საერთაშორისო ორგანიზაციები

 

   

·        „საერთაშორისო ორგანიზაციები’’  „მუდმივმოქმედი’’ სახელმწიფოთაშორისი დაწესებულებებია,რომლებიც „ხანგრძლივი ვადით’’ ან „უვადოდ’’ იქმნება პოლიტიკური,ადმინისტრაციული,ეკონომიკური,კულტურული და სხვა მიზნების განსახორციებლად.

·        „საერთაშორისო ორგანიზაციები’’ ორ დიდ ჯგუფად იყოფა: ა) სამთავრობოშორისო და ბ) არასამთავრობო  საერთაშორისო ორგანიზაციებად.

ა)“სამთრობოთაშორისი საერთაშორისო ორგანიზაცია’’

 

·        „სამთავრობათაშორისი საერთაშორისო ორგანიზაცია’’ იქმნება“საერთაშორისო სამართლის ძირითადი სუბიექტების’’- „სუვერენული სახელმწიფოების’’ მიერ .

·        ასეთი ორგანიზაციის ყოველი წევრი მოქმედებს ამა თუ იმ ქვეყნის სახელით და ამ ქვეყნის სახელმწიფო ორგანოთა მეშვეობით.

·        „სამთავრობათაშორისი საერთაშორისო ორგანიზაციაში’’ „ერთიანი სუვერენული ფედერაციული  სახელმწიფოს’’ გვერდით შეიძლება  მოქმედებდეს ამავე  „ ფედერაციაში შემავალი  მოკავშირე ერთეულებიც’’ [მაგ. 1992 წლამდე „გაერთიანებული ერების ოგანიზაციაში ‘’    სსრ კავშირის გარდა  მონაწილეობდნენ  უკრაინის და ბელორუსიის რესპუბლიკები,რომლებიც სსრკ-ს შემადგემლობაში შედიოდნენ]

·        დასავლეთის ქვეყნებში  „ფედერაციული სახელმწიფო ’’ როგორც წესი ზღუდავს მასში შემავალი „მოკავშირე ერთეულთა’’ საგარეო-პოლიტიკურ უფლებაუნარიანობას[!]

[ „დასავლეთში’’ გამონაკლისს წარმოადგენს „ბრიტანეთის თანამეგობრობა’’,როლის წევრების ნაწილი [კანადა,ავსტრალია,ახალი ზელანდია] ინგლისის მონარქის უზენაეს ხელისუფლებას აღიარებს,მაგრამ საერთაშორისო ასპარეზზე მოქმედეენ  როგორც „დამოუკიდებელი სუვერენული  ერთეულები[თანამეგობრობაში შემავალი სახელმწიფოები]’’

 

ბ)“არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაცია’’

 

·        „არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაცია’’  იქმნება  რამდემიმე სახელმწიფოს „საზოგადოებრივი ორგანიზაციების’’ ან  „პირების’’[ფიზიკური ან იურიდიული] მიერ

·        „არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციას’’  არ გააჩნია  "საერთაშორისო-სამართლებრივი სუბიექტუნარიანობა''

გ)„უნივერსალური’’ და „რეგიონალური’’ საერთაშორისო ორგანიზაციები.

·        განასხვავებენ „უნივერსალურ’’ და „რეგიონალურ’’ საერთაშორისო ორგანიზაციებს.

·        „უნივერსალურ საერთაშორისო ორგანიზაციებს’’ მიეკუთვნება ისეთი ორგანიზაციები, რომელთა მიზანია „საერთაშორისო თანამშრომლობის სხვადასხვა სახის საკითხების მოწესრიგება მსოფლიოს ყველა ან თითქმის ყველა სახელმწიფოს მონაწილეობით’’

·        „რეგიონალური  საერთაშორისო ორგანიზაციები’’ მოიცავენ გარკვეული გეოგრაფიული რეგიონის სახელმწიფოებს და ამ რეგიონის  უშიშროების,პოლიტიკური,ეკონომიკური,სოციალური და სხვა პრობლემების გადაწყვეტის მიზნებს ემსახურებიან

 

დ)“ზოგადი’’’’ და „სპეციალიზებული ’’ საერთაშორისო ორგანიზაციები.

·        „ზოგად საერთაშორისო ორგანიზაციებს’’ მიეკუთვნებიან ის ორგანიზაციები,რომელთა მიზანია საკითხტა „ფართო წრის’’ რეგლამენტაცია

·        ხოლო „სპეციალიზებული დ საერთაშორისო ორგანიზაციები’’ ვიწრო,სპეციალური დანიშნულების საკითხების მოწესრიგებას ემსახურებიან

 

·        „უნივერსალურ ზოგად საერთაშორისო ორგანიზაციად ’’ ითვლება“მშვიდობის დაცვის და ხალხთა თანამსრომლობის განვითარების ისეთი უნიკალური დაწესებულება,როგორიცაა - „გაერთიანებული ერების ორგანიზაცია’’ [გაერო],რომელიც 194 სახელმწიფოს აერთიანებს[იხ. სახელმძღვანელო გვ. 134-147]

·        „უნივერსალურ სპეციალიზებულ საერთაშორისო  ორგანიზაციებს’’ მიეკუთვნება მაგ.  გაეროს „სპეციალიზებული’’ორგანიზაციები[ანუ „სპეციალიზებული ‘’ დაწესებულებანი]

·        [გაეროს წესდების 57-ე მუხლის თანახმად „გაერთიანებული ერების ორგანიზაციას’’ უნდა დაუკავშირდეს სხვადასხვა „სპეციალიზებული’’ დაწესებულებები,შექმნილი „საერთაშორისო შეთანხმებიტ’’ და აღჭურვილი „საერტაშორისო პასუხისმგებლობით’’: ეეკონომიკურ,სოციალურ,კულტურულ,საგანმანათლებლო,ჯანმრტელობის და სხვა მსგავს დარგებში.

·        ასეტი“შეთანხმება’’ გაეროს მიერ დადებულია 20-მდე  „სპეციალიზებულ  ორგანიზაციასთან’’ [სააგენტოსთან] მათ შორისაა:

 

1.      „გაერთიანებული ერების განათლების მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია’’[იუნესკო]

2.      „მსოფლიო საფოსტო კავშირი’’

3.      „შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია’’[ILO]

4.      „ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია’’

5.      „გაეროს სურსათისა და სასოფლო-სამეუნეო სააგენტო’’

6.      „ელექტროკავშირგაბმულობის საერთაშორისო კავშირი’’

7.      „ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია’’

8.      „მსოფლიო მეტროროლოგიური ორგანიზაცია’’

9.      „მსოფლიო საფოსტო კავშირი’’

10.   „რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკი’’

11.   „საერთაშორისო სავალუტო ფონდი’’

12.   „საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია’’

13.   „საერთაშორისო საზღვაო-საკონსულტაციო ორგანიზაცია’’

14.   „სამოქალაქო ავიაციის საერტაშორისო ორგანიზაცია’’

15.   ატომური ენერგიის საერტაშორისო სააგენტო’’

16.   „მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაცია’’

17.   „სოფლის მეურნეობის განვიტარების საერთაშორისო ფონდი’’

 

[იხ.  ინფორმაცია თითოეულ  ამ „სპეციალიზებულ ორგანიზაციაზე’’ სახელმძღვანელოში  გვ.134-165]

·        ყურადღება: გაეროსთან დაკავშირებული ყველა ეს სპეციალიზებული დაწესებულება[სააგენტო] „დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაციაა’’

·        გაერო  მხოლოდ კოორდინაციას უწევს მათ საქმიანობას;აძლევს რეკომენდაციებს საფინანსო და საბიუჯეტო საკითხებზე,სხვადასხვა   სპეციალიზებულ დაწესებულებათა „პოლიტიკების’’ და „საქმიანობების’’ ურთიერთშეთანხმების თაობაზე და სხვა.

·        რაც შეეხება ‘’რეგიონალურ საერთაშორისო ორგანიზაციებს’’ ,გაეროს წესდების მე- 8 თავის 52 და 54 მუხლებში მითითებულია,რომ გაეროს არსებობა არ გამორიცხავს „რეგიონალური შეთანხმებების და ორგანიზაციების’’ შექმნას „საერთაშორისომშვიდობისა და უსიშროების დაცვისატთვის’’[იმ პირობით,რომ ასეთი „რეგიონალური საერთაშორისო ორგანიზაციის’’ საქმიანობა სავსებით  შეესაბამება „გაეროს პრინციპებს’’

 

„რეგიონალური საერთაშორისო ორგანიზაციებია’’:

1)     „აფრიკის კავშირი’’

2)     „ამერიკის სახელმწიფოტა ორგანიზაცია’’

3)     „არაბულ სახელმწიფოთა ლიგა’’

4)     „ევროპის კავშირი’’[ევროკავსირი]

5)     „ნატო’’[ჩრდილოატლანტიკური ხელსეკრულების ორგანიზაცია’’

6)     „დასავლეტ ევროპის კავშირი’’

7)     ეუთო[„ევროპაში უსიშროების და თანამშრომლობის ორგანიზაცია’’]

8)     დსთ[„დამოოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა’’

9)     და სხვ.

 

 

[იხ.  ინფორმაცია თითოეულ  ამ „რეგიონალურ საერთაშორისო  ორგანიზაციაზე’’ სახელმძღვანელოში  გვ.165-195]

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები