონკრეტული საქმეების განხილვა
და ის ვერ იქნება „საქმის განმხილველი სასამართლო“.
გარდა ამისა, საერთო სასამართლოს წარდგინების შეტანას კონსტიტუცია
უკავშირებს „კონკრეტული საქმის განხილვას’’ და არა“ სასამართლო პრაქტიკის განზოგადების საჭიროებას’’.
ნიშანდობლივია, რომ ორგანული კანონი მიუთითებს კონსტიტუციის 89- ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე,
რომელიც ძალადაკარგულია.
·
ამდენად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონი ამ ნაწილში
ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და ცვლილებას საჭიროებს
ხ.
·
საკონსტიტუციო სასამართლომ თავის
ადრეულ პრაქტიკაში „წარდგინების ავტორთა’’ წრე დაავიწროვა.
·
მისი პოზიციით, „წარდგინების შეტანა’’
შეეძლო მხოლოდ „სასამართლოს, როგორც კოლეგიურ ორგანოს’’ და არა მოსამართლეს ერთპიროვნულად.
·
მოგვიანებით მიღებულ განჩინებებში
საკონსტიტუციო სასამართლო უფრო შორს წავიდა და განაცხადა, რომ „მისთვის წარდგინებით მიმართვის უფლებამოსილება
ჰქონდა „შესაბამის სასამართლო დაწესებულებას’’, სადაც საქმე
განიხილებოდა’’.
·
მან არარელევანტურად მიიჩნია ის
გარემოება, რომ „საქმის განხილვა მოსამართლის
მიერ ერთპიროვნულად ხდებოდა და ის მაინც არ ჩათვალა წარდგინების შეტანაზე უფლებამოსილ
სუბიექტად’’
·
პარლამენტმა სათანადო რეაგირება
მოახდინა ამ არასწორ პრაქტიკაზე.
·
2002 წლის 12 თებერვალს სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებთან ერთად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის
42-ე მუხლს დაემატა მე-2 პუნქტი, სადაც გარკვევით მიეთითა, რომ: „საქმის განმხილველი სასამართლოს წარდგინებად’’
ითვლება ა) „საქმის ერთპიროვნულად
განმხილველი მოსამართლის’’ ან ბ)„საქმის განმხილველი სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის’’
-„წარდგინება.’’
·
ეს მკაფიო ჩანაწერი აღარ იძლევა მცდარი ინტერპრეტაციის საფუძველს.
·
ქართული მოდელი არ ადგენს „განსხვავებებს’’
საერთო
სასამართლოების სისტემაში „საკონსტიტუციო სასამართლოსთვის „წარდგინებით’’ მიმართვის
უფლებამოსილების’’ თვალსაზრისით. მსგავსი მიდგომაა გერმანულ მოდელშიც.
·
თუმცა, განსხვავებული გამოცდილებაც
არსებობს.
·
მაგალითად, ბულგარეთში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლებამოსილებით
სარგებლობს უმაღლესი საკასაციო სასამართლო
ან უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლო,
თუ საქმის განხილვისას დაასკვნის, რომ კანონი კონსტიტუციას არ შეესაბამება.
·
ამგვარი დიფერენციაცია „წარდგინებას’’
პრივილეგიად აქცევს, რაც ეწინააღმდეგება ამ კომპეტენციის არსსა და საფუძვლებს.
ხ
გ)“საერთო სასამართლოს წარდგინების’’ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წარმობაში მიღების პირობები
·
„ საერთო სასამართლოს’’ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის „წარდგინებით’’ მიმართვა შეუძლია „მხოლოდ „კონკრეტული საქმის განხილვისას’’.
·
წარდგინების შეტანა „სხვა შემთხვევებშიც’’ რომ იყოს დასაშვები, ფაქტობრივად
„აბსტრაქტულ ნორმათკონტროლს’’ მივიღებდით, რაც არ
შეესაბამება „ ამ კომპეტენციის’’ ბუნებას.
·
„საქმის განხილვის პერიოდზე’’ მითითებადროის იმ მონაკვეთს
აზუსტებს, როდესაც
შესაძლებელია საკონსტიტუციო სასამართლოსთვის „წარდგინებით’’ მიმართვა.[ მიმართვა საერთო სასამარტლოს შეუძლია „მხოლოდ „კონკრეტული საქმის განხილვისას’’]
ხ
·
თუ „საქმის განხილვა არ დაწყებულა’’,
სასამართლოს „ვერ ექნება’’ წარმოდგენა გამოსაყენებელი
ნორმებისა და მათი კონსტიტუციურობის შესახებ.
·
„გამოსაყენებრლი ნორმის’’ არაკონსტიტუციურობასთან
დაკავშირებით „საფუძვლიანი ვარაუდი’’ მას სწორედ
განხილვის პროცესში უნდა ჩამოუყალიბდეს.
·
აქედან გამომდინარე, ლოგიკურია,
რომ საკონსტიტუციო სასამართლო უარს აცხადებს „წარდგინების’’ არსებითად
განსახილველად მიღებაზე, თუ
საერთო სასამართლოში საქმის განხილვა ჯერ არ დაწყებულა.[!][ეს დაიმახსოვრე]
ხ
·
„საერთო სასამართლოს წარდგინება’’ ასევე „დაუშვებელი’’ და „აზრს
მოკლებული’’ იქნება, როდესაც „სასამართლომ საქმის განხილვა
დაასრულა და გადაწყვეტილება გამოიტანა’’. [ეს დაიმახსოვრე]
·
ამ შემთხვევაში, „სავარაუდოდ არაკონსტიტუციური ნორმა’’ აღარაა მნიშვნელოვანი
იმ გადაწყვეტილებისთვის, რომელიც უკვე მიღებულია.
ხ
დ)„საერთო სასამართლოს წარდგინების’’ საკონსტიტუციო სასამართლოში „არსებითი განხილვის’’ თავისებურებები
·
„საერთო სასამართლოს წარდგინების’’ საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვაში არ
მონაწილეობს „მოპასუხე’’.
·
„წარდგინების ავტორს’’ არ აქვს ის უფლებები, რაც
მოსარჩელეებს [სხვა კომპეტენციების ფარგლებში.
]
·
„წარდგინების ავტორი’’ უარსაც ვერ იტყვის „კონსტიტუციური წარდგინების განხილვაზე’’ და
ვერ მოითხოვს „საქმის შეწყვეტას საკონსტიტუციო სასამართლოში’’.[ „საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-5 პუნქტი]
ხ
·
წარდგინების
„არსებითი განხილვა’’ წარიმართება „წარდგინების ავტორისა’’ და მისი „წარმომადგენლის“ მონაწილეობის გარეშე.
·
საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია,
„მოიწვიოს წარდგინების ავტორი და მოისმინოს მისი განმარტება,
მაგრამ მას მხარედ არ აღიარებს’’.[ საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 273 მუხლის მე-2 პუნქტი.]
საკონსტიტუციო
სასამართლოს აზრით, „ეს პროცესუალური ნორმები მიუთითებს, რომ საერთო სასამართლოები „კონსტიტუციური წარდგინების’’ ინსტიტუტის
ფარგლებში მოქმედებენ „საჯარო ინტერესის დასაცავად’’
და „ისინი არ წარმოადგენენ პროცესის დამოუკიდებელ მონაწილეებს,
რომლებსაც გააჩნიათ საკუთარი ინტერესი.“
·
ამდენად, „საერთო სასამართლოს წარდგინების’’ განხილვისას პროცესს არ აქვს კონტრადიქტორული
ხასიათი[მხარეთა შეჯიბრის ხასიათი], რაც ამ კომპეტენციის „ობიექტური’’ ბუნებიდან გამომდინარეობს.
3.3.
საერთო სასამართლოს „საფუძვლიანი ვარაუდის’’ სტანდარტი
·
კონსტიტუცია[მე-60 მუხ მე-4 ნაწ . „გ’’] და „საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონი[მე-19 მუხ. მე-2 ნაწ] საკონსტიტუციო სასამართლოსთვის „წარდგინებით’’ მიმართვის
წინაპირობად [!] განსაზღვრავს, რომ საერთო სასამართლოს უნდა ჰქონდეს „საფუძვლიანი ვარაუდი[ანუ საფუძვლიანი ეჭვი]’’ ნორმის არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით.
მუხლი
60. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
4. საკონსტიტუციო სასამართლო ორგანული კანონით დადგენილი წესით:
გ)
საერთო სასამართლოს წარდგინების საფუძველზე იხილავს იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის საკითხს,
რომელიც კონკრეტული საქმის განხილვისას უნდა გამოიყენოს საერთო სასამართლომ და რომელიც მისი საფუძვლიანი ვარაუდით შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციას
ხ
მუხლი 19
[ორგანული კანონი“საკონსტიტუციო სასამარტლოს შესახებ’’]
2. თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის,
რომ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რათა ის ნორმატიული აქტი,
რომელიც სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას უნდა გამოიყენოს,
მთლიანად ან ნაწილობრივ მიჩნეულ იქნეს კონსტიტუციის შეუსაბამოდ,
იგი შეაჩერებს საქმის განხილვას და მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს. საქმის განხილვა
განახლდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ საკითხის გადაწყვეტის შემდეგ.
·
საერთო სასამართლოს წარდგინების [„საფუძვლიანი ვარაუდის’’] დასაბუთება აუცილებელია.
·
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის შესაბამისად,
საერთო სასამართლომ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებს“ წარდგინების’’ საფუძვლიანობას.[„საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტი და
311 მუხლის მე-13 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი.]
·
საკონსტიტუციო სასამართლო პრაქტიკაშიც
მოითხოვს წარდგინების დასაბუთებას და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენას ის საკმარისად არ თვლის ზოგად მსჯელობებსა
და მითითებებს.
·
საერთო სასამართლოს
წარდგინებაში „გამოკვეთილი და ცხადი უნდა იყოს როგორც ა)მოთხოვნის შინაარსი,
ისე ბ)მოთხოვნის საგნობრივი შემხებლობა კონსტიტუციის შესაბამის დებულებებთან.“
·
„საფუძვლიანი ვარაუდის“ სტანდარტი „დასაბუთებულობის’’ მაღალ მოთხოვნებს უყენებს საერთო სასამართლოს წარდგინებას.
·
„წადგინებისავტორმა’’ არა მხოლოდ
„მოთხოვნის შინაარს’’ და „კონსტიტუციის შესაბამის
დებულებებთან საგნობრივი შემხებლობა’’ უნდა ჩამოაყალიბოს, არამედ უნდა „წარმოადგინოს საფუძვლიანი
არგუმენტები შესამოწმებელი ნორმის არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით’’.
ხ
·
„წარდგინება’’ „უშუალოდ მისმა ავტორმა უნდა დაასაბუთოს’’.
·
ის საკუთარი პასუხისმგებლობით იღებს გადაწყვეტილებას და ეყრდნობა თავის
და არა სხვათა რწმენას.
·
საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციით,
„სწორედ საერთო სასამართლო უნდა მივიდეს იმ
დასკვნამდე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში დაისვას
ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის
საკითხი“.
·
ერთ-ერთ საქმეში საერთო სასამართლო
მიუთითებდა, რომ თავისი „წარდგინება’’ შეადგინა
მოქალაქის კონსტიტუციური სარჩელის საფუძველზე.
·
საკონსტიტუციო სასამართლომ ამასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ „კონსტიტუციური
წარდგინება საერთო სასამართლოში არსებული
საქმის სათანადო მონაცემებით უნდა ყოფილიყო დასაბუთებული. ამასთანავე, მან არ გამორიცხა საერთო
სასამართლოში საქმის განხილვისას მხარის
მიერ შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობა „საკონსტიტუციო სასამართლოსთვის წარდგინებით
მიმართვის თაობაზე,’’ მაგრამ „კონსტიტუციური წარდგინების
აუცილებლობამდე სასამართლო დამოუკიდებლად მიდის და არა პროცესის მონაწილეთა შუამდგომლობების
დაკმაყოფილების გზით. იმ კანონის თუ სხვა ნორმატიული აქტის განსაზღვრა,
რომელიც კონკრეტული საქმის გადაწყვეტისას უნდა იქნეს გამოყენებული, სწორედ სასამართლოს
მიერაა შესაფასებელი.“
·
ასე რომ,საკონსტიტუციო
სასამართლოსთვის მიუღებელია, როდესაც წარდგინებაში მოყვანილი
მტკიცებულებები ძირითადად გადმოტანილია
მოსარჩელის სასარჩელო განცხადებიდან და შუამდგომლობიდან.
·
წარდგინების ავტორმა [საერთო სასამართლომ] უნდა მიუთითოს
იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც მისი „..და
არა მოსარჩელის აზრით, ადასტურებენ კონსტიტუციური წარდგინების საფუძვლიანობას.“
ხ
·
სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის
შემთხვევაში, სასამართლო განხილვის შეჩერებას
მხარის შუამდგომლობით.
·
მაგრამ წარდგინების შეტანა და საქმის განხილვის შეჩერება ერთმანეთთან ორგანულადაა დაკავშირებული.
·
აქედან გამომდინარე, არსებობს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსის ჩანაწერის ისეთი ინტერპრეტაციის
შესაძლებლობა, თითქოს საერთო სასამართლოს წარდგინება სისხლის სამართლის საქმის განხილვისას
მხარის შუამდგომლობაზეა დამოკიდებული.
ამგვარი განმარტება დაარღვევდა კონსტიტუციისა და „საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მოთხოვნებს, ასევე, წინააღმდეგობაში მოვიდოდა საკონსტიტუციო სასამართლოს
პრაქტიკასთან.
3.4. საერთო სასამართლოს „წარდგინების’’ საგანი
3.4.1.
წარდგინების საგნის ნაწილები
·
როგორც ზემოთ აღინიშნა, საერთო სასამართლოს წარდგინების
განხილვას კონტრადიქტორული ხასიათი არ აქვს.
·
ამ დროს მიმდინარეობს არა დავა
მხარეებს შორის,
არამედ „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ იმ ნორმის კონსტიტუციურობის
შემოწმება, რომელიც, წარდგინების ავტორის აზრით, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას“.
·
აქედან გამომდინარე მართებული
იქნება ტერმინის „წარდგინების საგანი“[
და არა „დავის საგანი“ ]გამოყენება.
ხ
·
„წარდგინების საგანი’’ საერთო სასამართლოს წარდგინების
ფარგლებში ორნაწილიანია: 1) „შესამოწმებელი[საეჭვო] ნორმა“ და 2) „კონსტიტუციის ნორმა, რომელთან
მიმართებაშიც უნდა დადგინდეს შესამოწმებელი ნორმის კონსტიტუციურობა“.
ხ
·
კონსტიტუციიდან და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული
კანონიდან გამომდინარე, „შესამოწმებელი[საეჭვო] ნორმა’’ შეიძლება
იყოს: „ ნებისმიერი ნორმატიული აქტი ან მისი
ნაწილი’’, [„საერთაშორისო ხელშეკრულებების ან მათი ნაწილების ‘’ ჩათვლით. ] [ეს დაიმახსოვრე]
მაგალითად, 2002 წლის 21 მაისის №8/177/2 გადაწყვეტილებაში საქმეზე „ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური
წარდგინება“ საკონსტიტუციო სასამართლომ
შეაფასა[ანუ შეამოწმა] „ადგილმდებარეობის’’ შესახებ
საქართველოს რესპუბლიკასა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის’’ „შეთანხმების“ [ანუ „ხელშეკრულების’’]
მე-3 მუხლის კონსტიტუციურობა.
ხ
·
ლოგიკურია, რომ საერთო სასამართლოს „წარდგინების საგანი’’ ვერ იქნება „კონსტიტუცია“ და „კონსტიტუციური კანონი’’[, რადგანაც ისინი „შემოწმების მასშტაბია’’ და არა ობიექტი].
ხ
·
შესამოწმებელი ნორმების წრეს „ავიწროებს’’ „სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსი’’, რომელიც მხოლოდ „კანონის’’ კონსტიტუციურობის თაობაზე უშვებს საკონსტიტუციო
სასამართლოსთვის მიმართვას.
ანალოგიური მდგომარეობაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსთან დაკავშირებით.
ეს საპროცესო კოდექსები
„ამ ნაწილში’’ აუცილებელ ცვლილებებს საჭიროებს, რადგანაც ეწინააღმდეგებიან როგორც კონსტიტუციას, ასევე ორგანულ კანონს „საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“.
ხ
3.4.2„წარდგინების საგაგნის’’ 1-ლი ნაწილი
ა) შესამოწმებლად წარდგენილი უნდა იყოს
ან „საკანონმდებლო’’ აქტები , ან „კანონქვემდებარე’’ აქტები.
ყურადღება:
·
საერთო სასამართლოს წარდგინების ფარგლებში შემოწმებას შეიძლება, დაექვემდებაროს
როგორც „საკანონმდებლო’’ აქტები , ასევე „კანონქვემდებარე’’ აქტები.
[ ამასთან, შედარებით
დაბალია კანონქვემდებარე აქტებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო
სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვის ალბათობა.„კანონქვემდებარე’’ აქტებისაკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებსა და მათ შესასრულებლად გამოიცემა.]
საკანონმდებლო ნორმატიულ
აქტებს უპირატესი იურიდიული ძალა აქვს
კანონქვემდებარე აქტების მიმართ
აქედან გამომდინარე,
კანონქვემდებარე აქტთან დაკავშირებული პრობლემა უმეტეს
შემთხვევაში შესაძლებელია, გადაწყდეს თვით საერთო
სასამართლოს მიერ მისი კანონიერების შემოწმებით.
კოლიზიისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს საკანონმდებლო აქტს.
კანონქვემდებარე
აქტთან დაკავშირებით
წარდგინების შეტანის ალბათობა იმ შემთხვევაში იზრდება, როდესაც
საერთო სასამართლოს
მის გარდა გადაწყვეტილების მიღების სხვა მასშტაბი არ მოეპოვება.
ხ
ბ) შესამოწმებლად წარდგენილი აქტი ნდა იყოს „ნორმატიული აქტი’’
·
საკონსტიტუციო სასამართლო ამოწმებს
მხოლოდ ნორმატიული აქტების და არა სხვა სახის სამართლებრივი აქტების კონსტიტუციურობას.[ეს
დაიმახსოვრე]
·
წარდგინების ავტორმა ნათლად და
გამოკვეთილად უნდა მიუთითოს იმ ნორმაზე, რომლის კონსტიტუციურობის
დადგენასაც ითხოვს.
·
აქტის ნორმატიულობის გასარკვევად, სხვა
კომპეტენციების მსგავსად, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს არა მხოლოდ
ფორმალური, არამედ შინაარსობრივი მხარეც.
ხ
გ) შესამოწმებლად „წარდგენილი’’ ნორმატიული აქტი კავშირში უნდა იყოს საერთო სასამართლოში მიმდიმარე საქმის განხილვასთან
·
შესამოწმებელ „ნორმას’’[„ნორმატიულ
აქტს’’] აუცილებლად უნდა ჰქონდეს მიმართება „საერთო სასამართლოს განსახილველ კონკრეტულ საქმესთან’’
·
კონსტიტუციისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული
კანონის ფორმულირებები, ამ კუთხით, განსხვავდება ერთმანეთისგან.
·
კონსტიტუცია მიუთითებს იმ ნორმატიული აქტზე,
„რომელიც კონკრეტული საქმის განხილვისას უნდა გამოიყენოს
საერთო სასამართლომ“,
·
ხოლო ორგანული კანონი კი - ნორმატიულ
აქტზე, „რომელიც სასამართლომ.. საქმის გადაწყვეტისას უნდა
გამოიყენოს.“
ხ
დ)“შესამოწმებელად წარდგენილი ნორმა’’ უნდა იყოს საერთო სასამართლოში „გადაწყვეტილების’’ მიღებისთვის მნიშვნელოვანი’’.[!]
·
კონსტიტუცია და ორგანული კანონი ისე ვიწროდ არ
უნდა განიმარტოს, რომ გადამეტებულად შეიზღუდოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვის შესაძლებლობა, როდესაც
ამის ობიექტური აუცილებლობა არსებობს. ამასთანავე, არც ისეთი
ფართო ინტერპრეტაციაა გონივრული, რაც
წარდგინებას დაუშვებდა საქმესთან შემხებლობაში მყოფ ნებისმიერ
ნორმასთან დაკავშირებით. [ამით კონკრეტული ნორმათკონტროლი
ფაქტობრივად აბსტრაქტულ ნორმათკონტროლად გარდაიქმნებოდა,
რისი ინიცირების უფლებამოსილებაც საერთო სასამართლოს
არ აქვს.]
·
ამდენად, აუცილებელია ბალანსირებული
მიდგომა, რისიშემუშავებისთვისაც მიზანშეწონილი იქნებოდა გერმანული გამოცდილების გამოყენება
·
პირველ რიგში, შესამოწმებელი ნორმა უნდა
იყოს „გადაწყვეტილების მიღებისთვის მნიშვნელოვანი’’.[!]
საერთო სასამართლომ „ნორმის მნიშვნელოვნება’’ იმით უნდა დაასაბუთოს, რომ „ამ არაკონსტიტუციური ნორმის
არარსებობის შემთხვევაში, ის განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებდა“.
ხ
ე)“შესამოწმებელად წარდგენილი ნორმა’’ უნდა იყოს „საქმის განხილვისას“ გამოსაყენებელი
·
პრინციპულია იმ ნორმების საკითხი, რომლებიც არა საბოლოო, არამედ სასამართლოს შუალედური გადაწყვეტილების მიღებისთვისაა
რელევანტური.
·
გერმანიაში ტერმინი „სასამართლო გადაწყვეტილება“ ფართოდ განიმარტება
და მოიცავს სასამართლო პროცესის ცალკეულ, დამოუკიდებელ ნაწილთან
დაკავშირებით მიღებულ სასამართლოს აქტსაც, მიუხედავად მისი ფორმისა.
·
საქართველოში ამ პოზიციის გაზიარების შესაძლებლობას, უპირველეს ყოვლისა,
კონსტიტუცია იძლევა, რომელიც მიუთითებს: „საქმის
განხილვისას“ გამოსაყენებელ ნორმაზე.
გ) საერთო სასამართლოს წარდგინების საფუძველზე იხილავს იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის საკითხს, რომელიც კონკრეტული საქმის განხილვისას უნდა გამოიყენოს საერთო სასამართლომ და რომელიც მისი საფუძვლიანი ვარაუდით შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციას;
·
თავის მხრივ, „საქმის განხილვა“
სასამართლოს მიერ ამა თუ იმ შუალედური გადაწყვეტილებების მიღებასაც
მოიცავს.
ხ
ვ) „წარდგინების საგანი ‘’ შეიძლება იყოს „კანონის ნორმა’’ რომლის საფუძველზეც გამოიცა „კანონქვემდებარე აქტი’’
·
გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლო ამოწმებს იმ ნორმის კონსტიტუციურობასაც, რომელსაც საერთო სასამართლოს
მიერ საქმის გადაწყვეტისთვის ირიბი მნიშვნელობა აქვს.
·
ამ შემთხვევაში, წარდგინების საგანია
არა უშუალოდ კანონქვემდებარე აქტი, რომელსაც უნდა დაეყრდნოს
გადაწყვეტილება, არამედ კანონის ნორმა, რომელიც იძლევა ამ კანონქვემდებარე
აქტის გამოცემის ფორმალურ საფუძველს.
·
ეს საკითხი საქართველოს სინამდვილეშიც
აქტუალურია.
ხ
ზ)
„წარდგინების საგანი ‘’ შეიძლება იყოს „კანონშემოქმედებითი უფლებამოსილების“ დელეგირების საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი
·
„კანონშემოქმედებითი უფლებამოსილების“ დელეგირება შეიძლება ფორმალურად არაკონსტიტუციური იყოს.
·
ამგვარი დელეგირების საფუძველზე გამოცემული
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, მისი შინაარსის
მიუხედავად, ასევე არაკონსტიტუციურია.
·
საერთო სასამართლოს წარდგინება ვერ მიაღწევს მიზანს „დელეგირების
დამდგენი კანონის’’ ნორმის შეფასების[შემოწმების] გარეშე.
ხ
თ)„წარდგინების საგანი ‘’ უნდა იყოს მხოლოდ „მოქმედი ნორმატიული აქტი’’
·
საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციით, კონსტიტუციური წარდგინება
„არსებითად განსახილველად’’ მიიღება მხოლოდ „მოქმედი ნორმატიული აქტების’’ კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით.
·
ამდენად, დაუშვებელია ე.წ. „პრევენციული წარდგინებები“
იმ ნორმებთან მიმართებით, რომლებიც ჯერ არ შესულა ძალაში
ხ
ი)“წარდგინების საგანი’’ შესაძლოა იყოს „გაუქმებული’’ ან „ძალადაკარგული’’ „ნორმა’’
·
ამავდროულად, არსებობს შესაძლებლობა, რომ საკონსტიტუციო
სასამართლომ იმ ნორმის კონსტიტუციურობა
შეაფასოს, რომელიც გაუქმდა
ან ძალადაკარგულად ცნეს
წარდგინების განხილვისას.
·
პრაქტიკაში გამოიყენება „საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონით დადგენილი გამონაკლისი,
·
რომლის შესაბამისად, საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ სადავო
აქტის გაუქმებისას ან
ძალადაკარგულად ცნობისას,
თუ საქმე ეხება კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის
უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო
სასამართლო უფლებამოსილია, გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული
ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ
შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა
და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად.
·
ეს გულისხმობს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ იმ ზოგადი წესის აღიარებასაც,
რომ საქმის განხილვის მომენტისთვის სადავო აქტის გაუქმება
ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.
·
ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს
გადასაწყვეტია, კონკრეტულ შემთხვევაში შეწყვეტს თუ გააგრძელებს საქმის განხილვას.
·
პრაქტიკაში იყო შემთხვევა, როდესაც შესამოწმებელი ნორმის ნორმატიულმა შინაარსმა წარდგინების განხილვისას
ძალა დაკარგა საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა გადაწყვეტილების საფუძველზე.
·
საკონსტიტუციო სასამართლომ შეამოწმა, რამდენად არსებობდა დამატებით ისეთი საკითხის გადაწყვეტის საჭიროება,
რომელზეც პასუხი არ იყო გაცემული მის მიერ უკვე მიღებულ გადაწყვეტილებაში. მან
ამგვარი საჭიროება ვერ დაინახა და ჩათვალა, რომ კონსტიტუციური უფლებების დაცვის ინტერესი
უკვე მიღწეული იყო. აქედან გამომდინარე, წარდგინების საგნის
შესაბამის ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა.
·
ამდენად, მსგავს შემთხვევებში
საქმის განხილვა არა ავტომატურად წყდება,
არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკითხის შინაარსობრივი გაანალიზების შემდეგ.
ხ
·
საყურადღებოა გერმანული გამოცდილება ძალადაკარგულ და ძალაში არშესულ ნორმებთან დაკავშირებით.
·
როდესაც ნორმამ ძალა დაკარგა, მხედველობაში მიიღება, თუ რამდენად არის ის ფორმალური გაუქმების
მიუხედავად „მნიშვნელოვანი’’ საერთო სასამართლოს მიერ შესაბამის საქმეზე გადაწყვეტილების
მიღებისთვის.
·
თუ
ძალადაკარგული ნორმა „მაინც რელევანტურია’’, საკონსტიტუციო სასამართლო ამოწმებს
მის კონსტიტუციურობას.
ხ
კ)“წარდგინების საგანი’’ შესაძლოა იყოს „ნორმა’’
რომელიც „ჯერ არ შესულა’’ ძალაში
·
მსგავსი ლოგიკა შეიძლება, გავრცელდეს
იმ ნორმებზე, რომლებიც „ჯერ არ შესულა ძალაში’’, მაგრამ გავლენას ახდენს მოქმედი
ნორმების განმარტებაზე და ამ თვალსაზრისით, შეიძლება, „მნიშვნელოვანი’’ იყოს გადაწყვეტილების მიღებისთვის.
ხ
კ)“წარდგინების საგანი’’ შეიძლება იყოს „ნორმა’’ რომელიც შესაბამის ურთიერთობას, მართალია, აწესრიგებს, მაგრამ არასრულყოფილად
·
საინტერესოა კითხვა, თუ რამდენად შეიძლება იყოს
საერთო სასამართლოს წარდგინების საგანი
„კანონმდებლის უმოქმედობა’’.
·
ამ კითხვაზე პასუხი, როგორც წესი, უარყოფითია,
[რადგანაც კონკრეტული ნორმათკონტროლის მიზანი არ არის ზოგადად, კანონმდებლის ქცევის
კონსტიტუციურობის შეფასება.]
·
ამასთან, შესაძლებლად ითვლება
კონსტიტუციური წარდგინების შეტანა კანონმდებლის
რელატიური უმოქმედობის შემთხვევაში, როდესაც ის შესაბამის
ურთიერთობას, მართალია, აწესრიგებს, მაგრამ არასრულყოფილად.
ხ
3.4.3 წარდგინების საგნის მეორე ნაწილი
·
წარდგინების საგნის მეორე ნაწილია „კონსტიტუციის ის ნორმა, რომელთან მიმართებაშიც უნდა დადგინდეს შესამოწმებელი
ნორმის კონსტიტუციურობა’’.
·
კონსტიტუცია და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული
კანონი არ ზღუდავს კონსტიტუციის იმ ნორმათა წრეს, რომელთა დარღვევაზეც შეიძლება აპელირებდეს
საერთო სასამართლო.
·
ამავდროულად, მან წარდგინებაში მკაფიოდ უნდა მიუთითოს კონსტიტუციის დებულებები, რომლებთან მიმართებითაც ითხოვს შესამოწმებელი ნორმის არაკონსტიტუციურად
ცნობას.
3.4.4. საკონსტიტუციო
სასამართლოს შეზღუდვა „წარდგინების
საგნით“
·
საერთო სასამართლოს წარდგინებაზე ვრცელდება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონით განსაზღვრული აკრძალვა, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება
არა აქვს, იმსჯელოს „მთლიანად’’ კანონის
ან სხვა ნორმატიული აქტის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე, თუ წარდგინების ავტორი
ითხოვს კანონის
ან სხვა ნორმატიული აქტის „მხოლოდ რომელიმე
ნორმის’’ არაკონსტიტუციურად ცნობას.’’
·
ეს შეეხება წარდგინების საგნის პირველ ნაწილს - „შესამოწმებელ
ნორმას“,
·
თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ
ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ „შემოწმებისას’’ ის „შეზღუდული’’ იყო „..მხოლოდ
„კონსტიტუციურ წარდგინებაში დასმული საკითხის’’ გარკვევის
ვალდებულებით.“
·
„კონსტიტუციურ წარდგინებაში დასმული საკითხი“
ზოგადი ფორმულირებაა და შეიძლება მოიცავდეს არა მხოლოდ „შესამოწმებელ
ნორმას’’, არამედ „კონსტიტუციის იმ დებულებასაც, რომელთან
მიმართებითაც უნდა განხორციელდეს შემოწმება“ წარდგინების ავტორის აზრით.
·
შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო დავის
საგნით უფრო მაღალი ხარისხის შეზღუდვა, ვიდრე ამას კანონმდებელი
ითხოვდა.
·
საკონსტიტუციო სასამართლომ შეცვალა პრაქტიკა 2015
წლის 29 სექტემბრის №3/1/608,609 გადაწყვეტილებაში საქმეზე „საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური
წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე და საქართველოს
უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე“.
·
მან შესამოწმებელი ნორმის კონსტიტუციურობა შეაფასა არა წარდგინებაში მითითებულ, არამედ სხვა კონსტიტუციურ დანაწესთან
მიმართებით.
·
ამის მიზეზად დასახელდა საერთო
სასამართლოების წარდგინების ა) მნიშვნელობა კონსტიტუციური წესრიგისთვის
და ბ)საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი უფლებამოსილების მარეგულირებელი კანონმდებლობა.
·
საკონსტიტუციო სასამართლომ ხაზი
გაუსვა წარდგინების ობიექტურ მნიშვნელობას
სამართლებრივ სახელმწიფოში კონსტიტუციის მოთხოვნების დაცვის კუთხით
·
მან განაცხადა, რომ არასწორ კონსტიტუციურ
ნორმაზე მითითების ფორმალური მიზეზით, შეფასების
გარეშე ვერ დატოვებდა წარდგინებაში დასმულ პრობლემას.
·
ეს გამოიწვევდა ისეთ ნეგატიურ შედეგებს, როგორიცაა:ა) კონსტიტუციურობის თვალსაზრისით საეჭვო ნორმის მოქმედების გაგრძელება,
ბ)საერთო სასამართლოში საქმის განხილვის გაჭიანურება,
გ)საფრთხე წარდგინების ინსტიტუტის ეფექტიანობისთვის, დ)კონსტიტუციის დარღვევის რისკის ზრდა მსგავს შემთხვევებში
და ე)კონსტიტუციური პრობლემის მოგვარების გადავადება განუსაზღვრელი ვადით.
·
საკონსტიტუციო სასამართლოს არგუმენტები
დამაჯერებელია და გონივრული იქნება, თუ ის მსგავს მიდგომას სხვა, განსაკუთრებით
ობიექტური ბუნების, უფლებამოსილებების ფარგლებშიც განავითარებს.
ხ
·
გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლო „ნაკლებად მკაცრადაა შეზღუდული’’ „წარდგინების საგნით’’.
·
მას შეუძლია, შეამოწმოს „ნორმის შესაბამისობა“ კონსტიტუციის იმ მოთხოვნებთან, რომლებიც წარდგინებაში არ იყო აღნიშნული.
·
გარდა ამისა, შესაძლებელია „იმ ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმება, რომლებზეც
წარდგინების ავტორი არ მიუთითებს, იმ შემთხვევაში, თუ ა)მათ საერთო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისთვის
არსებითი დატვირთვა აქვთ, ან ბ) საკითხი ზოგადი მნიშვნელობისაა.’’
·
ამდენად, გერმანულ მოდელში წარდგინების საგანი და შემოწმების საგანი არ არის ყოველთვის იდენტური.
·
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქართველოს
კანონმდებლობა არ აძლევს საკონსტიტუციო სასამართლოს შესამოწმებელი ნორმის ნაწილში წარდგინების საგნის გაფართოების შესაძლებლობას.
·
მიზანშეწონილია, რომ ეს შეზღუდვა გაუქმდეს, განსაკუთრებით ობიექტური ხასიათის
კომპეტენციებთან დაკავშირებით.
.3.5. „შემოწმების მასშტაბი’’
·
საერთო სასამართლოს წარდგინების ფარგლებში საერთო სასამართლოს წარდგინება შეიძლება
შეეხებოდეს „ნორმის კონსტიტუციურობას“ და არა „მის
შესაბამისობას სხვა ნორმატიულ აქტებთან“.
·
საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სხვადასხვა
კანონებს შორის კოლიზიის საკითხის განხილვა არ შედის მის კომპეტენციაში.’’
·
ამდენად, საერთო სასამართლომ კოლიზიის დროს თავად უნდა გააკეთოს დასკვნა კანონმდებლობით
დადგენილი წესით, თუ რომელ ნორმას უნდა მიანიჭოს უპირატესობა.
·
საკონსტიტუციო სასამართლო „..განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას სადავო
ნორმატიული აქტების მხოლოდ კონსტიტუციასთან და არა სხვა ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის თაობაზე.“
·
აქედან გამომდინარე, შემოწმების მასშტაბი საერთო
სასამართლოს წარდგინების განხილვისას შეიძლება იყოს მხოლოდ
კონსტიტუცია. [ეს დაიმახსოვრე]
ხ
·
„კონსტიტუციურ ნორმათა’’ კონკრეტული ჯგუფი, რომელთან მიმართებაშიც შეიძლება
დააყენოს საერთო სასამართლომ ნორმის კონსტიტუციურობის საკითხი, დაკონკრეტებული არ არის.
·
ამდენად, „შემოწმების მასშტაბი’’ თეორიულად შეიძლება იყოს კონსტიტუციის ნებისმიერი დანაწესი.
·
საერთო სასამართლოები პრაქტიკაში
უმეტესწილად რომელიმე „ძირითადი უფლების’’ დარღვევაზე აპელირებენ.
თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში „შემოწმების მასშტაბად’’
გვევლინება კონსტიტუციის სხვა ნორმებიც.
·
მაგალითად, ერთ-ერთ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასა შესამოწმებელი ნორმის კონსტიტუციურობა „უმაღლესი სახელმწიფო ორგანოების განსაკუთრებულ გამგებლობას
მიკუთვნებული უფლებამოსილების დამდგენ კონსტიტუციურ ნორმასთან მიმართებით’’.
·
საკონსტიტუციო სასამართლო საერთო სასამართლოს წარდგინების განხილვისას
თავისი მიდგომის ერთგულია და შემოწმებას ახორციელებს
კონსტიტუციის არა მარტო ნორმების, არამედ პრინციპების
გათვალისწინებით.[ეს დაიმახსოვრე]
·
ის ხაზს უსვამს, რომ „..კონსტიტუცია
ერთიანი დოკუმენტია, სადაც ნორმები და პრინციპები ერთმანეთთან კავშირში უნდა განიმარტოს
ადამიანის უფლებების უკეთ დაცვის მიზნით..“
·
საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციურ პრინციპებთან კავშირში, „ძირითად უფლებებთან“
ერთად, კონსტიტუციის „სხვა ნორმებსაც’’ განმარტავს
3.6.
შემოწმების ფორმა და შინაარსისაერთო სასამართლოს წარდგინების ფარგლებში
·
„ნორმატიული აქტის’’ შემოწმების ფორმასთან და შინაარსთან დაკავშირებით,
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონი „საერთო სასამართლოს წარდგინებაზე’’ ზოგად
მოთხოვნებს ავრცელებს.
·
შესამოწმებლად წარდგენილი ნორმა შეიძლება შემოწმდეს როგორც ფორმალური, ასევე მატერიალური[ანუ
შინაარსობრივი] თვალსაზრისით.
·
„ფორმალურ შემოწმებაში’’ კანონმდებელი გულისხმობს იმის
გარკვევას, დაცულია თუ არა „ საკანონმდებლო აქტისა’’ და „პარლამენტის დადგენილების’’[ე.ი.
„ნორმატიული აქტის’’] მიღების/გამოცემის,
ხელმოწერის, გამოქვეყნებისა და ამოქმედების კონსტიტუციით
დადგენილი წესები[!]
·
საკონსტიტუციო სასამართლო პრაქტიკაში უარს აცხადებს იმ წესების დარღვევის შემოწმებაზე, რომლებიც „არ არის დადგენილი
კონსტიტუციით’’. მაგალითად, მან მიუთითა, რომ ვერ იმსჯელებდა იმის შესახებ,
თუ რამდენად დაიცვეს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნები შესამოწმებელი აქტების მიღებისას.
ა) ნორმის „ფორმალური კონსტიტუციურობის’’ შემოწმება
·
„ ფორმალური კონსტიტუციურობის
შემოწმება’’ მოიცავს სამ კომპონენტს - ა)უფლებამოსილება, ბ)პროცედურა და გ)ფორმა.
ხ
·
უფლებამოსილებაში მოიაზრება იმის გადამოწმება, რამდენად აქვს კონსტიტუციიდან გამომდინარე,
შესაბამის სუბიექტს შესამოწმებელი ნორმის გამოცემის კომპეტენცია.
ხ
·
პროცედურის ფარგლებში უნდა შემოწმდეს, რამდენად არის ნორმა მიღებული უშუალოდ კონსტიტუციით დადგენილი პროცედურული წესების დაცვით.
ხ
·
რაც შეეხება ფორმას, ამ დროს ხდება
იმის გადამოწმება, თუ რამდენადაა ნორმა მიღებული იმ ფორმით,
რასაც კონსტიტუცია განსაზღვრავს.
ხ
·
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
შესახებ“ ორგანულ კანონში მხოლოდ პროცედურის კომპონენტია ასახული.
·
ეს ავიწროებს ფორმალური კონსტიტუციურობის შემოწმების
ფარგლებს როგორც შინაარსობრივი, ასევე
შემოწმების საგნის თვალსაზრისით.
·
მაგალითად, მთავრობის დადგენილების
გამოცემის, ხელმოწერის, გამოქვეყნებისა და ამოქმედების წესს კონსტიტუცია არ ადგენს,
ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლო ვერ შეამოწმებს მისი გამოცემისპროცედურის კონსტიტუციურობას.
·
ამავდროულად, თუ მთავრობის დადგენილება
გამოიცემა პარლამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხზე, რომელიც კანონით უნდა მოწესრიგდეს,
სახეზე გვექნება „ფორმალური არაკონსტიტუციურობა’’ როგორც
უფლებამოსილების, ასევე ფორმის კუთხით.
·
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, რომ „ფორმალური კონსტიტუციურობის’’
შემოწმების სამივე კომპონენტი ნათლად აისახოს ორგანულ კანონში.
ხ
·
შემოწმების შინაარსი განსხვავებულია სხვადასხვა
ფორმალური კომპონენტის ფარგლებში. ერთი კომპონენტის შემოწმება ვერ ჩაანაცვლებს მეორეს და შეიძლება მცდარ
დასკვნამდე მიიყვანოს საკონსტიტუციო სასამართლო.
·
ამაზე მეტყველებს 2002 წლის 3 დეკემბრის №11/203/2 გადაწყვეტილება საქმეზე
„თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული
სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის კონსტიტუციური წარდგინება“.
·
ეს საერთო სასამართლო აპელირებდა „რეფერენდუმის შესახებ“ კანონის არაკონსტიტუციურობაზე, რადგანაც
დარღვეული იყო ამ საკანონმდებლო აქტის კონსტიტუციით განსაზღვრული
ფორმით მიღების მოთხოვნა. კერძოდ, კონსტიტუციის იმჟამინდელი რედაქციის 74-ე
მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, რეფერენდუმის დანიშვნასა და ჩატარებასთან დაკავშირებული
საკითხები განისაზღვრებოდა ორგანული კანონით,
ხოლო პარლამენტმა რეფერენდუმთან დაკავშირებით მიიღო ჩვეულებრივი კანონი.
·
საერთო სასამართლომ საკონსტიტუციო
სასამართლოს წარდგინებით მიმართა 2002 წლის 15 ოქტომბერს. საკონსტიტუციო სასამართლომ
გადაწყვეტილება მიიღო ამავე წლის 3 დეკემბერს.
·
პარლამენტმა, სავარაუდოდ, გააცნობიერა დაშვებული შეცდომა და 2002 წლის
19 ნოემბერს „რეფერენდუმის შესახებ“ კანონის სახელწოდება ჩამოაყალიბა შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ორგანული კანონი „რეფერენდუმის
შესახებ“. ამ ფაქტზე საკონსტიტუციო სასამართლომაც მიუთითა, თუმცა ამავდროულად კონსტიტუციის
ფორმალური მოთხოვნის დარღვევას „ტექნიკური ხასიათის ტერმინოლოგიური უზუსტობა“ უწოდა.
·
გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ
საკონსტიტუციო სასამართლო პარლამენტის მიერ ცვლილების არგანხორციელების შემთხვევაშიც
არ დაადასტურებდა შესამოწმებელი კანონის არაკონსტიტუციურობას.
·
კონსტიტუციით დადგენილი ფორმის შემოწმების ნაცვლად,
სასამართლომ ყურადღება გადაიტანა პროცედურაზე.
·
პარლამენტიდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მან დაადგინა, რომ კანონი
„რეფერენდუმის შესახებ“ და მასში მოგვიანებით შეტანილი ცვლილება მიღებული იყო ორგანული კანონისთვის საჭირო ხმათა უმრავლესობით.
·
საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე მოიშველია პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის
გაგზავნილი წერილი, რომელშიც ორგანულ კანონზე
იყო საუბარი და საბოლოოდ, დაასკვნა, რომ კონსტიტუციით განსაზღვრული პროცედურა არ ირღვეოდა.
ხ
·
ამასთან დაკავშირებით აღვნიშნავთ,
რომ ორგანული კანონი და კანონი
საკანონმდებლო აქტის ორი განსხვავებული სახეა, სხვადასხვა იურიდიული ძალითა
და მიღების საფუძვლებით.
·
პარლამენტმა თეორიულად ნებისმიერი
კანონი შეიძლება მიიღოს ორგანული ან თუნდაც
კონსტიტუციური კანონის კვორუმით, მაგრამ მაღალი მხარდაჭერა
არ გამოიწვევს მის სხვა საკანონმდებლო აქტად
ტრანსფორმაციას.
·
კანონს ორგანულ კანონად ასევე ვერ გადააქცევს
პრეზიდენტის ან სხვა რომელიმე უმაღლესი თანამდებობის პირის წერილი.
·
კონსტიტუციით დადგენილი ფორმის დაუცველობას ვერც
ის გარემოება გაამართლებს, რომ ტერმინი „ორგანული
კანონი“ სიახლე იყო და მსგავსი შეცდომა პარლამენტმა სხვა
შემთხვევაშიც დაუშვა.
·
თუ საერთო სასამართლოს წარდგინება აპელირებს ნორმის ფორმალურ არაკონსტიტუციურობაზე, საკონსტიტუციო სასამართლო მას ამოწმებს მხოლოდ ამ კუთხით.
·
მსგავს შემთხვევებში, სასამართლო
აღნიშნავს, რომ „შეფასების საგანს არ წარმოადგენს
ის, თუ თავისი მატერიალური თვალსაზრისით, შინაარსობრივად რამდენად შეესაბამება სადავო ნორმა (ან ამავე
ურთიერთობის მომწესრიგებელი საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონები) კონსტიტუციური უფლებების ან/და კონსტიტუციური
პრინციპების მოთხოვნებს, ან მატერიალური
შინაარსით რომელი რეგულირებაა უფრო სამართლიანი.“
·
სავარაუდოდ, იგივე პოზიცია ექნება
საკონსტიტუციო სასამართლოს, თუ წარდგინებაში ნორმის მხოლოდ
მატერიალურ არაკონსტიტუციურობაზე იქნება საუბარი.
·
კომპეტენციის ობიექტური ბუნებიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ
სრულყოფილად უნდაშეაფასოს შესამოწმებელი ნორმის
კონსტიტუციურობა და ამაზე უარი არ განაცხადოს იმ ფორმალური
მიზეზით, რომ წარდგინებაში არ იყო მსგავსი მოთხოვნა.
ხ
ბ) ნორმის „მატერიალური კონსტიტუციურობის’’ შემოწმება
·
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მიხედვით,
საერთო სასამართლოს წარდგინების შემთხვევაში, „ნორმის მატერიალური კონტროლი ‘’გულისხმობს მისი
შინაარსის შესაბამისობის შემოწმებას კონსტიტუციასთან, რა დროსაც მხედველობაში მიიღება: ა) არა მხოლოდ ნორმის სიტყვასიტყვით მნიშვნელობა,
არამედ ბ)მასში გამოხატული ნამდვილი აზრი და მისი გ)გამოყენების პრაქტიკა, აგრეთვე,
დ)შესაბამისი კონსტიტუციური ნორმის არსი.
·
აქ პირდაპირ არ არის მოხსენიებული, თუმცა მატერიალური კონტროლი მოიცავს ნორმის შესაბამისობის
შემოწმებას კონსტიტუციის პრინციპებთან,
განსაკუთრებით კი - მისი თანაზომიერებისა და განსაზღვრულობის
შეფასებას.
·
მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლო წარდგინების განხილვისას ამოწმებს,
რამდენად შეესაბამება ნორმა თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს და შეუსაბამობის შემთხვევაში,
ადგენს „ძირითადი უფლების’’ დარღვევას.
3.7.
საერთო სასამართლოს წარდგინების დაკმაყოფილების შედეგები
·
საერთო სასამართლოს წარდგინების საფუძველზე, „ნორმატიული
აქტის’’ [ან მისი ნაწილის ]არაკონსტიტუციურობის დადასტურება იწვევს შესაბამისი ნორმის ძალადაკარგულად
ცნობას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების
გამოქვეყნების მომენტიდან (ex nunc).
·
გადაწყვეტილების სამართლებრივი
შედეგები არა მხოლოდ „იმ საქმეზე ვრცელდება, რომლის განხილვის დროსაც მოხდა წარდგინების
შეტანა’’, არამედ საყოველთაო მოქმედების ძალა აქვს.
ხ
·
საერთო სასამართლოს
წარდგინების ფარგლებში, მწვავედ არ დგას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისთვის
უკუძალის მინიჭების საკითხი, რადგანაც საერთო სასამართლოში შესაბამისი საქმის განხილვა
შეჩერებულია და განახლდება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს
მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ
·
აქედან გამომდინარე, იმის რისკიც ნაკლებია, რომ წარდგინების ავტორმა გადაწყვეტილება დააფუძნოს არაკონსტიტუციურ
ნორმას და აუცილებელი გახდეს ამით გამოწვეული
სამართლებრივი შედეგების გამოსწორება.
ხ
·
განსხვავებული წესია დადგენილი იმ შემთხვევებისთვის, როდესაც საერთო სასამართლოს წარდგინების საფუძველზე
არაკონსტიტუციურადაა
ცნობილი „საერთაშორისო ხელშეკრულება’’[ ან მისი ნაწილი.]
·
წარდგინების დაკმაყოფილება იწვევს შესაბამისი ხელშეკრულების ან მისი ნაწილის ბათილად ცნობას საქართველოსთვის.
·
ანალოგიური სამართლებრივი შედეგი მოსდევს
კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილებას „საერთაშორისო
ხელშეკრულების კონსტიტუციურობის კონტროლის ფარგლებში’’, [რაზეც ამ კომპეტენციაზე მსჯელობისას
დაწვრილებით გავამახვილებთ ყურადღებას. იხ. ცალკე ფაილი]
Комментарии
Отправить комментарий