"საკასაციო საჩივარი'' -ადმინისტრაციულ წარმოებაში
1,1. „სააპელაციო’’ და „საკასაციო’’ საჩივრის- „დასაშვებობა’’[ სასკ-ის 34-ე მუხ.-1-ლი ნაწ]
1.2 საკასაციო საჩივრის წარმოებასი მიღების პირობები[სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილი]
1.3.საკასაციო საჩივრის „ობიექტი’’[„დავის საგანი’’]
1.3.საკასაციო საჩივრის „შეტანის უფლების მქონე სუბიექტები [სასკ-ის
34-ე მუხლის მე-2 ნაწილი]
1.4.“საკასაციო საჩივრის’’ შეტანის ვადა [სსსკ-ის 397-ე მუხლი]
1.5 “საკასაციო საჩივრის’’ „შინაარსი’’ და „საფუძვლები’’[სსსკ-ის 393-ე და 396-ე მუხლები]
1.6.“საქმის გადაგზავნა’’ სააპელაციო სასამართლოდან საკასაციო სასამართლოში[სსსკ-ის 398-ე მუხლი]
1.8. საკასაციო “პროცესის ‘’ ხარჯები[სსსკ 396-ე მუხლის მე-3 ნაწილი]
1.9.“საკასაციო გასაჩივრების’’ უფლებაზე ნათქვამი „წერილობითი
უარის’’- შედეგი[სსსკ 370-ე მუხლი] და
„შეგებებული საკასაციო საჩივარი’’[სსსკ 405-ე მუხლი]
2. „საკასაციო საჩივრის’’ „დასაშვებობის’’ საფუძვლები[სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი]
2.1.1. დასაშვებობის წინაპირობა- „სამართლის განვითარება’’
2.1.1. დასაშვებობის წინაპირობა- „ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბება’’
შესავალი:
·
„ადმინისტრაციული
საპროცესო კოდექსის’’ [სასკ-ი]
– 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად:
„თუ ამ კოდექსით
სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში
გამოიყენება „საქართველოს სამოქალაქო
საპროცესო კოდექსის“ [სსსკ-ის] დებულებანი. ‘’
მუხლი 1. კოდექსის მოქმედების სფერო
1. ეს[ადმინისტრაციული საპროცესო] კოდექსი განსაზღვრავს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესებს.
2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
·
მათ შორის, „ადმინისტრაციულ წარმოებაში’’
გამოიყენება „სამოქალაქო საპროცესო კოდექსის’’[სსსკ-ის] დებულებები-„საჩივრის’’ შეტანის შესახებ’’
·
ანუ „ადმინისტრაციულ საქმეზე’’
გამოტანილ ი „გადაწყვეტილებების’’ და „განჩინებების’’
გასაჩივრებას როგორც
“სააპელაციიო’’
,ისე „საკასაციო’’ წესით აწესრიგებს
„სამოქალაქო საპროცესო კოდექსის’’ შესაბამისად
მე-8 და მე-9 კარი ,ოღონდ იმ შეზღუდვეის
და თავისებურებების გათვალისწინებით,რაც დადგენილია „ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის’’ [სასკ-ის] – 34-ე მუხლით [ეს დაიმახსოვრე]
ხ
1,1. „სააპელაციო’’ და „საკასაციო’’ საჩივრის- „დასაშვებობა’’[ სასკ-ის 34-ე მუხ.-1-ლი ნაწ]
·
სასკ-ის 34-ე მუხლის 1-ლი ნაწილი „დასაშვებად’’ თვლის „ადმინისტრაციულ
დავებზე’’ „სააპელაციო’’ და „საკასაციო’’ საჩივრის შეტანას,“დავის საგნის’’ „ღირებულების’’
მიუხედავად [ეს დაიმახსოვრე]
ხ
·
„სამოქლაქო
დავებზე’’ „სააპელაციო საჩივარი’’ კი
„სააპელაციო საჩივრის’’
შეტანა „დასაშვებია’’ მხოლოდ იმ შემთხვევასი ,თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს [სსსკ-ის 365-ე მუხლი]
·
ხოლო ,„სამოქალაქო
დავებზე’’ „საკასაციო საჩივრის
ღირებულება’’ განისაზღვრება იმის მიხედვით,თუ“გასაჩივრებული გადაწყვეტილების’’
რა ზომით „შეცვლაზე“ შეაქვს „საკასაციო საჩივარი’’ მხარეს’’ .
თუ
ამ “ღირებულების ოდენობა’’ ეჭვს იწვევს,“საკასაციო საჩივრის ‘’ შემტანმა
პირმა ეს „ღირებულება’’ სარწმუნოდ უნდა დაამტკიცოს.[სსსკ-ის
391-ე მუხლის მე-3 ნაწილი]
ხხხხხხ
დაიმახსოვრე: სასკ--ის 34-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად“ „სამოქალაქო
საპროცესო კოდექსის ‘’[სსსკ--ის] არც 365-ე და არც 391-ე მუხლის მე-3 ნაწილის
ეს მოთხოვნები „ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში’’
არ გამოიყენება.
მუხლი 34. სააპელაციო
და
საკასაციო
საჩივრების
დასაშვებობა
1. სააპელაციო და საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში დასაშვებია,
მიუხედავად სარჩელის ფასისა. ამ შემთხვევაში[ადმინისტრაციულ
სამართალწარმოებაში ] არ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლისა და 391-ე მუხლის
მე-3 ნაწილის მოთხოვნები.
1.2
საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების პირობები[სსსკ-ის
391-ე მუხლის მე-5 ნაწილი]
·
სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად,საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ“ საკასაციო საჩივარი’’ დაიშვება [მიიღება] ,თუ „კასატორი’’ დაასაბუთებს,რომ :
ა) საქმე მოიცავს [ისეთ] სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს „მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება“ ან განჩინება „დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე“.
ხ
·
„სააპელაციო სასამართლოსგან ‘’ განსხვავებით,“საკასაციო სასამართლო’’
„გასაჩივრებული სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების’’ „სამარტლებრივ მხარეებს’’ განიხილავს და არ აწარმოებს
საქმის „არსებით განხილვას’’
·
თუ „სააპელაციო სასამართლოში’’ შეიძლება „ახალი ფაქტებისა’’ და „ახალი
მტკიცებულებების’’ წარდგენა,“საკასაციო სასამართლოში’’ ამის გაკეთება პრინციპულად დაუშვებელია[!]
·
„სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა’’ „საკასაციო
ინსტანციაში’’[უზენაეს სასამარტლოსი] გასაჩივრების პროცესუალური ინსტიტუტი რამდენიმე
„მიზანს ‘’ ისახავს:
a. „მხარის’’ ინტერესების დაცვა
b. ერთიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა
c. მსგავსი კატეგორიების საქმეებზე
ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბება.
ხ
1.3.საკასაციო საჩივრის „ობიექტი’’[„დავის საგანი’’]
·
„საკასაციო საჩივრის’’ „დავის საგანი’’[ობიექტი] შეიძლება იყოს მხოლოდ“სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შეუსვლელი
გადაწყვეტილება’’ [ასვე გასაჩივრების „ობიექტი ‘’ შეიძლება იყოს „სააპელაციო სასამართლოს’’ ცალკეული „განჩინებები’’
]
ხ
·
თუ კასატორი ასაჩივრებს „სააპელაციო სასამართლოს’’ ისეთ „აქტს’’,რომლის
საკასაციო წესით გასაჩივრებას არ ითვალისწინებს
კანონმებლობა „საკასაციო სასამართლო’’ არ დაუშვებს ასეთ „საკასაციო საჩივარს’’
·
საკასაციო საჩივარი შეიძლება შეტანილ იქნეს არა მხოლოდ „სააპელაციო სასამართლოს’’
„მთლიან გადაწყვეტილებაზე’’ ,არამედ „მის ნებისმიერ შემადგენელ ნაწილზე’’
·
ასეთი „საკასაციო საჩივრის’’ დაშვების შემთხვევაში,“სააპელაციო სასამარტლოს ‘’ „გადაწყვეტილების’’
აღსრულება“შეჩერდება’’ მხოლოდ იმ „ნაწილში’’,რომელიც „გასაჩივრებულია’’
1.3.საკასაციო საჩივრის „შეტანის უფლების მქონე სუბიექტები [სასკ-ის 34-ე მუხლის მე-2 ნაწილი]
·
„საკასაციო საჩივრის’’ შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში „საკასაციო სასამართლომ’
უნდა შეამოწმოს,დასაშვებია თუ არა „საკასაციო საჩივარი’’[სსსკ
ის 396-ე მუხ.ნაწ. მე-4]
·
ამ მიზნით,ერთ-ერთი რაც საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს არის: „შემოტანილია
თუ არა „საკასაციო საჩივარი’’ „უფლებამოსილი პირის ‘’ მიერ
ხ
·
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მხარეებს წარმოადგენენ მოსარჩელე
და მოპასუხე.[თავიანთი ინტერესებით ურთიერთდაპირისპირებულელი პირები,ორგანოები და ორგანიზაციები]
·
ადმინისტრაციულ პროცესში „ნოსარჩელედ’’ გვევლინება ის „დაინტერესებული
პირი’’,რომლის კანონიერ ინტერესიც დაირღვა“ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის’’ მიღებით ან“ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების’’
განხორციელებით.
·
აქედან გამომდინარე,“ადმინისტრაციულ პროცესში’’ სავალდებულ „მხარედ’’-კერძოდ,
„მოპასუხედ’’ ყოველთვის გვევლინება-„ადმინისტრაციული ორგანო’’[რომელმაც გამოსცა „აქტი’’
ან განახორციელა „ქმედება’’]
ხ
·
სასკ-ის 34-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად :„საკასაციო საჩივრის შეტანის
უფლება’’ აქვთ
„მხარეებს’’[იხ.სასკ-ის
მე-14 და მე-15 მუხლები] და „სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული წესით,“საქმეში ჩაბმულ მე-3
პირებს’’
მუხლი
34. სააპელაციო და საკასაციო საჩივრების დასაშვებობა
2. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები „მხარეებმა“ და „სასკ-ის მე-16
მუხლის მე-2
ნაწილით განსაზღვრული წესით საქმეში ჩაბმულმა მესამე პირებმა“ შეიძლება კანონით დადგენილ ვადებში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში.
1.4.“საკასაციო საჩივრის’’ შეტანის ვადა [სსსკ-ის 397-ე მუხლი]
·
საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე.
·
ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის
გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.[სსსკ 397-ე მუხ. ნაწ.1-ლი]
·
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების „გადაცემის მომენტად’’ ითვლება
ამ გადაწყვეტილების „ასლის’’ მხარისთვის ჩაბარება’’ უშუალოდ სასამართლოში ან მისი გადაგზავნა
„კანონიტ დადგენილი წესით’’
·
თუ „სააპელაციო სასამართლოს’’ გადაწყვეტილების სასამართლო დარბაზში გამოცხადებას ესწრებიან მხარეები ან მათი წარმომადგენლები,რომლებსაც აქვთ
საკასაციო საჩივრის შეტანის უფლება,მაშინ „საკასაციო საჩივრის’’ შეტანის ვადა დაიწყება
„გადაწყვეტილების სასამართლო დარბაზში გამოცხადების მომენტიდან’’
მუხლი 397. საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა
+
1. საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
2. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება საკასაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
1.5 “საკასაციო საჩივრის’’ „შინაარსი’’ და „საფუძვლები’’[სსსკ-ის 393-ე და 396-ე მუხლები]
·
„საკასაციო სასამართლომ ‘’ უნდა
შეამოწმოს’’ შეესაბამება თუ არა „საკასაციო საჩივრის’’ შინაარსი სსსკ-ის 393-ე და
396-ე მოთხოვნებს
ხ
·
სსსკ-ის 396-ე მუხლი განსაზღვრავს იმ რეკვიზიტებს რომლებსაც უნდა შეიცავდეს“საკასაციო
საჩივარი’’ სწორედ ამ რეკვიზიტების[მონაცემების] ერთობლიობა ქმნის „საკასაციო საჩივრის’’ შინაარსს
მუხლი 396. საკასაციო საჩივრის შინაარსი
1. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს:
ა) იმ სასამართლოს დასახელებას, რომლის სახელზედაც შედგენილია საჩივარი;
ბ) იმ პირის დასახელებასა და მისამართს, რომელსაც შეაქვს საჩივარი;
გ) გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებასა და მითითებას ამ გადაწყვეტილების დამდგენ სასამართლოზე;
დ) მითითებას იმის თაობაზე, თუ გადაწყვეტილების რა ნაწილია გასაჩივრებული;
ე) მითითებას, თუ რა მოცულობით საჩივრდება გადაწყვეტილება, გასაჩივრების საფუძვლებს (კასაციის მიზეზები) და განმარტებას იმის თაობაზე, მოითხოვს თუ არა მომჩივანი გადაწყვეტილების გაუქმებასა თუ შეცვლას (კასაციის განაცხადი);
ვ) მითითებას იმ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევას, თუ საკასაციო საჩივარი საპროცესო ნორმების დარღვევას ემყარება;
ზ) საკასაციო საჩივარზე დართულ წერილობითი მასალების ნუსხას;
თ) საკასაციო საჩივრის შემტანი პირის ხელმოწერას.
11. საკასაციო საჩივარი შეიძლება შეიცავდეს აგრეთვე მითითებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების ნორმებსა
და მსგავს
სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან შეუსაბამობის შესახებ.
2. წარმომადგენლის მიერ შეტანილ საკასაციო საჩივარს უნდა დაერთოს მინდობილობა, რომელიც ადასტურებს წარმომადგენლის უფლებამოსილებას საკასაციო საჩივრის შეტანაზე, თუ ასეთი უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი არ არის საქმეში.
3. თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ
არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას.
თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო
საჩივარი განუხილველი დარჩება.
ხ
·
ხოლო სსსკ-ის 393-ე მუხლი
განსაზღვრავს იმ „საფუძვლებს’’ რომლებსაც უნდა ეფუძნებოდეს „საკასაციო საჩივარი’’
მუხლი 393. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
1. საკასაციო საჩივარი შეიძლება
ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ [სააპელაციო
სასამართლოს] გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი.
საკასაციო საჩივარში შესაძლებელია მიეთითოს აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების ნორმები და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტები, რომლებიც, კასატორის აზრით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დარღვეულია.
2. სამართლის ნორმები დარღვეულად მიიჩნევა, თუ სასამართლომ:
ა) არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა;
ბ) გამოიყენა კანონი (მათ შორის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია და მისი დამატებითი ოქმები და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტები), რომელიც არ უნდა გამოეყენებინა;
გ) არასწორად განმარტა კანონი (მათ შორის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია და მისი დამატებითი ოქმები), რაც ამ განმარტებების მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან შეუსაბამობით გამოიხატება.
3. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს [სააპელაციო
სასამართლოს] გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
1.6.“საქმის გადაგზავნა’’ სააპელაციო სასამართლოდან საკასაციო სასამართლოში[სსსკ-ის 398-ე მუხლი]
·
საკასაციო საჩივრის შემოსვლის შემდეგ სააპელაციო სასამართლო დაუყოვნებლივ [არაუგვიანეს 5 დღისა] გადაუგზავნის საკასაციო სასამართლოს
„საკასაციო საჩივარს“ და „მთლიანად საქმეს’’.
1.7
საკასაციო საჩივრის გადაგზავნა „მეორე მხარისთვის’’, მე-2 მხარის “პასუხი’’ „საკასაციო საჩივარზე [სსსკ-ის მე-401-ე მუხლი]
·
განსახილველად მიღების შემდეგ საკასაციო
საჩივრისა და თანდართული მასალების
ასლები უნდა გადაეგზავნოს
მეორე მხარეს, რომელსაც საკასაციო სასამართლო დაუნიშნავს ვადას „საკასაციო
საჩივარზე’’ წერილობითი პასუხის
გასაცემად.
1.8. საკასაციო “პროცესის ‘’ ხარჯები[სსსკ 396-ე მუხლის მე-3 ნაწილი]
·
„საკასაციო სასამარტლოს’’ კანცელარია ამოწმებს,ერთვის თუ არა“საკასაციო
საჩივარს’’ „ბაჟის გადახდის’’ დამადასტურებელი
დოკუმენტი,
·
ხოლო თუ ასეთი დოკუმენტი[ქვითარი] არ ერთვის ,მაშინ მოწმდება „შუამდგომლობის გრაფაში’’ მითითებულია თუ არა „შუამდგომლობა სახელნწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების, ან მისი გადავადების,
ან მისი შემცირების შესახებ’’
·
თუ საკასაციო სასამართლო გამოარკვევს,რომ“სახელნწიფო ბაჟი’’ არ არის გადახდილი,გამოიტანს
განჩინებას“ხარვეზის შესახებ’’ და მკასატორს
დაუნიშნავს ვადას მის გამოსასწორებლად
·
თუ კასატორი მიცემულ ვადაში შეავსებს
ხარვეზს[გადაიხდის ბაჟს] მოსამართლე გამოიტანს განჩინებას“საკასაციო საჩივრის’’ წარმოებაში მიღების შესახებ,წინააღმდეგ
შემთხვევაში,საკასაციო სასამართლო გამოიტანს განჩინებას „საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ’’[სსსკ396-ე
მუხლის მე-3 ნაწილი]
1.9.“საკასაციო გასაჩივრების’’ უფლებაზე ნათქვამი „წერილობითი
უარის’’- შედეგი[სსსკ 370-ე მუხლი] და
„შეგებებული საკასაციო საჩივარი’’[სსსკ 405-ე მუხლი]
·
სსსკ-ის 370-ე მუხლი ამკვიდრებს დებულებას,რომლის თანახმად,თუ პირველი
ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ“მხარე’’ წერილობითი ფორმიტ’’
„განაცხადებს უარს სააპელაციო გაჩივრების უფლებაზე’’,მაშინ მოგვიანებით მისი „სააპელაციო
საჩივარი’’ „აღარ დაიშვება’’
·
ყურადღება: „იგივე
წესი’’ მოქმედებს სააპელაციო სასასამართლოს გადაწყვეტილების,“საკასაციო წესით გასაჩივრების უფლებაზე უარის
წერილობითი ფორმიტ თქმისას’’
·
რადგან სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად :“ საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც
დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის’’
ხ
·
ამრიგად,“უარის თქმას’’ „საკასაციო გასაჩივრების უფლებაზე’’ უკავშირდება
სერიოზული „სამართლებრივი შედეგი’’,კერძოდ,თუ
„მხარე’’ „სააპელაციო სასამართლოში წერილობითი უარის თქმის’’ შემდეგ ,გადაიფიქრებს
და მაინც შეიტანს „საკასაციო საჩივარს’’ „საკასაციო სასამართლოში’’,ამ საჩივარს „საკასაციო
სასამართლო „განუხილველად დატოვებს’’მისი „დაუშვებლობის’’[უარის თმის შემდეგ დაუშვებლობის]
გამო.
·
ყურადღება: მხოლოდ „ერთ შემთხვევაში’’ შეიძლება „მოიხსნას ასეთი აკრძალვა’’,თუ
მოწინააღმდეგე მხარე[რომელსაც არ განუცხადებია უარი „საკასაციო გასაჩივრებაზე’] „საკასაციო
წესით’’ გაასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას[!]
·
ასეთ შემთხვევაში,მხარეს რომელმაც უარი თქვა „საკასაციო გასაჩივრებაზე’’,შეუძლია
მისთვის კასატორის“საკასაციო საჩივრის’’ „გადაცემიდან
10 დღის ვადაში’’ წარადგინოს „შეგებებული საკასაციო საჩივარი’’[სსსკ-ის 405-ე მუხლი]
,მიუხედავად იმისა ,აქვს თუ არა ნათქვამი უარი სააპელაციო სასამართლოში „საკასაციო
საჩივრის’’ შეტანაზე.
მუხლი 405. შეგებებული საკასაციო საჩივარი
+
მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია საკასაციო საჩივრის გადაცემიდან 10 დღის განმავლობაში წარადგინოს შეგებებული საკასაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ნათქვამი უარი საკასაციო საჩივრის შეტანაზე.
ხ
2. „საკასაციო საჩივრის’’ „დასაშვებობის’’ საფუძვლები[სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი]
·
„საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის’’[სასკ-ი]საფუძვლები[სასკ-ის
34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს „საკასაციო საჩივრის განსახილველად „დასაშვებობის’’
ამომწურავ საფუძვლებს[წინაპირობებს]:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს ა)“სამართლის განვითარებას’’ და „ერთგვაროვანი
სასამართლო
პრაქტიკის
ჩამოყალიბებას’’;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
2.1.
„სამართლის განვითარება’’ და „ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბება’’ [ სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა’’ ქვეპუნქტი]
·
სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა’’ ქვეპუნქტი არ გულისხმობს,რომ აუცილებელია ორივე წინაპირობის [„სამართლის განვითარება’’ და „ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის
ჩამოყალიბება’’] ერთდროულად დაკმაყოფილება,რატა „საკასაციო საჩივარი’’ „დაშვებული’’ იყოს[ანუ წარმოებაში მიიღოს საკასაციო[ანუ
უზენაესმა] სასამართლომ]
·
„საკასაციო საჩივრის’’ „დაშვებისათვის ‘’საკმარისია ერთ-ერთის არსებობა.[!]
·
თუმცა,უნა აღინიშნოს,რომ ამ წინაპირობების ერთმანეთისგან გამიჯვნა თითქმის
შეუძლებელია.[რადგან ,როცა საქმე მნისვნელოვანია „სამართლის განვიტარებისათვის’’,ის
ასევე,მნიშვნელოვანია „ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის’’ და პირიქით]
ხ
2.1.1. დასაშვებობის წინაპირობა- „სამართლის განვითარება’’
·
„საკასაციო საჩივრის’’ „დასაშვებობის’’ საკითხის გადაწყვეტა საკასაციო სასამართლოს მოსამართლის შეხედულებაზე
და შინაგან რწნენაზეა დამოკიდებული.
·
მოსამარტლემ უნდა განსაზღვროს რამდენად არის „საქმე’’ „სამართლის განვითარებისტვის’’ მნიშვნელოვანი
·
ყურადღება: „სამართლის’’ განვითარებისთვის’’ მნიშვნელოვანი “საქმე’’ გულისხმობს ,რომ შეიქმნება“სამართლებრივი
პრეცედენტი’’
·
„სამართლის’’ განვითარებისთვის’’
მნიშვნელოვანად ,რომ ჩაითვალოს ამისათვის
საჭიროა საკასაციოდ წარდგენილ „სადავო საკითხზე’’ არ უნდა არსებობდეს“უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა’’[ეს
კრიტერიუმი გადამწყვეტია]
ხ
·
რაც შეეხება „სამართლის განვითარების’’ „შინაარსს’’ და „მასშტაბს’’ :
·
“სამართლის განვითარებისთვის’’
„სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების’’
კასაცია „დასაშვებია’’ ,თუ “ცალკეული საქმე[დავა]’’
იძლევა იმის საშუალებას,რომ: ა) ჩამოყალიბდეს“ცალკეული’’ „მატერიალური ან საპროცესო
ნორმის’’ „განმარტების’’ ზოგადი პრინციპები
ან ბ)მოხდეს კანონის ხარვეზის აღმოფხვრა.
·
შესაბამისად,“საკასაციო საჩივრის’’ „დასაშვებობის’’ კრიტერიუმი „სამართლის განვითარება’’ ორ
სხვადასხვა შემთხვევას მოიცავს:
1) „ცალკეული დავის’’
საფუძველზე ხდება ცალკეული “მატერიალურუ ან საპროცესო ნორმის’’ „განმარტება და ხდება
მისი „განმარტების ზოგადი პრინციპების’’ ჩამოყალიბება
2) ხდება „კანონის ხარვეზის’’
აღმოფხვრა
2.1.1. დასაშვებობის წინაპირობა- „ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბება’’
·
„სასამართლო პრაქტიკის’’ ცნების ერთგვაროვანი განმარტება არ არსებობს.
·
„სასამართლო პრაქტიკას’’ ზოგჯერ აიგივებენ - „პრეცედენტთან’’,ზოგჯერ
-„უმაღლესი სასამართლო ინსტანციის გადაწყვეტილებებთან’’,ზოგჯერ კი -„ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებებტან’’
ხ
·
ერთ-ერთი შეხედულების თანახმად „სასამართლო პრაქტიკა’’ არის „კონკრეტული საქმის გადაწყვეტისას „ნორმის განმარტების’’ რეზულტატი[შედეგი]’’
·
ანუ „სასამართლო პრაქტიკა’’ „ის სამოსამართლეო საქმიანობაა ,რასაც შედეგად მოსდევს „სამართლებრივი დებულებების’’ შექმნა’’
ხ
·
„სასამართლო პრაქტიკა’’ ეს არის
ცალკეულ საქმეზე „გადაწყვეტილების მიღებისას’’ შექმნილი წესები[!]
·
„სასამართლო პრაქტიკით შექმნილი
წესების სავალდებულო ძალა,არა თავად მათში,არამედ „სახელმწიფოს ნებაშია’’,რასაც შეუძლია“სასამართლო
გადაწყვეტილებები’’ აიყვანოს ან არ აიყვანოს“სამართლის ფორნის’’ რანში.
ხ
შენიშვნა: „საკასაციო საჩივრის’’ დასაშვებობის სხვა კრიტერიუმები
ანუ 34-ე ნუხლის მე-3 ნაწილის „ბ’’“გ’’ „დ’’ „ე’’ და ვ’’ პუნქტების
განხილვა ნახე წიგნში
ისინინი ფინალური გამოცდის საკითხებში
არ ამიტომ ამ კონსპექტში არ შევიდა,ეს იმას არ ნიშნავს ,რომ არ უნდა განიხილო ისინი,სამომავლოდ
დაგჭირდება]
Комментарии
Отправить комментарий