გაეროს "უშიშროების საბჭო''

 

  


·        „გაერთიანებული ერების ორგანიზაცია’’ შედგება „ექვსი მთავარი ორგანოს’’,მრავალი „დამხმარე’’ და „სპეციალიზებული’’ ორგანოს და ორგანიზაციისგან.

·        გაეროს მტავარი ორგანოებია:

1.      „გენერალური ასამბლეა’’

2.      „უშიშროების საბჭო’’

3.      „ეკონომიკური და სოციალური საბჭო’’

4.      „მეურვეობის საბჭო’’

5.      „მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო’’

6.      „სამდივნო’’


·        გაეროს „უშიშროების საბჭოს’’ ეკისრება ძირითადი პსუხისმგებლობა „საერთაშორისო მშვიდობის და უსაფრთხოების დაცვის’’ საქმეში

·        გაეროს „უშიშროების საბჭო’’ შედგება 15 წევრისაგან,რომელთა შორის 5 „მუდმივი’’,ხოლო 10 „არამუდმივი’’ წევრია

·        გაეროს „უშიშროების საბჭოს’’ 5 მუდმივი წევრია:აშშ,ინგლისი,საფრანგეთი,რუსეთი და ჩინეთი [სწორედ მათ ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა „მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნების და განმტკიცების’’]

·        დანარჩენ 10 წევრს ირჩევს გაეროს „გენერალური ასამბლეა’’- 2 წლის ვადით[გეოგრაფიული რეგიონების და მშვიდობის საქმეში შეტანილი წვლილის მიხედვით]

·        „არამუდმივი წევრების’’ გადარჩევა ერთდროულად არ ხდება.ყოველწლიურად იცვლება მხოლოდ 5 წევრი[ათიდან]

გაეროს უშიშროების საბჭოს ფუნქციები :

 

a.      იცავს საერთაშორისო მშვიდობას და უსაფრთხოებას

b.      იძიებს ყველა დავას და სიტუაციას,რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს საერთაშორისო დაძაბულობა

c.      იძლევა რეკომენდაციას  დავების გადაწყვეტის მეთოდების შესახებ

d.     შეიმუშავებს „შეიარაღების რეგულირების სისტემის’’ შექმნის გეგმებს

e.      განსაზღვრავს[ადგენს] „მშვიდობის დარღვევის საფრთხის’’ ან  „აგრესიის აქტის’’ – „ფაქტს’’  და იძლევა რეკომენდაციას  საჭირო ზომების მიღებისტვის.მოუწოდებს წევრ-სახელმწიფოებს გამოიყენონ „აგრესიის’’ წინაარმდეგ ეკონომიკური ან სხვა ისეთი „სანქციები’’,რომლებიც შეიარაღებული ძალების გამოყენებსათან არაა დაკავშირებული.

f.       მიმარტავს „სამხედრო მოქმედებას’’[იძულებას] გაეროს წესდების მე-7 თავის დარღვევით ამა თუ იმ სახელმწიფოს მიერ „სამხედრო ძალის გამოყენების შემტხვევაში’’

g.      იძლევა რეკომენდაციას გაეროს „ახალი წევრების’’ მიღების და გაეროს „გენერალური მდივნის’’ დანისვნის თაობაზე

h.     გაეროს „გენერალურ ასამბლეასთან’’ ერთად ირჩევს „მარტლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს ‘’ წევრებს და ა.ს.

·        „გაეროს უსიშროების საბჭო’’ - გაეროს ყველა წევრი სახელმწიფოს სახელით მოქმედებს

·        წევრი სახელმწიფოები მოვალენი არიან,ყველა ღონე იხმარონ,რომ დაეხმარონ საბჭოს ამ რტული მისიის შესრულებაში,კერძოდ „სჭიროების შემთხვევაში’’  ,გამოყონ და გადასცენ „უსიშროების საბჭოს’’  „სამხედრო კონტინგენტები’’[ჯარის ნაწილები],ასევე რესურსები „მშვიდობის დასამყარებლად’’

„უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრთა ერთმხრივობის პრინციპი’’

 

·        „გაეროს უსიშროების საბჭოს’’ გადაწყვეტილებანი „პროცედურულ საკითხებზე’’ მიიღება  „9 ხმით მაინც’’[მიუხედავად იმისა,თანახმაა ამაზე ხუთივე მუდმივი წევრი თუ არა]

 

მაგრამ როდესაც განიხილება „არაპროცედურული საკითხი’’,ამ შემთხვევაში  გადაწყვეტილების მისაღებად აღნიშნული „9 ხმა’’ უნდა შეიცავდეს „ყველა მუდმივი წევრის’’  „დადებით’’[ანუ საკითხის მომხრე] ხმას’’ [ეს დაიმახსოვრე]

·        ხოლო როდესაც „ვეტოს უფლების მქონე’’  სახელმწიფო

[ანუ აშშ,ინგლისი,საფრანგეთი,რუსეთი , ჩინეთი] თავადაც „მხარეა’  დავაში [რომელსაც განიხილავს „უსიშროების საბჭო’’ და ამ „დავის გადაწყვეტა’’ არ მოითხოვს „უშიშროების საბჭოს’’ მხრიდან „შეიარაღებული ძალის’’ გამოყენებას], კენჭისყრის დროს ეს  მუდმივი წევრი მოვალეა თავი შეიკავოს  „ვეტოს’’ უფლების გამოყენებისგან. ასეთ შემთხვევებში გადაყვეტილების მისაღებად საჭიროა ისევ „9 ხმა’’

·        „გადაწყვეტილების მიღების’’ აღნიშნული „წესი’’ „უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრთა ერთმხრივობის[კონსესუსის] პრინციპის’’ სახელწოდებითაა ცნობილი და „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის’’[გაეროს] საქმიანობის „ქვაკუთხედს’’ წარმოადგენს

·        მხოლოდ იმ შემთხვევაში,როდესაც ყველა „დიდი სახელმწიფო’’ შეთანხმებულად იმოქმედებს „მშვიდობა’’ მართლაც ყოველგვარი საფრთხის გარეშე იქნება უზრუნველყოფილი .

·        „გაეროს უშიშროების საბჭოს’’  მუშაობა აგებულია ისე,რომ შეეძლოს ფუნქციონირება „უწყვეტლივ’’ და „ოპერატიულად’’[ანუ თითქმის მყისიერად]

·        ამისათვის „გაეროს უშიშროების საბჭოს’’ ყველა წევრს ნიუ-იორკში[სადაც განთავსებულია გაეროს „ცენტრალური ორგანოების’’ რეზიდენცია] ჰყავს „მუდმივი წარმომადგენელი’’,რომელთა შეკრება და „გაეროს უშიშროების საბჭოს’’ სხდომის ჩატარება შესაძლებელია „სულ მოკლე ვადაში’’[ამას მნიშვნელობა აქვს მშვიდობის დარღვევის ფაქტზე სწრაფი რეაგირებისათვის]

·        „გაეროს უშიშროების საბჭოსთან’’ შექმნილია „სამხედრო-საშტაბო კომიტეტი’’

·        იგი საბჭოს მუდმივ წევრთა „სამხედრო შტაბთა’’ მეთაურებისგან შედგება. და მოწოდებულია დახმარება გაუწიოს „უშიშროების საბჭოს’’ „სამხედრო ღონისძიებების’’ რეალიზაციის საქმეში.

·        გაეროს წსდებით „უშიშროების საბჭოს’’ განკარგულებაში მეტად ეფექტიანი საშუალებებია „აგრესიის’’ აღსაკვეთად.

·        „გაეროს უშიშროების საბჭო’’ უფლებამოსილია,ყურადღება მიაქციოს ყოველგვარ დავას და სიტუაციას,რომელიც საფრთხეს უქმნის „მშვიდობას და ხალხთა უშიშროებას’’ და მოითხოვოს მხარეებისგან გადაწყვიტონ ეს დავა[კონფლიქტი] მშვიდობიანი საშუალებების გამოყენებით.

·        როდესაც სახეზეა“საერთაშორისო მშვიდობის და უსაფრთხოების დარღვევა ან მისთვის საფრთხის შექმნა’’ ,“გაეროს უშიშროების საბჭო’’ უფლებამოსილია მიმართოს „იძულებით ზომებს’[სანქციებს] ’,რომლებიც არ არის დაკავშირებული“შეიარაღებული ძალების გამოყენებასთან ესენია:-ა)დიპლომატიურ და ეკონომიკურ ურთიერთობატა გაწყვეტა,ბ) სარკინიგზო,საგზაო,საჰაეროსაფოსტო,სატელეგრაფო,რადიო,მიმოსვლისა დაურთიერთკავშირების სხვა საშუალებათა სრული ან ნაწილობრივი აღკვეთა

·        თუ ეს იძულებითი ზომები [სანქციები] არასაკმარისიაღმოჩნდება,უშიშროების საბჭომ უნდა გამოიყენოს „შეიარაღებული ძალები’’

·        გაეროს წესდების თანახმად,ეს „შეიარაღებული ძალები’’ უნდა შემდგარიყო წევ-სახელმწიფოების „ეროვნული სამხედრო კონტინგენტებისგან’’

·        ასეთი „კონტინგენტების’’ თაობაზე წინასწარ უნდა დადებულიყო „სპეციალური შეთანხმება’’ „უშიშროების საბჭოს’’ და კონკრეტულ სახელმწიფოს შორის.

·        უნდა შექმნილიყო რეალური „სამხედრო ბაზა’’ ,რომელიც ყოველ წუტს მზად იქნებოდა“უშიშროების საბჭოს’’ მოთხოვნის შესაასრულებლად

·        მაგრამ გაროს უშიშრპების საბჭოს „სამხედრო საშტაბო კომოტეტი’’ ჯერჯერობით ვერ ამოქმედდა

·        მიუხედავად ამისა მაინც გამოინახა სხვა გზა „აგრესიის’’ აღსაკვეთად- იხ. სახელმძღვანელოს მე- 15 თავი.“საეთაშორისო  ჰუმანიტარული სამართალი,შეიარაღებული კონფლიქტების თავიდან აცილების,მათი წარმოების საშუალებების და წესების საერთაშორისო სამართლებრივი რეგულირება’’

 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები