ანდერძის „ძალადაკარგულად გამოცხადების’’ და "ბათილობის'' საფუძვლები

 

    

 

სარჩევი:

1.5 ანდერძისძალადაკარგულად  გამოცხადების’’  საფუძვლები. 1

1.6.  ანდერძისბათილობა’’ 2

1.6.1. ანდერძისბათილობის’’ გამომწვევი გარემოებები. 2

1.6.2. „ცალკეული’’ საანდერძო განკარგულებების ბათილობა. 3

1.6.3 საანდერძო განკარგულების ბათილობაშესრულებბის შეუძლებლობის გამო’’ 5

1.6.4. „ერთ-ერთი’’ საანდერძო განკარგულებისბათილობის’’  შედეგები. 5

1.6.5  სამკვიდროსმიღება’’ ანდერძისბათილად ცნობის’’ შემთხვევაში. 6

1.6.6. „შედავება’’ ანდერძისნამდვილობაზე’’ 6

1.6.7. სარჩელისანდერძის ბათილობის შესახებ’’  წარდგენის-  ვადა 7

 

 

1.5 ანდერძისძალადაკარგულად  გამოცხადების’’  საფუძვლები

 

·        „ანდერძმა’’ რომ „სამართლებრივი შედეგები’’ გამოიწვიოს ,ამისათვის „კანონი’’  ადგენს განსაზღვრულ წინაპირობებს:

a.    უნდა მოხდეს „სამკვიდროს გახსნა’’

b.    „სამკვიდრო ქონება’’ უნდა არსებობდეს[ანუ სახეზე უნდა იყოს]

c.    მემკვიდრემ  „უნდა მიიღოს’’ თავისი „წილი’’ სამკვიდრო.[ანუ „უარი არ უნდა თქვას’’]

 

·        თუ აქედან  რომელიმე „პირობა’’ არ არსებობს,მაშინ  ანდერძი ცხადდება -„ძალადაკარგულად’’

·         ანდერძს „იურიდიული ძალა’’ არ ექნება [ანუ „ძალადაკარგულად ‘’ გამოცხადდება ] ,თუ:

1)     პირი, რომლის სასარგებლოდაც შედგენილი იყო ეს ანდერძი[ანუ ანდერძით მემკვიდრე] , გარდაიცვალა მოანდერძეზე ადრე[ანუ „სამკვიდროს გახსნამდე’’]

2)      ნაანდერძები ქონება დაიკარგა მოანდერძის სიცოცხლეში, ან მოანდერძემ გაასხვისა იგი[ანუ  როცა „სამკვიდრო ქონება’’ სახეზე აღარ არის]

3)     ერთადერთმა მემკვიდრემ „უარი თქვა’’ სამკვიდროს მიღებაზე[ანუ  „ერთადერთმა’’ ანდერძით მემკვიდრემ  „არ  მიიღოო’’ მისთვის ნაანდერძევი სამკვიდრო]

 

·        აქ ჩამოთვლილ სამივე შემთხვევაში გამორიცხულია   სამემკვიდრეო-სამართლებრივი ურთიერთობის’’ წარმოშობა

·        აქ პირველ შემთხვევაში სახეზე არ არის -სუბიექტი[მემკვიდრე],მე-2 შემთხვევაში - ობიექტი[სამკვიდრო]

·        „ანდერძის ძალადაკარგულად გამოცხადება’’ მხოლოდ სასამართლოს პრეროგატივაა[!][ეს დაიმახსოვრე]

 

 

                   მუხლი 1402. ანდერძის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძვლები

 +

ანდერძი ძალას კარგავს, თუ:

 ) პირი, რომლის სასარგებლოდაც შედგენილი იყო ეს ანდერძი, გარდაიცვალა მოანდერძეზე ადრე;

 ) ნაანდერძები ქონება დაიკარგა მოანდერძის სიცოცხლეში, ან მოანდერძემ გაასხვისა იგი;

 ) ერთადერთი მემკვიდრე უარს იტყვის სამკვიდროს მიღებაზე.

 

 

1.6.  ანდერძისბათილობა’’

 

·        „ანდერძი’’- „გარიგების ნაირსახეობაა. მის მიმართ გამოიყენება ის სამოქალაქო -სამარტლებრივი ნორმები,რომელიც „გარიგებას’’ ეხება[!]

·        ანდერძის  „ნამდვილობა’’  და „ბათილობა’’ განპირობებულია იმ გარემოებებით,რომლებიც ზოგადად „გარიგებისთვისაა’’ დამახასიათებელი.

·        ეს „გარემოებები’’ კი ეხება: ა) „გარიგების მონაწილეტა’’-სამართალსუბიექტურობას ბ) მათი „შინაგანი ნების გარეგნულ გამოხატულებას’’,გ)“კანონთან „გარიგების მიზმის’’ შესაბამისობას  დ) გარიგების „ფორმას’’

·        დაიმახსოვრე :ამ „ზოგად’’ „გარემოებათა’’ გაუთვალისწინებლობა „ანდერძის’’[როგორც გარიგების ნაირსახეობის ]  „გაბათილების’’ საფუძველია[!]

                

1.6.1. ანდერძისბათილობის’’ გამომწვევი გარემოებები

·        სამოქალაქო კოდექსის 1403-ე მუხლი სპეციალურად ამახვილებს ყურადრებას, „ანდერძის  ბათილობის’’გამომწვევ  ზოგიერთ ისეთ„გარემოებაზე ’’,რომლებიც ყველაზე ხშირია „პრაქტიკაში’’

·        ასეთია მაგალითად : მოანდერძის “სანდერძო განკარგულების’’ „კანონის და საზოგადოებრივი ინტერესების საწინააღმდეგო ხასიათი’

·        ასეთ „გარემოების’’ არსებობისას „ანდერძი უნდა გაბათილდეს’’

·        არ შეიძლება  „სანდერძო დანაკისრი’’ „კანონსაწინააღმდეგო  ან საზოგადოებრივიინტერესებისადმი აშკარად შეუსაბამო’’ მოქმედებების შესრულებას ავალებდეს მემკვიდრეს.

·        ბათილია „ანდერძი’’ მაშინაც,როცა განკარგულების „შინაარსი’’ გაუგებარია[!]

მაგ.თუ ანდერძში აღნიშნულია ,რომ მოანდერძე საცხოვრებელ სახლს უტოვებს მეზობელს,რომელიც „კეთილად’’ იყო მის მიმართ განწყობილი,და არ არის დაკონკრეტებული თუ რომელი „მეზობელია’’ მემკვიდრე,ბუნებრივია,ანდერძი  უნდა გაბათილდეს

·        ბათილია „ანდერძი’’ მაშინაც,როცა მოანდერძის „ერთი განკარგულება ეწინააღმდეგება მეორეს’’

 

მაგ. თუ მამკვიდრებელმა აგარაკი მეუღლის სამკვიდრო ქონების წილში შეიტანა და შვილს სამკვიდრო ქონების წილშიც-  ასეტი ანდერძი უნდა „გაბათილდეს’’

 

·        ანდერძი  სასამართლოს მიერ შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი,თუ „ანდერძი შედგენილია კანონით დადგენილი წესების დარღვევით’’ [მაგ. ანდერძი შედგენილია  მოწმეთა დასწრების გარეშე]

·        ასევე სასამართლოს მიერ შეიძლება გაბათილდეს  - შეზღუდულქმედუნარიანი პირის ანდერძი 

·        სასამართლოს მიერ  ასევე გაბათილდება-   „იმ ქმედუნარიანი პირის ანდერძი,რომელიც მან ისეთ მდგომარეობაში შეადგინა,როცა მას არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი მოქმედების მნიშვნელობა’’.[ასეთ მდგომარეობად  კი ითვლება“უეცარი სულიერი ტრამვა’’ ან „ძლიერი ფიზიკური ტკივილი’’

 

                     მუხლი 1403. ანდერძის ბათილობა

 +

1. ანდერძი ბათილად ჩაითვლება იმ პირობების არსებობისას, რომლებიც იწვევენ გარიგების ბათილობას საერთოდ.

2. საანდერძო განკარგულებები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან კანონს ან საზოგადოებრივ ინტერესებს, აგრეთვე ისეთი განკარგულებები, რომლებიც გაუგებარია ან ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს – ბათილია.

3. ანდერძი სასამართლოს მიერ შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ იგი შედგენილია კანონით დადგენილი წესების დარღვევით, ასევე ისეთ მდგომარეობაში, როცა პირს არ შეეძლო შეეგნო თავისი მოქმედების მნიშვნელობა და წარემართა იგი.

 

1.6.2. „ცალკეული’’ საანდერძო განკარგულებების ბათილობა

 

·        კანონი ითვალისწინებს „ცალკეული საანდერძო განკარგულებების’’ ბათილობას

·        პირველ რიგსი,„ბათილ’’  განკარგულებებს მიეკუთვნება ის საანდერძო განკარგულება,რომლის საფუძველზეც ხდება „სამკვიდროში არარსებულ ნივთზე’’ მემკვიდრედ მოწვევა

მაგ. თუ ანდერძში მითითებულია,რომ შვილს „სხვა ნივტებთან ერთად ეანდერძა კომპიუტერი’’,მაგრამ სამკვიდრო ქონებაში იგი არ აღმოჩნდება იმის გამო ,რონ მამკვიდრებელმა სიცოცხლეში ვერ მოასწრო შეძენა,მაშინ  „საანდერძო განკარგულება კომპიუტერის შესახებ’’ ბათილი იქნება,ხოლო „სხვა’’ რეალურად არსებული ნივთების მიმართ,ეს განკარგულება „ძალაშია’’

·        „საანდერძო განკარგულება’’ ბათილია მაშინაც,როცა „განკარგულებით ნაანდერძევი „ფულადი თანხა’’ არ ღმოჩნდება სამკვიდრო ქონებაში’’

·        მაგ. ანდერძით მემკვიდრეს ეანდერძა საცხოვრებელი სახლი და ათასი ლარი,მაგრამ „სამკვიდროს გახსნისას’’ მასში „ფულადი თანხა’’ არ აღმოჩნდა.

·        ასეთ შემთხვევაში მემკვიდრეს შეუძლია მოითხოვოს  „ანდერძით გათვალისწინებული ქონება’’- საცხოვრებელი სახლი.

·        ხოლო „ფულადი თანხის’’ მოთხოვნის უფლება,თუნდაც იგი „ანდერძიზ გარეთ დარჩენილ ნაწილში’’ არსებობდეს,მას არ გააჩნია[!]

·        „ბათილია’ „საანდერძო განკარგულება’’ იმის თაობაზე,რომ მემკვიდრე „სამკვიდრო ქონებას მიიღებს განსაზღვრული დროით’’  [მაგ. აგარაკს-ორი საკურორტო სეზონით] ანდა „განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ’’[მაგ. ორიწლით გაქირავებული აგარაკის „დაცლის’’ შემდეგ]

·        ასევე ,გაბათილდება „საანდერძო განკარგულება’’,რომლითაც „განსაზღვრულია ის,თუ ვისზე უნდა გადავიდეს „სამკვიდრო ქონება’’ მემკვიდრის გარდაცვალების შემდეგ’’[მაგ. „თუ მამკვიდრებელმა თავისი სახლი უანდერძა მეუღლეს და იქვე მიუთითა,რომ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ სახლი უნდა გადავიდეს მეუღლის ძმაზე’’-ასეთი განკარგულება უნდა გაბათილდეს.]

·        მართალია,სამემკვიდრეო კანონმდებლობით შესაძლებელია „მემკვიდრის მეკვიდრე’’ დაინიშნოს მამკვიდრებელმა,მაგრამ ეს „დასაშვებია’’ მხოლოდ იმ შემთხვევებში ,როცა ა)მემკვიდრე „სამკვიდროს გახსნამდე’’ გარდაიცვლება,ბ)სამკვიდროს მიღებაზე ნებაყოფლობით იტყვის  უარს ან  გ)სასამართლოიძულებით ჩამოართმევს  „მემკვიდრეობის უფლებას’’. ასეთ შემთხვევებში ე.წ. „სათადარიგო მემკვიდრე’’ „ძირითადი მემკვიდრის’’ ადგილს იჭერს[ჯერ კიდევ სამემკვიდრეო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობამდე ,ანუ „სამკვიდროს გახსნამდე’’],ამიტომ ასეთ შემთხვევებში „საანდერძო განკარგულება’’ “სათადარიგო  მემკვიდრის’’ დანიშვნის შესახებ „კანონიერია’’ და მისი გაბათილება არ შეიძლება.

 

                        მუხლი 1404. ცალკეული საანდერძო განკარგულებების ბათილობა

 +

1. ის საანდერძო განკარგულება, რომლის საფუძველზედაც ხდება ისეთ ნივთზე მემკვიდრედ მოწვევა, რომელიც არ არის სამკვიდროში, ბათილია.

2. თუ ვინმეს ეანდერძა ფულადი თანხა, რომელიც არ არის სამკვიდრო ქონებაში, მაშინ ანდერძის ასეთი განკარგულება ბათილია.

3. ბათილია საანდერძო განკარგულება იმის შესახებ, რომ მემკვიდრე სამკვიდროს შეიძენს განსაზღვრული დროით, ან არა მამკვიდრებლის გარდაცვალების დღიდან, არამედ უფრო გვიან, ასევე, იმ პირზე მითითების შესახებ, რომელზედაც უნდა გადავიდეს სამკვიდრო მემკვიდრის გარდაცვალების შემდეგ.

 

 

1.6.3 საანდერძო განკარგულების ბათილობაშესრულებბის შეუძლებლობის გამო’’

 

·        ისეთი „საანდერძო განკარგულება’’,რომლის შესრულებაც მემკვიდრეს „არ შეუძლია ‘’ „ჯანმრთელობის მდგომარეობის’’ ან „სხვა ობიექტური მიზეზების’’  გამო ,შეიძლება  სასამართლოს მიერ  „ბათილად’’ იქნეს ცნობილი.

·        დაიმახსოვრე: 1405 -ე მუხლში ძირითადად  იგულისხმება „საანდერძო დანაკისრის’’ შესრულების შეუძლებლობა.

·        მაგ.მემკვიდრეს „ავადმყოფობის’’ გამო  „არ შეუძლია’’ ეკლესიის გუმბათის პირადად მოხატვა,“საანდერძო დანაკისრი’’ კი ამას ითვალისწინებს

·        დაიმახსოვრე: „საანდერძ  განკარგულების’’ ბათილობა[ანუ „საანდრძო დანაკისრის’’ ბატთილობა] მისი „შესრულების შეუძლებლობის გამო’’,შესაძლებელია მხოლოდ ამ მემკვიდრის „სარჩელის’’ საფუძველზე.

 

               მუხლი 1405. საანდერძო განკარგულების ბათილობა მისი შესრულების შეუძლებლობის გამო

 +

ისეთი საანდერძო განკარგულება, რომლის შესრულებაც მემკვიდრეს არ შეუძლია ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა ობიექტური მიზეზების გამო, შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი მემკვიდრის სარჩელით.

 

1.6.4. „ერთ-ერთი’’ საანდერძო განკარგულებისბათილობის’’  შედეგები

 

·        „ერთი ანდერძი’’ შეიძლება მოანდერძის  „რამდენიმე’’ განკარგულებას შეიცავდეს

·        ამასთან, ზოგი მათგანი შეიძლება ერთმანეთს „არ უკავშირდებოდეს’’

·        ასეთ დროს,მათი[ანუ განკარგულებების] „ნამდვილობის’’ საკითხი ცალ-ცალკე უნდა გადაწყდეს.

·        თუ რამდენიმე „საანდერძო განკარგულებიდან’’ ერთ-ერთი  „ბათილია’’ ან „ძალა დაკარგა’’[იხ. ზემოთ],მაშინ „დანარჩენი ‘საანდერძო განკარგულებები’’ ძალაში რჩება თუ მამკვიდრებელს  ამის თაობაზე „სხვა განკარგულება’’ არ დაუტოვებია.

·        აქედან გამომდინარე,ზოგიერთი „საანდერძო განკარგულების’’ გაბათილება  არ იწვევს მთლიანი ანდერძის გაბათილებას[ეს დაიმახსოვრე]

·        ამდენად,როცა მამკვიდრებელს ანდერძში შეაქვს ცვლილება ,ანუ შეაქვს „ახლი განკარგულება’’,ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე,რომ ამ „ახლი განკარგულებით’’, მამკვიდრებელს ,ანდერძით  უკვე გათვალისწინებული განკარგულებების „ნამდვილობა’’  ეჭვქვეშ ,ხომ არ დაუყენებია.

 

 

               მუხლი 1406. ერთ-ერთი საანდერძო განკარგულების ბათილობის შედეგები

 +

თუ რამდენიმე საანდერძო განკარგულებიდან ერთ-ერთი ბათილია ან ძალა დაკარგა და მამკვიდრებელს სხვა განკარგულება არ დაუტოვებია, მაშინ სხვა საანდერძო განკარგულებები ძალაში რჩება.

 

 

1.6.5  სამკვიდროსმიღება’’ ანდერძისბათილად ცნობის’’ შემთხვევაში

 

·        „ანდერძის  ბათილად ცნობის ‘’ შემთხვევაში,თუ მემეკვიდრეს ამ ანდერძით „მემკვიდრეობის უფლება’’  ჰქონდა ჩამორთმეული, მაშინ მას შეუძლია მიიღოს სამკვიდრო ქონება „საერთო საფუძვლებით’’[ანუ . „კანონით მემკვიდრეობის’’ საფუძვლებით ]

·        „ანდერძის გაბათილება’’ აუქმებს  მოანდერძის  კანონით მემკვიდრისათვის  „მემკვიდრეობის ჩამორთმევის უფლებას’’,რის გამოც „კანონით მემკვიდრეს’’  ისევ ეძლევა შესაძლებლობა,შეუზღუდავად მიიღოს მონაწილეობა „სამემკვიდრეო-სამართლებრივ ‘’ ურთიერთობებში

·        მაგ. თუ მოანდერძემ თავის „შვილს’’ „ ჩამოართვა მემკვიდრეობა’’ და ამის შესახებ „ანდერძში’’ აღნიშნა ან იგი „საერთოდ არ მოიხსენია ანდერძში’’,ამ ანდერძის  გაბათილების  შემთხვევაში,“შვილს’’ უფლება აქვს „კანონით მემკვიდრე ‘’ იყოს და ამის საფუძველზე მიიღოს „სამკვიდრო ქონებიდან’’ კუთვნილი „წილი’’

 

                 მუხლი 1407. სამკვიდროს მიღება ანდერძის ბათილობის შემთხვევაში

 +

ანდერძის ბათილად ცნობის შემთხვევაში მემკვიდრეს, რომელსაც ამ ანდერძით მემკვიდრეობის უფლება ჩამოერთვა, უფლება აქვს მიიღოს სამკვიდრო საერთო საფუძვლებით.[ანუ „კანონით მემკვიდრეობის’’ ნორმების საფუძველზე]

 

1.6.6. „შედავება’’ ანდერძისნამდვილობაზე’’

 

·        ანდერძის  „ნამდვილობა’’ შეიძლება „სადავო’’ გახადონ და სასამართლოში სარჩელი შეიტანონ  ა)„კანონით მემკვიდრეებმა’’ და ბ)„სხვა დაინტერესებულმა პირებმა’’

·        სარჩელის „საფუძველი’’ უნდა იყოს ისეთი „კონკრეტული გარემოება’’,რომელიც „კანონის’’ შესაბამისად  შედეგად’’ იწვევს  გარიგების ბათილობას’’[იხ.“გარიგებები’’]

·        „მოსარჩელეთა’’ წრე განსაზღვრული არ არის

·        „ნებისმიერ’’  „დაინტერესებულ პირს’’ შეუძლია სარჩელით მიმართოს სასამართლოს და იდავოს ანდერძის „ნამდვილობის ‘’ თაობაზე

 

                       მუხლი 1408. შედავება ანდერძის ნამდვილობაზე

 +

ანდერძის ნამდვილობა შეიძლება სადავო გახადონ კანონით მემკვიდრეებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა იმ გარემოებათა გამო, რომლებიც გარიგების ბათილობას’’ იწვევენ.

 

1.6.7. სარჩელისანდერძის ბათილობის შესახებ’’  წარდგენის-  ვადა

 

·        სარჩელი „ანდერძის ბათილობის შესახებ’’ სასამართლოში წარდგენილ უნდა იქნეს ორი წლის განმავლობაში, რაც აითვლება სამკვიდროს გახსნის დღიდან.

·        „ხანდაზმულობის’’  ეს „სპეციალური ვადა’’ არ ვრცელდება „იმ მესაკუთრის სარჩელზე,რომლის „ქონება’’ მაკვიდრებელმა  „არასწორად უანდერძა’’ თავის მემკვიდრეს[რადგან ეს ქონება თავისი ეგონა]

·        ასეთ შემთხვევასი „ნამდვილ მესაკუთრეს’’ უფლება აქვს თავისი ქონების მიმართ „საკუტრების უფლების აღიარების შესახებ’’ სარჩელი   წარადგინოს სასამართლოში

·        ამასთან,არა  ამ „ორწლიან [შემცირებულ] ვადაში’’ ,არამედ უფრო ხანგრძლივ „ხანდაზმულობის’’ „საერთო ვადაში’’

 

                     მუხლი 1409. სარჩელის წარდგენის ვადა

 +

1. სარჩელი ანდერძის ბათილობის შესახებ’’ წარდგენილ უნდა იქნეს ორი წლის განმავლობაში, რაც გამოითვლება სამკვიდროს გახსნის დღიდან.

2. [ეს]ხანდაზმულობის ეს ვადა არ ვრცელდება მესაკუთრის სარჩელზე, როცა მოანდერძემ მემკვიდრეს არასწორად უანდერძა სხვისი ქონება’’, როგორც თავისი.

 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები