გაეროს -„მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო’’

 

  

·        „გაერთიანებული ერების ორგანიზაცია’’ შედგება „ექვსი მთავარი ორგანოს’’,მრავალი „დამხმარე’’ და „სპეციალიზებული’’ ორგანოს და ორგანიზაციისგან.

·        გაეროს მტავარი ორგანოებია:

1.      „გენერალური ასამბლეა’’

2.      „უშიშროების საბჭო’’

3.      „ეკონომიკური და სოციალური საბჭო’’

4.      „მეურვეობის საბჭო’’

5.      „მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო’’

6.      „სამდივნო’’

·        „მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო’’ შედგება 15 მოსამარტლისგან,რომელთაც 9 წლის ვადიტ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ირჩევენ „გენერალური ასამბლე’’ და „გაეროს უშიშროების საბჭო’’

·        მოსამარტლეებს ირჩევენ კვალიფიკაციის მიხედვიტ და არა მოქალაქეობის გატვალისწინებიტ[ე.ი. მხედველობაში მიიღება მხოლოდმეცნიერული და პრაქტიკული კვალიფიკაცია,ავტორიტეტი]

·        ერთსადა იმავე სახელმწიფოს არ შეიძლება ამ სასამართლოსი ორი მოსამართლე ჰყავდეს.

·        მოსამართლეთა არჩევისას მხედველობაში მიიღება ისიც,რომ სასამართლოში წარმოდგენილი უნდა იყოს მსოფლიოსი არსებული მთავარი სამართლებრივი სისტემები[ანგლო -საქსური,ევროპულ-კონტინენტური და სხვა]

·        „მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო’’ გაეროს მთავარი სასამართლო ორგანოა

·        მისი წესდება[სტატუსი] ხელმოწეილ იქნა „გაეროს წესდებასთან’’ ერთად და მის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს

·        სასამართლო იხილავს მხოლოდ ისეთ საქმეებს,სადაც „მხარეებად’’ გაეროს წევრი სახელმწიფოები გამოდიან[და არა სახელმწიფოთა გაერთიანებები]

·        სასამართლო იძლევა „საკონსულტაციო დასკვნებს’’

·        ყურადღება: „საკონსულტაციო დასკვნისთვის’’ ამ სასამართლოს შეიძლება მიმართონ არა სახელმწიფოებმა ,არამედ მხოლოდ  ა) გაეროს 5 ძირითადმა ორგანომ[იხ. ზემოთ] და ბ) გაეროს 16-მა „სპეციალიზებულმა ორგანომ’’[სააგენტომ][იხ.სახელმძღვანელო გვ146-165]

·        სასამართლოს „საკონსულტაციო დასკვნა’’ „გაეროს გენერალურ ასამბლეას’’ და „გაეროს უსიშროების საბჭოს’’ შეუძლიათ მოითხოვონ „ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე’’

·        „სამართლის წყაროები’’’,რომლებსაც იყენებს „მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო’’ მისი წესდების 38-ე მულის თანახმად არის:

a.      საერთაშორისო კონვენციები

b.      საერთაშორისო „ჩვეულებები’’

c.      სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ზოგადი პრინციპები

d.     სასამართლო გადაწყვეტილებანი და საჯარო სამართლის ყველაზე კვალიფიციური სპეციალისტების დოქტრინები[შეხედულებები,სწავლებები]

 

·        ყურადღება: „მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო’’ წარმოებასი მხოლოდ მაშინ იღებს საქმეს თუ ორივე მოდავე მხარე თანახმაა სასამართლოს იურისდიქციაზე

·        თუ ერთ-ერთი სახელმწიფო[მოდავე მხარე] უარს ამბობს საქმის ამ სასამართლოში განხილვაზე,სასამარტლოს იურისდიქციაზე,მაშინ„მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო’’  ამ სახელმწიფოტა შორის დავას ვერ განიხილავს.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები