საერთაშორისო-სამართლებრივი „პასუხისმგებლობა''[ცნება,სახეები,ფორმები]."საერთაშორისო დანაშაული'' ,"საერთაშორისო დელიქტი''

 

   

აქ განხილულია საკითხები:

1)    საერთაშორისო-სამართლებრივი „პასუხისმგებლობის’’ ცნება

2)     „საერთაშორისო მარტლსაწინააღმდეგო  ქმედებების ‘’ -სახეები

3)     .“საერთაშორისო -სამართლებრივი  „პასუხისმგებლობის’’ - სახეები და ფორმები

 

 

1.   საერთაშორისო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ცნება

 

·        „საერთაშორისო-სამართლებრივი პასუხისმგებლობას’’ იწვევს „საერთაშორისო სამარტლის სუბიექტის’’ მოქმედება ან უმოქმედობა,რომელიც არღვევსსაერთაშორისო-სამართლებრივ ნორმას’’

·        „საერთაშორისო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა’’ შეიძლება გამოიწვიოს:

a.      სახელმწიფო ორგანოების[სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების] მართლსაწინააღმდეგო მოქმედებებმა [მაგ.ა)ელჩების სხვა სახელმწიფოს შინაგან საქმეებში ჩარევამ,ბ) ეროვნულ უმცირესობატა დევნამ ,გ)საერთაშორისო ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობამ ,დ)აგრესიული ომის დაწყებამ],ან „მოქმედებისგან თავის შეკავებამ’,რის შედეგადაც მის ტერიტორიაზე ზიანი მიეყენება  უცხო სახელმწიფოს ინტერესებს  ან უცხო სახელმწიფოს მოქალაქის ინტერესებს[მაგ. „უცხოსახელმწიფოს დიპლომატის მკვლელობა’’,“საელცოზე თავდასხმა’’ ]და ა.შ.

·        „საერთაშორისო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის პრინციპი’’ თანამედროვე საერთაშორისო სამარტლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია

 

ა) „სახელმწიფოზე’’  პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობები

·        „სახელმწიფოსთვის’’  საერთაშორისო-სამართლებრივიპასუხისმგებლობის  დასაკისრებლად რამდენიმე გარემოება[წინაპირობა]  უნდა არსებობდეს :

1)     უნდა არსებობდეს ორ სახელმწიფოს შორის  „საერთაშორისო-სამართებრივი ვალდებულება’’

2)     სახეზე უნდა იყოს ამ „ვალდებულების’’  დარღვევის გამომწვევი ქმედება ან გადაცდომა,რომელიც დამრღვევ  „სახელმწიფოს’’ შეერაცხება

3)     სახეზე უნდა იყოს „ზიანი’’ ,რომელიც „სახელმწიფოს’’ „მარტლსაწინააღმდეგო ქმედების’’ ან გადაცდომის ‘’ შედეგად  დადგა.

                 ბ) „წესები ‘’ „სახელმწიფოს  პასუხისმგებლობის თაობაზე  ‘’

·        ყურადღება: ასეთი „წესები’’ შეიმუშავა  გაეროს „საერთაშორისო სამართლის კომისიამ’’[1953-2001 წწ]

·        ამ „წესების’’ ტექსტის 1-ლი მუხლის თანახმად სახელმწიფოს ყველა საერთაშორისო არამარტლზომიერ ქმედებას მოსდევს პასუხისმგებლობა’’

·        „საერთაშორისო არამართლზომიერ ქმედებათა ნუსხას’’ განსაზღვრავს „საერთაშორისო სამართალი’’

·        „წესების’’ მე-12 მუხლის თანახმად: „საერთაშორისო ვალდებულების დარღვევა არის მოქმედება,რომელიც არ შეესაბამება სახელმწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებას’’[ამ ვალდებულების წარმოშობის საფუძვლის და ვალდებულების ხასიათის მიუხედავად]

·        ასევე, „წესების’’ თანახმად -თუ ერთი სახელმწიფო მეორეს დაეხმარება“საერთაშორისო არამართლზომიერი ქმედების’’ ჩადენაში,მაშინ  ის ასევე „პასუხიმგებელი იქნება’’  „საერთაშორისო-სამართებრივი ვალდებულების’’ დარღვევაზე[!], [ოღონდ ა)თუ ეს „დამხმარე სახელმწიფო’’ გარემოებების წინასწარი ცოდნით მოქმედებდა და ბ) თუ იგივე მოქმედება მის მიერ ჩადენის შემთხვევაშიც[ცალკე აღებული] არამართლზომიერი იქნებოდა[!]

 

  [მაგ.თუ მეორე სახელმწიფო  გაცნობიერებულად დაეხმარება „საერთაშორისო ვალდებულების დამრღვევ სახელმწიფოს’’  მასზე დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში,მაშინ ამ „წესების’’ თანახმად ის პასუხისმგებელი გახდება „საერთაშორისო ვალდებულების დარღვევაზე’’ ]

 

შენიშვნა: მაგ .ამჟამად დასავლეთი პრეტენზიებს უყენებს საქართველოს,რადგან ის არ შეუერთდა დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს

·        ყურადრება:ამ  „წესების’’ თანახმად „სახელმწიფოს პასუხისმგებლობა’’ მისი წარმომადგენლების „ინდივიდუალური პასუხისმგებლობასთან’’ ერთად შეიძლება განიხილებოდეს

 

 

2.   „საერთაშორისო მარტლსაწინააღმდეგო ქმედებების ‘’ -სახეები

 

·        სახელმწიფოთა საერთაშორისო მარტლსაწინააღმდეგო „ქმედებები’’ ანუ „აქტები’’ 2 ძირითად ჯგუფად იყოფა:

1)    „საერტაშორისო დანაშაულებად’’

2)    „საერთაშორისო დელიქტებად’’

ა)        საერთაშორისო დანაშაული’’

·        „საერთაშორისო დანაშაული’’ არის „სახელმწიფოთა’’ ისეთი „მართლსაწინააღმდეგო აქტები’’[ანუ ქმედებები-მოქმედებები ან მოქმედებებისგან თავის შეკავება]’’,რომლებიც საფრთხეს უქმნიან „საერთაშორისო მშვიდობას და უშიშროებას’’ ,ლახავენ „ყველა სახელმწიფოს’’  სასიცოცხლო ინტერესებს

·        ნიურბერგის და ტოკიოს  საერთაშორისო ტრიბუნალთა „წესდებები’’ აყალიბებენ „საერთაშორისო დანაშაულის’’ ცნებას:

„საერთაშორისო დანაშაული’’ ეს არის დანაშული:

 

a.      მიმართული მშვიდობის წინააღმდეგ.[ანუ აგრესიული ომის’’ დაგეგმვა,მომზადება,გაჩაღება და წარმოება]

b.      მიმართული ადამიანურობის წინააღმდეგ[ანუ სამოქალაქო მოსახლეობის მასობრივი განადგურება,დამონება,გადასახლება,სხვა სიმკაცრენი ან დევნა პოლიტიკური,რასობრივი,რელიგიური მოტივებით]

c.      ომის კანონების და ჩვეულებების დარღვევა[მაგ. ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობის განადგურება,წამება,დამონება, ან იგივე ქმედებანი სამხედრო ტყვეთა მიმართ,მძევლების მკვლელობა,სახელმწიფო ან კერძო საკუთრების გაძარცვა,ქალაქებისა და სოფლების განადგურება და სხვა]

d.     ეროვნულ-განმათავისუფლებელი  მოძრაობის ჩახშობა ან ჩახშობის ცდა

e.      ინტერვენცია

f.       რასობრივი დისკრიმინაცის ფორმები:ა) გენოციდი,ბ)ეთნიკური  წმენდა გ) აპარტეიდი დ) მონობა

 

·        გაეროს“საერთაშორისო სამართლის კომისია’’ ადგენს „საერთაშორისო დანაშაულთა’’ უფრო მოკლე ნუსხას:

a.      აგრესია

b.      კოლონიური ბატონობა

c.      მონობა

d.     გენოციდი

e.      აპარტეიდი

f.       ატოსფეროს და ზღვების მასიური დაჭუჭყიანება

 

ბ)“საერთაშორისო დელიქტები’’

·        „საერთაშორისო დელიქტები’’ არის „სახელმწიფოს [ან მის მოკავშირე  სახელმწიფოტთა] ’’ ისეთი „მართლსაწინააღმდეგო აქტები’’[ანუ ქმედებები-მოქმედებები ან მოქმედებებისგან თავის შეკავება]’’,რომლებიც კონკრეტულ სახელმწიფოს სერიოზულ ზიანს აყენებენ,მაგრამ საერტაორისო მშვიდობას და უშიშროებას არსებითად არ არღვევენ.

·        „საერთაშორისო დელიქტები’’ ლოკალური ხასიათის საერთაშორისო მართლსაწინაღმდეგო აქტებია;

·        „საერთაშორისო დელიქტებია’’: „თავსესაფრის მიცემა საელჩოში ადგილობრივი ბოროტმოქმედისატვის ან ჯაშუშისატვის’’,“საელჩოს დარბევა’’,“უცხოელის მიერ სახელმწიფო დროშის დახევა ან სხვაგვარი შეურაცხყოფა’’,“სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფ უცხოელთათვის დამატი ქონებისატვის ზარალის მიყენება’’ და ა.შ

„საერთაშორისო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის’’-„სუბიექტები’’

 

·        თანამედროვე „საერთაშორისო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის’’ ინსტიტუტი მოიცავს სახელმწიფოს „ქმედებათა’’ ფართო წრეს და მოწოდებულია უზრუნველყოს“საერტაშორისო სამართლის’’ ძირითადი პრინციპების ხელშეუხებლობა.

·        უწინ, „გამარჯვებულ ‘’ სახელმწიფოს“დამარცხებულის ‘’ მიმართ ფართო უფლებები ეძლეოდა მისი ანექსიის ჩათვლით.

·        თანამედროვე „საერთაშორისო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა’’ კი „დამარცხებულ ‘’ სახელმწიფოს გარკვეულ უფლებებს ანიჭებს

·        კონფლიტში „დაზარალებულ სახელმწიფოს’’ უფლება აქვს  საერთაშორისო სამართლიტ დაშვებული საშუალებებიტ აღიდგინოს შელახული უფლებები.

·        დავის ამ მხარეს“პასუხისმგებლობის’„ პასიურ სუბიექტს’’ უწოდებენ,“აქტის ჩამდენს’’ კი- „აქტიურ სუბიექტს.’’

·        „საერთაშორისო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის’’ ძირითად სუბიექტებად „სახელმწიფოები’’ გვევლინებიან

·        თუმცა,“საერთაშორისო პასუხისმგებლობის’ “აქტიურ’’ და „პასიურ’’ სუბიექტებად შეიძლება გვევლინებოდნენ,ასევე ,ა)“საერთაშორისო ორგანიზაციები’’[მაგ. „ევროკავშირი’’] ან  ბ)“თავისუფლებისთვის მებრძოლი ერები’’[ ე.წ. „აჯანყებული ხალხი’’]

 

„საერთაშორისო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის’’ დადგომის წინაპირობები

·        სახელმწიფოს „საერთაშორისო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის’’  დადგომისათვის  საჭიროა  სახეზე იყოს მისი,როგორც „მართლსაწინააღმდეგო აქტის ჩამდენის ბრალეულობა’’ [!]

·        ე.ი. სახეზე უნდა იყოს „ქმედებასა’’ და „მიყენებულ ზიანს’’[ანუ შედეგს]  შორის „მიზეზობრივი კავშირი’’

·        ხოლო „საერთაშორისო სამართლის’’ ნორმის დარღვევა სახელმწიფოს ’ მიერ გამოწვეული უნდა იყოს „პირდაპირი განზრახვით’’ ან „დაუდევრობით’’

 

„სახელმწიფოს  პასუხისმგებლობა’’ მისი „ორგანოების ‘’ ქმედებაზე

·        სახელმწიფოს „ნების გამოვლენა’’ მისი სათანადო ორგანოების მეშვეობით ხდება

·        სახელმწიფო პასუხისმგებელია ყველა თავისი ორგანოს საქმიანობაზე

·        განსაკუთრებით კი ეს ეხება მის „საგარეო ურთიერთობის ორგანოებს’’სახელმწიფოს არა აქვს უფლება გაიმართლოს თავი იმით,რომ  მისისი ამა თუ იმ ორგანოს ესა თუ ის ქმედება დაშვებულია“შიდასახელმწიფოებრივი სამართლის ‘’ მიერ[რადგან ასეთი სამართლის ნორმები არ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს „საერთაშორისო დელიქტის ‘’ ჩამდენი სახელმწიფოს  მიერ ნაკისრ „საერთაშორისო ვალდებულებებს’’

·        სახელმწიფო პასუხისმგებელია ყველა იმ მართლსაწინააღმდეგო აქტის გამო,რომელიც ჩადენილია მის ტერიტორიაზე ადგილობრივი ან უცხოელი მოქალაქის მიერ[უფრო ზუსტად, ამ შემთხვევაში სახელმწიფოს საერტაშორისო პასუხისმგებლობა გამოწვეულია იმ „ორგანოების’’  უმოქმედობით[ან დაუდევრობიტ],რომელთაც ეკისრებათ ასეთი „ქმედებების ‘’ თავიდან აცილება ან დამნაშავე პირთა დაკავება და დასჯა]

·        თუ სახელმწიფო „დროულად’’ დაგმობს მის ტერიტორიაზე ჩადენილ „აქტს’’ და დასჯის დამნაშავეს,მისი „ბრალი’’ შემსუბუქდება

·        მაგრამ თუ სახელმწიფო მხარს უჭერს მისი ამა თუ იმ ორგანოს,თანამდებობის პირის ან სხვათა მიერ ჩადენილ  „მარტლსაწინააღმდეგო აქტს’[ქმედებას’]’’,მაშინ იგი ამძიმებს თავის „პასუხისმგებლობას’’

·        ხოლო როცა „მარტლსაწინააღმდეგო ქმედება’’  თავად მთავრობის განკარგულებით ხორციელდება დასაგარეოპოლიტიკის ერტ-ერტ წამყვან კურსს წარმოადგენს,მაშინ „საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობა’’ მთელი სიმძიმიტ აწვება „სახელმწიფოს მმართველ’’ წრეებს.

 

 

3.“საერთაშორისო -სამართლებრივი  პასუხისმგებლობის’’ - სახეები და ფორმები

·        ერთმანეთისგან განასხვავებენ საერთაშორის-სამარტლებრივი პასუხისმგებლობის შემდეგ სახეებს: ა) „მატერიალური პასუხისმგებლობა’’ და ბ) „პოლიტიკური პასუხისმგებლობა’’

 

ა) „მატერიალური პასუხისმგებლობა’’

·        „საერტაშორისო დანაშაულის’’ ან „საერთაშორისო დელიქტის’’ ჩამდენი სახელმწიფო მოვალეა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული მატერიალური ზარალი

·        „მატერიალური პასუხისმგებლობა’’ შეიძლება იყოს ორი ფორმის: ა) რესტიტუცია და ბ) რეპარაცია[კომპენსაცია]

·        „რესტიტუცია’’- არის სახელმწიფოს მოვალეობა აღადგინოს პირვანდელი მდგომარება გატაცებული ნივთის[ნივთების] დაბრუნებით ან დანგრეული შენობის[შენობების] აშენებით[!]

·        „რეპარაცია’’[კომპენსაცია] -არის როდესაც „დელინქვენტს’’ მხოლოდ მატერიალური ზარალის „ფულადი’’ ან „გარკვეული სახის საქონლით’’ ანაზღაურება მოეთხოვება

 

    ბ)“პოლიტიკური პასუხისმგებლობა’’

·        „პოლიტიკური პასუხისმგებლობის’’ ფორმები მრავალფეროვანია,მატგან ძირითადია ა)“სატისფაქცია’’ და ბ) „სანქციები’’

·        „სატისფაქცია’’- არის „მორალური დაკმაყოფილება’’,ეს ფორმა მოწოდებულია დაიცვას“პასიური სუბიექტის’’ მორალურ-პოლიტიკური ღირსება,როგორც საერტაშორისო სამარტლის „თანასწორუფლებიანი’’ სუბიექტისა.

·        „სატისფაქცია’-შეიძლება სხვადასხვანაირად გამოიხატოს: „სინანულის გამოცხადება’’, „ბოდიშის მოხდა’’,“დამნაშავე პირთა დასჯა’’,“დაზარალებული პირებისტვის ან მათი ნათესავებისთვის კომპენსაციის გადახდა’’ და ა.შ.

           

·        „საერთაშორისო-სამართლებრივი კონტრზომები[სანქციები] -არის დამნაშავის[სახელმწიფო ან მისი წარმომადგენლები იგულისხმება] იძულებითი ზომების  გამოყენება.

·        „სანქციები’’-„პოლიტიკური პასუხისმგებლობის’’ უმნიშვნელოვანეს  „ფორმას’’ წარმოადგენს

·        „სანქციების ‘’ -დანიშნულებაა“მშვიდობის და უშიშროების’’,“საერთაშორისო სამარტლის პრინციპების’’ დაცვა და განმტკიცება

·        „საერთშორისო სანქციები’’- სხვადასხვა ფორმით ვლინდება,რომელთაგან ძირითადია:  ა)„ეკონომიკური’’ და „დიპლომატიური’’ ურთიერთობების გაწყვეტა,ბ)ყოველგვარი საქონლის და ტრანსპორტის“დელინქვენტების ‘’ საზღვრებში მიტანის სესაძლებლობის აღკვეტა[ე.წ. „მშვიდობიანი ბლოკადა’’] და,ბოლოს,როგორც უკიდურესი ზომა გ)შეიარაღებული ძალების გამოყენება[აგრესორის წინააღმდეგ]

·        „საერთაშორისო სანქციები’’-ძალზე სერიოზულ საშუალებას წარმოადგენს,ამიტომ მათი გამოყენება დიდი სიფრთხილით უნდა მოხდეს [რომ არ გამწვავდეს ისედაც დაძაბული საერთაშორისო მდგომარეობა- ანუ არ მოხდეს ესკალაცია]

·        თანამედროვე საერთაშორისო სამართალი „სანქციების’’ გამოყენების უფლებას ძირითადად გაეროს მიაკუთვნებს

·        გაეროს წესდების მე-7 თავის თანახმად:

გაეროს უშიშროების საბჭო „აგრესიის’’ საიშიშროების შემთხვევაში უფლებამოსილია გადაწყვიტოს შეიარაღებული ძალების გამოუყენებლობასტან დაკავშირებული რა ღონისძიებები უნდა იქნეს მიღებული და შეუძლია მოუწოდოს გაეროს წევრებს მიმართონ ისეთ სანქციებს,როგორიცაა: ეკონომიკური ურტიერტობების,სარკინიგზო,საზრვაო,საფოსტო,სატელეგრაფო,რადიო ,ან ურტიერტკავშირის სხვა საშუალებატა სრული ან ნაწილობრივი აღკვეტა,აგრეთვე დიპლომატრიური ურთიერთობების გაყვეტა[მუხ.41.]

·        მაგრამ თუ ღონისძიებები საკმარისი არ აღმოჩნდა,გაეროს უშიშროების საბჭო უფლებამოსილია მიმართოს ისეთ მოქმედედებას საჰაერო,საზღვაო  ან სახმელეტო ძალებით,რაც საჭიროა „მშვიდობის და უშისროების’’ დასაცავად ან აღსადგენად;ასეთი „მოქმედება’’ შეიძლება შეიცავდეს ორგანიზაციის წევრთა საჰაერო,საზღვაო,სახმელეთო ძალების დემონსტრაციებს[წვრთნებს],ბლოკადას და სვა ოპერაციებს[ მუხ. 42-ე]

·        გაეროს წევრ-სახელმწიფოს მიმართ,რომელიც არღვევს საერტაშორისო სამარტალს,შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა „სანქციებიც’’ :

a.      „წესდებით გატვალისწინებული უფლებამოსილების და პრივილეგიების ჩამორთმევა,ან მათი მოქმედების შეჩერება’’[მუხ.5]

b.      „გაეროს გენერალურ ასამბლეაზე“ხმის უფლების’’ ჩამორთმევა[მუხ.19]

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები