სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება.[საკონსტიტუციო სასამართლოში]
·
თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია ერთ-ერთი
მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები
გამოიწვიოს, შეუძლია საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე
ან უფრო ნაკლები ვადით შეაჩეროს
სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება.
ხ
·
საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია საქმის განხილვის ნებისმიერ
ეტაპზე, საკუთარი ინიციატივით ან მხარეთა შუამდგომლობით გადასინჯოს გადაწყვეტილება სადავო აქტის ან მისი
სათანადო ნაწილის მოქმედების შეჩერების თაობაზე, თუ აღარ არსებობს ის გარემოებები,
რომლებიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას.
ხ
·
გადაწყვეტილება სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის
მოქმედების შეჩერების
თაობაზე, აგრეთვე ამ გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ ძალაში შედის შესაბამისი საოქმო ჩანაწერის
გამოქვეყნების მომენტიდან.
·
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ სადავო აქტის
ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედების შეჩერების თაობაზე ან მის შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების
შემდეგ საქმეს განიხილავს და საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლოს
კოლეგია ან პლენუმი ამ კანონით დადგენილი წესით.
ხ
·
აღნიშნული ნორმით დადგენილია საკონსტიტუციო
სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მოსარჩელის უფლებების პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში,
თუ არსებობს საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს მისთვის გამოუსწორებელი შედეგი.
·
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც
ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის
გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან,
პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“.
·
„კონსტიტუციური
მართლმსაჯულების არსებული სისტემის თავისებურებების გათვალისწინებით, სადავო აქტის
მოქმედების შეჩერების მექანიზმი
იცავს მოსარჩელეს უფლების აუცდენელი და შეუქცევადი დარღვევისაგან
და ხელს უწყობს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის ეფექტიანობას“.
ხ
·
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით,
„კანონმდებლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას ითვალისწინებს
მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს რეალურისაფრთხე,
რომ სადავო ნორმის მოქმედება გამოიწვევს მხარისათვის გამოუსწორებელ შედეგებს.
·
შესაბამისად, სადავო ნორმის მოქმედების
შეჩერების ინსტიტუტი მიმართულია იმ აუცდენელი და შეუქცევადი საფრთხეების
პრევენციისკენ, რომელიც შეიძლება მოჰყვეს სადავო აქტის მოქმედებას და რომლის გამოსწორება
შესაძლებელია ვერ მოხერხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ აქტის არაკონსტიტუციურად
ცნობის შემდეგაც.
·
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს,
რომ სასამართლო მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავს სადავო
აქტის მოქმედების შეჩერების ღონისძიებას, მხოლოდ მაშინ, როდესაც მხარისათვის
გამოუსწორებელი ზიანის
მიყენების საფრთხე აშკარაა და არ არსებობს მესამე პირებისა და საზოგადოებრივი ინტერესების გაუმართლებელი
შეზღუდვის რისკები“.
·
„ამდენად,
სადავო აქტის მოქმედების შეჩერება წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან პრევენციულ უფლებადაცვით მექანიზმს
და მნიშვნელოვანწილად განაპირობებს საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტიანობას
Комментарии
Отправить комментарий