კონფლიქტების ლოკალიზაცია და ჰუმანიტარიზაციის წყაროები.
აქ განხილულია
„ომის წარმოების’’ წესების მარეგულირებელი „ძირითადი აქტები’’
ბ)“ბირთვული იარაღის გამოცდის აკრძალვა’’
გ) „ბირთვული იარაღის აკრძალვა’’
დ) „ბირთვული იარაღის’’ გაუვრცელებლობა
ე)“ბირთვული ომის’’ შემთხვევით დაწყების შესაძლებლობის თავიდან აცილების ზომები.
ზ) „საშუალო’’ და „ნაკლები’’ სიშორის რაკეტების ლიკვიდაცია
თ) „სტრატეგიული შეიარაღების ‘’ შეზღუდვა და შემცირება
ი) ქიმიური და ბაქტერიოლოგიური იარაღის აკრძალვა
კ)“მასობრივი მოსპობის’’ იარაღის ახალი სახეების აკრძალვა
ლ)“ჩვეულებრივი შეიარაღების’’ და „შეიარაღებული ძალების’’ შემცირება[CFE]
·
„აგრესიული ომი’’ კანონგარეშეა გამოცხადებული.მაგრამ
ეს არ გამორიცხავს ასეთი ომის დაწყების შესაძლებლობას.
ხ
·
აგრესიული ომის დაყება იწვევს „აგრესიის მსხვერპლის’’ მხრიდან „სამართლიან’’ შეიარაღებულ ბრძოლას ე.ი. „თავდავდაცვით ომს’’
ხ
·
ასევე, „სამართლიან’’ შეიარაღებულ
ბრძოლას იწყებს ერი[ხალხი],რომელიც იძულებულია ხელი მოკიდოს იარაღს „ეროვნული დამოუკიდებლობის’’ მოსაპოვებლად.
ხ
·
არასაერთაშორისო ხასიათის „შეიარაღებული კონფლიქტები’’- „ერთი სახელმწიფოს’’
ფარგლებში მიმდინარეობს
·
შეიძლება არსებობდეს „ორ სახელმწიფოს’’ შორის მიმდინარე „შეიარაღებული კონფლიქტები.’’
ხ
·
ჩამოყალიბდა საერთაშორისო სამართლის
„ცალკე დარგი’’- „საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი’’,რომელიც მოიცავს „ყველა’’ ხელშეკრულებას,კონვენციას და სხვა „აქტებს’’,რომლებიც ეხება
„ადამიანის ბედს შეიარაღებულ
კონფლიქტში’’
·
ომის „თანამედროვე’’ ჩვეულებები და კანონები
a. ადგენენ სავალდებულო ქცევის წესებს,როგორც
„სამხედრო ფორმირებების’,ასევე „ცალკეული ჯარისკაცებისათვის’’
b. კრძალავენ იარაღის ცალკეული სახეების
გამოყენებას
c. იცავენ მშვიდობიან მოსახლეობას,სამხედრო
ტყვეებს და.შ.
d. იცავენ მატერიალურ ფასეულობებს
შეიარაღებული კონფლიქტების დროს.
ხ
„ომის წარმოების’’ წესების მარეგულირებელი „ძირითადი აქტები’’
1. „პარიზის 1856 წლის დეკლარაცია
„საზღვაო ომის შესახებ’’
2. ჰააგის 1907 წლისკონვენციები
„სახმელეთო და საზღვაო ომის წარმოების შესახებ’’
3. ჟენევის 1925 წლის ოქმი „მხუთავი,შხამიანი
ან სხვა ამგვარი აირების და ბაქტეროლოგიური საშუალებების ომში გამოყენების აკრძალვის
შესახებ’’
4. ჟენევის 1949 წლის კონვენცია“მოქმედ
არმიაში დაჭრილთა და ავადმყოფთ ხვედრის გაუმჯობესების შესახებ’’
5. ჟენევის 1949 წლის ჟენევის კონვენცია
„ზღვაში შეიარაღებული ძალების შემადგენლობიდან დაჭრილთა,ავადმყოფთა და გემის დაღუპვის
შედეგად წყალში აღმოჩენილ პირთა ბედის გაუმჯობესების შესახებ’’
6. ჟენევის 1949 წლის კონვენცია „სამხედრო ტყვეთა
რეჟიმის შესახებ’’
7. ჟენევის 1949 წლის კონვენცია „ომის დროს სამოქალაქო
მოსახლეობის დაცვის შესახებ’’
8. ჟემევის 1977 წლის ორი ოქმი“საერთაშორისო და არასაერთაშორისო
კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვის შესახენ’’
[საქართველო შეუერთდა ამ ორ კონვენციას და ორივე ოქმს 19994 წელს]
9. ლონდონის 1936 წლის ოქმის დანართი“ომის
დროს სავაჭრო გემების წინააღმდეგ წყალქვეშა ნავების მოქმედების შესახებ’’
10. ჰააგის 1954 წლის კონვენცია
„სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში კულტურულ ფასეულობათა დაცვის შესახებ’’[საქაეთველო
შეუერთდა 1993 წელს]
11. 1972 წლის კონვენცია „ბაქტერიოლოგიური[ბიოლოგიური]
იარაღის ტოქსინების წარმოების და დაგროვების აკძალვისა და მათი მოსპობის შესახებ’’
12. 1977 წლის კონვენცია“გარემოზე
ზემოქმედების საშუალებათა სამხედრო ან ნებისმიერი სხვა მტრული მიზნით გამოყენების აკრძალვის
შესახებ’’
13. 1980 წლის კონვენცია და სამი
ოქმი,რომლებიც კრძალავენ ან ზღუდავენ კონკრეტული სახის იმ ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებას,რომლებიც
შეიძლება „ზომაგადასული ზიანის მიმყენებელ’’ ან „განურჩეველი მოქმედების ‘’ იარაღად
ჩაიტთვალოს
14. ამათ გარდა არსებობს მთელი რიგი
„აქტები’’,რომლებიც „მიზნად ისახავენ არ დაუშვან „ახალი მსოფლიო ომის’’ დაწყება ,ან
‘’ქმნიან შეიარაღებული კონფლიქტების თავიდან აცილების გარანტიებს’’ ,ან „ზღუდავენ თანამედროვე
სამხედროიარაღის გამოყენებას’’
ხხხ
ა) „განიარაღება’’
·
„განიარაღების’’ იდეა დაფიქსირებულია გაეროს წესდებაში[მუხლები II,26 და 47]
·
„‘განიარაღების’’ პრინციპის იურიდიული შინაარსი იმაში მდგომარეობს,რომ სახელმწიფოები და გაერო ვალდებულები არიან შეიმუშავონ
„განიარაღების’’ პრაქტიკულად განხორციელების ღონისძიებანი
·
ძირითადი მოთხოვნაა,რომ „სახელმწიფოებმა დადონ სპეციალური შეთანხმებაბი
განიარაღების შესახებ’’
·
გაეროს გენერალური ასამბლეის 1959 წლის 20 ნოემბერის რეზოლუცია პირველი აღიარებს „საყოველთაო და სრული განიარაღების
აუცილებლობას’’
·
მას შემდეგ მიღებული იქნა „სხვა’’ რეზოლუციები,ორმხრივი
და მრავალმხრივი საერტაშორისო-სანართლებრივი აქტები,რომლებიც ქმნიან „განიარაღების’’
სამართლებრივ საფუვლებს.[!]
ბ)“ბირთვული იარაღის გამოცდის აკრძალვა’’
·
1963 წელს მოსკოვში ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას „ატმოსფეროში,კოსმოსურ სივრცეში და
წყალქვეშ ბირთვული იარაღის გამოცდის აკრძალვის შესახებ’’
·
ეს ხელშრკრულება ძალაში შევიდა 1968 წელს
·
იკრძალება აგრეთვე ბირთვული
აფეთქბები ,რომლებიც ამ სამი სფეროს გარეთ ტარდება,მაგრამ იწვევს“რადიოაქტიურ დალექვას’’ იმ სახელმწიფოს საზღვრებს გარეთ,რომელიც ატარებს
ასეთ გამოცდას.
·
„მიწისქვეშ ბირთვული იარაღის
გამოცდის აკრძალვისათვის’’კი საჭიროა „სპეციალური ხელშეკრულების’’
დადება,რომელიც თუ დაიდო,მოსკოვის ხელსეკრულების „დანართად’’ ჩაითვლება
·
ან ახალი „საყველთაო ხელშეკრულების’’ დადება,რომლის შემადგენელ ნაწილად
„მოსკოვის ხელშეკრულება’’ იქცევა.
·
1974 წელს დაიდო სსსრკ-ასშ-ს შორის ხელშეკრულება“მიწისქვეშ ბირთვული იარაღის გამოცდის შეზღუდვის შესახებ’’
·
1976 წელს დაიდო მეორე მნიშვნელოვანი აქტი- „ ხელშეკრულება მშვიდობიანი მიზნებისთვის მიწისქვეშ ბირთვული აფეთქებების შესახებ’’
·
არცერთი მათგანი
დღემდე რატიფიცირებული არ არის და ამდენად „ძალაში არ შესულა’’
გ) „ბირთვული იარაღის აკრძალვა’’
·
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რამდენჯერმე მიიღო დეკლარაცია,რომლის მიზანია
აიკრძალოს „ბირთვული იარაღის გამოყენება’’
·
ასეთებია:
a.
1961 წლის დეკლარაცია „ბირთვული
და თერმობირთვული იარაღის გამოყენების შესახებ’’
b.
1972 წლის დეკლარაცია „საერთაშორისო
ურთიერთობაში ძალის გამოუყენებლობისა და ბირთვული იარაღის გამოყენების „სამარადისოდ’’
აკრძალვის შესახებ’’
მაგრამ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციების მხოლოდ „რეკომენდაციების’’ ძალა გააჩნია.[!]
ხ
·
გენერალურმა ასამბლეამ 38-ე სესიაზე მიიღო
რეზოლუცია „ბირთვული იარაღის დაგმობის შესახებ’’
·
ეს დეკლარაცია გმობს არა მარტო „ბირთვულ ომს’,როგორც ხალხთა წინააღმდეგ
ყველაზე საშინელ დანაშაულს,არამედ უფრო შორს მიდის- გმობს
ისეთ პოლიტიკურ და სამხედრო დოქტრინების და
კონცეფციების შემუშავებას,წამოყენებას ,გაგრძელებას და პროპაგანდას,რომლებიც
ამართლებენ ბირთვული იარაღის „პირველი’’
გამოყენების „მართლზომიერებას’’ ანუ ასეთი ომის გაჩაღებას.
ხ
·
გენერალურმა საამბლეამ 39-ე და მე-40
სესიებზე კიდევ ერთხელ მოუწოდა ბირთვულ
სახელმწიფოებს განაცხადონ უარი „ბირთვული იარაღის გამოყენებაზე’’
დ) „ბირთვული იარაღის’’ გაუვრცელებლობა
·
სხვა ქვეყნების მიერ ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობის თავიდან აცილებისთვის საერთაშორისო საზოგადოებამ მიაღწია მეტად მნიშვნელოვან
“საყოველთაო’’ შეთანხმებას- 1986 წელს დაიდო
ხელსეკრულება „ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ’’[ძალაში შევიდა 1990 წელს,ნონაწილეობს
120-ზე მეტი სახელნწიფო]
·
ამ ხელშეკრულების ძალით არც ერთ ბირთვულ ქვეყანას არა აქვს უფლება:
a. ნებისმიერი ფომით „პრდაპირ’’,ან
„არაპირდაპირ’’ ,გადასცეს ვინმეს“ბირთვული
იარაღი’’ ან სსხვა „ბირთვული მოწყობილობა’’ ,მათ შორის ისეთ სახელნწიფოებს,რომლებსაც
ასეთი იარაღი არ გააჩნიათ
b. ხელი შეუწყოს „არაბირთვულ ქვეყნებს’’,შექმნას
„საკუთარი ბირთვული იარაღი’’
·
„ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის
შესახებ’ ხელშეკრულება უკრძალავს „არაბირთვულ სახელმწიფოებს’’ შექმნან „ბირთვული იარაღი’’ „საკუთარი ძალით’’ ან „სხვა სახელმწიფოებთან ერთად“.
·
ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოები,რომლებსაც „არ გააჩნიათ’’ ასეთი
იარაღი,კისრულობენ ვალდებულებას,უარი თქვან ბირთვული სახელმწიფოსგან „ბირტთული იარაღის მიღებაზე ან შეძენაზე’’
·
„ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის
შესახებ’ ‘’ხელშეკრულების ძალით „ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს’’[აესს]
დაეკისრა შეთანხმების მონაწილე სახელმწიფოთა მიერ აღებული ვალდებულებების პირნათლად
შესრულებაზე კონტროლის ფუნქცია
·
„ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს’’[აესს] ამოცანაა
არ
დაუშვას ორგანიზაციის მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი ბირთვული დანადგარების გამოყენება
„სამხედრო მიზნებისთვის’’
·
ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ იწვევენ შეთანხმების მონაწილე
სახელმწიფოთა კონფერენციას
ხ
·
1978 წელს საბჭოტა კავშირმა განაცხადა ,რომ არ გამოიყენებს
„ბირთვულ იარაღს’’ იმ ქვეყნების მიმართ ,რომლის ტერირორიაზე არ არის განლაგებული „ბირთვული
იარაღი’’
·
აშშ-ს მთავრობამ ასეთივე განცხადება გააკეთა,მაგრამ
იმ განსხვავებით,რომ „ბირტთვული იარაღი არ იქნება გამოყენებული იმ სახელმწიფოს მიმართ,რომელმაც იკისრა ვალდებულება არ განალაგოს „ბირთვული იარაღი’’
ე)“ბირთვული ომის’’ შემთხვევით დაწყების შესაძლებლობის თავიდან აცილების ზომები.
·
„ბირტთვული იარაღის’’ მქონე სახელმწიფოები ცდილობენ მაქსიმალურად გამორიცხონ
ბირთვული იარაღის შეცდომით ან უნებლიე გამოყენება.
·
ისინი იღებენ ვალდებულებებს „არ შექმნან ‘’ისეთი სიტუაცია,რომელმაც შეიძლება
აიძულოს მეორე მხარე გამოიყენოს „ბირთვული იარაღი’’
·
ამ მიზანს ემსახურება 1973 წლის ასშს-სსსრკ-ს შორის დადებული შეთანხმება“ბირთვული ომის აცილების შესახებ’’,რომლის
ძალით ორივე სახელმწიფო იღებს ვალდებულებას შექმნას ყოველგვარი პირობა,რათა გამორიცხოსბირთვული
ომის დაწყების რისკი,აღიარებენ „ძალის გამოუყენებლობის’’ პრინციპის
ურღვევობას,იღებენ ვალდებულებას „საშიში სიტუაციის შენთხვევაში მიმართონ „სასწრაფო
კონსულტაციებს’’[მუხ.I -IV]
ხ
·
„განსაკუთრებულ ზომებს’’ ითვალისწინებს ორმხრივი შეთანხმებანი,დადებული სსსრ კავშირის მიერ აშშ-სთან [1971] ს,საფრანგეთთან[1976]
იგლისთან [1977]
·
„მხარეები’’ პირდებიან ერთმანეთს ა)უმალვე აცნობონ „ბირთვული ინციდენტის’’ შესახებ,
ბ)“განმარტონ სიტუაცია’’,რომელიც მე-2 მხარის მიერ შეიძლება არასწორად იქნეს გაგებული,გ)გამოიყენონ „მთავრობათა შორის’’ გაყვანილი
„პირდაპირი კავშირის’’ ხაზი[ეს ნაკისრი ვალდებულებები სსრკ-დან დღეს რუსეთზეა გადასული]
·
დღემდე ყველა მხარე იცავს ნაკისრ ვალდებულებებს,[რაც უდავოდ ხელს უწყობს მშვიდობას
და ხალხთა უშიშროების უზრუნველყოფას.]
ვ) „უბირთვო ზონები’’
·
დედამიწის სხვადასხვა კუთხის „უბირთვო ზონად’’ გამოცხადება ხელს უწყობს
მშვიდობის განმტკიცების საქმეს.
·
თუ რომელიმე „ტერიტორია’’,“კონტინენტი’’,ან „სახელმწიფო’’ გამოცხადებულია
„დემილიტარიზებულ ზონად’’ ის ავტომატურად „უბირთვო ზონადაც ’’ იქცევა.[მაგ.ალანდის კუნძულები[შვედეთის და ფინეთს
შორის],შპიცბერგენის არქიპელაგი,ანტარქტიკა და სხვა]
ხ
·
რიგი უკვე მიღებული აქტებისა გამორიცხავს „ბირთვული იარაღის შექმნას და განლაგებას
დედამიწის სხვადასხვა’’ არეალში :
a. ხელშეკრულება „ანტარქტიკის შესახებ’’-1959
წ
b. მოსკოვის 1969 წლის ხელშეკრულება
„სამ სფეროში ბირთვული იარაღის გამოცდის აკრძალვის შესახებ’’
c. 1967 წლის ხელშეკრულება“კოსმოსური
სივრცის შესახებ’’
d. 1968 წლის ხელშეკრულება „ბირთვული
იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ’’
e. 1971 წლის ხელშეკრულება“ოკეანეებისა
და ზღვების ფსკერზე და მის წიაღში ბირთვული იარაღის ,ან მასობრივი მოსპობის სხვა სახის
იარაღის განლაგების აკრძალვის შესახებ ‘’და სხვა
ხ
·
ამჟამად, წამოყენებულია“უბირთვო ზონების’’ მრავალრიცხოვანი პროექტები: აფრიკისათვის,სამხრეთ
აზიისთვის,ახლო აღმოსავლეთისთვის,ინდოეთის ოკეანესთვის,ცენტრალური
ევროპისათვის,ჩრდილოეთ ევროპისათვის,ხმელთაშუა ზღვისთვის და სხვა.
·
მრავალი ქვეყნის[ინგლისი,ჰოლანდია,გერმანია,იაპონია და სხვა] ცალკეული ქალაქების მუნიციპალიტეტების გადაწყვეტილებით მათდამი
რწმუნებული ტერიტორია გამოცხადებულია „უბირთვო ზონად’’
·
1984 წელს მანჩესტერში[ინგლისი] გაიმართა „უბირთვო ზონების’’ საკითხზე
ცალკეული ქალაქების მუნიციპალიტეტების პირველი საერთაშორისო კონფერენცია,რომელშიც
200-ზე მეტი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი მონაწილეობდა
·
1967 წელს ლათინური ამერიკის 22-მა სახელმწიფომ ხელშეკრულებით
იკისრა ვალდებულება არ დაუშვას თავის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის შენახვა,გამოყენება
,გამოცდა და წარმოება.აიღეს ვალდებულება „არ მიიღონ’’ ბირთვული იარაღი რომელიმე სახელმწიფოსგან.[რაც
პირველ რიგში აშშ-ს ინტერესებშია]
·
სსრ კავშირმა,აშშ-მ,ინგლისმა,საფრანგეთმა და ჩინეთმა ხელი მოაწერეს ამ ხელშეკრულების დამატებით ოქმს,რომლის
თანახმად კისრულობდნენ ვალდებულებას „პატივი ეცათ’’ – ლათიმური ამერიკის „უბირთვო ზონებისთვის’’
·
მსგავსი ხელშეკრულება დაიდო 1985 წელს „სამხრეთ წყნარი ოკეანიის’’ ფორუმის
11 წევრს შორის[„რაროტონგას ხელსეკრულება’’].ამ ხელშეკრულების 3 ოქმი მოუწოდებს აშშ-ს,ინგლისს
და საფრანგეთს დაიცვან
ამ რეგინში მდებარე მათ ტერიტორიებზე[კუნძულებზე] ამ ხელშეკრულების დებულებები და ამ
რეგიონის „უბირთვო ზონის’’ სტატუსი .
ზ) „საშუალო’’ და „ნაკლები’’ სიშორის რაკეტების ლიკვიდაცია
·
„საშუალო’’ და „ნაკლები’’ სიშორის
ბირთვული იარაღის[რაკეტების] ლიკვიდაციის თაობაზე შეთანხმება ძალაში შევიდა 1989 წელს
·
ხელშეკრულებას თან ერთვის:
a. რამდენიმე ოქმი „ლიკვიდაციის
პროცედურების შესახებ’’
b. ოქმი „ინსპექციის შესახებ’’,
c. დებულება’ „ინსპექტორთა და მფრინავთა
ეკიპაჟების პრივილეგიბის და იმუნიტეტის შესახებ’’
d. მემორანდუმი „ამოსავალი მონაცემების
შესახებ’’
ხ
·
ხელშეკრულების თანახმად მხარეებს უნდა გაენადგურებინათ:
a. საშულაო[5000 კმ-მდე] და ნაკლები
სიშორის[500 კმ-მდე ] სიშორის რაკეტები
b. მათი გამშვები დანადგარები
c. დამხმარე ნაგებობანი და მოწყობილობანი
d. განისაზღვრა რაკეტების ლიკვიდაციის
ვადები
e. დაწესდა მკაცრი ინსპექცია და
კონტროლი
f. ინსპეციას შეეძლო ემოქმედა ხელშეკრურულების
ძალაში შესვლიდან 13 წლის განმავლობაში
g. ხელშეკრულება დაიდო უვადოდ.
·
2015 წლისთვის ხელშეკრულების ყველა მოთხოვნა შესრულებული იყო
-ორივე მხარემ გაანადგურა „საშუალო’’
და „ნაკლები’’ სიშორის ბირთვული ქობინების გადამტანი რაკეტები
·
რაც მაშინ უდავოდ იყო
მონაპოვარი ევროპაში მშვიდობის განმტკიცების საქმეში.
·
ამჟამად სიტუაცია რადიკალურად
შეცვლილია [რუსეთ-დასავლეთის უკრაინაში ომის დროს ,ბელორუსიაში ,ყირიმში,კალინინგრადში
რუსეთმა განალაგა „საშუალო’’ და „ნაკლები’’ სიშორის ბირთვული რაკეტები,რომლებსაც
მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდებათ ევროპის სხვადასხვა დედაქალაქებამდე.დასავლეთმა კი
ნატოში მიიღო შვედეთი
და ფინეთი[რომლებიც მანამდე „უბირთვო ზონები’’ და ნეიტრალური
სახელმწიფოები იყო]
თ) „სტრატეგიული შეიარაღების ‘’ შეზღუდვა და შემცირება
·
1972 წელს მოსკოვში აშშ-მ და საბჭოთა კავშირმა დადეს ორი შეთამხმება:
1. ხელშეკრულება „რაკეტსაწინააღმდეგო
სისტემების შეზღუდვის შესახებ’’
2. დროებითი შეთანხმება „სტრატეგიული
შეტევითი შეზღუდვის სფეროში ზოგიერთი ზომის შესახებ’’[საუბარია დიდი სიშორის[10000
კმ და მეტი] ანუ საკონტინნტთაშორისო რაკეტებზე]
ხ
·
„რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების
შეზღუდვის შესახებ’’ შეთანხმება[ABM] იყო
-„უვადო’’
·
იგი ძალაში შევიდა 1972 წელს ,ხოლო მისი 1974 წლის ოქმი ძალაში შევიდა 1976 წელს
ხ
·
ხოლო „დროებითი შეთანხმება სტრატეგიული შეტევითი შეზღუდვის სფეროში ზოგიერთი
ზომის შესახებ’’ [SALT 1]
5 წლის ვადით დაიდო.
·
1977 წელს მხარეები შეთანხმდნენ
დაეცვათ ამ შეთანხმების დებულებები „ახალი შეთანხმების ხელმოწერამდე
·
მართლაც, 1979 წელს დაიდო ხელშეკრულება
„სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შეზღუდვის შესახებ’’[SALT 2],რომელიც რატიფიკაციის
შემთხვევაში შეცვლიდა „დროებით შეთანხმებას’’
[SALT 1-ს ] და კიდევ უფრო გააფართოებდა სსრკ-აშშ-ს
შეთანხმების სფეროს „სტრატეგიული იარაღის შეზღუდვის ეფექტური ზომების შემუშავების საქმეში’’; მაგრამ
წლების მანძილზე აშშ-სა და სსსრკ-ში მიმდინარე „პოლიტიკური პროცესის’’ გამო,რომელიც
„უნდობლობის სულისკვეთებით’’ ხასიათდებოდა, SALT 2 არც აშშ-ს მიერ ყოფილა რატიფიცირებული.
ხ
·
1991 წელს[საბჭოთა კავშირის „პერესტროიკის’’ პერიოდში] აშშ-სა და საჭოთა კავშირს შორის დაიდო ხელშეკრულება „სტრატეგიული შეტევითი ბირთვული
იარაღის შემცირების და შეზღუდვის შესახებ’’[START 1],რომელიც ითვალისწინებდა „სტრატეგიული შეტევითი ბირთვული იარაღის 50 %-ით შემცირებას’’
·
ამ ხელშეკრულების რატიფიკაცია არ მომხდარა ,რადგან საბჭოთა კავშირი მალე
დაიშალა.
ხ
·
უკრაინამ,ბელარუსიამ და ყაზახეთმა იკისრეს [SALT 1]-ით და [SALT 2]-ით გათვალისწინებული ვალდებულებები,მაგრამ
რატიფიკაციამდე საქმე არც ამ ქვეყნებში მისულა
·
1993 წელს აშშ-მ[პრეზიდენტი ბუში უფროსი ] და რუსეთმა[პრეზიდენტი
ელცინი] მოსკოვში ხელი მოაწრეს“სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების
2/3-ით შემცირების შესახებ’’ შესახებ,მაგრამ არც ის შესულა ძალაში.
ი) ქიმიური და ბაქტერიოლოგიური იარაღის აკრძალვა
·
1925 წელს კაცობრიობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა „ომის ჩვეულებების
და კანონების’’ შემდგომი ჰუმანიზაციის გზაზე.
·
1925 წლის ჟენევის ოქმი ითვალისწინებს“მხუთავი,შხამიანი ან სხვა ამგვარი
აირების და ბაქტეროლოგიური საშუალებების ‘’ ომში გამოყენების დაუშვებლობას
·
ხ
·
მეცნიერულ-ტექნიკურმა რევოლუციამ ხელი შეუწყო ახალი,მრავალჯერ უფრო ძლიერ
ქიმიური და ბაქტეროლოგიური იარაღის შექმნას,ზოგიერთი გამოყენებული იქნა კიდეც.
·
დღეისათვის რიგი სახელმწიფოების არსენალში დაგროვილია ქიმიური და ბაქტეროლოგიური
იარაღის დიდი მარაგები,რაც საფრთხეს უქმნის კაცობრიობას
·
გადაუდებელი ამოცანაა არსებული მარაგების ლიკვიდაცია და ამ ტიპის იარაღის
წარმოების შეწყვეტა.
·
1972 წელს მსკოვში,ვაშინგტონში და ლონდონში ხელმოწერებისთვის
გაიხსნა კონვენცია“ბაქტეროლოგიური[ბიოლოგიური]
და ტოქსინური იარაღის დამუშავების,წარმოების,და დაგროვების აკრძალვის და მათი მოსპობის
შესახებ’’[კონვენცია ძალში შევიდა 1975 წელს]
·
კონვენციის ხელმომწერმა სახელმწიფოებმა ივალდებულეს: არ შექმნან,არ დააგროვონ,არ
შეიძინონ,არ შეინახონ იმ სახის ან რაოდენობის მიკრობიოლოგიური ან სხვა ბიოლოგიური აგენტები
ან ტოქსინები,რაც „არ შეესაბამება მშვიდობიან მიზნებს’’
·
ასეთივე ვალდებულებები ეხება :იარაღს,მოწყობილობას ან „ადგილზე მიტანის
საშუალებებს’’,რომელთა დანიშნულებაა „აღნიშნული აგენტების და ტოქსინების’’ მტრული მიზნებით
გამოყენება ან შეიარაღებულ კონფლიქტებში გამოყენება.
·
ხელმომწერმა მხარეებმა აიღეს ვალდებულება,კონვენციის ძალაში შესვლის დღიდან
არაუგვიანეს ცხრა თვის ვადაში მოსპონ ან გადაიყვანონ „მშვიდობიან გზაზე’’ მათ გამკარგულებაში
ან კონტროლს ქვეშ მყოფი „ყველა’’ აგენტი,ტოქსინი,იარაღი,მოწყობილობა და მათი ადგილზე
მიტანის საშუალებები.
·
აკრძალულია „ბაქტერიოლოგიური იარაღის’’
სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა ან მის წარმოებაში „დახმარება’’
ხ
·
გაცილებით რთულად მიდიოდა მოლაპარაკებები „ქიმიური იარაღის აკრძაკლვისა
და მოსპობის’’ შესახებ
·
1998 წელს პარიზში ხელმოწერილი იქნა კონვენცია“ქიმიური იარაღის აკრძაკლვის,განლაგების,წარმოების,შენახვის,გამოყენების
და მისი სრული განადგურების შესახებ’’
·
ამ კონვენციით აიკრძალა ყოველგვარი ქიმიური იარაღის წარმოება,შენახვა
,სხვა ქვეყნებისთვის გადაცემა.ხოლო არსებული ქიმიური იარაღის მარაგი უნდა განადგურდეს.
·
საქართველოს ხელი აქვს მოწერილი ამ კონვენციაზე.
კ)“მასობრივი მოსპობის’’ იარაღის ახალი სახეების აკრძალვა
·
მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი შესაძლებელს ქმნის შეიქმნას იარაღის „ახალი
სახეები’’,რომლებიც უფრო ძლიერი და ეფექტური იქნება,ვიდრე „ბირთვული იარაღი’’
·
დღეს უკვე დამუშავების სტადიაშია ისეთი იარღი როგორიცაა:
a. ნეიტრონის
b. გენეტიკური
c. ინფრაბგერითი
d. სხივური დაზიანების
e. რადიოლოგიური
f. კინეტიკური [„ორეშნიკი’’-ის ტიპის]
g. და სხვა ტიპის იარაღი
ხ
·
„მასობრივი მოსპობის ‘’ იარაღად ჩაითვლება
იარაღი,რომელიც შეიძლება შეიქმნას მომავალში რომლებსაც ექნებათ „მასობრივი მოსპობის
იარაღის ცნობილი სახეების’’ გამანადგურებელი ან დამაზიანებელი მოქმედების მსგავსი ან
უფრო ძლიერი თვისებები
ხ
·
1976 წელს გენერალური ასამმბლეის 31-ე სესიამ მოიწონა კონვენცია „გარემოზე ზემოქმედების საშუალებათა სამხედრო
ან რომელიმე მტრული გამოყენების აკრძალვის შესახებ’’
·
„გარემოზე ზემოქმედების საშუალებებად’’
იტვლება „ხელოვნური მიწისძვრა’’,
„ხელოვნური წყალდიდობა’’ ,“ფაუნის განადგურება’’ და სხვა
·
ამავე კონვენციით აკრძალულია ამ „გარემოზე
ზემოქმედების საშუალებების’’ გამოყენება
სხვა სახელმწიფოს ტერიტორიის და საჰაერო სივრცის დაზიანების მიზნით.
·
1977 წელს ჟენევაში 33-მა სახელმწიფომ[მათ შორის საბჭოთა კავშირმა და აშშ-მ]
ხელი მოაწერა კონვენციას „გარემოზე ზემოქმედების საშუალებათა სამხედრო
ან რომელიმე მტრული გამოყენების აკრძალვის შესახებ’’
·
ეს კონვენცია ძალაში შევიდა
1978 წელს.
ლ)“ჩვეულებრივი შეიარაღების’’ და „შეიარაღებული ძალების’’ შემცირება[CFE]
·
“ჩვეულებრივი შეიარაღების’’ და
„შეიარაღებული ძალების’’ შემცირების
ხელლშეკრულება ნატოსა და „ვარშავის ხელშეკრულების’’ორგანიზაციის
ქვეყნებს
შორის დაიდო 1987 წელს ვენაში და ჯერ
მოიცვა ცენტრალური და სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპა.
·
1989 წელს მოლაპარააკეებები განახლდა და მოიცვა მთელი ევროპის კონტინენტი[ატლანტიკიდან
ურალამდე],მოლაპარაკებები გაგრძელდა“ვარშავის ხელსეკრულების’’ ორგანიზაციის დაშლის
შენდეგაც,მაგრამ ამჯერად ეს მოლაპარაკებები წარიმართა „ეუთოს’’ ეგიდით.
·
საბჭოთა კავშირის დაშლამ თავისი კორექტივები შეიტანა ხელშეკრულების საბოლოო
პროექტში
·
1992 წელს ხელშეკრულებას შეუერთდა საქართველოც
·
ამ ხელშეკრულების ძალით მისმა
მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა შეამცირონ გარკვეულ რაოდენობამდე[კვოტამდე] „ჩვეულებრივი
შეიარაღება’’ : მაგ. ტანკები,საბრძოლო ვერტმფრენები
და სხვა
·
ხოლო იმ სახელმწიფოებს,რომლებსაც არ აქვთ შევსებული ეს კვოტები უფლება
აქვთ შეავსონ ეს კვოტები,“თუ ამის შესაძლებლობა გააჩნიათ’’
·
დაწესებულია კონტროლის მკაცრი სისტემა.[რომელსაც შეუძლია შეამოწმოს ხელშეკრულების
შესრულება]
ხ
·
ამ ხელშეკრულების ძალით მაგ. საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებული რუსეთის
ფედერაციის ჯარები,მათი ბაზები[ისევე როგორც სხვა სახელმწიფოში სადაც იდგა რუსეთის ჯარი] ექვემდებარებოდა „საერთაშორისო ინსპეციას’’
·
1992 წელს [„ჰელსინკი 2’’-ის თათბირის დროს] საქართველომ სხვებთან ერთად
,ხელი მოაწერა „შემაჯამებელ აქტს ევროპაში „ჩვეულებრივი’’ შეიარაღებული ძალების პირადი
შემადგენლობის შესახებ’’
·
ამ შეთანხმებით მონაწილე სახელმწიფოების შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა არ უნდა აღემატებოდეს გარკვეულ
კვოტას.
·
საქართველოსთვის შეიარაღებული
ძალების პირადი შემადგენლობის კვოტა განსაზღვრულია- 50 000 კაცით.
·
ანუ საქართველოს შეიარაღებული
ძალების პირადი შემადგენლობის რაოდენობა ამ კვოტის ფარგლებში უნდა თავსდებოდეს და არ შეიძლება
აღემატებოდეს მას,თუნდაც ამის შესძლებლობა არსებობდეს.
·
1999 წლის სტამბულის სამიტზე“ჩვეულებრივი
შეიარაღების’’ და „შეიარაღებული ძალების’’ შემცირების ხელშეკრულებაში შეიტანეს დამატებები.
·
ასევე მიღწეულ იქნა შეთანხმება საქართველოში „რუსეთის სამხედრო ბაზების გაუქმების შესახებ’’
·
მათ შორის „ვაზიანის’’[თბილისთან] და „გუდაუთის’’[აფხაზეთშია] ბაზების
დახურვა 2001 წლის ივნისამდე უნდა მომხდარიყო;
·
თუმცა აღნიშნული პირობების შესრულება მხოლოდ 6 წლის შემდეგ განხორციელდა
,ისიც არასრულად.
·
2005 წელს საქართველომ მიაღწია შეთანხმებას რუსეთის ფედერაციასთან საქართველოში
დისლოცირებული რუსეთის ბაზების დახურვის შესახებ.
·
აღნიშნული შეთანხმება შესაძლებელი გახდა მას შემდეგ ,რაც ნატომ უარი განაცხადა
ჩვეულებრივი შეიარაღების’’ და „შეიარაღებული
ძალების’’ შემცირების ხელშეკრულების
[CEF] რატიფიცირებაზე ,ვიდრე რუსეთი არ შეასრულებდა
1999 წელს სტამბულში ნაკისრ ვალდებულებებს მოლდოვადან
და საქართველოდან ჯარების გაყვანის თაობაზე.
·
2007 წელს ივნისში დაიხურა ახალქალაქის
რუსული სამხედრო ბაზა
·
2007 წლის ნოემბერში დაიხურა ბათუმის რუსული სამხედრო ბაზა
·
რუსეთი გუდაუთაში[აფხაზეთი] არსებულ რუსულ ბაზას ოფიციალურად „დახურულად’’
აცხადებდა,მაგრამ იმავდროულად კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა „საერთაშორისო მონიტორინგის’’ ჯგუფის შესვლას ამ ბაზის ინსპეციისთვის.
·
2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ
კი სახეზეა „ახალი რეალობა’’-
საქართველოს კონფლიქტური რეგიონების ტერიტორიებზე ოკუპანტი ქვეყნის ჯარებია განლაგებული
ხ
·
არსებობს ე.წ. ხელშეკრულება „ღია ცის შესახებ’’
·
ამ ხელშეკრულების მონაწილე ყველა სახელმწიფოს „საჰაერო სივრცე’’ ღია უნდა იყოს „საერთაშორისო ინსპექციის ჩასატარებლად’’,
ყოველგვარი წინასწარი შეტყობინების გარეშე.
·
„საერთაშორისო ინსპექციის’’ საჰაერო აპარატებს უფლება აქვთ იმოძრაონ
„ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების და შეიარაღების შემცირების თაობაზე დადებულ ხელშეკრულებათა
და შეთანხმებათა დებულებების შესრულების მიმდინარეობის შესამოწმებლად და დარღვევათა
დროულად გამოსავლენად.
Комментарии
Отправить комментарий