თემა 10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება: “ ნორმათა აბსტრაქტული კონტროლი“.

 

    

განსახილველი საკითხები:

 

2.1. აბსტრაქტული ნორმათკონტროლის’’ ისტორია. 1

2.2 აბსტრაქტულ ნორმათკონტროლის  ფნქციები. 2

) „გაბატონებული პოლიტიკური უმრავლესობისხელყოფისაგანკონსტიტუციის დაცვის ’’ ფუნქცია. 2

)“სამართლებრივი უსაფრთხოებისა’’ და სიცხადის’’ უზრუნველყოფის ფუნქცია. 4

)პოლიტიკური უმცირესობის დაცვის ფუნქცია. 4

)აბსტრაქტულ ნორმათკონტროლ ობიექტური ‘’ ბუნება. 4

)აბსტრაქტულ ნორმათკონტროლ- კრიტიკა. 5

2.2. მოსარჩელეები აბსტრაქტული ნორმათკონტროლის ფარგლებში [კონსტ. მე-60 მუხ. მე-4 ნაწილი’’ ქვეპუნქტი] 5

2.3. მოპასუხეები’’ აბსტრაქტული ნორმათკონტროლის ფარგლებში. 7

2.4.  დავის საგანი’’ აბსტრაქტული ნორმათკონტროლის’’ ფარგლებში [.. საკონსტიტუციო სასამარტლოს  ამ უფლებამოსილები ფარგლებში ] 8

2.5. შემოწმების მასშტაბი აბსტრაქტული ნორმათკონტროლის ფარგლებში. 11

.2.6. „სადავო ნორმის’’ შემოწმების ფორმა და შინაარსი [აბსტრაქტული ნორმათკონტროლის ფარგლებში] 12

2.7. კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების შედეგები. 13

 

 

 

2.1. აბსტრაქტული ნორმათკონტროლის’’ ისტორია

 

·        კონსტიტუციის მიხედვით[მე-60 მუხლი მე-4 ნაწილი“ბ’’], საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის ან მთავრობის სარჩელის საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას ნორმატიული აქტის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე.

·         საკონსტიტუციო სასამართლოs ამ უფლებამოსილებას „აბსტრაქტული ნორმათკონტროლი“ შეიძლება ვუწოდოთ, [„აბსტრაქტული’’ რადგანაც ამ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სამართალწარმოება არ უკავშირდება ნორმის გამოყენებიდან (ან შესაძლო გამოყენებიდან) გამომდინარე დავას და მოსარჩელის სუბიექტურსამართლებრივი ინტერესების დაცვას.]

·        „აბსტრაქტული ნორმათკონტროლი“ საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთი „უფლებამოსილებაა’’ [სხვა უფლებამოსილებები მოცემულია კონსტ. მე-60 მუხლის მე-4 ნაწილში]

x

·         საკონსტიტუციო სასამართლოს აბსტრაქტული ნორმათკონტროლის უფლებამოსილება კონსტიტუციის თავდაპირველმა რედაქციამ მიანიჭა.

·        ის იღებდა გადაწყვეტილებებს კონსტიტუციასთან კანონის, პრეზიდენტის, აფხაზეთისა და აჭარის ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა ნორმატიული აქტების შესაბამისობის საკითხებზე.

·         2000 წლის 20 აპრილის კონსტიტუციური კანონით, სიტყვა „აჭარის“ შეიცვალა სიტყვებით „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის“, რაც უკავშირდებოდა კონსტიტუციის ტექსტში შეტანილ ცვლილებებს აჭარის, როგორც ავტონომიური რესპუბლიკის, სტატუსთან დაკავშირებით.

·        2001 წლის 30 მარტის კონსტიტუციურმა კანონმა აბსტრაქტულ ნორმათკონტროლს დაქვემდებარებულ აქტებს დაუმატ კონსტიტუციური შეთანხმება. ეს განპირობებული იყო სახელმწიფოსა და სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ურთიერთობის მარეგულირებელი ამ აქტის ასახვით კონსტიტუციაში.

·        2002 წლის 10 ოქტომბრის კონსტიტუციურმა კანონმა სიტყვა „აფხაზეთის“ შეცვალა სიტყვებით „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის“. აჭარის მსგავსად, ეს გამოწვეული იყო აფხაზეთის, როგორც ავტონომიური რესპუბლიკის, სტატუსის გათვალისწინებით კონსტიტუციაში.

·         2004 წლის 6 თებერვლის კონსტიტუციური კანონით, საპრეზიდენტო მოდელი ჩაანაცვლა შერეულმა ნახევრადსაპრეზიდენტო სისტემამ. მთავრობა პრეზიდენტის სათათბირო ორგანოდან გარდაიქმნა კოლეგიურ ორგანოდ ნორმატიული აქტების გამოცემის უფლებამოსილებით. აბსტრაქტულ ნორმათკონტროლს ეს ნორმატიული აქტებიც დაექვემდებარა. უფლებამოსილების დამდგენმა ნორმამ საბოლოო სახე 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონით მიიღო. მასში მიეთითა მოსარჩელე სუბიექტები - პრეზიდენტი, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედი და მთავრობა. გარდა ამისა, აბსტრაქტული ნორმათკონტროლის წესით გასაჩივრებას დაექვემდებარა ნებისმიერი ნორმატიული აქტი, ანუ შეზღუდული აბსტრაქტული კონტროლი ჩაანაცვლა უნივერსალურმა აბსტრაქტულმა კონტროლმა.

·        2018 წლის 13 მარტის კონსტიტუციურ კანონს ამ მოცემულობაში არაფერი შეუცვლია.

2.2 აბსტრაქტულ ნორმათკონტროლის  ფნქციები

 

 

) „გაბატონებული პოლიტიკური უმრავლესობისხელყოფისაგანკონსტიტუციის დაცვის ’’ ფუნქცია

 

·        აბსტრაქტულ ნორმათკონტროლს რამდენიმე ფუნქცია აქვს, რომელთაგან უმთავრესი დაცვითი’’ ფუნქციაა.

·        კონსტიტუცია განამტკიცებს კონსტიტუციის უზენაესობის პრინციპს და მოითხოვს სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებას  უზენაესი კანონით’’ დადგენილ ფარგლებში.[!]

·         აბსტრაქტული ნორმათკონტროლის დაცვითი ფუნქცია’’  სწორედ კონსტიტუციის უზენაესობაზე’’ დამყარებული მართლწესრიგი’’  უზრუნველყოფაში მდგომარეობს.

 

·        აბსტრაქტულ ნორმათკონტროლ იცავს  კონსტიტუციის ფუნდამენტურ ელემენტებს ‘’ „გაბატონებული პოლიტიკური უმრავლესობის მიერ პოლიტიკურ-პრაქტიკული გაუქმებისგან. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს არ მხოლოდ სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრებისთვის, არამედ დემოკრატიის პრინციპის განმტკიცებისთვის, რადგანაც უმრავლესობის’’ უკონტროლო, კონსტიტუციის ჩარჩოებს მიღმა გასული ბატონობა მასაც ეწინააღმდეგება.

·        საკონსტიტუციო სასამართლომ ჩამოაყალიბა ზოგადი პოზიცია სამართალშემოქმედებითი უფლებამოსილებით აღჭურვილი ორგანოებისა და თანამდებობის პირების კონსტიტუციური სარჩელებისა და წარდგინებების ფუნქციასთან დაკავშირებით:

 

„იმ სუბიექტების, რომლებიც თავად არიან სამართალშემოქმედი (იღებენ კანონს ან გამოსცემენ სხვა ნორმატიულ აქტებს) – საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტი, მთავრობა, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები - კონსტიტუციური სარჩელის (წარდგინების) შეტანის მიზანი ხელისუფლების დანაწილების პრინციპის ქმედითობის, ხელისუფლების კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში ფუნქციონირების მიღწევის (უზრუნველყოფის) მცდელობაა. საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მათი მიმართვა ხელისუფლების შტოთა ურთიერთკონტროლისა და გაწონასწორების სამართლებრივი შესაძლებლობაა. ამ პროცესის შედეგად, არსებული ნორმების ძალადაკარგულად ცნობა და ახალი ნორმების მიღების მოტივირება (სტიმულირება) კონსტიტუციის უპირობოდ დაცვის უზრუნველყოფას’’ ემსახურება და ზუსტად იმის დემონსტრირებაა, რომ ხელისუფლების არც ერთი შტო არ არის უფლებამოსილი, დაადგინოს კონსტიტუციით გათვალისწინებული წესრიგის საწინააღმდეგო წესები.“

 

·         საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოყოფილი ორივე პრინციპი - ხელისუფლების დანაწილება’’ და ხელისუფლების კონსტიტუციით შეზღუდვა’’ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის უმნიშვნელოვანესი ელემენტებია.

·         კონსტიტუციით შეზღუდვაზე’’ უკვე გავამახვილეთ ყურადღება.

·        რაც შეეხება ხელისუფლების დანაწილებას’’, აბსტრაქტულ ნორმათკონტროლს შეუძლია, ხელისუფლების შტოების კონსტიტუციით დადგენილ ფუნქციონალურ ფარგლებში დარჩენასა და მათ დაბალანსებაშიც შეიტანოს წვლილი.

·         ამ თვალსაზრისით, აბსტრაქტულ ნორმათკონტროლ ზოგჯერ უფლებამოსილების შესახებ დავაზე ეფექტიან საშუალებადაც კი შეიძლება მოგვევლინოს, რადგანაც უფლებამოსილების შესახებ დავა  კონსტიტუციის იმ ნორმებითაა შემოფარგლული, რომლებიც მოსარჩელე ორგანოს ან თანამდებობის პირის კომპეტენციას[უფლებამოსილებებს] შეეხება.

)“სამართლებრივი უსაფრთხოებისა’’ და სიცხადის’’ უზრუნველყოფის ფუნქცია

 

·         აბსტრაქტულ ნორმათკონტროლს აქვს სამართლებრივი უსაფრთხოებისა და სიცხადის უზრუნველყოფის ფუნქციაც, რაც ასევე სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს უკავშირდება.

·        აბსტრაქტულ ნორმათკონტროლ იძლევა შესაძლებლობას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ნათელი მოეფინოს გაურკვეველ და საკამათო კონსტიტუციურსამართლებრივ საკითხებს, დამკვიდრდეს და შენარჩუნდეს სამართლებრივი სტაბილურობა.

·         გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციით, აბსტრაქტული ნორმათკონტროლი ხელს უწყობს კონსტიტუციურსამართლებრივი კონფლიქტების მოგვარებასა და სამართლებრივი მდგომარეობის გარკვევის გზით, სამართლებრივი მშვიდობის დამყარებას.

)პოლიტიკური უმცირესობის დაცვის ფუნქცია

 

·         დემოკრატიულ სახელმწიფოში აბსტრაქტულ ნორმათკონტროლს პოლიტიკური უმცირესობის დაცვის ფუნქციაც აქვს.

·        ის უმცირესობის დაცვისა და უმრავლესობის გადაწყვეტილებების კონსტიტუციურსამართლებრივი კორექციის საშუალებაა.

·         ქართულ მოდელში ეს ფუნქცია იკვეთება პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის’’ უფლებამოსილებაში  

·        საუბარია სულ ცოტა 30 დეპუტატზე, რაც ოპოზიციას აძლევს შესაძლებლობას, რომ გამოიყენოს აბსტრაქტული ნორმათკონტროლი საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერით მიღებული კანონების კონსტიტუციურობის შესამოწმებლად და პოლიტიკური უმრავლესობის მიერ დომინირებული აღმასრულებელი ხელისუფლების ნორმატიული აქტების გასაკონტროლებლად.

·        სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია მოსაზრება კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლებამოსილების საპარლამენტო ფრაქციისთვის,[ რომლის შექმნა პარლამენტის 7 წევრს შეუძლია], მინიჭების თაობაზე.

·         ეს მართლაც გონივრული იქნებოდა და გააძლიერებდა აბსტრაქტული ნორმათკონტროლის პოლიტიკური უმცირესობის დაცვის ფუნქციას’’.

 

)აბსტრაქტულ ნორმათკონტროლ ობიექტური ‘’ ბუნება

 

·        აბსტრაქტულ ნორმათკონტროლს ობიექტური’’ ხასიათი აქვს .

·        აბსტრაქტულ ნორმათკონტროლ  მიზანი კონსტიტუციისა და არა  მოსარჩელეთა სუბიექტური კონსტიტუციურსამართლებრივი პოზიციების დაცვაა.

 

·         აბსტრაქტული ნორმათკონტროლის  ობიექტური ბუნება’’ არ გულისხმობს მის გამოყენებას სუფთა თეორიული პოლემიკისთვის,ასევე ამა თუ იმ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციის გასარკვევად.

·         ამასთან, აღნიშნული უფლებამოსილების ფარგლებში, კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილებას სუბიექტურსამართლებრივად რელევანტური შედეგებიც’’ შეიძლება მოჰყვეს, განსაკუთრებით მაშინ, თუ დადგინდა რომელიმე ძირითადი უფლების დარღვევა.

)აბსტრაქტულ ნორმათკონტროლ- კრიტიკა

 

·         აბსტრაქტულ ნორმათკონტროლს კრიტიკოსებიც ჰყავს. მათი აზრით, ამ უფლებამოსილების ფარგლებში, საქმე შეეხება პოლიტიკურად განსაკუთრებით საკამათო ნორმებს. ეს გარემოება აიძულებს საკონსტიტუციო სასამართლოს, განახორციელოს კონკრეტული სამართალგამოყენებიდან აბსტრაჰირებული’’ და ყოვლისმომცველი’’ შემოწმება.

·        ასევე, გაურკვეველია, თუ ვინ საჭიროებს  საკონსტიტუციო სასამართლოს დახმარებას, რადგანაც აბსტრაქტული ნორმათკონტროლის წინაპირობა არ არის მოსარჩელის უფლებების დარღვევა.

·         კრიტიკულ მოსაზრებებთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ განსახილველი საკითხის პოლიტიკური აქტუალობა’’ ვერ იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს ამა თუ იმ უფლებამოსილების შეფასებისა და მით უმეტეს, მისი არსებობა-არარსებობისთვის გადამწყვეტი კრიტერიუმი. მთავარია, საკონსტიტუციო სასამართლომ შეინარჩუნოს პოლიტიკური ნეიტრალობა, რაც მიიღწევა საქმის გადაწყვეტისას კონსტიტუციურსამართლებრივი მასშტაბების’’ გამოყენებით და არა პოლიტიკურად რელევანტური უფლებამოსილებების  გაუქმებით’’.

·         რაც შეეხება შემოწმების აბსტრაქტულ’’ და ყოვლისმომცველ’’ ხასიათს, კონკრეტული სამართალგამოყენებიდან აბსტრაჰირება ხშირად აუცილებელიცაა, მით უმეტეს, თუ სახეზე არ არის ან არასრულია სადავო ნორმის გამოყენების პრაქტიკის სურათი.

·         გარდა ამისა,აბსტრაქტული კონტროლისას საკონსტიტუციო სასამართლოს არ ეზღუდება სამართალგამოყენების პრაქტიკის ანალიზის შესაძლებლობა.

 

2.2. მოსარჩელეები აბსტრაქტული ნორმათკონტროლის ფარგლებში [კონსტ. მე-60 მუხ. მე-4 ნაწილი’’ ქვეპუნქტი]

 

·        კონსტიტუცია და ორგანული კანონი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ მკაფიოდ განსაზღვრავს მოსარჩელე სუბიექტებს აბსტრაქტული ნორმათკონტროლის’’ ფარგლებში.

·        „აბტრაქტული’’ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლებამოსილება აქვს: 1) საქართველოს პრეზიდენტს; 2) საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს; 3) საქართველოს მთავრობას.

 

   მუხლი 60. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

 +

4. საკონსტიტუციო სასამართლო ორგანული კანონით’’ [იგულისხმება ორგანული კანონი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ] დადგენილი წესით:

 

) საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის ან მთავრობის [კონსტიტუციური] სარჩელის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას ნორმატიული აქტის’’  კონსტიტუციასთან შესაბამისობის’’ საკითხზე;

 

 

·        რადგან  აბსტრაქტული ნორმათკონტროლი’’ არ ემსახურება სუბიექტურ-სამართლებრივი ინტერესების დაცვას, შეუძლებელია მოსარჩელეთა წრის შეზღუდვა სამართლებრივი დაცვის საჭიროების’’ ნიშნით.

·        ამ პირობებში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება რაციონალურ მიდგომას მოსარჩელე სუბიექტების განსაზღვრისას.

·        ერთი მხრივ, მოსარჩელეთა წრე არ უნდა იყოს ისეთი ვიწრო, რომ აბსტრაქტულმა ნორმათკონტროლმა ვერ შეძლოს თავისი ფუნქციების განხორციელება. მაგალითად, თუ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლებამოსილება არ ექნება პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს’’, ეს არა მხოლოდ პოლიტიკური უმცირესობის დაცვის ფუნქციის, არამედ მთლიანად კომპეტენციის პარალიზებას გამოიწვევს.

·        მეორე მხრივ, მოსარჩელეთა რიცხვში არ უნდა შედიოდნენ ის სუბიექტები, რომლებსაც ანალოგიური მიზნების მიღწევა საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა უფლებამოსილების ფარგლებშიც შეუძლიათ, ან არ აქვთ იმის ობიექტური შესაძლებლობა და პასუხისმგებლობა, რომ კონსტიტუციის დაცვისას „მოდარაჯე ძაღლის“ როლში მოგვევლინონ.

·        ქართული მოდელის ფარგლებში [კონსტ. მე-60 მუხ. მე-4 ნაწილი „ბ’’ ქვეპუნქტი]

 მიხედვით განსაზღვრული მოსარჩელე სუბიექტების წრე მთლიანობაში აკმაყოფილებს ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებსა და აბსტრაქტული ნორმათკონტროლის მიზნებს.

 

·        პრეზიდენტს, როგორც სახელმწიფოს მეთაურსა და პოლიტიკურად ნეიტრალურ ფიგურას, შეუძლია, პოზიტიური და ობიექტური როლი შეასრულოს კონსტიტუციური წესრიგის დაცვის საქმეში. არაკონსტიტუციურ კანონებზე რეაგირებისთვის მის განკარგულებაში ვეტოს მექანიზმიცაა, თუმცა პარლამენტის მიერ ვეტოს დაძლევისას, ასევე სხვა ნორმატიული აქტებით კონსტიტუციის დარღვევისას, პრეზიდენტს რჩება საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლებამოსილება.

 

 

·         მთავრობის, როგორც საშინაო და საგარეო პოლიტიკის განმახორციელებელი აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს, პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობაა, რომ იმოქმედოს კონსტიტუციური წესრიგის ფარგლებში. მთავრობა  კანონითაა შეზღუდული, მაგრამ ეს არ გულისხმობს არაკონსტიტუციური კანონების უსიტყვო აღსრულებას, რადგანაც მათ საფუძველზე მოქმედებით მთავრობაც გასცდება კონსტიტუციურ ჩარჩოებს.

 

·         რაც შეეხება პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, ოპოზიციამ თავისი მაკონტროლებელი ფუნქციის ეფექტიანი განხორციელება უნდა მოახდინოს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებითაც. აბსტრაქტული ნორმათკონტროლით შეგნებულად ხდება ამ ფუნქციის გააქტიურება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საპარლამენტო სისტემის პირობებში, სადაც მთავრობა და მისი მხარდამჭერი საპარლამენტო უმრავლესობა ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული.

·         აბსტრაქტული კონტროლის ობიექტური ხასიათის’’ მიუხედავად, საკონსტიტუციო სამართალწარმოების წარმართვა ძირითადად მაინც მოსარჩელის ნებაზეა დამოკიდებული.

·        ნოსარჩელეს  მიერ სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა იწვევს საქმის შეწყვეტას ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე.[ეს დაიმახსოვრე]

·        არსებობს იმის ალბათობა, რომ კონსტიტუციის დაცვის ინტერესი კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელესა და სადავო ნორმის ავტორს შორის პოლიტიკურ შეთანხმებას ემსხვერპლოს.

·        აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა ჰქონდეს სამართალწარმოების გაგრძელების უფლებამოსილება, თუ საქმე შეეხება ძირითადი უფლებები უზრუნველყოფისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხს.

 

2.3. მოპასუხეები’’ აბსტრაქტული ნორმათკონტროლის ფარგლებში

 

·        აბსტრაქტული ნორმათკონტროლის ფარგლებში, მოპასუხეა  ის „ორგანო’’, რომლის ნორმატიული აქტიც’’ არის გასაჩივრებული.

·        თუ სარჩელი კონსტიტუციის ამოქმედებამდე მიღებულ/გამოცემულ ნორმატიულ აქტს შეეხება, მოპასუხეა მისი მიმღების/გამომცემის უფლებამონაცვლე ორგანო.

 

·        ხოლო როდესაც უფლებამონაცვლე ორგანო არ არსებობს, საკონსტიტუციო სასამართლო წყვეტს საკითხს, ვინ იქნება მოპასუხე - პარლამენტი, პრეზიდენტი, მთავრობა თუ ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ან აღმასრულებელი ორგანოები.

·        საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მოპასუხის განსაზღვრისას, სავარაუდოდ, რელევანტური იქნება იმის დადგენა : ა)ხელისუფლების რომელ შტოს მიეკუთვნებოდა აქტის მიმღები/გამომცემი ორგანო, ასევე ბ)უმაღლეს სახელმწიფო ხელისუფლებას წარმოადგენდა ის თუ ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებას. ასევე, მნიშვნელოვანი იქნება  გ)სადავო აქტის შინაარსი და სფერო, რომელშიც ის არის მიღებული/გამოცემული.

·        იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ პროცესში მხარეები - მოსარჩელე და მოპასუხე მონაწილეობენ, პროცესს კონტრადიქტორული ხასიათი[მხარეთა დაპირისპირების ხასიატი ] აქვს.

·         საქართველოს კანონმდებლობით, აბსტრაქტული ნორმათკონტროლის დროს სასამართლო განხილვა ფაქტობრივად არ განსხვავდება, მაგალითად, ძირითადი უფლების დამცავი კონსტიტუციური სარჩელის’’ განხილვისგან.

·        მართლაც, საკონტიტუციო სასანართლოს აბსტრაქტული ნორმათკონტროლის  უფლებამოსილების[კონსტ. მე-60 მუხ. მე-4 ნაწილი „ბ’’ ქვეპუნქტით  დადგენილი უფლებამოსილების]   ობიექტური ხასიათის’’ გამო, ღარ  არსებობს მხარეთა მონაწილეობისა და კონტრადიქტორული პროცესი[ანუ დაპირისპირებულ მხარეთა შეჯიბრებითი პროცესის] საჭიროება

 

 

 

2.4.  დავის საგანი’’ აბსტრაქტული ნორმათკონტროლის’’ ფარგლებში [.. საკონსტიტუციო სასამარტლოს  ამ უფლებამოსილები ფარგლებში ]

 

 

·        დავის საგანი’’ აბსტრაქტული ნორმათკონტროლის’’  ფარგლებში ორნაწილიანია:

 

1)    სადავო ნორმა’’

 

 და

 

2)    ის ’’კონსტიტუციის ნორმა’ [ რომელთან მიმართებაშიც მოწმდება სადავო ნორმის’’ კონსტიტუციურობა]

·        კონსტიტუცია გასაჩივრებად აქტებს’’ არ აკონკრეტებს და მიუთითებს ზოგადად ნორმატიული აქტისკონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხის’’ გადაწყვეტაზე.

 

 

   მუხლი 60. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

 +

4. საკონსტიტუციო სასამართლო ორგანული კანონით დადგენილი წესით:

) საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის ან მთავრობის სარჩელის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას ნორმატიული აქტის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე;

 

·        2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმამდე, კონსტიტუცია ჩამოთვლიდა იმ აქტებს, რომლებიც აბსტრაქტულ ნორმათკონტროლს ექვემდებარებოდა: ა)ონსტიტუციური შეთანხმება, ბ)კანონი, გ)პრეზიდენტის, მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა ნორმატიული აქტებ.

 

·         საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებორგანული კანონის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს’’ კონსტიტუციასთან  ა)კონსტიტუციური შეთანხმების, ბ)კანონების, გ)პარლამენტის ნორმატიული დადგენილებების, დ)პრეზიდენტის, მთავრობისა და ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთ ნორმატიული აქტების შესაბამისობის საკითხი’’[მუხ.მე-19 „ა’’]

·         როგორც ვხედავთ, „ორგანულ კანონში’’  სადავო ნორმატიული აქტების ჩამონათვალი’’ კვლავ შეზღუდულია, რაც არ შეესაბამება კონსტიტუციის მოქმედ რედაქციას’’.[ანუ კონსტ. მე-60 მუხ. მე-4 ნაწილი „ბ’’ ქვეპუნქტს არ შეესაბამება ორგანული კანონის [მუხ.მე-19 მუხ. 1-ლი ნაწილის „ა’’ ქვპ-ტი ]

·        რადგან მოქმედი კონსტიტუციის თანახმად  მოსარჩელე სუბიექტებს[იხ. ზემოთ ვი ნ არიან]  შეუძლიათ ნებისმიერი ნორმატიული აქტის გასაჩივრება, რომელიც მოქმედებს’’.

·         ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია .. სამართლებრივად არსებული ნორმებისთემა. იგულისხმება ნორმები, რომლებიც გამოქვეყნდა’’, თუმცა ჯერ „იურიდიულ ძალაში’’ არ შესულა.[!]

·        გერმანული თეორიისა და პრაქტიკის მიხედვით, ეს არ აბრკოლებს აბსტრაქტული ნორმათკონტროლის განხორციელებას.

·        გერმანიაში ითვლება,რომ ნორმის არსებობა’’ მისი გამოქვეყნებით იწყება, რითაც ხდება სამართალშემოქმედებითი პროცესის დასრულება და ნორმის მოქმედების პრეტენზიის მანიფესტირება

·        საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მსგავსი არგუმენტაცია არ წარმოუდგენია, თუმცა 2017 წლის 29 დეკემბერს არსებითად განსახილველად მიიღო[!] რიგი კონსტიტუციური სარჩელებისა იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა ელექტრონული კომუნიკაციების შესახებკანონის მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას.[ყურადღება: ეს ნორმა დროისთვის მიღებული იყო, თუმცა მისი ამოქმედების თარიღად 2020 წლის 30 მარტი იყო მითითებული.]

·         რელევანტურია ძალადაკარგული ნორმების[!] საკითხიც.

·         ამ შემთხვევაში მოქმედებს ზოგადი წესი, რომ საქმის განხილვის მომენტისთვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საქმის შეწყვეტას.’’

 

ყურადღება:  ამ წესს საკონსტიტუციო სასამართლო არ ავრცელებს იმ შემთხვევებზე, როდესაც სადავო ნორმამ გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე’’[ ანუ სასამართლოს სათათბირო ოთახში გასვლის შემდეგ’’ დაკარგა ძალა’’.]

 

·         გამონაკლისის სახი,საკონსტიტუციო  სასამართლო უფლებამოსილია, გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს საქმის განხილვისას გაუქმებული ან ძალადაკარგული ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი, თუ მისგადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია’’ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად’’.

 

·         გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლო ამოწმებს ძალადაკარგულ ნორმებს, თუ მათგან მაინც გამომდინარეობს სამართლებრივი შედეგები’’.

·         ამ გამოცდილების გაზიარება მიზანშეწონილია, რადგანაც აბსტრაქტულ ნორმათკონტროლს ობიექტური ხასიათი აქვს და მის ფარგლებში, სადავო ნორმა არა მხოლოდ ძირითად უფლებებთან შესაბამისობის შემოწმებას’’ შეიძლება, დაექვემდებაროს.

·        თუ ნორმა, მიუხედავად ფორმალური გაუქმებისა’’, კონსტიტუციური წესრიგის დაზიანებას მაინც განაგრძობს, საკონსტიტუციო სასამართლომ მასზე შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინოს.

 ეს მნიშვნელოვანი იქნება სამომავლოდ მსგავსი დარღვევების პრევენციისთვისაც.

·        აბსტრაქტული კონტროლის უფლებამოსილების  ფარგლებში, გერმანიაში დასაშვებია კონსტიტუციის ნორმების, განსაკუთრებით, კონსტიტუციის ცვლილებების გასაჩივრება.

·         ქართულ მოდელში ეს შეუძლებელია, რაზეც უკვე ვრცლად გავამახვილეთ ყურადღება

·        კონსტიტუციური კანონების’’ შემოწმების[ანუ კონსტიტუციაში ცვლილებების  შემტანი კანონების ] შემთხვევაში, აბსტრაქტული ნორმათკონტროლი უკეთ შეასრულებდა თავის ფუნქციებს. პოლიტიკურ უმცირესობას მიეცემოდა დამატებითი ბერკეტი საკონსტიტუციო უმრავლესობის თვითნებური და კონსტიტუციური წესრიგის დამაზიანებელი მოქმედებების შესაკავებლად.

·        აბსტრაქტული ნორმათკონტროლის წესით’’, იმ ნორმატიულ აქტებთან დაკავშირებითაც არ უნდა წარიმართოს დავა, რომლებიც ექვემდებარება იგივე სუბიექტის მიერ გასაჩივრებას საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი სპეციალური კომპეტენციის’’ ფარგლებში’’.

·        ამ კუთხით, მაგ. მართებულად მიუთითებენ საერთაშორისო ხელშეკრულებებზე,’’ რადგანაც მათ კონსტიტუციურობაზე დავა იმავე სუბიექტებს’’ შესაბამისი კომპეტენციის საზღვრებშიც შეუძლიათ’’. [იხ. ორგანული კანონის მე-19 მუხლის  „ვ’’ ქვპ]

 

·         ამ კუთხით, სხვა შემთხვევებიც შეიძლება გამოვყოთ. თუ სადავო ნორმა არღვევს მოსარჩელის კონსტიტუციურ კომპეტენციას[უფლებამოსილებას], მან კონსტიტუციური სარჩელი უნდა შეიტანოს უფლებამოსილების შესახებ დავის’’ [ორგანული კანინის მე-19 მუხლის ნაწ.1-ლი  „ბ’’ ქვპ ] და არა აბსტრაქტული ნორმათკონტროლის [. კონსტ მე-60 მუხ ნაწ. მე-4 „ბ’’ ქვპ]ფარგლებში.

 

·        ხოლო როდესა პრეზიდენტი ან პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედი თვლის, რომ არაკონსტიტუციურია რეფერენდუმის/არჩევნების მომწესრიგებელი ნორმა და ამ ნორმის საფუძველზე ჩასატარებელი ან ჩატარებული რეფერენდუმი/არჩევნები, მან უნდა იდავოს რეფერენდუმისა და არჩევნების კონსტიტუციურობის კონტროლის ჩარჩოებში.[იხ.ორგანული კანონის  მე-19 მუხ.ნაწ. 1-ლი  „დ’’ ქვპ]

·         რაც შეეხება დავის საგნის მეორე ნაწილ,ანუ კონსტიტუციის ნორმას’’’ [ რომელთან მიმართებაშიც მოწმდება სადავო ნორმის’’ კონსტიტუციურობა], კონსტიტუცია და კანონმდებლობა მოსარჩელეს ამ თვალსაზრისით არ ზღუდავს.

 

·        „მოსარჩელემ’’  შეიძლება დააყენოს სადავო ნორმის’’ არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი კონსტიტუციის ნებისმიერ ნორმასთან მიმართებით’’[ რომლიდანაც გამომდინარეობს ფორმალური’’ თუ მატერიალური’’ მოთხოვნა]

 

·        „აბსტრაქტულ ნორმათკონტროლზეც’’ ვრცელდება დათქმა, რომ“ საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება არ აქვს, იმსჯელოს „მთლიანად’’ კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე, თუ მოსარჩელე ან „წარდგინების ავტორი’’ ითხოვს კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის მხოლოდ რომელიმე ნორმის’’[ანუ მხოლოდ „ნაწილის’’ არაკონსტიტუციურად ცნობას.’’ ]

·        ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო „აბსტრაქტულ ნორმათკონტროლის კომპეტენციის ფარგლებშიც, მკაცრადაა შეზღუდული  „სასარჩელო მოთხოვნით’’.

 

 

 

2.5. შემოწმების მასშტაბი აბსტრაქტული ნორმათკონტროლის ფარგლებში

 

·        როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აბსტრაქტული ნორმათკონტროლის [უფლებამოსილების] ფარგლებში, მოსარჩელემ შეიძლება, იდავოს „კონსტიტუციის ნებისმიერი ფორმალური თუ მატერიალური მოთხოვნის დარღვევის’’ თაობაზე.

·        შესაბამისად, სადავო ნორმის შეფასების[ანუ შემოწმების] მასშტაბი შეიძლება იყოს სარჩელში მითითებული -„კონსტიტუციის ნებისმიერი დანაწესი’’, [მათ შორის „ძირითადი უფლების დამდგენი ნორმები’’, რასაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაც ადასტურებს.]

·         საკონსტიტუციო სასამართლო აბსტრაქტული ნორმათკონტროლის განხორციელებისას არა მხოლოდ „კონსტიტუციის ცალკეულ ნორმებს’’ იყენებს შეფასების[შემოწმების] მასშტაბად, არამედ ხაზს უსვამს მათი გაანალიზების მნიშვნელობას „ძირითადი კონსტიტუციური პრინციპებისა და ღირებულებების’’ გათვალისწინებით.

·         იგი სრულად იზიარებს იმ სტანდარტს, რაც ჩამოყალიბდა „ძირითადი უფლებების შეზღუდვის კონსტიტუციურობის კონტროლის“ ფარგლებში[კკონსტ მე-60 მუხ. მე-4 ნაწ. „ა’’]  და გულისხმობს, რომ:

 

შემოწმების მასშტაბი, „კონსტიტუციის კონკრეტულ ნორმებთან ერთად’’, მისი [კონსტიტუციის]„ფუნდამენტური პრინციპებიცაა’’. [ეს დაიმახსოვრე]

 

·        ამ თვალსაზრისით, სასამართლო წარმართავს მსჯელობას ერთიან კონტექსტში და ადგენს, თუ რამდენად თავსდება სადავო ნორმა’’ „კონსტიტუციურსამართლებრივი წესრიგისა’’ და „კონსტიტუციის სულისკვეთების’’ ფარგლებში.

·        „ აბსტრაქტული ნორმათკონტროლის’’ დროს შემოწმების მასშტაბია მხოლოდ კონსტიტუცია და არა „სხვა საკანონმდებლო აქტები’’ [ანუ „სადავო აქტს’’ მხოლოდ „კონსტიტუციის’’ ნორმებთან და პრინციპებთან მიმართებით „ამოწმებენ’’] .[ეს დაიმახსოვრე]

·        მაგ.  საკონსტიტუციო სასამართლოამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „კანონთა შორის „კოლიზიაზე მსჯელობა’’, [ანუ სადავო კანონის შემოწმება სხვა კანონთან მიმართებით], არ შედიოდა მის კომპეტენციაში და ის წყვეტდა მხოლოდ კონსტიტუციურსამართლებრივ საკითხებს.

 

 .2.6. „სადავო ნორმის’’ შემოწმების ფორმა და შინაარსი [აბსტრაქტული ნორმათკონტროლის ფარგლებში]

 

·        აბსტრაქტული ნორმათკონტროლისას სადავო ნორმა შეიძლება, დაექვემდებაროს შემოწმებას როგორც ფორმალური, ისე მატერიალური[ანუ შინაასობრივი] კუთხით.

·        ამას ხაზს უსვამს საკონსტიტუციო სასამართლოც აბსტრაქტული ნორმათკონტროლის კომპეტენციის ფარგლებში შეტანილი კონსტიტუციური სარჩელების განხილვისას:

 

„..ნებისმიერი საკანონმდებლო აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციის მოთხოვნებს როგორც ფორმალური, ისე მატერიალურ კონსტიტუციურობის თვალსაზრისით.“

 

·        ფორმალური კონტროლის ფარგლებში, საკონსტიტუციო სასამართლო ამოწმებს: ნორმატიული აქტების ა)მიღების, ბ)ხელმოწერის, გ)გამოქვეყნებისა და დ) ამოქმედების მხოლოდ იმ წესების დაცვას, რაც დადგენილია კონსტიტუციით.

·         ამდენად, ის ვერ იმსჯელებს იმაზე, თუ რამდენადაა დაცული მიმდინარე საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურები’’.

·         წინააღმდეგ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო შეიჭრება საერთო სასამართლოების კომპეტენციაში.

·        გარდა კონსტიტუციით დადგენილი პროცედურებისა, მოწმდება სადავო ნორმის კონსტიტუციის სხვა ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობაც.

·        ამ კუთხით, გამოსაყოფია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის ისეთი ფორმალური ელემენტები, როგორიცაა: ა) ხელისუფლების დანაწილება’’, ბ)“მმართველობის კანონიერება’’, გ)“ სასამართლოს დამოუკიდებლობა’’ და .

·        საკონსტიტუცი სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, კანონის დათქმის პრინციპი’’ აბსტრაქტული ნორმათკონტროლის’’ დროსაც  აქტუალურია.

·        კონსტიტუცია პირდაპირ ითვალისწინებს ამა თუ იმ საკითხის მოწესრიგებას კანონით’’ ან დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებიდან გამომდინარე’’,

როცა ეს  საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ის პარლამენტმა უნდა დაარეგულიროს.

 

მაგალითად, კონსტიტუციის მიხედვით, საგადასახადო კონტროლს’’ ახორციელებენ მხოლოდ კანონით განსაზღვრული საგადასახადო ორგანოები.

 

თუ მთავრობის დადგენილება, [ანუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი], საგადასახადო კონტროლის’’  უფლებამოსილებას მიანიჭებს რომელიმე სხვა ორგანოს, დაირღვევა კონსტიტუციის ფორმალური მოთხოვნა დაასეთი „მთავრობის დადგენილება’’  სასამართლომ არაკონსტიტუციურად უნდა ცნოს.

·        საკონსტიტუციო სასამართლო მატერიალური კონტროლის ფარგლებში ამოწმებს სადავო ნორმის შინაარსის [!]კონსტიტუციურობას.

·        ამ დროს მხედველობაში მიიღება  ა)ნორმის სიტყვასიტყვითი მნიშვნელობა, ბ) მასში გამოხატული ნამდვილი აზრი და გ)მისი გამოყენების პრაქტიკა, ასევე დ) იმ კონსტიტუციური ნორმის არსი, რომლის მიმართაც ის არის გასაჩივრებული.[ეს დაიმახსოვრე]

ყურადღება:

·        აბსტრაქტული ნორმათკონტროლისას „სადავო ნორმით’’  ძირითადი უფლების დარღვევის შემოწმებისას საკონსტიტუციო სასამართლო იყენებს თანაზომიერების პრინციპს’’.

·         ლოგიკურია, რომ ის, საჭიროების შემთხვევაში, სადავო ნორმის განსაზღვრულობის პრინციპთან’’ შესაბამისობასაც შეამოწმებს.

·        აღსანიშნავია, რომ თანაზომიერებისა და განსაზღვრულობის პრინციპების გამოყენება, გარდა ძირითადი უფლებებისა’’, სხვა კონტექსტშიცაა შესაძლებელი.

 მაგალითად, თანაზომიერების პრინციპი  მოქმედებს სახელმწიფო ორგანიზაციის სამართალშიც.’’ იგივე შეიძლება ითქვას განსაზღვრულობის პრინციპზეც.

მაგალითად, ის მოითხოვს სახელმწიფო ორგანოთა კომპეტენციის განსაზღვრულობას’’

 

 მართალია,უფლებამოსილებათა შესახებ დავა’’  საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებელი კომპეტენციაა, [ორგანული კანონის მწ-19 მუხლის 1-ლი მაწილის“ბ’’ ქვპ]  თუმცა აბსტრაქტული ნორმათკონტროლის ფარგლებშიცაა შესაძლებელი ამა თუ იმ სახელმწიფო ორგანოსა და თანამდებობის პირის უფლებამოსილების დამდგენი ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმება, ოღონდ როდესაც სადავო ნორმით უშუალოდ მოსარჩელის კონსტიტუციურ კომპეტენციაში შეჭრა არ ხდება’’.

 

2.7. კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების შედეგები

 

·        აბსტრაქტული ნორმათკონტროლის დროს გასაჩივრებული ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის არაკონსტიტუციურობის დადასტურება იწვევს სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობას საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან (ex nunc).

·         გადაწყვეტილების აღსრულების გადადების შესაძლებლობა ამ შემთხვევაშიც არსებობს,

·        თუმცა სასამართლოს არ აქვს იმის უფლებამოსილება, რომ სადავო აქტი მისი გამოცემის მომენტიდან ცნოს არაკონსტიტუციურად.

·        ეს აუცილებელი იქნებოდა, როდესაც კონსტიტუციის ნორმებისა და პრინციპების დაცვის ინტერესი გადაწონიდა სამართლებრივი უსაფრთხოების ინტერესს და სხვაგვარად ვერ მოხდებოდა არაკონსტიტუციური ნორმით გამოწვეული ნეგატიური შედეგების აღმოფხვრა.

·        აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდეს კონკრეტულ შემთხვევაში, სიკეთეთა აწონ-დაწონვის საფუძველზე, გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მომენტის განსაზღვრის უფლებამოსილება.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები