ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევა[მუხ. 276-ე]
I. 276-ე მუხლის დანაშაულის:
ა) „სუბიექტი’’ ბ)“მსხვერპლი’’[დაზარალებული]
გ)“საგანი’’ და
დ)“სს-ვი დაცვის ობიექტი’’
·
ამ დანაშაულისგან „სს-ვი დაცვის ობიექტს’’ წარმოადგენს: ა) ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ბ)ტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი
უშიშროება
ხ
·
ამ დანაშაულის სუბიექტია[ამსრულებელია] - ის,ვინც მართავს
მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას[არ აქვს მნიშვნელობა აქვს თუ არა მას მართვის
უფლება]ე.ი. სახეზეა“სპეციალური ამსრულებელი’’
·
ამრიგად,ამ დანაშაულის ამსრულებელია
-ის,ვინც ზის საჭესტან
და მართავს მანქანას
·
არსებობს გამონაკლისი,როცა სახეზეა სპეციალური „სასწავლო მანქანა’’,რომლის
საჭესტან ზის ის,ვინც სწავლობს მანქანის მართვას,ხოლო მას გვერდით უზის „მასწავლებელი’’,რომელიც
ფლობს „სამუხრუჭე სისტემას’’[მაგრამ არა საჭეს] და ვალდებულია მიიღოს უსაფრტხოების
ზომები.მოცემულ შემტხვევაში ,სწორედ ეს „მასწავლებელია’’ ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის
სამართლებრივი გარანტი.,ამიტომ 276-ე მუხლის სუბიექტად შეიძლება მივიჩნიოთ „სასწავლო მანქანის მასწავლებელიც’’,[თუ მას შეეძლო მოსალოდნელი საფრთხის ტავიდან აცილება ან შექმნილი
საფრთხის განეიტრალება]
ხ
·
ამ „დანაშაულის მსხვერპლი’’[დაზარალებული] არის -„სხვა ადანიანი’’ და არა თავად ის,ვინც მანქანის მართვისას
არღვევს „მოძრაობის უსაფრტხოების ან ტრანსპორტის ექსპლუატაციის’’ წესებს და საკუთარ
თავს აზიანებს
·
ამასთან ,მნიშვნელობა არ აქვს,მძღოლმა თავისსავე მანქანაში მჯდომი პირი
დააშავა,თუ ფეხით მოსიარულე,ან სხვა მანქანაში მჯდომი
·
არც იმას აქვს მნიშვნელობა „დაშავებული’’ მისი ახლო ნატესავია,თუ „სხვა
პირი’’
·
მთავარია,რომ „მსხვერპლი’’[დაზარალებული] არაა თავად დამრღვევი მძღოლი.
·
თუკი სათანადო „წესის’’ დარღვევამ გამოიწვია „მხოლოდ დამრღვევი მძღოლის ‘’ ჯანმრთელობის „ნაკლებად მძიმე’’ ან
„ძიმე’’ დაზიანება ,იგი არ დაექვემდებარება სისხლისსამარტლებრივ პასუხისმგებლობას,არამედ მიეცემა „ადმინისტრაციულ პასუხისგებაში’’
სათანადო „წესის ‘’ დარღვევისათვის[თუ სახეზე არა
276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული შემტხვევა-აბსტრაქტული საფრთხის
დელიქტი]
ხ
·
ამ “დანაშაულის საგანს’’ წარმოადგენს : ავტომობილი,ავტობუსი,ტრამვაი,ტროლეიბუსი,ტრაქტორი,მოტოციკლი,ან
სხვა მექანიკური ტრანსპორტი.
·
„სატრანსპორტო საშუალებებში’’ მოიაზრება ტრანსპორტის რამდენიმე
სახე: „ნებისმიერი მგზავრების გადასაყვანი ან ტვირთის გადასაზიდი ავტომანქანა’’- მსუბუქი
ან სატვირტო,ასევე,ავტობუსი,სახანძრო,სამედიცინო დახმარების მანქანები და ა.შ.
·
„სხვამექანიკურ სატრანსპორტო
საშუალებებს’’ ეკუთვნის „სამოქალაქო ტრანსპორტი’’,“მოტოციკლები’’,“თვითმავალი მანქანები’’,ასევე
„ავტონომიური ძრავით გადასაადგილებელი და ნებისმიერი ტექნიკური სატრანსპორტო საშუალებები’’
ხ
·
ამ დანაშაულის საგანს არ წარმოადგენს-ისეთი სატრანსპორტო საშუალება,რასაც
არა აქვს შიდა წვის[ტუნდაც ელექტრონული] ძრავა ,მაგალითად-ველოსიპედი[!]
·
ამიტომ თუ ასეთი ტრანსპორტით[მაგ. ველოსიპედით] მოძრაობის უსაფრთხოების
წესის დარღვევამ გაუფრთხილებლობით გამოიწვია „სხვისი ჯანმრთელობის
ნაკლებად მძიმე დაზიანება’’[ან უფრო „მძიმე ‘’ შედეგი] ქმედება დაკვალიფიცირდება
სსკ 281-ე მუხლით
,ან 116-ე მუხლით [სიცოცხლის
მოსპობის შემტხვევაში] ან 124-ე მუხლით
·
სსკ-ის 281-ე მუხლით ქმედება მაშინ დაკვალიფიცირდება,როცა
ველოსიპედი „ქალაქში მოძრაობის მონაწილე იყო’’[ანუ დამნაშავე ქალაქში მოძრაობდა ველოსიპედიტ]
·
ხოლო ტთუკი იგი არ იყო „ქალაქში მოძრაობის მონაწილე’’ ,მაშინ პასუხს
აგებს სსკ116-ე ან
124-ე მუხლებით
[მაგ.
14 წლის პეტრე საკუტარი სახლის ეზოში მოძრაობდა ველოსიპედით,რა დროსაც მან დაარრღვია
„ზოგადი წინდახედულობის ნორმა’’[მოძრაობდა სწრაფადიმ დროს როდესაც ეზოში პატარა ბავშვები
თამაშობდნენ] .ერთ-ერთი მოხვევისას იგი შეეჯახა ეზოში მოტამაშე ბავშვს და ჯანმრტელობა
ნაკლებად მძიმედ დაუზიანა.სახეზეა სსკ-ის 124-ე მუხლის შემადგენლობა]
II. 276-ე მუხლის დანაშაულის-„ობიექტური
მხარე’’
·
ამ დანაშულის „ობიექტური მხარე’’
მოიცავს:
1) ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის,
ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვას -ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების
ქვეშ [276-ე 1-ლი ნაწ]
2) ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის,
ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას
და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას [ 276-ე მე-2 ნაწ]
3) ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის,
ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას
და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას [ 276-ე მე-4 ნაწ]
4) ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის,
ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას
და „ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას’’
[ 276-ე
მე-6 ნაწ]
5) ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის,
ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას
და „ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას’’ [ 276-ე
მე-8 ნაწ]
6) „მიზეზობრივ კავშირს’’
„წესების დარღვევის ფაქტსა’’ და დამდგარ „შედეგს’’ შორის
ხ
276-ე მუხლის 1-ლი ნაწილის - „ობიექტური მხარე’’
·
276-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ობიექტური მხარე’’ გამოიხატება
ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების
მართვას -ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი
ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ
·
ამდენად, „სათანადო
გამოკვლევით’’ უნდა დადგინდეს,რომ პირი რომელიც მართავდა სატრანსპორტო საშუალებას
,ნამდვილად იმყოფებოდა რომელიმე ამ ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ.
·
სატრანსპორტო საშუალების მართვა ნარკოტიკების ზემოქმედების
ქვეშ მყოფ მდგომარეობაში შეიძლება გამოიხატოს შემდეგ ქმედებებში:
1) ამ ნივთიერებათა
ზემოქმედების ქვეშ მყოფმა პირმა აამუშავა სატრანსპორტო საშუალება[დაქოქა] და დაძრა
იგი
2) პირმა ეს ნივტიერება
მიიღო და მისი ზეგავლენის ქვეშ მოექცა მას შემდეგ,რაც უკვე დაწყებული ჰქონდა სატრანსპორტო
საშუალების მართვა.
·
276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული დამთავრებულია ნებისმიერი ამ ქმედების ჩადენის მომენტიდან და არ აქვს მნიშვნელობა „შექმნა ‘’ თუ არა მან
მართლსაწინააღმდეგო შედეგის საფრთხე
·
არც იმას აქვს
მნიშვნელობა ამ ნივთიერებათა ზეგავლენის ქვეშ მყოფმა პირმა დაარღვია ტუ არა „მოძრაობის
უსაფრთხოების ან ტრანსპორტის ექპლუატაციის’’ რაიმე წესი
·
საქმე იმაშია,რომ ა)ამ ნივთიერებათა ზემოქმედების ქვეშ ყოფნა და ბ)სატრანსპორტო საშუალების მართვის „ფაქტი’’ ,გვაძლევს 276-ე მუხლის 1-ლი
ნაწილის შემადგენლობას[სახეზეა ე.წ. „აბსტრაქტული საფრთხის დელიქტი’’]
მუხლი 276. ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა
+
1. ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვა –
ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
ხ
·
„ბრალის ფორმის’’ მიხედვით 276-ე მუხლის 1-ლი
ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული განზრახია
[ა)პირს გაცნობიერებული აქვს,რომ იმყოფება“სპეც.კონტროლს დაქვემდებარებული ამა ტთუ
იმ ნივთერების ზემოქმედების ქვეშ’’, ბ)ასევე გაცნობიერებული აქვს,რომ ასეთი ზემოქმედების
ქვეშ მყოფი მართავს სატრანსპორტო საშუალებას და გ) „სურს’’ ეს]
·
რაც შეეხება მოსალოდნელ „შედეგს’’[„შედეგი’’ საერთოდ არ იგულისხმება
276-ე მუხლის 1-ელ ნაწილში],მის მიმართ ,შესაძლოა,სახეზე იყოს „გაუფრთხილებლობა’’ და არა „პირდაპირი განზრახვა’’,მაგრამ ამას „ქმედების’’
276 მულის 1-ლი ნაწილით კვალიფიკაციისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს
·
მაგრამ თუკი დამტკიცდება,რომ პირს „სურდა’’ „მართლსაწინააღმდეგო შედეგი’’[მაგ. მსხვერპლის
სიკვდილის] გამოწვევა,მაშინ მისი ქმედება დაკვალიფიცირდება არა 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით,არამედ
„მკვლელობის მომზადებით’’ ან „მკვლელობის მცდელობით’’
მაგ.
პეტრემ
განიზრახა ვასოს მოკვლა.ამ მიზნის მისაღწევად გადაწყვიტა გამოეყენებინა სატრანსპორტო საშუალება[როგორც იაღი].მან მიიღო
ნარკოტიკული საშუალება და მიუჯდა მანქანის საჭეს,რატა ვასოს გამოჩენისტანავე დაეჯახებინა
იგი მისთვის და მოეკლა.როცა ვასო გამოჩნდა,პეტრემ დაძრა მანქანა და დიდი სისწრაფით
გააქნა მისკემ.ვასომ ძლივს მოასწრო გვერდზე გახტომა და თავის შველა.
სახეზე
არა 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული,არამედ „მკვლელობის მცდელობა’’[სსკ-ის 19,108-ე მუხლი]
III. 276-ე მუხლის მე-2-,მე-4,მე-6 ,მე-8 ნაწილების -„ობიექტური მხარე’
ა) რა სახის უნდა იყოს „ქმედება’’ ?
·
276-ე მუხლის მე-2-,მე-4,მე-6
,მე-8 ნაწილების დანაშაულიების“შემადგენლობა’’
შეიძლება განხორციელდეს,როგორც „მოქმედებით’’
,ისე „უმოქმედობით’’[ანუ ამ დანაშაულების
ჩადენა „მოქმედებითაც’’ შეიძლება და „უმოქმედობითაც’’]
·
„მოქმედების’’ მაგ.“მძღოლმა განავითარა გადაჭარბებული
სიჩქარე,რის გამოც დააშავა მოქალაქე’’
·
„უმოქმედობის ‘’ მაგ.“მძღოლმა, რომელიც ნებადართული
სიჩქარით მოძრაობდა,არ შეანელა სიჩქარე,რის გამოც დაშავდა მოქალაქე’’
ხ
·
ამ დანაშაულების ჩადენა ასევე შეიძლება „შერეული მოქმედებით’’
·
მაგ. მძღოლმა გასწრება დაიწო იქ სადაც ეს არ შეიძლებოდა და ამავე დროს
ნებდაურთველი სიჩქარით შევიდა მოსახვევში,რის გამოც შეეჯახა შემხვედრ მანქანას და მასში
მჯდომი პირი მძიმედ დააშავა
·
„აკრძალულ ადგილზე გასწრების დაწყება’’ ეს არის „მოძრაობის უსაფრთხოების
წესის ‘’ დარღვევა „მოქმედებით’’
·
ხოლო „მოსახვევში ნებადაურთველი სიჩქარით შესვლა’’,კი
იმას ნიშნავს,რომ მან არ შეანელა სვლა,რაც მოსახვევში აუცილებელია.ამდენად,აქ სახეზეა
წესის დარღვევა „უმოქმედობით’’
ხ
·
არის ისეთი შემთხვევებიც ,როცა
ძნელი სათქმელია „მოძრაობის უსაფრთხოების წესი’’ „მოქმედებით დაირღვა თუ „უმოქმედობით’’
·
მაგ. მძღოლმა გაიარა წითელ შუქზე,რის გამოც შეეჯახა
ფეხით მოსიარულეს და „ჯანმრთელობა ნაკლებად მძიმედ დაუზიანა’’
·
თითქოს,სადაავო არაფერია და სახეზეა
„უმოქმედობა’’[რადგან მძღოლი ვალდებული
იყო წითელ შუქზე გაეჩერებინა მანქანა,რაც არ გააკეთა]
·
მაგრამ საკითხი ეიძ;ება სხვაგვარადაც დაისვას.კერძოდ მოცემულ შემთხვევაში
ავარიის მიზეზი არის ის,რომ მძღოლმა გადაკვეტა გამყოფი ხაზი და გააგრძელა სვლა,რის
გამოც შეეჯახა მოქალაქეს.
·
ხაზის გადაკვეთა და გზის გარძელება კი „მოქმედებაა’’ და არა „უმოქმედობა’’
და სწორედ ამან გამოიწივა მართსაწინააღმდეგო შედეგი.
ხ
·
ამდენად,276-ე მუხლის დანაშულის
„ობიექტური მხარე’’ რაიმე კონკრეტულ შემტხვევაში „მოქმედებაშოი’’ გამოიხატება თუ „უმოქმედობაში’’
ეს საკითხი არ არის ადვილი გადასაწყვეტი
·
თუმცა,იმის გარკვევას დანაშაული ცადენილია“მოქმედებით’’ თუ „უმოქმედობით’’
სამართლებრივი მნიშვნელობა
არ აქვს „ქმედების’’
276-ე
მუხლის მე-2-,მე-4,მე-6
,მე-8 ნაწილებით კვალიფიკაციისთვის.
ბ)“მიზეზობრივი
კავშირის’’ დადგენა
·
მძღოლის მიერ „ მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევასა’’
და დამდგარ „შედეგს’’ შორის „მიზეზობრივი კავშირის’’ დადგენა
„აუცილებელია’’[!]
ხ
·
შედარებით „ადვილად’’ დგინდება „მიზეზობრივი კავშირი’’ მძღოლის
მიერ „ მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევასა’’[ქმედებას] და „ჯანმრთელობის მძიმე ან ნალებად მძიმე დაზიანებას’’[შედეგს]
შორის
·
მაგ. ავარიის შედეგად მგზავრს ისე დაუზიანდა ცალი ფეხი,რომ საჭირო შეიქმნა
მისი ამპუტაცია[ „შედეგი’’ სახეზეა .იგი გამოიხატა „ჯანმრტელობის მძიმე დაზიანებასი’’]
ანდა მგზავრმა მიიღო „წვრილი ძვლების დახურული მოტეხილობა’’[სახეზეა „ჯანმრტელობის
ნაკლებად მძიმე დაზიანება]
·
ხ
·
შედარებით „პრობლემურია’’
„მიზეზობრივი კავშირის’’ დადგენა „ქმედებასა’’ და „დამგარ სიკვდილს’’
შორის
·
რადგან ასეთ დროს „ზუსტად ‘’ უნდა დადგინდეს,რომ: „თუ არა ეს სატრანსპორტო შემთხვევა,პირი ამჯერად
არ გარდაიცვლებოდა’’
·
ნათქვამი იმას ნიშნავს,რომსაქმეში აუცილებელია
არსებობდეს გვამის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის[პათოლოგ
ანატომის] დასაბუთებული დასკვნა „სიკვდილის მიზეზის ‘’ შესახებ
·
ყურადრება: ასეთი „დასკვნის’ არარსებობისას მძღოლს ეს „შედეგი’’[სიკვდილი] არ შეერაცხება[!] ,მაშინაც
კი,როცა „მიზეზობრივი კავშირი’’ სასიკვდილო შედეგსა და მოძრაობის უსაფრთხოების წესის
დარღვევას შორის თითქოს უდავოა.
·
მაგ.მძღოლი მოძრაობდა გადაჭარბებული
სიჩქარით და შეეჯახა ბორდიურზე მდგარ მოქალაქეს,რომელიც სავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე
წუთში გარდაიცვალა.
·
თუ მისი სიკვდილის მიზეზის შესახებ
სათანადო გამოკვლევის შედეგი საქმეში არ დევს, მხოლოდ “მოწმეთა ჩვენებებიტ’’ და „სხვეპლის
უმოკლეს დროში „გარდაცვალების ფაქტით’’ „ქმედებასა’’ და „სიკვდილს’’[შედეგს]
შორის „მიზეზობრივ კავშირს’’ ვერ დავადგენთ
·
ეს იმას ნიშნავს ,რომ დამრღვევს სსკ 276-ე მუხლის
მე-6 ნაწილს ვერ შევრაცხავთ,თუმცა ამავე მუხლის მე-4 ნაწილი შეიძლება
შევრახოთ,ოღონდ თუ დადგინდება,რომ გარდაცვალებამდე „დაზარალებულს’’ აღენიშნებოდა
„ჯანმრტელობის მძიმე დაზიანება’’[მაგ,გატეხილი ჰქონდა თავის ქალა]
ხ
·
შერაცხვის „პრობლემა’’ აქ შემდეგშია: ვერავინ გამორიცხავს
იმის იურიდიულ შესაძლებლობას,რომ მოცემულ შემთხვევაში სიკვდილი შესაძლოა „სხვა მიზეზმა’’[მაგ.
მოწამმვლამ] გამოიწვია და არა თავის ქალის გატეხვამ
·
ამდენად[დაიმახსოვრე] „სასიკვდილო შედეგის’’ მოძრაობის და ექსპლუატაციის წესების დამრღვევზე
შერაცხვისთვის „აუცილებელია’’ ,სპეციალური ცოდნით აღჭურვილი
პირის მიერ[ექსპერტის მიერ] შესწავლილი
იყოს დაზარალებულის „სიკვდილის მიზეზი’’ და საქმეში მოიპოვებოდეს სატანადო „დასაბუთებული
დასკვნა’’
ხ
·
ხოლო თუ „სასიკვდილო შედეგი’’ დადგა „მიზეზობრივი კავშირის
ატიპური განვითარების შედეგად’’,მაშინ ის მძღოლს[ანუ საჭესთან
მჯდომ პირს] არ
შეერაცხება[!]
·
მაგ. ავარიის შედეგად მძიმედ დაშავებული პირი სასწრაფო დახმარების მუშაკებმა
საკაცეზე დააწვინეს,რატა სასწრაფო დახმარების მანქანიტ წაეყვანატ საავადმყოფოში.
·
სასწრაფო დამარების მანქანაში შეყვანისას სანიტრებს საკაცე ხელიდან გაუვარდათ,დაშავებულმა
თავი დაარტყა ბეტონს,რის შედეგადაც გარდაიცვალა .
·
ამ შემტხვევაში „სიკვდილის ავტორები’’ არიან სანიტრები და არა მძღოლი,რადგან
სანიტრების ქმედებამ თუნდაც რამდენიმე საათით
„დააჩქრა’’ ავარიისგან დაშავებულის სიკვდილი.
·
სანიტრებმა თავისი ქმედებით „ახალი
საფრთხე დააფუძნეს’’ და რომ არა ეს „ახალი საფრთხე’’ „ამჯერად ეს შედეგი[სიკვდილი] არ დადგებოდა’’[სსკ მე-8
მუხ. მე-2 ნაწ] .თუმცა, მოგვიანებით ეს შედეგი [სიკვდილი] შესაძლოა ,მაინც დადგებოდა.
·
დოქტრინაში არაა ერთიანი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით,ეს შედეგი მძღოლისთვის
„ობიექტური შერაცხვის’’ ეტაპზე უნდა გამოვრიცხოთ ,თუ“სუბიექტური შერაცხვის’’ ეტაპზე[!]
; ამ რთული საკითხის გარკვევა ჩვენი მიზანი არაა,მაგრამ ერთი რამ კი ცხადია: ა)რომ
არა მძღოლის მიერ სათანადო წესის დარღვევა,ეს შედეგი მოცემულ ვიტარებაში არ დადგებოდა
და ბ) მიზეზობრივი კავშირის ამგვარი განვითარება
ატიპურია იმდენად,რამდენადაც ის „უჩვეულოა ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე’’ამიტომ
წესის დამრღვევ მძღოლს არ ევალება და არც შეუძლია მისი გათვალისწინება.
ხ
·
ხოლო თუ „მარტლსაწინაამდეგო შედეგი’’ გამოწვეულია „რამდენიმე სუბიექტის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით’’,პასუხისმგებლობა „უშუალო მიზეზობრივი კავშირის’’
დადგენის გზით წყდება.
·
ეს იმას ნიშნავს,რომ თუ მოძრაობის უსაფრთხოების წესს ერთდროულად არღვევს
ორი მძღოლი,რასაც მოჰყვება რაიმე „მძიმე’’ შედეგი,სსკ 276-ე
მუხლიტ პასუხს აგებს ის მძღოლი,რომლის ქმედებაც უშუალო კავშირშია ამ შედეგთან[!]
მაგ. ორი მძღოლი
ტრასაზე ერღმანეთის მიყოლებით გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობს.უკან მომავალმა მძღოლმა
დაიწყო გასწრება გზის იმ მონაკვეთზე,სადაც ეს აკრძალული იყო.სანამ გასწრებას დაასრულებდა
და ტავის ზოლს დაუბრუნდებოდა,იგი შეეჯახა შემხვედრ მანქამას,რადგან ვერ მოასწრო თავის
სამოძრაო ზოლში გადანაცვლება. ასეტი გადანაცვლება კი იმიტომ ვერ მოასწრო ,რომის მანქანაც,რომელსაც
იგი უსწრებდა,ასევე გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა. ეჯახების შედეგად ემხვედრი მანქანის
მძღოლი მძიმედ დაშავდა.
მარტთლია ,ამ
შემთხვევაში ორივე მძღოლმა დაარღვია მოძრაობის უსაფრთხოების წესები[წინ მიმავალი ჩქარა
მოძრაობდა,ხოლო უკან მიმავალე ა)ასევე ჩქარა მოძრაობდა და ბ) დაარღვია „გასწრების წესიც’’]
მაგრამ ავარიის
„შედეგი’’ შეერაცხება იმ მძღოლს,რომლის“ქმედებამაც ’’ „უშუალოდ
გამოიწვია ავარია და მძიმე შედეგი’’ ეს კი არის
ის მძღოლი,რომელმაც დაარღვია „გასწრების წესი ‘’ და შეეჯახა შემხვედრ მანქანას;
მეორე მძღოლს
მხოლოდ“ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა’’ დაეკისრება.
ხ
ყურადღება:
სსკ-ს 275-ე
და 276-ე მუხლები „ბლანკეტური შინაარსის’’ მუხლებია.
„ტრანსპორტის მოძრაობის
და ექსპლუატაციის წესი’’ მოწესრიგებულია “საგზაო მოძრაობის წესებით’’ ,
„საავტომობილო ტრანსპორტის ტექნიკური
ექსპლუატაციის წესებით’’
[ანუ საქართველოს 1999 წლის კანონით „საგზაო უსაფრთხოების
წესების შესახებ’’ ]
და სხვა კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტებით
ხ
276-ე მუხლის მე-3-,მე-5,მე-7 ,მე-9 ნაწილები-
„ ბრალის დამამძიმებელი გარემოებები’’
·
276-ე მუხლის „კენტი ‘’ ნაწილებით „მაკვალიფიცირებელ გარემოებებად’’ მითითებულია -„ალკოჰოლის ან ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი
ფსიქოაქტიური ნივთიერების „ზემოქმედების ქვეშ’’ „ტრანსპორტის მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის’’ დარღვევაზე
·
რასაც უფრო მკაცრი „სისხლისამარტლებრივი სანქციები’’ უკავშირდება[რა ტქმა
უნდა,ამ მუხლის მე-2 ,მე-4, მე-6 , და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული შედეგების დადგომისა]
·
რაც შეეხება „სიმთვრალის ხარისხს’’-ამაზე კანონმდებელი რაიმე დათქმას არ
აკეთებს.
·
ამდენად, თუ დამრღვევი მძღოლი’’ იმყოფება ხსენებულ ნივთიერებათა ზემოქმედების ქვეშ და „სათანადო წესის’’ დარღვევამ გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად
მძიმე ან მძიმე დაზიანება ანდა ერთი ან მეტი ადამიანის სიკვდილი,მძღოლი პასუხს აგებს „დამამძიმებელი
გარემოებებით’’ ანუ მუხლის „კენტი’’ ნაწილებით
და არა „ლუწი’’ ნაწილებით.
·
ხოლო თუ ხსენებულ
ნივთიერებათა ზემოქმედების ქვეშ ყოფნას არ გამოუწვევია „არანაირი მავნე შედეგი’’,მძღოლის ეს „ქმედება’’ შეიძლება დაკვალიფიცირდეს 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით[თუ სახეზეა მძღოლის ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების „ზემოქმედების
ქვეშ’’ ყოფნა]
ხ
IV.
თუ მძღოლს არ ადაურღვევია „ტრანსპორტის მოძრაობის და ექსპლუატაციის
წესი’’
·
თუ მძღოლს არ ადაურღვევია „ტრანსპორტის მოძრაობის
და ექსპლუატაციის წესი’’, მაგრამ რომელიმე „მძიმე
შედეგი’’[276-ე მუხლის ლუწ ნაწილებში მითითებული],მაინც დადგა,ასეთი „შედეგი’’ მას არ შეერაცხება[!]
ხ
·
მაგ. მძღოლი „ტექნიკურად გამართული მანქანით“ მოძრაობს
„ნებადართული სიჩქარით“ და გზის „ნებადართულ მონაკვეტზე’’,როცა მიუახლოვდა ბორდიურის
იმ მონაკვეტს,სადაც მოქალაქე იდგა,ამ მოქალაქემ მოულოდნელად სირბილით დაიწყო ტრასის
გადაკვეტა. მძღომმა გააკეტა რეაქცია[მას ამისთვის რამდენიმე წამი ავს] და დროზე გამოიყენა
მუხრუჭი,მაგრამ ავარიის ტავიდან აცილება ვერ შეძლო.კერძოდ,გვერდი გაჰკრა ამ მოქალაქეს,რომელმაც
ჯანმრთელობის
მძიმე დაზიანება მიიღო.
სატანადო „ექსპერტიზით ‘’ დადგინდა,რომ მძღოლი“ტექნიკურად ვერ შეძლებდა’’
ამ შემტხვევის თავიდან აცილებას,ამიტომაც მძღოლისსისხლისამართლებრივი
პასუხისმგებლობა გამორიცხულია
ხ
როდის არის მძღოლი
დაზარალებულის „სამართლებრივი გარანტი’’ ?
·
როგორ უნდა დაკვალიფიცირდეს მძღოლის ქმედება,როცა“მძიმე შედეგი’’ [რომელიც დადგა] არ დამდგარა
მძღოლის „ბრალეული ქმედებით’’ მაგრამ მან „დაზარალებულს’’ არ გაუწია დახმარება,რომლის
გაწევა შეეძლო ?
·
მძღოლის ამგვარი ქმედების სწორად კვალიფიკაციისტვის
ჯერ უნდა გადაწყდეს საკითხი:“არის თუ არა მძღოლი ასეთ შეთხვევაში დაზარალებულისთვის
„სამართლებრივი გარანტი’’ ?
სხვაგვარად რომ ვთქვათ,“შეიძინა
თუ არა მძღოლმა“სამართლებრივი გარანტის’’ ფუნქცია თავისი „წინარე მოქმედებით’’ ?
· ყურადღება: პირმა“თავისი „წინარე მოქმედებით’’
„სამართლებრივი გარანტის’’ ფუნქცია ,რომ შეიძინოს ამისათვის საჭიროა:
a. მან თავისი „წინარე ქმედებით’’
საკუთარ თავზე აიღოს გარკვეული სოციალურად მნიშვნელოვანი ვალდებულება[„დათანხმდა ბავშვის
მოვლაზე’’,“იკისრა მოხუცის გზაზე გადაყვანა’’ და ა. შ.]
ან
b. ასევე თავისი“წინარე’’[ ოღონდ
არაგანზრახი] ქმედებით ჩააგდოს პირი სიცოცხლისტვის საშიშ მდგომარეობაში
·
ჩვენთვის საინტერესოა მე-2 შემთხვევა
·
საკითხავია „წინარე’’ „არაგანზრახ ქმედებაში’’
„არაბრალეული ქმედებაც’’ თუ იგულისხმება ?[ანუ ზემოთ
მოყვანილი მაგალითი]
·
პასუხი ,როგორც წესი, უნდა იყოს: არა [!]
ხ
·
ყურადღება: „მძღოლმა’’
„სამართლებრივი გარანტის’’
ფუნქცია რომ შეიძინოს ამისათვის
საჭიროა რამდენიმე წინაპირობის არსებობა:
1) მძღოლმა თავისი ქმედებით[ მაგ.“ტრანსპორტის ექსპლუატაციის
წესის’’ დარღვევით--კომკრეტულად „გაუმართავი მანქანიტ მოძრაობით’’]
„სხვისთვის’’ უნდა შექმნას“სამართლებრივად დასაძრახი რისკი’’ -ანუ
„საფრთხე’’
2) ეს „რისკი’’[საფრტხე] უნდა გადაიზარდოს
მართლსაწინააღმდეგო „შედეგში’’[ჩვენს მაგალითში შედეგია „ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება’’
·
ვინაიდან მანქანით მოძრაობა“კანონით დაშვებული ქმედებაა’’
·
მოლის ქმედება[მანქანით ნოძრაობა სათანადო წესების სრული დაცვით] არ ქმის
„სამართლებრივად დასაძრახ რისკს’’
·
აქედან გამომდინარე სახეზე არაა“წინარე ქმედებით’’“სამართლებრივი გარანტის’’
ფუნქციის შეძენისთვის საჭირო აუცილებელი პირველი პირობა
·
რის გამოც მოცემულ შემთხვევაში [ანუ „როცა“მძიმე შედეგი’’
[რომელიც დადგა] არ დამდგარა მძღოლის „ბრალეული ქმედებით’’ მაგრამ მან „დაზარალებულს’’ არ გაუწია დახმარება,რომლის გაწევა შეეძლო’’]
სახეზე არაა „სამართლებრივი
გარანტი’’
·
შესაბამისად ასეთ ვითარებაში „მძღოლს პასუხისმგებლობა’’ არ დაეკისრება
სსკ-ს 128-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის
[„განსაცდელში მიტოვება’’]
·
მას პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მხოლოდ „სოლიდარული
[მოქალაქეობრივი] მოვალეობის შეუსრულებლობისათვის’’ -ანუ „დაუხმარებლობისთვის’’
[სსკ-ს 129-ე მუხლი]
ხ
·
ამდენად,სწორად უნდა ჩაიტვალოს
დოქტრინაში გამოტქმული მოსაზრება,რომ:“ ადამიანი,რომელიც წინდახედულობის ნორმას დაარღვევს და ამგვარად
თავის თავად ჩაიყენებს საფრთხეში,დახმარებას მხოლოდ“ზოგად ადამიანური სოლიდარული მოვალეობის’’ საფუძველზე იმსახურებს.’’
ხ
·
არსებობს გამონაკლისიც.ეს ის შემთხვევაა ,როცა მძღოლმა ავარია ვერ აიცილა იმის გამო რომმისი
მანქანის რომელიმე დეტალი მოულოდნელად გამოვიდა მწყობრიდან[!]
მაგ. მძღოლი გამართული მანქანით
მოძრაობს,ყველა წესის დაცვით,როცა მიახლოვდა ბორდიურის იმ მონაკვეტს,სადაც მოქალაქე
იდგა,ამ მოქალაქემ მოულოდნელად სირბილით დაიწყო ქუჩის გადაკვეთა.
მძღოლმა დროულად გააკეთა რეაქცია
და გამოიყენა მუხრუჭი.მაგრამ მუხრუჭი უცაბედად გამოვიდა მწყობრიდან და ვერ შეძლო შეჯახების
ტავიდან აცილება,რადგან ვერ გააჩერა მანქანა.შედეგად მოქალაქეს ჯანმრთელობა მძიმედ
დაუზიანდა.
დადგინდა,რომმუხრუჭი მწყობრიდან
რომ არ გამოსულიყო,იგი ამ შემთხვევას აიცილებდა-მოქალაქესთან შეჯახებამდე გააჩერებდა
მანქანას და მძიმე შედეგი არ დადგებოდა.
ამ შემთხვევაშიც მძღოლის ბრალი
არაა ის,რომ მოქალაქემ თავისი თავი მისი „უხეში გაუფრთხილებლობით’’ საფრთხეში ჩაიგდო
არც ისაა მძღოლის ბრალი,რომ მუხრუჭი
მოულოდნელად მწყობრიდან გამოვიდა
მიუხედავად ამისა, აქ საქმე სხვა
ვითარებასთან გვაქვს[!]
საქმე ისაა,რომ მწყობრიდან გამოსული
მანქანა ამ მძროლს ეკუტვნის და მის მოულოდნელად მწყობრიდან გამოსვლით დამდგარ შედეგზე
მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა.
ამდენად,ასეთ შემთხვევაში მძღოლს
წარმოეშობა „სამართლებრივი გარანტის’’ მოვალეობა და თუკი იგი დახმარების გარეშე დატოვებს დაშავებულს
პასუხს აგებს სსკ 128-ე მუხლით[„განსაცდელში მიტოვება’’
V
„ბრალის ფორმა’’
·
„ბრალის ფორმის’’ მიხედვით სსკ-ის 276-ე მუხლის
1-ლი ნაწილით გატვალისწინებული დანაშაული-
განზრახია
·
პირს გაცნობიერებული აქვს,რომ
იმყოფება ნარკოტიკული ან ამ ნორმაში მითითებული სხვანივთიერების ზემოქმედების ქვეშ,ასევე
გაცნობიერებული აქვს,რომ ამგვარი ზემოქმედების ქვეშ მარტავს სატრანსპორტო საშუალებას
და სურს ეს
ხ
·
რაც შეეხება მუხლის სხვა ნაწილებით გათვალიწინებულ
დანაშაულებს ისინი,როგორც წესი, „გაუფრთხილებელია’’ ამდენად
შეიძლება განხორციელდეს „თვითიმედოვნებით’’
ან „დაუდევრობით’’
ხ
·
„თვითიმედოვნების’’ მაგალითია:როცა მძღოლი მოძრაობისას არ იცავს მანქანებს შორის დადგენილ
დისტანციას იმის იმედით,რომ თუკი წინა მანქანა მოულოდნელად
დაამუხრუჭებს,იგი როგორც „გამოცდილი მძღოლი’’ სასწრაფოდ შეძლებს მანევრირებას. კერძოდ,გვერდს
აქუცევს მის წინ მიმავალ მანქანას და სხვა ზოლზე გადაინაცვლებს.მას „იმედმა უმტყუნა’’
და როცა წინ მიმავალმა მანქანამ მოულოდნელად მკვეთრად დაამუხრუჭა,უკან მიმავალმა“თვითიმედოვნებაში’’
მყოფმა მძღოლმა ვერ შეძლო მანევრირება და შეეჯახა მანქანას,რის შედეგადაც მასში მჯდომ
მოქალაქეს ჯანმრტელობა ნაკლებად მძიმედ დაუზიანდა
ხ
·
ხოლო „დაუდევრობის’’ მაგალითად
გამოდგება:
იგივე შემტხვევა,როცა მძღოლი გართულია მუსიკის მოსმენით,ან ტელეფონზე საუბრიტ,ან გვერდზე
მჯდომტან საუბრიტ, და ვერ ამჩნევს,რომ არ იცავს მანქანებს შორის დადგენილ დისტანციას[ანუ
წინა მანქანასთან მიბჯენით მოძრაობს];წინ მიმავალმა მანქანამ მოულოდნელად მკვეთრად
დაამუხრუჭა,უკან მიმავალმა მძღოლმა ვერ შეძლო შეჯახების ტავიდან აცილება,რადგან არ
ჰქონდა დაცული მანქანებს შორის დაგენილი დისტანციის
წესი[15 მეტრი];შეჯახებამ კი გამოიწვია ერთ-ერთ მანქანაში მჯდომი პირის ჯანმრტელობის
ნაკლებად მძიმე დაზიანება
ხ
·
არაა გამორიცხული“ტრანსპორტის მოძრაობის წესის’’ დარღვევას“სხვისი სიცოცხლის
მოსპობა’’ მოჰყვეს არა მხოლოდ „გაუფრთხილებლობიტ’’,არამედ „არაპირდაპირი განზრახვითაც’’[ეს ის შემთხვევაა
როცა მძღოლი არღვევს მოძრაობის წესს და არაა დარწმუნებული ,რომ მართლსაწინააღმდეგო შედეგს თავიდან აიცილებს]
·
თუ მძღოლის მიერ „წესების’’ ამგვარ დარღვევას მოჰყვა „სხვისი სიკვდილი’’,მან პასუხი უნდა აგოს“არაპირდაპირი განზრახვით მკვლელობისტვის’’[სსკ-ს
108 ე მუხლი] და არა 276-ე მუხლის [მე-6 ნაწილით]
მაგ. „ნარკოტიკული თრობის’’ მდგომარეობაში
მყოფი პირი მიუჯდა საჭეს და დღისით,როცა ქუჩაში ხალხი მოძრაობდა,ქალაქის მიხვეულ -მოხვეულ
ქუჩებში არანორმალური სიჩქარით დაიწყო მოძრაობა[276-ე მუხ. 1-ლი ნაწ].მან ამ ქუჩებს
რამდენიმე წრე შემოავლო.იგი არ ერიდებოდა იმ ადამიანებს,რომლებიც ამ დროს ქუჩაში იყვნენ.შეშინებული
ხალხი გაქცევიტ შველოდა თავს.ბოლო წრეზე როცა მიდიოდა,მოსახვევში ავარდა ბორდიურზე,სადაც
შეეჯახა მოქალაქეს,რომელიც მიღებული მძიმე ტრამვისგან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
·
მძღოლს მოცემულ კაზუსში გაცნობიერებული აქვსთავისი ქმედების მარტლწინააღმდეგობა,ითვალისწინებს
მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და მართალია ამ შედეგის დადგომის
სურვილი არა აქვს,მაგრამ გულგრილად ეკიდება მის დადგომას[სახეზეა „არაპირდაპირი განზრახვით
ჩადენილი დანაშაული ]
·
სამწუხაროდ,სასამართლო პრაქტიკა მსგავსი ქმედების „მძიმე შედეგებს’’ ხშირად
“გაუფრთხილებლობად’’
აფასებს[სსსკ-ს 276ე მუხლის რომელიმე ნაწილით] ,რაც არასწორია.
ხ
მუხლი 276. ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა
+
1. ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვა –
ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
2. ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი ალკოჰოლის ან ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
5. იგივე ქმედება, ჩადენილი ალკოჰოლის ან ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
6. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
7. იგივე ქმედება, ჩადენილი ალკოჰოლის ან ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
8. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
9. იგივე ქმედება, ჩადენილი ალკოჰოლის ან ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
შენიშვნა:
1. თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა სასჯელის სახედ გამოიყენება ამ კოდექსის 275-ე მუხლით ან/და ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედების ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ჩადენის შემთხვევაში.
2. ამ კოდექსის 275-ე მუხლით ან/და ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედების ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ჩადენა დგინდება კლინიკური და ლაბორატორიული დასკვნებით, ხოლო ლაბორატორიულ გამოკვლევაზე უარის თქმის შემთხვევაში – მხოლოდ კლინიკური დასკვნით.
Комментарии
Отправить комментарий