„მეურვეობის“,“მზრუნველობისა“ და „მხარდაჭერის“- ცნება და მნიშვნელობა
სარჩევი:
1. „მეურვეობის,მზრუნველობის და მხარდაჭერის’’ ინსტიტუტი
1.1 „მეურვეობის’’,“მზრუნველობის’’ და „მხარდაჭერის’’ -ცნებები[სკ-ის 1275-ე მუხლი]
ბ)“სრულწლოვანი პირისთვის’’ „მეურვწობის’’
ან „მზრუნველობის“
დასაწესება[სკ-ის 1275-ე მუ.მე-2 ნაწილი]
1.2 „მეურვეობა’’ [სკ-ის 1276-ე მუხლი]
1.3.“მზრუნველობა’’[სკ-ის 1277-ე მუხლი]
ა) „შვიდიდან თვრამეტ წლამდე’’ ასაკის „არასრულწლოვანი’’ პირები,რომლებსაც ენიშნებათ „მზრუნველობა’’
ბ)„სრულწლოვანი პირები’’, რომლებსაც „ჯანმრთელობის მდგომარეობის ‘’ გამო ენიშნებათ „მზრუნველობა ‘’
1.4. „მხარდაჭერა’’[სკ-ის 12771-ე მუხლი]
1.
„მეურვეობის,მზრუნველობის და მხარდაჭერის’’ ინსტიტუტი
·
„მეურვეობა’’,“მზრუნველობა’’და „მხარდაჭერა’’ არაერთგვაროვანი შინაარსის[ანუ
სხვადასხვა შინაარსის] ცნებებია
·
მათი ერთობა ქმნის“საჯარო სამარტლის’’ სპეციფიკურ ინსტიტუტს-„მეურვეობას’’,“მზრუნველობას’’და „მხარდაჭერას’’ [სკ-ის 1275-1305 -მუხლები]
ხ
·
„მეურვეობის“,“მზრუნველობისა“
და „მხარდაჭერის“-ინსტიტუტის მეშვეობით ხდება „ასაკობრივი’’,“ფიზიკური’’ თუ“გონებრივი’’
შეზღუდულობის დაძლევა და „სამართლებრივ ურთიერთობებში“ ა)„ქმედუუნარო’’,ბ),„შეზღუდულქმედუნარიან’’
და გ)“ფსიქოსოციალური მხარდაჭერის საჭიროების
მქონე ‘’ „ფიზიკურ პირთა’’
სრულფასოვანი ჩართვა.
ხ
·
„მეურვეობა’’,“მზრუნველობა’’და
„მხარდაჭერა’’
–„სამოქალაქო სამართლებრივი’’,კერძოდ,“საოჯახო-სამარტლებრივი’’
ინსტიტუტია.
ხ
·
„მეურვეობის,მზრუნველობის და
მხარდაჭერის’’ ინსტიტუტის ძირითადი დანიშნულება იმ პირთა „პირადი’’ და „ქონებრივი’’ უფლებების დაცვაა,რომლებიც „ობიექტური მიზეზების’’ გამო მოკლებულნი არიან შესაძლებლობას „დამოუკიდებლად
განახორციელონ თავიანთი უფლებები და შეასრულონ
სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულებები[საზეპიროდ]
ხ
1.1
„მეურვეობის’’,“მზრუნველობის’’ და „მხარდაჭერის’’ -ცნებები[სკ-ის 1275-ე მუხლი]
ა)“მეურვეობა’’ ან „მზრუნველობა“ “მშობლის მზრუნველობის გარეშე დარჩენილ ბავშვზე’’[1275-ე მუხლი 1-ლი ნაწილი]
·
1275-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით,“მეურვეობა’’ ან
მზრუნველობა’’ უწესდება არასრულწლოვან ბავშვს,
რომელიც მშობლის მზრუნველობის გარეშე დარჩა:
a. მშობლების გარდაცვალების გამო,
b. მშობლების გარდაცვლილად აღიარების
გამო,
c. მშობლებისათვის მშობლის უფლების
ჩამორთმევის გამო,
d. მშობლებისათვის მშობლის უფლების
შეჩერების გამო
e. მშობლებისათვის მშობლის უფლების
შეზღუდვის გამო
f. მშობლების უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების გამო
g. ან ამ ბავშვის მიტოვებულად აღიარების გამო
·
„მეურვეობა’’ და მზრუნველობა’’
მშობლის მზრუნველობის გარეშე
დარჩენილ ბავშვებს[არასრულწლოვნებს]
უწესდებათ : ა) მათი „აღზრდის’’
და ბ)მათი
„ქონებრივი ინტერესების’’ დაცვის მიზნით[!]
მუხლი 1275. მეურვეობის, მზრუნველობისა და მხარდაჭერის ცნებები
+
1. არასრულწლოვან ბავშვს, რომელიც მშობლის მზრუნველობის გარეშე დარჩა მშობლების გარდაცვალების, გარდაცვლილად აღიარების, მშობლებისათვის მშობლის უფლების ჩამორთმევის, შეჩერების ან შეზღუდვის, მათი უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან ბავშვის მიტოვებულად აღიარების გამო, უწესდება მეურვეობა და მზრუნველობა აღსაზრდელად, პირადი და ქონებრივი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად.
·
ყურადღება: „მეურვეობა’’ ან“
მზრუნველობის’’ დასაწესებლად „ბავშვი’’ სრულად უნდა იყოს მოკლებული
მშობლების ზრუნვას
·
თუ ერთ მშობელთან მაინც შენარჩუნებული აქვს „საოჯახო -სამარტლებრივი ურთიერთობა’’ ,მას
არ უნდა დაუწესდეს „მეურვეობა’’ ან „მზრუნველობა’’,რადგან
იგულისხმება,რომ „ერთ მშობელსაც’’ შეუძლია მისი „აღზრდა’’ და მისი „ქონებრივი უფლებების და ინტერესების დაცვა’’
ხ
·
დაიმახსოვრე: „აღზრდის ’’ და „ქონებრივი უფლებების
და ინტერესების დაცვის’’ ფუნქციებით
„მეურვეობა’’ ან “ მზრუნველობა’’ ენაცლება[ანაცვლებს ] „ბავშვის მშობლებს’’
ხ
ბ)“სრულწლოვანი პირისთვის’’ „მეურვწობის’’ ან „მზრუნველობის“ დასაწესება[სკ-ის 1275-ე მუ.მე-2 ნაწილი]
·
„მეურვეობა
და მზრუნველობა“ წესდება აგრეთვე იმ „სრულწლოვნის“ „პირადი“
და „ქონებრივი’’ უფლებებისა
და ინტერესების დასაცავად, რომელსაც „ჯანმრთელობის
მდგომარეობის“ გამო არ
შეუძლია დამოუკიდებლად განახორციელოს „თავისი უფლებები“
და შეასრულოს „თავისი მოვალეობები“.[1275-ე მუხ. მე-2- ნაწილი]
ხ
·
როგორც ცნობილია,“საოჯახო-სამართლებრივი’’ ურთიერთობა მშობლებსა და შვილებს
შორის ამ უკანასკნელთა სრულწლოვანების შემდეგ
წყდება.
·
თუმცა,გამონაკლის შემთხვევებში ,სახეშეცვლილი და უმეტეასად შეზღუდული სახით
იგი შეიძლება გაგრძელდეს „შემდგომ პერიოდშიც’’
·
ძირითადად კი,“სრულწლოვანი პირი’’ საკუთარი თავის ამარა რჩება ცხოვრებაში.
·
ამიტომ,“სრულწლოვანი პირისთვის’’
„მზრუნველობის დასაწესებლად’’ შეიძლება მხოლოდ „ერთი საფუძველი’’ არსებობდეს- ესაა მისი „ჯანმრთელობის გაუარესაბა’’ იმ მდგომარეობამდე,როცა
უკვე აღარ შეუძლია „დამოუკიდებლად დაიცვას’’ „საკუთარი ინტერესები’’
·
ასეთი „საფუძველია’’ მაგ.“მხედველობის ან სმენის სრულად დაკარგვა’’,“მოძრაობის შეუძლებლობა’’,“ჭკუასუსტობა’’[დემენცია,სკლეროზი]
და სხვა
·
მგავს შემთხვევებში,“მზრუნველობის’’ დაწესება ერთ მიზანს ემსახურება. ეს მიზანია-„მზრუნველობაში
მყოფი სრულწლოვანი პირის პირადი და ქონებრივი უფლებების და ინტერესების დაცვა’’
მუხლი 1275. მეურვეობის, მზრუნველობისა და
მხარდაჭერის ცნებები
+
2. მეურვეობა და მზრუნველობა წესდება აგრეთვე იმ სრულწლოვნის პირადი და ქონებრივი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია დამოუკიდებლად განახორციელოს თავისი უფლებები და შეასრულოს თავისი მოვალეობები.
ხ
·
როგორც დავინახეთ,„მეურვეობის’’ და „მზრუნველობის’’ იმსტიტუტს „არასრულწლოვამ’’
და „სრულწლოვან’’პირთა მიმართ განსხვავებული „მიზნები’’
და „ამოცანები’’ გააჩნიათ.[იხ. ზემოთ]
ხ
·
„მეურვების’’ და „მზრუნველობის’’
ცნებების შინაარსიც განსხვავებულია.
ხ
·
როგორც“არასრულწლოვნები’’ ,ისე „სრულწლოვნები შეიძლება იყვნენ „ქმედუუნარონი’’
,ან „შეზღუდულქმედუნარიანები’’
·
სწორედ იმის მიხედვით,თუ ვისი „უფლება’’ უნდა იქნეს დაცული „ქმედუუნაროსი’’ ,თუ „შეზღუდულქმედუნარიანის’’-
წესდება „მეურვეობა’’ ან „მზრუნველობა’’
·
„მზრუნველობა’’ შეიძლება დაუწედეს
„ქმედუნარიან ‘’ პირსაც
1.2
„მეურვეობა’’ [სკ-ის 1276-ე მუხლი]
·
დაიმახსოვრე: „მეურვეობა’’ წესდება „ქმედუუნარო ‘’ პირების მიმართ[!]
·
ასეთია: მცირეწლოვანი ბავშვი,რომელსაც
არ მიუღწევია შვიდი წლის
ასაკისთვის[!]
·
ბუნებრივია,მას არ აქვს უფლება იყოს რაიმე „სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის
მონაწილე’’
·
ამიტომ,იგი ვერ დაიცავს იმ „პირად’’
და „ქონებრივ’’ უფლებებს და ინტერესებს,რომლებიც მას გააჩნია „უფლებაუნარიანობის’’ საფუძველზე.
·
მართალია,მისი „ფიზიკური და ფსიქიკური განვითარების დონე’’ არ იძლევა სამოქლაქო-სამართლებრივ
ურთიერთობებსი სრულად მონაწილეობის შესაძლებლობას,მაგრამ მიუხედავად ამისა,მას „მცირე საყოფაცხოვრებო ხასიათის ურთიერთობებში მონაწილეობის უფლება’’
მასაც გააჩნია.
·
მხოლოდ „სერიოზულ ურთიერთობებში’’
ენაცვლებიან მას „სხვა’’ პირები
ხ
·
„სერიოზულ ურთიერთობებში’’ „ქმედუუნარო
პირების’’ [7 წლამდე ბავშვების] ნაცვლად „იურიდიული ხასიათის’’ ქმედებებს მათი „ინტერესებიდან’’ გამომდინარე,ასრულებენ-მათი „მეურვეები’’
ხ
·
„ქმედუუნარო პირები’’,რომლებსაც უწესდებათ „მეურვეობა’’,კვლავაც რჩებიან
“საოჯახო’’ „სხვა სახის’’ „ სამოქალაქო-სამართლებრივ
ურთიერთობათა’’- სუბიექტებად[!]
„მეურვეობა’’ წესდება ბავშვზე, რომელსაც
7 წლის ასაკისთვის არ მიუღწევია.
ხ
1.3.“მზრუნველობა’’[სკ-ის 1277-ე მუხლი]
·
დაიმახსოვრე: „მზრუნველობა’’ უწესდებათ: ისეთ პირებს,რომლებსაც „ქმედუნარიანობა’’ ან ა)სრულად არ გააჩნიათ
[ასაკის გამო],ან ბ)გააჩნიათ
,მაგრამ არ აქვთ მისი რეალიზაციის სრული შესაძლებლობა[„ჯანმრთელობის
მდგომარეობის’’ ან „სასამართლო გადაწყვეტილების“ ძალით[!]
·
განვიხილოთ 1277-ე მუხლით გათვალისწინებული
ეს შემთხვევები ცალ-ცალკე
ხ
ა) „შვიდიდან თვრამეტ წლამდე’’ ასაკის „არასრულწლოვანი’’ პირები,რომლებსაც ენიშნებათ „მზრუნველობა’’
·
მათ რიგს,უპირველეს ყოვლისა,მიეკუთვნება „შვიდიდან
თვრამეტ წლამდე’’ ასაკის „არასრულწლოვანი’’
პირები
·
სამოქალაქო კანონმდებლობის მიხედვით ასეთი პირები“შეზღუდულქმედუნარიანები’’ ეწოდებათ[!]
·
ყურადღება: „შვიდიდან თვრამეტ
წლამდე პირი’’ უთანაბრდება“სრულწლოვან შეზღუდულქმედუნარიანს’’
·
„მზრუნველობა’’ წესდება „შვიდიდან
თვრამეტ წლამდე პირების’’ „სწორად აღზრდის’’ და „პირადი და ქონებრივი ინტერესების დაცვის’’- მიზნით[!]
·
მართალია,“აღზრდის’’ შინაარსი
ამ ასაკში სულ სხვაა,ვიდრე შვიდ წლამდე ასაკის
ბავშვისა,რომელსაც „მეურვეობა’’ უწესდება,მაგრამ ეს „აღზრდაში სხვაობა’’ არ არის
„იურიდიული მნიშვნელობის’’
·
მთავარია არა „აღზრდაში სხვაობა’’ არამედ სხვაობა „მეურვის’’ და „მზრუნველის’’
„სამართლებრივ მდომარეობაში’’[ანუ მათ „უფლება -მოვალეობებში“]
·
„მეურვისგან’’ განსხვავებით
,“მზრუნველი’’ არა მარტო თვითონ ასრულებს
„იურიდიულ მოქმედებებს’’[მაგ დებს გარიგებებს] „მზრუნველობაში მყოფი პირის’’ „უფლებების და ინტერესების
დასაცავად’’,არამედ „ზედამხედველობს’’ და „ნებას რთავს’’
„მზრუნველობაში მყოფი პირს’’ ასეთი „იურიდიული მოქმედებების’’ შესრულებაზე
·
„შვიდიდან თვრამეტ წლამდე’’ ასაკის პირს „დამოუკიდებლად შეუძლია მონაწილეობა მიიღოს’’ მხოლოდ „წვრილმან’’ ყოფით გარიგებებში[!]
ხ
ბ)„სრულწლოვანი პირები’’, რომლებსაც „ჯანმრთელობის მდგომარეობის ‘’ გამო ენიშნებათ „მზრუნველობა ‘’
·
„მზრუნველობა’’ შეიძლება დაწესდეს აგრეთვე „სრულწლოვანი პირის’’ მიმართ,თუ მას თავისი „ჯანმრთელობის მდგომარეობის’’
გამო არ შეუძლია „დამოუკიდებლად განახორციელოს’’ თავისი „უფლებები და შეასრულოს მასზე
დაკისრებული „მოვალეობები’’
·
„ჯანმრტელობის მდგომარეობაში’’ იგულისხმება: ა) „ფიზიკური
ტრამვა’’,ბ)მოწამვლა[ინტოქსიკაცია] ,გ)ხანგრძლივი წოლითი რეჟიმი და ა.შ.
·
ასეთ დროს,“მზრუნველობის’’ დაწესების
საფუძველია ასეთი „სრულწლოვანი პირის’’
„თხოვნა’’
·
ამასთან,ამ დროს,მისი “ჯანმრთელობის მდგომარეობა’’,ისეთი მძიმე არ არის,რომ
მან საერთოდ „ვერ შეასრულოს’’ „იურიდიული მნიშვნელობის’’ მქონე ქმედებები.
·
მას ამ დროს სჭირდება „დამხმარე’’,“მრჩეველი’’,რომელიც
კი არ შეცვლის მას სამართლებრივ ურთიერთობებში,არამედ ხელს შეუწყობს „უფლებების’’ და
„მოვალეობების’’ რეალიზაციაში,წინააღმდეგ შემთხვევაში მას დასჭირდებოდა არა
„მზრუნველი’’,არამედ „მეურვე’’
·
„მზრუნველობის’’ ძირითადი ფუნქცია
ასეთ დროს არის“მზრუნველობაში მყოფი სრულწლოვანი პირების’’ „ინტერესების დაცვისთვის
ხელის შეწყობა’’
·
„მზრუნველის თანხმობა’’ „სრულწლოვანი
პირის’’ მიერ დადებული გარიგებების შემთხვევაში- საჭირო არ არის[!]
ხ
გ) „სრულწლოვანი პირები’’, რომლებიც „სასამართლოს მიერ არიან აღიარებული „შეზღუდულქმედუნარიანებად’’ და ენიშნებათ „მზრუნველობა’’
·
„მზრუნველობა’’ წესდება იმ „სრულწლოვანი პირების’’ მიმართაც,რომლებიც „სასამართლოს მიერ არიან აღიარებული „შეზღუდულქმედუნარიანებად’’
·
სამოქალაქო კოდექსის მიხედვით“შეზღუდულქმედუნარიანად’’ სასამართლომ შეიძლება
ცნოს პირი,რომელიც“ბოროტად იყენებს ალკოჰოლს ან ნარკოტიკულ
ნივთიერებებს’’ და ამის გამო თავის ოჯახს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში აყენებს.
·
ამიტომ,მართალია ასეთი პირი „უფლებამოსილია’’ დადოს „ქონების განკარგვასთან’’
დაკავშირებული გარიგებები,აგრეთვე „განკარგოს’’: თავისი ხელფასი,პენსია ან „სხვა სახის
შემოსავალი“,მაგრამ „ყველა შემთხვევაში’’
საჭირო იქნება „მზრუნველის’’
„თანხმობა“
·
რაც შეეეხება“წვრილმან ყოფით გარიგებებს’’,მათი დადება „სრულწლოვანი პირებს’’
რომლებიც „სასამართლოს მიერ არიან აღიარებული „შეზღუდულქმედუნარიანებად’’’, დამოუკიდებლად
შეუძლიათ
+
1. მზრუნველობა წესდება ა)არასრულწლოვანზე შვიდი წლის ასაკიდან თვრამეტ წლამდე. მზრუნველობა წესდება აგრეთვე ბ)სრულწლოვან ქმედუნარიან პირზე მისი თხოვნით, თუ მას თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია დამოუკიდებლად განახორციელოს თავისი უფლებები და შეასრულოს თავისი მოვალეობანი.
2. შესაბამისად გამოიყენება მე-16 მუხლი.
მუხლი 16. ქმედუნარიანობის შეზღუდვა ალკოჰოლის ან ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენების გამო
1. სასამართლოს მიერ მზრუნველობა შეიძლება დაუწესდეს სრულწლოვან პირს, რომელიც ბოროტად იყენებს ალკოჰოლს ან ნარკოტიკულ ნივთიერებებს და ამის გამო თავის ოჯახს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში აყენებს. იგი უფლებამოსილია დადოს ქონების განკარგვის გარიგება, აგრეთვე განკარგოს ხელფასი, პენსია ან სხვა სახის შემოსავალი მხოლოდ მზრუნველის თანხმობით, გარდა წვრილმანი ყოფითი გარიგებების დადებისა.
2. ქმედუნარიანობის სრულად აღდგენა იწვევს მზრუნველობის გაუქმებას.
ხ
1.4. „მხარდაჭერა’’[სკ-ის 12771-ე მუხლი]
·
არცთუ ისე დიდი ხნის წინ არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი“სამოქალაქო კანონმდებლობის’’
ნორმები,რომლებშიც“სულით ავადმყოფის’’ და ან“ჭკუასუსტის’’ შინაარსი ითვალისწინებდა ასეთი პირების „ქმედუუნაროდ’’ მიჩნევას მათი
„ინდივიდუალური გონებრივი შესაძლებლობების გათვალისწინების გარეშე’’
·
შესაბამისი ცვლილებები შევიდა „სამოქალაქო კოდექსში’’და
ამჟამად“ქმედუნარიანად’’ ითვლება“ფსიქოსოციალური დახმარების საჭიროების მქონე’’ ყველა პირი,რომლებსაც „ აქვთ “მყარი ფსიქიკური და გონებრივ-ინტელექტუალური დარღვევები’’,რომელთა „სხვადსხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ’’
შესაძლოა ხელი შეუსალოს „საზოგადოებრივ ცხოვრებაში’’ მათ „სრულ და ეფექტიან’’ მონაწილეობას’’
·
ასეთი ცხოვრებისეული „დაბრკოლებები’’ სათანადო „რჩევების’’ და „დახმარების’’ გარეშე
მნიშვნელოვნად ართულებს “ფსიქოსოციალური დახმარების საჭიროების მქონე’’
პირის
მიერ “საკუთარი ნების’’ „თავისუფლად გამოხატვას’’
და „გააზრებული არჩევანის“ გაკეთებას.
ხ
·
ფსიქოსოციალური დახმარების საჭიროების
მქონედ’’ შეიძლება ჩაითვალოს არა მარტო „სრულწლოვანი პირი’’ ,არამედ „7-დან
18 წლამდე არასრულწლოვანიც’’
ხ
·
ყურადღება: „ფსიქოსოციალური დახმარების
საჭიროების მქონე’’პირებს სასამართლოს მიერ უწესდება „მხარდაჭერა’’
·
„მხარდაჭერის მიმღებს’’[ ანუ „ფსიქოსოციალური
დახმარების საჭიროების მქონე’’პირს ,რომელსაც სასამართლოს მიერ დაუწესადა „მხარდაჭერა’’ ] სასანართლოს მიერ ენიშნება
„მხარდამჭერი’’
·
„მხარდამჭერი’’ ვალდებულია „მხარდაჭერის მიმღებს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ფარგლებში მიაწოდოს „რჩევები“ და გაუწიოს „დახმარება’’
+
„მხარდაჭერის მიმღებს“ ენიშნება „მხარდამჭერი“.
Комментарии
Отправить комментарий