„ევროპის საბჭო'' და „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო’’

 


   

·        სახელმწიფოები აღიარებენ „საერთაშორისო ორგანიზაციების’’ უფლებას კონტროლი გაუწიონ  მათ მიერ ნაკისრი საერთაშორისო-სამართლებრივი ვალდებულებების შესრულების მსვლელობას

·        მთელ რიგ რეგიონალურ საერთაშორისო ორგანიზაციებში  შექმნილია „ორგანოები’’ „ადამიანის უფლებათა  ‘’ დაცვის მიზნით

·        რეგიონალურ საერთაშორისო ორგანიზაციებს  შორის გამსაკუთრებული ადგილი უკავია -„ევროპის საბჭოს’’  ,ერთ-ერთ უძველეს რეგიონალურ, სახელმწიფოთაშორის ორგანიზაციას,რომელსაც იმთავითვე განესაზღვრა  „ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში’’ საერთაშორისო -სამართლებრივი აქტების[კონვენციების] შემუშავება და მათი შესრულების ცალკეული წევრი სახელმწიფოების მხრიდან მკაცრი მაკონტროლებელ ორგანოთა სისტემის შექმნა.

 1. „ევროპის საბჭოს’’ შექმნა

 

·        „ევროპის საბჭო’’ შეიქმნა 1949 წელს ლონდონში დასავლეტ ევროპის 10 სახელმწიფოს: ბელგიის,დანიის,დიდი ბრიტანეტის,იტალიის,ირლანდიის,ლუქსემბურგის,ნიდერლანდების,ნორვეგიი,საფრანგეთის და შვედეთის საგარეო საქმეტა მინისტრების მიერ ორგანიზაციის წესდების ხელმოწერის შედეგად

·        1949- 1970 წლებში ორგანიზაციაში გაწევრიანდა დასავლეთევროპის კიდევ 8 სახელმწიფო

·        1989 წელს „ევროპის საბჭომ’’ შემოიღო“სპეციალური სტუმრის’’ სტატუსი რითაც ხელი შეუწყო არაწევრ სახელმწიფოებთან ურთიერთობის დამყარებას

·        1993 წელს ჟენევის სამიტზე „ევროპის’’ საბჭოში გაწევრიანდა აღმოსავლეთ ევროპის 17 სახელმწიფო

·        ამჟამად   „ევროპის საბჭოში’’ 46 წევრი სახელმწიფოა გაერთიანებული [შედარებისთვის „ევროკავშირში“ მხოლოდ 27 ევროპული სახელმწიფოა გაერთიანებული];

·        საქართველო „ევროპის საბჭოს’’ 1999 წელს შეუერთდა.

·        ევროპის ნებისმიერ სახელმწიფოს შეუძლია გახდეს“ევროპის საბჭოს’’ წევრი ,თუ „ევროპის  საბჭო’’  ჩათვლის,რომ ამ სახელმწიფოში დაცულია კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები არა სიტყვით,არამედ საქმით.

·        „ევროპის საბჭო’’ მდებარეობს ქ.სტრასბურგში[საფრანგეთი]

 

2.„ევროპის საბჭოს’’ ფუნქციები

a.      ადამიანის უფლებების დაცვა

b.      პლურალისტური დემოკრატიის დაცვა

c.      კანონის უზენაესობის დაცვა

d.     ევროპული კულტურის აღქმისა და განვითარებისთვის ხელშეწყობა

e.      ევროპის თანამეგობრობის წინაშე მდგარი პრობლემების[„ეროვნული უმცირესობების’’,“ქსენოფობიის’’,“შეუწყნარებლობის’’“გარემოს დაცვის’’,“ადამისანის კლონირების’’,“შიდსის’’,“რგანიზებული დანასაულის’’ და სხვა] გადაწყვეტის ერთობლივი გზების ძიება

f.       პოლიტიკური,საკანონმდებლო და სასამარტლო რეფორმების მხარდაჭერის გზიტ ევროპაში დემოკრატიული სტაბილურობის განმტკიცება.

·        „ევროპის საბჭო’’ განიხილავს ევროპის თანამეგობრობის ყველა უმნიშვნელოვანეს საკითხს,გარდა „თავდაცვის’’  საკითხებისა

·        „ევროპის საბჭოს’’ მოქმედების პროგრამა მოიცავს შემდეგ სფეროებს: ა) ადამიანის უფლებები ბ)მასობრივი ინფორმაციის საშუალებები გ)თანამშრომლობა სამართლებრივ სფეროში,გ)სოციალური და ეკონომიკური საკითხები დ),ჯანმრთელობის დაცვა, ე)განათლება,ვ)კულტურა,ზ)სპორტი,თ)ახალგაზრდობა,ი)ადგილობრივი დემოკრატია და კ)საზღვრისპირა თანამშრომლობა,ლ)გარემოს დაცვა და მ) რეგიონალური დაგეგმარება

 

3.„ევროპს საბჭოს’’  ორგანოები

 

·      „მინისტრთა კომიტეტი’’-  არის „ევროპის საბჭოს’’ ხელმძღვანელი ორგანო,რომელიც შედგება ყველა წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისგან[ან მუდმივი წარმომადგენლებისგან  ამ საბჭოში]

·      „მინისტრთა კომიტეტი’’ იხილავს და იღებს ბიუჯეტს,წყვეტს „ევროპის საბჭოსი’’ ახალი წევრების მიღების საკიტხს,განსაზრვრავს ამ ორგანიზაციის პოლიტიკის ძირითად მიმარტულებებს.

·      „მინისტრთა კომიტეტის’’ გადაწყვეტილებები სარეკომენდაციო სახეს ატარებს

·      „მინისტრთა კომიტეტის’’  კონვენციები და სეტანხმებები სავალდებულო ხდება წევრი სახელმწიფოებისტვის მატი რატიფიკაციის ემდეგ.

·      თუმცა,ზოგიერტი კონვენციის რატიფიცირება სავალდებულოა „ევროპის საბწოსი’’ სრულუფლებიანი წევრობისტვის[მაგ. „ევროპს კონვენცია „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა’’ შესახებ’’]

·      „საპარლამენტო ასამბლეა’’- ეს არის  წევრი სახელმწიფოების „ეროვნული პარლამენტების’’ წევრების ფორუმი

·      „ევროპის საბჭოს’’ „საპარლამენტო ასამბლეაზე’’ ყოველი წევრი სახელმწიფო წარმოდგენილია ეროვნულ პარლამენტში არსებული  ძირიღადი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებით[ანუ  უმრავლესობის და ოპზიციის წარმომადგენლებით]

·      „საპარლამენტო ასამბლეაზე’’ დაახლოებით 700 დეპუტატი იკრიბება სხვადასხვა წევრი ქვეყნებიდან

·      „საპარლამენტო ასამბლეის’’ პლენარული სხდომები ტარდება წელიწადში 4-ჯერ

·      „საპარლამენტო ასამბლეის’’ გადაწყვეტილებები რეკომენდაციის სახიტ ეგზავნება ‘’მინისტრტა კომიტეტს’’

·      „მინისტრტთა კომიტეტს’’ ევროპის საბჭოსი’’ ახალი წევრების მიღება არ შეუძლია „საპარლამენტო ასამბლეის’’ თანხმობის გარეშე.

·      „ევროპის ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესი’’- შედგება წევრი სახელმწიფოების „ადგილობრივი ხელისუფლებების’’ პალატისაგან და“რეგიონების’’ პალატისაგან

·      იკრიბება წელიწადში ერთხელ ქ. სტრასბურგში

·      მისი ძირითადი ამოცანაა დემოკრატიული ინსტიტუტების დანერგვა და განვიტარება „ადგილებზე’’

·      „ევროპის საბჭოს’’- „სამდივნო’’ - უწევს „ტექნიკურ დახმარებას’’  „ევროპის საბჭოს’’ ყველა მთავარ ორგანოს და მრავალ კომისიას

·      „ევროპის საბჭოს’’- „სამდივნო’’ -შედგება1300 თანამშრომლისგან

·      „ევროპის საბჭოს’’- „სამდივნოს’’  სათავეში უდგას „გენერალური მდივანი’’ ,რომელსაც ირჩევს „ევროპის საბჭოს’’ „საპარლამენტო ასამბლეა’’[შენიშვნა: ევროპის საბჭოს’’  „გენერალური მდივანია ‘’ სწორედ ჩამოსული ამჟამად  ივანიშვილთან და კობახიძესთან შესახვედრად]

 „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია’’   [1950]

 

·      1950 წელს მიღებულ იქნა“ევროპის საბჭოს’’  კონვენცია“  ადამიანის უფლებატა და ძირითად ტავისუფლებატა დაცვის შესახებ’’

·      მოგვიანებით მასში შეიტანეს  მნიშვნელოვანი  დამატებები 11 ოქმის სახით[!]

·      აღსანიშნავია ასევე „ევროპის სოციალური ქარტია’’ [1961 წ.],1996 წელს ჩამოყალიბდა მისი „გადამუშავებული ‘’ ტექსტი

·      2015 წლისთვის „ევროპის საბჭოს’’ მიღებული ჰქონდა 150-ზე მეტი დოკუმენტი,რომელიც ეხებოდა: „ეროვნულ უმცირესობებებს’’, „რეგიონალურ ენებს’’,“არჩევნების დემოკრატიზაციას’’,“წამების აკრძალვას’’ და სხვა

·      საქართველო მრავალი“ევროპის საბჭოს’’ მრავალი  კონვენციის მონაწილეა,ზოგიერთი კი „განხილვის’’ პროცესშია

·      განსაკუთრებით აღსანიშნავია ა) „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია’’  ,ბ) „ევროპის სასამართლო’’[იგივე „სტრასბურგის სასამართლო’’],რომელიც შექმნილია სწორედ ამ კონვენციის ძალიტ

·      „ევროპის საბჭოს’’ „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია’’   არის-„საერთაშორიოსო ხელშეკრულება’’,რომელიც მიღებულია ქ.რომში 1950 წლის 4 ნოემბერს და ძალაში შევიდა 1953 წლის 3 სექტემბერს.

·      ეს კონვენცია „პირველი’’ იურიდიულად სავალდებულო საერტაშორისო-სამარტლებრივი აქტია,რომელმაც მოიცვა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა’’ კომპლექსი.

·      „ევროპის საბჭოს’’ „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია’’  ითვალისწინებს ადამიანის რიგ უფლებას და ტავისუფლებას,მათ შორის:

a.      სიცოცხლის უფლებას

b.      წამების,მონობის და იძულებით სამუშაოს აკრძალვას

c.      სამართლიანი სასამარტლოს მიერ დაცვის უფლებას

d.     პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას

e.      მრწამსის და სიტყვის თავისუფლებებს

f.       დარღვეული უფლების ეფექტური აღდგენის უფლებას

g.      დისკრიმინაციის აკრძალვას და სხვა

h.     რიგი „უფლებები’’ გატვალისწინებულია კონვენციის „დამატებით ოქმებსი’’[11 ოქმი]

·        კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ კონვეციიტა და მისი ოქმებიტ გატვალისწინებული უფლებებები ,მატი იურისდიქციის ქვეს მყოფი პირისთვის

  ადამიანის უფლებათა  ევროპიული  სასამართლო’’

    [ანუ  „სტრასბურგის სასამართლო’’]

·        „ევროპის საბჭოს’’ „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის’’ ეფექტურობა განპირობებულია „ადამიანის უფლებატა დაცვის’’ სისტემით.

·        კონვენციაში განმტკიცებული ვალდებულებების ეფექტურ შესრულებაზე საზედამხედველოდ შექმნილია „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო’’[მუხ. 19-ე  და ოქმი მე-11]

·        „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში’’წარმოდგენილია’’ „ევროპის საბჭოს’’ წევრი ყველა სახელმწიფო.

·        „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის’’ მონაწილე თითოეულ სახელმწიფოს ენიჭება უფლება მიმართოს  ამ სასამართლოს სხვა მონაწილე სახელმწიფოს მიერ კონვენციის დებულებატა დარღვევის შესახებ[მუხ.33-ე]

·        „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო’’ ასევე უფლებამოსილია განსახილველად მიიღოს „საჩივრები’’ : ა) კერძო პირის , ბ)არასამთავრობო ორგანიზაციის ,ან გ) პირთა ჯგუფისაგან-„მათი უფლებების დარღვევის შესახებ’’[მუხ.34-ე]

·        „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო’’ უფლებამოსილია გამოიტანოს „სარეკომენდაციო დასკვნა’’ კონვენციის და მისი ოქმების განმტკიცების საკითხებზე[მუხ.48]

·        „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო’’  განსახილველად იღებს მხოლოდ იმ საჩივრებს,რომლებიც აკმაყოფილებს კონვენციით დადგენილ მოტხოვნებს.

·        სასამარტლო „მიუღებლად’’[დაუშვებლად] ჩათვლის საჩივარს თუ :

a.      ა) კერძო პირს , ბ)არასამთავრობო ორგანიზაციას ,ან გ) პირთა ჯგუფს „არ ამოუწურავს’’ მათი უფლებების დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებები[ ანუ თუ არ გაუვლია შიდა სახელმწიფოებრივი სასმართლოს ყველა ინსტანცია]

b.      ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საბოლოო გადაწყვეტილებიდან „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში’’  საჩივრის წარდგენამდე 6 თვეზე მეტია გასული

c.      თუ საჩივარი ანონიმურია

d.     თუ საჩივარი უკვე განიხილებოდა „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში’’  ან სხვა საერთაშორისო საზემხედველო ორგანოს მიერ

e.      თუ საჩივარი შეუთავსებელია კონვენციის დებულებებტთან

f.       თუ საჩივარი აშკარად „დაუსაბუთებელია’’

g.      თუ სახეზეა საჩივრის წარდგენის უფლების „ბოროტად გამოყენება’’

h.     თუ მომჩივანს არ განუცდია „მნიშვნელოვანი ზიანი’’[გარდა იმ შემტხვევისა,როდესაც  ა)კონვენციით და მისი ოქმებით განსაზღვრული „ადამიანის უფლებების დაცვა’’ მოიტთხოვს  წარმოდგენილი საჩივრის „არსებითი მხარის განხილვას’’ და  ბ)ზემოაღნიშნული საფუძვლით საქმე ვერ იქნება უარყოფილი]

 [ ევროპულ სასამართლოში საჩივრის „დასაშვებობის’’ ეს წინაპირობები [კონვენციის 35.3 მუხლი] -ზეპირად]

·        იმ შემთხვევაში,თუ საჩივარი „დასაშვებია’’,სასამართლო ირებს ზომებს საქმის „დაინტერესებულ მხარეებს’’ შორის[მომჩივანი და მისი სახელმწიფო] „მორიგების გზით’’[„მეგობრული გზით’’]  გადაწყვეტისათვის[39-ე მიხლი]

·        მხარეებს შორის დავის „მეგობრული გზით’’ გადაწყვეტის  შემთხვევაში ,სახელმწიფო „ფინანსურ კომპენსაციას’’ უხდის „ადამიანის უფლებათა დარღვევის მსხვერპლს’’,ხოლო რიგ შემთხვევებში,სახელმწიფოს ცვლილებებიც კი შეაქვს თავის კანონმდებლობაში.

·        იმ შემთხვევაში,თუ მხარეებს[სახელმწიფო და მომჩივანი]  შორის შეთანხმება არ იქნა მიღწეული , „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო’’  განიხილავს  საჩივარს და გამოაქვს „საბოლოო’’ გადაწყვეტილება

·        „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში’’  შესულ საქმეებს განიხილავენ:

a.      „ერთი მოსამართლე’’

b.      „კომიტეტი’’[ სამი მოსამართლე]

c.      „პალატები’’[ შვიდი მოსამართლეა პალატაში]

d.     „დიდი პალატა’’[ ჩვიდმეეტი მოსამართლის შემადგენლობით]

შენიშვნა: „კომიტეტებს’’ „პალატები’’ ქმნიან განსაზღვრული ვადით[მუხ.26.1]

·        საქმის „ერთი მოსამარტთლის’’ შემადგენლობით განხილვისას,მოსამართლეს არ აქვს უფლება განიხილოს საჩივარი იმ მაღალი ხელსემკვრელი მხარის წინააღმდეგ[ანუ იმ სახელმწიფოს წინააღმდეგ],რომლისგანაც ეს მოსამართლე იქნა არჩეული ამ სასამართლოს წევრად [მუხ. 26.3]

·        მოსამართლე არჩეული იმ სახელმწიფოსგან,რომელიც განსახილველ საქმეზე მხარეს წარმოადგენს,არის „პალატის’’ ან „დიდი პალატის’’  ex officio წევრი.

·        თუ ასეთი მოსამართლე „არ არის’’ ან მას „არ შეუძლია’’ მონაწილეობა მიიღოს მოცემული საქმის განხილვაში,მის უფლებამოსილებას ახორციელებს ამ სახელმწიფოს მიერ წინასწარ წარმოდგენილი კანდიდატების სიიდან „სასამართლოს ტავმჯდომარის’’ მიერ შერჩეული პრი[მუხ. 26.4]

·        საქმის განმხილველ „ერთ მოსამართლეს’’ შეუძლია[უფლება აქვს]  „დაუშვებლად’’ ცნოს ან „განსახილველ საქმეთა ნუსხიდან’’ ამორიცხოს 34-ე  მუხლის შესაბამისად წარდგენილი „ინდივიდუალური საჩივარი’’,თუ ამგვარი „განჩინების’’ მიღება შესაძლებელია „საჩივრის შემდგომი შესწავლის გარეშე’’.ამასთან ,ეს „განჩინება’’ -საბოლოოა[!]

·        თუ „ერთი მოსამართლე’’ „დაუშვებლად’’ არ ცნობს ან  „განსახილველ საქმეთა ნუსხიდან’’არ ამორიცხავს საჩივარს,ის საქმეს გადასცემს „კომიტეტს’’ ან „პალატას’’ შემდგომი განხილვისათვის[მუხ.27-ე]

·        „კომიტეტს’’ შეუძლია[უფლება აქვს],ერთხმად მიღებული „განჩინებით’’ -„დაუშვებლად’’ ცნოს ან „განსახილველ საქმეთა ნუსხიდან’’ ამორიცხოს 34-ე  მუხლის შესაბამისად წარდგენილი „ინდივიდუალური საჩივარი’’,თუ ამგვარი „განჩინების’’ მიღება შესაძლებელია „საჩივრის შემდგომი შესწავლის გარეშე’’.ამასთან ,ეს „განჩინება’’ -საბოლოოა[!]

·        ან  „ცნოს საჩივარი „დასაშვებად’’ და გამოიტანოს „გადაწყვეტილება’’ „საქმის არსებითი მხარის’’ შესახებ,თუკი საჩივარში დასმული საკითხი:  ა)ამ კონვენციის ან მისი ოქმების განმარტებას და გამოყენებას ეხება და ბ) ამასთან,სასამართლოს მიერ „კარგად დადგენილი’’  „პრეცენდენტის’’ საგანია[მუხ.28.1]

·        თუ  „ერთი მოსამართლე’’ ან „კომიტეტი’’ არ  მიიღებს შესაბამისად  27-ე ან 28-ე მუხლებით გათვალისწინებულ „განჩინებას’’,მაშინ „ინდივიდუალური საჩივრის’’ „დასაშვებობის’’   საკითხს და „არსებით მხარეს’’  „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს’’ პალატა იხილავს

·        „საჩივრის’’ „დასაშვებობის’’ თაობაზე „გადაწყვეტილების’  გამოტანა ცალკეც შეიძლება;

·        „პალატა’’ იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფოს მიერ წარდგენილი საჩივრის „დასაშვდბობისა’’  და საქმის „არსებითი განხილვის’’ შესახებ[მუხ.29-ე]

·        თუ „პალატაში’’ განსახილველი საქმე წამოჭრის კონვენციის ან მისი ოქმების განმარტებისატვის“სერიოზულ’’ საკიტხს,ან პალატის მიერ საკიტხის გადაწყვეტას სეიძლება მოჰყვეს „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს’’ უწინდელ „გადაწყვეტილებებტან’’ შეუთავსებელი შედეგი,მაშინ „გადაწყვეტილების’’ გამოტანამდე „პალატას’’ შეუძლია ტავისი იურისდიქცია დაუტმოს „დიდ პალატას’’,თუ დავის მონაწილე არცერთი მხარე ამის წინააღმდეგი არ არის[მუხ.30-ე]

·        ასევე  „გამონაკლის შემტხვევაში’’ ,საქმის მონაწილე ნებისმიერ მხარეს შეუძლია მოითხოვოს საქმის „დიდი პალატისტვის’’ გადაცემა „პალატის’’ „გადაწყვეტილების’’ თარიღიდან 3 თვის განმავლობაში.

·        „დიდი პალატის ‘’  „კოლეგია’’ ხუთი მოსამარტლის შემადგენლობით დაეთნხმება ამ მოტხოვნას,თუ  ა)“საქმე წამოჭრის კონვენციის ან მისი ოქმების განმარტების ან გამოყენებისთვის სერიოზულ საკითხს’’,ან ბ)“საერთო მნიშვნელობის სხვა  სერიოზულ საკითხს’’

·        თუ „დიდი პალატის ‘’  „კოლეგია’’ ხუთი მოსამარტლის შემადგენლობით დაეთნხმება მხარის მოთხოვნას,“დიდი პალატა’’ ამ საქმეზე მიიღებს  გადაწყვეტილებას[მუხ. 43]

·        „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს’’ „გადაწყვეტილება’’  „სავალდებულოა’’ სახელმწიფოსთვის[!]

·        „გადაწყვეტილების’’ აღსრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს „ევროპის საბჭოს’’ „მინისტრთა კომიტეტი’’

·        „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს’’ „გადაწყვეტილება’’  აკისრებს ვალდებულებას მოპასუხე სახელმწიფოს  გადაუხადოს მომჩივანს შესაბამისი კომპენსაციები და აღადგინოს იგი პირვანდელ სამართლებრივ მდგომარეობაში,რომელშიც იგი ევროპული კონვენციის დარღვევამდე იმყოფებოდა.

·        ამასთანავე,სახელმწიფო ვალდებულია შეცვალოს ქვეყანაში არსებული კანონმდებლობა და  პრაქტიკა[!],რათა მომავალსი მსგავსი „დარღვევები’’ არ დადგინდეს „ადამიანის უფლებატა ევროპული სასამართლოს’’ მიერ.

·        „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო’’ ტერიტორიულად  განთავსებულია ქ. სტრასბურგში[საფრანგეთი]

·        საქართველომ „ადამიანის უფლებათა დაძირითად თავისუფლებათა დაცვის’’  -ევროპის საბჭოს კონვენციის რატიფიცირება მოახდინა 1999 წელს

 

ანუ საქართველო სტრასბურგის სასამართლოს იურისდიქციას ცნობს 1999 წლიდან.  ამ სასამართლოში საქართველოდან სულ 3 მოსამართლე იყო წარდგენილი მინდია უგრეხელიძე (1999-2008), ნონა წოწორია (2008-2017), ლადო ჭანტურია (2017-დან-  დღემდე  წევრია ).

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები