ცეცლსასროლი იარაღის[მათ შორის გლუვლულიანი სანადირო თოფის] დაუდევრად შენახვა[მუხ.238-ე]
·
ამ დანაშაულისგან სს-ვი „დაცვის ობიექტია’’ : „საზოგადოებრივი უშიშროება’’,
ასევე „ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა’’
ხ
·
„ამსრულებელი’’: „სპეციალური სუბიექტი’’.ის პირი,ვისაც
აქვს იარაღის შენახვის „კანონიერი’’ უფლება.ამდენად, იგი უნდა იყოს 18 წლის.[შენიშვნა:
„სუბიექტის ‘’ საკითხი დოქტრინაში სადავოა]
ხ
·
„დანაშაულის საგანია’’ „ყველა სახის ცეცხლსასროლი იარაღი“,მათ შორის „გლუვლულიანი სანადირო თოფიც’’.[„ცეცხლსასროლი
იარაღის’’ ცნება განხილულია 236-ე მუხლის ანალიზისას];
რაც შეეხება „საბრძოლო მასალას’’[მაგ. „ტყვია’’]. განსხვავებით 236-ე მუხლისგან,იგი
არაა ამ დანაშაულის „საგანი’’
ხ
·
ამ დანაშაულის „ობიექტური მხარე’’
გამოიხატება: 1. „ქმედებაში’’, ანუ „ცეცლსასროლი
იარაღის[მათ შორის გლუვლულიანი სანადირო თოფის] „დაუდევრად შენახვაში“[„საბრძოლო მასალის’’
„დაუდევრად შენახვა’’ არ გვაძლევს ამ „დანაშაულის შემადგენლობას’’ . 2. „მძიმე შედეგში’’; 3.“მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და მძიმე შედეგს შორის
·
ამდენად, ამ დანაშაულს აქვს „მატერიალური შემადგენლობა’’
ა)„იარაღის შენახვა’’
·
„იარაღის შენახვა’’ ნიშნავს მის მოთავსებას ისეთ ადგილას[შენობაში,სამალავში
და ა.შ.],რაც უზრუნველყოფს მის „მთლიანობას’’,“ხელშეუხებლობას’’ და „უსაფრთხოებას’’
·
„იარაღის დაუდევრად შენახვა’’ ნიშნავს მისი „შენახვის წესის’’ დარღვევას,
·
ამ დროს იქმნება „სხვა პირის ხელში
‘’ იარაღის ა) მოხვედრის[სხვა პირის მიერ მისი გამოყენების],ბ)დაკარგვის,გ) გაუჭების საფრთხე[ანუ პირობა]
·
ქვემოთ მოყვანილ მაგალითში შექქმნილია საფრთხე[პირობა] იარაღის „სხვა პირის
მიერ’’ – „გამოყენებისთვის’’
მაგ. პირი „კანონიერად
შეძენილ’’ „ცეცლსასროლ იარაღს’’[ვთქვათ, „გლუვლულიან სანადირო თოფს’’] ინახავს ტანსაცმლის კარადაში,საიდანაც
თავისუფლად შეუძლიათ ოჯახის „სხვა’’ წევრებს [ბავშვებს,სტუმრებს] მისი აღება და „გამოყენება’’
·
თუ იარაღის „კანონიერი
მესაკუთრე’’ არღვევს ცეცხლსასროლი იარაღის „შენახვის
წესს’’ ისე,რომ ამას არ მოგჰყოლია „ადამიანის
სიცოცხლის მოსპობა“ ან სხვა „მძიმე შედეგი’’,პასუხისმგებლობა
დადგება „ადმინისტრაციული წესით’’[!] [ეს დაიმახსოვრე]
·
ასევე, „ადმინისტრაციული’’ ან „დისციპლინარული’’ წესით[!] ისჯება „ცეცხლსასროლი
იარაღის შენახვის წესის დარღვევა’’ „საწარმო-დაწესებულების
მუშაკის“ [ყარაულის,ანუ დაცვის თანამშრომლის
] მიერ,რომელიც პასუხისმგებელია ცეცხლსასროლი იარაღის მოვლა-დაცვაზე,თუ ამ „წესის დარღვევას’’[ქმედებას]
არ გამოუწვევია „მძიმე შედეგი’’
·
238-ე მუხლში არაა მითითება ,ვინ ინახავს იარაღს დაუდევრად ,“კანონიერი
მესაკუთრე’’,თუ იარაღით „მოსარგებლე’’; ამიტომ იურიდიულ ლიტერატურაში[დოქტრინაში]
„ დაუდევარი შემნახავი სუბიექტის ‘’ საკითხი სხვადასხვანაირადაა გაგებული
·
„უფრო სამართლიანი ‘’ იქნება,თუ იარაღის „დაუდევრად შენახვისტვის’ პასუხისმგებლობას
დავაკისრებთ მის „კანონიერ მფლობელს’’,რომელსაც სათანადო ორგანოებმა გააცმეს ეს წესები
და ვალდებულია იცოდეს ისინი.
·
რაც შეხება „იარაღის „უკანონო მფლობელს’’,იგი არაა „ვალდებული’’,იცოდეს
„იარაღის შენახვის წესები’’,ამიტომ, როცა იარაღის „უკანონო მფლობელი’’ შეგნებულად თუ
შეუგნებლად დაარღვევს „იარაღის შენახვის წესს’’,ეს ქმედება მოიცავს „ცეცხლსასროლი იარაღის
მართლსაწინააღმდეგო შენახვის ‘’ ნიშნებს[მუხ.236-ე] და „დამატებით კვალიფიკაცია’’
238-ე მუხლით საჭირო აღარაა; ამრიგად,[დაიმახსოვრე] „იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა’’[მუხ.236-ე],მოიცავს
მისი „შენახვის წესის’’ დარღვევასაც.
ხ
·
ყურადღება: დანაშული „იარაღის დაუდევრად შენახვა’’[მუხ.238-ე „მატერიალური შემადგენლობისაა’’
·
ანუ ამ მუხლით ქმედების კვალიფიკაციისთვის აუცილებელია,რო „იარაღის დაუდევრად შენახვამ’’ გამოიწვიოს“ადამიანის
სიცოცხლის მოსპობა’’ ან „სხვა’’ „მძ\იმე შედეგი’’. წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზეა
მხოლოდ „ადმინისტრაციულ-დისციპლინარული გადაცდომა’’ და არა 238-ე მუხლის დანაშაული.
·
ამრიგად, ქმედების ამ მუხლით კვალიფიკაციისთვის აუცილებელია „მიზეზობრივი
კავშირის’’ დადგენა პირის ქმედებას[ „დაუდევრად შენახვას’’] და დამდგარ „მძიმე შედეგს’’
შორის[!]
·
ამასთან,ხაზი უნდა გაესვას,რომ 238-ე მუხლთან მიმართებაში „მიზეზობრივი
კავშირი’’ განსხვავებულია,ვიდრე სხვა „გაუფრთილებლობითი დანაშაულის’’ შემთხვევაში[მაგ.
116-ე მუხლის შემთხვევაში]
·
კერძოდ 238-ე მუხლის დანაშაულის შემთხვევაში „სიკვდილს’’ ან „სხვა’’ „მძიმე შედეგს’’ უშუალოდ არ იწვევს 238-ე მუხლის
„ამსრულებლის’’ ქმედება-ანუ „იარაღის დაუდევრად შენახვა’’
·
„მძიმე შედეგს’’ „უშუალოდ იწვევს’’ „სხვა პირის’’ ქმედება
[ იმ პირი,რომელმაც გამოიყენა დაუდევრად შენახული იარაღი] ,რომელიც „ჩაერთო’’ „მიზეზობრივი
კავშირის’’ ჯაჭვში და გამოიწვია „მძიმე შედეგი’’
მაგ.პოლიციელ გივის
სახლში სტუმრად მყოფმა ვასომ შენიშნა კარადაში დადებული სამსახურებრივი ცეცხლსასროლი
იარაღი. მან აიღო იგი და ათვალიერებდა,რა დროსაც შემთხვევით გაუვარდა ტყვია,რომელიც
მოხვდა იქვე მყოფ სხვა სტუმარს,რომელმაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიიღო.
პოლიციელ გივის ქმედება
დაკვალიფიცირდება 238-ე მუხლით,რადგან დაუდევრად რომ არ შეენახა ცეცხლსასროლი იარაღი,მასთან
სტუმრად მყოფ სხვა პირისტვის[ვასოსთვის] არ შეიქმნებოდა პირობა მისი გამოყენებისთვის
და „მძიმე შედეგიც’’ არ დადგებოდა
როგორც ვხედავთ,პოლიციელის
ქმედება[იარაღის დაუდევრად შენახვა] არაა უშუალოდ მიზეზობრივ კავშირში დამდგარ „შედეგტან’’
„უშუალო კავშირში’’
„შედეგტან არის ვასოს ქმედება. ვასოს ქმედება დაკვალიფიცირდება 124-ე მუხლიტ[„ჯანმრტელობის
ნაკლებად მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობიტ]
ბ)“სხვა’’ „ მძიმე
შედეგი’’
·
სხვა „მძიმე შედეგში’’ იგულისხმება დაუდევრად შენახული იარაღის გამოყენებით „სხვა პირის ‘’ მიერ :
a. „ადამიანის ჯანმრტელობის მძიმე
დაზიანება ’’
b. „ადამიანის ჯანმრტელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება ’’
c. დანაშაულის ჩადენა
d. თვითმკვლელობა მცირეწლოვანის
ან სულით ავადმყოფის მიერ
ხ
·
ყურადღება: „სხვა მძიმე შედეგად’’ არ ჩაითვლება დაუდევრად შენახული იარაღის გამოყენებით „თვითმკვლელობის
ჩადენა’’ „სისხლის სამართლის სუბიექტის’’ მიერ[14 წელს მიღწეული,შერაცხადი პირის მიერ]
საქმე ისაა,რომ რადგან არ ისჯება თვითმკვლელობაში „განზრახ დახმარება“,შეუძლებელია
დაისაჯოს მასში „გაუფრთხილებლობით დახმარება’’
ხ
·
ყურადღება: „მძიმე
შედეგად’’ ასევე არ უნდა ჩაითვალოს „ცეცხლსასროლი იარაღის დაკარგვა’’[!]
ხ
·
ყურადღება: ზემთ ჩამოტვლილი „სხვა მძიმე შედეგები’’ „მიზეზობრივ
კავშირში’’ უნდა იყოს სწორედ „იარაღის დაუდევრად’’ შენახვასთან და არა „იარაღთან დაუდევარ მოპყრობასტან’’ ან „იარაღის
დაუდევარდ მოვლასთან’’[ანუ უნდა დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი „დაუევრად შენახვასა“ და „მძიმე შედეგს’’ შორის]
მაგ. არ გვექნება 238-ე მუხლის შემადგენლობა,როცა
პირი იარაღის წმენდისას არ დაიცავს წინდახედულობის ნორმას,რასაც მოჰყვა უნებური გასროლა
და დადგა „მძიმე შედეგი’’[ვთვათ, იქ მყოფი პირის სიკვდილი]
ასეთი
ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს ადამიანის წინააღმდეგ
მიმართული შესაბამისი „გაუფრთილებლობითი დანაშაულით’’ - 116-ე მუხლით „სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით’’
ხ
·
„ბრალის’’ ფორმის მიხედვით 238-ე მუხლის დანაშაული არის „გაუფრთხილებლობითი’’
·
მისი ჩადენა შესაზლებელია როგორც „თვითიმედოვნებით’’,ისწ „დაუდევრობით’’
·
ამდენად“დაუდევრად შენახვა’’ არ ნიშნავს,იმას,რომ ეს დანაშაული მხოლოდ
„დაუდევრობაში’’ გამოიხატება.მისი ჩადენა
„თვითიმედოვნებითაც’’ შეიძლება
·
„თვითიმედოვნებით’’ მისი ჩადენის
დროს პირს ა)
გაცნობიერებული აქვს,რომ ინახავს ცეცხლსასროლ იარაღს იმგვარად,რომ არსებობს მისი სხვა
პირის ხელში მოხვედრის საფთხე ბ) რასაც ეიძლება მოჰყვეს „მძიმე შედეგი’’, მაგრამ გ)ობიექტურ
თუ სუბიექტურ ფაქტორებზე დაყრდნობით,უსაფუძვლოდ ვარაუდობს ამ შედეგის თავიდან აცილებას.
მაგ. დავითმა
ცეცხლსასროლი იარაღი უჯრაში შეინახა,მან იმედი დაამყარა იმაზე,რომ ოჯახის ყველა წევრი
კატეგორიულად გააფრთხილა,ხელი არ ახლონ მას. აქედან გამომდინარე,იგი უსაფუძვლოდ გამორიცხავდა
„მძიმე შედეგის ‘’ დადგომას. სკოლიდან დაბრუნებულმა მისმა არასრულწლოვანმა შვილმა სტუმრად
მოსულ მეგობრებთან თავის მოწონების მიზნით უჯრიდან აიღო ეს იარაღი და მეგობრებმა დაიწყეს
მისი დათვალიერება. ამ დროს ერთ-ერტ არასრულწლოვანს შემთხვევით ხელი მოუხვდა სასხლეტზე
,ტყვია გავარდა და ერთ-ერთმა სტუმარმა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო.[ეს მაგალითი
მქონია რეალურ ცხოვრებაში.“ტყვიის გავარდნის’’ გარეშე ანუ მაშინ ასეთ „შედეგს’’გადავრჩით
]
ხ
·
„დაუდევრობით’’ ამ დანაშაულის
ჩადენის დროს კი ა) პირს არ აქვს გაცნობიერებული,რომ
არღვევს ცეცხლსასროლი იარაღის „შენახვის წესს’,ანუ
რომ „დაუდევრად ინახავს“ მას, აქედან გამომდინარე, ბ) არც „მძიმე შედეგი’’ აქვს გათვალისწინებული,მაგრამ
წინდახედსული რომ ყოფილიყო გ) შეეძლო
ამ „მძიმე შედეგის’’ გათვალისწინება ‘’ და ვალდებულიც იყო გაეთვალისწინებინა.
Комментарии
Отправить комментарий