საანდერძო დანაკისრი [ლეგატი]
სარჩევი:
1„საანდერძო დანაკისრის’’ - ცნება
ა)
„ლეგატი’’ –„რომის სამართლის’’ ინსტიტუტია
ბ)„ლეგატარის ’’ და „ანდერძით მემკვიდრის’’ უფლება-მოვალეობები[ანუ სამართლებრივი სტატუსები]
გ) ვინ შეიძლება იყოს „ლეგატარი’’ ?
დ) როგორ ხდება „საანდერძო დანაკისრის’’[ლეგატის] შესრულებისთვის საჭირო ხარჯების უზრუნველყოფა ?
1.2 „საცხოვრებელი სადგომით სამიდღემშიო სარგებლობის უფლების’’-გაუსხვისებლობა
1.3 „საანდერძო დანაკისრის ‘’ შესრულების ფარგლები
1.4 „საანდერძო დანაკისრის’’ შესრულება „სხვა’’ მემკვიდრის მიერ
1.5 „საანდერძო დანაკისრის’’ შესრულების - „შეწყვეტა’’
1.6 „საანდერძო დანაკისრის’’
შესრულება -„სამკვიდრო წილის’’ პროპორციულად
1.7 „საანდერძო დანაკისრის’’ შესრულების - ვადა
1.8.“ საანდერძო დანაკისრის მიმღების’’ [ლეგატარის] პასუხისმგებლობა
1.9 „საანდერძო დანაკისრი’’ „სავალდებულო წილის’’ მიღების შემთხვევაში
1.10
“უარი’’ საანდერძო დანკისრის მიღებაზე
1.11 „საანდერძო დანაკისრის’’ შესრულებისგან გათავისუფლება
1.12 „საანდერძო დანაკისრის’’ შესრულების გადასვლა „ლეგატარის მემკვიდრეებზე’
1.13 „საანდერძო დანაკისრი’’ –„მოქმედების შესრულება საერთო სასარგებლო
1„საანდერძო დანაკისრის’’ - ცნება
·
„სამკვიდრო ქონების’’ ნოანდერძის მიერ განკარვის ერთ-ერთი სახეა -„სანდერძო
დანაკისრი’’
·
საანდრძო დანაკისრის’’ ცნების
არსი შემდეგში
მდგომარეოს: „მოანდერძეს’’ შეუძლია დააკისროს
მის მიერ „ანდერძით დანიშნულ მემკვიდრეს’’ ერთი ან რამდენიმე პირის სასარგებლოდ
რაიმე ვალდებულების[ან მოქმედების] შესრულება [მისტვის დატოვებული „სამკვიდრო ქონების’’ ხარჯზე]
+
მოანდერძეს შეუძლია დააკისროს მემკვიდრეს ერთი ან რამდენიმე პირის სასარგებლოდ რაიმე ვალდებულების შესრულება სამკვიდროს ხარჯზე („საანდერძო დანაკისრი’’ – ე.ი. ლეგატი).
ა) „ლეგატი’’ –„რომის სამართლის’’ ინსტიტუტია
·
„ლეგატი’’[ამუ „სანდერძო დანაკისრი’’
] მემკვიდრეობითი
სამართლის უძველესი ინსტიტუტია.
·
იგი სრულყოფილი სახით ჯერ კიდევ „რომის
სამართლის’’ ეპოქაში ჩამოყალიბდა და დღემდე
თითქმის უცვლელად არსებობს.
ხ
·
რომაელ მოანდერძეს შეეძლო ანდერძში აღენიშნა,რომ „სამკვიდრო ქონების’’
გარკვეული ნაწილი გადასულიყო არა ანდერძით დანიშნული მემკვიდრის ,არამედ „სხვა პირის’’[ან“პირთა’’] ხელში.
·
მოანდერძის ასეთ ანდერძით „განკარგულებას’’-
„ლეგატი’’[Legatum] ეწოდებოდა.
ხ
·
„ლეგატის’’ დანიშნულება იყო -„ლეგატარისთვის’’[ანუ
„საანდერძო დანაკისრის’’ მიღები იმ „სხვა პირისთვის’’] გარკვეული „სარგებლის’’ მოტანა.
·
„ლეგატი’’ გამორიცხავდა „მემკვიდრის’’
მდგომარეობის „გაუარესებას’’,თუ ასეთი რამ გამოვლინდებოდა ,“ლეგატი’’ ბათილად ცხადდებოდა.
·
ამიტომ სავსებით ბუნებრივად ითვლებოდა ის,რომ რომაელი ანდერძით მემკვიდრე არა
მარტო ვალდებული იყო „ლეგატარისათვის’’
გადაეცა გარკვეული ნივთი,არამედ დახმარებოდა მის მიღებაში და ხელი
არ შეეშალა „სერვიტუტის’’ თუ „უზურფრუქტის’’ გამოყენებაში
ხ
·
„ლეგატის’’ შესახებ მოანდერძის „განკარულება’’ თავდაპირველად „ანდერძში’’ შეჰქონდათ.
·
შემდეგ დაუშვეს მისი „ცალკე’’ გაფორმების შესაძლებლობა
·
ასეთ ,“ცალკე გაფორმებულ’’ „ლეგატებს’’- კოდიცილები[Codicili]
ეწოდებოდა.
·
თუ „ლეგატარი’’[მიმღები] უარს
იტყოდა „ლეგატზე’’,მოანდერძის მიერ მისთვის
გათვალისწინებლი ქონება „მემკვიდრეს’’ რჩებოდა.
·
„ანდერძით მემკვიდრის’’ უარი ნაანდერძევი ქონების მიღებაზე,“არ ნიშნავდა’’ „ლეგატის გაუქმებას’’[!] ; „ლეგატარი’’
მაიმც ღებულობდა კუთვნილ „ლეგატს’’ ანდერძით მემკვიდრის მიერ უარყოფილი „სამკვიდრო ქონებიდან’’
ხ
ბ)„ლეგატარის ’’ და „ანდერძით მემკვიდრის’’ უფლება-მოვალეობები[ანუ სამართლებრივი სტატუსები]
·
„ლეგატი’’ ითვლებოდა და ითვლება არა „მემკვიდრეობითი სამართლის“ არამედ
„ვალდებულებითი სამართლის’’ ინსტიტუტად.[ეს დაიმახსოვრე]
ხ
·
„ვალდებულით -სამართლებრივი ურთიერთობა’’ წარმოიშობა „ანდერძით მემკვიდრეს’’ და „ლეგატარს’’
შორის
·
ამ „ვალდებულით -სამართლებრივი
ურთიერთობაში’’ –„კრედიტორია’’-ლეგატარი ,ხოლო
„მოვალე’’- მემკვიდრე
·
ამ „ვალდებულით -სამართლებრივი
ურთიერთობაში „ლეგატარი’’ არ ითვლება „ანდერძით
მემკვიდერედ’’
ხ
·
„ლეგატარს’’
უფლება აქვს “მოსთხოვოს’’ ანდერძით დანიშნულ
მემკვიდრეს ანდერძით გათვალისწინებული „ლეგატის’’ შესრულება.
ხ
·
„ლეგატარს’’
არ გააჩნია არავითარი ვალდებულება
„ანდერძით მენკვიდრის’’ წინაშე[თუნდაც მოანდერძის „ვალის’’
გასტუმრებაში მონაწილეობის თვალსაზრისით იხ. 1393-ე მუხლი]]
მუხლი 1393. საანდერძო დანაკისრის მიმღების პასუხისმგებლობა
+
საანდერძო დანაკისრის მიმღები[ლეგატარი] პასუხს არ აგებს მამკვიდრებლის[მოანდერძის]
ვალებისათვის.
ხ
·
„ანდერძით მემკვიდრე ‘’ ვალდებულია“ლეგატარს’’ გადასცეს ლეგატით გათვალისწინებული
ქონება
ხ
·
„ანდერძით მემკვიდრეს ‘’ უფლება აქვს მოითხოვოს ა)„ლეგატარისგან’’
მისთვის გადაცემული ქონების „დროულად მიღება’’ და ბ) იმ „ხარჯების ანაზღაურება,როლიც ანდერძით მემკვიდრემ“გადასაცემი
ქონები შენახვასა და მოვლა-პატრონობას მოანდომა’’
·
აქედან გამომდინარე „ლეგატარი’’ სამართლებრივი სტატუსის
თვალსაზრისით შეიძლება ჩავთვალოთ ა)„განსაკუთრებული
სახეობის კრედიტორად’’ და ბ)„პრივილეგირებულ
პირობით მემკვიდრედ’’.
ხ
·
ყურადღება: საქართველოში მოქმედი
კანონმდებლობა არ ითვალისწინებს „საანდერძო დანაკისრის’[ლეგატის] „სპეციალური’’ და „ცალკე’’ დოკუმენტით გაფორმებას[!]
·
„სანდეძო დანაკისრი’’[ლეგატი] მხოლოდ ანდერძში უნდა იყოს აღმიშნული[!][
·
ანდერძის გარეშე „საანდერძო დანაკისრი’’
არ შეიძლება არსებობდეს]
·
ანდერძისგან „დამოუკიდებლად’’ „ლეგატის’’ გაფორმება
და „ვინმესთვის სხვა პირის სასარგებლოდ რაიმე ქონების გადაცემის დაკისრება’’
არავითარ „სამართლებრივ შედეგს’’ არ გამოიწვევს.[ეს დაიმახსოვრე]
·
ანუ „ანდერძის’’ გარეშე არ არსებოს „საანდერძო დანაკისრი’’,ისევე როგორც არ არსებოს
„ანდერძით მემკვიდრე’’[რომელმაც ეს ლეგატი
უნდა შეარულოს][ეს დაიმახსოვრე]
ხ
გ) ვინ შეიძლება იყოს „ლეგატარი’’ ?
·
„საანდერძო დანაკისრის ‘’ „მიმღები’’[ანუ „ლეგატარი’’] შეიძლება იყოს „ნებისმიერი პირი’’-როგორც „კანონით
მემკვიდრეთა’’ წიდან ისე “გარეშე პირი’’
ანუ მოანდერძე არ არის შეზღუდული
„ლეგატარის’’ არჩევანში
ხ
·
„საანდერძო დანაკისრის’’[ლეგატის] შესრულება კი შეიძლება დაევალოს[მხოლოდ „ანდერძით მემკვიდრეს’’ :
„ფიზიკურ პირს’’ ,ან „იურიდიულ პირს’’
დ) როგორ ხდება „საანდერძო დანაკისრის’’[ლეგატის] შესრულებისთვის საჭირო ხარჯების უზრუნველყოფა ?
·
„საანდერძო დანაკისრი’’ , ჩვეულებრივ, სრულდება „სამკვიდრო
ქონების’’ ხარჯზე
·
ეს იმას ნისნავს,რომ: „მეკვიდრე
არაა ვალდებული’’ „თავისი სახსრები’’ გამოიყენოს ლეგატის შესასრულებლად
·
მაგრამ ეს არც იმას ნიშნავს,რომ
“ლეგატით გადასაცემი ქონება’’ შემოიფარგლოს მხოლოდ
“სამკვიდროში შემავალი ქონებით’’ ან „ლეგატით’’ მხოლოდ „ქონების გადაცემა’’ იყოს გათვალისწინებული.
საჭიროა განვასხვავოთ სხვადასხვა
სახის „ლეგატის საგანი’’
ხ
·
სამოქალაქო კოდექსის 1384-ე მუხლის თანახმად „საანდერძო დანაკისრის საგანი’’ ანუ ანდერძით მემკვიდრის
მიერ მიღებული „დავალება’’ შეიძლება იყოს :
1) „სამკვიდროში შემავალი ქონებიდან „გარკვეული ნივთების გადაცემა’’
დანაკისრის მიმღებისათვის (ლეგატარისათვის)
[ საკუთრებაში, სარგებლობაში ან სხვა სანივთო უფლებით]
2) ისეთი
„ქონების შეძენა და
გადაცემა“დანაკისრის მიმღებისათვის
(ლეგატარისათვის) , რომელიც არ
შედის სამკვიდროში
3) „განსაზღვრული
სამუშაოს შესრულება’’ დანაკისრის მიმღების (ლეგატარის) სასარგებლოდ[!]
4) დანაკისრის მიმღებისათვის (ლეგატარისათვის) „განსაზღვრული მომსახურების
გაწევა’’ და ა.შ.
მუხლი 1384. საანდერძო დანაკისრის საგანი
+
საანდერძო დანაკისრის საგანი შეიძლება იყოს: ა)დანაკისრის მიმღებისათვის (ლეგატარისათვის) სამკვიდროში შემავალი ქონებიდან ნივთების გადაცემა საკუთრებაში, სარგებლობაში ან სხვა სანივთო უფლებით, ბ)მისთვის ისეთი ქონების შეძენა და გადაცემა, რომელიც არ შედის სამკვიდროში, გ)განსაზღვრული სამუშაოს შესრულება, დ)მომსახურების გაწევა და ა.შ.
ხ
ყურადღება:
·
თუმცა,„ლეგატი’’ უმეტესად
„სამკვიდროს ქონებიდან ლეგატარისთვის „რაიმე
კონკრეტული ნივთის გადაცემას’’ ავალებს
ხოლმე მეკვიდრეს
·
მაგრამ შესაძლებელია „ლეგატით’’ მემკვიდრეს რაიმე “სხვა ნივთის’’ „შეძენა’’ და
„გადაცემაც’’დაევალოს,რომელიც არ შედის „სამკვიდრო ქონებაში’’
მაგ.
მოანდერძემ შეიძლება ანდერძში მიუთითოს იმის
შესახებ,რომ მეუღლე,ვისაც თავის ამდერძით ქონებას უტოვებს ვალდებულია მოანდერძის კუთვნილი ავტომანქანა გადასცეს ერთ ძმისშვილს,ხოლო
მეორეს შეუძინოს კომპიტერი
·
ლეგატარისთვის „ქონების გადაცემა’’
ყოველთვის „არაა აუცილებელი“.[მაგ.თუ მეკვიდრეს ანდერძით
დაეკისრება „უმაღლეს სასწავლებელში ლეგატარის სწავლის საფასურის
გადახდა’’,ესეც „ლეგატის საგანი’’ იქნება]
ხ
·
„ლეგატის საგანი’’ კანონით „კონკრეტულად და სახელდებით
განსაზრვრული’’ არ არის
ხ
·
„ლეგატი’’[„საანდერძო დანაკისრი’’] არ
შეიძლება „მემკვიდრის ინტერესების საწინააღმდეგოდ“ იქნეს გამოყენებული“.კერძოდ,დაუშვებელია მემკვიდრეს შეეზღუდოს მემკვიდრეობით მიღებული ქონების გამოყენების
ესა თუ ის შესძლებლობა.[მაგ.“თუ მოანდერძეს სურს,რომ მისმა მემკვიდრე შვილმა გაყიდოს
მემკვიდრეობით მიღებული აგარაკი და შვილიშვილს შეუძინოს ავტომანქანა’’,ასეთი ანდერძი
ნოტარიუსის მიერ არ უნდა იქნეს დადასტურებული[დამოწმებული].ხოლო თუ რომელიმე ნოტარიუსმა
„მსგავსი შინაარსის’’ ანდერძი დაადასტურა ,ის ანდერძი უნდა გაბათილდეს „სასამართლო წესით’’,რადგან ასეთი ლეგატი ეწინააღმდეგება“ლეგატის შინაარსის’’ განმსაზღვრელ პრინციპს ,რომ
:„ლეგატი’’[„საანდერძო დანაკისრი’’] არ შეიძლება მემკვიდრის ინტერესების საწინააღმდეგოდ იქნეს გამოყენებული“
მუხლი 1385. საცხოვრებელი სადგომით სარგებლობა საანდერძო დანაკისრის საფუძველზე
მოანდერძეს უფლება აქვს დააკისროს მემკვიდრეს, რომელზედაც საცხოვრებელი სახლი, ბინა ან სხვა საცხოვრებელი სადგომი გადადის, სადგომით ან მისი განსაზღვრული ნაწილით სამისდღეშიო სარგებლობის უფლების გადაცემა იმ პირისთვის, რომელიც მამკვიდრებელთან ერთად ცხოვრობდა არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში სამკვიდროს გახსნამდე. საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების შემდგომი გადასვლისას სამისდღეშიო სარგებლობა ძალას ინარჩუნებს.
1.2 „საცხოვრებელი სადგომით სამიდღემშიო სარგებლობის უფლების’’-გაუსხვისებლობა
·
„საცხოვრებელი ადგილით სარგებლობას’’, “სააანდერძო დანაკისრის’’ საფუძველზე , სპეციფიკური
თავისებურება ახასიათებს
·
სკ-ს 1385-ე მუხლის მიხედვით,,შესაძლებელია ანდერძით მემკვიდრისთვის იმის დაკისრება,რომ მან: მის მიერ „მემკვიდრეობით
მისაღები ‘’ ა) საცხოვრებელი სახლი, ბ) ბინა გ)ან სხვა ცხოვრებელი ნაგებობა -„გადასცეს’’ -ლეგატარს.
·
საერთოდ,მსგავსი გადაცემა უნდა მოხდეს „კონკრეტული ვადით’’
·
მაგრამ გამონაკლის შემთხვევებში,შესაძლოა „გადაცემა’’ მოხდეს ლეგატარის
მიერ- „საცხოვრებელი ადგილით სამისდღემშიო[ანუ სიკვდილამდე] სარგებლობის უფლებით’’
·
ყურადღება: ეს გამონაკლისი ეხება „მხოლოდ იმ პირს ,ვინც მამკვიდრებელთან[საანდერძო დანაკისრის ავტორთან]
„ერთად ცხოვრობდა’’ „სამკვიდროს გახსნამდე’’ [მოანდერძის გარდაცვალებამდე]არანაკლებ
ერთი წლის განმავლობაში.[მაგ.მოანდერძის ბოლო მეუღლე რომელიც მას უვლიდა]
·
ასეთი „ლეგატარი’’ „მთელი დარჩენილი სიცოცხლის მანძილზე’’ სარგებლობს
„მისთვის გადაცემული საცხოვრებელი ნაგებობით’’
·
ლეგატარს უფლება არ აქვს “განკარგოს’’ ასეთი ქონება.
·
რაც შეეხება“სარგებლობის უფლებას’’
,იგი ყოველთვის ლეგატართან რჩება,მიუხედავად
იმისა,ანდერძით მემკვიდრე „ამ ნაგებობას’’[რომლითაც
სარგებლობს ლეგატარი] ა) გაყიდის,ბ)გააჩუქებს
,გ) გაცვლის თუ დ) მემკვიდრეობით გადასცემს თავის მემკვიდრეს.
·
ყურადღება:“საცხოვრებელი ნაგებობით
სამიდღემშიო სარგებლობის უფლება’’-„გაუსხვისებელია’’ ე.ი. ეს უფლება „არ გადადის ‘’ საანდერძო
დანაკისრის მიმღების[ლეგატარის] მემკვიდრეებზე
·
ამიტომ „ლეგატარის გარდაცვალება’’ იწვევს „საცხოვრებელი ნაგებობით სამიდღემშიო სარგებლობის უფლების’’-„შეწყვეტას’’
·
ანუ „ საცხოვრებელი ნაგებობით
სამიდღემშიო სარგებლობის უფლება’’ ეძლევა“მხოლოდ ლეგატარს’’ და არა“მისი ოჯახის წევრებს’’.
·
ამ უფლების „პირადი ხასიათის’’
გამო,იგი არ
წარმოადგენს „საცხოვრებელ ნაგებობაში’’ ლეგატარის ოჯახის წევრების
ცხოვრების საფუძველს[!]
აქედან გამონაკლისი
შესაძლებელია მხოლოდ მაშინ,თუ ამის შესახებ მითითებულია „ანდერძში’’
·
ხოლო თუ „ლეგატარის ოჯახის წევრებზე’’მითითებულია ანდერძში ,“ლეგატარის ოჯახის წევრები’’
მხოლოდ „დროებით სარგებლობენ’’ ამ სახოვრებელ
ნაგებობაში ცხოვრების უფლებით’’ და არა „სამიდღემშიოდ’’;ეს „დრობითი სარგებლობა’’ შეიძლება
გაგრძელდეს მხოლოდ „ლეგატარის გარდაცვალებამდე’’[ამის
შემდეგ მათ უნდა დაცალონ „საცხოვრებელი ადგილი’’]
მუხლი 1386. საცხოვრებელი სადგომით სამისდღეშიო სარგებლობის უფლების გაუსხვისებლობა
+
1.
საცხოვრებელი სადგომით სამისდღეშიო სარგებლობის უფლება გაუსხვისებელია და არ გადადის საანდერძო დანაკისრის მიმღების[ლეგატარის] მემკვიდრეებზე.
2.
საცხოვრებელი სადგომით სამისდღეშიო სარგებლობის უფლება არ წარმოადგენს ამ სადგომში საანდერძო დანაკისრის მიმღების[ლეგატარის] ოჯახის წევრთა ცხოვრების საფუძველს, თუ ანდერძით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
1.3 „საანდერძო დანაკისრის ‘’ შესრულების ფარგლები
·
„საამდერძო დანაკისრის’’ შესრულების
გარანტიას წარმოადგენს მოანდერძისგან „მემკვიდრეობით მიღებული ქონება’’
·
რომის სამართალში ცნობილი იყო „ლეგატის’’ ისეთი სახეც,როცა“სამკვიდრო ქონებიდან’’
წინასწარ გამოიყოფოდა ქონების „განსაზღვრული ნაწილი’’ „საანდერძო დანაკისრის’’ შესასრულებლად.
ასეთი ქონება“მემკვიდრეტა
წილების’’ განსაზღვრისას აღარ გაითვალისწინებოდა.
·
შემდგომ „ლეგატის’’ ასეთი „სახეობა’’ თანდათან „გაქრა’’ და „სანდერძო დანაკისრის’’
შესრულება „მემკვიდრის’’ ტვირთი გახდა.
ხ
·
სკ-ს 1387-ე მუხლი განსაზღვრავს „საანდერძო
დანაკისრის’’ შესრულების ფარგლებს:
მუხლი 1387. საანდერძო დანაკისრის შესრულების ფარგლები
მემკვიდრემ, რომელსაც „საანდერძო დანაკისრის“ შესრულება დაევალა, უნდა შეასრულოს იგი „ნაანდერძები სამკვიდროს“ ნამდვილი ღირებულების ფარგლებში [ოღონდ] მამკვიდრებლის ვალების „იმ ნაწილის გამოკლებით, რომლის გასტუმრებაც მას შეხვდა“.
·
ამ ნორმიდან გამომდინარე,“ლეგატარს’’,[როგორც „მემკვიდრის კრედიტოს’’] ,უფლება აქვს“საანდერძო
დანაკისრის’’ შესრულება მოითხოვოს არა „ყველა მემკვიდრისგან’’,არამედ მხოლოდ იმისგან,რომელსაც მოანდერძისგან და ეკისრა ლეგატის
შსრულება
ამასთან „მოითხოვოს’’ არა ასეთი მემკვიდრის „მთელი წილიდან’’,არამედ
მხოლოდ იქიდან,რაც დარჩება მას „მამკვიდრებლის ვალის გასტუმრებაში მონაწილეობის
მიღების შემდეგ’’
[შენიშვნები:
a. მამკვიდრებლის „ვალის’’
გასტუმრება ყველა ანდერძით მემკვიდრეს
ევალება „მეკიდრეობით მიღებული სამკვიდრო ქონების წილის შესაბამისად’’
b. „საანდერძო დანაკისრი’’ „მამკვიდრებლის ვალს’’ არ წარმოადგენს.
c. საანდერძო დანაკისრის შესრულებაში
„სხვა მემკვიდრეები’’ არ მონაწილეობენ.]
ხ
·
1387-ე მუხლის თანახმად ანდერძით მემკვიდრემ „საანდერძო
დანაკისრი’’[ლეგატი] უნდა შეასრულოს მხოლოდ „მემკვიდრეობით მიღებული ნამდვილი[ანუ მის მიერ მიღებული სამკვიდროს „წილის’’] ღირებულების ფარგლებში’’
აქედან
გამომდინარე, „შესაძლებელია’’ ლეგატის მხოლოდ „ნაწილობრივი შესრულება’’,ეს მაშინ ხდება როცა ნიღებული
„ანდერძით მემკვიდრის წილი’’ ნაკლებია,ვიდრე „ლეგატის’’
ოდენობა.[მაგრამ ასეთი შემთხვევა იშვიათია ხოლმე]
·
ხოლო თუ მემკვიდრეს „საანდერძო დანაკისრთან’’ ერთად „მამკვიდრებლის ვალის’’ გასტუმრებაც ევალება და მისი დაფარვა „საკუთარი ქონებიდან ‘’ უწევს
,მაშინ იგი ,როგორც წესი’’ იგი „უარს ამბობს ‘’ „სამკვიდრს
მიღებაზე’’.
·
ამრიგად, “საანდერძო დანაკისრის ‘’ შესრულების „მოტივაცია’’
მემკვიდრისათვის “სამკვიდრო ქონების მისი წილიდან’’ ლეგატის შესრულების შემდეგ დარჩენილი ნაწილის’’ მიღებასთან არის დაკავშირებული
·
და თუ მეკვიდრეს
მისი „წილიდან’’ არაფერი რჩება ,მაშინ მას „საანდერძო დანაკისრის’’ შესრულების მოტივაციაც უქრება
მაგ. თუ ანდერძით მემკვიდრის წილი სამკვიდრო
ქონებიდან 5000 ლარია და მამკვიდრებლის „ვალის’’ გასტუმრებაში
,სხვა მემკვიდრეებთან ერთად, მონაწილეობა უნა მიიღოს 1000 ლარით და „საანდერძო დანაკისრის’’
შესრულებას კი 2000 ლარი სჭირდება,მაშინ საბოლოოდ მას თავისთვის 2000 ლარი მაინც დარჩება.ასეთ შემთხვევაში
„სამკვიდრო წილის ‘’ „მიღებას’’ ამ ანდერძით
დანიშნული მემკვიდრისთვის „აზრი’’ აქვს [ანუ ასეთ დროს ნენკვიდრეობის „ნიღება’’ მისთვის სარფიანია]
ხ
1.4
„საანდერძო დანაკისრის’’ შესრულება „სხვა’’ მემკვიდრის მიერ
·
„სამკვიდროს მიღებაზე’’, ანდერძით მემკვიდრემ,შეიძლება უარი ,არამარტო მაშინ თქვას,როცა
სამკვიდროს „მიღება’’ მისთვის სარფიანი არ
არის,არამედ “სხვა მოტივითაც’’,მაგ ამ
„მამკვიდრებელთან’’
„ცუდი ურთიერთობის’’ გამო.
·
თუ ასეთ მემკვიდრეს“საანდერძო დანაკისრის ‘’ შესრულებაც ევალებოდა,ბუნებრივია
ეს „აღარ მოხდება’’ და „ლეგატი’’ არ შესრულდება
ხ
·
„ლეგატი’’ არ შესრულდება მაშინაც,როცა
„ლეგატით’’ დავალდებულებული[„დატვირთული’’]
მემკვიდრე „სამკვიდროს გახნამდე’’ გარდაიცვლება.[ანუ
თავად მოანდერძის გარდაცვალებამდე თუ მემკვიდრე
გარდაიცვალა]
·
მსგავს შემთხვევაში „საანდერძო დანაკისრის’’[ლეგატის]
შესრულების ვალდებულება’’ გადადის „სხვა
ანდერძით მემკვიდრეებზე’’,რომლებსაც გადაუნაწილდებათ გარდაცლილი მემკვიდრის „სამკვიდრო წილი’’
·
„საანდერძო დანაკისრის’’ შესრულების ვალდებულების „სხვა’’მემკვიდრეებზე
გადატანა,არ ნიშნავს იმას,რომ ეს „სხვა მემკვიდრეები’’ მოვალენი არიან შეასრულონ „საანდერძო
დანაკისრი’’ მთელი სამკვიდროდან მიღებული
“ძირითადი წილის ფარგლებში’’.
·
მათ მხოლოდ იმ ქონების ფარგლებში ევალებათ ამის გაკეთება,რაც მათ
„დამატებით მიიღეს’’ ,იმის გამო, რომ
„ლეგატით დატვირთულმა’’ მემკვიდრემ ან „უარი თქვა სამკვიდროს მიღებაზე’’ ,ან იგი „მამკვიდრებელზე
ადრე გარდაიცვალა’’.
·
მაგ.
თუ მემკვიდრემ,რომელსაც ანდერძით
დაკისრებული ჰქონდა 5000 ლარის გახდა ლეგატარისთვის,უარი თქვა“სამკვიდრო ქონებიდან’’
10 000 ლარის „სამკვიდრო წილის’’მიღებაზე.მაშინ მისი ეს „წილი’’ „თანაბრად’’ გადანაწილდება ანდერძით დანიშნულ „სხვა
‘’ ორ მემკიდრეს შორის [5000-5000 ლარი
თითოეულზე] რის შემდეგაც მათზე გადავა
„საანდერძოდანაკისრის’’[ლეგატის] შესრულებაც თითოეულისათვის
2500 ლარის ოდენობით.
ხ
ყურადღება:
·
„სხვა მემკვიდრეებზე’’ „საანდერძო
დანაკისრის’’ ვალდებულება მხოლოდ იმ შემთხვევაში გადადის,როცა „ანდერძით სხვა რამ ‘’ არ არის გათვალისწინებული
ხ
·
შეიძლება „ანდერძში’’ მითითებული იყოს იმის შესახებ,რომ: „ თუ მემკვიდრემ ა)უარი თქვა „სამკვიდროს მიღებაზე’’ ან ბ)იგი „სამკვიდროს
გახსნამდე’’ გარდაიცვალა,მისი „ვალდებულება’’
[„საანდერძო დანაკისრის’’[ლეგატის] შესრულების შესახებ’’ ]„სხვა მემკვიდრეებზე’’ „არ გადავიდეს’’[!]
ასეთ შემთხვევაში“საანდერძო დანაკისრი’’ -გაუქმდება[!]
მუხლი 1388. საანდერძო დანაკისრის შესრულება სხვა მემკვიდრეების მიერ
+
თუ მემკვიდრე, რომელსაც საანდერძო დანაკისრის შესრულება დაევალა, ა)სამკვიდროს გახსნამდე გარდაიცვალა, ან ბ)მან მემკვიდრეობაზე უარი განაცხადა, მაშინ საანდერძო დანაკისრის შესრულების ვალდებულება გადადის სხვა მემკვიდრეებზე, რომლებმაც მისი წილი მიიღეს, – თუ ანდერძიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
ხ
1.5
„საანდერძო დანაკისრის’’ შესრულების - „შეწყვეტა’’
·
საანდერძო დანაკისრი’’ -გაუქმდება[!] მაშინაც,როცა“საანდერძო დანაკისრის’’
შესრულება „შეუძლებელია’’ იმ მემკვიდრის გარეშე,ვისაც მისი შესრულება დაევალა.
მაგ.“საგვარეულო წამლის დამზადების
საიდუმლოების’’ შვილიშვილისთვის
გადაცემა
შეუძლებელია ,ამ საიდუმლოს მცოდნე “მემკვიდრე შვილის ‘’ გარეშე.ამიტომ,ბუნებრივია,თუ ეს „მემკვიდრე შვილი’’ უარს ამბობს“მემკვიდრეობის’’[საიდუმლო
რეცეპტის] მიღებაზე ან
„სამკვიდროს გახსნამდე’’ გარდაიცვალა [ისე რომ საიდუმლო რეცეპტი არ მიუღია],მაშინ „შეუძლებელი ‘’ ხდება „ანდერძით მემკვიდრის’’ მიერ [ანუ ამ გარდაცლილი
შვილის მიერ ] მისთვის დავალებული „საანდერძო დანაკისრის’’ [შვილისვილისთვის წამლის
სამზადების საიდუმლოს გადაცემა] და ასეთი ლეგატის შესრულება ’’- შეწყდება
მუხლი 1389. საანდერძო დანაკისრის შესრულების შეწყვეტა
+
იმ მემკვიდრის გარდაცვალების შემთხვევაში, რომელსაც საანდერძო დანაკისრის შესრულება ევალება, საანდერძო დანაკისრის შესრულების ვალდებულება შეწყდება, თუ შესრულება შეუძლებელია მისი მონაწილეობის გარეშე.[ანუ თუ ეს „მემკვიდრე’’ შეუცვლელი პირია ]
1.6 „საანდერძო დანაკისრის’’ შესრულება -„სამკვიდრო წილის’’ პროპორციულად
·
შესაძლებელია,მამკვიდრებელმა“საანდერძო დანაკისრის’’ შესრულება ერთს კი
არა,რამდენიმე მემკვიდრეს დააკისროს.
·
თუ ანდერძით“ თითოეული მემკვიდრის წილი’’ განსაზღვრული არ არის,იგულისხმება რომ სამკვიდრო ქონება
მათ „თანაბრად’’ეკუთვნით და აქედან
გამომდინარე“საანდერძო დანაკისრის’’ შესრულებაც
„თანაბრად’’ უნდა დაევალოს
ყველა მემკვიდრეს.[დაიმახსოვრე]
·
მაგრამ ,თუ სამკვიდრო ქონება ანდერძით მემკვიდრეებს
შორის „სხვადასხვა ოდენობით’’ აქვთ განაწილებული,მაშიმ „საანდერძო დანაკისრის’’ შესრულებაში ისევ „ყველა ‘’ ღებულობს მონაწილეობას,მაგრამ ამჯერად “სამკვიდრო ქონებში’’ „ თავისი წილის’’ პროპორციულად. [ეს
დაიმახსოვრე]
მაგ.
თუ მთელი „სამკვიდრო ქონების’’
ღირებულებიდან [9000] „ერთ მემკვიდრეს’’ ერგო
5000 ლარი,მეორეს -3000 ,მესამეს კი-1000 ლარი ,ხოლო „საანდერძო დანაკისრის’’
ღირებულება 4500 ლარია. მაშინ მემკვიდრეები „სამკვიდრო ქონებიდადამ’’ თვიანთი
წილების შესაბამისად გადაიხდიან 2500 ;1500 და 500 ლარის
-„საანდერძო დანაკისრს’’
რადგან 9000-ის 1 ნაწილია
1000 3 ნაწილია -3000 5ნაწილია-5000
4500-ის 1 ნაწილია
500 3 ნაწილი 1500 5 ნაწილი -2500
·
„პროპორციულობის წესიდან’’ გამონაკლისი
შეიძლება თავად “ანდერძში’’ იყოს გათვალისწინებული ,მაგალითად ასე:
„დაევალოს პირველ
და მეორე მემკვიდრეს საანდერძო დანაკისრის შესრულება „თანაბრად’’ -თითოეულს 1900 ლარის,მესამე
მემკვიდრეს კი-700 ლარის ოდენობით’’
მუხლი 1390. საანდერძო დანაკისრის შესრულება სამკვიდრო წილის პროპორციულად
+
თუ საანდერძო დანაკისრის შესრულება რამდენიმე მემკვიდრეს აქვს დავალებული, თითოეული ასრულებს მას სამკვიდროში მისი წილის პროპორციულად, თუკი ანდერძით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ხ
1.7 „საანდერძო დანაკისრის’’ შესრულების - ვადა
·
საანდერძო დანაკისრის „მიმღები’’[„ლეგატარი’’] ყველა შემთხვევაში გამოდის „ანდერძით
მემკვიდრის’’ -„კრედიტორის’’ როლში.
·
„ანდერძით მემკვიდრე ‘’ ვალდებულია შეასრულოს მოანდერძის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობა.
·
ლეგატარი უფლებამოსილია მოითხოვოს „ანდერძით მემკვიდრისგან’’
ლეგატის შესრულება
„სამწლიანი ხანდაზმულობის
ვადის’’ განმავლობაში.
·
„სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება არა იმ დღიდან,როცა
ლეგატარმა გაიგო ან „უნდა გაეგო’’ ლეგატის არსებობის
შესახებ ,ან იმ დღიდან,როცა „მემკვიდრემ უარი თქვა ლეგატის შესრულებაზე’’,არამედ „სამკვიდროს გახსნის დღიდან’[!]
ხ
1.8.“
საანდერძო დანაკისრის მიმღების’’ [ლეგატარის] პასუხისმგებლობა
·
„საანდერძო დანაკისრის’’ შეუსრულებლობისას ან გაჭიანურებისას
„ლეგატარს’’ შეუძლია სასამართლო ჩართოს საქმეში.[ოღონდ არ უნდა გაუშვას „სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა]
·
რაიმე „შემხვედრი’’ ვალდებულება ლეგატარს ანდერძით მემკვიდრის მიმართ არ გააჩნია.
·
ლეგატარი არ
ითვლება „მემკვიდრედ’’ და პასუხსაც არ აგებს „მამკვიდრებლის ვალებისთვის’’[სამაგიეროდ
ანდერძით მეკვიდრე აგებს პასუხს ]
მუხლი 1393. საანდერძო დანაკისრის მიმღების პასუხისმგებლობა
საანდერძო დანაკისრის მიმღები პასუხს არ აგებს მამკვიდრებლის ვალებისათვის.
ხ
·
ლეგატარის უფლება
მოითხოვოს „ლეგატის’’ შესრულება მემკვიდრისაგან, „სამწლიანი ხანდაზმულობის
ვადის’’ განმავლობაში უზრუნველყოფილია კანონით[1391-ე მუხლით]
მუხლი 1391. საანდერძო დანაკისრის შესრულების ვადა
+
საანდერძო დანაკისრის მიმღებს უფლება აქვს მოითხოვოს საანდერძო დანაკისრის შესრულება სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის ფარგლებში, რაც გამოითვლება სამკვიდროს გახსნის დღიდან.
1.9 „საანდერძო დანაკისრი’’ „სავალდებულო წილის’’ მიღების შემთხვევაში
·
„კანონით’’ მემკვიდრემ შეიძლება ანდერძითაც მიიღოს ქონება
·
აქედან გამომდინარე,სავსებით შესაძლებელია ასეთ მემკვიდრეს“სავალდებულო წილის’’ მიღების უფლებასთან ერთად წარმოეშვას
„საანდერძო დანაკისრის’’
შესრულების ვალდებულებაც
ასეთ შემთხვევაში მისი ინტერესები მაქსიმალურად უნდა იქნეს დაცული.
·
სამოქალაქო
კოდექსის 1392-ე მუხლის მიხედვით თუ ანდერძით მემკვიდრეს,რომელსაც
საანდერძო დანაკისრის შესრულება ევალება,სავალდებულო წილის მიღების უფლებაც აქვს[!] ,მაშინ იგი საანდერძო დანაკისრს ასრულებს
მისთვის ნაანდერძები სამკვიდროს მხოლოდ იმ ნაწილის ფარგლებში,რაც „სავალდებულო წილის’’ ზემოთ
მიიღო.
ხ
ყურადღება:
·
„სავალდებულო წილის მემკვიდრეზე
’’ დაკისრებული
ლეგატის მოცულობის’’ დასადგენად ვიქცევით ასე:
ა) ჯერ უნდა განისაზღვროს ამ მემკვიდრის ,როგორც „კანონით მემკვიდრის’’
„სავალდებულო წილის’’ ოდენობა[ანდერძის არარსებობის შემთხვევისთვის]
ბ) შემდეგ უნდა განისაზღვოს „ანდერძით
მისთვის მიკუთვნებული ქონების ოდენობა’’
გ) შემდეგ უნდა გაირკვეს რამდენია “მამკვიდრებლის ვალი’’
და ამავე მემკვიდრის, „წილი’’ ამ ვალის
გასტუმრებაში
მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი „სავალდებულო წილის’’ მემკვიდრეზე
ანდერძით დაკისრებული „ლეგატის’’ „ზუსტი მოცულობის’’
განსაზღვრა[!]
გასაგები რომ გახდეს განვიხილოთ მაგალითი
მაგ.
თუ მოანდერძის „მთელი სამკვიდრო ქონების’’ ღირებულება
6000 ლარია
და მას „ვალად’’ დარჩა 2 000 ლარი,მეუღლეს კი უანდერძა 3000 ლარის ქონება და
მასვე დააკისრა 500 ლარის გადახდა შვილის სასარგებლოდ .
მაშინ “სამკვიდროს გახსნის’’
და „მოანდრძის ვალის გასტუმრების შემდეგ
დარჩენილი ქონებიდან[ რაც არის 4000
ლარი ]
“მეუღლის „სავალდებულო წილი’’ იქნება 1000 ლარი
[რადგან 4000:2[მეულე და შვილი]=2000 ლარი[ეს
არის თითოეული ამ კანონით
მეკვიდრის წილი; 2000:2 =1000
ლარი კი არის მეუღლის „სავალდებულო წილი’’]
ხ
ამრიგად, „საანდერძო
დანაკისრი’’ მეუღლეს შეუძლია შეასრულოს - 1000 ლარის
ფარგლებში[რადგან,სწორედ ამდენია „სავალდებულო წილს’’
ზემოთ თანხა]
[გამოითვალა სე: 2000 [მეუღლის წილს სამკვიდრო ქონებაში] -1000[მეუღლის
„სავალდებულო წილი’’] = 1000 ლარს[„სავალდებულო
წილს ზემოთ’’ თანხა]
ხ
მაგალითის
პირობის თანახმად შვილის სასარგებლოდ დაკისრებული
„ლეგატის’’ მოცულობაა- 500 ლარი
ვინაიდან „სავალდებულო
წილს ზემოთ’’ თანხა 1000 ლარია მეუღლეს შეუძლია
შეასრულოს ეს ლეგატი
1000[„სავალდებულო
წილს ზემოთ’’ თანხა ს]-500[ლეგატი]= 500 ლარი
საბოლოოდ კი მეუღლეს დარჩება - 1500 ლარი
[ რადგან 1000[„სავალდებულო წილი’’] + 500 ლარი[რომელიც
ლეგატის შესრულების
შემდეგ
დარჩა]=1500 ლარი ]
ხ
ყურადღება
: ამიტომ, როცა კანონისმიერი მემკვიდრისათვის ნაანდერძევი ქონება „სავალდებულო წილის’’
ტოლია ან „სავალდებულო
წილზე ნაკლებია
ასეთი მემკვიდრე „ლეგატის’’ შესრულებისგან თავისულდება
,რადგან 1392-ე მუხლის მიხედვით:
„ერთდროულად კანონიტ და ანდერძიტ მემკვიდრე’’
საანდერძო დანაკისრს[ანუ
ლეგატს] ასრულებს მისთვის ნაანდერძები სამკვიდროს მხოლოდ
იმ ნაწილის ფარგლებში,რაც „სავალდებულო
წილის’’ ზემოთ მიიღო.[ანუ ასეთ
დროს კი სავალდებულო წილის „ზემოთ’’ მიღებული
ქონება უბრალოდ არ არსებობს]
მუხლი 1392. საანდერძო დანაკისრი სავალდებულო წილის მიღებისას
+
თუ ანდერძით მემკვიდრეს, რომელსაც საანდერძო დანაკისრის შესრულება ევალება, სავალდებულო წილის მიღების უფლებაც აქვს, მაშინ იგი საანდერძო დანაკისრს ასრულებს მისთვის ნაანდერძები სამკვიდროს მხოლოდ იმ ნაწილის ფარგლებში, რაც სავალდებულო წილის ზემოთ მიიღო.
1.10 “უარი’’ საანდერძო დანკისრის მიღებაზე
·
საანდეძო დანაკისრის
მიმღებს[ლეგატარს] უფლება აქვს „უარი თქვას’’ „საანდერძო დანაკისრის’’[ლეგატის]
„მიღებაზე’’.
ხ
·
„ანდერძით მემკვიდრესაც’’ გააჩნია „სამკვიდრო ქონებიდან’’
„წილის’’ მიღებაზე „უარის თქმის’’ უფლება
ხ
·
მაგრამ „ლეგატარს’’ , „ანდერძით
მემკვიდრისგან’’ განსხვავებით,უფლება არა აქვს
„უარი თქვას’’ “სხვა მემკვიდრეების’’ სასარგებლოდ[!]
·
ამიტომ,თუ ლეგატარმა
„უარი თქვა ‘’“საანდერძო დანაკისრის[ლეგატის] შესასრულებლად გათვალისწინებული ქონების
„მიღებაზე’’,“ის ქონება’’
დარჩება იმ „ანდერძით მემკვიდრეს’’ ,რომელსაც ევალებოდა „საანდერძო დანაკისრის’’[ლეგატის]
შესრულება[!]
·
ხოლო თუ ლეგატის
შესრულება „რამდენიმე მემკვიდრეს’’ ევალებოდა,მაშინ ეს ქონება „შესაბამისად’’[ანუ ან თანაბრად ან პროპორციულად] მათვე დარჩებათ.
მუხლი 1394. უარი საანდერძო დანაკისრის მიღებაზე
+
საანდერძო დანაკისრის მიმღებს უფლება აქვს უარი თქვას დანაკისრის მიღებაზე. ასეთ შემთხვევაში სამკვიდროს შესაბამისი ნაწილი დარჩება იმ მემკვიდრეს, რომელსაც დაეკისრება დანაკისრის შესრულება.
1.11 „საანდერძო დანაკისრის’’ შესრულებისგან გათავისუფლება
·
თუ ლეგატარმა „უარი თქვა ‘’“საანდერძო
დანაკისრის[ლეგატის] შესასრულებლად გათვალისწინებული ქონების „მიღებაზე -„საანდერძო დანაკისრით’’ დატვირთული მემკვიდრე-„თავისუფლდება’’ „ლეგატის’’ შესრულების მოვალეობისგან.
ხ
·
ამასთან ,ყოფილ[ანუ ლეგატის მიღებაზე უარის
მთქმელ] ლეგატარს უფლება აღარ აქვს „სავალდებულო წილის’’ მიღების შემდეგ,ხელახლა მოითხოვოს „საანდერძო დანაკისრის’’[ლეგატის] შესრულება
ანდერძით მემკვიდრისგან .
მუხლი 1395. საანდერძო დანაკისრის შესრულებისაგან გათავისუფლება
+
თუ საანდერძო დანაკისრის მიმღები უარს იტყვის დანაკისრის მიღებაზე, მემკვიდრე, რომელსაც საანდერძო დანაკისრის შესრულება დაევალა, თავისუფლდება მისი შესრულების მოვალეობისაგან.
ხ
1.12 „საანდერძო დანაკისრის’’ შესრულების გადასვლა „ლეგატარის მემკვიდრეებზე’
·
„საანდერძო დანაკისრით’’ დატვირთული მემკვიდრე-„ „ლეგატის’’
შესრულების მოვალეობისგან თავისუფლდება’’ მაშინაც,როცა ლეგატარი „სამკვიდროს გახსნამდე გარდაიცვლება[იგულისხმება,რომ
იგი ისე გარდაიცვალა,რომ ლეგატის მიღების უფლება „არც კი წრმოშობია’’]
·
თუ „საანდერძო
დანაკისრის’’ მიმღები[ლეგატარი] „სამკვიდროს
გახსნის’’ შემდეგ გარდაიცვალა,მაგრამ ვერ მოასწრო „თანხმობის’’ გამოთქმა ლეგატის „მიღებაზე,’’მაშინ „საანდერძო დანაკისრის’’
შესრულების „მოთხოვნის’’ უფლება გადადის გარდაცვლილი
ლეგატარის მემკვიდრეებზე.
ანუ“საანდერძო დანაკისრით’’ დატვირთულმა მოანდერძის „ანდერძით
მემკვიდრემ’’ იგი „ლეგატარის მემკვიდრეებს’’ უნდა შეუსრულოს[!]
მუხლი 1396. საანდერძო დანაკისრის გადასვლა მემკვიდრეებზე
+
თუ საანდერძო დანაკისრის მიმღები სამკვიდროს გახსნის შემდეგ გარდაიცვალა, მაგრამ ვერ მოასწრო თანხმობის გამოთქმა დანაკისრის მიღებაზე, მაშინ მისი მიღების უფლება გადადის მის[ლეგატარის] მემკვიდრეებზე, რომლებიც მის მაგივრად მიიღებენ დანაკისრს.
ხ
1.13
„საანდერძო დანაკისრი’’ –„მოქმედების შესრულება საერთო სასარგებლო
მიზნით’’
·
ლეგატის ნაირსახეობას წარმოადგენს -„საანდერძო დანაკისრი’’ –„საერთო სასარგებლო მიზნით’’
·
სამოქალაქო კოდექსის 1397-ე მუხლის საფუძველზე,მოანდერძეს შეუძლია დააკისროს
ანდერძით მემკვიდრეს რაიმე –„მოქმედების შესრულება საერთო სასარგებლო მიზნით’’
·
დავალებულ „მოქმედებას’’ შეიძლება ჰქონდეს როგორც „ქონებრივი’’ ,ისე „არაქონებრივი’’
ხასიატი.
·
მაგ. შესაძლებელია მოანდერძემ
ანდერძით მემკვიდრეებს დაუტოვოს „საცხოვრებელი სახლი’’ და თან დააკისროს „ამ სახლის განსაზღვრული ნაწილის გამოყენება მუზეუმის
მოსწყობად’’[ეს იქნება „მოქმედების შესრულების დაკისრება საერთო სასარგებლო მიზნით’’]
·
ანდა ანდერძით მემკვიდრეს „დაევალოს’’ მისთვის ნაანდერძები „ცნობილი მხატვრის
სურათების პერიოდული გამოფენების მოწყობა’’
ხ
·
„საანდერძო დანაკისრისგან’’ განსხვავებით[რომლებიც ყოველთვის „ქონებრივ’’
ხასიათს ატარებს] , „საერთო -სასარგებლო მიზნით
განხორციელებული მოქმედება’’ შეიძლება“არაქონებრივი’’ ხასიათისაც იყოს.
ხ
·
„საანდერძო დანაკისრი ‘’ „კოკრეტული პირის[ლეგატარის] სასარგებლოდ სრულდება,ხოლო
„საერთო -სასარგებლო მიზნით განხორციელებული
მოქმედება’’ „პირთა განუსაზღვრელი წისატვის’’
ხ
·
„საერთო -სასარგებლო მიზნით განხორციელებული
მოქმედება’’ ,რომელიც მოანდერძეების მიერ
ეკისრებათ „ანდერძით მემკვიდრეებს’’ უმეტესად
„არაქონებრივ ხასიათს’’
ატარებს.
·
თუმცა „მოქმედება’’ შეიძლება „ქონების გადაცემასაც’’ გულისხმობდეს[მაგ.
ეკლესიის ან ბიბლიოთეკის ასაშენებლად];თუ დაკისრებული
„მოქმედება’’ მართლაც „ქონების გადაცემაა’’
წარმოშობილი ურთიერთობები მოწესრიგება“საანდერძო დანაკისრის’’[ლეგატის] მარეგულირბელი
ნორმების საფუძველზე[ანუ ზემოთ განხილული ნორმების საფუძველზე]
ხ
·
„საერთო -სასარგებლო მიზნის ‘’ „მოქმედებით’’ დატვირთული [დავალდებულებული] ანდერძით მემკვიდრის „გარდაცვალების ‘’ შემთხვევაში,ამ
„მოქმედების’’ შესრულების „ვალდებულება’’ გადადის იმ „სხვა ანდერძით მემკვიდრეებზე’’,რომელთაც
თავიანთი „წილი’’ მიიღეს „სამკვიდრო ქონებიდან’’
·
„სამკვიდროს მიღებაზე’’ რომელიმე მემკვიდრეს თუ უარი აქვს ნათქვამი ის მემკვიდრე
გათავისუფლდება „საერთო -სასარგებლო მიზნის ‘’ „მოქმედების’’ შესრულებისაგან.
ხ
·
ყურადღება: თუ ანდერძით დანიშნული მემკვიდრე ან მემკვიდრეები არ ასრულებენ
ან აჭიანურებენ „საერთო -სასარგებლო მიზნით
განსახორციელებული მოქმედების’’ შესრულებას,მათგან
ასეთი „მოქმედების’’ შესრულების „მოთხოვნის უფლება’’ აქვთ : ა)“სპეციალურად დანიშნულ „ანდერძის აღმასრულებელს’’ ბ)“ყოველ’’ მემკვიდრეს გ)“დაინტერესებულ’’ საზოგადოებრივ
და რელიგიურ ორგანიზაციებს .ან ფონდებს,დ)სახელმწიფო და ადგილობრივ ორგანოებს.
·
„მოთხოვნის უფლების მქონე’’ სუბიექტთა ასეთი
სიმრავლე განპირობებულია ამ „საანდერძო განკარგულების’’ შინაარსით- „საერთო -სასარგებლო მიზნის მისაღწევად „დაკისრებული მოქმედების’’ შესრულება’’
„განუსაზღვრელ პირტა’’ ინტერესებს ეხება[!]
·
„მოთხოვნის უფლების’’ რეალიზაცია „მოთხოვნის უფლების მქონე’’ სუბიექტთა მიერ-„სასამარტლოს ‘’ მეშვეობით ხდება[!]
მუხლი 1397. საანდერძო დანაკისრი საერთო სასარგებლო მიზნით
+
1. მოანდერძეს შეუძლია დააკისროს მემკვიდრეს რაიმე მოქმედების
შესრულება საერთო-სასარგებლო მიზნით, რასაც შეიძლება ჰქონდეს როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი ხასიათი.
2. თუ დაკისრებული მოქმედება ქონებას ეხება, მაშინ გამოიყენება „საანდერძო დანაკისრის“ მარეგულირებელი ნორმები.
3. იმ მემკვიდრის გარდაცვალების შემთხვევაში, რომელსაც ანდერძით ევალებოდა რაიმე მოქმედება საერთო-სასარგებლო მიზნით, ამ ვალდებულების შესრულება გადადის სხვა მემკვიდრეებზე, რომლებმაც სამკვიდრო მიიღეს.
4. მემკვიდრისგან მასზე დაკისრებული მოქმედების შესრულების მოთხოვნა სასამართლოს მეშვეობით შეუძლია: ა)ანდერძის აღმსრულებელს, ხოლო, თუ ის არ არის, მაშინ −
ბ)ყოველ მემკვიდრეს,
ასევე გ)დაინტერესებულ საზოგადოებრივ და რელიგიურ ორგანიზაციებს, ფონდებს, დ)სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებს.
Комментарии
Отправить комментарий