სარჩელი ქმედების განხორციელების თაობაზე[სასკ-ის 24-ე მუხლი]
შესავალი:
·
„ ქმედების განხორციელების თაობაზე’’
სარჩელი [24-ე მუხლის სარჩელი] გულისხმობს
ადმინისტრაციული ორგანოს ისეთი „მმართველობითი
ღონისძიების’’ „განხორციელების’’ მოთხოვნას ან „განხორციელებისგან თავის შეკავების’’ მოთხოვნას
,რომელიც არ არის „ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი
აქტის’’ [ინდაქტის] გამოცემა.
მუხლი 24. სარჩელი ქმედების განხორციელების თაობაზე
1
1. სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ხ
·
„ ქმედების განხორციელების თაობაზე’’
სარჩელის [ანუ 24-ე მუხლის სარჩელის] მიზანი არის:
„მართველობითი ღონისძიების;; განხორციელება -„ადმინისტრაციული რეალაქტის’’ ფორმით
ხ
·
სარჩელი სასკ-ის 24-ე მუხლის
საფუძველზე არის „შედეგიანი’’ ,როდესაც ის
არის „დასაშვები’’ და „დასაბუთებული’’
1. 24-ე მუხლის
სარჩელის „დასაშვებობა’’
·
„ ქმედების განხორციელების თაობაზე’’
სარჩელის [24-ე მუხლის სარჩელის] დასაშვებობის საფუძვლები მოცემულია სასკ-ის 24-ე
მუხლში
·
ასეთი სარჩელის „დასაშვებობის’’ ფარგლებში მოწმდება შემდეგი წინაპირობები:
1) „საჯარო მმართველობის
საქმიანობის’’-„ სამართლებრივი ფორმა’’
2) „პირდაპირი და უშუალო[ანუ
ინდივიდუალური] ზიანი’’
3) „სარჩელის ხანდაზმულობის
ვადები’’
[ამ წინაპირობების ჩამონათვალი ზეპირად]
·
ქვემოთ სათითაოდ მიმოვიხილოთ ეს
წინაპირობები:
1.1 „საჯარო მმართველობის
საქმიანობის’’ – „სამართლებრივი ფორმის’’ შემოწმება
·
„საჯარო მმართველობის საქმიანობის’’ „სამართლებრივი ფორმა’’,რომლის „განხორციელებას’’ ან „განხორციელებისგან თავის შეკავებას’’
მოსარჩელე ითხოვს ადმინისტრაციული
ორგანოსგან სასამართლო წესით ,უნდა იყოს -“ადმინისტრაციული რეალაქტი ‘’
ხ
·
„ადმინისტრაციული
[ორგანოს] რეალაქტი’’[ანუ „დე-ფაქტო’’ მოქმედება,ანუ „რალური მოქმედება’’,ანუ
ე.წ. “უბრალო[მარტივი] მმართველობითი საქმიანობა’’-ეს ტერმინები ერთი და იგივეს აღნიშნავს]
არის-„ადმინისტრაციული ორგანოს’’ ისეთი საჯარო-სამართლებრივი
ღონისძიება,რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის „წარმოშობის’’,“შეცვლის’’
ან „შეწყვეტისაკენ’’,არამედ კონკრეტული
„ფაქტობრივი შედეგის’’დადგომისაკენ[!]
[ცნება -საზეპიროდ]
ხ
·
„ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისგან’’ „ადმინისტრაციული
რეალაქტის’’ განსხვავების კრიტერიუმია „ადმისტრაციული-სამარტლებრივი აქტის’’
ცნების[იხ.სზაკ-ის მე-2 მუხ.] ელემენტი-„მოწესრიგება’’
·
„რეალაქტი’’ არ ახდენს სამართლებრივი ურთიერთობის „მოწესრიგებას’’ [„აქტისგან’’
განსხვავებით]
·
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედება[რეალაქტი]
შეიძლება გამოვლინდეს როგორც „ადმინისტრაციული ორგანოს შიგნით’’ ,ისე „ადმინისტრაციული ორგანოს გარეთ’’
ხ
·
„შიდაორგანიზაციულ
რეალაქტთან’’’ მაშინ გვაქვს საქმე,როდესაც მისი „ფატობრივი შედეგები’’ არ სცილდება
ამ ორგანოს ფარგლებს
·
ასეთ შემთხვევებს მიეკუთვნება,როდესაც „ადმინისტრაციული
ორგანოს მუშაკი’’ ადგენს „დოკუმენტებს’’ ან ასრულებს „სხვა წერით სამუშაოებს’’,“აწყობს
თათბირებს’’,ახდენსდოკუმენტების სისტემატიზაციას’’ და ა.შ.[ესენი შიდა „რეალაქტებია’’]
ხ
·
მაგრამ „ადმინისტრაციული ორგანოს’’ „რალაქტების’’ უფრო
დიდი ნაწილი მიმართულია „ორგანოს გარეთ’’
„ფაქტობრივი შედეგების’’ დადგომისკენ [!]
·
„ადმინისტრაციული
ორგანოს გარეთ’’ მიმართული რეალაქტები ორ ჯუფად იყოფა :
1) “საინფორმაციო ხასიათის რეალაქტები’’[მაგ.“მოქალაქეთა შეკითხვებზე
ახსნა განმარტებების მიცემა’’,“მოქალაქეთა გაფრთხილება მოსალოდნელი საშიშროების თავიდან
ასაცილებლად’’,“ადმინისტრაციული ორგანოს ხელმღვანელის საჯარო წლიური მოხსენებები’
და’
2) „ფაქტობრივი ქმედებები’’[მაგ. „ქუჩების
დასუფთავება’’,“სკვერების მოწყობა’’,“სოციალური ფულადი და მატერიალური დახმარებების
გაცემა’’ და ა.შ.
ხ
·
„ადმინისტრაციული
ორგანოს“რეალაქტის’’ განხორციელების „სამართლებრივ საფუძველს’’
შეიძლება ქმნიდეს: ა) „კანონი’’ბ) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტი[ნორმაქტი] გ)იინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი[ინდაქტი] დ)“აღმჭურველი
ხასიათის’’ რეალაქტი ე) ასევე,რეალაქტი შეიძლება განხორციელდეს „კონკრეტული სამართლებრივი
საფუძვლების გარეშეც’’
ხ
·
ყურადღება: 24-ე მუხლის სარჩელის გამოყენების სფერო
არ არის შეზღუდული მხოლოდ „ადმინისტრაციული
რეალაქტის’’ განხორციელების მოთხოვნით.
·
რადგან “მმართველობითი ღონისძიება’’,“რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას’’ [24-ე მუხ. ნაწ. 1-ლი] შეიძლება
იყოს მოტხოვნა:“დმინისტრაციულმა ორგანომ
არ განახორციელოს ქმედება- კერძოდ, არ
გამოსცეს ინდაქტი’’
ხ
1.1.1.
„ადმინისტრაციული
ორგანოს ’’ სარჩელი’’ „ქმედების’’[რეალაქტის]
განხორციელების მოთხოვნით.
·
ყურადღება: „ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით’’ გათვალისწინებული „უფლების დაცვის’’ რომელიმე „საპროცესო სამართლებრივი საშუალება’’
შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ადმინისტრაციული
ორგანოს მიერ მოქალაქის წინააღმდეგ.
ხ
·
24-ე მუხლის სარჩელი „ქმედების განხორციელების თაობაზე’’ [„უფლების
დაცვის’’ საპროცესო სამართლებრივი საშუალებაა] და იგი „დასაშვებია’’,თუ ა)დავა მოქალაქესთან
გამომდინარეობს „ადმინისტრაციული სამართლის’’ კანონმდებლობიდან და ბ) არ გვაქვს სახეზე სასკ-ის მე-2 მუხლის მე-4
ნაწილით განსაზღვრული დასაშვებობის გამომრიცხველი გარემოება.[“დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს სარჩელი იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის გადაწყვეტაც მის უფლებამოსილებას განეკუთვნება.’’]
ხ
·
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის[სასკ-ი] მე-2 მუხლი 1-ელ,მე-2 და მე-3
ნაწილებში მოცემულია სასამართლოს განსჯადი „ადმინისტრაციული საქმეების’’ ჩამონათვალი.
მუხლი 2. სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები
+
1. სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს:
ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან;
ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება,
შესრულება ან შეწყვეტა;
გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება 1)ზიანის ანაზღაურების,
2)ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან 3)სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე;
დ) 1.აქტის არარად აღიარება,
2.უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა.
2. სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „ტუბერკულოზის
კონტროლის შესახებ“
საქართველოს კანონის
მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით
გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2
ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა,
სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
4. დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს სარჩელი იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის გადაწყვეტაც მის უფლებამოსილებას განეკუთვნება.
5. სასამართლო, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა, არ მიიღებს სარჩელს ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, თუ მოსარჩელემ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით არ გამოიყენა ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა.
[ეს ჩამონათვალი
ზეპირად ყვითლად რაც არის]
ხ
·
ყურადღება:
იმ შემთხვევაში ,როდესაც „დავის საგნის’’ განსაზღვრა
ხდება არა ადმინისტრაციული
ორგანოს საქმიანობის „სამართლებრივ ფორმაზე’’ დაყრდნობით,არამედ „ურთიერთობის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე’’
,“უფლების დაცვის საშუალება’’ უნდა შეირჩეს სასკის 22-ე-25 მუხლებით[!]განსაზღვრული
„სარჩელების’’ სახეებიდან]
·
მაგ. ადმინისტრაციული ორგანოს
მოთხოვნა „მოქმედების განხორციელებაზე’’[მაგ.
თანხის მოქალაქისგან უკან დაბრუნებაზე] პროცესუალურად უნდა
„დადგეს’’’’ სასკ-ის 24 ე მუხლის საფუძველზე[რადგან
ასეთი მოთხოვნა ეხება ისეთი მოქმედების განხორციელებას,რომელიც
არ გულისხმობს აქტის გამოცემას]
ხ
·
ყურადღება: დაუშვებელია „ადმინისტრაციული
ორგანოს სარჩელი’’ იმ საკითხთან დაკავშირებით,რომლის გადაწყვეტაც
მის უფლებამოსილებას განეკუთვნება.[იხ. მუხ.24-ე ნაწ. მე-4][ეს დაიმახსოვრე]
·
„დავა სახელმწიფოსთვის
მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე’’,რომელიც დაკავშირებულია „მოქალაქისტვის ფულადი თანხის გადახდევინებასთან’’-„არ
შეიძლება მიიღწეს’’ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აქტის გამოცემით და სზაკის მე-12 თავით განსაზღვრული „აღსრულების
საშუალებების’’ გამოყენებით.
·
ამიტომ ასეთი „დავის’’ გადაწყვეტა უნდა მოხდეს სასამართლო გადაწყვეტილების
საფუძველზე“სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
1.2 „პირდაპირი და უშუალო[ინდივიდუალური]
ზიანის’’ შემოწმება
მუხლი 24. სარჩელი ქმედების განხორციელების თაობაზე
2. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე პირდაპირ და უშუალო
(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
·
24-ე მუხლის სარჩელის „დასაშვებობის’’ მეორე წინაპირობაა
„პირდაპირ და უშუალო
(ინდივიდუალურ) ზიანი’’,რომელიც ადგება „მოსარჩელის
კანონიერ უფლებას ან ინტერესს’’.
·
24-ე მუხლის
სარჩელის წარდგენისას „მოსარჩელე’’ შეიძლება იყოს: -ან “ადმინისტრაციული რეალაქტის ადრესატი’’ ან „მესამე პირი’’,რომლის კანონიერი
უფლება იზღუდება ადმინისტრაციული ორგანოს
„ქმედების’’[რეალაქტის] განხორციელებით.
·
ანრიგად, მიუხედავად
იმისა,რომ „ადმინისტრაციულ რეალაქტს’’ არ აქვს „მომწესრიგებელი’’
სამართლებრივი ბუნება,მისი განხორციელება ან განხორციელებისგან
თავის შეკავება შეიძლება იწვევდეს სამართლებრივ
შედეგს[!]
1.3 24-ე მუხლის სარჩელის ხანდაზმულობის ვადები
[ამ
სარჩელის „დასაშვებობის’’ მე-3 წინაპირობა]
·
„ქმედების[რეალაქტის] განხორციელების
თაობაზე ‘სარჩელის წარდგენა’’ არ არის დაკავშირებული
კონკრეტულ ვადებთან
·
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ
“ქმედების’’[რეალაქტის] განხორციელებაზე უარის შემთხვევაში 24-ე მუხლის სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს
„უარის’’ ოფიციალური გაცნობიდან’’
ერთი თვის ვადაში.[ანუ
ხანდაზმულობის ვადაა 1 თვე,რომელიც მოსარჩელემ არ უნდა გაუშვას] [ეს დავიმახსოვროთ]
ხ
·
სასკ-ის 24-ე მუხლით წარდგენილი სარჩელი ქმედების განხორციელების მოთხოვნით,ასევე
მოიცავს „უარის ბათილად ცნობის’’ მოთხოვნას,რაც
მოსარჩელეს აიძულებს დაიცვას „გასაჩივრების ერთთვიანი ვადა’’
ხ
·
ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს უმოქმედობის
შემთხვევაში[!][არა უარის,არამედ უმოქმედობის შემთხვევაში] პირს ნებისმიერ დროს შეუძლია
მიმართოს სასამართლოს „ქმედების[რეალაქტის]
განხორციელების’’ მოთხოვნით.
1.4
„სარჩელის დასაბუთებულობა’’
·
სასკ-ის 24-ე მუხლით განსაზღვრული სარჩელის“დასაბუთებულობის’’ შემოწმება
ხდება სასკ-ის 331-ე
მუხლის საფუძველზე[ნახე კოდექსში]
·
სარჩელის „დასაბუთებულობის’’
ფარგლებში მოწმდება
a. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ
„რაიმე მოქმედების განხორციელების’’ ან
„რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უარის’’ -კანონიერება
და
b.
პირდაპირი და უშუალო[ინდივიდუალური] ზიანი,რომელიც „მოსარჩელეს კანონიერ უფლებას ან ინტერესს’’
ადგება.
1.4.1 ადმინისტრაციული „რეალაქტის’’ კანონიერების
შემოწმება
·
ადმინისტრაციული
რეალაქტის კანონიერების შემოწმება ხდება ა)„ფორმალური’’ და ბ)„მატერიალური’’ კანონიერების კრიტერიუმების შემოწმების
საფუძველზე.
ხ
·
„ფორმალური კანონიერების’’ შემოწმებისას მოწმდება -„ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილება,განახორციელოს
მმართველობითი ღონისძიება რეალაქტის ფორმით’’
ხ
·
ადმინისტრაციული
რეალაქტის „მატერიალური კანონიერების’’
შემოწმებისთვის მნიშვნელოვანია მისი[ამ რეალაქტის]
განხორციელების „სამართლებრივი საფუძვლების[‘’!] დადგენა.
·
რეალაქტის
[ქმედების] გახორციელების „სამართლებრივი საფუძველი’’
შეიძლება იყოს:
a.
კანონი
b.
კანონქვემდებარე აქტი
c.
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი[ინდაქტი]
d. ადმინისტრაციული
ხელშეკრულება
e.
ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება
f.
ადმინისტრაციული ურგანოს „ზოგადი’’ უფლებამოსილება
ხ
·
როგორც ვთქვით, „მოქმედების განხორციელების თაობაზე’’
სარჩელის „დასაბუთებულობის’’ შემოწმების კრიტერიუმები მოცემულია სასკის 331
მუხლში
ხ
·
ყურადღება: 24-ე მუხლის სარჩელი დასაბუთებულია,თუ სასამართლო
დაადგენს,რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ
„რეალაქტის განხორციელება’’ ან „უარი რეალაქტის განხორციელებაზე’’-
უკანონოა.[ანუ არ შეესაბამება
მისი განხორციელების „სამართლებრივ საფუძვლებს’’][ეს დაიმახსოვრე]
ხ
·
როგორც ზემოთ აღვნიშნეტ,დაინტერესებული მხარის „უფლება’’ ადმინისტრაციულ ორგანოს მოსთხოვოს რაიმე ქმედების[ანუ
რეალაქტის] განხორციელება,შეიძლება გამომდინარეობდეს :
a.
უშუალოდ კონსტიტუციური ნორმიდან
b.
კანონიდან
c.
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტიდან
d. ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი
აქტიდან[ინდაქტიდან]
e.
ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან
f.
ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებიდან
ყურადღება : კაზუსის ამოხსნის
დროს,პირველ რიგში,ვადგენტ,თუ ამათგან რომელი
„სამართლებრივი საფუძველი’’ გვაქვს სახეზე და მხოლოდ იმის შემდეგ ხდება რეალაქტის „კანონიერების’’ დადგენა.
ხ
·
ყურადღება:
რეალაქტის განხორციელების
მოთხოვნის „სამართლებრივ საფუძველს’’ ძირითადა ქმნის ადმისტრაციული
ორგანოს მიერ გამოცემული-„ ინდივიდუალური
ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი’’ [ანუ ინდაქტი]
ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს
მიერ გამოცემული „ინდაქტი’’ განსაზღვრავს:
ა)
პირის[ადრესატის] უფლებას ,მოითხოვოს ადმინისტრაციული ორგანოსგან
რაიმე მოქმედების[რეალაქტის] განხორციელება
და
ბ) ამ ადმინისტრაციული
ორგანოს „ვალდებულებას’’ განახორციელოს
გარკვეული რეალაქტი.
ხ
ყურადღება:
·
„მოქმედების[რეალაქტის] განხორციელების მოთხოვნის უფლება წარმოიშობა,ასევე
„ადმინისტრაციული ორგანოს’’ მიერ „ინდივიდუალური-სამარტლებრივი
აქტის გამოცემის’’ ან „რაიმე მოქმედების განხორციელების ‘’ შედეგად
„დამდგარი ზიანის’’ შემთხვევაშიც[!]
ხ
ყურადღება:
·
გარდა ამისა, „ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება’’ განახორციელოს რეალაქტი[მოქმედება]
შეიძლება გაიწეროს -ადმინისტრაციულ ხელშეკრულებაში[!]
ხ
ყურადღება:
·
მოსარჩელეს „მოთხოვნის
უფლების’’ „სამართლებრივი საფუძვლების’’ შემოწმება შესაძლებლობას
გვაძლევს „დავადგინოთ’’
არსებობს თუ არ არსებობს
“ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება’’ რაიმე „მოქმედების განხორციელებაზე’’
ან „მოქმედებისგან თავის შეკავებაზე’’
·
მოსარჩელეს „მოთხოვნის
უფლების’’ „სამართლებრივი საფუძვლის’’ „არსებობა’’[ანუ სახეზე ყოფნა]
თავისთავად მიუთითებს ამ „უფლების მატარებლის’’[ანუ მოსარჩელეს] „კანონიერი უფლების ან ინტერესის’’
ხელყოფაზე.
·
ამდენად,როცა
კი დავადგენთ“დაინტერესებული მხარის’’ უფლებას,მოითხოვოს
რაიმე ქმედების განხორციელება,ეს მიუთითებს „ადმინისტრაციული ორგანოს’’ მიერ რაიმე მოქმედების
განხორციელების ან განხორციელებაზე უარის „უკანონობაზე’’ და შესაბამისად დაინტერესებული მხარის
„კანონიერი უფლების და ინტერესის’’
ხელყოფაზე. [ეს დაიმახსოვრე]
1.5 „პირდაპირი და უშუალო
ზიანი
·
„ადმინისტრაციული
რეალაქტის’’ „ განხორციელების’’ ან „განხორციელებისგან თავის შეკავების’’ უკანონობის შემოწმების შემდეგ,უნდა დადგინდეს-„იწვევს თუ არა ეს მოსრჩელის უფლების შეზღუდვას.’’
·
სარჩელის „დასაშვებობის’’ შემოწმების ეტაპზე გაკეთებული
ვარაუდი უფლების დარღვევაზე საჭიროებს „დასაბუტებულობის’’ შემოწმების ეტაპზე დაკონკრეტებას
·
„დასაბუთებულობის’’ შემოწმების ეტაპზე კონკრეტულად
უნდა განისაზღვროს „უფლების შეზღუდვის მოცულობა’’,რამდენადაც ეს გვაძლევს შესაძლებლობას,განვსაზღვროთ
მმარტველობითი ღონისძიების უკანონობის შინაარსი და დავის განხილვის შედეგი.
2. სასამართლო გადაწყვეტილება
·
სასკ-ის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელტან დაკავშირებიტ
სასამართლოს გამოაქვს „გადაწყვეტილება’’,რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს,გადაწყვეტილებაში მოცემული სასამართლოს
დასკვნების გათვალისწინებით,განახორციელოს მოქმედება[რეალაქტი]
ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისგან[ეს დაიმახსოვრე]
Комментарии
Отправить комментарий