სახელშეკრულებო დავები[სასკ-ის 25 პრიმა მუხლი] და "უფლების დაცვის'' საშუალებები

 

     

სარჩევი:

1.სახელშეკრულებო დავები. 1

1,1„ადმიმისტრაციული ორგანოს ‘’ მიერ  გამოხატული ნების’’ სამართლებრივი ბუნება. 3

1.2  ადმინისტრაციული ორგანოსცალმხრივი ნების’’ გამოვლენის სამართლებრივი ფორმა. 5

2.“უფლების დაცვის’’    - ..„რეპრესიული’’ საშუალებები. 6

2.1.1. სარჩელი  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისბათილად ცნობისანძალადაკარგულად გამოცხადების’’  შესახებ[ სასკ-ის 22 - მუხლი] 6

2.1.2 . სარჩელიქმედების განხორციელების’’  თაობაზე. 10

2.1.3.  აღიარებითი’’  სარჩელი. 11

2.1.4.„უფლების დასაცავად’’ სასამართლოსადმი  მიმართვის ვადების შეზღუდვის დაუშვებლობა. 11

3.„უფლების დაცვის’’ პრევენციული საშუალებები. 12

3.1.სარჩელიადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე’’ 12

3.2. გასაჩივრებული ინდაქტის მოქმედების შეჩერება. 12

 

 

1.სახელშეკრულებო დავები

 

 

·        ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს საქმიამობის სამართლებრივი ფორმების არჩევის თავისუფლება

·        თუ ადმინისტრაციული ორგანო უპირატესიობას მიანიჭებს „ხელშეკრულებას’’,მაშინ ვალდებულია „ბოლომდე დარჩეს’’ სახელსეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში  როგორც „თანასწორუფლებიანი’’  სუბიექტი,ხოლო დავის შემთხვევაში  ამ ხელშეკრულების მომაწილე  „დაინტერესებულმა მხარემ’’  უნდა მიმართოს „საერთო სასამართლოს“ –„ადმინისტრაციული სარჩელით[!]

 

                მუხლი 25​1. სახელშეკრულებო დავები

 +

1. სახელშეკრულებო დავების გადაწყვეტა ხდება საერთო სასამართლოებისათვის მიმართვის გზით.

 

·        ყურადღღება“ადმინისტრაციული საჩივარი’’ როგორც უფლების დაცვის  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი საშუალება-არ გამოიყენება[რადგან „სახელშეკრულებო ურთიერთობა’’ არის „ორ თანასწორუფლებიან სუბიექტს შორის ურთიერთობა’’ და ამ ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე ,“ადმინისტრაციული ორგანო’’,არ შეიძლება თავად იყოს „დავის’’ გადამწყვეტი]

ყურადღება:

 

·        სასკ-ის 251-ე მუხლი ადგენს“სახელსეკრულებო დავების’’ გადაწყვეტის წესებს

·         ადმინისტრაციულ ორგანოსთან შეიძლება დაიდოს,როგრც „ადმინისტრაციული ხელშეკრულება’’ ,ისე “კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება’’

·        სასკ-ის 251-ე მუხლი ადგენს „საერთო სასამართლოების’’ მიერ „ადმინისტრაციულ ორგანოსთან“ დავის განხილვის სამართალწარმოების წესებს

·        ამ მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად :

 

                 მუხლი 25​1. სახელშეკრულებო დავები

 +

2. ადმინისტრაციული ხელშეკრულების  ა)დადებასთან, ბ)შესრულებასთან და გ)შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კერძოსამართლებრივი ხელშეკრულების ა)დადებასთან, ბ)შესრულებასთან და გ)შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

 

·        251-ე მუხლი არ განმარტავს როგორია „ადმინისტრაციული სამართალწარმოების’’ წესი და „სარჩელის’’ რომელი „სახე’’ უნდა იქნეს გამოყენებული „უფლების დასაცავად’’

·        ამიტომ ჩნდება კითხვა „უფლების დასაცავად’’ ხომ არ უნდა იქნეს გამოყენებული „სამოქალაქო საპროცესო კოდექსი’’ ?

·        კანონმდებლისნების გათვალისწინებით,უნდა დავასკვნათ,რომ “ადმინისტრაციულ ხელშეკრულებიდან’’ გამომდინარე დავებში „უფლების დაცვის’’ –„საპროცესო საშუალების’’ შესარჩევად უნდა ვიხელმძღვანელოთ“ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით’’

 

[საერთო სასამართლოში „სამოქალაქო სამართალწარმოების წესით’’ დავის განხილვა ხდება,როდესაც საკითხი ეხება „კერძოსამართლებრივი ხელშეკრულების’’ დადებასთან,შესრულებასტან და შეწყვეტასთან დაკავშირებულ საკითხებს [ანუ მხოლოდ ამ დროს გამოიყენება „სამოქალაქო საპროცესო კოდექსი’’]

 

ასევე:

მუხლი 25​1. სახელშეკრულებო დავები

 

3. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული კერძოსამართლებრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავა მხარეთა შეთანხმებით შეიძლება განსახილველად გადაეცეს არბიტრაჟს.

ყურადღება:

·        „ადმინისტრაციული ხელსეკრულებიდან’’ გამომდინარე დავებში კი  „უფლების დაცვის საპროცესო -სამართლებრივი  საშუალებები’’ უნდა მოინახოს „ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის’’ 22-ე-25-ე მუხლებში

·        „ადმინისტრაციული ხელსეკრულების’’,როგორც „ადმინისტრაციული ორგანოს’’ საქმიანობის „სამარტლებრივი ფორმის’’ თავისებურება განაპირობებს „დავის’’ „ადმიმისტრაციული სამარტალწარმოების წესით’’ განხილვის აუცილებლობას.

 

 

დეფინიციები:

 

 ადმინისტრაციული ხელშეკრულებაადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება;

 

 ადმინისტრაციული წარმოებაადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ა)ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ბ)ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე გ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით;

 

  დმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი;

 

 

 

1,1ადმიმისტრაციული ორგანოს ‘’ მიერ  გამოხატული ნების’’ სამართლებრივი ბუნება

 

·        „ადმინისტრაციული ხელშეკრულება’’ არის „ორმხრივი ნების’’ გამოვლენის ფორმა

 

·        „ადმინისტრაციული ორგანოს’’ „ნება’’ იმის თაობაზე ,რომ თავისი “საჯაროუფლებამოსილება’’ განახორციელოს  „ადმინისტრაციული ხელშეკრულების’’ ფორმით ვლინდება იმაში ,რომ: „ადმიმისტრაციული ხელსეკრულების’’  ა) „მომზადება’’ და ბ) „დადება’’  ხდება „ადმიმისტრაციული  სამართალწარმოების წესით’’

 

·        ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გამოვლენილი“ცალმხრივი ნება’’ „ადმინისტრაციული ხელშეკრულების ‘’ „შეწყვეტის’’ თაობაზე ასევე უნდა მოხდეს „ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით’’

·        „საჯარო მმართველობა’’ არის „კანონის’’ აღსრულების პროცესი.

·        კანონის ნორმით განსაზღვრული „მმართველობითი ღონისძიების ‘’  კანონიერება’’ მოიცავს არა მარტო ა)“საჯარო-სამართლებრივი’’  „უფლებების’’ და „ვალდებულებების’’ განსაზღვრას,არამედ ბ)“ნორმის შეფარდების პროცესის’’[ანუ „ადმინისტრაციული წარმოების’’] ჩატარებას.

[„ადმინისტრაციული წარმოება’’ არის ის ინსტრუმენტი,რომელმაც უნდა უზრუნველყოს როგორც „გადაწყვეტილების’’ მიღების საფუძვლების შექმნა,ასევე  მხარეების „უფლებების დაცვა’’]

·        სზაკ-ის[ზოოგადი ადმინისტრაციული კოდექსის]  მე-2 მუხლის „კ’’ პუნქტის  თანახმად:

 

 მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

 

) ადმინისტრაციული წარმოება არის :  ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის  ა)მომზადების, ბ)გამოცემისა და გ)აღსრულების, დ)ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე ე)ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით;

 

  ყურადღება:

·        ადმინისტრაციული ორგანოს მიერ  ადმინისტრაციული ხელშეკრულების’’ მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით „გამოვლენილი ნება’  არის „საჯარო-სამართლებრივი’’ [!]და ის ექვემდებარება „ასეთი ბუნების  ნების’’ გამოვლენის საერთო წესს-„ადმინისტრაციული წარმოების’’ ჩატარების ვალდებულებას

 

[ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ“სამოქალაქო ხელშეკრულების’’ მომზადების ,დადების,ან გაუქმების სურვილის გამოხატვა ხდება“ადმინისტრაციული წარმოების’’ წესების გამოყენების გარეშე.]

 

მაგ.როდესაც სახელმწიფოს [მისი შესაბამისი უფლებანოსილი ორგანოს] ნებაა,რომ  მოხდეს „ავტომანქანების სავალდებულო ტექდათვალიერების განხორციელების უფლებამოსილების’’ დელეგირება[ანუ გადაცემა] მოახდინოს „კერძო სამართლის იურიულ პირზე’’, მაშინ კამომმდებლობის მოთხოვნების დაცვით შერჩეულ შპს-სთან  „ხელშეკრულების დადება’’ უნდა მოხდეს „ადმინისტრაციული წარმოების’’ საფუძველზე ,რადგან საქმე ეხება „საჯარო უფლებამოსილების ‘’ განხორციელებას [ანუ უნდა მომზადდეს და დაიდოს „ადმინისტრაციული ხელშეკრულება’’],.

 

ამ „ადმინისტრაციული ხელშეკრულების’’ შინაარსი   მოიცავს  დელეგირებული “საჯარო უფლებამოსილების’’ შინაარსს

 

„ადმინისტრაციული ხელშეკრულებაში’’  „ცვლილებების შეტანა’’  ან  „„ადმინისტრაციული ხელშეკრულების’’  „გაუქმება’’  ასევე მოხდება „ადმინისტრაციული წარმოების’’   წესებით.

 

1.2  ადმინისტრაციული ორგანოსცალმხრივი ნების’’ გამოვლენის სამართლებრივი ფორმა 

 

·        საზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „კ’’ პუმქტი განსაზღვრავს „ადმინისტრაციული წარმოების’’  შედეგების’’ ,ანუ  ადმინისტრაციული ორგანოს მიერ  მიღებული „გადაწყვეტილების’სამართლებრივ ფორმებს

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

 

) ადმინისტრაციული წარმოება არის :  ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის  ა)მომზადების, ბ)გამოცემისა და გ)აღსრულების, დ)ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე ე)ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით;

 

·        საზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „კ’’ პუმქტის თანახმად „ადმინისტრაციული წარმოების’’   „შედეგები’ არის  ან ა)“ადმინისტრაციულ-სამართლებრივ  აქტი’’ ან ბ)„ადმინისტრაციულ ხელშეკრულება’’

·        როგორც ვხედავთ,აღმიშნული ნორმა არაფერს ამბობს“ადმინისტრაციულ რეალაქტზე’’[ე.ი.“რეალაქტის’’ განხორციელების მიზნით „ადმინისტრაციული წარმოება’’ არ ტარდება]

·        მაგრამ თუკი „ადმინისტრაციული ხელშეკრულების’’  გაუქმება ხდება“ადნინისტრაციული წარმოების’’ შედეგად,ხოლო „ადმინისტრაციული წარმოება’’ არ ტარდება „ადმინისტრაციული რეალაქტის’’ განხორციელების მიზნით ,მაშინ შეგვიძლია დავასკვნათ,რომ საზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „კ’’ პუმქტის შინაარსი გამორიცხავს ,რომ „ადმინისტრაციული ხელშეკრულების’’ გაუქმების მიზნით გამოცემული დოკუმენტი იყოს „ადმინისტრაციული რეალაქტი’’[ანუ „უბრალო მმართველობითი ღონისძიება ,რომელსაც არ აქვს მომწესრიგებელი ბუნება’’]

·        რადგან კანონმდებელი ადგენს „ადმინისტრაციული ხელშეკრულების’’ „გაუქმების’’ მიზნით „ადმიმისტრაციული წარმოების’’ „შედეგად’’ „ინდივიდუალური გადაწყვეტილების’’ მიღების აუცილებლობას, “გაწყვეტილება’’  “ადმინისტრაციული ხელსეკრულების’’  გაუქმების შესახებ’’  შეიძლება გამოიცეს  მხოლოდ ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის’’ [ინდაქტის]  ფორმით.

·        „საჯარო -სამარტლებრივი ნების’’ ცალმხრივად გამოვლენის „სხვა ‘’ ფორმებს[გარდა რეალაქტისა და ინდაქტისა  ადმინისტრაციული კანონმდებლობა არ იცნობს.

 

მაგ.

მაგ.როდესაც სახელმწიფოს [მისი შესაბამისი უფლებანოსილი ორგანოს] ნებაა,რომ  მოხდეს „ავტომანქანების სავალდებულო ტექდათვალიერების განხორციელების უფლებამოსილების’’ დელეგირება[ანუ გადაცემა] მოახდინოს „კერძო სამართლის იურიულ პირზე’’, მაშინ კამომმდებლობის მოთხოვნების დაცვით შერჩეულ შპს-სთან  „ხელშეკრულების დადება’’ უნდა მოხდეს „ადმინისტრაციული წარმოების’’ საფუძველზე ,რადგან საქმე ეხება „საჯარო უფლებამოსილების ‘’ განხორციელებას [ანუ უნდა მომზადდეს და დაიდოს „ადმინისტრაციული ხელშეკრულება’’],.

მაგრამ  თუ  ხელშეკრულების მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო ჩათვლის,რომშპს არ ასრულებს „ადმიმისტრაციული ხელსეკრულებიტ’’ ნაკისრ ვალდებულებას და უნდა „შეწყდეს’’ ეს „ადმიმისტრაციული ხელშეკრულება’’,მაშინ  „მისი ნება’’ უნდა  გამოვლინდეს“ადმინისტრაციული წარმოების ‘’ საფუძველზე გამოცემულ „ინდივიდუალურ-სამართლებრივ  აქტში’’[ ინდაქტში]

 

 

2.“უფლების დაცვის’’    - ..„რეპრესიული’’ საშუალებები

 

·        „უფლების დაცვის’’ საპროცესო სამართლებრივ სასუალებებს განსაზღვრავს სასკ-ის[ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის] 22-ე -25-ე მუხლები

·        ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სარჩელის „სახე’’ დგინდება მოსარჩელეს „მიზნის’’ მიხედვით

ქვემოთ მიმოვიხილოთ სარჩელის ეს სახეები:

 

2.1.1. სარჩელი  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისბათილად ცნობისანძალადაკარგულად გამოცხადების’’  შესახებ[ სასკ-ის 22 - მუხლი]

 

·        ყურადღება: როცა  „დავის საგანია’’ „ადმიმისტრაციული ორგამოს მიერ „ადმინისტრაციული ხელსეკრულების’’ „შეწყვეტის’’ თაობაზე  ადმინისტრაციული ორგანოს მიერ  გამოხატული  „ცალმხრივი  ნების’’  კანონიერების შემოწმება ‘’ ,მაშინ   “სარჩელის „სახის’’ შერჩევა უნდა მოხდეს ამ „ნების გამოვლენის’’ ფორმის მიხედვით.

·        ჩვენს მიერ ზემოთ მოყვანილ მაგალითში,ავტომანქანების სავალდებულო ტექდათვალიერების განხორციელების მიზნით „სახელმწიფოს’’[რომელიც წარმოდგენილია შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს სახით] მიერ მოხდა  „კერძო სამართლის იურიდიული პირის’’[შპს-ს] შერჩევა და მასთან „ადმინისტრაციული ხელშეკრულების’’ დადება.

თუ  ხელშეკრულების მონაწილე ეს ადმინისტრაციული ორგანო ჩათვლის,რომ  ხელშეკრულების მონაწილე შპს არ ასრულებს „ადმიმისტრაციული ხელსეკრულებით’’ ნაკისრ ვალდებულებას და უნდა „შეწყდეს’’ ეს „ადმიმისტრაციული ხელშეკრულება’’,მაშინ  „მისი ნება’’ უნდა  გამოვლინდეს“ადმინისტრაციული წარმოების ‘’ საფუძველზე გამოცემულ „ინდივიდუალურ-სამართლებრივ  აქტში’’[ ინდაქტში]

 

 

აქვე გავიხსენოთ „ინდაქტის ‘’ -სზაკ-ით განსაზღვრული დეფინიცია“

[სზაკ-ის მე-2 მუხ. ნაქ.1-ლი „დ’’ ქვპ]

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი  არის :  ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ,სევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები;

 

 

სასკ-ის 22-ე მუხლის  1-ლი ნაწილის საფუძველით  ,შესაძლებელია მაგალითში მოყვანილი   შპს-ს მიერ   აღიძრას  სარჩელი

ან ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის   მოთხოვნით

ან  ბ) ძალადაკარგულად გამოცხადების      მოთხოვნით.

[ანუ ეს სარჩელებია „უფლების დაცვის საშუალებები’’  როცა „ადმინისტრაციული ორგანო ‘’ „ადმინისტრაციული ხელშეკრულებას’’ „წყვეტს’’ და გამოსცემს „იმდაქტს’’ ]

„კერძო პირის’’ სარჩელი  ადმინისტრაციული ორგანოს „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის’’ ბათილად ცნობის ან „ძალადაკარგულად გამოცხადების  თაობაზე „დასაშვებია’’ თუ ის აკმაყოფილებს სასკ-ის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილით  დადგენილ „დასაშვებობის’’ კრიტერიუმებს კერძოდ, :

სარჩელი დასაშვებია, თუ:

 

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი

 

ა)პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს’’  

 

ან  

 

ბ)„უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას’.

 

ყურადღება:

·        ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის აღძვრის შემთხვევაში არ დაიშვება  ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შეგებებული სარჩელის წარდგენა.[სასკ-ის მუხ. 22-ე ნაწ მე-6 ნაწ.]

 

შენიშვნა:

·        როგორც ვთქვით, „სარჩელის „სახეს’’ განსაზღვრავს  მოსარჩელეს „ნების გამოვლენის’’  ფორმა

·        ამიტომ როდესაც არა „ადმინისტრაციული ორგანო’’,არამედ  „კერძო პირი’’[მაგ. შპს] გამოხატავს „ადმინისტრაციული ხელსეკრულების’’  „შეწყვეტის’’ ნებას,მის მიერ „გამოვლენილ ნებას;’’ არ აქვს“საჯარო -სამართლებრივი ფორმა’’[ რადგან ის  არ არის „ადმინისტრაციულ -სამარტლებრივი აქტი’’] და შესაბამისად „ადმინისტრაციული ორგანოს’’ სარჩელი ვერ იქნება მიმართული „კერძო პირის’’ „ნების გამოვლენის’’ „აქტის’’ ბათილად ცნობისკენ[!] ან „ძალადაკარგულად  გამოცხადებისკენ’’

 

 

                მუხლი 22. სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

 +

1. სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

2. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

3. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან, ასევე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ნორმატიული აქტის შემთხვევაშიუშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში.

4. (ამოღებულია).

5. (ამოღებულია).

6. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის აღძვრის შემთხვევაში არ დაიშვება შეგებებული სარჩელის წარდგენა.

 

 

 

 

ა „ადმინისტრაციული ორგანო’’

 

·         ჩვენს კაზუსში  და მსგავს კაზუსებში პირველ რიგში უნდა შემოწმდეს „სახელშეკრულებო დავაში’’ მონაწილე მმარტველობითი ღონისძიების განმახორციელებელი სუბიექტი-არის თუ არა  „ადმინისტრაციული ორგანო’’

 

გაიხსენე:

·         ადმინისტრაციული ორგანო არის  ყველა სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანო/დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს;[სზაკ-ის მე-2 მუხ. ნაქ.1-ლი „ა’’ ქვპ]

 

·        ჩვენს მაგალითში“ტექდადათვალიერების მმართველობითი უფლებამოსილების მქონე პირი ,რონელიც გამოხატავს „ადმინისტრაციული ხელშეკრულების’’ შეწყვეტის ნებას,არის „ადმინისტრაციული ორგანო’’

 

ბ)   „ადმინისტრაციული  კანონმდებლობა’’

 

·        „ადმინისტრაციული ორგანოს’’ მიერ ინდაქტის გამოცემის საფუძველს ქმნის ის „ადმინისტრაციული სამართლის’’ ნორმა ,რომლის „საფუზველზეც ‘’ დაიდო „ადმინისტრაციული ხელშეკრულება’’.

·        ჩვენს მაგალითში „ადმიმისტრაციული ხელსეკრულების’’ შეწყვეტის „ნებას’’ აქვს „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი’’ საფუძველი[რადგან საქმე ეხება „მმართველობითი  უფლებამოსილების’’ განხორციელებას]

 

 

გ) „მოწესრიგება’’

 

·        ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე განხორციელებულ  მმართველობით ღონისძიებას აქვს „მომწესრიგებელი’’ სამართლებრივი ბუნება

·         ჩვენს მაგალითში ადმინისტრაციული ორგანოს „გადაწყვეტილება’’ „ადმინისტრაციული ხელსეკრულების’’ შეწყვეტის თაობაზე ზეგავლენას ახდენს ხელსეკრულების მე-2 მხარის სამართლებრივ მდგომარეობაზე.

 

დ) „პირი ‘’ ან  “პირთა შეზღუდული  წრე’’

·        ხელშეკრულების „შეწყვეტის’’ მიზნით გამოვლენილი ნება ა)მიმართულია „კონკრეტული ადრესატისკენ’’ და  ბ)იწვევს „შემზღუდველ’’ სამართლებრივ  შედეგს.

·        ამიტომ ,შეგვიძლია დავასკვმათ,რომ  ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოვლენილი ნების გამოხატვის სამართლებრივი ფორმა აკმაყოფილებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის  ლეგალური დეფინიციის ელემენტებს .

·        დასკვნა: „კერძო პირის ‘[შპს-ს] ’სარჩელი სასკ-ის 22-ე მუხლის საფუძველზე არის დასაშვები.

 

           

 2.1.2 . სარჩელიქმედების განხორციელების’’  თაობაზე

 

ყურადღება:

·        „სახელშეკრულებო დავებში’’ შესაძლებელია ასევე გამოყენებული იყოს სასკ-ის 24-ე მუხლით განსაზღვრული „უფლების დაცვის საშუალება’’

·        ამ სარჩელის  გამოყენება შესაძლებელია „ადმინისტრაციული ხელშეკრულების’’ ორივე  მხარის მიმართ.

·        მხარებმა სასამართლოსადმი  ამ სარჩელით მიმართვის გზით ერთმანეთისგან  უნდა მოითხოვონ ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე „მოქმედების განხორციელება’’ ან „მოქმედების განხორციელებისგან თავის შეკავება’’

 

                მუხლი 24. სარჩელი ქმედების განხორციელების თაობაზე

 

1. სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

2. [ასეთი] სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებ მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

  

2.1.3.  აღიარებითი’’  სარჩელი

 

·        სასკ-ის 25-ე  მუხლის საფუძველზე შესაძლებელია დადგინდეს“ადმინისტრაციული ხელსეკრულების’’ საფუძველზე „უფლების არსებობა’’ ან „უფლების არარსებობა’’

·        ეს ის შემთხვევაა ,როცა „უფლების დაცვა’’  შეუძლებელი ხდება 22-ე-24-ე მუხლებით

 

                   მუხლი 25. აღიარებითი სარჩელი

 +

1.       აღიარებითი’’ სარჩელი შეიძლება აღიძრას : ა)[ადმიმისტრაციული ორგანოს]  აქტის არარად აღიარების,  ბ)„უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

  2. აღიარებითი სარჩელი არ შეიძლება აღიძრას, თუ მოსარჩელეს შეუძლია აღძრას სარჩელი ამ კოდექსის 22–24- მუხლების საფუძველზე.

 

 

2.1.4.„უფლების დასაცავად’’ სასამართლოსადმი  მიმართვის ვადების შეზღუდვის დაუშვებლობა  

 

·        საჯარო მმართველობის პრაქტიკაში პრობლემურია შემთხვევა,როდესაც ხდება  “გადაწყვეტილების’’ აღსრულება    „გასაჩივრების ვადის’’  გასვლამდე.

·        ჩვენს მიერ მოყვანილ მაგალიტში“ადმინისტრაციული ორგანოს’’ მიერ მიღებული “გადაწყვეტილება’’ „ადმინისტრაციული ხელშეკრულების’’ შეწყვეტის თაობაზე მისი ადრესატის[შპს-ს ] მიმართ „ძალაში შედის’’ მისი „ოფიციალური  გაცნობიდან’’

·        მაგრამ რადგან კანონმდებლობით გათვალისწინებულია მისი „გასაჩივრების შესაძლებლობა’’ და „გასაჩივრების ვადები’’ დაუშვებელია ამ „გადაწყვეტილების’’ [ანუ ადმინისტრაციული ხელშეკრულების’’ შეწყვეტის] აღსრულება ამ „გასაჩივრების ვადის’’ გასვლამდე.

·        როდესაც“ადმინისტრაციული ორგანოს ‘’ მიერ გამოცემულ :აქტში’’ მითითებულია „მხარის უფლება’’ „გაასაჩივროს გადაწყვეტილება’’ სასამართლოში  „აქტში მითითებულ ვადებში’’ და „მისამართზე’’, დაუშვებელია[!]  „გასაჩივრების ვადის’’ გასვლამდე  დაიწყოს - ამ „გადაწყვეტილების’’ -არსრულება[1]

·        ასეთ შემთხვევაში „ორი ინტერესი’’ უპირისპირდება ერთმანეთს“აქტის აღსრულების’’[აეს ინტერესი აქვს ადმინისტრაციული ორგანოს] და „უფლების დაცვის’’[ ეს ინტერესი აქვს ადმ. ხელსეკრულების მე-2 მხარეს]

·        „სამართლებრივ სახელმწიფოში’’ სასამართლოები ავტომატურად უპრატესობას ანიჭებენ “უფლების დაცვის’’ ინტერესს და „აღსრულებას’’ მიიჩნევენ „უკანონოდ“[„გასაჩივრების ვადის’’ გასვლამდე აღსრულებაზეა საუბარი]

·        ხოლო  იმ შემთხვევაში როცა უპირატესობა „უნდა მიენიჭოს’’ „აქტის’’ „აღსრულების ინტერესს’’,კანონმდებელი ითვალისწინებს „დაუყნებლივი აღსრულების’’ მექნიზმს.

·        „სხვა შემთხვებში’’ კი დაუშვებელია „აქტის ადრესატს’’ შეეზღუდოს „უფლების დასაცავად’’ სასამართლოსადმი  მიმართვის ვადები

 

 

3.„უფლების დაცვის’’ პრევენციული საშუალებები

 

 

3.1.სარჩელიადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე’’

 

 

·        სასკ-ის 23-ე მუხლიტ განსაზღვრული სარჩელის მიზანია უკვე  გამოცემული „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის’’ ბათილად ცნობა.

 

 

                 მუხლი 23. სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე

 +

1. სარჩელი შეიძლება აღიძრას [ახალი] ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

2. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

3. თუ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის მიღებიდან ერთი თვის ვადაში.

4. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე სარჩელის აღძვრის შემთხვევაში არ დაიშვება შეგებებული სარჩელის წარდგენა.

 

3.2. გასაჩივრებული ინდაქტის მოქმედების შეჩერება

 

·        ზოგჯერ ,სასამართლოს მიერ „საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე აუცილებელი ხდება „დამატებითი ღონისძიებების’’ განხორციელება,რომ არ მოხდეს „სადავო აქტის’’ აღსრულება,რაც აზრს დაუკარგავს დავას,რამდენადაც „სასამართლოს გადაწყვეტილება’’ აღარ  იქნება აღსრულებადი

·        სასკ-ის 29-ე მუხლით განსაზღვრული „უფლების დაცვის’’ „სამართლებრივი  საშუალება’’[ანუ მუხლით გათვალისწინებული სარჩელი] იწვევს „გასაჩივრებული „ადმინისტრაციულ-სამარტლებრივი აქტის’’ მოქმედების შეჩერებას

·        ამ მუხლის სარჩელის მიზანიაა“აქტის გამოცემამდე არსებული მდგომარეობის „შენარჩუნება’’

 

 

                მუხლი 29. გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება

 

1. სარჩელის მიღება სასამართლოში აჩერებს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედებას.

2. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება არ შეჩერდება, თუ:

) ეს დაკავშირებულია სახელმწიფო ან ადგილობრივი გადასახადების, მოსაკრებლების ან სხვა გადასახდელების გადახდასთან;

) აღსრულების გადადება გამოიწვევს მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს, ან მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს ან უსაფრთხოებას;

) იგი გამოცემულია შესაბამისი კანონის საფუძველზე გამოცხადებული საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს;

) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულია წერილობითი დასაბუთებული გადაწყვეტილება დაუყოვნებელი აღსრულების შესახებ, თუ არსებობს გადაუდებელი აღსრულების აუცილებლობა;

) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აღსრულებულია ან იგი წარმოადგენს აღმჭურველ აქტს და მისი შეჩერება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს სხვა პირის კანონიერ უფლებას ან ინტერესს;

) ეს გათვალისწინებულია კანონით.

 

 

·        „სახელშეკრულებო დავების“  დროს  „უფლების დაცვის’’ „დროებით საშუალების’’ ფუნქციას ასრულებენ  სასკ-ის 29- 31-ე მუხლები [თუ კოკრეტულად „რომელი’’ მუხლი დამოკიდებულია იმაზე რა არის „უფლების დაცვის ‘’ „ძირითადი საშუალება’’იხ. ცალკე ფაილი“უფლების დაცვის დროებითი საშუალება’ ]

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

როგორ მოვიქცეთ კუჭის ტკივილის დროს

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები