1. სარჩელი „სამართლებრივი ურთიერთობის’’ არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ [ანუ. „ზოგადი სახის აღიარებითი სარჩელი’’] [სასკ-ის 25-ე მუხლი]
2.1 “სამართლებრივი
ურთიერთობის არსებობა-არარსეობის დადგენის შესახებ’’ სარჩელის „დავის საგანი’’
·
ეს ე.წ. „ზოგადი სახის აღიარებითი სარჩელი’’
შეიძლება აღიძრას „სამართლებრივი
ურთიერთობის’’ არსებობის შესახებ[„პოზიტიური აღიარებითი სარჩელი’’] ან არარსებობის შესახებ [„ნეგატიური აღიარებიტი სარჩელი’’]
·
შესაბამისად,“დავის
საგანია’’ მოსრჩელეს მიერ სადავოდ ქცეული ან „სამართლებრივი
ურთიერთობის არსებობა’’ ან
„ სამართლებრივი ურთიერთობის არარსებობა’’
ხ
2.2 “სამართლებრივი ურთიერთობის
არსებობა-არარსეობის დადგენის შესახებ’ სარჩელის ‘დასაშვებობის’’ პირობები:
·
„ზოგადი სახის აღიარებითი
სარჩელის’’ “ დასაშვებობის’’ პირობებია:
a.
კონკრეტული „სამართლებრივი ურთიერთობა’’
უკვე უნდა არსებობდეს
b.
მოსარჩელეს არ უნდა შეეძლოს აღძრას სასკ-ის 22-24 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე
სარჩელი
c.
მოსარჩელეს „დავის საგნის’’ მიმართ[იხ.2.1] უნდა
გააჩნდეს „კანონიერი ინტერესი’’
მიმოვიხილოთ „დასაშვებობის’’ ეს პირობები ცალ-ცალკე:
ა) სარჩელის “დასაშვებობის’’ პირობა 1- „უკვე არსებული
კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა’’
·
„უკვე
არსებულ კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაში’’ მოიაზრება:
ა) საჯარო სამართლის
კონკრეტული ნორმიდან ,ან
ბ) ზოგადად საჯარო
სამართლიდან ან
გ)კონსტიტუციური ნორმიდან[ადამიანის უფლებები და თავისუფლებები]
გამომდინარე „კონკრეტული შინაარსის
სამართლებრივი ურთიერთობა’’
,როგორც „კონკრეტულ პირთა შორის’’
,ისე „კონკრეტულ პირსა და კონკრეტულ დავის საგანს შორის’’
.
ხ
·
შესაბამისად,“უკვე
არსებული კონკრეტული სამარტლებრივი ურთიერთობა’’
თავის მხრივ მოიცავს
შემდეგ სამ ელემენტს:
1. „კონკრეტულ საქმის გარემოებას’’
2. „საჯარო სამართლებრივ ურთიერთობას’’
3.
რომელიც
არსებობს „პირებს
შორის’’
ან „პირსა
და
დავის
საგანს შორის’’
ხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ
ბ)
სარჩელის „დასაშვებობის’’ მე-3 პირობის ელემენტი- „დავის საგანი’’
·
ამ სახის , „აღიარებითი სარჩელის’’ „დავის საგანი’’ შეიძლება
გახდეს „სამართლებრივი უერთიერთობის’’ რომელიმე ელემენტი- „უფლება’’ ან
„ვალდებულება’’[თუ ეს არ წარმოსობს კავშირს სარჩელის სხვა სახეებთან]
·
„დავის
საგანი’’ შეიძლება გახდეს ან “ადმინისტრაციულ სამარტლებრივი
აქტიდან’’ ან „ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან’’ გამომდინარე ა)„უფლებები’’ და „ვალდებულებები’’, ბ)“მოთხოვნები
„ვალდებულების შესრულების’’ ან „მოქმედებისგან თავის შეკავების’’ შესახებ’’
·
„სამართლებრივი
ნორმები’’,ადმინისტრაციულ ორგანოტა ცალკეული „გადაწყვეტილებები’’ შეიცავენ
„უფლებებს’’ და „ვალდებულებებს’’,რომლებიც
შესაძლოა „აღიარებითი სარჩელის’’[25-ე
მუხლი] საგანი გახდეს
ხ
გ)
სარჩელის დასაშვებობის მე-3 პირობის
ელემენტი- „პირებს შორის’’
·
„სამარტლებრივი ურთიერთობის’’ არსებობა-არარსებობის დადგენის და აღიარების კანონიერი ინტერესი შესაძლოა წარმოშვას არა მხოლოდ
„სამართლებრივი ურტიერთობის მონაწილეებს შორის’’,არამედ „სამართლებრივი ურტიერთობის მონაწილეებს
და მე-3 პირებს შორის’’
·
ასეთ შემთხვევაში მე-3 პირები აღძრავენ“აღიარებით სარჩელს’’ მოპასუხის მიმართ[„ძირითადი სამარტლებრივი
ურთიერთობის მონაწილის მიმართ’’]
·
მე-3 პირების „აღიარებითი სარჩელი’’ „დაიშვება’’ მხოლოდ მაშინ,როდესაც
„აღიარების ინტერესი’’ მიმართლია ურთიერთობის მონაწილეთა მიმართ და მათი
„სამართლებრივი ურთიერთობა’’ მე-3 პირის „კანონიერ
ინტერესს’’ არღვევს.
·
აქედან გამომდინარეობს მე-3 პირის“სასარჩელო უფლებამოსილება’’ და მისი „აღიარების’’ ინტერესი
ხ
·
ასეთი „აღიარებითი სარჩელი’’ შესაძლებელია აღძრას „ადმინისტრაციულმა ორგანომაც ’’ „კერძო პირის
‘’ წინააღმდეგ
·
მაგ. საქარტველოს საგადასახადო კოდექსი[რომელიც
არეგულირებს“საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ
ურთიერთობებს] ითვალისწინებს“ცრუმაგიერი პირების’’ დადგენის მიზნიტ
სასამარტლოსტვის მიმარტვას.
·
საქარტველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით
გატვალისწინებულ „ცრუმაგიერი პირების’’ დადგენას სასამარტლო განიხილავს
„საშემოსავლო სამსახურის’’ მიერ- „აღიარებითი სარჩელის’’[სასკ-ის 25-ე მუხლის
სარჩელის] წარდგენის საფუძველზე
ხ
·
ასევე შესაძლებელია ამ სახის „აღიარებიტი სარჩელის’’ აღძვრა განსაზღვრული სახის „ადმინისტრაციულ ორგანოებს’’ შორის[მაგ.
„სამინისტროს’’ და „თვითმმარტველობას’’ შორის]
·
თვითმმართველობის შემადგენლობაში შემავალ
„ადმინისტრაციულ ორგანოებს’’ შორის „აღიარებიტი სარჩელის აღძვრა
დაუსვებელია[რადგან“მტავრობის სტრუქტურის,უფლებამოსილების და საქმიანობის წესის’’
შესახებ კანონის თანახმად ,საკითხი წყდება „ურთიერტშეთანხმებით’’ ან შეუტანხმებლობის შემტხვევასი „მთავრობის’’
მიერ.
ხ
ყურადღება:
·
“სამართლებრივი ურთიერთობის
არსებობა-არარსეობის დადგენის შესახებ’’’ „აღიარებითი სარჩელი’’ არ არის დასაშვები თუ
იგი მიმართულია:
a.
„აბსტრაქტული სამართლებრივი საკითხის’’ ან
„სამართლებრივი ნორმის შინაარსის’’ მიმართ[მაგ. „დასაშვები არ არის დავა
ადმინისტრაციული ორგანოს ზოგადი „უფლებამოსილებების’’ ან“ვალდებულებების’’ ან
„სამარტლებრივი ნორმის იურიდიული ძალის’’ აღიარების თაობაზე, მათი მოსარჩელეზე პირდაპირი და
კონკრეტული ზემოქმედების გარეშე]
b.
„წმინდა ფატობრივი ინტერესის’’,“სამართლებრივი საკითხის
წინასწარ გარკვევის’’,“ფაქტობრივი გარემოების’’ ან „სამართლებრივი ურთიერთობის’’
იმ ნაწილის მიმართ,რომელიც დამოკიდებული არ არის.
2.3 “სამართლებრივი
ურთიერთობის არსებობა-არარსეობის დადგენის შესახებ’ „აღიარებითი სარჩელის’’ „სხვა
სახის’’ სარჩელებთან ფარგლები
·
რადგან ნებისმიერი
„საჯარო-სამართლებრივი დავა’’ შეიძლება „აღიარებითი სარჩელით’’ გაირკვეს,სწორედ
ამის გამო კანონმდებელმა სასკ-ის
25-ე მუხლის მე-2 ნაწილში დააწესა „დასაშვებობის’’ წინაპირობები „აღიარებითი
სარჩელის მიმართ’’
·
„აღიარებითი სარჩელი’’ „დასაშვებია’’ მხოლოდ იმ
შემთხვევაშითუ უფლების დაცვის მიზნის მიღწევა შეუძლებელია[ამ შეუძლებელი იყო] სარჩელის
„სხვა სახის’’,კერძოდ, სასკ-ის 22-24-ე მუხლების საფუძველზე
·
ეს მოთხოვნა ემსახურება „ადმინისტრაციული
პროცესის’’ „ეკონომიურობის’’ მიღწევას
·
ამით თავიდან უნდა
ავიცილოთ ვითარება,როდესაც ,პირველ რიგში,დადგინდება“ უფლების’’ არსებობა და შემდგომში დადგება აქტის „გამოცემის ან გაუქმების მოთხოვნა’’.
·
ასევე,“აღიარებითი სარჩელი’’ არ უნდა გახდეს
სარჩელის „სხვა სახეების’’ დასაშვებობის წინაპირობებისგან თავის დაღწევის
საშუალება.
2.4 მოსარჩელეს’ „კანონიერი
ინტერესი’’
·
„აღიარებითი
სარჩელი’’ “სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსეობის დადგენის შესახებ’’ შეიძლება აღიძრას თუ მოსარჩელეს აქვს ამის- „კანონიერი ინტერესი’’
ხ
·
ამ სახის
„აღიარებითი სარჩელის’’ „დასაშვებობის’’ ერთ-ერთი წინაპირობის-„მოსარჩელეს
კანონიერი ინტერესის’’ მიზანია თავიდან იქმას აცილებული ე.წ.“პოპულარული
სარჩელი’’,ანუ „სხვისი
უფლებების დასაცავად სასამართლოსადმი მიმართვა’’.
·
-„მოსარჩელეს
კანონიერი ინტერესის’’ მოთხოვნა ასევე ემსახურება მიზანს თავიდან იქნეს
აცილებული მოსამართლის მოსარჩელეს ადვოკატის როლში დანახვა.
ხ
·
სასამართლოს ვალდებულებაა’’ სარჩელის
„დასაშვებობის’’ შემოწმებისას გაარკვიოს
მოსარჩელეს „კანონიერი ინტერესი’’
·
“სამართლებრივი
ურთიერთობის არსებობა-არარსეობის დადგენის შესახებ’’ სარჩელის ,ანუ „ზოგადი ხასიათის აღიარებითი სარჩელის’’ „დავის
საგანია’’- „უკვე არსებული კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა’’
·
ამდენად,“სამართლებრივი
ურთიერთობის აღიარების’’ „კანონიერი
ინტერესი ‘’მხოლოდ იმ შემტხვევაშია აშკარა,როდესაც“სარჩელის გაღძვრის
მომენტისთვის’’“სამართლებრივი ურთიერთობა’’ კვლავ „საზიანო ზემოქმედებას ახდემს’’
მოსარჩელეზე.
ხ
·
„კანონიერი ინტერესი’’ ერთი მხრივ კავშირშია ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებთან,მეორე მხრივ
შეიძლება „იურიდიული ინტერესის’’ სახით წარმოგვიდგეს ,როგორც ეს“სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ’’180-ე
მუხლშია მითითებული [„აღიარებითი სარჩელი’’სსსკ
მუხ.180-ე]
სარჩელი შეიძლება აღიძრას ა) უფლებისა თუ ბ)სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, გ)დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დ)დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი „აღიარება’’ სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.
·
მოსარჩელეს „კანონიერი
ინტერესი’’ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში „საქმის გარემოებების’’ გატვალისწინებითუნდა
შემოწმდეს.
·
„კანონიერი ინტერესი’’
შესაძლებელია სამართლის ნორმებით იყოს დაცული
ან უშუალოდ სახელდებით სამართლებრივი
ნორმა არ იყოს ამის შესახებ,მაგრამ მოსარჩელეს „კანონიერი ინტერესი’’
განმტკიცებული იყოს :“ადამიანის უფლებებით და თავისუფლებებით’’, ან
“სამარტლებრივი პრინციპებით’’,ან „უფლების „დაცვის ღირსი’’ ინტერესით’’
·
ასევე, შესაძლოა“კანონიერ
ინტერესს’’ ქმნიდეს „საჯარო სამართლით’’ განმტკიცებული
მოსარჩელეს ეკონომიკური,პერსონალური,კულტურული
და თუნდაც იდეური ინტერესები.
ხ
·
„კანონიერი ინტერესი’’
კონკრეტული მოპასუხის მიმართ უნდა გააჩნდეს უშუალოდ მოსარჩელეს,რათა
სასამართლოს მიერ მოხდეს მისი [ამ ინტერესის] აღიარება
·
შესაბამისად თუ სახეზეა ა)“კონკრეტული
სამართლებრივი ურთიერთობა’’ და ბ)„სამართლებრივი დაცვის უფლებამოსილება’’
-სხვა სიტყყვებით მოსარჩელეს „კანონიერი ინტერესი’’-მაშინ
მოსარჩელეს“სასარჩელო უფლებამოსილება’’ სახეზეა
·
ყურადღება: „აღიარებით სარჩელზე’’ „კანონიერი
ინტერესის’’ განსაზღვრისას არ შეიძლება ვიყოთ „გადაჭარბებულად მკაცრები’’.ანუ ყოველგვარი სამართლებრივი,ფინანსური, ან იდეური ინტერესი შეიძლება
გახდეს“აღიარებითი სარჩელის’’ წარდგენის საფუძველი.მთავარია ის
ემსახურებოდეს მხარეებს შორის
წარმო\სობილი დავის გადაწყვეტას
·
ამასთან,“აღიარებითი სარჩელი’’ უშუალოდ არ
იწვევს დავის გადაწყვეტას,არამედ „აღიარებითი
სარჩელით’’ მიღწეულო შედეგი’’ შეიძლება საფუძვლად დაედოს დავის გადაწყვეტას[ანუ
სხვა სარჩელს და სხვა პროცესს]
ხ
·
„ზოგადი
სახის აღიარებით სარჩელზე’’ „ხანდაზმულობის ვადა’’ ისეთი
ვე სადისკუსიოა,როგორც ამაზე ზემოთ გვქონდა საუბარი.[იხ.ზემოთ პარაგრაფი 1.2.4 „სარჩელის აღძვრაზე დადგენილი ხანდაზმულობის ვადა’’
Комментарии
Отправить комментарий