სააპელაციო საჩივრის "შინაარსი'' და "დასაბუთებულობა''
აქ განხილულია :
1.სააპელაციო საჩივრის შინაარსი
2. რას ნიშნავს „სააპელაციო საჩივრის ფარგლები’’ ?
3.. რას ნიშნავს „სააპელაციო საჩივრის’’ „დასაბუთებულობა’’ ?
ა)პირველი ინსტანციის სასამართლოს “გადაწყვეტილების’’„ფაქტობრივი’’ დაუსაბუთებლობის შემთხვევები:
ბ)პირველი ინსტანციის სასამართლოს “გადაწყვეტილების’’„იურიდიული ’’ დაუსაბუთებლობის შემთხვევები:
1.სააპელაციო საჩივრის შინაარსი
·
„სააპელაციო საჩივარი’’ შედგენილი უნდა იქნეს „წერილობითი ‘’ ფორმიტ
·
შესაბამისობაში უნდა იყოს 368-ე მუხლის მოთხოვნებთან და
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის „ნიმუშთან’’
·
სსსკ 368-ე მუხლი განსაზღვრავ „სააპელაციო საჩივრის’’ „აუცილებელ’’[!] რეკვიზიტებს
·
ამ რეკვიზიტების ერთობლიობა ქმნის „სააპელაციო საჩივრის’’-„შინაარსს’’
·
ეს რეკვიზიტებია:
ა) „იმ „სააპელაციო სასამართლოს
დასახელება’’, რომლის
სახელზედაც არის შედგენილი სააპელაციო საჩივარი’’[სსსკ-ის
368-ე მუხ. 1-ლი ნაწ. „ა’’ ქვპ]
·
„სააპელაციო საჩივრის’’ ადრესატი არის „სააპელაციო სასამართლო’’
·
ყურადღება: „სააპელაციო საჩივარი’’ შეტანილი უნდა იქნეს იმ პირველი ინსტანციის
სასამართლოში,რომელმაც გამოიტანა გასაჩივრევული გადაწყვეტილება[იხ. სსსსკ 367-ე მუხ.]
,მაგრამ „სააპელაციო საჩივარი’’ უნდა შეიცავდეს იმ „სააპელაციო სასამართლოს’’ დასახელებას,რომელმაც უნდა განიხილოს
ეს სააპელაციო საჩივარი
ბ) „იმ პირის დასახელება და მისამართი,რომელსაც
შეაქვს საჩივარი’’ [სსსკ-ის 368-ე მუხ. 1-ლი ნაწ. „ბ’’
ქვპ]
·
სააპელაციო საჩივარი შეიძლება შეიტანოს უშუალოდ „დაინტერესებულმა მხარემ’’
ან მისმა „წამომადგენელმა’’
·
სააპელაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს იმ პირის დასახელებას და მისამართს,რომელსაც
შეაქვს საჩივარი’’
·
თუ სააპელაციო საჩივარი შეაქვს „წარმომადგენელს’’,მაშინ
საჩივარში მიტიტებული უნდა იყოს ამ „წარმომადგენლის’’ დასახელება და მისამართ[რაც არ გამორიცხავს,რომ ასევე მითიტებული იყოს მისი „მარწმუნებლის’’ დასახელება
და მისამართი]
გ)“გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტი დასახელება და მითითება ამ გადაწყვეტილების
გამომტან სასამართლოზე’’ [სსსკ-ის 368-ე მუხ. 1-ლი ნაწ. „გ’’ ქვპ]
·
„სააპელაციო საჩივარი’’ უნდა შეიცავდეს არა მარტო „გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებას’’
და ამ გადაწყვეტილების გამომტანი პირველი ინსტანციის სასამართლოს „დასახელებას’’
,არამედ „სააპელაციო საჩივარს’’ თან უნდა
ერთვოდეს ამ გადაწყვეტილების „სათანადოდ დამოწმებული’’ ასლი
დ) „მითითება იმის თაობაზე, თუ გადაწყვეტილების რა ნაწილია გასაჩივრებული’’ [სსსკ-ის
368-ე მუხ. 1-ლი ნაწ. „დ’’ ქვპ]
·
სააპელაციო სასამართლო შეზღუდულია[შებოჭილია] „სააპელაციო საჩივრის ფარგლებით’’[იხ.
სსსკ 377-ე მუხ.]
·
ამიტომ „სააპელაციო საჩივარში’’ ნათლად და გარკვევით უნდა
იყოს მითითებული „თუ გადაწყვეტილების რა ნაწილია გასაჩივრებული’’,როცა გადაწყვეტილება
აპელანტის მიერ „ნაწილობრივ’’ და არა „მTლიანად’’ საჩივრდება.
ე)“მითითება, თუ რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების უსწორობა
და კონკრეტულად რას მოითხოვს სააპელაციო
საჩივრის შემტანი პირი’’ [სსსკ-ის 368-ე მუხ. 1-ლი ნაწ. „ე’’
ქვპ]
·
სააპელაციო სასამარტლოს ,[“სააპელაციო საცივრის ფარგლებში’’ ]შეუძლია შეამოწმოს გადაწყვეტილების,როგორც „ფაქტობრივი’’,ისე „ირიდიული ‘’ მხარე[იხ.სსსკ 377-ე მუხ]
ხ
ეე) „გადაწყვეტილების „ფატობრივი’’
მხარის შემოწმება’’
·
ამიტომ გსნსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სააპელაციო საჩივარში იმ ადგილის
ჩამოყალიბება თუ კონკრეტულად „რაში გამოიხატება
პირველი ინსტანციის სასამართლოს „გადაწყვეტილების’’ უსწორობა’’.კერძოდ:
a. არასწორადაა განსაზღვრული „მტკიცების საგანი’’
b. არასწორად იყო განაწილებული მხარეთაშორის
„მტკიცების ტვირთი’’
c. „სასამართლოს დასკვნები „ფაქტების
არსებობა-არარსებობის შესახებ ‘’-არ ემყარება „მტკიცებულებებს’’
d. „გადაწყვეტილებაში არაა მითიტებული,თუ რატომ უარყო[არ გაიზიარა] სასამართლომ
საქმეში არსებული ესა თუ ის „მტკიცებულება
და ა.შ.
ეე) „გადაწყვეტილების „იურიდიული
’’ მხარის შემოწმება’’
·
ხოლო იმ შემტხვევაში,როდესაც აპელანტის აზრით
„გადაწყვეტილება’’ არაა „დასაბუთებული’’[იურიდიულად],მაშინ იგი ვალდებულია მიუთითოს,თუ კონკრეტულად
რაში ვლინდება „გადაწყვეტილების’’ „იურიდიული
დაუსაბუთებლობა’’
კერძოდ:
a. რომელი კანონია დარღვეული
b. რაში გამოიხატება ეს დარღვევა[მაგ.
სასამართლომ „გამოიყენა კანონი რომელიც არ უნდა გამოეყენებინა ‘’ ან „არასწორად გაიგო
კანონის მიზანი და შინაარსი’’ და ა.შ.’’
ხ
ეეე)
„რას მოითხოვს სააპელაციო საჩივრის შემტანი
პირი’’
·
„სააპელაციო საჩივარში’’ აუცილებლად მითითებული უნდა იყოს იმის შესახებ,თუ
რას მოითხოვს აპელანტი:
a. პირველი ინსტანციის სასამართლოს
„გადაწყვეტილების’’ გაუქმებას და „საქმის ხელახლა განხილვას’’
b. სასამართლოს „გადაწყვეტილების’’ გაუქმებას და მის
წინააღმდეგ საქმის წარმოების შეწყვეტას
თუ
c. სასამართლოს „გადაწყვეტილების’’
გაუქმებას და სარჩელის „განუხილველად დატოვებას’’
ხხხხხხ
ვ) „მითითება გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს, და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს’’ [სსსკ-ის 368-ე მუხ. 1-ლი ნაწ. „ვ’’ ქვპ]
·
„პირველი ინსტანციის
სასამართლოს გადაწყვეტილების’’ „ფატობრივ’’
და იურიდიულ’’ უსწორობაზე[ანუ „დაუსაბუთებლობაზე’’]
მხოლოდ მითითება არ კმარა.
·
„საპელაციო საჩივარში’’ აუცილებელია’’ მიეთითოს „გარემოებებზე’’ რომლებიც ასაბუთებენ
“გადაწყვეტილეტილების’’
„ფატობრივ’’ თუ „იურიდიულ’’ დაუსაბუთებლობას[უსწორობას]
·
ამ გარემოებების
დასადასტურებლაფ სააპელაციო საჩივარში
შეიძლება მითითება „საქმეში უკვე არსებულ იმ მტკიცებულებებზე,რომლებიც „არ შეაფასა’’ პირველი ინსტანციის სასამართლომ’’
ან „არასწორად შეაფასა’’
·
თუმცა ,მათთან ერთად სააპელაციო სასამართლოში აპელანტს შეუძლია წარადგინოს „ახალი ფაქტები’’ და „ახალი მტკიცებულებები.[სსსკ 380-ე მუხ]
·
„ახალი ფაქტების’’ და „ახალი მტკიცებულებების’’ მიღების
საკიტხს გადაწყვეტს სააპელაციო სასამართლო კანონით დადგენილი წესით[სსსკ 380-382-ე
] მუხლები
·
ეს „ახლი მტკიცებულებები’’ თუ ისინი მითითებულია „სააპელაციო
საჩივარსი,უნდა თან ერთვოდეს ამ საჩივარს.,მაგრამ
მათი წარმოდგენა მოგვიანებითაც შეიძლება[თუ აპელანტი ამა თუ იმ მიზეზის გამო ვერ ახერხებს
მათ წამოდგენას სააპელაციო საჩივარტან ერტად]
·
„ახალ მტკიცებულებებში’’ იგულისხმება: „წერილობითი’’
და „ნივთიერი’’ მტკიცებულებები,აგრეთვე „ექსპერტის დასკვნა’’[შედგენილი აპელანტის თხოვნით]
·
რაც სეეხება“ახლად დასახელებულ მოწმეებს’’[„ახალ მოწმეებს’’]
ისინი შეიძლება გამოიძახოს „სააპელაციო
სასამართლომ’’ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა
დაცვით და დაკითხოს ამავე კოდექსით დასდგენილი
წესით[იხ.სსსკ-ის 140-153-ე მუხლები]
ზ)“სააპელაციო
საჩივარზე დართული წერილობითი მასალების ნუსხა’’ [სსსკ-ის 368-ე მუხ. 1-ლი ნაწ. „ვ’’
ქვპ]
·
სააპელაციო საჩივრის „ფორმის’’ ბოლოში ჩამოტვლილია ის საკიტხები,რომელიც
აპელანტმა სპეციალურად გამოყოფილ უჯრებში უნდა მონიშნოს
მაგ.
„სააპელაციო მოტხოვნა’’ ,ან “საჩივარზე თანდართული
საბუთების ნუსხა’’ და სხვა
თ) „ მითითება,
ხომ არ სურს სააპელაციო საჩივრის წარმდგენს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა’’
’ [სსსკ-ის
368-ე მუხ. 1-ლი ნაწ. „თ’’ ქვპ]
·
სააპელაციო სასამართლოში „საქმის განხილვა’’ შეიძლება მოხდეს „ზეპირი მოსმენით’’
ან „ზეპირი მოსმენის’’ გარეშე[სსსკ 373-ე და 3761-ე მუხლები]
·
„ზეპირი მოსმენის გარეშე’’ შეიძლება ჩატარდეს მოსამარტლის ინიციატივიტ
ან „მხარეტა თხოვნის საფუძველზე’’.
·
აღნიშნული პუნქტი ეხება იმ წესს,როდესაც აპელანტს „სურვილი აქვს’’ საქმე
განხილულ იქნეს „ზეპირი მოსმენის გარეშე.
ი)“მითითება,
ხომ არ სურს სააპელაციო საჩივრის წარმდგენს დავის სასამართლო მედიაციის გზით განხილვა.’’ [სსსკ-ის 368-ე მუხ. 1-ლი ნაწ. „თ’’ ქვპ]
·
თუ აპელანტი „სააპელაციო საჩივარში მიუთითებს „დავის’’ „სასამართლო მედიაციის ‘’ გზით მოგვარების მოთხოვნაზე
და სასამარტლო „დააკმაყოფილებს’’ ამ მოთხოვნას,მაშინ გამოყენებული უნდა იქნეს სსსკ 1871-1877 მუხლები.
კ) „მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის
კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების ნორმებსა და მსგავს სამართლებრივ საკითხზე’’ [სსსკ-ის 368-ე მუხ. 11 ნაწ. ]
·
„საპელაციო საჩივარი’’ შეიძლება
შეიცავდეს აგრეთვე „მითითებას გასაჩივრებული
გადაწყვეტილების [!] „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციისა
‘’და „მისი დამატებითი ოქმების’’ ნორმებსა და „მსგავს სამართლებრივ საკითხზე’’ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს „პრეცედენტულ სამართალთან’’
შეუსაბამობის შესახებ’’
ხ
·
სწორედ ეს ჩამოთვლილი რეკვიზიტების ერთობლიობა ქმნის „სააპელაციო საჩივრის’’-„შინაარსს’’
ხ
·
თუ „სააპელაციო საჩივარი’’ არ უპასუხებს ზემოთჩამოთვლილ მოთხოვნებს ან „სახელმწიფო ბაჟი’’ არ ქნება გადახდილი,“სააპელაციო
სასამარტლო ‘’ დაავალებს “სააპელაციო საჩივრის’’ შემტან პირს შეავსოს „ხარვეზი’’,რისთვისაც
მას „ვადას’’ დაუნიშნავს.
·
თუ ამ „ვადაში’’ „ხარვეზი’’
არ იქნება გამოსწორებული „სააპელაციო საჩივარი’’
აღარ მიიღება.
ხ
·
სააპელაციო
სასამართლო „უფლებამოსილია’’ “სააპელაციო
საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ’’ შეტყობინება მხარეებს[ან მათ „წარმომადგენლებს’’]
აცნობოს ტელეფონით.[იხ.368-ე მუხ.მე-6 ნაწ.]
ოღონდ თუ ეს
„ხარვეზი’’ შეეხება 368-ე მუხლის 1-ლი პირველი ნაწილის
„ა“−„გ“ და „ზ“−„ი“ ქვეპუნქტებითა და მე-2−მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ სააპელაციო
საჩივრის ფორმალურ (და არა შინაარსობრივ) მხარეს
ან სააპელაციო საჩივარს არ ერთვის სახელმწიფო
ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასეთი წესით ინფორმირების შემთხვევაში
„ხარვეზის შესახებ’’ განჩინება სატელეფონო
შეტყობინების განხორციელების დღეს ჩაბარებულად
ითვლება.
ხ
·
სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სააპელაციო
სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს,ოღონდ მხოლოდ
მხარეთა თხოვნით და არა საკუტარი ინიციატივით[იხ.368-ე მუხ.მე-6 ნაწ.]
X
2. რას ნიშნავს „სააპელაციო საჩივრის ფარგლები’’ ?
·
სააპელაციო საჩივარში ნათლად და გარკვევით უნდა იყოს ჩამოყალიბებული თუ
„რას მოითხოვს’’ აპელანტი,როგორია მისი მოთხოვნის „შიინაარსი’’[იხ. 368-ე მუხლის
1-ლი ნაწ. „დ’’ პუნტი]
·
სააპელაციო სასამართლო შეზღუდულია[შებოჭილია] „სააპელაციო
საჩივრის ფარგლებით’’[იხ. სსსკ 377-ე მუხ.]
მუხლი 377. გადაწყვეტილების შემოწმების ფარგლები
1. სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას „სააპელაციო საჩივრის ფარგლებში’’ ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით.
·
„სააპელაციო საჩივრის ფარგლები’’ იმას ნიშნავს,რომ „სააპელაციო საჩივარში’’ ნათლად და გარკვევით უნდა
იყოს მითითებული „თუ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების რა ნაწილია გასაჩივრებული’’,როცა
გადაწყვეტილება აპელანტის მიერ „ნაწილობრივ’’ და არა „მთლიანად’’ საჩივრდება.
3.. რას ნიშნავს „სააპელაციო საჩივრის’’ „დასაბუთებულობა’’ ?
·
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა იყოს „ფაქტობრივად’’
და „იურიდიულად’’ დასაბუთებული
·
სააპელაციო სასამართლოს შეუძლია შეამოწმოს „გადაწყვეტილების’’ ,როგორც
„ფატობრივი’’ ,ისე „იურიდიული’’ დასაბუთებულობა,ოღონდ მხოლოდ „სააპელაციო მოთხოვნის
ფარგლებში’’
·
ამიტომ ,განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სააპელაციო საჩივარში იმის ნათლად
ჩამოყალიბება,თუ კონკრეტულად რაში გამოიხატება გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობა[დაუსაბუთებლობა]
და რით საბუთდება აპელანტის მოთხოვნა.
ა)პირველი ინსტანციის სასამართლოს “გადაწყვეტილების’’„ფაქტობრივი’’ დაუსაბუთებლობის შემთხვევები:
·
იმ შემთხვევაში ,თუ აპელანტის აზრიტ,გადაწყვეტილება არაა დასაბუტებული“ფაქტობრივად’’,მაშინ
ეს აპელანტი ვალდებულია მიუტიტოს ტუ რაში გამოიხატება,ან რაში ვლინდება კონკრეტულად
ეს „ფატობრივი ‘’ დაუსაბუთებლობა
მაგ.1
თუ აპელანტს მიაჩნია,რომ
პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განსაზღვრა ამ საქმეზე „მტკიცების საგანი’’,მაშინ მან „სააპელაციო საჩივარში’’ უნდა მიუთითოს,თუ „კონკრეტულად რომელი ფაქტი’’ არ ჩათვალა სასამართლომ
„გადაწყვეტილებისთვის მნიშნელობის მქონედ’’ და ამიტომ „არ მიიღო’’ და
„არ შეაფასა’’ ამ დაწუნებული „ფაქტის’’ მიმართ-
„მტკიცებულებები’’ [ამას ჰქვია „სასამართლოს შეცდომა ფაქტის სამართლებრივ
შეფასებასი’’]
მაგ.2
თუ აპელანტს მიაჩნია,რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ
დადგენილად[ანუ დამტკიცებულად] ჩათვალა საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე
ფაქტი,ტუმცა საქმეში არაა „მტკიცებულება’’,რომელსაც სასამარტლო ემყარება,მაშინ მან[აპელანტმა]
„სააპელაციო საჩივარში’’ უნდა მიუთითოს „რომელი ფაქტია’’ ეს და აჩვენოს ,რომ საქმეში
ნამდვილად „არ მოიპოვება’’ ამ ფაქტის „მტკიცებულება’’
მაგ.3
თუ აპელანტს მიაჩნია,რომ პირველი ინსტანციის სასამარტლოს მიერ მხარეთა შორის
„არასწორად იყო განაწილებული’’ -„მტკიცების ტვირთი’’,მაშინ მან „სააპელაციო საჩივარში’’
უნდა მიუთითოს“კონკრეტულად რომელი ფაქტის დამტკიცება
რომელ მხარეს დაეკისრა არასწორად და რომელ მხარეს უნდა დაკისრებოდა მისი მტკიცების
ტვირთი’’
[კაზუსი]
ა-მ აღძრა სარჩელი პირველი ინსტანციის სასამართლოში „ნივთის გამოთხოვის შესახებ’’[ე.წ.
„ვინდიკაციური სარჩელი’’] იმ მოტივიტ,რომამ ნივთის მესაკუთრე არის თავად ა,ხოლო ნივტი
იმყოფება ბ-ს“უკანონო მფლობელობაში’’ სასამართლომ ბ-ს დააკისრა იმ „ფაქტის’’ დამტკიცების
ტვირთი,რომ იგი არის „სადავო ნივთის მესაკუტრე.ბ-მ პირველი ინსტანციის სასამარტლოში
წააგო პროცესი,რადგან ვერ დაამტკიცა ,რომ არის ამ ნივთის მესაკუთრე
ბ-მ-თავისი „საპელაციო საჩივარი’’ დაასაბუტა
იმიტ,რომ სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,იგი როგორც ნივთის
„მფლობელი’’ ივარაუდება ამ ნივთის მესაკუთრედ,ამიტომ,არა მას,არამედ ა-ს უნდა დაკისრებოდა იმის დამტკიცების ტვირტთი,რონ
იგი არის ნივთის მესაკუთრე.
მაგ 4
თუ აპელანტმა მიიჩნია ,რომ პირვეველი ინსტანციის
სასამართლომ არასწორად[დაუსაბუთებლად] უთხრა მას უარი ამა თუ იმ მტკიცებულების[„წერილობითი’’,“ნივთიერი’’
თუ სხვა სახის მტკიცებულების] მიღებაზე ან გამოტხოვაზე იმ მოტივით,რომ მათ არ აქვთ
მნიშვნელობა საქმისთვის,მაშინ მან უნდა მიუთითოს თავის სააპელაციო საჩივარში „რომელი კონკრეტული მტკიცებულება’’ აქვს მხედველობაში
და“გადაწყვეტილებისტვის მნისვნელობის მქონე’’ „რომელი ფაქტი’’ შეიძლებოდა დადგენილიყო ამ „მტკიცებულებით.
ბ)პირველი ინსტანციის სასამართლოს “გადაწყვეტილების’’„იურიდიული ’’ დაუსაბუთებლობის შემთხვევები:
·
იმ შემთხვევაში,როდესაც აპელანტის თვალსაზრისით პირველი ინსტანციის სასამართლოს
„გადაწყვეტილება’’ არაა დასაბუთებული „იურიდიულად’’ ,მაშინ იგი ვალდებულია მიუთითოს,თუ
„კონკრეტულად რაში ვლინდება’’ გადაწყვეტილების „იურიდიული დაუსაბუთებლობა’’:
1) რომელი კანონია დარღვეული
2) რაში გამოიხატება ეს დარღვევა
[„სასამართლომ არ გამოიყენა კანონი,რომელიც
უნდა გამოეყენებინა’’ ამ „სასამართლომ გამოიყენა
კანონი,რომელიც არ უნდა გამოეყენებინა’’, ან „სასამართლომ [მოსამართლემ] არასწორად
განმარტა კანონი რომელიც გამოიყენა [ანუ არასწორად გაიგო გამოყენებული კანონის მიზანი
და არსი] ან სხვა დარღვევები]
·
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების „იურიდიული დაუსაბუტებლობის’’
ეს ფორმები ჩამოთვლილია სსსკ-393-ე მუხლის მე-2 ნაწილში
ხხხხხ
ყურადღება:
„სააპელაციო საჩივარში’’ გადაწყვეტილების “ფაქტობრივ’’ და „იურიდიულ’’ უსწორობაზე[დაუსაბუტებლობაზე]
მხოლოდ მითითება არ კმარა[!]
„სააპელაციო საჩივარში’’ აუცილებლად უნდა აღინიშნოს“გარემოებები’’,რომლებიც ადასტურებენ
გასაჩივრებული გადაწყვეტილების „ფაქტობრივ’’ ან „იურიდიულ’’ დაუსაბუთებლობას
Комментарии
Отправить комментарий