„დროებითი განჩინება’’ „ინდაქტის გამოცემის’ ან „ქმედების განხორციელების“ შესახებ

 

     

     

სარჩევი:

1.1.სასკ-ის 31 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის დებულებები. 1

1,2.  ინდაქტის გამოცემისანქმედების განხორციელებისშესახებდროებითი განჩინების’’ მიღების მოთხოვნით შეტანილი  ’’ განცხადების’’[შუამდგომლობის]    დასაშვებობის’’ პირობები და მათი შემოწმება. 1

) მოწმდებაძირითადი სარჩელის სახე 2

[ „განცხადების’’დასაშვებობის 1-ლი წინაპირობა] 2

) მოწმდება  შედეგი’’ რომლის მიღწევასაც ცდილობს განმცხადებელი. 2

[ „განცხადების’’დასაშვებობის მე-2  წინაპირობა] 2

)   მოწმდება   მიმართა თუ  არა  განმცხადებელმა’’   ჯერ ადმინისტრაციულ ორგანოს? 3

[ „განცხადების’’[შუამდგომლობის] სასამართლოში  დასაშვებობის მე-3  წინაპირობა] 3

)   მოთხოვნები რომლებიც წაეყენება  უშუალოდგანცხადებას’’ 3

[შუამდგომლობას] „დროებითი განჩინებისგამოცემის შესახებ. 3

[ „განცხადების’’ დასაშვებობის მე-4  წინაპირობა] 3

) „დროებითი განჩინების მიმართ’’ განმცხადებლის. 4

უფლებადამცავი ინტერესის’’   შემოწმება. 4

[ „განცხადების’’ დასაშვებობის მე-5  წინაპირობა] 4

)განცხადების მიღების და განხილვის ვადა. 6

[ „განცხადების’’ დასაშვებობის მე-6  წინაპირობა] 6

2. „დროებითი’’ განჩინების გამოცემასთან დაკავშირებით შემოსულიგანცხადების’’-დასაბუთებულობა’’ 6

)“არსებული მდგომარეობის შესანარჩუნებლად’’ 6

)“სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წინასწარ მოწესრიგების მიზნით’’ 7

2.1. განჩინება: „დროებითი განჩინების’’ გამოცემის შესახებ’’[!] ანდროებითი განჩინების’’ გამოცემაზეუარის თქმის’’ შესახებ[!] 7

3.“დროებითი განჩინებით’’ გამოწვეული ზიანის ანაზრაურება. 8

 

 

1.1.სასკ-ის 31 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის დებულებები

 

·         განცხადების’’ [ანუ შუამდგომლობის’’] საფუძველზე სასამართლოსძირითადი  სარჩელის აღძვრამდე“ [!] შეუძლია „დავის საგანთან დაკავშირებით’’[ანუ „სადავო  სამართალურთიერთობასთთან დაკავშირებით]  მიიღოს „დროებითი განჩინება“ [„ინდაქტის გამოცემის’’ ან „ქმედების განხორციელების“ შესახებ], როდესაც არსებობს საშიშროება, რომ „არსებული მდგომარეობის შეცვლით“ „ხელი შეეშლება’’ განმცხადებლის უფლების’  რეალიზაციას ან ამ უფლების რეალიზაცია  მნიშვნელოვნად გართულდება. [სასკ-ის 31-ე მუხ. 1-ლი ნაწ. 1-ლი წინადადება]

·        სასამართლოს „დროებითი განჩინების“ [„ინდაქტის გამოცემის“ ან „ქმედების განხორციელების“ შესახებ დროებითი განჩინების ]გამოყენება დასაშვებია ასევე „სადავო სამართლებრივი ურთიერთობის’’ წინასწარი მოწესრიგებისათვის“, თუ ეს „წინასწარი მოწესრიგება’’ აუცილებელი  განმცხადებლისთვის „მნიშვნელოვანი ზიანის“, „არსებული საფრთხის“ ან „სხვა საფუძვლების“ გამო.[სასკ-ის 31-ე მუხ. 1-ლი ნაწ. მე-2 წინადადება]

·        სასკ-ის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის ანალიზი კი  ცხადყოფს,რომ“დროებითი განჩინების’’ მიღება შესაძლებელია სარჩელის აღძვრის შემდგომაც[!]


დროებით განჩინებას ‘’ [„ინდაქტის გამოცემის“ ან „ქმედების განხორციელების“ შესახებ]იღებს საქმის განმხილველი სასამართლო. ასეთ სასამართლოს წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლო, ხოლო როდესაც დავა იხილება სააპელაციო ინსტანციაში – სააპელაციო სასამართლო.

1,2.  ინდაქტის გამოცემისანქმედების განხორციელებისშესახებდროებითი განჩინების’’ მიღების მოთხოვნით შეტანილი  ’’ განცხადების’’[შუამდგომლობის]    დასაშვებობის’’ პირობები და მათი შემოწმება

 

                  ) მოწმდებაძირითადი სარჩელის სახე

               [ „განცხადების’’დასაშვებობის 1-ლი წინაპირობა]

 

·        “დროებითი განჩინების’’ მიღების მოთხოვნით შეტანილი  „განცხადების’’  დასაშვებობის შემოწმებისას, პირველ რიგში  მოწმდება „უფლების დაცვის’’ ძირითადი საშუალების - „სარჩელის’’  „ სახე’’

·        თუ  მოსრჩელეს შეუძლია აღძრას სარჩელი „ინდაქტის ბათილად გამოცხადების ან ძალადაკარგულად გამოცხადების’’ მოთხოვნით [ანუ სასკ-ის 22-ე მუხლის სარჩელი],მაშინ „დაუშვებელია’„უფლების დაცვის იმ დროებითი საშუალების გამოყენება,რომელიც გათვალისწინებულია 31-ე მუხლით’’[ანუ  დაუშვებელია „ინდაქტის გამოცემის’’ ან „ქმედების განხორციელების შესახებ“  „დროებითი განჩინების’’გამოყენება ]

·        ეს იმიტომ,რომ სარჩელი სასკ-ის 22-ე მუხლის საფუძველზე,ავტომატურად აჩერებს „გასაჩივრებული ინდაქტის’’ მოქმედებას

·        ასე რომ, „დაინტერესებული მხარის’’ უფლება „განცხადებით’’ მოითხოვოს სასამართლოსგან  31-ე მუხლიტ გათვალისწინებული „დროებითი განჩინების’’ მიღება გამომდინარეობს  მხოლოდ და მხოლოდ  მისი უფლებიდან აღძრას სარჩელი   ა)“ინდაქტის გამოცემის’’  მოთხოვნით[23-ე ნუხლის სარჩელი] ან ბ)“ქმედების განხორციელების’’ მოთხოვნით.[24-ე მუხლის სარჩელი]

·        ამრიგად, „ინდაქტის გამოცემის“ ან „ქმედების განხორციელების“ შესახებ“დროებითი განჩინების’’ მიღების მოთხოვნით შეტანილი  „განცხადება’’ [შუამდგომლობა’’]  დასაშვებია მხოლოდ მაშინ [!] როცა „უფლების დაცვის’’ ძირითადი საშუალების - ანუ ძირითადი „სარჩელის’’  „ სახე’’ არის ან 23-ე მუხლის სარჩელი[„ინდაქტის გამოცემის’’ მოთხოვნით ან 24-ე მუხლის სარჩელი[„ქმედების განხორციელების’’ მოთხოვნით]

 

) მოწმდება  შედეგი’’ რომლის მიღწევასაც ცდილობს განმცხადებელი

         [ „განცხადების’’დასაშვებობის მე-2  წინაპირობა]

 

·        მას შემდეგ,რაც შემოწმების შემდეგ გაირკვევა  განცხადების’’[შუამდგომლობის]  დასაშვებობის საკითხი,აუცილებელია,სასკ-ის 31-ე მუხლის ტექსტის თანახმად და იმ თანმიმდევრობით,როგორც ეს იქ არის მოცემული,გაირკვეს,თუ რისი მიღწევა სურს მოსარჩელეს  “დროებითი განჩინების’’ მიღებით:

 

a.       „არსებული მდგომარეობის შენარჩუნება’[სასკ-ის 31-ე მუხ. 1-ლი ნაწ. 1-ლი წინადადება]

თუ

b.      „სადავო სამართლებრივი მდგომარეობის  წინასწარი მოწესრიგება’’.[სასკ-ის 31-ე მუხ. 1-ლი ნაწ. მე-2 წინადადება]

 

·        განცხადების[ანუ შუამდგომლობის]  „დასაშვებად’’ სახეზე უნდა იყოს ერთ-ერთი  მიზანი ამ ორიდან

 

 

)   მოწმდება   მიმართა თუ  არა  განმცხადებელმა’’   ჯერ ადმინისტრაციულ ორგანოს?

  [ „განცხადების’’[შუამდგომლობის] სასამართლოში  დასაშვებობის მე-3  წინაპირობა]

 

·        განცხადების „დასაშვებობის’’ აუცილებელი წინაპირობა არ არის ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მაინც და მაინც “მოქმედების’’ განხორციელება

·        განცხადება „დროებითი განჩინების’’ გამოცემის მოთხოვნით „დაიშვება’’,როცა მოთხოვნილია „ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან „უმოქმედობაც’

·        აუცილებელია მხოლოდ[!]  თავდაპირველად „განცხადების შეტანა’’ თავად „ადმინისტრაციულ ორგანოში’’

·        დაიმახსოვრე: მხოლოდ“ადმინისტრაციულ ორგანოში’’  „მოთხოვნის’’[ ადმინისტრაციული ორგანოს  „მოქმედების’’ ან „უმოქმედობის’’  შესახებ]  დაყენების შემდეგ’’ იხსნება გზა სასამართლოსკენ[!]

·        ყურადღება:

სასამართლოში განცხადების „დასაშვებობის’’ აუცილებელი წინაპირობა არ არის არც „დავის საგანზე’’ სასამართლოში  ძირითადი სარჩელის აღძვრა [ანუ  „უფლების დაცვის’’ ძირითადი საშუალება- „სარჩელი’’ შეიძლება ჯერ  აღძრულიც არ იყოს და ისე „დაისვას ‘’ სასამართლოში  „შუამდგომლობა’’ „დროებითი განჩინების’’ მიღების თაობაზე]

 

       )   მოთხოვნები რომლებიც წაეყენება  უშუალოდგანცხადებას’’   

               [შუამდგომლობას] დროებითი განჩინებისგამოცემის შესახებ

                       [ „განცხადების’’ დასაშვებობის მე-4  წინაპირობა]

 

·        მხარის შუამდგომლობა[ანუ განცხადება] „დროებითი განჩინების“ გამოცემის მოთხოვნით არის „დარღვეული’’ ან „სადავო“   „უფლების დაცვის“  საპროცესო საშუალება’’.

·        ამ „საპროცესო საშუალებით’’ [„დროებითი განჩინებით’’ ] შეუძლია ისარგებლოს პირმა,რომელსაც სურს „სუბიექტური უფლების“ სასამართლოს მეშვეობით დაცვა.

„დაუშვებელია’’ „როებითი გაჩინების’’ მოთხოვნა  „სხვისი უფლების’’ დასაცავად.

·        შუამდგომლობის[განცხადების] შემტანს  უნდა შეეძლოს“განცხადებაში’’  იმ „ საკუთარი უფლების მითითება ‘’,რომელიც უკვე „დარღვეულია’’ ან რომელსაც „ხელყოფა ემუქრება’’

·        „დავის საგანთან დაკავშირებით’’  „სარჩელის აღძვრამდე’’   „დროებითი განჩინების’’ მოთხოვნის  შემთხვევაში „განცხადებაში’[შუამდგოლობაში]ნათლად უნდა იყოს წარმოდგენილი[დასაბუთებული]  „ის საშიშროება’’,რომ  „არსებული მდგომარეობის შეცვლით’’ ხელი  შეეშლება „განმცხადებლის’’ „უფლების რეალიზაციას’’ ან  მისი  „უფლების რეალიზაცია მნიშვნელოვნად გართულდება’’

·        ხოლო როდესაც განმცხადებლის მიზანია „სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წინასწარი მოწესრიგება’’ მან ნათლად უნდა წარმოაჩინოს[დაასაბუთოს],რომ სადავო ურთიერთობის  „წინასწარი მოწესრიგება’’ აუცილებელია „მნიშვნელოვანი ზიანის’’ ან „არსებული საფრთხის’’ თავიდან ასაცილებლად

 

 

 

       ) „დროებითი განჩინების მიმართ’’ განმცხადებლის

            უფლებადამცავი ინტერესის’’   შემოწმება                    

                  [ „განცხადების’’ დასაშვებობის მე-5  წინაპირობა]

 

·        „განცხადებით’’[შუამდგომლობით] მოთხოვნილი „დროებითი განჩინება’’ უნდა იყოს განმცხადებლის „უფლების დაცვის’’  -„აუცილებელი საშუალება ‘’

 

·        „აუცილებლობასთან’’ არ გვაქვს საქმე,როდესაც:  ა) „განმცხადებელს’’ „სხვა’’  „უფრო იოლი ‘’ გზით შეუძლია „საკუთარი უფლებების დაცვა’’

ან ბ)როდესაც  „განცხადების’’ „უშედეგობა’’ ან   მისი განმცხადებლის მიერ  „განზრახ არამიზნობრივი გამოყენება“  თავიდანვე აშკარაა

·        განმცხადებლის „უფლებადამცავი ინტერესი’’ არ არსებობს როცა:

 

 განმცხადებლის მიერ  შუამდგომლობაში დასმული საკითხი  „ჯერ არც კი  გამხდარა ადმინისტრაციული ორგანოს განსჯის საგანი’’

 

მაგ.

„პირი’’  ითხოვს „მისი უფლების დროებით დაცვას’’  „ შენობის მოსალოდნელი პრივატიზაციის  შედეგების თავიდან საცილებლად’’

სინამდვილესი კი „შენობის პრივატიზაციის საკითხი ჯერ კიდევ არ გამხდარა ადმინისტრაციული ორგანოს მჯელობის საგან’’

ანუ „მოსალოდნელ საფრთხეზე’’ პირის „ვარაუდი’’ არ არის საკმარისი.[„დროებითი განჩინების’’  მისაღებად’]

„საფრთხე’’ უნდა იყოს რეალური[!][ეს დაიმახსოვრე]

          

·        ყურადღება: „ადმინისტრაციული ორგანოს’’[და არა პირის]  „უფლებადამცავი ინტერესი’’ არ არსებობს,როდესაც იგი  თვადც  უფლებამოსილია საკუთარი „გადადაწყვეტილებით’’ მოაწესრიგოს „სადავო სამართლებრივი ურთიერთობა’’ და თავიდან აიცილოს „მოსალოდნელი საშიშროება’’ ,ის კი  ამის ნაცვლად განცხადებით[შუამდგომლობით] მიმართავს სასამართლოს „დროებითი განჩინების’’ გამოცემის მოთხოვნით

 

მაგ. „ადმინისტრაციულ ორგანოს’’[მაგ. მერიას]  არ შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს „დროებითი განჩინებით’’ აკრძალოს  „მოსალოდნელი გაფიცვები’’,რომლსაც მიზნად ისახავენ  მისი უკმაყოფილო თანამშრომლები,არამედ თვითონ უმდა მოაწესრიგოს  „სადავო სამართლებრივი ურთიერთობა’’

          

·        „უფლებადამცავი ინტერესის’’ არსებობის გამომრიცხავი გარემოება შეიძლება იყოს,ასევე განმცხადებლის „დასახული მიზნის  მიუღწევლობა’’

·        ეს ის შემთხვევაა როდესაც  ა)„სადავო საკითხთან’’ დაკავშირებით  „უკვე მიღებულია და  კანონიერ ძალაშია  შესული სასამართლოს  გადაწყვეტილება’’,ან კიდევ, ბ)როდესაც“არსებული მდგომარეობის შეცვლა’’ შესაძლებელია „დროებითი განჩინების’’ მიღების  მიუხედავად ,ნებისმიერ დროს

 

·        „უფლებადამცავი ინტერესისის’’ არსებობის გამომრიცხავი გარემოების წარმოშობის საფუძველი შეიძლება იყოს თვით განმცხადებლის ქცევა.

·        როდესაცგანმცხადებელი საკუთარი უმოქმედობით“,როგორიცაა:

a.      „უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალებების’’ გამოყენების „საპროცესო ვადების’’ დაუცველობა

b.      ადმინისტრაციული წარმოების პროცესში „მტკიცებულებების’’ წარმოუდგელობა

c.      პროცესში მონაწილებისგან „თავის არიდება’’

       ზიანს აყენებს საკუთარ „სამართლებრივ მდგომარეობას“

 

       )განცხადების მიღების და განხილვის ვადა

              [ „განცხადების’’ დასაშვებობის მე-6  წინაპირობა]

 

·        „დროებითი განჩინების’’ გამოცემის მოთხოვნით  შეტანილი „განცხადების“ მიღების და განხილვის ვადების მიმართ მოქმედებს განსაკუთრებული წესები,კერძოდ,  არ გამოიყენება [!]:

 

a.      „სარჩელის მიღების ‘’ შესახებ განჩინების 5 დღიანი ვადა[სსსკ-ის 183-ე მუხლი]

b.      არც „გამწესრიგებელი სხდომის’’ ინსტიტუტი,რომელიც გათვალისწინებულია სასკ-ის 26 -ე მუხლით და ემსახურება“სარჩელის დასაშვებობის’’ საკითხის გარკვევას

·        „დროებითი განჩინების’’ გამოცემის შესახებ “განცხადების’’[შუამდგომლობის]  დაკმაყოფილება-არ დაკმაყოფილების საკითხს „გადაწყვეტს’’  „დავის საგანთან დაკავშირებული ძირითადი სარჩელის’’ [ანუ „სადავო ურთიერთობასთან დაკავშირებული ძირითადი სარჩელის’’] განმხილველი სასამართლო-„განცხადების შეტანის დღესვე’’[!]და მოპასუხისთვის შეუტყბინებლად [!]

ამ შემთხვევაში  ანალოგიით გამოიყენეება სსსკ-ის 193-ე მუხლი.

 

2. „დროებითი’’ განჩინების გამოცემასთან დაკავშირებით შემოსულიგანცხადების’’-„დასაბუთებულობა’’

 

·        „დროებითი’’ განჩინების გამოცემასთან დაკავშირებით შემოსული „განცხადების’’ „დასაშვებობის’’ შემოწმების შემდეგ სასამართლო „ზეპირი  მოსმენის გარეშე’’ ამოწმებს „განცხადების’’[შუამდგომლობის]  „დასაბუთბულობას’’

 )“არსებული მდგომარეობის შესანარჩუნებლად’’

 

·        „დავის საგანთან’’ დაკავშირებული „განცხადება’[სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე „არსებული მდგომარეობის შესანარჩუნებლად’’,“დროებითი განჩინების’მიღების მოთხოვნით] ჩაითვლება „დასაბუთებულად’’ [ანუ სასამართლო დააკმაყოფილებს განმცხადებლის „მოთხოვნას“]როდესაც დადგინდება,რომ :“არსებობს რეალური[!] საფრთხე ‘’არსებული მდგომარეობის შეცვლით’’  „ხელი შეეშალოს განმცხადებლის უფლებების რეალიზაციას  ან  მატი რეალიზაცია ნიშვნელოვნად[!] გართულდეს

·        ე.ი. „დროებითი განჩინება’’ „არსებული მდგომარეობის შენარჩუნებაზე’’ გამოიცემა სასამართლოს მიერ,მხოლოდ მაშინ როდესაც საქმე ეხება „განმცხადებლის ‘’  „უკვე არსებული „ფაქტობრივი’’ და სამართლებრივი’’ მდგომარეობის შენარჩუნებას’’

 

მაგ.

a.      ადმინისტრაციული ორგანოსთვის, “შენობის პრივატიზაციის აკრძალვა’’ ,დროებით [ანუ სასამრთლოს გადაწყვეტილებამდე] ,რაც „განმცხადებლის ინტერესებშია’’,რადგან  ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სენობის „პრივატიზაციით’’ კარგავს ბინაზე უფლებას  ამ შენობაში

b.      ადმინისტრაციული ორგანოსთვის  ,„კონკურსში გამარჯვებულის სამსახურში დანიშვნის აკრძალვა’’ ,დროებით[ანუ სასამრთლოს გადაწყვეტილებამდე] [რაც „განმცხადებლის ინტერესებსია’’,რადგან კარგავს სამუშაო ადგილს ]

c.      და სხვა.

 

)“სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წინასწარ მოწესრიგების მიზნით’’

 

·        „განცხადება’’ „დროებითი განჩინების’’ [“სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წინასწარ მოწესრიგების მიზნით’’] გამოცემის მოთხოვნით,“დასაბუთებულია’’, [ანუ სასამართლო დააკმაყოფილებს განმცხადებლის „მოთხოვნას“]როდესაც დადგინდება რომ:“ ეს „წინასწარი მოწესრიგება’’[რაც არის „ინდაქტის გამოცემა’’ ან „ქმედების განხორციელება’’] „აუცილებელია  განმცხადებლისტვის „მნიშვნელოვანი ზიანის’’ ან „არსებული საფრთხის’’  თავიდან ასაცილებლად;

 

მაგ.

a.      აუქციონზე,კონკურსზე,მისაღებ გამოცდებზე,ლექციებზე „განმცხადებლის’’  დროებით დაშვება სასამარტლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე

b.      ფულადი დახმარების,პენსიის ,სტიპენდიის განმცხადებელზე  გაცემები   სასამარტლოს გადაწყვეტილებამდე.

c.      და სხვა

 

 

2.1. განჩინება: დროებითი განჩინების’’ გამოცემის შესახებ’’[!] ან დროებითი განჩინების’’ გამოცემაზეუარის თქმის’’ შესახებ[!]

 

 

·        დაინტერესებული მხარის’„განცხადების’’[შუამდგომლობის’’] ა) „დასაშვებობის’’ და ბ)„დასაბუთებულობის’’ შემოწმების შემდეგ ,სასამართლოს გამოაქვს  განჩინება:

 „დროებითი განჩინების’’ გამოცემის შესახებ’’[!] ან „დროებითი განჩინების’’ გამოცემაზე „უარის თქმის’’ შესახებ[!]

 

·        ეს  განჩინება უნდა პასუხობდეს სსსკ-ის 285-ე მუხლის მოთხოვნებს

·        „დროებითი განჩინების’’ „გამოცემის’’ ან „გასმოცემაზე უარის’’ თქმის შესახებ გამოტანილ „განჩინებაზე’’ შეიძლება „კერძო საჩივრის’’ შეტანა[!][უკმაყოფილო „მხარის’’ მიერ]

 

 

3.“დროებითი განჩინებით’’ გამოწვეული ზიანის ანაზრაურება

 

 

·        თუ განმცხადებლის მოტხოვნილი და სასამართლოს გამოცემული „დროებითი განჩინება’’  „გაუმართლებელი გამოდგება’’,

იმის გამო ,რომ “დავის საგანთან დაკავშირებული ’ძირითადი „სარჩელი’’ „არ დაკმაყოფილდება’’  და ამით დადსტურდება ,რომ:“  მოსარჩელეს[განმცხადებელს]  თავიდანვე არ ჰქონდა  „მოთხოვნის’’  სამართლებრივი საფუძველი’’ ,მაშინ  მხარე ,რომლის „მოთხოვნითაც’’[შუამდგომლობითაც]  გამოიცა „გაუმართლებელი’’   “დროებითი განჩინება’’ , ვალდებულია[!], აუნაზღაუროს მე-2 მხარეს ის ზიანი[ზარალი] ,რომელიც მას „დროებითი განჩინების’’ გამოცემის შედეგად მიადგა.

·        აქედან გამომდინარე,ნათელია“განსხვავება’’ „უფლების დაცვის’’იმ „ დროებით საშუალებებს’’ შორის,რომლებიც განსაზღვრულია სასკ-ის 29-ე და 31-ე მუხლებით

·        როგორც ხედავ, „დროებითი განჩინების გამოცემის მოთხოვნა’’ გარკვეულ „რისკთან’’ არის დაკავშირებული[პროცესის წაგების შემთხვევაში ] ,რაც არ ახასიათებს სასკ-ის 29-ე მუხლით განსაზღვრულ „უფლების დაცვის დროებით საშუალებას’’- 22-ე მუხლის სარჩელის სუსპენსიირი ეფექტის სახით.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები