9 სიტუაცია,როცა „დუმილი’’ წყვეტს ყველაფერს [მარკუს ავრელიუსის სიბრძნე]
"დუმილი '' საჭიროა :
1. მრისხანების დროს [სანამ რამეს იტყოდე 10-მდე დაითვალე. გასახსენებლად
წარმოთქვი კოდური სიტყვა“დათვლა’’]
2. როცა პროვოკაციას გიწყობენ [არ
მოახდინო რეაგირება. პროვოკატორის მინიმუმ 3 პროვოკაციაზე მაინც . გასახსენებლად
წარმოთქვი სიტყვა „ტალახაძე]
3. როცა შენამდე მოსული „ფაქტები’’
საეჭვოა [არ გაავრცელო „საეჭვო ფაქტი’’სანამ მინიმუმ 3 წყაროდან არ დადასტურდება იგი.
ვითომ “სენსაციური ფაქტის’’ გავრცელებამდე წარმოთქვი სიტყვა“შემოწმება’’]
4. მაშინ როცაკომპლიმენტს იღებ ან
გაქებენ [ ასთ დროს უბრალოდ გიღიმე და მადლობა
გადაიხადე,არანაირი დაჩივლება სირთულეებზე
და თავისმართლება ,რომ „უკეთესადაც შეგეძლო’’.]
5. როცა წარმატებას აღწევ [თავდაჭერილად
შეხვდი,ტრაბახი და შენს მიერ დამარცხებულის
დამცირება გამორიცხე,რათა „სხვა’’ წარმატებებსაც მიაღწიო და მხოლოდ უკვე მიღწეულს არ დასჯერდე. კოდური სიტყვა’’ დვალიშვილი’’]
6. როცა „სხვის შეცდომას’’ ამჩნევ[
შენიშვნებს და მითითებებს ნუ მისცემ,განსაკუთრებით სხვების თანდასწრებით. ამის ნაცვლად დაუსვი შეკითხვები და მიეცი დრო
პასუხების მოსაძებნად. გასახსენებლად წარმოთქვი კოდური სიტყვა “ნუ იქნები კრიტიკანი’’]
7. როცა „მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების“ მიღებას აპირებ[„ნაჩქარევ,ბოლომდე გაუაზრებელ გადაწყვეტილებებს’’ ყოველთვის ცუდი შედეგები მოსდევს
. კოდური სიტყვები: “იჩქარე ნელა’’]
8. როცა გრძნობ ,რომ ვიღაცის გშურს[ვინმე
წარმატებულ პირზე ნეგატიური კომენტარები ხშირად „შურის’’ გამოხატულებაა.იმის მაგივრად
რომ ნეგატიურად ილაპარაკო სხვაზე ,წარმართე ენერგია საკუთარ განვითარებაზე.მოახდინე
შურის ტრანსფორმაცია მოტივაციაში .საუკეთესო
შურისძიება ისაა,რომ გახდე უკეთესი იმაზე
,ვინც შენში „შურის გრძნობას“ აღძრავს. კოდური სიტყვაა „ბარკოლა’’]
9. როცა ყოყმანობ [ნურასოდეს ისაუბრებ სხვებთან იმაზე ,რომ „ყოყმანობ“ და „შიშობ’’ .ეს საჭიროა
,რათა „შფოთვის მდგომარეობიდან’’ „პრობლემის
მოგვარების’’ რეჟიმში რაც შეიძლება დროულად გადაერთო.როცა „საყოყმანო’’ სიტუაციაში აღმოჩნდები
დაიწყე „პრობლემის მოგვარება’’ მასზე „სხვებთან ლაპარაკის“ ნაცვლად. ანუ „იმოქმედე’’
„ლაპარაკის“ ნაცვლად]
იქ, სადაც უყვარხართ,ხშირად ნუ ივლით
იქ,სადაც სძულხართ -არასოდეს მიხვიდეთ.
ებრაული
ანდაზა
Комментарии
Отправить комментарий