მეურვის,მზრუნველისა და მხარდამჭერების დანიშვნის წესი და პირობები
სარჩევი:
1.როდიდან ინიშნება „მეურვე’’ ან „მზრუნველი’’ ?[სკ-ის 182-ე მუხლის 1-ლი ნაწილი]
1.1 ბავშვისთვის მეურვეობისა და მზრუნველობის დაწესების
შემთხვევები [სკ-ის 1279-ე მუხლი]
ა) „მეურვეობის დაწესებს’’ ობიექტური და სუბიექტური მიზეზები
1.2. „მეურვის’’ ან „მზრუნველის’’ დანიშვნა[სკ-ის 1281-ე მუხლი]
1.3 „მეურვის’’ და „მზრუნველის’’ დანიშვნის წესი[სკ-ის 1282-ე მუხლი]
1.4 „მხარდამჭერის’’ დანიშვნა [სკ-ის 1280-ე მუხლი]
1.6. „ქონების მეურვის’’ დანიშვნის წესი [სკ-ის 1284-ე მუხლი]
ა) „ქონების მეურვის’’ დანიშვნა
ბ)“მინდობილი საკუთრების’’ მმართველი[შედარება]
1.როდიდან ინიშნება „მეურვე’’ ან „მზრუნველი’’ ?[სკ-ის 182-ე მუხლის 1-ლი ნაწილი]
·
„მეურვე’’ ან „მზრუნველი’’ უნდა დაინიშნოს არა უგვიანეს ერთი თვისა,იმ
დროიდან,როდესაც „მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსათვის’’ ცნობილი გახდება „მეურვეობის’’
ან „მზრუნველობის’’ დაწესების აუცილებლობა[!] [სკ-ის
1282-ე მუხლის 1-ლი ნაწილი
მუხლი 1282. მეურვის ან მზრუნველის დანიშვნის წესი
+
1. მეურვე ან მზრუნველი უნდა დაინიშნოს არა უგვიანეს ერთი თვისა იმ დროიდან, როდესაც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსათვის ცნობილი გახდება მეურვეობის ან მზრუნველობის დაწესების აუცილებლობა.
1.1
ბავშვისთვის მეურვეობისა და მზრუნველობის დაწესების შემთხვევები [სკ-ის 1279-ე მუხლი]
·
კანონით ზუსტად არის განსაზღვრული,თუ
როდის უნდა დაწესდეს მეურვეობა და მზრუნველობა .
·
სამოქალაქო კოდექსის 1279-ე მუხლის მიხედვით:
“ბავშვისათვის „მეურვეობა და „მზრუნველობა’’ შეიძლება დაწესდეს
იმ შემთხვევაში,როდესაც:
ა) სასამართლო აცნობებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ბავშვის ორივე მშობლისთვის მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შეზღუდვის ან ჩამორთმევის შესახებ;
ბ) შეჩერებულია „მშობლის უფლებები და მოვალეობები“;
გ) გარდაცვლილია „ბავშვის ორივე მშობელი“;
დ) ბავშვისათვის დანიშნული მეურვე გარდაიცვალა ან მას თავისი ფუნქციები
ჩამოერთვა;
ე) სასამართლო ბავშვს მიტოვებულად აღიარებს;
ვ) მშობელი უგზო-უკვლოდ დაკარგულად არის აღიარებული.
[ეს ჩამონათვალი
ზეპირდ]
ხ
ა) „მეურვეობის დაწესებს’’ ობიექტური და სუბიექტური მიზეზები
·
ბავშვზე მეურვება,საბოლოო ჯამში,უნდა დაწესდეს,მიუხედავად იმისა,მშობლები თავიანთ ფუნქცებს ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით ვერ ასრულებენ სუბიექტური
თუ ობიექტური[საპატიო] მიზეზის გამო.
·
„მშობლების ბრალეულობა’’ ასეთ შემთხვევებში გადამწყვეტი არ არის.
მთავარია „ბავშვის ინტერესები’’.
ხ
·
ამიტომ “მეურვეობა’’ შეიძლება დაუწესდეთ ბავშვებს,რომელთაც:
ა) არ ჰყავთ მშობლები ან ბ)ჰყავთ,მაგრამ ავადმყოფობის ან სხვა მიზეზების
გამო არ აქვთ შესაძლებლობა განახორციელონ თავიანთი უფლება-მოვალეობანი შვილების
აღზრდასთან დაკავშირებით.[ესაა „ობიექტური მიზეზების’’ გამო მეურვეობის დაწესება ]
·
ხოლო როცაბავსვს მშობლები ჰყავს,მაგრამ ისინი თავს არიდებენ „აღზრდის მოვალეობას’’,ასეთ
დროს სახეზეა „მშობლების სუბიექტური დამოკიდებულება
თავიანთი უფლება-მოვალებებისადმი’’,რაც მშობელტა „ბრალეულ ქცევაზე’’ მეტყველებს.ასეთ
შემტხვევაშიც „ბავსვის ინტერესებიდან’’ გამომდინარე ხდება „მეურვეობის [ესაა სუბიექტური
მიზეზების’’ გამო მეურვეობის დაწესება]
1.2. „მეურვის’’ ან „მზრუნველის’’ დანიშვნა[სკ-ის 1281-ე მუხლი]
·
„მეურვეებს’’ და „მზრუნველებს’’ ნიშნავენ „მეურვეობის და მზრუნველობის
ორგანოები’’
მუხლი 1281. მეურვის ან მზრუნველის დანიშვნა
1. მეურვის ან მზრუნველის მოვალეობათა განსახორციელებლად „მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოები“ ნიშნავენ „მეურვეს“ ან „მზრუნველს’’.
·
ყურადღება: ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ
„მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოების’’ და მათ მიერ დანიშნული „მეურვეების’’ და
„მზრუნველების’’ ფუნქციები
·
„მეურვეობის ან მზრუნველობის
„დაწესება’’ ან „მეურვისა’’ და „მზრუნველის’’
„დანიშვნა’’ –„სახელმწიფო ხელისუფლების’’[ადმინისტრაციული ორგანოს] –„აქტია’’
·
ხოლო“მეურვის და მზრუნველის საქმიანობა „ბავშვთა აღზრდის სფეროში “ოჯახური ფუნქციის ‘’ განხორციელებაა’’
·
ამიტომაა,რომ „მეურვეობა და მზრუნველობა’’ „საოჯახო სამართლებრივ ‘’ ინსტიტუტად
ითვლება და არა „ადნინისტრაციულ-სამართლებრივ’’ ინსტიტუტად
ხ
·
1281-ე მუხლში ხაზგასმითაა აღნიშნული,რომ „მეურვე’’ და „მზრუნველი’’ შეიძლება
დაინიშნოს მხოლოდ მათი „თანხმობით’’
·
ამ დებულებას დიდი მნიშვნელობა აქვს[!]
მუხლი 1281. მეურვის ან მზრუნველის დანიშვნა
2. მეურვე ან მზრუნველი შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მათი თანხმობით.
·
მართალია,კანონი მხოლოდ იმ პირის „თანხმობას’’ ტვლის აუცილებლად,რომელიც
მეურვედ ამ მზრუნველად უნდა დაიმიშნოს,მაგრამ პრაქტიკიდან გამომდინარე,მიზანშეწონილად
უნდა ჩაითვალოს აგრეთვე „დასანიშნი პირის’’
მეუღლის ან ოჯახის სხვა სრულწლოვანი წევრების თანხმობაც.
·
დანიშნული „მეურვის’’ და „მზრუნველის’’ოჯახის წევრების აზრისდა ინტერესების გაუთვალისწინებლობა ხშირად გამხდარა შემდგომში
„მეურვეობის’’ და „მზრუნველობის’’ „გაუქმების“
ან „ვადაზე ადრე შეწყვეტის’’ საფუძველი.
·
„მეურვედ’’ და „მზრუნველად’’ დასანიშნი პირის „თანხმობა’’ არ არის საკმარისი
მის დასანიშნად,ამისთვის ის „სხვა მოთხოვნებსაც ‘’ უნდა პასუხობდეს
·
მიუხედავად ამისა,მის მიერ “სურვილის
გამოვლენა’’[„მეურვევედ’’ ამ „მზრუნველად’’ დანიშვნის თაობაზე] უდიდეს „ზნრობრივ მოვალეობას’’ წარმოადგენს.
ხ
·
კანონი [1281-ე მუხლის მე-3 ნაწილი]ითვალისწინებს „იმ პირის თანხმობას ’’,რომელსაც უნდა დაენიშნოს „მზრუნველი’’[!]
·
ეს იმ შემთხვევაშია სავალდებულო,როცა
მზრუნველის შერჩევა ხდება „სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირისათვის,რომელსაც ჯანმრთელობის
გამო არ შეუძლია დამოუკიდებლად დაიცვას თავისი უფლებები და ინტერესები’’
მუხლი 1281. მეურვის ან მზრუნველის დანიშვნა
3. მზრუნველის შერჩევა სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირისათვის, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია დამოუკიდებლად დაიცვას თავისი უფლებები და შეასრულოს თავისი მოვალეობები, შეიძლება მხოლოდ სამზრუნველო პირის თანხმობით.
·
მიზანშეწონილია “ მე-3 ნაწილის წესის’’ გამოყენება „არასრულწლოვანისთვის
მზრუნველის შერჩევის დროს’’,განსაკუთრებით მაშინ,თუ იგი „ათი წლის ასაკს’’ გადაცილებულია.
ხ
·
შესაძლებელია,აგრეთვე „სხვა პირის’’ ნების გამოვლენაც მნიშვნელოვანი
იყოს მეურვის ან მზრუნველის დანიშვნის დროს
·
კანონმა[181-ე მუხლის მე-4 ნაწილმა] გა გაიტვალისწინა ისეთი სპეციფიკური
შემთხვევაც,როცა „მეურვე’’ და „მზრუნველი’’ შეიძლება დაინიშნოს გარდაცვლილი მშობლების
ადრე გამოხატული მითითებისამებრ ნოტარიალურად ან თუ ნოტარიუსი ხელმისაწვდომი არ არის „ადგილობრივი თვთმმართველობის
ორგანოს’’ მიერ დამოწმებული დოკუმენტის-
„ანდერძის’’ საფუძველზე[!]
მუხლი 1281. მეურვის ან მზრუნველის დანიშვნა
4. მეურვე ან მზრუნველი შეიძლება დანიშნულ იქნეს გარდაცვლილი მშობლების მითითებისამებრ ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტის (ანდერძის) საფუძველზე.
ხ
·
„თანხმობის’’ მიმცემ პირთა წრის გაფართოება განპირობებულია
„მეურვის’’ ან „მზრუნველის’’ სწორად შერჩევის აუცილებლობით.
·
ამაზე ბევრად არის დამოკიდებული „სამერვეო’’ ან „სამზრუნველო’’ პირის
შემდგომი ცხოვრება.
ხ
1.3 „მეურვის’’ და „მზრუნველის’’ დანიშვნის წესი[სკ-ის 1282-ე მუხლი]
·
„მეურვეობისა’’ და „მზრუნველობის’’ დაწესების აუცილებლობის წარმოშობიდან
„მეურვის’’ და „მზრუნველის’’ დანიშვნისთვის დადგენილი ერთთვიანი ვადის
განსაზღვრა განპირობებულია იმით,რომ დიდხანს არ დარჩეს „პირი’’ სათანადო ზრუნვის გარეშე,ამასთან
ერთად,კარგად შეირჩეს „მეურვის’’ ან „მზრუნველის’’ კანდიდატურა.
ხ
·
„მეურვის“ ან „მზრუნველის“ დანიშვნამდე „მეურვეობისა
და მზრუნველობის ორგანოს“ ეკისრება „მეურვის’’
ან „მზრუნველის“ სათანადო სამართლებრივი
ვალდებულებების განხორციელება „სამეურვეო/სამზრუნველო
პირის’’ მიმართ
·
ეს იმას მიშნავს,რომ უნდა მოხდეს
საქმის გარემოებათა დაზუსტება
·
„მეურვეობისა და მზრუნველობის
ორგანომ’’ უნდა გაარკვიოს:
a. გასაწევი დახმარების ხასიათი
b. „მეურვეობისა ან მზრუნველობის
დაწესების შესახებ’’ „განცხადების’’ „ნამდვილობის’’ საკითხი.
c. იმ პირის მატერიალური და საყოფაცხოვრებო
პირობები,რომელიც ითხოვს მისთვის „მეურვის’’ ან „მზრუნველის’’ დანიშვნას.
d. იმ პირთა „წრე’’,რომლისგანაც
შეიძლება შეირჩეს „მეურვე’’ ან „მზრუნველი’’ და მათი „პირობები’’
e. შესაძლებელია თუ არა ბავშვის
„მეურვის’’ ამ „მზრუნველის’’ ოჯახში ცხოვრება და სხვა.
·
შემდეგ კი,მოკვლეული მასალების ანალიზის საფუძვეზე,“მეურვეობის’’ და „მზრუნველობის’’
ორგანომ უნდა გადაწყვიტოს „მეურვეობის და მზრუნველობის’’ დაწესების საკიტხი.
·
სწორედ ამ „მომენტიდან’’აითვლება „მეურვის’’ ან „მზრუნველის’’ დანიშვნის „ერთთვიანი ვადა’’
მუხლი 1282. მეურვის ან
მზრუნველის დანიშვნის წესი
+
1. მეურვე ან მზრუნველი უნდა დაინიშნოს არა უგვიანეს ერთი თვისა იმ დროიდან, როდესაც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსათვის ცნობილი გახდება მეურვეობის ან მზრუნველობის დაწესების აუცილებლობა.
2. მეურვის ან მზრუნველის არჩევისას მხედველობაში მიიღება:
ა) მისი პიროვნული თვისებები, ბ)დაკისრებული მოვალეობის შესრულების უნარი, გ)ურთიერთდამოკიდებულება, რომელიც არსებობს მასა და სამეურვეო/სამზრუნველო პირს შორის, დ)სამეურვეო/სამზრუნველო პირის ინტერესები, ე)ასევე მშობლის ან მამკვიდრებლის მითითება.
3. მეურვის ან მზრუნველის დანიშვნამდე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ეკისრება მეურვის ან მზრუნველის სათანადო სამართლებრივი ვალდებულებები სამეურვეო/სამზრუნველო პირის მიმართ.
ხ
·
რაც შეეხება „სასამართლოს გადაწყვეტილებას’’ :
“პირის „შეზღუდულქმედუნარიანად’’
აღიარების და მისთვის „მზრუნველობის’’
დაწესების მიზანშეწონილობის შესახებ’’
·
„სასამართლოს’’ ამგვარი „გადაწყვეტილება’’ “მზრუნველის’’ დანიშვნისათვის “აუცილებელი ერთთვიანი ვადის ათვლის’’ „საფუძვლად’’ ხდება ,მისი „მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოში’’ შეტანის დღიდან[!]
1.4 „მხარდამჭერის’’ დანიშვნა [სკ-ის 1280-ე
მუხლი]
·
„მხარდამჭერის’’ დანიშვნა გარკვეული სპეციფიკით ხასიათდება.
·
„სასამართლო’’,რომელმაც გამოიტანა „გადაწყვეტილება’’
-“ პირის „მხარდაჭერის მიმღებად’’ ცნობის შესახებ“,ვალდებული[!]
იმავე „გადაწყვეტილებით’’ დანიშნოს -მისი „მხარდამჭერი’’
ხ
·
ამავე „გადაწყვეტილებით’’ სასამართლომ უნდა განსაზღვროს მხარდაჭერის ფარგლები
და მხარდამჭერის (მხარდამჭერების) უფლება-მოვალეობები.
ხ
·
სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 დღისა ეგზავნება
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს „მხარდაჭერის მიმღების’’ „საცხოვრებელი ადგილის“ მიხედვით.
მუხლი 1280. მხარდამჭერის (მხარდამჭერების) დანიშვნა
+
1. სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ, ვალდებულია იმავე გადაწყვეტილებით დანიშნოს მხარდამჭერი (მხარდამჭერები), განსაზღვროს „მხარდაჭერის ფარგლები“ და „მხარდამჭერის (მხარდამჭერების) უფლება-მოვალეობები“. ეს გადაწყვეტილება მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 დღისა ეგზავნება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს „მხარდაჭერის მიმღების’’ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ხ
·
მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს პირის ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი ან სპეციალისტი,
რომელიც აკმაყოფილებს სამოქალაქო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.
ხ
·
„სპეციალისტი’’ინიშნება მაშინ,როცა სასამართლო „მხარდაჭერის მიმღების ‘’ ახლობლებიდან ვერ ახერხებს „მხარდამჭერის’’
შერჩევას
·
ასეთ შემთხვევებსი სასამართლო „მხარდამჭერად’’ ნიშნავს “მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს’’ უფლებამოსილ პირს
·
ხოლო თუ „მხადაჭერის მიმღები’’
პირი „სპეციალიზებულ დაწესებულებაშია’’ მოთავსებული-ამ „დაწესებულების წარმომადგენელს’’.[იხ სკ-ის 1280-ე მუხლის მე-5 ნაწილი]
ხ
·
მხარდამჭერის არჩევისას სასამართლო ითვალისწინებს:
a. მხარდამჭერის პიროვნულ თვისებებს,
b. მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების
უნარს,
c. მხარდამჭერისა და მხარდაჭერის მიმღების
ურთიერთდამოკიდებულებას,
d. მხარდაჭერის მიმღების ინტერესებს
და ნებას,
e. ხოლო მხარდაჭერის მიმღების არასრულწლოვანების შემთხვევაში – აგრეთვე მისი მშობლის მითითებას.
ხ
·
პირი მხარდამჭერად შეიძლება
დაინიშნოს მხოლოდ მისი „თანხმობით’’
მუხლი 1280. მხარდამჭერის (მხარდამჭერების) დანიშვნა
+
2. მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს პირის ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი ან სპეციალისტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.
3. მხარდამჭერის არჩევისას სასამართლო ითვალისწინებს: ა)მის პიროვნულ თვისებებს, ბ)მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების უნარს, გ)მხარდამჭერისა და მხარდაჭერის მიმღების ურთიერთდამოკიდებულებას, დ)მხარდაჭერის მიმღების ინტერესებს და ნებას, ხოლო ე) მხარდაჭერის მიმღების არასრულწლოვანების შემთხვევაში – აგრეთვე მისი მშობლის მითითებას.
4. პირი მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მისი თანხმობით.
ხ
1.5.პირი ,რომელიც „მეურვედ’’,“მზრუნველად’’ ან“მხარდამჭერად’’ არ შეიძლება დაინიშნონ[სკ-ის
1283-ე მუხლი]
·
კანონი ზოგიერთ პირს უკრძალავს“მეურვის’’,“მზრუნველის’’ და „მხარდამჭერის’’ ფუნქციის შესრულებას
მუხლი 1283. პირი, რომელიც მეურვედ, მზრუნველად ან მხარდამჭერად არ შეიძლება დაინიშნოს
„მეურვედ’’, „მზრუნველად“ ან „მხარდამჭერად’’ არ შეიძლება დაინიშნოს პირი:
ა) რომელსაც „18 წლის ასაკისთვის’’ არ მიუღწევია;
ბ) რომელიც სასამართლომ „მხარდაჭერის მიმღებად’’ ცნო;
გ) რომელსაც „მშობლის უფლება“ ჩამოერთვა ან შეეზღუდა მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შესრულებისათვის „თავის არიდების’’ გამო;
დ) რომელიც „მეურვის’’, „მზრუნველის“ ან „მხარდამჭერის“ მოვალეობისაგან განთავისუფლებულია მისი „არაჯეროვნად შესრულების’’ გამო.
1.6. „ქონების მეურვის’’ დანიშვნის წესი [სკ-ის 1284-ე მუხლი]
·
სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს“ქონებაზე მეურვეობის დაწესების’’ შესაძლებლობასაც
·
ქონებაზე მეურვეობის დაწესება’, პირველ რიგში ,’ ხდება მაშინ,როცა ა)„თავად პირს უწესდება’’
„მეურვეობა’’ ან „მზრუნველობა’’ და ბ)ამ პირს „ქონება’’ გააჩნია,არა „საცხოვრებელ’, არამედ „სხვა’’
ადგილას.
ხ
·
„საცხოვრებელ ადგილად’’ მიიჩნევა ის ადგილი,რომელსაც „ირჩევს’’ პირი.
·
პირს შეიძლება ჰქონდეს „რამოდენიმე’’ „საცხოვრებელი ადგილი’’.
·
თუ „პირის ქონება“ არის იმ ადგილას,სადაც „მეურვეობაში’’ ან“მზრუნველობაში’’
მყოფი პირი „ცხოვრობს’’,მაშინ იგულისხმება,რომ
ამ პირისთვის დანიშნული „მეურვე’’ ან „მზრუნველი’’
უვლის მის ქონებას.
·
მაგრამ თუ „ქონება’’ „სხვა ადგილზეა’’,მისი
„დაცვა ‘’ და „მართვა’’,უნდა დაეკისროს არა მესაკუთრის „მეურვესა’’ და „მზრუნველს’’,არამედ-
„სხვა პირს’’-„ქონების მეურვეს’’[!]
მუხლი 1286. ქონების მეურვის დანიშვნა
+
2.ა) თუ ქონება მდებარეობს მეურვის ან მზრუნველის საცხოვრებელი ადგილიდან შორს ან ბ)„ქონების მეურვის“ დანიშვნა აუცილებელია, „სამეურვეო/სამზრუნველო პირისათვის“ „დანიშნული მეურვის/მზრუნველის“ გარდა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შეუძლია დანიშნოს ქონების მეურვე/მზრუნველი.
ხ
ა) „ქონების მეურვის’’ დანიშვნა
·
„ქონების მეურვის’’ დანიშვნა მოხდება
მაშინ ,როცა : ა)“მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო’’[რომლსაც ეკისრება“მეურვეობაში
ან მზრუნველობაში მყოფი პირის’’ „ქონებრივი ინტერესების’’ „დაცვა’’] მივა იმ დასკვნამდე,რომ:“ აუცილებელია „ქონების მეურვის’’ დანიშვნა“.[იხ.
1286-ე მუხლის მე-2 ნაწილი ზემოთ]
„ქონებაზე მეურვის’’ დანიშვნა,ასევე,შეიძლება
იმ
შემთხვევაშიც,თუ ამას მოითხოვენ:
ბ)მშობლები გ)მამკვიდრებელი [მამკვიდრებელი ანდერძში ასახელებს პირს[ამასთან,არამშობელს]
,რომელიც უნდა გახდეს როგორც ბავშვის ,ისე ქონების მეურვე ან მზრუნველი],დ)“მეურვე’’ ან „მზრუნველი’’
მუხლი 1286. ქონების მეურვის დანიშვნა
1. ბავშვის ქონებრივი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება დაინიშნოს ქონების მეურვე, თუ ამას მოითხოვს:
ა) მშობლები;
ბ) მამკვიდრებელი, რომელიც ქონებას ბავშვს გადასცემს და დაასახელებს რომელიმე პირს, გარდა მშობლებისა, რომელიც უნდა გახდეს ქონების მეურვე;
გ) მეურვე ან მზრუნველი.
ხ
·
დანიშნული „ქონების მეურვე’’
„უვლის’’ და „მართავს’’ „ქონებას’’ „მესაკუთრის ინტერესების’ ‘ შესაბამისად
ხ
·
ეს „წესი’’ ვრცელდება იმ პირთა
ქონებაზეც,რომლებიც“აღმზრდელობით დაწესებულებებში ’’ ან „სპეციალურ[საგიჟეთი,ციხე,ჯარი] დაწესებულებებში’’
არიან მოთავსებული.
·
ასეთი პირების „ქონებრივი ინტერესების’’
„დასაცავად’’,აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს მათი „ქონების მეურვე’’
ხ
·
„ქონების მეურვის’’ დანიშვნის აუცილებლობა,ასევე, შეიძლება წარმოიშვას ისეთ შემთხვევაში,როცა „პირი მარტოხელაა’’ და გააჩნია „განსაზღვრული ქონება’’,ან როცა პირმა
„მემკვიდრეობით მიიღო ქონება’’[რომელიც სხვაგან მდებარეობს] და სხვა
·
ბუნებრივია,“სამეურვეო ან სამზრუნველო პირმა’’,რადგან არა აქვს შესაძლებლობა
„თავად განახორციელოს’’ თავისი“ქონებრივი უფლებები’’
„ქონება’’ „სამართავად’’ და „მოსავლელად’’ უნდა გადასცეს „სხვა პირს’’-„ქონების
მეურვეს’’
·
აღნიშნულ შემთხვევებში“მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოების’’ მიერ „ქონებაზე მეურვეობის დაწესება’’ და „ქონების მეურვის დანიშვნა’’,საოჯახო სამართლებრივ
ურთიერთობათა ფარგლებში,“პირადი და ქონებრივი
უფლებების დაცვის’’ „სავალდებულო ხასიათის
„დანამატს’’ წარმოადგენს.
ხ
ბ)“მინდობილი საკუთრების’’ მმართველი[შედარება]
·
სულ სხვა მდგომარეობაა მაშინ,როცა საქმე ეხება იმ პირის ქონების სამართლებრივი
მდგომარეობის განსაზღვრას,რომელიც“სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე’’ გამოცხადებულია-„უგზო-უკვლოდ დაკარგულად’’
·
სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ,“კანონით მემკვიდრეები’’ მოიპოვებენ უფლებას „უგზო-უკვლოდ
დაკარგულის’’ ქონება „მართონ’’ „მინდობილი საკუთრების’’ სახით[!]
·
ყურადღება: ამ დროს
წარმოშობილი „ურთიერთობა’’ რეგულირდება სამოქალაქო კოდექსის“სახელსეკრულებო სამართლის’’
მე-2 ნაწილის მე-14 თავით]
·
„მინდობილ მესაკუთრეს’’ უფლება აქვს : ა)“სამართავად’’
„მინდობილი ქონებიდან’’ „მიიღოს სარგებელი’’[!],აგრეთვე
ბ) „განკარგოს იგი,იმ ნაწილში,რომელიც საჭიროა „უგზო-უკვლოდ’’ დაკარგული პირის კმაყოფაზე მყოფთა „სარჩენად’’ და „უგზო-უკვლოდ’’ დაკარგული პირის „ვალების’’
დასაფარავად.
·
„მინდობილი მესაკუთრე’’ მე-3 პირებთან „ურთიერთობებში’’
სარგებლობს „მესაკუთრის უფლებამოსილებით’’
ხ
·
თუ „მინდობილი მესაკუთრე’’ არ იჩენს „სათანადო გულისხმიერებას’’ ,მაშინ
იგი „ვალდებულია აანაზღაუროს მისი ასეთი ქმედებით
გამოწვეული ზიანი’’
ხ
·
„მინდობილი საკუთრების’’ მართვასთან დაკავშირებული „ყველა ხარჯი’’ უნდა ანაზღაურდეს „მინდობილი ქონებიდან’’
ხ
·
„უგზო უკვლოდ დაკარგული პირის’’ „ქონების’’ „მინდობილი საკუთრების’’ სახით[!] „მართვა’’,მიუხედავად იმისა,რომ „სახელშეკრულებო სამართლის’’ სფეროა
, მაინც გავს საოჯახო სამართლის’’ “ქონებაზე მეურვეობის დაწესების’’ ინსტიტუტს
Комментарии
Отправить комментарий