ხულიგნობა [მუხ. 239-ე]
1. ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ბ) ხელისუფლების წარმომადგენლის ან ხულიგნობის აღმკვეთი სხვა პირის მიმართ;
გ) ხულიგნობისათვის მსჯავრდებულის მიერ, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
·
„ხულიგნობისგან’’ სს-ვი დაცვის ობიექტია : „საზოგადოებრივი წესრიგი’’
·
სს-ვი დაცვის „დამატებითი’’ ობიექტია: „ადამიანის ხელშეუხებლობა’’,“ადამიანის
ჯანმრთელობა’’ და „საკუტრების უფლება’’
ხ
ა)„საზოგადოებრივი წესრიგი’’
·
„საზოგადოებრივი წესრიგი’’ არის ის იმ „საზოგადოებრივ ურტიერთობატა’’ ერთობლიობა,რაც
უზრუნველყოფს „საზოგადოებრივ სიმშვიდეს’’ და „ცხოვრების ნორმალურ რიტმს’’
·
„საზოგადოებრივი წესრიგი’’ გამოიხატება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას
მოქალაქეთა ღირსეულ ქცევაში,საწარმო-დაწესებულებატა და ორგანიზაციათა ნორმალურ მუშაობაში
ბ) „ხულიგნობა’’- ცნება
„ხულიგნობა“, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით[მუხ. 239-ე
ნაწ.1-ლი]
გ)დანაშაულის „ხულიგნობა’’- სავალდებულო ნიშნები
·
„ხულიგნობის’’ სავალდებულო ნიშნებია:
„ძალადობა’’ და „ძალადობის მუქარა’’
ხ
„ხულიგნობის’’
„ობიექტური მხარე“:
„ხულიგნობა’’ როცა სახეზეა შემდეგი ნიშნები
:
1) პირმა თავისი ქმედებით უხეშად
დაარღვია „საზოგადოებრივი წესრიგი’’[ეს „შედეგია“]
2) პირის ქმედება გამოხატავდა „საზოგადოებისადმი
აშკარა უპატივცემულობას’’
3) ქმედება ჩაიდინა „ძალადობით’’
,ან „ძალადობის მუქარით’’
ამ ნიშნებიდან ერთ-ერთის არარსებობა გამორიცხავს „ხულიგნობის’’ შემადგენლობას.
ხ
ნიშანი „საზოგადოებრივი
წესრიგის დარღვევა’’
·
„ხულიგნობის’’ ჩადენა ხდება მხოლოდ
„მოქმედებით’’[„უმოქმედობით’’ შეუძლებელია „ძალადობის’’ან „ძალადობის მუქარის’’
ჩადენა
ხ
·
ქმედების „ხულიგნობად’’ კვალიფიკაციისთვის საკმარისი
არ არის „სზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა’’;არამედ
ეს „დარღვევა’’ უნდა იყოს „უხეში’’[!] .
·
“უხეშობა’’ შეფასებითი ცნებაა,რისთვისაც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ა) ქმედების ჩადენის ადგილი,ბ)ვითარება[მაგ. ჩაიშალა თუ არათეატრალური
წარმოდგენა,სპორტული შეჯიბრება,კრება,ქორწილი,ქუჩაში შეჩერდა თუ არა მოძრაობა და ა.შ.]გ)ქმედების ინტენსივობა ,დ)ქმედების ხანგრძლივობა
·
ყურადღება : დანაშაულის „ხულიგნობის ‘’ ჩადენა
ხდება მხოლოდ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას[ქუჩაში,სტადიონზე,კინოში,თატრში,ქორწილში,რესტორანში და სხვაგან ,სადაც იმყოფება საზოგადოება]
ხ
ნიშანი „საზოგადოებისადმი
აშკარა უპატივცემულობის გამოხატვა’’
·
აქ უნდა შეფასდეს ორი ასპეტი:
1) „ხულიგნობის’’ ჩამდენს სურს დაუპირისპიროს
თავი საზოგადოებას,დაანახოს ყველას,რომ იგი არაფრად აგდებს საზოგადოებაში გაბატონებულ
ზნეობრივ ნორმებს,რომ იგი ყოველთვის იქცევა ისე,როგორც სურს [სუბიექტური ასპექტი]
2) მისი ამ განწყობის დემონსტრირებისთვის
პირი ჩადის ისეთ ქმედებას,რითაც გარშემომყოფთატვის აშკარაა,რომ ეს პიროვნება იგნორირებას
უკეთებს საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ნორმებს[ობიექტური ასპექტი]
·
სწორედ ამიტომ, დანაშაულს „ხულიგნობა’’ ჩადიან თავშეუკავებელი,უკიდურესად
ეგოისტი პირები,რომლებიც ხშირად დაბალი ინტელექტითაც გამოირჩევიან
·
აქედან გამომდინარე,არ ჩაითვლება“ხულიგნობად’’ ბინაში პირადი მოტივით ჩხუბის
ატეხვა ოჯახის წევრების მიმართ,რასაც ახლდა „ძალადობა’’,ან „ძალადობის მუქარა’’,რითაც
დაირღვა ამ ოჯახის და მეზობლების მყუდროება და ცხოვრების ნორმალური რიტმი.
·
ამ დროს პირს ამოძრავებს რომელიღაც „პირადი მოტივი’’ და არა იმის სურვილი,რომ
დაუპირისპიროს თავი საზოგადოებას,დაამტკიცოს თავისი ყოვლისშემძლეობა.ე.ე. ეს პირი ამ
შემთხვევაში არ გამოხატავს „აშკარა უპატივცემულობას’’
საზოგადოებისადნი[მაგ. მეზობლებისადმი][თუმცა საზოგადოებისადმი გარკვეული უპატივცემულობის
გამოხატვა მაინც ობიექტურად სახეზეა]
ნიშანი -ქმედების
ჩადენა „ძალადობით’’ ან ძალადობის მუქრით’’
·
„ძალადობაში’’ იგულისხმება ისეთი აგრესიული ქმედება,რომელსაც შეიძლება მოჰყვეს „ფიზიკური
ტკივილი’’ ,ან „ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება’’[მაგ. „ცემა’’]
·
თუ „ძალადობას’’ მოჰყვა „ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება’’,ეს სცილდება
239-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ფარგლებს[!]
·
ხულინობისას’’ ადამიანზე „ძალადობას’ თუკი „გაუფრთხილებლობით’’ მოჰყვა სხვისი „ნივთის დაზიანება’’ ან „განადგურება’’,დამატებითი
კვალიფიკაცია 188-ე მუხლით[„ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით’’ ]
საჭირო არ არის[!]
·
მაგრამ როცა პირი „ხულიგნობისას’’
ადამიანზე „ძალადობასთან ’’ ერთად „განზრახ აზიანებს’’ ან „ანადგურებს’’
სხვის ნივთს,ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს „დანაშაულთა ერთობლიობით[ანუ 239-ე მუხლით და 187-ე მუხლით“ნივთის დზიანება ან განადგურება’’]
ხ
·
„ძალადობის მუქარა’’ გულისხმობს ყველა სახის მუქარას[მოკვლის,ჯანმრთელობის
დაზიანების,სქესობრივი დანაშაულის ჩადენის,ნივთის განადგურების და სხვ]
·
ეს ქმედება[ანუ „ძალადობის მუქარა’’ ] უნდა განვასხვავოთ 151-ე მუხლისაგან[“მუქარა’’]
1. „ხულიგნობის დროს „ძალადობის მუქარა’’ არის „საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობის’’ გამოხატვის ფორმა,რაც არ ახასიატებს 151-ე მუხლით
გათვალისწინებულ „მუქარას’’
2. „ხულიგნობის’’ დროს ჩადენილ „ძალადობის მუქარას’’ შედეგად მოჰყვება“საზოგადოებრივი წესრიგის უხეშად დარღვევა’’,რასაც
მოცავს დამნაშავის „განზრახვა’’; ესკი 151-ე მუხლის „მუქარას’’ არ ახასიათებს
ხ
შეჯამება:
·
ამრიგად, „ხულიგნური ქმედება“ არ გამოიხატება მხოლოდ „საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობაში“
·
„ხულიგნური ქმედება“ არც მხოლოდ „ძალადობას’’
და „ძალადობის მუქარაში’’ გამოიხატება
·
„ხულიგნური ქმედება“ ერთდროულად მოიცავს ყველა ამ ნიშანს: ანუ 1. „საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას’’ და 2. „ძალადობას’’ ან „ძალადობის მუქარას’’
·
ამასთან,ქმედების“ხულიგნობად’’ კვალიფიკაციისთვის საკმარისი არაა მხოლოდ
ამგვარი ქმედების ჩადენა ,კვალიფიკაციისთვის აუცილებელია პირის
ასეთ ქმედებას შედეგად მოჰყვეს“საზოგადოებრივი
წესრიგის უხეში დარღვევა’’[ეს დაიმახსოვრე იხ. ზემოთ რა იგულისხმება საზოგადოებრივი
წესრიგის უხეშ დარღვევაში]
·
თუ პირის ქმედებას არ მოჰყვა „საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა’’.
„ხულიგნობის’’ შემადგენლობა არ გვაქვს.ასეთ შემთხვევაში ქმედება დაკვალიფიცირდება ადამიანის
წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის შესაბამისი მუხლით: ან 120-ე[„ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება’’],ან 150-ე[ „იძულება’’] ან 151 -ე[„მუქარა’’] და ა.შ. ან სახეზე იქნება მხოლოდ „ადმინისტრაციული გადაცდომა’’
ხხხ
„ხულიგნობის’’
[მუხ. 239-ე]- სუბიექტური მხარე:
·
„ხულიგნობის’’ მოტივს და მიზანს წარმოადგენს პირის მისწრაფება დაუპირისპირდეს
საზოგადოებას,დაუმტკიცოს მას აგრესიული ქმედების ჩადენით,რომ არაფრად არ თვლის გაბატონებულ
ზნეობრივ ნორმებს,რაც მისი აზრით,მის უპირატესობას ადასტურებს საზოგადოების სხვა წევრებთან
შედარებით.
·
თუ პირის მოტივი და მიზანი არ მოიცავს „საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობის“ გამოხატვას,“ძალადობით“ ან
„ძალადობის მუქარით“ მის მიერ ჩადენილ ქმედებას
შედეგად ,რომც მოჰყვეს „საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა’’, დანაშაულს “ხულიგნობა’’ ადგილი არ ექნება
მაგ. კინოსეანსის
მსვლელობისას[ან ხალხმრავალ სუფრაზე] პირმა შენიშნა მისი ოჯახის მტერი,რომელმაც რამდენიმე
დღის წინ მის ძმას „ჯანმრთელობა მძიმედ დაუზიანა’’. სეანსის მსვლელობისას იგი მიიჭრა
მასთან და დაუწყო ცემა,თან ლანძღავდა და აგინებდა,ემუქრებოდა „ციხეში ამოლპობით’’.ეს
ქმედება გაგრძელდა რამდენიმე წუთის განმავლობაში,ხალხი წამოიშალა,მოჩხუბარის დარბაზიდან
გაყვანას გარკვეული დრო დასჭირდა,რის გამოც ჩაიშალა კინოს ჩვენება[ან სუფრის მსვლელობა]
მართალია ამ მაგალითში
პირის ქმედებას თან ახლდა „ძალდადობა’’ და „ძალადობის მუქარა’’ და „საზოგადოებრივი
წესრიგიც უხეშად დაირღვა’’[ჩაიშალა სეანსი ან სუფრა],მაგრამ ეს ქმედება მაინც ვერ ჩაითვლება
„ხულიგნობად’’,რადგან ქმედება ჩადენილი იყოს „პირადი მოტივით’’[აქ „შურისძიებით“]
დანაშაულ „ხულიგნობის“ დროს კი აგრესიული ქმედების[„ძალადობის’’ ან „ძალადობის
მუქარის’’] ჩადენას ადგილი აქვს მხოლოდ მაშინ,როცა ა)„მსხვერპლს“ „შურისძიებისთვის“ არავითარი საბაბი არ მიუცია,ანდა ბ) ეს საბაბი იმდენად„უმნიშვნელოა“,რომ ნორმალური
ფსიქიკის ადამიამში არ იწვევს „შურისძიების’’
გრძნობას. [მაგ.“მსხვერპლის“ მიერ „ცუდი თვალით შეხედვა’’
უმნიშვნელო საბაბია „შურისძიებისთვის’’]
ხ
„ხულიგნობის’’
[მუხ. 239-ე]- „ბრალის’’ ფორმა
·
„ბრალის ფორმის’’ მიხედვით „ხულიგნობა’’ ჩადენილია მხოლოდ „პირდაპირი განზრახვით’’
·
ე.ი. ა)
პირს გაცნობიერებული აქვს,რომ „ძალადობით’’ ან „ძალადობის მუქარით’’ ჩადის ისეთ ქმედებას,რომლიტაც
არაფრად აგდებს საზოგადოებას,სურს რა თავისი ყოვლისშემძლეობის დამტკიცება,ასევე ბ) გაცნობიერებული აქვს,რომ
ასეთ ქმედებას მოჰყვება „საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა’’ და გ) სურს ეს,ან გაცნობიერებული
აქვს ასეთი შედეგის გადაუვალობა
ხ
„ ბრალის
დამამძიმებელი“ გარემოებები [მუხ.239-ე მე-2 ნაწილი]
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ბ) ხელისუფლების წარმომადგენლის ან ხულიგნობის აღმკვეთი სხვა პირის მიმართ;
გ) ხულიგნობისათვის მსჯავრდებულის მიერ, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
ხ
·
„ა’’ პუნქტით გათვალისწინებული გარემოების
არსი განხილული გვაქვს 227-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა’’ ქვეპუნქტის ანალიზისას[იქ ნახე]
ხ
·
„ბ’ პუნქტით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოებაა „ძალადობა’’ ან „ძალადობის
მუქარა’’ ჩადენილი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე „ხელისუფლების წარმომადგენლის ან ხულიგნობის აღმკვეთი სხვა პირის მიმართ“
·
ხულიგნობის ჩამდენი პირები ამ დანაშაულებრივ ქმედებას ხშირად აგრძელებენ
იმ პირთა მიმართ,ვინც ცდილობს „ხულიგნობის აღკვეტას’’ საზოგადოებრივი ტავშეყრის ადგილზე.
·
უწინარეს ყოვლისა ასეთი პირები არიან „ხელისუფლების წარმომადგენლები’’
·
„ხელისუფლების წარმომადგენელია’’ : სახელმწიფო მოხელე,ვისაც შეუძლია შესასრულებლად
სავალდებულო მიტიტება მისცეს არა მარტო სამსახურებრივად დაქვემდებარებულ პირს,არამედ
იმატაც,ვინც მას არ ექვემდებარება უწყებრივად.
·
ხოლო „ხულიგნობის აღმკვეთი „სხვა პირები’’ შეიძლება
იყვნენ,რიგითი მოქალაქენი,რომლებიც ცდილობენ ხულიგნობის აღკვეთას.
·
ამ პირების მიმართ „ხულიგნის’’ ქმედება შეიძლება გამოიხატოს „ცემაში’’,“ჯანმრთელობის
მსუბუქ დაზიანებაში’’ ,“ძალადობის მუქარაში’’
·
ამასთანავე „ბ’’ პუნქტიტ ქმედების კვალიფიკაციისთვის ,აუცილებელია,რომ
პირის წინარე ქმედებაში,ანუ ამ დამამძიმებელი გარემოებით ქმედების ცადენამდე,უკვე სახეზე იყოს[!] „ხულიგნობის’’
შემადგენლობის 3-ვე ნიშანი [იხ. ამ დანაშაულის
ნიშნები ზემოთ ან 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილი
]და არა ე.წ. „ადმინისტრაციული ხულიგნობა’’[ანუ „წვრილმანი ხულიგნობა“]
ხ
·
ყურადღება: თუკი „ხელისუფლების წარმომადგენლის’’[პოლიციელის] შემთხვევის
ადგილზე მისვლამდე პირის ქმედება გამოიხატებოდა
„წვრილმან ხულიგნობაში’’[ანუ მხოლოდ „ძალადობაში’’ ან „ძალადობის მუქარაში’’],ხოლო
პოლიციელის მისვლის შემდეგ,მან პოლიციელის მიმართ განახორციელა იგივე ქმედება,ეს იმას
ნიშნავს,რომ „ადმინისტრაციული ხულიგნობა’’ გადაიზარდა „დანაშაულებრივ[სისხლის სამართლებრივ]
ხულიგნობაში’’ და პირის ქმედება დაკვალიფიცირდება 239-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
·
თუკი „ძალადობას’’ მოჰყვა „ძალადობის
აღმკვეთ პირთა’’ „ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება’’ ,რადგან ეს „შედეგი’’ სცილდება
239-ე მუხლის
მე-2 ნაწილის შემადგენლობას,ამიტომ ქმედების კვალიფიკაცია მოხდება „დანაშაულთა ერთობლიობით’’[ანუ
239-ე და 121-ე , მუხლებით]
·
ხოლო როდესაც ხულიგანი „განზრახ’’
კლავს „ხულიგნობის აღმკვეთს’’ იმის გამო,რომ მან ხელი შეუშალა ქმედების გაგრძელებაში,ასეთ
შემთხვევაში „ქმედება’’ დაკვალიფიცირდება „დანაშაულთა ერთობლიობით’’ [239-ე[„ხულიგნობა] და 109 მუხლის „ვ’’ ქვეპუნქტით [განზრახ
მკვლელობა „ხულიგნური ქვენა გრძნობით’’]
ხ
·
239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალის დამამძიმებელი
გარემოებაა“ხულიგნობა ჩადენილი ხულიგნობისთვის
მსჯავრდებულის მიერ’’
·
ანუ ამ პუნქტით პირის ქმედების კვალიფიკაციისტვის იგი ადრე ნასამართლევი
უნდა იყოს 239-ე მუხლის რომელიმე ნაწილით და ეს „ნასამარტლობა’’ არ უნდა იყოს
ა)“მოხსნილი’’ ან ბ)
„გაქარწყლებული’’
ხ
„ ბრალის დამამძიმებელი“ გარემოებები
[მუხ.239-ე მე-3 ნაწილი]
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
·
ამ შემტხვევაში „ხულიგანი’’ ქმედებას [ „ძალადობას’’ ან „ძალადობის მუქარას’’
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე] ჩადის „ცეცხლსასროლი
იარაღით’’ ან „სხვა საგნის’’ გამოყენებით
·
„ცეცხლსასროლი იარაღის ‘’ ცნება განხილულია 236-ე მუხლის ანალიზისას[იქ
ნახე]
·
მე-3 ნაწილში იგულისხმება „ცეცხლსასროლი იარაღის’’ ყველა სახეობა[მათ შორის
გლუვლულიანი სანადირო თოფიც]
·
ამ დროს ქმედების „დამატებითი კვალიფიკაცია’’
[236-ე[„ცეცხლსასროლი იარაღის ტარების და ა.’’ მუხლით ან 2381-ე მუხლით[„ცივი იარაღის ტარება’’] საჭირო არ არის]
·
ხულიგნის მიერ „იარაღად’’ შეიძლება გამოყენებული იყოს ნებისმიერი სხვა საგანი,რითაც შეიძლება
ადამიანი ან ქონება დაზიანდეს.
მაგ. „ცივი იარაღი’’,“რკინის
ჯოხი’’,“დიდი ქვა’’,“რკინის ჯაჭვი’’,“ფიცარი’’ და ა.ს.
·
ამ შემტხვევაში „მსხვერპლს’’ შეილება „ჯანმრტელობა დაუზიანდეს ნაკლებად
მძიმედ’’ და 239-ე მუხლის მე-3 ნაწილი „მოიცავს’’ ამ შედეგს[!]
·
ხოლო თუ დადგა“ჯანმრტელობის მძიმე დაზიანება’’ ,ან „სიკვდილი’’,ხუპირის
ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს „დანაშაულთა ერთობლიობით’’.
Комментарии
Отправить комментарий