30.4 სასამართლოს „გადაწყვეტილების’’ შინაარსი

 

      

შესავალი: 1

სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსი. 2

) სასამართლო გადაწყვეტილებისშესავალი ‘’ ნაწილი. 3

) სასამართლო გადაწყვეტილებისაღწერილობითი ‘’ ნაწილი. 3

) სასამართლო გადაწყვეტილებისსამოტივაციო ‘’ ნაწილი. 5

) გადაწყვეტილებისსარეზოლუციო ნაწილი’’ 7

ა)„სარეზოლიციო ნაწილის’’  ელემენტი- მითითება გადაწყვეტილებისგასაჩივრების ვადის’’ დაგასაჩივრების წესის’’ შესახებ. 8

ბ)„სარეზოლიციო ნაწილის’’  ელემენტი-„სასამარტლოს დასკვნები’’ 8

გ)„სარეზოლუციო ნაწილის’’  ელემენტი-„სასამართლო ხარჯების განაწილება’’ 9

შენიშვნები: 9

უზენაესი სასამარტლოს გადაწყვეტილებების საძიებელი : 12

 

 

შესავალი:

·        სასამართლო გადაწყვეტილება მართლმაჯულების აქტია,ამიტომ მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე კანონი ადგენს[აწესებს] სპეციალურ და მკაცრ მოთხოვნებს მისი „შინაარსის’’ და „სტრუქტურის’’ მიმართ ,რომლებიც დაცული უნდა იქნეს.

·        სსსკ-ის დანაწესით,რომ "ყოველი პირისათვის'' უზრუნველყოფილია „უფლების სასამარტლო წესით დაცვა’’ [მე-2 მუხლი]

·        „უფლების სასამართლო წესით დაცვაში’’ იგულისხმება:  ა)“პირის სამართლოსათვის მიმართვის უფლება’’ და ბ) „სასამართლოს ვალდებულება’’  „დასაბუთებულად’’ დააკმაყოფილოს ან „დასაბუთებულად’’ უარი უთხრას მის სასარჩელო მოთხოვნას.

·        სსსკ-ის 249 ე მუხლი იმპერატიულად ადგენს „ფაქტობრივად’’ და „სამართლებრივად’’ დასაბუთებული  „გადაწყვეტილების’’ გამოტანის ვალდებულებას.

·        „გადაწყვეტილების’’ ა)„აღწერილობითი’’ და ბ)„სამოტივაციო’’ ნაწილები ნათლად უნდა ასახავდეს სასამარტლოს "შემეცნებით'' მსჯელობას „ფაქტების’’ თაობაზე[ე.წ. „ფაქტობრივი დასაბუთება’’] და "შეფასებით'' მსჯელობას „ამ დადგენილი „ფაქტების’’ იურიდიული ძალისა და მნიშვნელობის შესახებ’’[ე.წ. „სამართლებრივი დასაბუთება’’]

·        კანონის იმპერატიული დათქმას „გადაწყვეტილების დასაბუთების აუცილებლობაზე’’,განპირობებულია მართლმსაჯულების ერთ-ერთი ძირითადი მიზნით-დაარწმუნოს „მხარეები’’ დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტაში[!]

·        გადაწყვეტილების „დასაბუთებით’’ ასევე რეალიზებულია საზოგადოების უფლება,თუ რა გადაწყვეტილებები გამოაქვთ სასამართლოებს მათი სახელით და რა არის მათი საფუძველი.

·        პირის “საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო აქტებით’’ გარანტირებული უფლება,მისი „სადავოდ ქცეული უფლების’’ სამართლიანი სასამართლო გახილვისა,მოიცავს პირის უფლებას „იცოდეს მის დავასთან დაკავშირებით,რომელ ფაქტებსა და კანონებზე დაყრდნობით მიირო სასამართლომ გადაწყვეტილება’

·        კანონით გარანტირებულია „სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებულობის შემოწმების შემოწმების სისტემა’’[აპელაცია და კასაცია] და დაინტერესებულ პირს, შეუძლია გაასაჩივროს სასამართლოს „გადაწყვეტილება’’.[გარდა კამონით გათვალისწინებული გამონაკლისისა]

·        ამასთან,როდესაც პირი სადავოდ ხდის 1-ლი ინსტანციის გადაწყვეტილებას,როგორც მისთვის მიუღებელსა და არადამაჯერებელს,“სააპელაციო სასამართლომ’’ ,რომელიც ეთანხმება „გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას’’,“დასაბუთებულად უნდა განუმარტოს აპელანტს,თუ რატომ,რომელ „ფაქტებსა’’ და „ნორმებზე’’ დაყრდსნობით არ იზიარებს მის თითოულ სააპელაციო პრეტენზიას.[ აქაღნიშნული საფუძვლად უდევს სსსკ-ის 390-ე მუხლის (“სააპელაციო სასამართლოს განჩინების შინაარსი’’)დანაწესს]

·        „სასამარტლო გადაწყვეტილება’’ უნდა შეიცავდეს მკაფიო,უშეცდომოდ დაწეილ,იურიდიულად სწორ ფორმულირებებს და ტექსტში არ უნდა იყოს დაშვებული გაუგებარი[ბუნდოვანი],რთული გამონათქვამები,მსჯელობები ან კონსტრუქციები,რომელიც ართულებს მის სწორ აქღმას

       

·        სასამართლო გადაწყვეტილება,როგორც წესი, დგება ტექნიკური საშუალების გამოყენებით[კომპიუტერის გამოყენებით]

·        სასამართლო გადაწყვეტილების „სტრუქტურა’’ და „შინაარსი’’ მკაფოიდაა განსაზღვრული კანონით.

·        სსსკ 249-ე მუხლში მითითებულია ის „რეკვიზიტები’’,რომლებიც უნდა აისახოს გადაწყვეტილების ტექსტში;

·        სსსკ--ს  243-ე , 244-ე,249-ე და 257-ე მუხლები განსაზღვრავენ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისა და ჩამოყალიბების წესს,ასევე გადაწყვეტილების შინაარსისადმი წაყენებულ მოთხოვნებს.

·        აქ დასახელებულ ნორმათა მიზანია სასამართლოს მიერ „კანონიერი’’ და „დასაბუთებული’’ გადაწყვეტილების მიღების უზრუნველყოფა.

·        შესაბამისად,ეს ნორმები წარმოადგენს „უფლებათა სასამართლო წესით დაცვის’’ კონსტიტუციური უფლების საპროცესო გარანტიას.

სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსი

·        „სასამარტლო გადაწყვეტილება’’ ოთხი ნაწილისგან შედგება

·        ეს ნაწილები მკაცრად განსაზღვრული თანმიმდევრობა აქვთ:

1)     „შესავალი’’

2)     „აღწერილობითი ნაწილი’’

3)     „სამოტივაციო ნაწილი’’

4)     „სარეზოლუციო ნაწილი’’

 

 

) სასამართლო გადაწყვეტილებისშესავალი ‘’ ნაწილი

 

 

·        სასამართლო გადაწყვეტილების „შესავალ ‘’ ნაწილში მითითებული უნდა იქნეს ა)„გადაწყვეტილების’’ გამოტანის დღე,ე.ი. მიეთითება ის დღე,როცა "გადაწყვეტილება ხელმოწერილ ქნა''.

·        გადაწყვეტილების „სარეზოლუციო ნაწილის’’ გამოტანისას[სსსკ 257-ე მუხლი] „გადაწყვეტილების’’ [რომელსაც მოგვიანებით ეძლევა საბოლოო ფორმა] „გამოტანის დღედ’’ ითვლება მისი „სარეზოლუციო ნაწილის’’ ხელმოწერის დღე.

·        „სასამართლოს გადაწყვეტილების’’ ბ)გამოტანის ადგილი’’ განისაზღვრება "სასამართლო სხდომის ჩატარების ადგილით"

·        შემდეგ „შესავალი ნაწილის’’ ტექსტში მიეთითბა გ) „გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს დასახელება’  და დ)„სასამართლოს შემადგენლობა’’[მოსამართლეთა სახელები და გვარები] ,თუ საქმე განიხილა სასამარტლოს „კოლეგიალურმა’’ შემადგენლობამ ;,ანმითითებული უნდა იყოს მხოლოდ ერთი მოსამართლის შესახებ,თუ საქმე განიხილა ერთმა მოსამართლემ [„ერთპიროვნული ‘’ განხილვა]

·        მონაცემები ე) „სასამართლო სხდომის მდივნის’’ შესახებ,

·        მონაცემები ვ)მხარეთა წარმომადგენლების[ან ადვოკატების ] შესახებ

·        „შესავალ ნაწილშივე’’ მიეთითება:

ზ)“საქმე ‘’ რომელიც განხილულ იქნა „სასამართლო სხდომაზე’’

თ)ცნობები იმის  შესახებ,თუ  რომელ [ღია თუ დახურულ] სასამართლო სხდომაზე იქნა განხილული საქმე,

აგრეთვე ი) დავის საგანი [შენიშვნა :როცა ეძებ „სასამარტლო გადაწყვეტლებებს’’ ,ანუ „პრეცედენტებს’’  სწორედ ამ ელემენტით უნდა ეძებო]  და

კ) ის პირები,რომელტა შორის არსებული დავაც გადაწყვიტა სასამართლომ ,ანუ  -„მხარეები’’ ,

თუ საქმეში მომაწილეობენ ლ) მე-3 პირები,გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში  შეიტანება ცნობები მათ შესახებ

 თუ გადაწვეტილება მ) „დაუსწრებელია’’ ამის შესახებაც მიეთითება  მის „შესავალ ნაწილში’’

) სასამართლო გადაწყვეტილებისაღწერილობითი ‘’ ნაწილი

 

·        “აღწერილობით ნაწილში’’  მითითებული უნდა იყოს მოსარჩელის [ან განმცხადებლის]  „მოთხოვნა’’

მოკლედ უნდა იყოს ჩამოყალიბებული „მოთხოვნის’’ შინაარსი და „ფაქტობრივი გარემოებები’’,რომლებიც [მოსარჩელეს ან განცხადებლის აზრით] ადასტურებენ ამ „მოთხოვნას’’

·        „აღწერილობით ნაწილში ‘’ აისახება მოპასუხის პოზიციაც,ანუ მისი „შესაგებელი’’ ან მისი "დამოუკიდებელი მოთხოვნა''[„შეგებებული სარჩელი’’][მათი მოკლე შინაარსი]

·        თუ არსებობს ასეთი "შესაგებელი",მაშინ გადაწყვეტილებაში მოკლედ უნდა იყოს ჩამოყალიბებული „სარჩელის უარყოფის მოტივები’’

·        „აღწერილობით ნაწილში აგრეთვე უნდა აისახოს  „საქმის მონაწილე სხვა პირების მოთხოვნები და ახსნა-განმარტებები’’

·        „აღწერილობით ნაწილში’’ მითითებული უნდა იქნეს“სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები’’[რომლებსაც მხარეები  ასახელებენ თავიანთი „მოთხოვნისა’’ და“შესაგებლის’ დასასაბუთებლად]

·        „აღწერილობით ნაწილში’’ მითითებული უნდა იქნეს „მტკიცებულებები’’ ,რომლებსაც ემყარება „სასამართლოს დასკვნები’’

·        „აღწერილობით ნაწილში’’ მითითებული უნდა იქნეს მოსაზრებანი,მოტივები,რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ „მტკიცებულებას’’

·        თუ მოსარჩელემ „შეცვალა’’ „სარჩელის საგანი’’ ან „სარჩელის საფუძველი’’ ,“გაადიდა ან შეამცირა სასარჩელო მოთხოვნების ოდენობა’’ -ამის შესახებ ასევე მიეთითება გადაწყვეტილების „აღწერილობით ნაწილში’’.

შენიშვნები:

·        „მოთხოვნების’’ და „შესაგებლის’’ ,აგრეთვე საქმეზე „მხარეთა მიერ გამოხატული პოზიციის’’ დასასაბუთებლად,“მხარეთა ან საქმის მონაწილე სხვა პირთა მიერ დასახელებული გარემოებები’’- გადმოცემული უნდა იყოს იმ სახით,რა სახითაც ისინი წარდგენილ იქნა სასამართლო სხდომაზე და აისახა სასამართლო სხდომის ოქმში ან სასამართლოში გაგზავნილ გამცხადებაში.

·        ამდენად „აღწერილობითი ნაწილი’’ უნდა შეიცავდეს საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილი „დასკვნების’’ფაქტობრივ’’ დასაბუთებას

·        „აღწერილობით ნაწილში’’ სახელდება საქმისთვის მნიშვნელოვანი „ყველა გარემოება’’,რომლებიც "ყოველმხრივად და სრულადაა" გამოკვლეული მტკიცებულებებით სასამართლო სხდომაზე.

·        ამასთან,სასამართლო არ უნდა დასჯერდეს გადაწყვეტილებაში იმ მტკიცებულებების მარტოოდენ ჩამოთვლას,რომლითაც მტკიცდება[დასტურდება] საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ესა თუ ის გარემოება,არამედ ვალდებულია ჩამოაყალიბოს ამ მტკიცებულებების შინაარსი

 

მაგ. თუ თავის „დასკვნას’’ საფუძვლად დაუდო „მოწმის ჩვენება’’,მაშინ „აღწერილობით ნაწილში’’ უნდა აღინიშნოს,რომ ესა და ეს  "ფაქტობრივი გარემოება''[ანუ "იურიდიული ფაქტი'']  დასტურდება „მოწმის ჩვენებით’’ და გამოცემული უნდა იყოს ამ ჩვენების შინაარსი

 

ხოლო როცა „ფაქტობრივი გარემოება’’ დასტურდება „წერილობითი მტკიცებულებით’’ ,თავდაპირველად უნდა დასახელდეს რა სახის „წეილობითი მტკიცებულებაა’’[„ცნობა’’, „მოწმობა’’,“აქტი’’ და ა.შ],შემდეგ მიეთითება მისი ინდივიდუალური ნიშნები[„ვის მიერ და როდის გაიცა] და უნდა გადმოიცეს ამ დოკუმენტის შინაარსი.

 

როცა „ნივთიერი მტკიცებულებაა’’,აღინიშნება მისი ის ნიშნები,ხარისხი და თვისებები,რომელიც საშუალებას გვაძლევს,ვიმსჯელოთ კონკრეტული გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

თუ მტკიცებულებად გამოყენებულია „ექპერტის დასკვნა’’ ,მაშინ დაწვრილებით უნდა გადმოიცეს ის „ფაქტები’’,რომლებიც დადასტურებულია „ექსპერტის დასკვნით’’  და დიდი მნიშვნელობა აქვთ საქმისთვის.

 

·        პირობითად, აღწერილობითი ნაწილის შინაარსი შეიძლება დავყოთ ორ შემადგენელ ნაწილად:

1)     სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

2)     მტკიცებულებები და მათი ანალიზი,რასაც  დაეფუძნება შემდეგ „სასამარტლოს დასკვნები’’

 

„აღწერილობით ნაწილში’’ „უარყოფილი მტკიცებულებების’’ ანალიზი „დაწვრილებიტი’’[დეტალური] უნდა იყოს,რათა დამაჯერებლად იქნეს ნაჩვენები მატი ნაკლი და აშკარა იყოს სასამარტლოს დასკვნების უდავობა.

თუ სასამართლო  „შეაფასებს’’ მტკიცებულებებს თითოეულს ცალ-ცალკე და ყველას ერთობლიობაში და დაადგენს,რომ ესა თუ ის წარდგენილი მასალა,“მოწმეთა ჩვენებები’’, ან სხვა „მტკიცებულებები’’ ვერ ადასტურებენ იმ „ფაქტობრივ გარემოებებს’’,რომლებზეც როგორც საფუძველზე  ამყარებს მხარე თავის „მოთხოვნებს’’თუ შესაგებელს’’,მაშინ მან  „გადაწყვეტილებაში ‘’ –„დამაჯერებლად’’ უნდა დაასაბუთოს  თავისი „დასკვნა’’ ამის შესახებ.

 

) სასამართლო გადაწყვეტილებისსამოტივაციო ‘’ ნაწილი

 

·        „გადაწყვეტილების’’   „სამოტივაციო ნაწილი’’ უმნიშნელოვანესია ,რადგან ქმნის ფუნდამენტს სასამართლოს დასკვნებისათვის  „საქმის არსის’’ შესახებ.

·        „სამოტივაციო ნაწილი’’  უნდა შეიცავდეს საქმეზე საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილი დასკვნების სამართლებრივ დასაბუთებას.

·        ჩვეულებრივ, „სამოტივაციო ნაწილი’’ იწყება "სასამართლოს დასკვნით'' მოსარჩელის მიერ აღძრული მოთხოვნის შესახებ,კერძოდ უნდა დაკმაყოფილდეს იგი [ „მთლიანად’’ ან „ნაწილობრივ’’[ თუ არა.

·         „სამოტივაციო ნაწილში’’ მოცემულია მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობების იურიდიული კვალიფიკაცია.

·        იურიდიული კვალიფიკაციისას: ა) დადგინდება[განისაზღვრება] მხარეთა შორის  არსებული სამართალურთიერთობები და ბ)მიეთითება ამ ურთიერთობათა მომწესრიგებელი კანონი.

·        „სამოტივაციო ნაწილი’’  მთავრდება მატერიალურ და საპროცესო ნორმებზე მითითებით,რომლებითაც სასამართლო[მოსამართლე] ხელმძღვანელობდა "გადაწყვეტილების გამოტანის დროს''.

 

·        გადაწყვეტილების’’  ა)„ფაქტობრივი საფუძველ’’ შეადგენს სასამართლოს მსჯელობა იმ ფაქტების შესახებ,რომლებიც საფუძვლად უდევს სარჩელსა,და შესაგებელს.

 

კერძოდ, „სამოტივაციო ნაწილში ‘’ სასამართლო მიუთითებს ა)თუ რატომ თვლის ის საქმის ამა თუ იმ  "ფაქტობრივ გარემოებას'' „დადგენილად’’[დამტკიცებულად] დაბ)რის საფუძველზე მივიდა ის დასკვნამდე ,რომ მხარეთა შორის არსებობს კონკრეტულად ესა და ეს სამართალურთიერთობა.

 

·        „სამოტივაციო ნაწილში ‘’  სასამართლო მიუთითებს „გადაწყვეტილების’’ ბ)სამართლებრივ საფუძველსაც’’

·        „გასაწყვეტილების „სამართლებრივი საფუძველი’’ ნიშნავ,რომ ა)„დაადგენს რა საქმეზე ფაქტობრივ გარემოებებს’’, ბ)სასამართლო იძლევა მხარეთა „ურთიერთობის’’ "იურიდიულ კვალიფიკაციას'',რისთვისაც ის მიუთითებს "სადავო სამართალურთიერთობის'' მომწესრიგებელ შესაბამის კანონს

·        სასამართლო ვალდებულია,პირველ რიგში,მიუთითოს „მატერიალური სამართლის’’ კონკრეტული ნორმა,ხოლო შემდგომ უკვე დაეყრდნოს „საპროცესო სამართლის’’ ნორმებს

·        აუცილებლობის შემთხვევაში „კანონის განმარტების მიზნით ’’ ან იმ იზნით,რომ სასამართლომ დაასაბუთოს „კანონის გამოყენება მოცემული სამართალურთიერთობის მიართ’’, „სამოტივაციო ნაწილში’’ ზოგჯერ აისახება ხოლმე“საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსი’’,რომელიც გამოტანილია „კონკრეტული საქმის განხილვის დროს’’[გამოსაყენებელი საკანონმდებლო აქტის კონსტიტუციურობის შემოწმების  შესახებ წარდგინების საფუძველზე]

ხხხხხხ

შენინიშვნები:

·        კანონი ყველა შემთხვევაში როდი მოითხოვს  გადაწყვეტილების „აღწერილობითი ნაწილის’’ დაწვრილებით ჩამოყალიბებას[ანუ გადაწყვეტილების „სრულად დასაბუთებას’’]

·        მაგ.,“მოპასუხის მიერ სარჩელის აღიარების შემთხვევაში’’,  „აღწერილობით ნაწილში’’ შეიძლება მითითებულ იქნეს  მხოლოდ „სარჩელის აღიარების’’ და „სასამართლოს მიერ ასეთი აღიარების „მიღების’’ შესახებ’’

·        ხოლო როცა „მოთხოვნა’’  „ხანდაზმულია’’ „აღწერილობით ნაწილში’’  მიეთითება აღნიშნულის შესახებ[სასამართლო აღნიშნავს,რომ მოთხოვნა ხანდაზმულია] და აღარ იქნება საჭირო დამატებითი საპროცესო მოქმედებების შესრულება სასამართლოს მიერ.

·        სისხლის სამართლი საქმიდან გამომდინარე „ზიანის ანაზღაურების შესახებ’’ საქმის განხილვის დროს სასამართლოს უფლება არ აქვს "სარჩელის დაკმაყოფილების გადაწყვეტილებაში'' იმსჯელოს მოპასუხის ბრალის შესახებ.

მას უფლება აქვს გადაწყვიტოს მხოლოდ „ანაზღაურების ოდენობის’’ შესახებ საკითხი[!]

·        სასამართლოს „გადაწყვეტილების’’ ტექსტში [კერძოდ, „აღწერილობით ნაწილში’’]  მითითებული უნდა იქნეს არა მხოლოდ „სისხლის სამართლის საქმეხზე მიღებული განაჩენი’’,არამედ განსახილველ „სამოქალაქო საქმეში’’ არსებული“მტკიცებულებებიც’’,რომლებიც ასაბუთებენ  „მიკუთვნებული თანხის ოდენობას’ [მაგ.უნდა მიეთითოს ის,რომ „თანხის ოდენობის განსაზღვრისას’’ სასამართლომ გაითვალისწინა ა) მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობა და ბ) „დაზარალებულის’’[მოსარჩელის] ბრალიც]

·        ყურადღება: გადაწყვეტილების „აღწერილობითი’’ და „სამოტივაციო’’ ნაწილები მეტყველებს "საქმის განხილვის ხარისხზე''.

·        სწორედ ამიტომაა,რომ „აღწერილობითი’’ და „სამოტივაციო’’ ნაწილების ნაკლი ,ხარვეზი [როცა სასამართლომ ზუსტი და სწორი დასკვნები არ გამოიტანა ფაქტების,გარემოებების,სამართალურთიერთობათა შინაარსის შესახებ] გადაწყვეტილების „გაუქმების’’ საფუძველია[ზემდგომი სასამართლოს მიერ]

 

 

) გადაწყვეტილებისსარეზოლუციო ნაწილი’’

 

·        გადაწყვეტილების „სარეზოლუციო ნაწილი’’ დასკვნითი ნაწილია,რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

·        მასში კონცენტრირებული და საბოლოო სახით არის წარმოდგენილი“სასამართლო განხილვის’’ შედეგები.

·        შედეგი  შეიძლება იყოს, სარჩელის „მთლიანად’’ ან „ნაწილობრივ’’ დაკმაყოფილების შესახებ  ,ან  „სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის  შესახებ’’-  სასამართლოს დასკვნა.

·        „სარეზოლუციო ნაწილში’’ ასახული სასამართლოს ბრძანება უნდა აღსრულდეს,ამიტომ იმაზე,თუ რამდენად ზუსტი იქნება ეს მითითებები,ე.ი. სარეზოლუციო ნაწილის’’ ფორმულირება,დამოკიდებულია“აღსრულების შესაძლებლობა'' და „სააღსრულებო მოქმედებათა’’ სისწორე

·        „სარეზოლუციო ნაწილის’’ ტექსტი უნდა გამოირჩეოდეს“ლაკონურობით’’,“სიზუსტით’’ და „იმპერატიულობით’’ 

·        „სააღსრულებო ნაწილის’’ მონაცემები შეიტანება „სააღსრულებო ფურცელში’’[თუ  „გდაწყვეტილება ‘’ „აღსრულებას’’ მოითოვს]

·        „სარეზოლუციო  ნაწილი’’  უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

a.      „სასამართლო დასკვნას’’ -სარჩელის [ან განხადების]  „მთლიანად’’ ან „ნაწილობრივ’’ დაკმაყოფილების შესახებ  ,ან  „სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის  შესახებ’’

b.      მითითებებს სასამართლო ხარჯების განაწილების  შესახებ

c.      მითითებებს გადაწყვეტილების „გასაჩივრების ვადის’’ და „გასაჩივრების წესის’’ შესახებ[ „რომელ სასამარტლოში’’“რა ვადაში’’,“რა მისამართზე’’.ანუ სად და ვის შეუძლია გასაჩივრება]

·        საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ  შემხვევებში „სარეზოლუციო ნაწილში’’ შეიძლება ჩაიწეროს: „ სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება’’

 

ა)სარეზოლიციო ნაწილის’’  ელემენტი- მითითება გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის’’ და გასაჩივრების წესის’’ შესახებ

 

·        მითითება გადაწყვეტილების „გასაჩივრების ვადის’’ და „გასაჩივრების წესის’’ შესახებ -წარმოადგენს  „სააღსრულებო ნაწილის’’ ერთ-ერთ უმთავრეს ელემენტს

·        მართალია საპროცესო კოდექსით განსაზრვრულია „სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა’’[სსსკ-ის 369-ე მუხლი]

·        მაგრამ ამისდა მიუხედავად კანონმდებელმა იმპერატიულად გამოხატა ტთავისი ნება გადაწყვეტილების „სარეზოლუციო ნაწილში’’ მისი გასაჩივრების  ვადასა და წესზე მითითების აუცილებლობის შესახებ[რადგან „გასაჩივრების ვადასა და წესზე’’  მითითება წარმოადგენს „პროცესუალური ვადების’’ განსაზღვრისას ერთ-ერთ უმთავრეს სანართლებრივ კრიტერიუმს]

·        ამ იმპერატიული მოთხოვნის გარეშე დაუშვებელია „გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დარღვევისკრიტერიუმების განსაზღვრა ‘’.[ამაზე იხ.უზენაესი სასამარტლოს 2006 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე ას-264-676-06 ]

·        გადაწყვეტილების „სარეზოლუციო ნაწილში’’ მიეტიტება მხოლოდ რეზულტატი[შედეგი] ,რომლამდეც მივიდა სასამართლო

·        არანაირი „განმარტენა’’ გადასახდელ ტანხებტან ან მოქმედებებტან დაკავშირებიტ,როლიც უნდა სეასრულოს ვალდებულმა მხარემ“სარეზოლუციო ნაწილსი’’ არ დაისვება.

·        ყველა „განმარტება’’ ასახულია აღწერილობიტ და სამოტივაციო ნაწილებში და მათი გამეორება საჭირო აღარაა

 

ბ)სარეზოლიციო ნაწილის’’  ელემენტი-„სასამარტლოს დასკვნები’’

 

·        გადაწყვეტილების „სარეზოლუციო ნაწილში’’ ასახულია სასამართლოს „ამომწურავი დასკვნები’’,რომლებიც „ლოგიკურად’’ გამომდინარეობენ  „აღწერილობიტ ნაწილში’’ აღნიშნული  „გარემოებებიდან’’,ანუ სასამართლოს მიერ დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან.

 

·        გადაწყვეტილების „სარეზოლუციო ნაწილში’’ ზუსტად,კონკრეტულად და მოკლედ უნდა იყოს ფორმულირებული „სასამართლოს დასკვნები’’:

 

a.      სახელდობრ,რა დაადგინა სასამართლომ თითოეულ მოთხოვნასთან დაკავშირებით ცალ-ცალკე[ერთ წარმოებად  როცა რამდენიმე მოთხოვნაა გაერთიანებული]  და ასევე შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით.

b.      რომელი მხარის სასარგებლოდ არის აღიარებული სადავო უფლება

c.      კონკრეტულად რა მოქმედებები და ვის სასარგებლოდ უნდა შეასრულოს ვალდებულმა პირმა

d.     რა ოდენობის თანხა უნდა გადაუხადოს ვალდებულმა პირმა უფლებამოსილ პირს

e.      ვის და რაზე ეთქვა უარი სასამარტლო გასაწყვეტილებით[სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის ტთქმის დროს]

 

გ)სარეზოლუციო ნაწილის’’  ელემენტი-სასამართლო ხარჯების განაწილება’’

„სარეზოლუციო ნაწილსი’’ ასახულია „სასამარტლო ხარჯების განაწილების’’ საკითხიც:

f.       ვის,რა ოდენობით თანხა გადახდება

g.      ვინ თავისუფლდება  მათი გადახდისგან

h.     რა წესით უნდა განაწილდეს სასამართლო ხარჯები მხარეთა შორის.

სახელდობრ,რომელი ხარჯების ანგარიშში გადაიხდევინება ისინი.

i.       როცა სასამართლო ადგენს „გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესს და ვადებს’’ ,ანდა „დაუყონებლივ აღსასრულებლად’’ მიაქცევს გადაწყვეტილებას,აგრეტვე მიიღებს „გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებს;;’’ -სარეზოლუციო ნაწილში აისახება ყველა ეს საკითხიც

 

შენიშვნები:

·        249-ე მუხლში ასახული დებულებები განამტკიცებენ „უფლების სასამართლო წესით დაცვის’’ კონსტიტუციური უფლების განხორციელების ფუნდამენტურ საპროცესო გარანტიებს.

·        268-ე მუხლით დადგენილია „სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებელი აღსრულების’’ შემთხვევები

·        268-ე მუხლით დადგენილია“ფაკულტატური დაუყოვნებელი  აღსრულების’’ შემთხვევები-რაც იმას ნიშნავს ,რომ სასამართლო არაა ვალდებული დაადგინოს გადაწყვეტილების „დაუყოვნებლივ აღსრულება’’. მას შეუძლია[უფლება აქვს] დაადგინოს „დაუყოვნებლივ აღსრულება’’ საქმისკონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე და გადაწყვიტოს ეს საკითხი, ა)თავისი შეხედულებით[!] ან  ბ)მხარეთა თხოვნით[!]

·        გამონაკლისია შემთხვევა,როდესაც „დაუყოვნებლივ აღსრულება’’ პირდაპირ არის გათვალისწინებული „ხელშეკრულებით’’.

·        „ხელშეკრულებიდან’’ გამომდინარე დავებტან დაკავშირებიტ პირველი ინსტანციის სასამარტლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევა სავალდებულოა[!],თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული „ხელშეკრულებით’’

·        ზოგიერთი კატეგორიის საქმის განხილვის „თავისებურებანი გავლენას ახდენს გადაწყვეტილების „სარეზოლუციო ნაწილის’’ შინაარსზე.

მოცემულ გარემოებას ითვალისწინებს კანონი.

·        მაგ.“ფულადი თანხის გადახდევინების შესახებ’’ გადაწყვეტილების „სარეზოლუციო ნაწილსი’’ სასამართლომ აუცილებლად უნდა მიუთითოს “კონკრეტული გადასახდელი თანხა’’

·        მაგ. „ქონების ნატურით მიკუთვნების’’ გადაყვეტილებაში[რომლითაც სასამართლო ავალდებულებს მოპასუხეს მოსარჩელესათვის ქონების გადაცემას] უნდა აღინიშნოს „ვის’’ კონკრეტულად „რა’’ ქონება გადაეცა,აგრეთვე,რა ღირებულებისაა იგი. ,რათა შესაძლებელი იყოს „ფულადი ექვივალენტის’’ გადახდევინება,თუ გადაწყვეტილების აღსრულებისას აღნიშნული „ქონება’’ მოვალეს „ნატურით’’არ აღმოაჩნდება[სსსკ-ის 253-ე მუხლი]

·        ქონების ღირებულების მითითება გადაწყვეტილებაში,რომელიც უნდა გადახდეს მოპასუხეს,თუ გადაწყვეტილების აღსრულებისას აღნიშნული ქონება მას არ აღმოაჩნდება,არის აღსრულების ალტერნატიული წესი.

·        ამასთან, უნდა მიუთითოს „ქონების ნიშნები’’,რაც „გადაცემის საგნის’’ ინდივიდუალიზების საშულებას მოგვცემს.

·        თუ ეს აუცილებელია მიეთითება მიკუთვნებული  ნითის ადგილსამყოფელი, თუ მაგალითად საუბარია ბინაზე საკუთრების უფლების შესახებ,უნდა მიეთითოს მისი ადგილსამყოფელის ზუსტი დასახელება.კერძოდ: ქალაქი,დაბა,ადგილი,ქუჩა, ბინის ნომერი და ა.შ.

·        თუკი მოსარჩელეს მიეკუთვნება გვაროვნული ნიშნით განსაზღვრული ნივთი,მაშინ მიეთითება მისი წონა,ზომა,რაოდენობა.

·        ნებისმიერ შემთხვევაში,საჭიროა მაქსიმალურად ზუსტად იყოს განსაზღვრული გადასაცემი ნივთი,რათა გამოირიცხოს კრედიტორსა და მოვალეს შორის დავის წარმოშობის შესაძლებლობა

·        გაუგებარი არ უნდა იყოს,რომელ ნივტზეა საუბარი მიკუთვნების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულების დროს.

·        სააღსრულებო წარმოებათა კანონის თანახმად,კრედიტორისთვის სააღსრულებლო დოკუმენტში მითითებული საგნების მიკუთვნების შემთხვევაში ,აღმასრულებელი ამ საგანს ამოიღებს მოვალისგან და გადასცემს მას კრედიტორს.თუ კრედიტორი უარს იტყცის აღნიშნულ საგნებზე,ისინი უბრუნდება მოვალეს,ხოლო სააღსრულებო წარმოება წყდება.

·        ასევე ალტერნატიულ გადაწყვეტილებას წარმოადგენს სსსკ-ის 254-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა.

 

·        ისეთი გადაწყვეტილების გამოტანისას,რომელიც მოპასუხეს ავალებს განსაზღვრული მოქმედების შესრულებას,რაც დაკავშირებული არ არის ქონების ან ფულადი თანხების გადაცემასტან,სასამართლოს იმავე გადაწყვეტილებასი შეუძლია მიუთითოს ის შედეგები,რომლებიც დადგება,თუ მოვალე არ შესრულებს მასზე დაკისრებულ მოქმედებებს დადგენილ ვადაში[ანუ მიუტითოს აღუსრულებლობის შედედეგები]

·        ამასთან კრედიტორს შეიძლება მიენიჭოს მოპასუხის[მოვალის] ხარჯზე ამ მოქმედებათა შესრულების უფლება[იხ. სსსკ-ის 254-ე მუხლი]

·        რამდენიმე მოსარჩელის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის დროს,მის სარეზოლუციო ნაწილში მითითებულ უნდა იქნეს იმაზე,თუ რა წილი ეკუთვნის თითოეულ მათგანს.

·        ან აღინიშნოს[თუ ეს გათვალისწინებულია მატერიალური სამარტლის კანონით],რომ გადახდევინების უფლებასოლიდარულია’’[ანუ ნებისმიერს მათგანს შეუძლია მოითხოვოს  ვალის  გადახდა ]

·        თუ გადაწყვეტილება გამოტანილია რამდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ,სასამარტლომ უნდა მიუტითოს,ტუ თითოეულმა მოპასუხემ გადაწყვეტილების რა წილი უნდა შეასრულოს ან აღნიშნოს რომ მათი პასუხისმგებლობა სოლიდარულია[ანუ ნებისმიერს მათგანს შეუძლია ვალის  გადახდა ] [სსსკ 256-ე მუხლი]

·        გარკვეული თვისებურებით გამოირჩევა „უდავო წარმოების საქმეებზე’’ გამოტანილი გადაწყვეტილებების სარეზოლუციო ნაწილი.

·        ამ ტავისებურებებზე ხშირად პირდაპირაა მითიტებული კანონსი,ან გამომდინარეობს ნისგან.

·        მაგ.სასამარტლო „შვილად აყვანის განცხადების განხილვის შემდეგ’’ გამოიტანს განცხადების დაკმაყოფილების გადაწყვეტილებას ან მტლიანად უარს იტყვის მის დაკმაყოფილებაზე,ან არ დააკმაყოფილებს ნაწილობრივ სარჩელსმშვილებლის[მსვილებელტა] ტხოვნას ბავსვის დაბადების სააქტო ჩანაწერში მშობლებად მატი ჩაწერის შესახებ.აგრეტვე ბავშვის დაბადების ადგილისა და თარიღის შეცვლის შესახებ ნაწილში

·        „აღიარებით სარჩელებზე’’  გადაწყვეტილების გამოტანის დროს ასეთი სარჩელის დაკმაყოფილების სემტხვევაში,სასამართლო ვალდებულია,თუ ეს აუცილებელია,მიუტითოს „აღიარების’’ სამართლებრივი შედეგები[მაგ.“ქორწინების რეგისტრაციის სააქტო ცანაწერის ანულირების შესახებ’’,ქორწინების ბათილად აღიარების შემთხვევასი]

·        სსსკ 252-ე მუხლის შესაბამისად,იურიდიული პირისაგან ფულადი თანხების გადახდევინების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისას სარეზოლუციო ნაწილში მხარეთა შუამდგომლობით სასამართლოს შეუძლია მიუთითოს გადსახდელი თანხის  ხასიატზე[ხელფასი,მიყენებული ზიანის ანაზღაურება და ა.ს.] და აგრეტვე იმაზე,ბანკში მოპასუხეს რომელი თანხიდან უნდა ჩამოჭრას დაკისრებული თანხა.

·        სასამართლოს უფლება აქვს დაადგინოს გადაწყვეტილების აღსრულების განსაკუტრებული რეჟიმი ან ვადა,რის შესახებაც კეტდება ჩანაწერი „სარეზოლუციო ნაწილში’’

·        საპროცესო კოდექსის მიხედვით „გადაწყვეტილების’’ ფორმიტ გამოდის პირველი ინსტანციის სასამარტლოს მხოლოდ ის „დადგენილებები’’,რომლებიტაც საქმე „არსებითად წყდება’’

·        ხოლო ის საკითხები,რომლებიც „გადაწყვეტილების შინაარსს’’ შეადგენს განსაზღვრულია სსსკ-ის 249-254-ე და 256-ე მუხლებით.

 

ამიტომ დაუშვებელია გადაწყვეტილების“სარეზოლუციო ნაწილში’ სასამართლოს დასკვნების’’ ასახვა.იმ „მოთხოვნებთან’’ დაკავშირებით,რომლებიც „არ არის არსებითად გადაწყვეტილი’’,ანუ რომლებზეც არ გამოიტანება „გადაწყვეტილება’’[სსსკ-ის 279-ე 280-ე ; 272 -278-ე მუხლები]

 

მათზე „სამარტლოს ეს დასკვნები’’ უნდა ჩამოყალიბდეს „განჩინების’’ ფორმით[284-ე ,285-ე მუხლები]  

 

 

 

 

უზენაესი სასამარტლოს გადაწყვეტილებების საძიებელი :

 

https://www.supremecourt.ge/ka/cases

 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები