სარჩელი „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის’’ „გამოცემის’’ თაობაზე [სასკ-ის 23-ე მუხლის სარჩელი]]
აქ განხილულია საკითხები:
1) „მავალდებულებელი
სარჩელის’’ -ცნება[შესავალი]
2)
23-ე მუხლის სარჩელის[ანუ „მავალდებულებელი სარჩელის’’]
საგანი
3) .„მავალდებულებელი
სარჩელის’’ მიზანი.
4) „მავალდებულებელი
სარჩელის’’ „დასაშვებობა’’
5)
23-ე მუხლის
სარჩელის „დასაბუთებულობა’’
6) სასამართლოს „გადაწყვეტილება’’ 23-ე მუხლის სარჩელთან დაკავშირებით.
შესავალი
·
დაინტერესებულ პირს შეუძლია სარჩელით მიმართოს სასამართლოს „ადმინისტრაციული
ორგანოსთვის’’ „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის’’ გამოცემის „დავალების’’ [!] მოთხოვნით.
·
ყურადღება: სარჩელის ამ სახეს “მავალდებულებელი’’ სარჩელი
ეწოდება[დაიმახსოვრე] ან სარჩელი „მოვალეობის შესრულების შესახებ’’
·
დასაბუთებული სასარჩელო მოთხოვნის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის’’ გამოცემას
ხ
1. 23-ე მუხლის სარჩელის „დავის საგანი’’.
·
ასეთი სარჩელის „დავის საგანს’’ წარმოადგენს: „სასამართლოს
მიერ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსთვის იმ
„ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის’’ გამოცემის „დავალება’’,რომლის გამოცემაზეც „ადმინისტრაციულმა ორგანომ’’ „მოსარჩელეს’’ „კანონსაწინააღმდეგოდ უთხრა
უარი’’ ან „უარი’’ ნათქვამია ადმინისტრაციული ორგანოს უმოქმედებით.
2.„მავალდებულებელი
სარჩელის’’
მიზანი.
·
ასეთი სარჩელის „მიზანია’’ ,სასამართლოს გადაწყვეტილებით,უფლებამოსილ ადმინისტრაციულ
ორგანოს დაევალოს
„ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის’’
გამოცემა
ხ
·
თუ „ადმინისტრაციულ ორგანო’’ უარს ამბობს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული
„ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის’’ გამოცემაზე
,მაშინ გზა იხსნება სასკ-ის 23-ე მუხლით გათვალისწინებული
სარჩელის წარდგენისკენ
მუხლი 23. სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე
+
1. სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
2. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
3. თუ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის მიღებიდან ერთი თვის ვადაში.
4. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე სარჩელის აღძვრის შემთხვევაში არ დაიშვება შეგებებული სარჩელის წარდგენა.
·
„მავალებულებელი ‘’ სარჩელით[ანუ 23-ე მუხლით გათვალისწინებული
სარჩელით] მოსარჩელე ითხოვს არა „ადმინისტრაციული ორგანოს’’ „უარის’’ უკანონოდ ცნობას,არამედ იმ „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის’’ გამოცემის „დავალებას’’ ადმინისტრაციული ორგანოსთვის ,რომლის გამოცემაზეც უფლებამოსილმა
„ადმინისტრაციულმა ორგანომ’’ მოსარჩელეს „უარი’’ უთხრა.
ხ
·
„მავალებულებელი ‘’ სარჩელი[ანუ 23-ე მუხლით გათვალისწინებული
სარჩელი] ასევე აღიძვრება მაშინაც ,როცა ისეთი „სამართლებრივი აქტისა’’ გამოცემაა მოთხოვნილი,რომლის
გამოცემა „ადმინისტრაციული ხელშეკრულებითაა’’ გატვალისწინებული და ადმინისტრაციული ორგანო არ ასრულებს თავის ვალდებულებას
ხ
·
„მავალებულებელი ‘’ სარჩელი[ანუ 23-ე მუხლით გათვალისწინებული
სარჩელი] ასევე აღიძვრება მაშინაც როდესაც მოსარჩელე სასამართლოსგან მოითხოვს „მისი
რაიმე უფლების’’ დამადასტურებელი ინდაქტის[!] გამოცემის
„დავალებას’’ ასდმინისტრაციული ორგანოსთვის.
ხ
სამახსოვრო:
·
სასკ-ით გათვალისწინებული ამა თუ იმ სარჩელის სახეობის გამოყენება დამოკიდებულია
იმ მიზანზე,რომელსაც ისახავს მოსარჩელე[!]
·
23-ე მუხლიტ გატვალისწინებული სარჩელიტ[ანუ „მავადებულებელი’’ სარჩელით] პირი სასამართლოს მიმართავს „არსებული მდგომარეობის
სეცვლის და მისთვის ხელსაყრელი მდგომარეობის მიღწევის ‘’-მიზნიტ.
·
ყურადღება:„ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის’’ გამოცემის თაობაზე სარჩელის[ანუ „მავადებულებელი’’
სარჩელის] „დასაშვებობის პირობებს’’ განსაზღვრავს 23-ე მუხლის მე-2 ;მე-3
და მე-4 ნაწილები [იხ. ზემოთ მუხლი ]
·
ხოლო სარჩელის „დასაბუთებულობის
პირობებს’’- 33-ე მუხლი განსაზღვრავს
ხ
·
სარჩელი „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის გაუქმების თაობაზე’’[ანუ სვასიტყვებით „შეცილებითი სარჩელი’’ სასკ-ის 22-ე მუხლი] და „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე’’ სარჩელი[ანუ „მავადებულებელი’’
სარჩელი -სასკ-ის 23-ე მუხლი ] - სხვადასხვა
„მიზნებს’’ ისახავენ
ხ
·
22-ე მუხლის
სარჩელის „მიზანია’’
აღმოიფხვრას „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის გამოცემით -„დამდგარი’’ მდგომარეობა,ანუ
აღდგეს „აქტის’’ გამოცემამდე არსებული მდგომარეობა
·
ხოლო თუ მოსარჩელეს „მიზანია’’ არსებული მდგომარეობის
„შცვლა’’ და „მისთვის ხელსაყრელი მდგომარეობი მიღწევა’’ „დასაშვებია’’ და გამოიყენება- სარჩელი „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე’’[მუხ.23-ე]
3.„მავალდებულებელი სარჩელის’’ დასაშვებობა
·
ასეთი სარჩელი „დასაშვებია’’ თუ სახეზეა შემდეგი წინაპირობები[ზეპირად]:
a.
„ადმინისტრაციული ორგანოს
უკანონო უარი’’[ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის გამოცემაზე]
b. პირდაპირ და უშუალო (ანუ ინდივიდუალურ) ზიანი[რომელსაც „უკანონო უარი’’ აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას
ან ინტერესს.]
c. „გაშვებული არ არის გასაჩივრების 1 თვიანი ვადა’’
d.
:
ა)
ადმინისტრაციული ორგანოს
‘’უარი’’ და მისი „კანონიერების ‘’ შემოწმება
·
სასკ-ის 23-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე ამ სახის სასარჩელო მოთხოვნის
დასაშვებობის პირველ წინაპირობას წარმოადგენს: „ადმინისტრაციული ორგანოს უკანონო უარი’’ [ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე]
·
„უარის თქმაში’’ იგულისხმება
:
1.
„წერილობითი უარი’’,რომლითაც „დაიმტერესებული პირის’’
მოთხოვმა სრულად ან ნაწილობრივ არის უარყოფილი[იხ. „წერილობითი უარი’’ სზაკ-ის
177-ე მუხ.მე-2 ნაწ]
2.
„უარის თქმად’’ განიხილება ადმინისტრაციული
ორგანოს მიერ „ადმინისტრაციულ-სამარტლებრივი აქტის’’ გამოცემისათვის განსაზღვრული ვადის
დარღვევა [ანუ დადგენილ ვადაში „აქტის’’ არ
გამოცემა].ასეთი „უარი’’ საჩივრდება სზაკ-იტ დადგენილი წესით.ესაა ე.წ. „უმოქმედობის
უარი’’ ,როცა ადმინისტრაციული ორგანო გაუშვებს „ადმინისტრაციული აქტისტვის’’ დადგენილ,მაგალიტად,
ერთთვიან ვადას
ხ
სამახსოვრო:
·
სასკ-ის 23-ე მუხლის საფუძველზე,სასამართლოში „მავალდებულებელი’’ სარჩელის
აღძვრამდე „დაიმტერესებულ პის’’ მიმართული უნდა ჰქონდეს „ადმინისტრაციული ორგანოსთვის’’
„ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის’’გამოცემის მოთხოვნით[იხ. ქვემოთ „ადმინისტრაციული საჩივრის’’ ერთჯერადად წარდგენის ვალდებულება]
·
„ადმინისტრაციული საჩივრის’’ ერთჯერადად წარდგენის შემდეგ ადმინისტრაციული
ორგანოს უარი “აქტის’’ გამოცემაზე არის სასკ-ის 23-ე მუხლით დადგენილი სარჩელის „დასაშვებობის’’ წინაპირობა.
·
„უარის თქმაში’’ იგულისხნება ა) „წერილობითი უარი’’ ან ბ) „აქტის’’ გამოცემისთვის
დადგენილი ვადის დარღვევა
ხ
·
ყურადღება:“უარის კანონიერების’’ დასადგენად მოწმდება
არა უარის თმის სამართლებრივი საფუძვლები,არამედ-„აქტის გამოცემაზე
მოსარჩელის უფლების სამართლებრივი საფუძვლები’’[ეს იმიტომ,რომ 23-ე მუხლის სარჩელის
მიზანია არა აქტის გამოცემაზე უარის გაუქმება,არამედ-„აქტის
გამოცემა’’]
ხ
·
სასამართლოს მიერ მიღებული „გადაწყვეტილებით’’ ადმინისტრაციულ ორგამოს
შეიძლება დაევალოს „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის’’ -გამოცემა[!]
„ადმინისტრაციული საჩივრის’’ ერთჯერადად
წარდგენის ვალდებულება
·
ყურადღება: „მავალდებულებელი სარჩეწლის’’ „დასაშვებობის’’ საკითხის გარკვევამდე,
ყურადღება უნდა გამახვილდეს სასკ-ის მე-2 მუხლით დადგენილ „ზემდგომ თანამდებობის პირთან/ან
ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში „ადმინისტრაციული საჩივრის’’ ერჯერადად წარდგენის
ვალდებულებაზე
·
სასკ-ის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად:
მუხლი 2. სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები
5.
სასამართლო,
გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა,
არ მიიღებს სარჩელს ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, თუ მოსარჩელემ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით არ გამოიყენა ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა.
·
ამდენად, „დაინტერესებული პირი’’ ვალდებულია,იმ შემტხვევაში,თუ ადმინისტრაციულმა
ორგანომ არ გამოსცა მოთხოვნილი „ადმინისტრაციულ-სამარტლებრივი აქტი’’,მისი „უარი’’
„გაასაჩივროს’’ „ადმინისტრაციული საჩივრიტ’’ ჯერ ამ ორგანოს ზემდგომ ადმინისტრაციულ
ორგანოში /ან ზემდგომ თანამდებობის პირთან და „ადმინისტრაციულ საჩივარზე’’ „სრული’’
ან „ნაწილობრივი’’ უარის მიღების შემთხვევაში,მიმართოს სასამართლოს მოთხოვნით-„დაავალოს’’ ადმინისტრაციულ ორგანოს მის მიერ
მოთხოვნილი აქტის გამოცემა.
·
ყურადღება: გამოიყენა თუა რამოსარჩელემ“ადმინისტრაციული საჩივრის’’ ერთჯერადად
წარდგენის შესაძლებლობა,სასამართლოს მიერ“სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპზე’’ მოწმდება
ბ)“პირდაპირ და უშუალო (ანუ ინდივიდუალურ) ზიანი’’
[რომელსაც ადმინისტრაციული ორგანოს „უკანონო უარი’’ აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას
ან ინტერესს.]
·
სასკ-ის 23-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე ამ სახის სასარჩელო მოთხოვნის
დასაშვებობის მე-2 წინაპირობას წარმოადგენს: „პირდაპირ და უშუალო (ანუ ინდივიდუალურ) ზიანი’’[რომელსაც ადმინისტრაციული ორგანოს „უკანონო
უარი’’ აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.][დაიმახსოვრე]
·
ე.ი. სახეზე უნდა იყოს მოსარჩელის „უფლებისთვის’’
ან „კანონიერი ინტერესისთვის’’
„აქტის’’ არგამოცემით პირდაპირი და უშუალო[იმდივიდუალური]
ზიანის მიყენების „ფაქტი’’
·
„პირდაპირ და უშუალო (ანუ ინდივიდუალურ) ზიანის’’ საფუძვლით „სარჩელის
დასაშვებობის’’ შემოწმებისას „ავტომატურად
მოწმდება’’ „აქვს თუ არა მოსარჩელეს კანონიერი უფლება’’, სასამართლოს საშუალებით იდავოს „აქტის’’ გამოცემის თაობაზე
·
თუ“აქტის’’ არგამოცემა[უარი აქტის
გამოცემაზე]პირის
სამართლებრივ მდგომარეობაზე “ „პირდაპირ და
უშუალო ზიანს’’ არ იწვევს ,მაშინ სარჩელი არის „დაუშვებელი’’
·
სარჩელის“დსაშვებობის’’ დადგენისას მოქმედებს პრეზუმფცია,რომ ირღვევა მოსარჩელეს“სუბიექტური
უფლება’’
·
ხოლო ნამდვილად დარღვეულია ტუ არა იგი,ეს დადგინდება სარჩელის „დასაბუთებულობის’’
შემოწმებისას.
·
„პრდაპირი ზიანის’’ და „დაინტერესებული პირის’’ ცნებები იხ.სზაკ-ის მუხ.მე-2
ნაწ.1-ლი ქვეპუნქტი „ბ’’
გ) ადმინისტრაციული ორგანოს „უარის’’ სასამართლოში „გასაჩივრების ვადები’’
·
სასკ-ის 23-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე ამ სახის სასარჩელო მოთხოვნის
დასაშვებობის მე-3 წინაპირობას წარმოადგენს: „გასაჩივრების ერთთვიანი ვადის დაცვა’’
·
„ერთთვიანი ვადის’’ ათვლა დაიწყება „აქტის’’ გამოცემაზე „წერილობითი უარის’’
„ მიღების’’ მომენტიდან
მუხლი 23. სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე
3. თუ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის მიღებიდან ერთი თვის ვადაში.
·
მაგრამ როგორ უნდა გადაწყდეს „ერთთვიანი ვადის’’
ათვლის დაწყების მომენტის საკითხი,როცა ა)„გამოცემული
არ არის „წერილობითი უარი’’[რაც არის ინდაქტი] და ბ)“ადმინისტრაცილი აქტის გამოცემის ვადაც’’ გაშვებულია[ადმინისტრაციული
ორგანოს „უმოქმედობით’’] ?
·
ასეთ შემთხვევაში „მავალდებულებელი
სარჩელი’’[სას-ის 23 მუხ. 1 ნაწ.] სასამართლოს უნდა წარედგინოს „აქტის გამოცემისთვის დადგენილი ვადი გასვლიდან’’
„ერთი თვის ვადაში’’
დ) „დისკრეციული
უფლებამოსილება’’
·
თავისებურებებით ხასიათდება ისეთი“ადმინისტრაციული აქტების’’გამოცემის
დავალების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა,რომელტა გამოცემახ „ადმინისტრაციული ორგანოს’’
დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება.
·
„დისკრეციული ფლებამოსილების’’ საკითხის გასახსენებლად
იხ. სზაკ-ის მე-2 მუხლის
1-ლი ნაწილის“ლ’’ ქ ქვეპუნტი ,ასევე სზაკ-ის
მე-6 და მე-7 მუხლები.]
ხ
·
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის[სასკ-ი] 33-ე მუხლის
მე-2 ნაწილის თანახმად,სასამართლო არ არის უფლებამოსილი თვითონ გამოსცეს მოთხოვნილი
„ადმიმისტრაციული აქტი’’ თუ საკითხი განეკუტვნება „ადმინისტრაციული ორგანოს’’ „დისკრეციულ უფლებამოსილებას’’
ხ
გავიხსენოთ:
·
„დისკრეციული
უფლებამოსილება’’ ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს თავისუფლებას,კანონმდებლობის შესაბამისი
რამოდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.,მაგრამ ამ
გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს აუცილებლად კერძო და საჯარო ინტერესების დაცვის
დაბალანსების საფუძველზე
·
დისკრეციული
უფლებამოსილება ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა განახორციელოს კანონიტ
დადგენილ ფარგლებში,მხოლოდ იმ მიზნითდა იმ სამართლებრივი შედეგის მისაღებად,რომლის
მისაღწევადაც ადმინისტრაციულ ორგანოს მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.
·
„დისკრეციული
უფლებამოსილებით’’ გამოცემული „აქტი’’ უმდა იყოს „დასაბუთებული’’;“აქტმა’’
არ უნდა
გამოიწვიოს ადრესატის/ადრესატების ’’კანონიერი უფლების და ინტერესების შეზღუდვა’’
·
„დაინტერესებული პირისთვის’’ პრობლემა წარმოიშობა ,მაშიმ
,როცა ადმინისტრაციული ორგანო თავისუფლად ირჩევს „გადაწყვეტილებას’’
ხ
·
“დისკრეციულ უფლებამოსილებასთან’’ დაკავშირებიტ შიძლება
არსებობდეს რამდენიმე შემთხვევა:
1) „დაინტერესებული
პირი’’ მოიტხოვს სასამარტლომ გამოსცეს ისეთი „აქტი’’,რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს
„დისკრეციულ უფლებამოსილებას’’ განეკუთვნება.[ამ შემტხვევაში ,როგორც უკვე აღვნიშნეტ,
,33-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად,სასამართლო შეზღუდულია და არ არის უფლებამოსილი
თავად გამოსცეს ისეთი ინდაქტი,რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს „დისკრეციულ უფლებამოსილებას’’
განეკუთვნება.]
2) სხვაგვარად
დგას საკითხი იმ შემთხვევაში,როდესაც მოსარჩელე ითხოვს ისეთი აქტის გამოცემის დავალებას
,რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. სასამართლომ
ასეთ შემთხვევაში უნდა გამოიყენოს 33-ე მუხლის პირველი ნაწილი და „დაავალოს’’ ადმინისტრაციულ
ორგანოს „დისკრეციული უფდლებამოსილების’’ განხორციელებით
და კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით „გამოსცეს’’ მოსარჩელეს[„დაინტერესებული პირის’’]
მიერ მოთხოვნილი აქტი.[ფაქტობრივად ეს იქნება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დავალდებულება,რომ
მან დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მისაღები ინდაქტი გამოსცეს სასამარტლოს
მიერ დადგენილი სამართლებრივი მოთხოვნების დაცვით.
4.23-ე
მუხლის სარჩელის „დასაბუთებულობა’’
ზოგადი
·
„ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის’’ „გამოცემის’’ თაობაზე სარჩელის
[სასკ-ის 23-ე მუხლი]
„დასაბუთებულობის’’ დადგენის საფუძველია სასკ-ის
33-ე მუხლი
·
33-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად
სარჩელი „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის’’ „გამოცემის’’ თაობაზე არის „დასაბუთებული’’ თუ :
„ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
„აქტის გამოცემაზე უარი’’ ა) კანონს ეწინააღმდეგება ან ბ)“დარღვეულია მისი გამოცემის ვადა’’ და ეს „პირდაპირ და უშუალო
(ინდივიდუალურ) ზიანს’’ აყენებს „მოსარჩელის
კანონიერ უფლებას ან ინტერესს’’
·
23-ე მუხლით გატვალისწინებული სარჩელი[ანუ სარჩელი „აქტის გამოცემის დავალების
თაობაზე’’] –„დასაბუთებულია’’ :
1) თუ „დაინტერესებული პირი’’ [მოსარჩელე] „უფლებამოსილია’’ მოითხოვოს [ სასამართლოსგან] ადმინისტრაციული
ორგანოს დავალდებულება გამოსცეს აქტი
2) თუ „ადმინისტრაციული ორგანო’’ [მოპასუხე] „უფლებამოსილია’’ გამოსცეს აქტი
3) თუ
ადმინისტრაციული ორგანოს „უარი აქტის გამოცემაზე’’
უკანონოა
4) თუ უარის გამო „პირდაპირი და უშუალო [ინდივიდუალური] ზიანი’’ ადგება „მოსარჩელეს კანონიერ უფლებას ან ინტერესს’’
5) თუ მოსარჩელეს მიერ წარმოდგენილია
მისი მოთხოვნის დამადასტურებელი ფაქტობრივი და სამართლებრივი
საფუძვლები ან მათ ნაცვლად
ადმინისტრაციული ორგანოს „დისკრეციულ უფლებამოსილებაზე’’
მითითება
[ყურადღება: 23-ე მუხლის სარჩელის „დასაბუთებულობის’’ ეს წინაპირობები ზეპირად]
ხ
შენიშვნა 1:
ადმინისტრაციული
ორგანოს „დისკრეციული უფლებამოსილება’’ არ არსებობს როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს
მხოლოდ ერთადერთი
გადაწყვეტილების უფლება აქვს და მას არჩევანის თავისუფლება არ გააჩნია. ასეთ
დროს მის მიერ მიღებული ნებისმიერი
„სხვა ‘’ გადაწყვეტილება ჩაითვლება „უკანონოდ’’
შენიშვნა 2:
სარჩელი „დასაბუთებულია ‘’ თუ აქტის გამოცემიასთან’’
დაკავშირებულ მატერიალურ[ადა არა არა საპროცესო
სამართლის] ნორმებს ემყარება.
აქ იგულისმება ნორმები რომლებიც:
a. ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს „მოთხოვნილი აქტის’’ გამოცემის უფლებამოსილებას
და
b. „დაინტერესებულ პირს’’ ანიჭებს უფლებამოსილება ,მოითხოვოს „აქტის’’ გამოცემა
ყურადღება:
მოსარჩელეს „მოთხოვნის უფლება’’
[აქტის გამოცემის თაობაზე] შესაძლოა გამომდინარეობდეს:
1)
უშუალოდ მოქმედი კანონმდებლობიდან
2)
კონსტიტუციიდან
3)
„ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან’’
[ოღონდ თუ ეს ხელშეკრულება
შეიცავს „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე შეთახმებას’’ და თუ ეს ხელშეკრულება „იურიდიულ ძალაშია’’]
ა)
მოსარჩელეს „მოთხოვნის უფლების’’ კანონიერების შემოწმება
·
მოსარჩელეს[დაინტერესებულიპირის] მოთხოვნის
უფლები კანონიერების დადგენისას მოწმდება:
1) „აქტის გამოცემის მოთხოვნის’’
„კანონიერება’’
და
2) ადმინისტრაციული ორგანოს[მოპასუხის] ა)საგნობრივი ბ)ტერიტორიული
და გ) ინსტანციური - უფლებამოსილება
1.2 „აქტის
გამოცემის მოთხოვნის’’ „კანონიერება’’
·
ყურადღება : „აქტის გამოცემაზე
უარი’’ ან „აქტის გამოცემის ვადის’’ დარღვევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ
არის „უკანონო’’,მხოლოდ მაშინ როდესაც „დაინტერესებულ
პირს’’ აქვს აქტის გამოცემაზე „კანონიერი უფლება’’ ან „კანონიერი
ინტერესი’’
·
როგორც კი დადგინდება მოსარჩელეს[დაინტერესებული პირის] „კანონიერი უფლება’’
და „კანონიერი ინტერესი’’ აქტის გამოცემაზე,ამით ირიბად დადგინდება მოსარჩელის „უფლების’’ და „კანონიერი ინტერესის’’ ხელყოფის „ფაქტი’’ [თუ სახეზეა „უარი’’]
·
„აქტის გამოცემის ვადის დარღვევა’’ ასევე „განსაკუთრებულ შემოწმებას’’ საჭიროებს.
1.3 “უფლებამოსილია’’ თუ არა ადმინისტრაციული ორგანო ?
·
მოსარჩელეს „მოთხოვნის უფლების’’ შემოწმების შემდეგი ეტაპია ადმინისტრაციული
ორგანოს - ა)საგნობრივი
ბ)ტერიტორიული და გ) ინსტანციური „უფლებამოსილების’’
აუცილებელი შემოწმება
·
რადგან „არაუფლებამოსილი’’
ადმინისტრაციული ორგანოს „უარი’’ სარჩელს არ ხდის „დასაბუთებულს’’[ანუ „ადმინისტრაციული ორგანო’’ აუცილებლად უნდა იყოს
უფლებამოსილი და ისე უნდა უთხრას უკანონო
„უარი’’ დაინტერესებულ პირს აქტის გამოცემაზე,რომ დაინტერესებულ პირს წარმოეშვას „მოთხოვნის
უფლება’’]
·
დაიმახსოვრე:სასამართლოს არ შეუძლია „არაუფლებამოსილ ორგანოს’’ დაავალოს გამოსცეს უფლებამოსილი მოსარჩელეს მიერ მოთხოვნილი „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი’’.
·
ასევე,როდესაც „დაინტერესებულ პირს’’ „განცხადება შეაქვს „არაუფლებამოსილ
ადმინისტრაციულ ორგანოში’’ და ეს უკანასკნელი არ გამოსცემს მოთხოვნილ „ადმინისტრაციულ
სამართლებრივ აქტს’’,ეს ორგანო არ არღვევს
კანონს.
ხ
·
ხოლო „უფლებამოსილი ადმინისტრაციული
ორგანოს’’ მიერ კანონის დარღვევა მდგომარეობს
იმაში,რომ ის არღვევს მის მიმართ სზაკ-ის 85-ე მუხლით დადგენილ
„ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დახმარების
გაწევის მოვალეობას’’ და სზაკ-ის მე-80 მუხლით დადგენილ
„უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსტვის
განცხადების გადაგზავნის ვალდებულებას’’.[იხ. სზაკში -ეს მუხლები და მონიშნე კაზუსების ამოხსნისას დაგჭირდება]
ხ
·
ამრიგად, დავიმახსოვროთ[!] სარჩელის „დასაბუთებულობის’’
ერთ-ერთი აუცილებელი
წინაპირობაა,რომ აქტის გამოცემაზე უარი
ან აქტის გამოცემის ვადის დარღვევა[ე.ი.“უმოქმედობის
უარი’’ დაიმახსოვრე ეს ტერმინი ვადის დარღვევით გამოწვეულ უარს აღნიშნავს ] გამოტანილი/გამოწვეული იყოს მხოლოდ „უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს’’[!]
მიერ
ხ
1.2.1 მოსარჩელის „კანონიერი უფლების’’ ან „კანონიერი ინტერესის’’ სამართლებრივი საფუძვლები
·
მოსარჩელის[დაინტერესებული პირის] „კანონიერ უფლებას’’ ან „კანონიერ ინტერესის’’
არსებობას ვადგენთ „მატერიალური სამართლის’’ ნორმის საფუძველზე
·
„კანონიერი უფლების და ინტერესის’’ სამართლებრივი საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) კანონი,ბ)კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი გ)კონსტიტუციური ნორმა[მხოლოდ
„ადამიანის უფლებების და თავისუფლებების’’ თავიდან] დ)“ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება’’,ან ე)“ადმინისტრაციული ხელშეკრულება’’
[ეს ჩამონათვალი
ზეპრად]
ხ
ა)მოსარჩელეს
„კანონიერი უფლების და ინტერესის’’ „კანონისმიერი’’ სამართლებრივი საფუძველი
·
სარჩელი „ადმინისტრაციულ-სამართლბრივი აქტის’’ გამოცემის
თაობაზე[ანუ სხვანაირად 23-ე მუხლის სარჩელი]
ხშირად დაკავშირებულია ე.წ. „ნებართვების’’ მოპოვებასთან.
·
„ნებართვის ‘’ გაცემის
ორი შესაძლებლობა არსებობს ა) „პრევენციული
აკრძალვა’’ -ნებართვის გაცემის შესაძლებლობით და ბ) „რეპრესიული აკრძალვა’’ -აკრძალვის მოხსნის შესაძლებლობით.[დავიმახსოვროთ
„აკრძალვის’’ ეს სახეები]
ხ
მაგალითი:
·
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით,სამშენებლო სამუშაოების
წარმოება საჭიროებს „შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს’’ თანხმობას.
·
სამშენებლო საქმიანობის „პრევენციული აკრძალვის’’ [ანუ წინასწარი
აკრძალვის] მიზანია,არა კონკრეტული მოქმედების[მაგ.მშენებლობის] აკრძალვა,არამედ ის
აძლევს ადმინისტრაციულ ორგანოს პრევენციული შემოწმების საშუალებას-ხომ არ ეწინააღმდეგება განზრახული მოქმედება[მაგ. მშენებლობა]
მატერიალურ-სამარტლებრივ ნორმების მოთხოვნებს
·
კეროდ, განზრახული მშენებლობა კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე
ხომ არ ეწინააღმდეგება ა)„ქალაქმშენებლობის
გეგმებს’’ან ბ) „მეზობელი ნაკვეთის მესაკუტრის
იმტერესებს და გ)სხვა სამშენებლო-სამართლებრივი
ნორმებიტ გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
·
„მშენებლობის უფლება’’ ,ეს არის ადამიანის უფლება,რომელიც
კონსტიტუციითაა გარანტირებული[!]
·
მშენებლობის უფლების რეალიზაციის „შეზღუდვა’’,მასზე
ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან „წინასწარი
ნებართვის’’ გაცემის შესაძლებლობის დადგენით,მიზნად ისახავს არა ამ უფლების შეზღუდვას,არამედ
ახდენს ამ უფლების რეალიზაციის პროცესის
სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევას.
·
ამ ე.წ.“პრევენციული აკრძალვის’’ „ფართოდ გამოყენება’’ პრაქტიკაში აიხსნება იმ უბრალო მიზეზით,რომ მხოლოდ ამ გზით არის
შესაძლებელი,თანამედროვე სამშენებლო ტექნიკიდაბ გამომდინარე სფრთხეების თავიდან აცილება.
·
კეროდ, ბუნებისა და ჯანმრთელობისთვის საშიში მანქანა-დანადგარების
ექსპლუატაციაში შესვლამდე საჭიროა მშენებლობაზე
„წინასწარი ნებართვა’’,ანუ ამ მანქანების „ექსპლიატაციის დაწყება აკრძალულია ’’[ანუ „პრევენციულად
აკრძალულია’’ მშენებლობა] იქამდე, ვიდრე არ
გაიცემა „ მშენებლობის ნებართვა’’
ხ
·
ხოლო მეო რე სახის ანუ „რეპრესიული აკრძალვის’’
მიზანია „კონკრეტული საქმიანობის’’ აკრძალვა და “ კონკრეტულ შემთხვევებში’’,
მხოლოდ საქმის შესწავლის შემდეგ,შეიძლება ამ საქმიანობაზე„ექსკლუზიური ნებართვის’’ გაცემა
·
ასეთ „რეპრესიულ აკრძალვასთან’’ გვაქვს საქმე,მაგალითად როდესაც
„აკრძალულია გარკვეული სახეობის საბრძოლო იარაღების დამზადება’’ და შესაძლებელია,მხოლოდ
„გამონაკლისის სახით,გაიცეს ნებართვა ასეთი იარაღების დამზადებაზე’’.
·
ამრიგად, „ნებართვის’’ მოპოვების პროცესში,შესაძლოა, შეუძლებელი იყოს ერთი რომელიმე კონკრეტული საკანონმდებლო
აქტის საფუძველზე მოსარჩელის „კანონისმიერი სამართლებრივი
საფუძვლის დადგენა.
ხ
·
„მავალდებულებელი
სარჩელის’’ დასაბუთებულობის შემოწმებისას აუცილებელი
ყურადღება ექცევა ადმინისტრაციული ორგანოს
დისკრეციული უფლებამოსილების საკითხს.
·
თუ მოთხოვნილი აქტის გამოცემასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ
ორგანოს მინიჭებული აქვს „დისკრეციული უფლებამოსილება’’,ეს ზღუდავს სასამართლოს.[ანუ
ასეთ შემთხვევაში სასამართლო პირდაპირ ვერ დაავალებს ადმინისტრაციულ ორგანოს სარჩელით მოთხოვნილი კონკრეტული აქტის გამოცემას]
·
სამაგიეროდ მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს,რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ თავისი დისკრეციული
უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში[ანუ რამე იღონოს ,ხოლო
თუ რა თავად გადაწყვიტოს თავისი უფლებამოსილების ფარგლებშიო ამის მოთხოვნის უფლება
აქვს მოსარჩელესო]
·
ხოლო სასამართლოს აქვს შესაძლებლობა შეამოწმოს მოქმედებდა
თუ არა ადმინისტრაციული ორგანო კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ,როცა განახორციელა
ესა თუ ის დისკრეციული უფლებამოსილება.
ხ
ბ)მოსარჩელეს
„კანონიერი უფლების და ინტერესის’’ სამართლებრივი საფუძველი-„ადმინისტრაციული დაპირება’’
·
მოსარჩელის კანონიერი უფლებისა და ინტერესის წარმოშობის
საფუძველი შეიძლება იყოს
ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება
·
სარჩელის „დასაბუთებულობის’’
შემოწმებისას
მოწდება „დაპირების’’ სზაკის მე-9 მუხლთან შესაბამისობა.[წაიკითხე ეს მუხლი სზაკში]
·
„ადმინისტრაციული
ორგანოს „დაპირება’’ არის „ადმინუსტრაციული ორგანოს’’ „წეილობითი დოკუმენტი’’,რომელიც ადასტურებს,რომ დაპირებული ქმედება განხორციელდება,ჩვენს შემთხვევაში ანუ 23-ე მუხლის სარჩელის
შემთხვევაში „დაპირებული ქმედება’’ არის „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის გამოცემა’’,რაც შეიძლება გამხდარიყო
დაინტერესებული პირის[მხარის] „კანონიერი
ნდობის’’ საფუძველი.
ხ
·
„ადმინისტრაციული დაპირება’’ არ არის ინდაქტი[რადგნ არ აწესებს,არ ცვლის,არ წყვეტს და არ ადასტურებს
პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.]
ხ
·
„„ადმინისტრაციული
დაპირება’’ არ ახდენს კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგებას,იგი მხოლოდ შეიცავს „მომავალში’’
ასეთი ურთიერტობის მოწესრიგების დაპირებას.
·
ამრიგად,„ადმინისტრაციული
დაპირება’ ჯერ კიდევ არ არის ქცეული „ინაქტად’’,მიუხედავად ამისა,სზაკის მე-9 მუხლის
მე-4 ნაწილის თანახმად[წაიკიტხე სზაკში და მონიშნე] ის განიხილება ,როგორც „ინდაქტი’’ და მის „ადრესატს’’
ეძლევა შესაძლებლობა,გამოიყენოს „ინდაქტის’’ გასაჩივრებისთვის კანონმდებლობით
დადგენილი წესი.
·
ხ
·
„ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის’’ გამოცემის თაობაზე
სარჩელის[23-ე მუხლის სარჩელის] „დასაბუთებულობისათვის’’ მნიშვნელოვანია,რომ
სახეზე იყოს“ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებიდან’’
წარმოშობილი „დაინტერესბული მხარის’’ -„კანონიერი ნდობა’’
·
ანუ არ უნდა გვქონდეს სახეზე „კანონიერი
ნდობის’’ გამომრიცხველი გარემოებები,რომლებიც მოცემულია
სზაკ-ის
მე-9 მუხლის მე-2 ნაწილში[წაიკითხე და მონიშნე აუცილებლად კაზუსებში დაგჭირდება]
ხ
გ) მოსარჩელეს „კანონიერი უფლების და ინტერესის’’ სამართლებრივი
საფუძველი-- „კონსტიტუციური ნორმა’’
·
„მავალდებულებელი სარჩელის’’ „დასაბუთებულობის’’ სამართლებრივი საფუძველი შეიძლება
იყოს „ადამიანის უფლებების და თავისუფლებების ‘’ დამდგენი რომელიმე კონსტიტუციური ნორმა.[თუმცა,ეს
იშვიათობაა]
·
და იშვიათობაა რადგან,როდესაც
„კანონი’’ ადგენს „კონსტიტუციით გარანტირებული უფლების’’ რეალიზაციის სამარტლებრივ
ჩარჩოებს,მოსარჩელის კანონიერი უფლებისა და ინტერესის სამართლებრივ საფუძველს ქმნის
თავად ეს კანონი და არა კონსტიტუცია,თუმცა
ამ დროსაც კონსტიტუცია უზენაესი კანონია
ხ
·
მიუხედავად
„კანონის’’ საკმარისობისა ,“თანასწორობის’’ კონსტიტუციური პრინციპი ზოგჯერ მაინც
შეიძლება გახდეს
“აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის’’ გამოცემაზე „დაინტერესებული
პირის’’ უფლების წარმოშობის
სამართლებრივი საფუძველი
ხ
5.
23-ე მუხლის სარჩელის „დასაბუთებულობის’’ „სხვა’’ სამართლებრივი
საფუძვლები
a. „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის გამოცემის თაობაზე ‘’ სარჩელი[ანუ 23-ე მუხლის სარჩელი] შეიძლება იყოს „დასაბუთებული’’ როდესაც- „ადმინისტრაციული ორგანო’’ თვითნებურად უხვევს ჩამოყალიბებულ პრაქტიკას
და იღებს“დაუსაბუტებელ გადაწყვეტილებას’’ ,ან როდესად „დაუსაბუთებლად უარს
ამბობს ამ პრაქტიკის შეცვლაზე’’
b. „სამართლებრივი ურთიერთობის’’
„რომელიმე მხარის კანონიერი უფლებებისა და თავისუფლებების
შეზღუდვა’’ ან “კანონმდებლობით გაუტვალისწინებელი
რაიმე უპირატესობის მინიჭება’’ ადმინისტრაციული ორგანოს „გადაწყვეტილებას’’ ხდის -„უკანონოს’’
ადმინისტრაციული ორგანოს
„უკანონო გადაწყვეტილება’’ კი “ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე’’ სარჩელის[23-ე მუხლის სარჩელის] დასაბუთებულობის
საფუძველი შეიძლება გახდეს.
6. სასამართლოს
„გადაწყვეტილება’’ 23-ე
მუხლის სარჩელთან
დაკავშირებით.
·
თუ სასამართლო სარჩელის „დასაბუთებულობის შემოწმების შემდეგ დაადგენს,რომ
„ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე
უარი’’ ან “ასეთი
აქტის გამოცემის ვადის დარღვევა’’ არის „უკანონო’’ და ეს „პირდაპირ და უშუალო[ინდივიდუალურ] ზიანს’’
აყენებს მოსარჩელის[აქტის გამოცემიტ დაინტერესებული პირის] „კანონიერ უფლებას ან კანონიერ ინტერესს’’,ის გამოიტანს „გადაწყვეტილებას’’ „სასარჩელო მოთხოვნის
დაკმაყოფილების შესახებ’’.
ხ
·
„ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე ‘’ სარჩელთან[ანუ
23-ე მუხლის სარჩელთან] დაკავშირებით სასამართლოს
გადაწყვეტილება შეიძლება იყოს ორი სახის:
1) სასამართლო ადმინისტრაციულ ორგანოს
„დაავალებს’’ გამოსცეს „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტი’’ და „მხარის მოთხოვნით’’ ადგენს „აქტის გამოცემის ვადას’’
ან
2) სასამართლო თვითონ აწესრიგებს
სადავო საკითხს.
ა) სასამართლოს
„დავალება’’
·
„დავალების’’ „გადაწყვეტილების’’ მისაღებად აუცილებელია „აქტის გამოცემის’’
საქმის „ფაქტობრივი და სამართლებრივი’’ საფუძვლების
შემოწმება
·
ზოგჯერ სასამართლოსთვის აშკარაა,რომ ადმინისტრაციულ ორგანოს’’ რომელმაც
უარი განუცხადა დაინტერესებულ პირს „აქტის’’ გამოცემაზე არ აქვს ან სრულყოფილად არ
აქვს შესწავლილი აქტის გამოცემის „ფაქტობრივი
და სამართლებრივი’’ საფუძვლები
·
ის რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს ან სრულყოფილად არ აქვს შესწავლილი აქტის გამოცემის „ფაქტობრივი და სამართლებრივი
საფუძვლები’’ არ წარმოშობს „სასამართლოს უფლებამოსილებას’’,დაავალოს ადმინისტრაციულ
ორგანოს გამოსცეს „ადმინისტრაციულ-სამარტლებრივი აქტი’’ ან დაავალოს ადმინისტრაციულ
ორგანოს საქმის „ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ხელახალი შესწავალა’’ და ამის საფუძველზე
„აქტის გამოცემა’’
·
სასამართლო ვალდებულია,თვითონ შეისწავლოს
საქმის „ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები’’,ანუ
სასამართლომ საქმე უნდა გახადოს იმდენად „მომწიფებული’’,რომ შესაძლებელი იყოს,გადაწყვეტილების მიღება-ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ადმინისტრაციული
ორგანოს მიერ
·
ეს ადვილი არაა, რადგან რიგ შემთხვევებში“საქმის გარემოებათა ‘’ ასეთი
„დამატებითი გამოკვლევა’’ მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია.
·
ხელისუფლების დანაწილების პრინციპიდან გამომდინარე ,სასამართლო ადმინისტრაციულ ორგანოს
უტოვებს“საბოლოო გადაწყვეტილების’’-ანუ „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის’’ გამოცემის პრეროგატივას[!]
ხ
·
სასამართლო როდესაც დაადგენს „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე
უარის უკანონობას’’ ანდა „მოსარჩელისკანონიერი უფლების ან ინტერსის ხელყოფას’’ „დაავალებს’’ ადმინისტრაციულ ორგანოს’’ „გამოსცეს მოსარჩელეს მოთხოვნილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი’’ ,ოღონდ როდესაც
სახეზეაადმინისტრაციული ორგანოს “შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში’’
[მხოლოდ „დაავალებს’’ ,რადგან სასამართლო არ არის უფლებამოსილი
თვითონ განახორცილროს „ადმინისტრაციული ორგანოს ‘’ კანონით დადგენილი „უფლებამოსილება’’]
ხ
·
სასამართლოს ასევე არ შეუძლია „გამოსცეს მოსარჩელეს მოთხოვნილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი’’ როდესაც „გადაწყვეტილების’’
მისაღებად აუცილებელია[!] საქმის „ფაქტობრივი გარემოებების’’ ადმინისტრაციული
ორგანოს მხრიდან „შეფასება’’
·
მაგ. „გამოცდების შედეგებთან’’ დაკავშირებით „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის გამოცემის მოთხოვნის შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია შეაფასოს მხოლოდ „ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების
პროცესუალური მხარე’’,მაგრამ სასამართლო ვერ აიღებს თავის თავზე გამომცდელის ფუნქციას
და ვერ შეაფასებს „მოსარჩელეს ‘’[რომელიც აპროტესტებს
შეფასებას] „ცოდნას’’
ხ
რა შემთხვევაშია
სასამართლო უფლებამოსილი თავისი განჩინებით
თავადვე მოაწესრიგოს სადავო საკითხი ?
·
სარჩელის „დასაბუთებულობის შემოწმების შემდეგ სასამართლო „ამზადებს საქმეს’’
„გადაწყვეტილების’’ მისაღებად
·
მოსარჩელეს მოთხოვნა მისი უფლებით „აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის’’ გამოცემაა
·
„ადმინისტრაციულ-სამარტლებრივი აქტი’’ არის ადმინისტრაციული ორგანოების
მმართველობითი ფუნქციების განხორციელების სამართლებრივი ფორმა.
·
როგორც წესი,სასამარტლოს შეუძლია დაადგინოს მხოლოდ „ადმინისტრაციული ორგანოს’’ ვალდებულება „კონკრეტულ
შემტხვევაში’’ მმართველობითი ღონისძიების განხორციელების თაობაზე.სასამართლო თავად
ვერ შეითავსებს ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციას.
·
მაგრამ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი „გამონაკლისის სახით’’ მაინც უშვებს „სადავოდ ქცეული
მმართველობითი ფუნქციების’’ სასამართლოს მიერ განხორციელებისშესაძლებლობას,ოღონდ მთელი
რიგიწინაპირობების დაცვით.
ხ
·
სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაშია უფლებამოსილი თავისი „განჩინებით’’ მოაწესრიგოს“სადავო
საკიტხი’’,როცა ასეთი მოწესრიგება ითვალისწინებს: ა) ინდაქტის გამოცემას ბ) ასაქმის გარემოებების დამატებით გამოკვლევა საჭირო
არ არის გ) სადავო საკითხი არ მიეკუთვნება
ადმინისტრაციული ორგანოს „დისკრეციულ უფლებამოსილებას’’ დ) როდესაც აუცილებელია „გადაწყვეტილების’’ სწრაფად მიღება.[ეს წინაპირობები ზეპირად]
·
სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს „ინკვიზიციურობის პრინციპი’’ გდა „საფუძვლიანი’’
გახადოს მის მიერ მიღებული „გადაწყვეტილება’’
ხ
·
დაიმახოვრე: ასეთ დროს სასამართლოს
„გადაწყვეტილებას’’ აქვს არა ინდაქტის ფორმა
არამედ მას აქვს“განჩინების ‘’ ფორმა[ ყურადღება: ეს კი უზღუდავს მე-3 პირებს შესაძლებლობას გამოიყენონ
სასკ-ით დადგენილი თავიანთი უფლებების დაცვის საშუალებები][სწორედ ეს თავისებურება
მიუთითებს“სადავო საკითხის’’ სასამართლოს განჩინებით
მოწესრიგების საგამონაკლისო ხასიათზე.]
ხ
·
სასკ-ის 33-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ბოლო წინადადების
თანახმად,რომელიც
იმპერატიული[სავალდებულო] ხასიათისაა:“ მხარის მოთხოვნით სასამართლო
ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.’’
·
ანუ სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში დაადგენს „აქტის გამოცემის ვადას’’,თუ ამას „მხარე’’
მოითხოვს.
·
შენიშვნა:სასამარტლო „მხარის’’ მოთხოვნის გარეშეც უნდა
იყოს ვალდებული დააწესოს „აქტის გამოცემის განსაზღვრული ვადა’’ და საჭიროების შემთხვევაში
„გააგრძელოს’’ ეს ვადა.[ზოგიერთი იურისტის მოსაზრებით]
მუხლი 33. სასამართლო გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე სარჩელთან დაკავშირებით
+
1. თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.
ხ
·
ყურადღება:
შეიძლება
„ადმინისტრაციულმა ორგანომ’’ სასამართლოს „განჩინებით’’ დადგენილ ვადაშიც არ გამოსცეს დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი „ადმინისტრაციულ-სამარტლებრივი აქტი’’ რა ხდება ამ შემთხვევაში?
·
ასეთი შემთხვევისთვის
სასამართლო უფლებამოსილია გამოიყენოს სასკ-ის
33-ე მუხლის მე-2 ნაწილი:
„სასამართლო
უფლებამოსილია თავისი განჩინებით მოაწესრიგოს სადავო საკითხი, თუ აღნიშნული ითვალისწინებს:
ა) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის[ანუ ინდაქტის] გამოცემას და ბ) არ საჭიროებს საქმის გარემოებათა დამატებით გამოკვლევას, ამასთანავე, გ)საკითხი არ მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს
დისკრეციულ უფლებამოსილებას’’
2. სასამართლო უფლებამოსილია თავისი განჩინებით მოაწესრიგოს სადავო საკითხი, თუ აღნიშნული ითვალისწინებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას და არ საჭიროებს საქმის გარემოებათა დამატებით გამოკვლევას, ამასთანავე, საკითხი არ მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას. სასამართლოს მიერ გამოტანილ ამ გადაწყვეტილებაზე არ ვრცელდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის ამ კოდექსით დადგენილი წესი.
Комментарии
Отправить комментарий