შეიარაღებული კონფლიქტები. მშვიდობის აღდგენის იძულებითი ოპერაციები.

 

    

აქ განხილულია:

საერთაშორისო’’ დაარასაერთაშორისო’’ შეიარაღებული კონფლიქტები. 1

შეიარაღებული კონფლიქტების ჩაქრობისა და მშვიდობის აღდგენის პროცედურები საერთაშორისო ორგანიზაციებში. 2

)  გაეროსმშვიდობის ხელშეწყობის’’ ოპერაცია. 2

)გაეროსსამშვიდობო ოპერაციები’’ 3

გაეროს  მშვიდობის იძულებით აღდგენის’’ ოპერაციები. 5

) „ეკონომიკური სანქციები’’ 5

)გაეროს ოპერაციებიმშვიდობის განმტკიცების’’ მიზნით.. 6

ეუთოს’’  მშვიდობის დაცვის ზომები. 7

ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალები’’ 8

შეიარარებული კონფლიქტის’’ მოწესრიგებისბოსნიური მოდელი’’ 9

ნატოსჰუმანიტარული’’ ინტერვენცია კოსოვოში- 10

[ნატოს შეიარაღებული ძალების გამოყენება სერბეთის ერთ-ერთ- პროვინციაში-კოსოვოში] 10

 

 

       საერთაშორისო’’ დაარასაერთაშორისო’’ შეიარაღებული კონფლიქტები

 

·        შეიარაღებული კონფლიქტები  განსხვავდება მათი პოლიტიკური ხასიათის მიხედვით

·        შეიარაღებული კონფლიქტი „საერთაშორისოდ’’ ჩაითვლება ,თუ მასში მონაწილეობს ორი ან რამდენიმე სახელმწიფო,ან ხალხები,რომლებიც იბრძვიან ა)„კოლონიური ჩაგვრის’’, ბ)“უხოელთა ოკუპაციისა’’ ან გ) რასიტული რეჟიმის ბატონობის’’ წინააღმდეგ ან დ)„თვითგამორკვევის უფლების’’ რეალიზაციის მიზნით[ჟენევის 1977 წლის ოქმი #1]

·        „არსაერთაშორისო  შეიარაღებული კონფლიქტია’’ ყველა ის კონფლიქტი,რომელიც არ თავსდება ზემოხსენებულ ფორმულაში

·        ე.ი.„არსაერთაშორისო  შეიარაღებული კონფლიქტია’’  ყველა შეიარაღებული კონფლიქტი,რომელიც მიმდინარეობს „სახელმწიფოს შიგნით’’ „სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებსა’’ და „სხვა ორგანიზებულ შეიარაღებულ ჯგუფებს შორის’’.

·        ამასთან, „სხვა ორგანიზებულ შეიარაღებულ ჯგუფებს’’   სათავეში უნდა ედგას“პასუხისმგებელი სარდლობა’’,და ის  „ეფექტიან კონტროლს უნდა უწევდეს დაკავებულ  ტერიტორიას’’   და „იცავდეს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს’’.

·        „საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტში’’ ჩაბმულ მხარეებზე ვრცელდება ჟენევის ოთხივე კონვენცია,თუ მეომარი მხარეები „ცნობენ’’ მათ იურიდიულ ძალას.

·        ხოლო თუ არ „ცნობენ’’,ისინი მაინც ვერ აუვლიან გვერდს ჟენევის კონვენციებისა და მათი  ოქმების ძირითად დებულებებს,რომლებიც ჰუმანურობისა და ცივილიზაციის მონაპოვარს წარმოადგენს

·        ჯენევის კნვენციები არ გამოიყენება ავტომატურად.

ანუ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე,თუ „რამდენად აღიარებს მთავრობის წინააღმდეგ მებრძოლი მხარე არსებულ ჰუმანიტარულ სამარტალს’’,ანუ “ომის კანონებს და ჩვეულებებს’’.[იხ. ცალკე]

·        ჟენევის კონვენციების მე-3 მუხლი ვრცელდება „არსაერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტებში’’ ჩაბმულ მხარეებზე

·        ამ მუხლის თანახმად „არსაერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტში’’ [ანუ „სამოქალაქო ომში’’,ან „ეთნიკურ კონფლიქტში’’] ჩართული მხარეები ვალდებულები არიან მათ ხელში ჩავარდნილ ნებისმიერ პირს[ანუ არა მხოლოდ სამხედრო პირს],რომელიც დანებდა იარაღით ხელში ან ავადმყოფობის ან დაჭრილობის გამო ,მოეპყრან ჰუმანურად და ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე,მიუხედავად რასის,კანის ფერის,რელიგიის,სქესის,წარმოსობის,ქონებრივი მდგომარეობის თუ სხვა ნიშნისა.

·        იკრძალება  ავადმყოფობის ან დაჭრილობის გამო შეიარაღებული დანებებული ნებისმიერი  პირის მკვლელობა  ,დასახიჩრება,წამება და სხვა მსგავსი ქმედებანი

·        ასევე იკრძალება მძევლთა აყვანა,ადამიანის ღირსების შელახვა,პირის გასამართლება და დასჯის ზომის გამოყენება სასამართლოს განაჩენისა და სასამართლო გარანტიების უზრუნველყოფის გარეშე.

 

·        ოქმი II ასევე ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე,რომლებიც „ხელთ ჩაუვარდნენ მოწინააღმდეგე მხარეს და გამოეთიშნენ ბრძოლას’’, ან „მათი თავისუფლება იყო შეზღუდული’’

·        ეს ოქმი უმატებს „ჰუმანური მოპყრობის’’ ჩამონათვალს ისეთი ქმედებების აკრძალვას,როგორიცაა  ხელში ჩაგდებულთა : „კოლექტიური დასჯა’’,“მათთვის ტერორისტული აქტის მოწყობა’’,“დამონება’’.“მონებით ვაჭრობა’’

·        ყურადღება: საერთაშორისო სამართალში დღემდე არ არის შემუშავებული „არსაერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტების’’ დროს მოქმედი საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების ზუსტი განსაზღვრება

·        ამიტომ,ბევრ რამეს განსაზღვრავს  „არსაერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტში’’ ჩაბმული ძალების დამოკიდებულება ცივილიზაციის მიერ შემუშავებულ ფასეულობებთან

 

მაგ.  „აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის’’ დროს აფხაზი სეპარატისტები ბარბაროსულად არღვევდნენ ომის წარმოების ელემენტარულ წესებს: ბომბავდნენ მშვიდობიანი მოსახლეობით სავსე რაიონებს ქ.სოხუმში,უმოწყალოდ აწამებდნენ და კლავდნენ დაკავებულ მოქალაქეებს,გაგრაში და გალში ასობით ქართული ოჯახი გააანადგურეს,მოკლეს  და დასახიჩრეს  მრავალი ადამიანი,ხოლო  მათი სახლები გადაწვეს და მიწასთან გაასწორეს.250 000 ქართველი გააძევეს აფხაზეთის ტერიტორიიდან დახვრეტის მუქარით.[ეთნიკური წმენდა]

 

 

შეიარაღებული კონფლიქტების ჩაქრობისა და მშვიდობის აღდგენის პროცედურები საერთაშორისო ორგანიზაციებში.

 

 

)  გაეროსმშვიდობის ხელშეწყობის’’ ოპერაცია

 

·        ეს არის დიპლომატიური საშუალებების გამოყენება ,რათაკონფლიქტის მხარეები დაიყოლიონ,შეწყვიტონ მტრული ურთიერთობა და მოლაპარაკებები გამართონ დავის მშვიდობიანი გადაწყვეტისათვის

·        გაეროს გენერალური მდივანი მთავარ როლს ასრულებს “მშვიდობის ხელსეწყობაში’’

·        გაეროს გენერალურ მდივანს შეუძლია გამოიყენოს ან  ა) შუამავლობა[ე.წ,. „კეთილი სამსახური’’] ან ბ) აღასრულოს „პრვენციული დიპპლომატია’’

 

·        „კეთილი სამსახურის’’[ანუ შუამავლობის] მაგალითი: 1998 წლის თებერვალში გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი,გაეროს უსისროების საბჭოს წევრებთან კონსულტაციის შემდეგ, ბაღდადს[ერაყი] ეწვია და შეძლო ერაყთან   იარაღის ინსპექციის თაობაზე დავის გადაჭრა,[დავის გადაუჭრელობა ერაყთან საომარი მოქმედებების განახლების საფრთხეს ქმნიდა]

 

·        უფრო ადრე ,გენერალური მდივნის მოქმედებამ ხელი შეუწყო 1980 წლიდან მიმდინარე ირან-ერაყის ომის დასრულებას.

 

·        2000 წლის ოქტომბერში კოფი ანანმა მიიღო აქტიური მონაწილეობა ისრაელ-პალესტინელთა შორის ატეხილი მორიგი სისხლიანი დაპირისპირების შეწყვეტაში.

 

 

·        „გაეროს პრევენციული დიპლომატია’’- ეს კი არის გაეროს უშიშროების საბჭოს საქმიანობა,რომლის მიზანია „დავების’’ თავიდან აცილება,მათი გადაწყვეტა შეიარაღებული კონფლიქტებში გადაზრდამდე ან შეიარაღებული კონფლიქტის გავრცელების შეზღუდვა როცა ის უკვე დაწყებულია

 

·        გაეროს ვალია გულდასმით აკვირდებოდეს მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს „საერთაშორისო მშვიდობის და უშიშროების წინააღმდეგ საფრთხის გამოსავლენად.’’

 

·        გაეროს გენერალური მდივნის წარგზავნილები და სპეციალური წარმომადგენლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მონაწილეობენ“პრევენციულ დიპლომატიასა’’ და „შუამავლობაში’’ კონფლიქტის მონაწილე მხარეთა შერიგების მიზნით[მათი ეს საქმიანობა რეგიონალურ საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება]

 

 

)გაეროსსამშვიდობო ოპერაციები’’

 

·        გაეროს უსიშროების საბჭოს მიერ  სანქცირებულია[ნებადართულია] „სამშვიდობო ოპერაციები’’ სახელმწიფოთაშორისი თუ სახელმწიფოების შიგნით მიმდინარე „შეიარაღებული კონფლიქტების’’ დაწყების ან უკვე მიღწეული დაზავების დარღვევის თავიდან აცილების მიზნით.[საერთაშორისო მშვიდობის და უშიშროების)უსაფრთხოების) მისაღწევად]

·        „სამშვიდობო ოპერაციები’’ არ არის განსაზღვრული გაეროს წესდებით

·        პირველად ეს ტერმინი მოიხსენიეს გაეროს გენერალური ასამბლეის 1963 ლის რეზოლუციაში.

·        „სამშვიდობო ოპერაცია’’ განსხვავდება“მშვიდობის ძალით შენარჩუნების ან აღდგენისაგან’’

·        „სამშვიდობო ოპერაციების’’ სანქციონირება ხდება უშიშროების საბჭოს მიერ გაეროს „სამშვიდობო მისიის’’ მიმღები მთავრობისა და საშინაო კონფლიქტში ჩართული მხარეების თანხმობით.

·        გაეროს „სამშვიდობო ოპერაციებში’’  შეიძლება მონაწილეობდნენ სამხედრო და პოლიციის პერსონალი სამოქალაქო პერსონალთან ერთად

·        „სამშვიდობო ოპერაციებში’’ შეიძლება ჩაბმული იყვნენ „სამხედრო დამკვირვებელთა მისიები’’, „მშვიდობის დამცავი ძალები’’ ან ორივეს კომბინაცია.

·        „სამხედრო დამკვირვებელთა მისიები’’ შედგება უიარაღო ოფიცრებისგან,რომლებიც თვალყურს ადევნებენ  “შეთანხმების შესრულებას’’[კონფლიქტის მხარეების მიერ] ან „ცეცხლის შეწყვეტას’’[ანუ ვინ არღვევს აფიქსირებენ ]

·        „მშვიდობის დამცავი ძალების’’ ჯარისკაცებს აქვთ იარაღი,რომლის გამოყენებაც უმეტესად მხოლოდ თავდაცვის მიზნით შეუძლიათ.[ნახე ფილმი „სასტუმრო რუანდა’’  რუანდაში[აფრიკა] მომხდარ  გენოციდზე]

·        „სამშვიდობო პერსონალს’’ გაეროს „სამშვიდობო ოპერაციებში’’ ნებაყოფლობით ქმნიან გაეროს წევრი სახელმწიფოები

·        „სამშვიდობო ოპერაციებს’’ აფინანსებს გაერო.“სამშვიდობო ოპერაციებში’’ მონაწილე სახელმწიფოები ანაზღაურებას იღებენ“მშვიდობის დაცვის სპეციალური ბიუჯეტის’’ სტანდარტული ნორმების შესაბამისად

·        1948 წლიდან მოყოლებული,750 000-ზე მეტმა „სამხედრო, საპოლიციო და სამოქალაქო პერსოალმა’’  100-მდე სახელმწიფოდან მონაწილეობა მიიღო გაეროს „სამშვიდობო ოპერაციებსი’’.ამასტან,1500-ზე მეტი „მშვიდობის დამცველი’’ დაიღუპა.

·        ყურადღება: გაეროს „სამშვიდობო ოპერაციებს’’ ნიშნავს „გაეროს უშიშროების საბჭო’’ და წარმართავს „გაეროს გენერალური მდივანი’’ხშირად  გენერალური მდივნის საგანგებო წარმომადგენლის დახმარებით .

·        „სამშვიდობო ჯარის’’ მეთაური ან მთავარი სამხედრო დამკვირვებელი პასუხისმგებელია სამხედრო საკითხებში.

·        გაეროს არ გააჩნია „საკუთარი სამხედრო ძალა’’ .

·        გაეროს წევრი სახელმწიფოები ნებაყოფლობით გამოყოფენ „სამშვიდობო ოპერაციის’’ განსახორციელებლად საჭირო პერსონალს,აღჭურვილობას და მატერიალურ უზრუნველყოფას.

·        „მშვიდობის დამცველები’’ ატარებენ თავიანთი სახელმწიფოს უნიფორმას.

·        მათი ,როგორც „მშვიდობის დამცველთა’’ ამოცნობა ხდება მხოლოდ  გაეროს“ცისფერი ჩაფხუტებით’’ ან  „ცისფერი ბერეტებით’’ და შევრონებით

·        სამხედრო და სამოქალაქო პოლიციის პერსონალი მსახურობს გაეროს კონტროლის ქვეშ,მაგრამ ამ რაზმების წევრები რჩებიან საკუთარი ეროვნული ჯარების შემადგენლობაში

·        გაეროს „სამშვიდობო ოპერაციები’’ შემდეგი ამოცანების შესრულებას ემსახურება:

a.      ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნება და ძალთა დაშორიშორება[ხელს უწყობს მოლაპარაკებების დაწყებას]

b.      სამშვიდობო ოპერაციის პრევენციული განხორციელება[შეიარაღებული კონფლიქტის გაჩაღებამდე დაწყებულ სამშვიდობო ოპერაციას შეუძლია ხელი შეუწყოს პოლიტიკურ პროცესს]

c.      დავის „ყოვლისმომცველი’’ გადაწყვეტა[კომპლექსურ „სანშვიდობო ოპერაციას’’შეუძლია ხელი შეუწყოს ისეთი ამოცანების შესრულებას როგორიცაა „ადამიანის უფლებათა მონიტორინგი’’,“არჩევნებთან დაკავშირებით დახმარების გაწევა’’“არჩევნებზე მეთვალყურეობა’’“ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა’’,“ეკონომიკური რეაბილიტაციისთვის ხელშეწყობის კოორდინაცია’’

d.     ჰუმანიტარული მისიების დაცვა [შეიარაღებულ კონფლიქტებში მშვიდობიანი მოსახლება ხშირად პოლიტიკური მიზნების მიღწევის საშუალებად’’ იქცევა ხოლმე.ასეთ ვითარებებში გაეროს „მშვიდობის დამცველებს’’ სთხოვენ მოსახლეობის დაცვას და ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენაში დახმარებას,რასაც „მშვიდობის დამცველები’’ არაერთხელ ჩაუყენებია რთულ პოლიტიკურ პოზიციაში და საფრთხე შეუქმნია მათი უსაფრთხოებისთვის][ნახე ფილმი „მშვიდობის დამცველები’’ 2002  https://ok.ru/video/1169984784907

e.      ]

 

                   გაეროს  მშვიდობის იძულებით აღდგენის’’ ოპერაციები

 

·        გაეროს  „მშვიდობის იძულებით აღდგენის’’ ოპერაციები ხორციელდება გაეროს წესდების მე-7 თავის შესაბამისად

·        „მშვიდობის იძულებით აღდგენის’’’ ზომები მოიცავს როგორც „ეკონომიკურ სანქციებს’’ ისე  “საერთაშორისო სამხედრო  მოქმედებებს’’

 

) „ეკონომიკური სანქციები’’

 

·        გაერო აქტიურად იყენებს „ეკონომიკურ სანქციებს’’ საერთაშორისო სამართლის დამრღვევი სახელმწიფოს თუ ქვეყნის შიგნით მებრძოლი ძალების მიმართ.[რათა აიძულოს ის/ისინი შეწყვიტონ მართლსაწინააღმდეგო ქმედება]

·        მაგ.გაეროს უშიშროების საბჭომ,,როცა დიპლომატიურმა ძალისხმევამ მარცხი განიცადა, ეკონომიკურ სანქციებს და ემბარგოს მიმართა სამხრეთ აფრიკის აპატეიდული რეჟიმის წინააღმდეგ [1977 წელს] ,შედეგად 1994 წელს ეს რეჟიმი დაემხო.

·        გაერომ სხვადასხვა დროს „ეკონომიკური სანქციები’’ დაუწესა: ერაყს,ყოფილ იუგოსლავიას,ლიბიას,ჰაიტის,ლიბერიას,რუანდას,სომალს,ოპოზიციის ძალებს ანგოლაში,სუდანს,სიერა -ლეონეს.

·        ეკონომიკური სანქციები სხვადასხვა ფორმით ხორციელდება,იქნება ეს „ამა თუ იმ პროდუქციაზე ვაჭრობის აკრძალვა ‘’თუ „სრული ემბარგო’’.[ ვაჭრობის სრული აკრძალვა]

·        „ეკონიმიკური სანქციების’’ გამოყენება იწვევს ზეწოლას სახელმწიფოსა თუ რაიმე წარმონაქმნზე,რათა ამ უკანასკნელმა „უშიშროების საბჭოს’’ მიერ დადგენილი პირობები შეასრულოს-მის წინაარმდეგ „შეიარაღებული ძალის’’ გამოყენების გარეშე.

·        „ეკონომიკური სანქციების’’ გამოყენებისას გაერო ითვალისწინებს „მოსახლეობის ყველაზე დაუცველ ფენებზე’’ სანქციების შესაძლო უარყოფით გავლენებს.

·        როდესაც „შეიარაღებული ძალის გამოუყენებლობას’’ სათანადო შედეგი არ მოჰყვება,მიმართავენ „შეიარაღებული ძალის’’ გამოყენებას

·        მაგ გაეროს „დავალებით’’ ქუვეითის ოკუპაციის გამო[1990 წ] სახელმწიფოთა კოალიციამ აშშ-ს მეთაურობით იერიში მიიტანა ერაყის ჯარზე[1991 წ] და განდევნა ქუვეითიდან

·        ასევე , გაეროს „დავალებით’’ ნატოს შეიარაღებულმა ძალებმა გამოიყენეს საჰაერო და საზღვაო ძალები იგოსლავიის მიმართ.[იხ. ქვემოთ]

 

       )გაეროს ოპერაციებიმშვიდობის განმტკიცების’’ მიზნით

 

·        შეიარაღებული კონფლიქტის შემდგომ პერიოდში „უკვე მიღწეული’’ „ მშვიდობის განმტკიცება’’ გულისხმობს სტრუქტურებისთვის მხარდაჭერას,რომლებმაც უნდა გააძლიერონ და განამტკიცონ მშვიდობა,სამხედრო უსაფრთხოება,მართლწესრიგი,ადამიანის უფლებების დაცვა,დემოკრატიული არჩევნები,ადგილობრივი მმართველობა,ჯანდაცვა,განათლება და ა.შ.

·        გაეროს საქმიანობაში „სიახლე’’ იყო ის ამბავი,რომ მან 1988 წელსმეთვალყურეობა გაუწია საარჩევნო პროცესს,რომლის შედეგი იყო ნამიბიის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვება

·        ამ დროიდან მოყოლებული გაერო მეთვალყურეობას უწევს არჩევნებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

·        აღნიშნულ პროცესში გაეროს მონაწილეობის ხარისხი დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე,როგორიცაა „მთავრობებისგან მიღებული თხოვნა’’,“მეომარ მხარეებს შორის საზავო შეთანხმებები’’ და „უშიშროების საბჭოსგან მიღებული დავალებები’’.გაეროს როლი გულისხმობს როგორც ტექნიკური დახმარების გაწევას ,ისე საარჩევნო პროცესის რეალურ წარმართვას.

·        გაეროს დამკვირვებლები თვალყურს ადევნებენ საარჩევნო კამპანიას,ამომრჩეველთა რეგისტრაციას და ხმის მიცემის ორგანიზებას,არჩევნების დღეს ისინი იგზავნებიან საარჩევნო უბნებში მთლი ქვეყნის მასშტაბით,აკვირდებიან ხმის მიცემისა და ხმების დათვლის პროცესს დასაბოლოო განცხადებას აკეთებენ არჩევნების „ნამდვილობის’’ შესახებ.

·        გაეროს „მთავარ ინსტუმენტს’’ „მშვიდობის განმტკიცებისთვის’’  წარმოადგენს ე.წ. „დახმარების გაწევა’’

·        გაეროს ბევრი ორგანიზაცია ,მათ შორის,“გაეროს ბავშვთა ფონდი’’,“გაეროს განვითარების პროგრამა’’,“მსოფლიო სასურსათო პროგრამა’’ ,“გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის სამსახური’’ საქმიანობენ „პოსტკონფლიქტურ  სტადიაზე’’,რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს“ლტოლვილტა და ადგილნაცვალი პირებისათვის’’ ახალი შესაძლებლობების მიცემისა და სახელმწიფო და ადგილობრივი ინსტიტუტებისადმი ნდობის აღდგენისათვის.

·        „პოსტკონფლიქტურ  სტადიაზე’’გაეროს შეუძლია ხელი შეუწყოს: „ლტოლვილტა დაბრუნებას’’,“ტერიტორიის განაღმვას’’,“ინფრასტუქტურის აღდგენას’’,“ეკონომიკურ გაჯანსაღებას’’,“საზოგადოებრივი ინსტიტუტების გაძლიერებას’’,“მეთვალყურეობა გაუწიოს არჩევნებს’’“მეთვალყურეობა გაუწიოს ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესებას’’

·        ამგვარად,“მშვიდობის განმტკიცება’’ ომის „განმეორების’’ თავიდან აცილების მტკიცე გარანტია შეიძლება გახდეს.

 

 ეუთოს’’  მშვიდობის დაცვის ზომები

·        ეუთოს  მშვიდობის დაცვის ზომები მხოლოდ არაიძულებით ხასიათს ატარებენ და კონფლიქტში ჩაბმული მხარეების  თანხმობით ხორციელდება.

·        „მხარეებად’’ ჩაითვლებიან: ა) მოდავე სახელმწიფოები,ბ)სახელმწიფოებში არსებული დაპირისპირებული შეიარაღებული ფორმირებები.

·        ეუთოს „სამშვიდო  ოპერაციის’’ ძირითადი მიზანია „გააკონტროლოს დაზავებულ მხარეთა შეთანხმებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ’’ და „ დახმარების გაწევა ამ შეთანხმების შესრულებაში’’ „მეთვალყურეობის გაწევა ჯარების გამოყვანის პროცესისთვის’’,“კანონიერების და წესრიგის დაცვა კონფლიქტის ზონაში ‘’ და ა.შ.

·        ეუთოს მიერ ეს ღონისძიებები ხორციელდება გაეროს წესდების შესაბამისად და უშიშროების საბჭოსთან მჭიდრო კონტაქტში.

·        „თხოვნა’’ „სამშვიდობა ოპერაციისა’’ შესახებ გაიგზავნება  ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის მიერ „უფროსი თანამდებობის პირთა კომიტეტში’’.

·        საბჭო ან თვით კომიტეტი კონსესუსით იღებს გადაყვეტილებას სამშვიდობო ოპერაციის დაწყების შესახებ.

·        ამგვარად საკითხის გადაწყვეტა შეუძლებელია თუ ერთ-ერთი მოდავე სახელმწიფო წინააღმდეგია და უარს ამბობს თამამშრომლობაზე.

·        ეუთოს მისიების და ჯარების გაგზავნა შეიძლება მოხდეს,მხოლოდ მაშინ თუ „მიღწეულია შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ’’  და „არსებობს ამ მისიების უსაფრთხოების რეალური გარანტიები’’.

·        ეუთოს „სამშვიდობო ჯარების’’ „პირადი შემადგენლობა’’ მათი „საქმიანობის პირობები’’ და სხვა საკითხები განისაზღვრება“კონფლიქტების თავიდან აცილების ცენტრის’’ მიერ.

·        დაისვა საკითხი ეუთოს მიერ ნატოს ჯარების გამოყენების შესახებ,რაც დადებითად გადაწყდა.

·        აფხაზეთში შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით[რუსეთიდან შემოჭრილი დაქირავებული ბანდების მონაწილეობით] საქართველომ მიმართა ეუთოს“უფროსი თანამდებობის პირთა კომიტეტს’’ თხოვნით,“ჩარეულიყო და გამოეგზავნა სათანადო მისიები „ფაქტების დადგენის ‘’ მიზნით’’[1992 წ]

·        რასაც რეაქცია მოჰყვა და საქართველოში ჩამოვიდა ეუთოს[ევროთათბირის] მისია,რომელიც პერიოდულად ამოწმებდა აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს და ამხელდა სეპარატისტთა „ეთნიკური წმენდის პოლიტიკას’’[ამჟამად   ეუთოს სადამკვირვებლო მისია საქართველოში აღარ იმყოფება]

 

       ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალები’’

 

·        „ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალები’’ არის ნატოს წევრი სახელმწიფოების მიერ შექმნილი“კოლექტიური თავდაცვის’’ სტრუქტურები[იხ. „ნატო’’]

·        ევროპაში ნატოს სტრატეგიულ სარდლობას სათავეში უდგას „უმაღლესი მთავარსარდალი’’

·        მას ემორჩილება ჩრდილოეთ,ცენტრალური და სამხრეთ ევროპის უმაღლესი სარდლობა

·        „ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალები’’ ორ კატეგორიად იყოფა:

1)     ნატოს უშუალო განკარგულებაში მყოფი ჯარები

2)     და ის ნაწილები,რომლებიც წევრ-სახელმწიფოებმა „წინასწარ გამოყვეს’’ საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობისთვის,მაგრამ მშვიდობიან პერიოდში ტოვებენ მათ თავის განკარგულებაში

·        ნატოს უშუალო განკარგულებაში მყოფი კონტინგენტები გაერთიანებულები არიან „საშტბო სტრუქტურაში’’

·        რამდენიმე მრავალეროვნული ნაწილი და შენაერთი შეადგენს ე.წ. ნატოს „სწრაფი რეაგირების კორპუსს’’,რომელიც ექვემდებარება ევროპაში ნატოს ძალების უმაღლეს სარდლობას და საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გადასროლილ იქნეს რეგიონის ნებისმიერ წერტილში

·        ნატოს „სანხედრო საზღვაო ფლოტის დაუყონებლივი რეაგირების ძალები’’ შედგება მუდმივმოქმედი შენაერთებისგან,რომლებიც დისლოცირებულია ატლანტიკის ოკენეში,ლა -მანშის სრუტესა და ხმელთაშუა ზღვაში.

·        ნატოს ფარგლებში მოქმედებს აგრეთვე ევროპაში გაერტიანებული შეიარაღებული ძალების მთავარსარდლობის „მობილური ჯგუფი’’,რომელიც მოიცავს სახმელეთო და საჰაერო შეიარაღებულ ძალებს,რომელთა სწრაფი გადასროლა შეიძლება ნებისმიერ წერტილში და მოიაზრება „დაუყონებლივი რეაგირების ‘’ სრუქტურის კომპონენტად

·        „ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების’’ უმაღლესი მთავარსარდლის თანამდებობა ტრადიციულად ამერიკელ გენერალს უჭირავს. იგი იმიშნება 3 წლის ვადით.[საჭიროების შემტხვევაში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს]მაგ.1992-1993 წლებში თანამდებობა ეკავა ამერიკელ გენერალს ჯ.შალიკაშვილს.

·        უმაღლეს მთავარსარდალს ჰყავს ორი მოადგილე- ინგლისელი და გერმანელი გენერლები,გაერთიანებული ძალების შტაბი,ემორჩილება უმაღლეს მთავარსარდალს.

 

·        უმაღლესი მთავარსარდლობა ატლანტიკაში მოიცავს ატლანტიკის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილს და მასთან დაკავშირებულ ზღვებს,აგრეთვე აკვატორიას,რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტსა,ევროპას და აფრიკისსანაპროებს შორის მდებარეობს.

·        უმაღლესი მთავარსარდაალი ამერიკელი გენერალია.მისი შტაბი ნორდფოლკშია განლაგებული[აშშ]

 

 

 შეიარარებული კონფლიქტის’’ მოწესრიგებისბოსნიური მოდელი’’

 

·        „შეიარარებული კონფლიქტის’’ მოწესრიგების „ბოსნიური მოდელი არის - გაეროს,ეუთოს და ნატოს ერთობლივი ღონისძიებები ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე აღმოცენებულ სახელმწიფოებს შორის შეიარაღებული ბრძოლის შეწყვეტისა  და კონფლიქტების ფართომსშტაბიანი მოგვარება „იძულების გამოყენებით’’[იხ. ნატოს- მშვიდობის უზრუნველყოფის ოპერაციები, „დეიტონის შეთანხმება’’]

·        მტავარი პრინციპი „ბოსნიური მოდელისა’’ მდგომარეობს შემდეგში,როდესაც სეპარატისტები[ამ შემთხვევაში ბოსნიაში მცხოვრები სერბები],სხვა სახელმწიფოს დახმარებით[ამ შემთხვევაში ყოფილი იუგოსლავია],იარაღით ხელში ცდილობენ წინააღმდეგობა გაუწიონ დამოუკიდებლობის გზაზე დამდგარ სახელმწიფოს[ამ შემთხვევაში[ბოსნია-ჰერცოგოვინას და ხორვატიას],ხოლო გაეროს და სხვა საერთაშორიოსო ორგანიზაციების მცდელობა,მშვიდობიანი საშუალებით მოაგვარონ შეიარაღებული კონფლიქტი,“აგრესიულ სეპარატიზმს’’ და მისი მხარდამჭერი სახელმწიფოს მხრიდან წინააღმდეგობას აწყდება,გაეროს ან მისი დავალებით“რეგიონალურ საერთაშორისო ორგანიზაციას’’[ამ შემთხვევაში ნატოს] ეძლევა უფლება გამოიყენოს როგორც არაშეიარაღებული,ისე შეიარაღებული ძალა[სახმელეთო,საზღვაო,საჰაერო] ,რათა ცხოვრებაში გაატაროს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები და აიძულოს მხარეები დათანხმდნენ მხარეები სამშვიდობო ხელსეკრულების დადებაზე[იხ. დეიტონის შეთანხმება]

 

 

ნატოსჰუმანიტარული’’ ინტერვენცია კოსოვოში-

[ნატოს შეიარაღებული ძალების გამოყენება სერბეთის ერთ-ერთ- პროვინციაში-კოსოვოში]

 

·        ძირითადად ალბანელებით დასახლებული კოსოვო[ისტორიულად ეს სერბების ტერიტორია იყო],რომელშიც ისინი არც ისე დიდი ხნის წინ შევიდნენ მეზობელი ალბანეთიდან,მრავალი წლის განმავლობაში „ავტონომიით’’ სარგებლობდა.

·        1989 წელს ავტონომია გაუქმდა,რამაც ალბანელების მხრიდან მედგარი წინააღმდეგობა გამოიწვია,რასაც შემდეგ მათი „შეიარაღებული აჯანყება’’ მოჰყვა.

·        ამის საპასუხოდ იუგოსლავიის  ცენტრალურმა ხელისუფლებამ მკაცრი და სისხლისმღვრელი ზომები გამოიყენა,გააძლიერა „ეთნიკური წმენდა’’.ამან ლტოლვილთა  ასეულათასიანი ნაკადები გამოიწვია,რამაც მეზობელ სახელმწიფოებში ეკონომიკური სიძნელეები შექმნა.

·        გაეროს,ეუთოს და ნატოს ყველა  სამშვიდობო ნაბიჯი შედეგს არ იძლეოდა

·        საკითხის სწრაფი მოგვარების მიზნით ნატოს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა დაეწყო კოსოვოში განლაგებული იუგოსლავიის  ცენტრალური ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების ტექნიკისა და ცოცხალი ძალების დაბომბვა,რათა ეიძულებინათ ისინი დაეტოვებინათ კოსოვო.

·        ამ ღონისძიებამ აიძულა იუგოსლავიის პრეზიდენტი  მილოშევიჩი 1998 წლის შემოდგონაზე დატანხმებულიყო კოსოვოში ეუთოს მეთვალყურეთა მისიის და სხვა მაკონტროლებელი სტრუქტურების დაბინავებაზე,მაგრამ ვერც ამან შეაჩერა სისხლისმღვრელი დაპირისპირება,რომელშიც სამოქალაქო მოსახლეობა მსხვერპლად ეწირებოდა.

·        შექმნილი „საკონტაქტო ჯგუფის’’[აშშ,საფრანგეთი,დიდი ბრიტანეთი,გერმანია,იტალია,რუსეთი]ძალისხმევამ,მიეღწია „სასურველი შედეგისათვის’’ რამბუიეში[საფრანგეთი,პარიზთან] სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერით, შედეგი ვერ გამოიღო-

·        იუგოსლავიამ უარი თქვა ხელი მოეწერა შეთანხმებისათვის,რომელიც კოსოვოს ავტონომიის აღდგენას ითვალისწინებდა.,ხოლო მომავალში ალბანელებს ეძლეოდათ უფლება რეფერენდუმით გადაეწყვიტათ თავისი სტატუსი,რაც „დამოუკიდებლობის ‘’ მოპოვებით შეიძლება დასრულებულიყო.

·        მოლაპარაკების პარალელურად იუგოსლავიის ცენტრალურმა ხელისუფლებამ[სერბეთმა] გააქტიურა „ეთნიკური წმენდა’’,რამაც ლტოლვილთა ახალი ნაკადი გამოიწვია,მიზანი იყო შეცვლილიყო კოსოვოს დემოგრაფიული შემადგენლობა,რათა მომავალი რეფერენდუმი ბელგრადისთვის სასარგებლოდ დასრულებულიყო.

·        ეუთოს მისია და სხვანი იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ კოსოვო.

·        1998 წლის მარტში ნატომ დაიწყო ჯერ კოსოვოს,ხოლო მოგვიანებით მთელი სერბეთის ტერიტორიაზე განლაგებული არა მარტო სამხედრო ობიექტების,არამედ ყველა სასიცოცხლო მნისვნელობის ობიექტის[ხიდების,ელექტროსადგურების და სხხვა] დაბომბვა.

·        სამი თვის შემდეგ  ოპერაცია შეწყდა,რადგანაც იუგოსლავია დათანხმდა კოსოვოში გაეროს  „სამშვიდობო ძალების’’ დისლოცირებაზე და ეუთოს მისიის დაბრუნებაზე.

·        კოსოვოს ტერიტორია დაყოფილი იყო ,მას საფრანგეთის,გერმანიის,დიდი ბრიტანეტის და რუსეთის „ცისფერჩაფხუტიანები’’ აკონტროლებდნენ  კოსოვოში პოლიტიკური სტრუქტურების შექმნანდე

·        ნატოს ამ ოპერაციაში მონაწილეობდა ოცეული საქართველოდან.

·        ყურადღება: პირველ რიგში უნდა განიარაღებულიყო „კოსოვოს გამათავისუფლებელი არმია’’ და გახსნილიყო გზა ყველა ლტოლვილის დასაბრუნებლად.

·        ნატოს ოპერაცია კოსოვოში ჩატარდა გაეროს წესდების დარღვევით-არცერთ რეგიონალურ ორგანიზაციას არ აქვს უფლება გამოიყენოს ძალა გაეროს „უშიშროების საბჭოს’’ ნებართვის გარეშე.

·        ნატოს მესვეურები თავს იმართლებენ“ჰუმანიტარული კატატროფით’’ გამოწვეული აუცილებლობით და „გაეროს მოუქნელობით’’ ასეთ სიტუაციებში.

·        კოსოვოში „ჰუმანიტარული ინტერვენციის’’ სამართლებრივი და მორალური ასპექტების ურთიერთშეუსაბამობამ პოლიტიკოსთა და საერთაშორისო სამართლის ექსპერტთა წინაშე მწვავედ დასვა საკითხი:“რამდენად დასაშვებია ნებისმიერი რეგიონალური საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ,გაეროს ნებართვის გარეშე ადამიანის უფლებათა კატასტროფული დარღვევისთვის დარღვევისთვის სამხედრო ძალის გამოყენება სუვერენული სახელმწიფოს მიმართ.

·       

·        1999 წლის ნატოს სამიტზე ვაშინგტონში,დაფიქსირდა ნატოს  ახალი უფლება ,გამოიყენოს თავისი შეიარაღებული ძალები არა მარტო წესდებით  გათვალისწინებული „პასუხისმგებლობის არეში’’,არამედ ევროპის „სხვა არეშიც’’[?]

·        ექსპერტთა აზრით,თუ ეს აქცია ისევ გაეროს უშიშროების საბჭოს დავალების გარეშე ჩატარდება,ვიდრე გაეროს წესდება არ შეიცვლება,იგი საერთაშორისო სამართლის დარღვევად ჩაითვლება,რა მორალური მოტივებითაცარ უნდა იყოს მოტივირებული ეს ოპერაცია.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები