სააპელაციო საჩივრის "დასაშვებობის'' პირობები
·
პირველი „საპროცესო მოქმედება’’,რომელიც სააპელაციო საამართლომ უნდა შეასრულოს
„სააპელაციო საჩივრის’’ შემოტანის შემდეგ ეს არის სააპელაციო საჩივრის „დასაშვებობის
‘’ შემოწმება
·
სააპელაციო სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს „საპელაციო საჩივრის’’
„დასაშვებობის’’ შემდეგი
პირობები:
1) „სააპელაციო საჩივრის’’ „შეტანის ვადა’’[სსსკ 369-ე მუხ]
2) „სააპელაციო საჩივრის’’ „შინაარსის’’ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა[სსსკ 368-ე მუხ]
3) შეესაბამება თუ არა „სააპელაციო
საჩივრის’’ „ღირებულება’’ კანონით გათვალისწინებულ ოდენობას[სსკ 365-ე მუხ]
4) არის თუ არა გასაჩივრებული გადაწყვეტილება
“მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება’’[სსსკ 366-ე მუხ]
5) აქვს თუ არა საჩივრის შემომტან
წარმომადგენელსგადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლებამოსილება[სსსკ 368 მუხ. მე-4 ნაწ.]
6) გადახდილია თუ არა სახელმწიფო
ბაჟი[სსსკ 368-ე მუხლის მე-5 პუნქტი]
7) კანონით დადგენილი წესით[!]უარი
ხომ არ აქვს ნათქვამი აპელანტს „სააპელაციო გასაჩივრებაზე’’ [სსსკ 370-ე მუხლი]
[პირობების
ეს ჩამონათვალი ზეპირად
,კოდექსში კი ამ მუხლების მონიშვნა]
ქვემოთ
განვიხილოთ „სააპელაციო საჩივრის „დასაშვებობის’’ ეს პირობები ცალ-ცალკე
ა) მოწმდება დაცულია თუ არა „სააპელაციო საჩივრის’’ „შეტანის ვადა’’[სსსკ369-ე მუხლი]
·
„საპელაციო საჩივრის’’ „შეტანის ვადა’’ ვადა განისაზღვრება 14 დღით
·
„შეტანის 14 დღიანი ვადა’’ იწყება მხარისთვი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების
„გადაცემის მომენტიდან’’.
·
გადაწყვეტილების „გადაცემის მომენტად’’ უნდა მივიჩნიოთ: ან ა) „გადაწყვეტილების
დამოწმებული ასლის’’ ხელზე მიცემა მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისთვის უშუალოდ
სასამართლოში[რაც მან უნდა დაადასტუროს შედგენილ ხელწერილზე ხელმოწერით და თარიღის
მითითებით] ,ან ბ)გადაწყვეტილების
ასლის „მხარისთვის გადასაგზავნი დრო’’
·
„მხარისთვის გადასაგზავნი
დრო’’ ეს არის „დრო’’
როდესაც გადაყვეტილების ასლი სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი
წესით გადაეგზავნა მხარეს,ოღონდ საქმეში აუცილებლად უნდა იყოს დამადასტურებელიცნობა,რომ
ამ წესით გაგზავნილი გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა[!] ადრესატს
მუხლი 369. სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა
+
1.
სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი[შეტანის ვადა] იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად [კი] ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება
ა)ამ კოდექსის
70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად
[გაეცანი]
ან
ბ)2591 მუხლის შესაბამისად [გაეცანი]
ასევე
გ) 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.[გაეცანი]
2. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების „გამოცხადებას’’ ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი „გამოცხადების’’ მომენტიდან.
ხ
ყურადღება:
·
სსსკ-ის 369-ე მუხლი განსაზღვრავს მხოლოდ „სააპელაციო
საჩივრის’’ „შეტანის ვადის’’
„დასაწყისს მომენტს’’,მაგრამ არ განსაზღვრავს საიდან იწყება
სააპელაციო სჩივრის „შეტანის ვადის’’
დენა[ანუ ათვლა] [დაუკვირდი მათ შორის
განსხვავებაა]
·
გავიხსენოთზოგადი წესის თანახმად
,რომ ამა თუ იმ „საპროცესო ვადის დენა[ათვლა]’’ იწყება იმ „კალენდარული თარიღის’’ ან იმ
„მოვლენის’’ დადგომის „მოდევნო დღიდან’’,რომლითაც განსაზღვრულია ამ ვადის „დასაწყისი’’ [სსკ-ის მე-60 მუხ. მე-2 ნაწ]
·
ეს კი იმას ნიშნავს,რომ თუკი “სააპელაციო საჩივრის’’
„შეტანის ვადა’’
იწყება[!] გადაწყვეტილების
ასლის „გადაცემის’’[იხ.ამ
მუხლის 1-ლი ნაწ] ან სასამართლო დარბაზში
„გამოცხადების’’ მომენტიდან[იხ. ამ მუხლის მე-2 ნაწ],მაშინ “სააპელაციო
საჩივრის’’ „შეტანის ვადის დენა[ათვლა]’’ იწყება ამ [ანუ „გადაცემის’’ ან „გამოცხადების’’] „მომენტის’’ მომდევნო დღიდან.
მაგალითი:
პირველი
ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ასლის „გადაცემა’’ მხარესტვის მოხდა 10 სექტემბერს.მაშასადამე,10 სექტემბერი
არის „გასაჩივრების
ვადის’’ დასაწყისი[ანუ „სააპელაციო საჩივრის ‘’ „შეტანის 14 დღიანი ვადის’’ დასაწყისი]
“სააპელაციო საჩივრის’’ „შეტანის 14 ვადის’’ ათვლა კი დაიწყება „მომდევნო
დღიდან’’ ე.ი. 11 სექტემბრიდან და დამტავრდება 24 სექტემბერს ღამის 12 საათზე
·
ყურადღება: „საპროცეცო
ვადის’’ დასაწყისის და „საპროცესოსო ვადის დენის[ანუ ათვლის]’’
დასაწყისის „კანონით დაგენილი წესის’’ „განუხრელად დაცვის’’ საკითხი განმტკიცებული აქვს
საქქრთველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეტასაკასაციო
პალატას თავის ერთ-ერთ განჩინებაში[1]
ხ
·
ყურადღება: ერთ-ერთ საქმეზე უზენაესმა სასამართლომ თავის
განჩინებაში არნიშნა,რომ „სააპელაციო საცივრის’’ „ფოსტაში’’ ჩაბარება ნიშნავს მის „სასამართლოში
ჩაბარებას და 14 დღიანი ვადა დარღვეული არ არის’’ [ეს დაიმახსოვრე]
ბ) მოწმდება „სააპელაციო
საჩივრის’’ „შინაარსის’’ კანონის მოთხოვნებთან
შესაბამისობა[სსსკ 368-ე მუხ]
·
სააპელაციო სასამართლოებმა განსაკუთრებული ყურადღება
უნდა მიაქციონ“სააპელაციო საჩივრის’’- „შინაარსს’’
მთლიანად[იხ.ფაილი ] განსაკუთრებით კი მის იმ
ნაწილს,რომელშიც უნდა აისახოს:
a.
თუ რაში მდგომარეობს აპელანტის აზრით,პირველი ინსტანციის
სასამართლოს გადაწყვეტილების „უსწორობა’’
b.
რას „მოითხოვს’’
იგი
c.
„ფაქტობრივი
გარემოებები’’ რომლებიც „ასაბუთებენ’’ სააპელაციო
საჩივრის „მოთხოვნას’’
d. „მტკიცებულებები’’,რომლებიც ადასტურებენ ამ
„ფაქტობრივ გარემოებებს’’
გ) მოწმდება შეესაბამება თუ არა „სააპელაციო
საჩივრის’’ „ღირებულება’’ კანონით გათვალისწინებულ ოდენობას[სსკ 365-ე მუხ]
·
სააპელაციო საჩივარი „დასაშვებია’’ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მისი ღირებულება
არემატება 2000 ლარს[მხედველობაშია მხოლოდ „ქონებრივი’’ დავები]
·
რაც შეეხება“არაქონებრივ’’ დავებს,ნებისმიერი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „სააპელაციო წესით’’ მიუხედავად
იმისა,თუ რა ოდენობით იყო განსაზღვრული „არაქონებრივი
„დავის საგნის’’ ღირებულება’’.
·
ასევე „ნებისმიერი გადაწყვეტილება
შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით’’ „უდავო წარმოების
წესით’’ განხილულ საქმეებზეც
ხ
·
ყურადღება: „სააპელაციო საჩივრის’’ ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით,თუ „გასჩივრებული
გადაწყვეტილების ღირებულების’’ „რა ზომით შეცვლაზე’’ შეაქვს მხარეს
„სააპელაციო საჩივარი’’
მაგ.
ბ-მ ,რომლის წინაარმდეგაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება
და რომლიტაც მას დაეკისრა 5000 ლარის გადახდა,გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება მხოლოდ
„ნაწილობრივ’’.
კერძოდ იმ ნაწილში რომლიტაც მას დაეკისრა
3000 ლარის გადახდა მოსარჩელეს სასარგებლოდ.
ამ შეთხვევაში „გასაჩივრებული
გადაწყვეტილების ღირებულება’’ შეადგენს-5000 ლარს
ხოლო „სააპელაციო საჩივრის ღირებულება’’ შეადგენს- 3000 ლარს.
„სახელმწიფო ბაჟის’’ ოდენობაც ამ 3000 ლარიდან[„სააპელაციო
საჩივრის ღირებულებიდან’’ ] უნდა იქნეს დაანგარიშებული
ხ
·
„სააპელაციო
საჩივრის’’ ღირებულების განსაზღვრა შეიძლება გართულდეს,როდესაც სასარჩელო მოთხოვნის
შინაარსი განისაზღვრება არა „ფულადი თანხით’’,არამედ
„ნივთებით’’ ან „სხვა’’ ვადიანი თუ უვადო გასაცემითა
და გადასახდელით და ა.შ.
ხ
·
„დავის საგნის ფასის’’ განსაზღვრის წესი ჩამოყალიბებულია სსსკ
მე-40-42-ე მუხლებში.
კერძოდ:
·
“დავის საგნის
ფასს’’ მიუთითებს „მოსარჩელე’’,მაგრამ თუ მის მიერ მითითებული ფასი „არ შეესაბამება’’
სადავო ქონების „ნამდვილ ღირებულებას’’,მაშინ ამ ფასს განსაზღვრავს -„მოსამართლე’’ სადავო ქონების საბაზრო ღირებულების მიხედვით[სსსკ.მე-40 მუხლი]
ხ
·
„დავის საგნის
ფასის’’ განსაზღვრისას პირველი ინსტანციის
სასამართლოში სარჩელის შეტანის დროს არსებული საბაზრო ფასები,
ხოლო „სააპელაციო
საჩივრის’’ ღირებულების განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ამ
სააელაციო საჩივრის სააპელაციო სასამართლოში შეტანისას არსებული საბაზრო ფასები[!] [სსსკ.მე-40 მუხლი,მე-3
ნაწილი]
·
აქედან გამომდინარე,“სარჩელის ფასი’’ და „სააპელაციო
საჩივრის ფასი’’ შეიძლება არ დაემთხვეს ერთმანეთს იმის გამო,რომ სააპელაციო საჩივრის
წარდგენის დროს „სადავო ნივთების’’ საბაზრო ფასი „შემცირდა’’ ან „გაიზარდა.
ხ
·
„სააპელაციო საჩივრის’’ ფასის[ღირებულების] განსაზღვრა
შეიძლება
კიდევ უფრო გართულდეს,როდესაც პირველი ინსტანციის
სასამართლოს „გასაჩივრებული გადაწყვეტილებით’’ მოსარჩელეს მიეუკუთვნა მხოლოდ „ქონების ნაწილი’’,ხოლო“სხვა ნაწილზე’’ უარი ეთქვა.
·
ამ შემთხვევაში წამოიჭრება საკითხი თუ რა ღირებულებისაა
„ქონების ის ნაწილი,რომელზეც უარი ეთქვა პირველი
ინსტანციის სასამართლოში ’’ ანუ „რომელთა მიმართ „სარჩელი’’ არ დაკმაყოფილდა’’
ხ
·
თუ „სააპელაციო
საჩივრის’’ ღირებულება ეჭვს იწვევს,მაშინ ამ ღირებულებისდადასტურების ტვირტი ეკისრება თავად „აპელანტს’’
·
„სააპელაციო
საჩივრის’’ ღირებულების დასადასტურებლად“აპელანტმა’’
შეიძლება წარუდგინოს სააპელაციო სასამართლოს ა) ქონების ღირებულების შემფასებელი “სპეციალისტის
დასკვნა’’ ბ)ამონაკრები პრესის ფურცლებიდან სადაც მიტითებულია სადავო ქონების მსგავი
ნივტების საბაზრო ღირებულება გ) ოფიციალუად დამტკიცებული „პრეისკურანტი’’ და სხვა მტკიცებულებები.
მუხლი 365. სააპელაციო საჩივრის ღირებულება
სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს[სააპელაციო
საჩივრის] ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების[ღირებულების] „რა ზომით შეცვლაზე’’ შეაქვს საჩივარი მხარეს.
დ) მოწდება არის თუ არა გასაჩივრებული გადაწყვეტილება
“მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება’’[სსსკ 366-ე მუხ]
·
ყურადღება: „პირველი დაუსწრებელი გადაწყვეტილება’’ შეიძლება გასაჩივრდეს
მის გამომტან სასამართლოში
·
„მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება’’-ეს ისეთი გადაწყვეტილებაა,რომელიც
გამოტანილია „იმ მხარის დაუსწრებლობის გამო,რომლის წინააღმდეგ გამოტანილია „პირველი
დაუსწრებელი გადაწყვეტილება’’ [იხ. ფაილი
„დაუსწრებელი გადაწყვეტილება’’] და მხოლოდ
ის შეიძლება გასაჩივრდეს „სააპელაციო წესით’’
მუხლი 366. დაუსწრებელი გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების დაუშვებლობა
+
1. დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ შეიძლება გაასაჩივროს სააპელაციო წესით იმ მხარემ, რომლის წინააღმდეგაც არის იგი გამოტანილი.
2. სააპელაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ ისეთი დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიმართ, რომელიც გამოტანილია განმეორებით დაუსწრებლობის შემდეგ, რის გამოც იგი აღარ შეიძლება გასაჩივრდეს ამ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში. ასეთი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ „არ არსებობდა’’ განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის „შესაბამისი სამართლებრივი წანამძღვრები’’.
ე)მოწმდება
აქვს თუ არა საჩივრის შემომტან წარმომადგენელს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლებამოსილება
?[სსსკ 368 მუხ. მე-4 ნაწ.]
·
სააპელაციო საჩივრის შემომტანი პირი შეიძლება იყოს მხარის
„წარმომადგენელი’’
·
მაგრამ ეს არ კმარა პირველი ინსტანციის სასამართლოს
გადაწყვეტილების „სააპელაციო წესით’’ გასაჩივრებისტვის ,ამ „წარმომადგენელს’’ უნდა
ჰქონდეს მინიჭებული უფლება და ამის სესახებსპეციალურად უნდა იყოს აღმიშნული „მარწმუნებლის’’
მიერ გაცემულ „მინდობილობასი’
ვ) მოწმდება გადახდილია თუ არა „სახელმწიფო ბაჟი’’[სსსკ 368-ე მუხლის მე-5 პუნქტი]
·
„სახელმწიფო ბაჟი’’ მხარეს შეაქვს წინასწარ,ამიტომ,თუ ბაჟი არაა გადახდილი
აპელანტის მიერ,მაშინ სააპელაციო სასამარტლოს გამოაქვს განჩინება,რომლითც უნიშნავს
ვადას აპელანტს შეავსოს ხარვეზი,ანუ გადაიხადოს „სახელმწიფო ბაჟი’’
·
თუ „სახელმწიფო ბაჟი’’ ისევ არ იქნება გადახდილი ,“სააპელაციო სასამართლო’’
გამოიტანს განჩინებას „სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ’’ ანუ „სააპელაციო
საჩივარი’’ განსახილველად „არ დაიშვება’’
ზ) მოწმდება
კანონით დადგენილი წესით[!]უარი ხომ არ აქვს
ნათქვამი აპელანტს „სააპელაციო გასაჩივრებაზე’’ [სსსკ
370-ე მუხლი]
·
„სააპელაციო გაჩივრებაზე’’ „უარის
თქმა’’ „მხარის’’ უფლებაა.
·
ამ უფლების რეალიზაციას მოსდევს
გარკვეული „იურიდიული შედეგი’’
·
კერძოდ,“მხარე,რომელმაც „საპელაციო გასაჩივრებაზე’’
„უარს განაცხადებს’’,კარგავს უფლებას მომავალში
გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება „სააპელაციო წესით’’ სააპელაციო
სასამართლოში[იურიდიული შედეგი]
ხ
·
ყურადღება: საჭიროა ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ :
ა)“სააპელაციო გასაჩივრებაზე ‘’ „უარის თქმა’’-პირველი ინსტანციის
სასამარტლოს წინაშე[სსსკ 370-ე მუხლი] [რასაც მოსდევს
ზემოთ მოყვანილი იურიდიული შედეგი]
და
ბ)“სააპელაციო საჩივარზე ‘’ „უარის თქმა’’ -სააპელაციო სასამართლოს წინაშე [სსსკ 378-ე მუხლი]
ყურადღება: “სააპელაციო საჩივარზე ‘’ „უარის თქმას’’ -სააპელაციო სასამართლოს წინაშე[სსსკ
378-ე მუხლი] მოსდევს სულ „სხვა’’ „ირიდიული შედეგი’’
კერძოდ, „სააპელაციო სასამართლო’’ გამოიტანს
განჩინებას „სააპელაციო წარმოების ‘’ „შეწყვეტის’’
შესახებ[!] [დავიმახსოვროთ]
ხ
·
ამრიგად ასეთია „სააპელაციო საჩივრის’’ „დასაშვებობის ‘’ 7 წინაპირობა
·
თუ „სააპელაციო საჩივრის’’ „დასაშვებობის’’
პირობების შემოწმების შემდეგ,აღმოჩნდება,რომ სახეზეა[არსებობს]
„ყველა პირობა’’[შვიდივე],მაშინ „სააპელაციო სასამართლო’’ მიიღებს
„სააპელაციო საივარს’’ წარმოებაში და გამოიტანს განჩინებას
-“სააპელაციო საჩივრის ‘’ მიღებისა და საქმის
განსახილველად მომზადების შესახებ’’
·
ამავე „განჩინებით’’ დანიშნავს „სააპელაციო საჩივრის განხილვის დღეს’’[სსსკ 376-ე მუხლი]
·
თუ „სააპელაციო საჩივარი’’ არ პასუხობს კანონით გათვალისწინებულ
მოთხოვნებს,სააპელაციო სასამართლომ უნდა დაავალოს
აპელანტს
შეავსოს ხარვეზი.[„ხარვეზის შევსების შესახებ’’ სააპელაციო სასამართლოს გამოაქვს განჩინება]
მაგ.
ა-მ შეიტანა „სააპელაციო საჩივარი’’ პიეველი
ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების „გაუქმების’’ თაობაზე. ამ „სააპელაციო საჩივრის’’
„დასაშვებობის’’ შემოწმებისას აღმოჩნდა,რომ „სააპელაციო საჩივარი ‘’ არ არის შედგენილი
კანონის მოთხოვნატა შესაბამისად; კერძოდ არ არის „სააპელაციო საჩივარში’’ მითითებული
“თუ რას მოითხოვს აპელანტი’’ ,ასევე არ არის
გადახდილი „სახელმწიფო ბაჟი’’
ამიტომ,სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა განჩინება“სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შევსების შესახებ’’.
ხ
ყურადღება:
·
თუ აპელანტი ვერ ასწრებს ხარვეზის გასწორებას ,მას შეუძლია სთხოვოს საამართლოს
ხარვეზის შევსებისთვის განჩინებით დანიშნული
ვადის გაგრძელება,მაგრამ მხოლოდ „კონკრეტული საპროცესო მოქმედების’’ შესასრულებლად და ამასთან
ეს თხოვნა უნდა წარადგინოს“დანიშნული ვადის ამოწურვამდე’’
·
სააპელაციო სასამართლოს არ აქვს
უფლება თავისი ინიციატივით გააგრძელოს “ხარვეზის შევსებისთვის
დანიშნული ვადა’’[იხ. სსსკ-ის 368-ე მუხ. მე-7 ნაწილი]
მუხლი
368. სააპელაციო საჩივრის შინაარსი
7. სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.
·
სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია „სააპელაციო საჩივარზე’’ ან „შეგებებულ სააპელაციო საჩივარზე’’ დადგენილი
ხარვეზის შესახებ შეტყობინება მხარეებს[ან მათ „წარმომადგენლებს’’]
აცნობოს ტელეფონით თუ „ხარვეზი’’ შეეხება სსსკ-ის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის
: „ა’’,“ბ’’,“გ’’,“ზ’’,“თ’’,“ი’’- ქვეპუნქტებს და მე-2,მე-3 და მე-4 ნაწილებით გატვალისწინებულ
„სააპელაციო საჩივრის ფორმალურ მხარეს’’ ან როდესაც „სააპელაციო საჩივარს’’ არ ერთვის „სახელმწიფო
ბაჟის’’ გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი[ქვიტარი]
მხარის ასეთი წესით
ინფორმირების შემტხვევაში „ხარვეზის’’ სესახებ განჩინება „სატელეფონო სეტყობინების დღეს’’ ჩაბარებულად ითვლება[სსსკ 368-ე მუხლის
მე-6 ნაწილი]
ხ
ყურადღება:
·
სააპელაციო სასამართლოს’’ გამოაქვს განჩინება „სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ‘’[სსსკ-ის 374-ე მუხლის
1-ლი ნაწილი] მთუკი:
a. ხარვეზისგამოსასწორებლად დადგენილი
ვადა სააპელაციო სასამართლომ არ გააგრძელა და დადგენილი
ვადა ისე გავიდა ,რომ ხარვეზი არ იქნა გამოსწორებული
b. გასულია სააპელაცი წესით გასაჩ
ივრების 14 დღიანი ვადა
c. აპელანტს უარი აქვს ნატქვამიპირველი
ინსტანციის სასამართლოს წინაშე „საპელაციო გასაჩივრების’’ უფლებაზე
d. „სააპელაციო სარჩელით’’ გასაჩივრებული
პირველი ინსტანციის სასამართლოს „დაუსწრებეელი გადაწყვეტილება’’ -„არ არის გამნეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება’’
·
ასეთ შემთხვევებში აპელანტს უკან უბრუნდება მის მიერ შემოტანილი „სახელმწიფო ბაჟი’’
[სსსკ-ის 374-ე მუხ. მე-3 ნაწილი]
ხ
·
ზემოთ მითითებულ „განჩინებებს’’ სააპელაციო მოსამართლე
იღებს ერთპიროვნულად,მაგრამ ისინი მიიღება“სააპელაციო
სასამართლოს ‘’ სახელით
·
არაა გამორიცხული რომ ეს განჩინებები მიიღოს სააპელაციო
სასამართლოს „კოლეგიალურმა’’ შემადგენლობამ
ხ
·
ყველა განჩინება[მატ შორის აქ მითიტებული განჩინებები] შეიძლება მიღებულ იქნეს „ზეპირი განხილვის
გარეშე’’ და „მხარეთა შეუტყობინებლად’’
·
ეს განჩინებები შეიძლება გამოტანილ იქნეს „მხარეთა შეტყობინებით’’
და „ზეპირი განხილვის შედეგად’’-თუ ეს „სააპელაციო სასამარტლოს’’ საჭიროდ მიაცნია
·
ანუ კანონი უშვებს
განჩნების „ზეპირი განხილვის გარეშე’’ მიღების შესაძლებლობას,მაგრამ არ კრძალავს ამ განჩინების „ზეპირი განხილვის
შედეგად ‘’მიღების შესაძლებლობას.
ხ
·
ყურადღება: „კერძო საჩივრის’’
შეტანა შეიძლება მხოლოდ განჩინებაზე“ სააპელაციო საჩივრის განუხილველად
დატოვების სესახებ’’,მაგრამ არ შეიძლება განჩინებაზე“სააპელაციო
საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ’’
Комментарии
Отправить комментарий