ევროპის კავშირი[ევროკავშირი,EU]

 

   აქ განხილულია საკითხები:

1.       ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები:

2.      ევროკავშირის მნიშვნელოვანი თარიღები

3.      „ევროკავშირის’’ ორგანოები:

a.      „ევროკომისია’

b.      „ევროპარლამენტი’’

c.      მინისტრთა საბჭო’’

d.      „ევროპული სასამართლო’’

e.      ევროპის საინვესტიციო ბანკი

f.       ევროპის ცენტრალური ბანკი

4.      ევროკავშირის პრინციპები

5.    ევროპის  კავშირის „სამართალშემოქმედება’’

6.      .ევროკავშირის     „საერთაშორისო -სამართლებრივი სუბიექტუნარიანობა’’

7.      ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები

 

ა) ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები:


 

წელი

ქვეყანა

წევრთა რაოდენობა

1957

ბელგია, ,გერმანია,  იტალია,  

ლუქსემბურგი,  ნიდერლანდი,  საფრანგეთი

6

1973

დანია,  ირლანდია  გაერთიანებული სამეფო

9

1981

 საბერძნეთი

10

1985

გრენლანდია (დანიის ავტონომიური ტერიტორია) გადის კავშირიდა

10

1986

პორტუგალია,  ესპანეთი

12

1990

 გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა (შეუერთდა დასავლეთ გერმანიას)

12

1995

ვსტრია,  ფინეთი,  შვედეთი

15

2004

 უნგრეთი კვიპროსი (საჭიროა თავისი ვიზა),  ლატვია ლიეტუვა მალტა პოლონეთი სლოვაკეთი სლოვენია ჩეხეთი ესტონეთი

25

2007

 ბულგარეთი რუმინეთი

27

2013

 ხორვატია

28

2020

 გაერთიანებული სამეფო გავიდა ევროკავშირიდან

27


ევროპის კონტინენტს გარეთ არსებული ტერიტორიები, რომლებიც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ეკუთვნით:

·        აზორის კუნძულები

·        მადეირა

·        სეუტა

·        გვადელუპა

·        კანარის კუნძულები

·        რეიუნიონი

·        მარტინიკა

ბ)  მნიშვნელოვანი თარიღები

·        ეს გაერთიანება 3 ორგანიზაციას დაეფუძნა : ) „ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანება’’[EOYC] ,ბ)  ევროპის ეკონომიკური გაერთიანება  [EYN] და გ)“ევროპის ატომური ენერგიის კომისია[ევრაომი],რომლებიც შეიქმნა 1951 წელს პარიზში და რომში 1957 წელს.

·        „ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანება’’[EOYC] შექმნილი იყო 50 წლის ვადიტ;  2002 წელს მოხდა მისი ინტეგრაცია „ევროკავსირში’’[მას სემდეგ რაც მისი „სადამფუძნებლო ხელსეკრულების მოქმედების ვადა ამოიწურა’’

·        1957 წელს „რომის ხელშეკრულებით’’ შეიქმნა-„ევროპის გაერთიანება’’[„ევროკავშირი’’],რომელშიც ზემოტ ნახსენები სამივე ორგანიზაცია ავტონომიურობით სარგებლობდა.

·        თუმცა 1967 წელს[„ხელშეკრულებათა შერწყმის შესახებ’’] შეიქმნა“ევროპის გაერთიანების’’ „ხელმძღვანელი ორგანოების სისტემა’’[!]

·        1991 წლის 1-ელ დეკემბერს ქ.მაასტიხტში დაიდო „ხელშეკრულება პოლიტიკური კავშირების შესახებ’’. იგი ძალაში შევიდა 1993 წელს.

·        1997 წელს ,ივნისში,დაიდო „ამსტერდამის ხელშეკრულება’’

·        ანუ ხელი მოეწრა რამდენიმე მნიშვნელოვან „შესწორებას’’

·        ამ „შესწორებებმა’’ გააძლერა „ევროკავშირის’’ იმდროინდელი წევრების[ანუ „დასავლეთ ევროპის’’ სახელმწიფოების    ერთიანობა „საგარეო’’ და „თავდაცვითი’’ პოლიტიკის სფეროში,განსაზღვრა ამ გაერთიანების „სამხედრო პოტენციალის განვითარების გზები’’  და „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის ფორმები’’

·        „ამსტერდამის ხელსეკრულებით’’ „ევროპული საბჭოს’’ გენერალური მდივანი იქცა საერთო საგარეო და თავდაცვითი პოლიტიკის უზენაეს წარმომადგენლად.

·        2007 წლის დეკემბერში ხელი მოეწრა 2009 წლის დეკემბერში ძალაში შევიდა -„ლისაბონის ხელშეკრულება’’

·        „ლისაბონის ხელშეკრულებით’’  :

a.      „ევროკავშირის’’ „საერთაშორეისო სამართლებრივი სუბიექტუნარიანობა’’ ოფიციალურად აისახა ხელშეკრულების ტექსტში

b.      გაფართოვდა „პარლამენტისა და მინისტრთა საბჭოს მიერ ერთობლივი გადაწყვეტილების მიღებისა და დამტკიცების პროცედურა’’

c.      შემოღებული იქნა ახალი თანამდებობა- „ევრკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი’’ [ესაა ბორელის თანამდებობა]

d.     მნიშვნელოვნად გაიზარდა ევროპარლამენტის უფლებამოსილებები

e.      განხორციელდა სხვა არსებითი ცვლილებები

გ) „ევროკავშირის’’ ორგანოები

1.   „ევროკომისია’’

 

·       „ევროკომისია’’-ეს ორგანო  შეიმუშავებს   გაერთიანების  ღონისძიებებს და ატარებს მათ ცხოვრებაში.

·       „ევროკომისია’’ არის კანონმდებლობის მთავარი ინიციატორი[თუმცა ამის უფლება ასევე გააჩნია „ევროპარლამენტს’’ და „მინისტრთა საბჭოს’’,აგრეთვე „ცალკეულ წევრ სახელმწიფოებს’’

·       თავის „აღმასრულებელი’’ ფუნქციიდან გამომდინარე კი „ევროკომისია’’ ა)აკონტროლებს ქვანახშირის და ფოლადის ფასებს.ბ) ებრძვის „მონოპოლიზმს’’ გ)ებრძვის ისეთ „სუბსიდირებას’’,რომელიც ვნებს „კონკურენციას’’ დ) თვალყურს ადევნებს  ატომურ ელექტროსადგურებს და სხვა

·       „ევროკომისია’’ დგას ევროკავშირის „კანონმდებლობის’’ სადარაჯოზე

·       ამ მიზნით იგი იძიებს საქმეებს,რომლებიც ეხება „ერთობლივი კანონების’’ დარღვევას წევრ-სახელმწიფოთა ან ცალკეული კომპანიების მიერ

·       საჭიროების შემთხვევაში „ევროკომისია’’ აჯარიმებს დამრღვევ მხარეს ან გდასცემს საქმეს “ევროპის სამარტლიანობის სასამართლოში’’

·       „ევროკომისია’’ შედგება 27 წევრისაგან[კომისრისგან] ,რომლებსაც ნიშნავენ 5 წლის ვადით და ისინი ინარჩუნებენ „სრულ’’ თავისუფლებას,ხოლო მატი „დამოკიდებულება’’ საკუთარ სახელმწიფოებთან „წყდება’’

·       „ევროკომისრები’’ კურირებენ კონკრეტულ სფეროებს:  ა) გაერთიანების „საგარეო ეკონომიკურ კავსირებს’’ბ) გაერთიანების „ეკონომიკას’’  გ)“გაერთიანების „ფინანსებს’’ დ)გაერთიანების „სოფლის მეურნეობას’’ და სხვა

·       „ევროკომისრები’’ გადაწყვეტილებას ღებულობენ : „ერთობლივად’’-კონსესუსით[ყველა უნდა იყოს თანახმა] ,ზოგჯერ კი ხმათა უმრავლესობით’’

·       „ევროკომისიისგან’’ უნდა განვასხვავოთ -მისი „ადმინისტრაციული’’ სამსახურები[ე სამასურები  ხელმძღვანელობენ კომისიის დასახულ ღონისძიებებს]

·       „ადმინისტრაციულ სამსახურებში’’ შედიან: „ევროკომისიის გენერალური მდივანი’’,“იურიდიული სამსახური’’,“თარგმნის ბიურო’’ და სხვა სამსახურები; აგრეთვე 23 დეპარტამენტი,გენერალური დირექტორების მეთაურობით.

·       „ევროკომისიის წევრები’’[ევროკომისრები]  პროფესიონალი პოლიტიკოსები არიან

·       ხოლო „ადმინისტრაციული სამსახურის’’ სისტემა- სპეციალისტ -პროფესიონალებისგან შედგება[რომლებიც „ევროკომისიის პოლიტიკაში ჩაურევლად’’ უნდა ახორციელებდნენ თავის საქმიამობას]

 

 

2.  „ევროპარლამენტი’’

 

·       „ევროპარლამენტი’’ „ევროკავშირის’   საკანონმდებლო ორგანოა

·       754 წევრისაგან შემდგარ  „ევროპარლამენტს’’ ირჩევენ პირდაპირი არჩევნებით გაერთიანების მთელ ტერიტორიაზე 5 წლის ვადით.

·       „ევროპარლამენტის’’ კომპეტენციას მიეკუთვნება:

a.      ევროკავშირის ბიუჯეტის მიღება

b.   „დადგგენილებების’’,“დირექტივების’’ და „გადაწყვეტილებების’’ მიღებაში მონაწილეობა[ევროკომისია წარუდგენს „საკანონმდებლო აქტის პროექტს’’ ერთდროულად როგორც „ევროპარლამენტს’’ ,ისე „მინისტრთა საბჭოს’’,თუ ამ „ორგანოების’’ აზრი არ ემთხვევა ერთმანეთს,კანონპროექტი ხელმეორედ განიხილება.][„მინისტრთა საბჭოს’’[იხ. ქვემოთ] აქვს უფლება უარყოს „ევროპარლამენტის’„გადაწყვეტილება’მხოლოდ თავისი წევრების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით,რასაც მხარი უნდა დაუჭიროს ასევე „ევროკომისიამ’’]

c.      ევროპარლამენტს  შეუძლია ხმათა 2/3-ით გამოუცხადოს „ევროკომისიას’’ უნდობლობა[ანუ აქვს მასზე კონტროლის უფლებამოსილება]

d.     ევროპარლამენტს  შეუძლია მოიწვიოს „პოლიტიკური ფორუმი’’

e.      ევროპარლამენტს   უფლება აქვს მიიღოს „პეტიციები’’ევროკავშირის მოქალაქეებისგან.დანიშნოს „ომბუდსმენი’’ ამ პეტიციების განსახილველად

 

3.   „მინისტრთა საბჭო’’

 

·        „მინისტრთა საბჭო’’ ევროკავშირის ღონისძიებათა ჩატარების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებათა მიღების ორგანოა

·        მას ეკუღვნის საბოლოო სიტყვა კანონების მიღების სფეროში“მინისტრთა საბჭო’’ შედგება რამდენიმე საბწოსგან,რომლებიც აერთიანებენ წევრ-სახელმწიფოტა ამა თუ იმ დარგის მინისტრებს- ა) სოფლის მეურნეობის მინისტრთა საბჭო ბ)ეკონომიკის მინისტრთა საბჭო ,გ)ფინანსთა მინისტრების საბჭო და ა.შ.

·        ამათგამ ორ „საბჭოს’’ აქვს განსაკუტრებული სტატუსი:

1)     „საერთო საკითხების საბჭო’’[იგი  წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებისგან შედგება და საკორდინაციო ფუნქციას ასრულებს]

2)     „ევროპს საბჭო’’[  იგი წევრი ქვეყნების სახელმწიფო მეთაურებს აერთიანებს;იკრიბება წელიწადსი ორჯერ და ყველაზე მნიშვნელოვან „საერთო’’ პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებს განიხილავს]

·        „მიმისტრთა საბჭოს’’ გადაწყვეტილებები მზადდება „გენერალური სამდივნოს’’ მიერ[იქ 2200 ადამიანი მუსაობს]

·        მრავალი „სამუშაო ჯგუფი’’ და „კომისია’’ გადაქცელია „საქმიანი’’ სჯა -ბაასის ასპარეზად,სადაც წევრი სახელმწიფოების მოხელეები და ევროკავშირის კომისიის წევრები  განიხილავენ გადაწყვეტილებათა პროექტებს.

·        ამ სისტემის სათავეში დგას „მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი ‘’,რომელიც შედგება წევრ სახელმწიფოების წარგზავნილი ელჩები-მინისტრებისგან[ამ ორგანოს ეკისრება მინისტრთა საბჭოს სხდომებისატვის მოსამზადებელი სამუშაოების კოორდინაცია.]

·        „მინისტრთა საბჭოში’’ გადაწყვეტილებების მიღება ხდება „ხმათა უმრავლესობით’’[ეს დაიმახსოვრე]

·        „კონსესუსი’’[ ყველას „თანხმობა’’ საჭიროა მხოლოდ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა  : „გადასახადები’’,“შრომიტი კანონმდებლობა’’,“იმიგრაცია’’,“გარემოს დაცვა’’,“საგარეო პოლიტიკა’’,“თავდაცვა’’

·        „მინისტრთა საბჭოში’’ ყოველი ქვეყნის“ხვედრითი წონა’’[ „ხმა’’] განისაზღვრება მისი ეკონომიკის პოტენციალით,იგი ვარირებს 10 დან[გერმანია,საფრანგეთი,იტალია] 2-მდე

[ ლუქსემბუერგი]

 

 

4.   „ევროპის  სამართლიანობის სასამართლო’’

 

·        „ევროპის სამართლიანობის სასამართლო’’ შედგება 27 მოსამართლისა  და 8 „გენერალური ვექილისაგან’’

·        მატ ნიშნავემ 6 წლის ვადიტ,ყველა წევეი სახელმწიფოს თანხმობით

·       

·        „ევროპის სასამართლოს’’ ევალება ევროკავშირის ყველა ქვეყანაში კანონის ერთიანი გამოყენების უზრუნველყოფა  შემდეგ საკითხებზე „საბოლოო გადაწყვეტილების’’ მიღებით:

1)     დავები  ევროკომისიასა და წევრ-სახელმწიფოებს შორის

2)     დავები წევრ-სახელმწიფოთა შორის

3)     წევრ-სახელმწიფოთა „აქტები’’ მიმართული „ევროკავშირის კანონმდებლობის’’ წინააღმდეგ

4)     წევრ სახეხელმწიფოთა სასამართლოების მიერ  გადმოცემული საკითხები[„ევროპის კანონმდებლობის’’ ინტერპრეტაციის შესახებ]

 

·        ‘“ევროპის სასამართლოს’’ გადაწყვეტილებებსა და „წევრ-სახელმწიფოს სასამართლოს’’ გადაწყვეტილებებს  შორის კოლიზიის შემტხვევაში,უპირატესობა აქვს ევროპის სასამარტლოს „აქტს’’[იხ. თავი „საერტაშორისო დავების გადაწყვეტის საშუალებები’’

 

5.  ევროკავშირის „სხვა’’ ორგანოები

 

ა)“აუდიტორების კომიტეტი’’

·        „აუდიტორების კომიტეტი’’ ფინანსების მაკონტრლებელი ორგანოა

·        შეიქმნა 1987 წ-ს და 27 წევრისგან შედგება,რომელთაც ნიშნავს ევროკავშირის „მინისტრთა საბჭო’’  „ევროპარლამენტთან’’ ერთად.

·        „აუდიტორების კომიტეტი’’ მხოლოდ „ევროპარლამენტთან’’ არის ანგარიშვალდებული.

 

ბ) ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კომიტეტი

·        ეს კომიტეტი შედეგები არაუმეტეს 350 წევრისგან,რომლებიც წარმოადგენენ : „მწარმოებლებს’’,“პროფკავშირებს’’,“ფერმერებს’’,“მომხმარებლებს’’ და „სხვა ცოციალურ-ეკონომიკურ  ჯგუფებს’’

 

გ) ევროპის საინვესტიციო ბანკი

·        ეს საერთაშორისო ორგანიზაცია ხელსეკრულებით არის დაკავშირებული ევროპის გაერთიანებასთან.

·        თავისი სტრუქტურით და საქმიანობით ეს ბანკი წააგავს მსოფლიო ბანკს.

·        „ევროპის საინვესტიციო ბანკის’’ ამოცანაა სესხისა და გარანტიების გაცემა: ა) ევროკავშირის ჩამორჩენილი  რაიონების განვითარების სტიმულირებისტვის და  ბ)სხვადასხვა პროექტების განხორციელება ევროპის კავშირის ფარგლებში;

·        „ევროპის საინვესტიციო ბანკი’’ ასევე აფინანსებს გ)ევროკავშირის   „დახმარებას’’ განვითარებადი ქვეყნებისთვის.

·        ბოლო ხანებში „განვიტარებადი ქვეყნების’’ რიცხვს მიემატა ა) აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნები,ბ)ყოფილი სსსრკ-ს  რესპუბლიკები,მათ  შორის საქართველოც.

 

ე) ევროპის ცენტრალური ბანკი

 

·        ევროპის ცენტრალური ბანკი  არის ევროკავშირის ოფიციალური  ინსტიტუტი

·        ევროპის ცენტრალური ბანკი დაარსებულია ამსტერდამის ხელშეკრულებით და მდებარეობს ფრანკფურტში.

·        ევროპის ცენტრალური ბანკი  ახდენს ერვროკავშირის სავალუტო პოლიტიკის ადმიმისტრირებას,უზრუნველყოფს ევროზონაში ფასების და ზოგადად ფინანსური სისტემის სტაბილურობას,აკონტროლებს „ევროს’’ ბანკნოტების[ქარალდის ფულის] გამოშვებას[ემისიას]

·        როგორც ვხედავტ, ევროკავშირის სახით შექმნილია ნახევრად ფედერაციული და ნახევრად კონფედერაციული   კავშირი’’

 

6.     ევროკავშირის პრინციპები

[ყურადღება: რომელთა დარღვევას აბრალებენ ამჟამად საქართველოს ხელისუფლებას]

 

ევროკავშირის ძირითადი პრინციპებია:

 

a.      „ეროვნული’’ ან „მოქალაქეობის’’ ნიშნით ყოველგვარი დისკრიმინაციის დაუშვებლობა,როგორც ფიზიკური,ისე იურიდიული პირების მიმართ[ შენიშვნა: „სექსუალური ორიენტაციის’’ ნიშნითაც ,ამ უკანასკნელს  ედევებიან დღეს სწორედ  საქართველოს ხელისუფლებას]

b.      ე.წ.“შევსების პრინციპი’’[ ანუ ევროკავშირის „ღონისძიებები’’ ამოქმედდება მხოლოდ მაშინ,როდესაც წევრ სახელმწიფოტა დონეზე მიღებულ „ღონისძიებებტან’’ შედარებიტ მისი „აცია’’ უფრო ეფექტურ შედეგს გამოიღებს.ეს პრიციპი მოწოდებულია შეავსოს ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული „ხარვეზი’’ წევ-სახელმწიფოთა ერთობლივი საქმიანობით.]

c.      „სამართლის პრინციპი’’  

 [ევროკავშირი ხელმძღვანელობს პარიზის და რომის ხელშეკრულებებისა და სხვა დამატებითი „აქტების’’ დებულებებით. ამ მხრივ დიდი როლი ეკისრება „ევროპის სასამართლოს’’ ,რომელიც ამოწმებს წევრ-სახელმწიფოთა[ასევე წევრობის მსურველ სახელმწიფოთა] „ნორმატიული აქტების’’ შესაბამისობას ევროკავშირის დამფუძნებელ და სხვა საკანონმდებლო აქტებთან.

არა ნაკლებ მნიშვნელოვანია „ევროპის სასამართლოს’’ კონტროლი იმაზე,თუ რამდენად შეესაბამება თვით ევროკავშირის ორგანოთა გადაწყვეტილებები და ღონისძიებები ევროკავშირის დამფუძნებელ ხელშეკრულებას.[შენიშვნა: საქართველოს ხელისუფლება სწორედ ამით პასუხობს მის მიმართ გლობალისტების მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს]  

ყურადღება: ევროკავშირის მიერ მიღებული „კანონები’’ უშუალოდ გამოიყენება ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ წევრ სახელმწიფოებში ეროვნული სასამართლოების მიერ.

               

7.   ევროპის  კავშირის „სამართალშემოქმედება’’

 

·        ევროპის კავშირის „სამართალშემოქმედება’’ რამდენიმე სახის  „აქტით’’ ხორციელდება:

 

a.      „დადგენილებანი’’- ეს არის „საერთო გამოყენების’’ საკანონმდებლო აქტები.“დადგენილებები’’ მოქმედებენ წევრ-სახელმწიფოთა ტერიტორიებზე

b.      „დირექტივები’’- ისინი სავალდებულოა მხოლოდ იმ ქვეყნებისთვის,რომლებიც მონაწილებენ  ამა თუ იმ „კონკრეტული ამოცანის’’ გადაწყვეტაში.“დირექტივები’’ მოიტხოვენ „ეროვნული კამომნდებლობების’’ შესაბამის კორექტირებას[შესწორებას]

c.      „გადაწყვეტილებანი’’- ისინი ეხება  „ცალკეულ სადავო საკითხებს’’  და სავალდებულოა იმ ქვეყნებისტვის, ან ფიზიკური თუ იურიდიული პირებისათვის,რომელტა მიმართაც ისინი იქნა გამოტანილი

d.     „რეკომენდაციები’’ და „შეხედულებები’’-ესენი არის ფორმალურად იურიდიული ძალის არმქონე აქტები,მაგრამ წევრ-სახელმწიფოებისგან[ან წევრობის მსურველებისგან] მოითოვენ დიდ ყურადღებას,რადგანაც „ევროკავშირის აზრს’’ გამოხატავენ.

 

8.   ევროკავშირის მიზნები

·        ევროგაერთიანების  თავდაპირველი „მიზანი’’ იყო შექმნილიყო ერთიანი ეკონომიკური არე,რომლის ფარგლებსი არ იარსებებდა არც საზღვრები,არც რაიმე შეზღუდვა ამ არეში საქონლის ,კაპიტალის და მოქალაქეთა გადაადგილებისთვის

·        1990 წლის ივნისიდან დაიწყო „პირველი ეტაპი’’-„სავალუტო,საფინანსო და ეკონომიკური კავშირის’’ სექმნა

·        პირველად  -„სავალუტო,საფინანსო და ეკონომიკური კავშირიში’’ შევიდნენ: დიდი ბრიტანეთი,დანია,საფრანგეთი,იტალია,გერმანია,ბელგია,ნიდერლანდები და ლუქსემბურგი

·        1992 წელსმათ შეუერთდნენ: საბერძნეთი ,ირლანდია,პორტუგალია და ესპანეთი

·        ამით დასრულდა ევროპაში „ერთიანი ეკონომიკური კომპლექსის ‘’ შექმნის პროცესი

·        ასევე აღსამიშნავია ე.წ. „შენგენის სივრცის’’ შექმნა[აღიშნული კონვენცია დაიდო 1990 წლის 19 ივნისს ქ. შენგენში -ლუქსემბურგი.კონვენციის ძალით გაუქმდა[!] კონვენციის მონაწილე ქვეყნებს შორის „სახელმწიფო საზღვრებისა’’ და „საბაჟო’’ კონტროლი[!]

·        „სხვა ქვეყნის’’ მოქალაქე რომელსაც გააჩნია „შენგენის ვიზა’’ ,ასევე სარგებლობს გადაადგილების  ამ „გამარტივებული წესით’’ კონვენციის წევრ ევროპის ქვეყანაში შესვლის შემდეგ.

 

9.ევროკავშირის     „საერთაშორისო -სამართლებრივი სუბიექტუნარიანობა’’

 

·        ევროკავშირი აღიარებულია საერთაშორისო სამართლის „დამოუკიდებელ’’ სუბიექტად[შენიშვნა : რაც სადავოა  ბევრი მიიჩნევს მას დამოკიდებულად აშშ-ზე ]

·        ევროკავშირს უფლება აქვს დადოს ხელეკრულება როგორც სხვა რეგიონალურ გაერთიანებასთან ისე ცალკეულ სახელმწიფოსთან

·        ევრკავშირს დადებული აქვს ხელსეკრულებები 100-ზე მეტ სახელმწიფოსთან

·        ეს არ გამორიცხავს ევროკავსირის წევრი ქვეყნების უფლებას „დამოუკიდებლად’’ [უშუალოდ] დადონ  „საერთაშორისო ხელშეკრულებები’’

·        ყურადღება: მაგრამ  ტუკი ამ სფეროს  „უკვე არეგულირებს’’ ევროკავსირის მიერ დადებული ხელშეკრულება,“წევრ-ქვეყანას’’ არ აქვს უფლება დაარღვიოს ამ ხელშეკრულებიტ დადგენილი პირობები.

 

 

10.     

10.საქართველო-ევროპის კავშირის ურთიერთობები

 

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D-%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%99%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები