"განვრცობითი'' აღიარებითი სარჩელი [სასკ-ის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილის-სარჩელი ]
სარჩევი:
1.1„განვრცობითი’’ აღიარებითი სარჩელის - სამართლებრივი საფუძველი[სასკ-ის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილი]
1.2როდის შეიძლება „განვრცობითი’’ აღიარებითი სარჩელის წარდგენა
სასამართლოში
?
1.3.“განვრცობითი’’აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების- „შედეგი’’
1.4“განვრცობითი’’ აღიარებითი სარჩელის „დასაშვებობის’’ პირობები
1.5.1მოსარჩელეს „კანონიერი ინტერესი’’
1.6„განვრცობითი აღიარებითი სარჩელის’’ შეტანაზე უფლებამოსილი პირი
1.7„განვრცობითი აღიარებითი სარჩელის’’ „ხანდაზმულობის ვადა’’
1.1„განვრცობითი’’ აღიარებითი სარჩელის - სამართლებრივი საფუძველი[სასკ-ის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილი]
·
„აღიარებითი სარჩელი’’ ერ-ერთ ფორმაა
ე.წ. „განვრცობითი’’ აღიარებითი სარჩელი [მას ეხება .სასკ-ის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილი]
ხ
·
32-ე მუხლის
მე-3 ნაწილის
თანახმად:
“ სასამართლოს მიერ „გასაჩივრებულ ინდაქტთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანამდე’’ , „ადმინისტრაციული ორგანოს მიერ’’ „ამ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის’’
ბათილად
გამოცხადების შემთხვევაში, სასამართლო უფლებამოსილია,
ა)მხარის „კანონიერი ინტერესის“ არსებობისას და ბ)„მისი მოთხოვნით’’, ბათილად ცნოს
ეს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტი’’.
ხ
·
„განვრცობითი აღიარებითი სარჩელი’’[ანუ 34-ე მუხლის
მე-3 ნაწილის „ადმინისტრაციული სარჩელი’’] „დასაშვებია’’ იმ შემთხვევაშიც,როდესაც
სასამართლოში სარჩელის შეტანამდე ან სარჩელის
განხილვამდე მოსარჩელე კარგავს“უფლების დაცვის’’ შესაძლებლობას[მაგ.“კანონის შეცვლის
გამო პირი კარგავს მოთხოვნის უფლებას’’,ან
„დროის გასვლის გამო აზრს კარგავს საკითხის გადაწყვეტა’’]
ხ
1.2როდის შეიძლება „განვრცობითი’’ აღიარებითი სარჩელის წარდგენა სასამართლოში ?
·
32-ე მუხლის მე-3 ნაწილის ფორმულირებიდან გამომდინარე მოსარჩელეს უფლება
აქვს „განვრობითი აღიარებითი სარჩელი’’ წარუდგინოს
სასამართლოს ან ა)„ადმინისტრაციული ორგანოს
მიერ’’ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
ბათილად გამოცხადების შემდეგ ან ბ)გააგრძელოს „ინდაქტის ბათილად ცნობის თაობაზე
‘’ სასკ-ის 22-ე მუხლით უკვე დაწყებული წარმოება
და ახლა უკვე სასამართლსგან 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით მოითხოვოს „ადმინისტრაციული ორგანოს’’ მიერ
ბათილად გამოცხადებული ინდაქტის „ბათილად ცნობა’’[!]
ხ
1.3.“განვრცობითი’’აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების- „შედეგი’’
·
დაიმახსოვრე:
„სასამართლოს მიერ’’
ინდაქტის „ბათილად ცნობა’’ ნიშნავს ამ ინდაქტის „უკანონოდ აღიარებას’’,რაც
შეიძლება მომავალში საფუძვლად დაედოს მოსარჩელეს“შემდგომ მოთხოვნას’’ [ანუ ახალ სხვა სახის სარჩელს] ადმინისტრაციული ორგანოს
მიმართ.
ხ
1.4“განვრცობითი’’ აღიარებითი სარჩელის „დასაშვებობის’’ პირობები
·
„განვრცობითი აღიარებითი სარჩელი’’ აღიძვრება -
„დასრულებული’’ ინდაქტის „უკანონოდ გამოცხადების“ მიზნით.
·
„დაიშვება’’ თუ არა“განვრცობითი აღიარებითი სარჩელი’’[პსასკ-ის 32-ე მუხ.
მე-3 ნაწილის სარჩელი] იმ ინდაქტის მიმართ,რომელიც ამ სარჩელის აღძვრამდე უკვე „დასრულებულია’’?
·
„ინდაქტის მოქმედება დასრულებულია’’ ნიშნავს,რომ „ის უკვე აღარ ექვემდებარება აღსრულებას’’ და მისი „გაუქმება’’ სასამართლო წესით კი უკვე აზრს მოკლებუკლია
[მაგრამ აზრს მოკლებული არაა „დასრულებული’’ ინდაქტის „უკანონოდ ‘’ გამოცხადება იხ. ზემოთ საკითხი 1.3]
ყურადღება:
ინდაქტის მოქმედება „დასრულებულია ’’ როცა:
a. ინდაქტი გაუქმდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ
b. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ
გამოიცა ახალი ინდაქტი[ძველი კი ძალადაკარგულად გამოცხადდა]
c. ძალაში შევიდა საკანონმდებლო
ცვლილება,რომელმაც სადავო ინდაქტის მოქნედება შეწყვიტა
d. გაუქმდა ის „ადმინისტრაციული
ხელშეკრულება’’,რომლის საფუძველზეც სადავო ინდაქტი გამოიცა
e. გატარდება სხვა ღონისძიებანი:
მაგ. გაათავისუფლებენ სადავო ინდაქტის საფუძველზე დაკავებულ პირს
f. სადავო ინდაქტის შინაარსით გათვალისწინებული
ღონისძიება „ფაქტობრივად’’ დასრულებულია
g. გავიდა სადავო ინდაქტის მოქმედების
ვადა
h. ამოიწურა[შესრულდა] სადავო ინდაქტიტ გათვალისწინებული ვალდებულებები
ხ
ყურადღება:
·
„განვრცობითი
აღიარებითი სარჩელი’’
„დასაშვებია’’ ,როცა:
a. სადავო ინდაქტის მოქმედება უკვე
„დასრულებულია“ „სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების
გამოტანის მომენტისთვის’’
ან
b. როცა სადავო ინდაქტის მოქმედება „დასრულებულია’’ მისი „გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის გასვლამდე’’[იხ. ქვემოთ „ხანდაზმულობის ვადა ‘’ -საკითხი 1.7]
[ამ სარჩელის „დასაშვებობის’’
ეს პირობები დაიმახსოვრე]
1.5
“განვრცობითი’’აღიარებითი სარჩელის „დასაბუთებულობა’’
·
“გავრცობითი აღიარებითი სარჩელი’’ მიმართულია იმ“ადმინისტრაციული
ორგანოს’’ წინააღმდეგ ,რომელმაც ჯერ „სადავო
ინდაქტი გამოსცა’’[რონელიც გასაჩივრდა 22-ე მუხლით] და მერე „დაასრულა’’ იგი
·
“გავრცობითი აღიარებითი სარჩელი „დასაბუთებულია’’
,თუ „სადავო ინდაქტი’’ რომელიც22-ე მუხლის სარჩელის
აღძვრის შემდეგ ადმინისტრაციულმა ორგანომ „დაასრულა’’[ან თავისით „დასრულდა’’ მაგ.
ვადის გასვლის გამო ]
ა) კანონსაწინააღმდეგოა
და
ბ)მოსარჩელეს აქვს
ამ ინდაქტის „უკანონოდ აღიარების’’ „კანონიერი ინტერესი’’
[ამ სარჩელის „დასაბუთებულობის’’ ეს პირობები დაიმახსოვრე]
ხ
·
„დაიშვება’’ თუ არა“განვრცობითი აღიარებითი სარჩელი’’[სასკ-ის 32-ე მუხ. მე-3 ნაწილის სარჩელი]“უკვე
დასრულებული[აღსრულებული]’’ ან „თავიდან აცილებული’’ რეალაქტის „უკანონოდ ასაღიარებლად’’ ?
·
ყურადღება : 32-ე მუხ. მე-3 ნაწილის თანახმად:
„განვრცობითი
აღიარებითი სარჩელი’’ დაიშვება მხოლოდ[!]
უკვე „დასრულებული’’ინდაქტის
მიმართ[!] [არა „დასრულებული’’ ან „თავიდან აცილებული’’ „რეალაქტის’’ მიმართ’’][თუმცა
ზოგიერთები თვლიან ,რომ უნდა „დაიშვებოდეს’’ამ შემთხვევებსიც ]
ხ
საკითხის შეჯამება:
·
„განვცრობითი აღიარებითი სარჩელი’’ გამოიყენება მას შემდეგ,რაც
სადავო ინდაქტის მოქმედების „დასრულებით’’
სამართლებრივი ინტერესი[აზრი] ეკარგება „ინდაქტის“ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობის სარჩელის’’[სასკ-ის 22-ე მუხლი] ან „მავალდებულებელი
სარჩელების ’’ [სასკ-ის 23ე ან 24-ე მუხლები]
წარდგენას[!]
ხ
·
„მოსარჩელეს კანონიერი ინტერესის’’ არსებობისას
„განვცრობითი
აღიარებითი სარჩელით’’ სასამართლო
დავა გრძელდება „სადავო ინდაქტის’’ სამართლოს
მიერ “უკანონოდ აღიარების’’ მოთხოვნით[!] ახლა უკვე 32-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე[და არა 22-ე მუხლის საფუზველზე]
მუხლი 32. სასამართლო გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე სარჩელთან დაკავშირებით
3. სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების შემთხვევაში[ანუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ინდაქტის
„დასრულების’’ შემტხვევაში] სასამართლო უფლებამოსილია,
მხარის კანონიერი ინტერესის არსებობისას და მისი მოთხოვნით, ბათილად ცნოს ეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
1.5.1მოსარჩელეს „კანონიერი ინტერესი’’
·
ყურადღება: „განვრცობითი აღიარებითი სარჩელის’’ შემთხვევაში სასამართლო
მხოლოდ მაშინ არის უფლებამოსილი „აღიაროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უკვე ბათილდ
გამოცხადებული აქტი’’-ბათილად[ანუ უკანონოდ] ,როცა არსებობს
მოსარჩელეს-“კანონიერი
ინტერესი’’
·
მოსარჩელეს „კანონიერი ინტერესი’’ არსებობს მაშინ ,როცა:
a. არსებობს იგივე[ანუ ა)“კანონსაწინააღმდეგო’’ და ბ)მოსარჩელეს
„კანონიერი უფლებების’’ შემზღუდველი.] „მმართველობითი ღონისძიების’’ განმეორების
შესაძლებლობა ადმინისტრაციული ორგანოს
მხრიდან .[მაგ. პირს არ მისცეს ნებართვა „თბილისობის ზეიმზე’’ გამოეტანა გასაყიდად
თავისი პროდუქცია. სასამართლოში დავის განხილვამდე „თბილისობის ზეიმი’’ ჩატარდა.მაგრამ,არსებობს
იმის ვარაუდის საფუძველი,რომ პირს მომავალ თბილისობაზეც იმავე
საფუძვლით უარს ეტყვიან ღონისძიებასი მონაწილეობის მიღებაზე]
ხ
b.
როდესაც ეს
გამართლებულია მოსარჩელეს „ჯანმრთელობის
რეაბილიტაციის’’ ინტერესებიდან გამომდინარე,ეს ის შემთხვევაა როცა „ინდაქტის’’
„სედეგები’’ გრძელდება,ამ ინდაქტის ადმინისტრაციული
ორგანოს მიერ „ბათილად ‘’ გამოცხადების სემდეგაც[მაგ.დემონსტრაციის დარბევის შედეგად,დაზარალებული
პირი გადის აუცილებელი მკურნალობის კურსს საავადმყოფოში,ადმინისტრაციული ორგანოს მიერ
თავისი გადაწყვეტილები[დემონსტრაციის დარბევის თაობაზე] ბათილად ცნობის მიუხედავად. ასეთ პირს აქვს
„კანონიერი ინტერესი’’ სასამართლომ აღიაროს
ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება[დემონსტრაციის დარბევის თაობაზე]] უკანონოდ,რაც
შენდეგ შეიძლება გახდეს მისი „ჯანმრთელობის’’ რეაბილიტაციის ხარჯების დაფარვის მოთხოვნის
საფუძველი ]
c.
როდესაც ადმინისტრაციული
ორგანოს მიერ ბათილად გამოცხადებული აქტის სასამართლოს გადაწყვეტილებით უკანონოდ აღიარების მიზანია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ადმინისტრაციული ორგანოსგან
ხ
d.
როდესაც „დასრულებული’’
ინდაქტით ადამიანის ძირითად უფლებებს
მიადგა ზიანი
ხ
1.6„განვრცობითი აღიარებითი სარჩელის’’ შეტანაზე უფლებამოსილი პირი
·
როგორც უკვე ვთქვით, „განვრცობითი აღიარებითი სარჩელით’’ გრძელდება „თავდაპირველი სარჩელი’’,შესაბამისად,მათი „დასაშვებობა’’ დადგენილი წესით უნდა გაირკვეს.
·
ამდენად,“თავდაპირველ სარჩელზე’’
უფლებამოსილი პირი „განვრცობით აღიარებით სარჩელზეც“ უფლებამოსილია,მხოლოდ ამ „იგივე’’ მოსარჩელემ
უნდა დაასაბუთოს,რომ „დასრულებული სადავო ინდაქტით’’[ან
რეალაქტით] მის „კანონიერ ინტერესს’’ ზიანი მიადგა
ხ
1.7„განვრცობითი აღიარებითი სარჩელის’’ „ხანდაზმულობის ვადა’’
·
„ხანდაზმულობის ვადების’’ გარკვევისას ყურადღება უნდა მიექცეს, „სადავო ინდაქტის’’ მოქმედება „დასრულდა’’
მოსარჩელეს მიერ ა) “გავრცობითი აღიარებითი
სარჩელის აღძვრამდე’’ თუ ბ)„გავრცობითი
აღიარებითი სარჩელის აღძვრის შემდეგ’’.
ხ
·
“გავრცობითი აღიარებითი სარჩელის
აღძვრის შემდეგ’’ „ინდაქტის
მოქმედების დასრულების’’ შემთხვევაში-–ამ
სარჩელისთვის „ხანდაზმულობის ვადის’’ დაცვა არ მოითხოვება[!]
ხ
·
“გავრცობითი აღიარებითი სარჩელის
აღძვრამდე’’ „სადავო
ინდაქტის მოქმედების დასრულების’’ შემთხვევაში’’-„წინასწარი
გასაჩივრების ვადა’’ გაშვებული არ უნდა იყოს.
·
ამრიგად,თუ „სადავო ინდაქტი’’
, ა)“ კანონით დადგენილ ვადაში გასაჩივრდა’’ [22-ე მუხლით] და
ბ) შემდეგ სასამართლოში საქმის „წარმოების დროს’’ „დასრულდა’’ ამ სადავო „ინდაქტის’’ მოქმედება,მაშინ „განვრცობითი აღიარებითი სარჩელი’’[34-ე
მუხლის მე-3 ნაწილის სარჩელი] –„დასაშვებია’’.
[ ყურადღება: მიიჩნევენ,რომ „განვრცობითი აღიარებითი სარჩელი’’ “უფლების დაცვის „ეფექტური ’’ საშუალებაა განსაკუთრებით ’’ „პოლიციურ და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სამართალში’’,რადგან „ამ სახის’’ „აქტები’’ ,როგორც წესი, „მოკლე დროში’’ აღსრულდება[„დასრულდება ‘’ ]ხოლმე და „უფლების დაცვის’’ „სხვა ადმინისტრაციულ პროცესუალურისაშუალებები’’ ანუ სხვა სახის „ადმინისტრაციული სარჩელები ‘’არაეფექტური ხდება ]
Комментарии
Отправить комментарий