იარაღის,საბრძოლო მასალის,ფეთქებადი ნივტიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით ან გამოძალვა[ მუხლი 237-ე]

 

  

იარაღის,საბრძოლო მასალის,ფეთქებადი ნივტიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკურების მიზნით ან გამოძალვა[ მუხლი 237-ე]

 

·        ამ დანაშაულისგან სს-ვი „დაცვის ობიექტია’’- „საზოგადოებრივი უშიშროება“,ასევე „საკუთრებითი ურთიერთობანი“

·        ხოლო „დაცვის დამატებითი ობიექტია’’: „ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა’’[ამ მუხლის მე-4 ნაწილით][დაიმახსოვრე : „დაცული დამატებითი ობიექტები’’ უნდა დაძებნო მუხლის „ქვედა’’ ნაწილებში,ხოლო  მუხლით „დაცული ძირითადი ობიექტები’’,როგორც წესი მოცემულია 1-ე და მე-2 ნაწილებში]

·        დანაშაულის „ამსრულებელი’’ შეიძლება იყოს 14 წელს მიღწეული ,შერაცხადი პირი

·        მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული „დანაშაულის საგანი’’ თითქმის ემთხვევა 236-ე მუხლით გათვალისწინებულ „დანაშაულის საგანს’’[ამიტომ იხ. 236-ე მუხლის ანალიზი]

·        ხოლო მე-2 ნაწილით გათვალისწინებული „დანაშაულის საგანი’’ -235-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის საგანს;[ამიტომ იხ. 235-ე მუხლის ანალიზი]

 

    მუხლი 237. იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით ან გამოძალვა

 +

1. ა)ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), ბ)მისი[ცეცხლსასროლი იარაღის] მაკომპლექტებელი დეტალის, გ)საბრძოლო მასალის, დ)ფეთქებადი ნივთიერების ან ე)ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება[!] მისაკუთრების მიზნით ან გამოძალვა[!], –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

2. ა)ბირთვული, ქიმიური, ბიოლოგიური ან მასობრივი განადგურების სხვა იარაღის ანდა ბ)ასეთი იარაღის დასამზადებელი მასალის ან გ)მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით ან გამოძალვა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თერთმეტ წლამდე.

 

·        ამიტომ,აქ შევჩერდებით მხოლოდ „ცეცხლსასროლი იარაღის მაკომპლექტირებელ დეტალებზე’’

·        „ცეცხლსასროლი იარაღის მაკომპლექტირებელ დეტალები’’ შეიძლება იყოს : ა) „ლულა’’,ბ) „სასხლეტი’’ და გ) „სხვა დეტალები’’[რომლებისგანაც შედგება „ცეცხლსასროლი იარაღი’’ და რომელთა გარეშე ეს იარაღი არ იქნება „სრულყოფილი’’ და „ვარგისი’’]

·        ამ დანაშაულის „ობიექტური მხარე’’ გამოიხატება 237-ე მუხლში ჩამოტვლილი საგნების მართლსაწინააღმდეგო „დაუფლებაში’’ ან „გამოძალვაში’’

·        ამ საგნების მართლსაწინააღმდეგო „დაუფლების’’ დროს დანაშაული მაშინ არის „დამთავრებული’’,როცა პირი სხვადასხვა ხერხის გამოყენებით შეძლებს ამ ნივთების „ამოღებას’’ სხვისი მფლობელობიდან[!],“დაეუფლება’’ მათ და მიეცემა მათი მისი შეხედულებისამებრ[ანუ თავისუფლად] განკარგვის შესაძლებლობა

·        ამდენად,მართლსაწინააღმდეგო „დაუფლების’’ დროს დანაშაულს აქვს „მატერიალური შემადგენლობა’’

·        „გამოძალვის’’ დროს კი დანაშაული „დამთავრებულია“  „მოთხოვნის წაყენების მომენტიდან’’ ე.ი. „გამოძალვისას“ ამ დანაშაულს აქვს „ფორმალური შემადგენლობა’’.

„მართლსაწინააღმდეგო დაუფლება’’

·        მართლსაწინააღმდეგო „დაუფლება’’ ნიშნავს მფლობელის ნების გარეშე ნივთის უკანონო და უსასყიდლო ამოღებას სხვადასხვა ხერხის გამოყენებით და მის გადასვლას დამნაშავის ხელში,რიტაც მიეცემა ამ ნივთის განკარვის შესაძლებლობა.

·        ასეთი „დაუფლება’’ შეიძლება მოხდეს ა ) ფარულად[„ქურდობით“] ან ბ) აშკარად [„ძალადობით’’ ან „ ძალადობის მუქარით’’ ანდა „მოტყუებით’’ ]

·        237-ე მუხლის 1-ლი ნაწილით „მართლსაწინააღმდეგო დაუფლება’’ არ შეიძლება იყოს :

a.    „ყაჩაღური თავდასხმა’’

b.    „იარაღის ან სხვა საგნის მითვისება იმ პირის მიერ,ვის მართლზომიერ მფლობელობაშიც იმყოფებოდა ეს იარაღი თუ სხვა საგანი’’

·        რადგან მართლსაწინააღმდეგო  დაუფლების  ეს ხერხები[a და b] გათვალისწინებულია „მაკვალიფიცირებელ გარემოებებში.“

·        მაკვალიფიცირებელ გარემოებებშია ასევე გათვალისწინებული „აშკარა დაუფლება’’[„ძალადობა’’[რაც არაა საშიში ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის] ან „ძალადობის მუქრა’’] [მუხ.237-ე ნაწ. მე-3 „დ’’ ქვეპუნქტი]

ხხხხხ

 

·        იარაღის „მართლსაწინააღმდეგო დაუფლება’’ [237- მუხ.] უნდა განვასხვავოტ მისი „მართლსაწინააღმდეგო  შეძენისგან’’ [236-ე მუხ] [ეს საგამოცდოდ]

·        ძირითადი განსხვავევა მდგომარეობს შემდგომში: 1. „მართლსაწინააღმდეგო შეძენა’’ შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც ,როცა იარაღი კომკრეტული პირის მფლობელობიდან უკვე გასულია[!],რადგან დაკაგულია[!] ,ხოლომართლსაწინააღმდეგო დაუფლება უნდა მოხდეს კონკრეტული პირის მფლობელობიდან ამოღების’’ გზით.ასე მაგალითად,,ქუჩაში დაკარგული იარაღის პოვნა და მითვისება არის „მარტლსაწინააღმდეგო შეძენა’’,ხოლო იარაღის  „ამოღება[მოპარვა] საწყობიდან- „მართლსაწინააღმდეგო დაუფლება’’ 2.იარაღის „მარტლსაწინააღმდეგო შეძენას’’ ადგილი აქვს მფლობელის ნებითა და მასთან „შეთანხმებით’’.“მართლსაწინააღმდეგო დაუფლების’’ დროს კი პირი იარაღის მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ და უსასყიდლოდ „ამოიღებს’’ 3.“დაუფლება’’ ხდება არა დოებით,არამედ „უვადო მისაკუთრების მიზნით’’,“შეძენა’’ კი შეიძლება იყოს „დროებითიც’’.

„გამოძალვა’’

·        რაც შეეხება იარაღის „გამოძალვას’’,აქ ის ხერხია ნაგულისხმევი,რაც მითითებულია 181-ე მუხლში „გამოძალვა’’

·        ამათან,აღსანიშნავია,რომ, განსხვავებით 181-ე მუხლისგან,განსახილველ შემტხვევაში „გამოძალვის საგანი’’ არ შეიძლება იყოს „იარაღზე უფლების მიმნიჭებელი დოკუმენტი’’

·        ამრიგად, დამნაშავე 237-ე მუხლით გატვალისწინებული გამოძალვის დროს ითხოვს „ცეხლსასროლ იარაღს’’ ან ამ მუხლში ჩამოთვლილ „სხვა საგნებს’’ და არა „იმ დოკუმენტს,რითაც შესაძლებელია ამ ნივთებზე უფლების მოპოვება“

·        თუ ადგილი აქვს ასეთი დოკუმენტის „გამოძალვას’’ ,მაშინ ქმედების კვალიფიკაცია უნდა მოხდეს 181-ე მუხლით.

ხხ

·        ამ დანაშაულის „სუბიექტური მხარისათვის’’ აუცილებელია „სპეციალური მიზნის’’ არსებობა

·        ესაა  იარაღის „მისაკუთრების“ მიზანი [ანუ ეს დანაშული „მიზნით დაფუძნებული დელიქტია’’]

·        ეს იმას ნიშნავს,რომ პირის მიზანია იარაღს „დაუფლოს’’ არა დროებით,არამედ „საბოლოოდ’’,რათა შემდეგ გამოიყენოს როგორც „საკუთარი’’

·        თუ დადგინდა ,რომ პირი  მართლსაწინააღმდეგოდ „დაეუფლა’’ იარაღს,მაგრამ არ ჰქონია მისი მისაკუტრების მიზანი,ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს ,იარაღის „მართლსაწინააღმდეგო შეძენით’’[236-ე მუხ. 1-ლი ნაწ]

·        მაგრამ თუ ამ დროს მან გამოიყენა „ძალადობა’’[ისე რომ არ ჰქონია „მისაკუთრების მიზანი’’] ,მაშინ ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს „დანაშაულტა ერთობლიობით’’,  236-ე მუხლით[„მარტლსაწინააღმდეგო შეძენა’’] და „ადამიანის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის’’ შესაბამისი მუხლით

·        რაც შეეხება დამნაშავის „მოტივს’’,მას მისი ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს,ისე კი,უმეტეს შემთხვევაში სახეზეა „ანგარების’’ მოტივი[!]

237-ე მუხლის დანაშაულის „ბრალის’’ ფორმა

·        237-ე მუხლით გატვალისწინებული დანაშაული „განზრახია’’

·        პირს გაცნონიერებული აქვს ,რომ მარტლსაწინააღმდეგოდეუფლება’’ 237-ე მუხლის 1-ელ ნაწილში ჩამოთვლილ ნივტებს ა„გამოძალვით’’ ცდილობს მათ ხელში ჩაგდებას და სურს  ეს ;

 

„სპეციალური განზრახვა’’

 

·        იურიდიულ ლიტერატურაში“სპეციალურ განზრახვად’’ მიჩნეულია ისეთი შემტხვევა,როცა პირი „განზრახ’’ ეუფლება ისეთ „მოძრავ ნივთს’’,რომელსაც „მატერიალური ღირებულება’’ არ გააჩნია.[მაგ. რაიმე „დოკუმენტს’’ მაგ. სხვის პასპორტს ]

·        სახელმღვამელოს ავტორებს მიაჩნიათ,რომ“სპეციალური განზრახვა’’ უფრო ფართოდ უნდა გავიგოთ;კერძოდ,მასში მოვიაზროთ „ისეთი ნივტების „მართლსაწინააღმდეგო დაუფლება“,რომელიც ‘“ამოღებულია თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვიდან“ და მატზე სპე. კონტროლია დაწესებული[ასეთია მაგ. იარაღი,ნარკოტიკები და სხვა]

·        ამასთანავე აუცილებელი პირობაა ის,რომ ამ მოძრავი ნივთის[კანონმდებლის მიერ ბრუნვიდან ამოღებული მოძრავი ნივთის] მარტლსაწინააღმდეგო დაუფლებისთვის „პასუხისმგებლობა’’ დაწესებული ყოს სისხლის სამართლის კოდექსის ცალკე თავით და რა „საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის’’ თავით.

·        ქედან,გამომდინარე არ შეიძლება პირს ბრალად შეერაცხოს იარაღის „მართლსაწინააღმდეგო  დაუფლება’’,როცა მის მიერ მოძრავი ნივტის „ამოღება’’[მოპარვა] მოხდა ისეთი ადგილიდან ,სადაც დამნაშავე პირი ელოდებოდა მხოლოდ „თავისუფალ ბრუნვაში’’ მყოფ ნივთებს და სადაც,როგორც წესი, იარაღი არ უნდა ყოფილიყო.

·        მაგ.ქურდმა ტრანსპორტში მოქალაქეს მოპარა ჩანთა,სადაც სხვა ნივთებთან ერთად რევოლვერიც იპვა.თუ მან ეს ცეცხლსასროლი იარაღი „გადააგდო’’,ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე,რომ პირს „იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების’’ „სპეციალური განზრახვა’’ არ ჰქონია და მას 237-ე მუხლი არ უნდა შეერაცხოს[ანუ მისი ქმედება ამ მუხლით არ უნდა დაკვალიფიცირდეს]

·        მაგრამ თუ იგი ამ იარაღს „დაიტოვებს’ ან „განკარგავს’’[გაყიდის,ან გააჩუქებს]’,ეს იმას ნიშნავს,რომ მისტვის „იმტავითვე სულ ერთი იყო,რა ნივტს დაეუფლებოდა ფარულად,ანუ მისთვის „ყველაფერი სასურველი იყო’’

·        ამდენად,მას ბრალად უნდა შეერაცხოს „ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება’’[მუხ.237-ე] ,“ქურდობასთან ‘’[მუხ. 177-ე]  ერთობლიობაში.

·        თუკი პირს სურდა,დაუფლებოდა 237-ე მუხლის 1-ლი ნაწილში მითითებულ რომელიმე „საგანს’’,მაგრამ „შეცდომით დაეუფლა’’,“სხვა ნივტს[მაგ. რაიმე სამეურნეო დანიშნულების საგანს და არა იარაღს],მაშინ მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს 19,237-ე მუხლით[ ანუ განსახილველი დანაშაულის „მცდელობით’’[„შეცდომა დანაშაულის საგანში’’]

ხხხ

·        237-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები ერთმანეთისგან დანაშაულის საგნით განსხვავდება

·        237-ე მუხლის მე-2 ნაწილი „დანაშაულის საგნით’’ ასევე განსხვავდება 231-ე მუხლისაგან

·        231-ე მუხლისდანაშაულის საგანია“ :“ბირთვული მასალა“, „რადიოაქტიური ნივთიერება’’ ან „მაიონებელი გამოსხივების სხვა წყარო“

·        ხოლო 237-ე მუხლის მე-2 ნაწილისდანაშაულის საგანია“: „ბირთვული, ქიმიური, ბიოლოგიური ან მასობრივი განადგურების სხვა იარაღი’’  ანდა „ასეთი იარაღის დასამზადებელი მასალა ან მოწყობილობა’’

 

ხხხხ

237-ე მუხლით გათვალისწინებული  ბრალის  „დამამძიმებელი გარემოებები’’

·        237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა’’ და „ბ’’ პუნქტებით გათვალისწიმებუყლი ბრალის „დამამძიმებელი გარემოებები[ „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ’’ და“არაერთგზის] ჩვენს მიერ განხილულია წინა მუხლების კომენტირებისას[ამიტომ მათ კომენტარებში ნახე]

·        ამჟამად შევჩერდებით მხოლოდ „გ’’ და „დ’’ პუნქტებზე

 

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

) არაერთგზის;

) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;

) ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, ანდა ასეთი ძალადობის იმწუთიერი გამოყენების მუქარით,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან ცამეტ წლამდე.

 

ყურადღება:

·        237-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი “სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით“,სახეზეა როცა ამ „დანაშულის რომელიმე საგანს’’ „ეუფლება’’ პირი, ვისაც კანონიერად „მინდობილი აქვს“ ეს იარაღიმფლობელობაში“ ან „გამგებლობაში’’;

 

·        ამდენად „გ’’ პუნქტის „დამამძიმებელი გარემოება’’  დანაშაულ „მითვისების’’ „სპეციალური შემადგენლობაა’’

 

·        ასეთი „პირი’’ შეიძლება იყოს : ა) სამხედრო მოსამსახურე,შინაგან საქმეტა ორგანოს თანამშრომელი,გ)იარაღის საწყობის ტანამშრომელი დ) იმ სატრანსპორტო საშუალების მძღლი ,რომელსაც „სატანადო დოკუმენტით’’ „ჩაბარებული’’ აქვს 237-ე მუცლის 1-ლი და მე-2 ნაწილში ჩამოთვლილი საგნები ე)იმ სახელმწიფო ორგანოს მოხელე,ვინც ახდენს საქართველოში იარაღის შემოტანა-გატანაზე,შეძენასა და ვაჭრობაზე კონტროლს[ მინისტრთა კაბინეტის,ან ტავდაცვის სანინისტროს ,ან შს სამინისტროს თანამდებობის პირი და სხვ.]

 

·        თუ „გ’’ პუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩამდენი პირი „სახელმწიფო მოხელეა’’,მისი ქმედების  „დამატებითი კვალიფიკაცია’’ 332-ე მუხლით საჭირო არ არის,რადგან 237-ე მუხლის „სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება’’ [ პუნქტი „გ’’] გულისხმობს სწორედ „სამსახურებრივი მდგომარეობის’’ „ბოროტად’’გამოტენებას.

 

·        ამდენად,განსახილველი ქმედება[237 ნაწ, 3  „გ’’] „სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების’’ [მუხ332-ე] - კერძო შემტხვევაა

 

ხხხხ

 

·        შემდეგი „დამამძიმებელი ‘’ გარემოებაა ამ დანაშაულის[ანუ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების]  ჩადენა:

 

 ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, ანდა ასეთი ძალადობის იმწუთიერი გამოყენების მუქარით“[237-ე მუხ ნაწ.მე-3 „დ’’ ქვეპუნქტი]

 

·        „ძალადობა’ და „ძალადობის მუქარა’’  აქ უნდა გავიგოთ ისე ,როგორც დანაშაული „ძარცვის’’ [მუხ.178-ე] დროს

237-ე მუხლის მე-4 ნაწილით გატვალისწინებული ბრალის „დამამძიმებელი ‘’ გარემოებებია:

 

4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;

) სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის იმწუთიერი გამოყენების მუქარით;

) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე.

 

 

·        237-ე მუხლის მე4 ნაწილის „ა’’ქვეპუნქტის თანახმად, ბრალის “დამამძიმებელი’’ გარემოებაა:

 

ამ მუხლის[237-ე მუხლის]  პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა)ორგანიზებული ჯგუფის მიერ;

·        „ორგანიზებული ჯგუფის ‘’ ცნებას იძლევა 27-ე მუხლის მე-3 ნაწილი

·        შემდეგი მაკვალიფიცირებელი გარემოებაა : 237-ე მუხლის]  პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

 ) სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის იმწუთიერი გამოყენების მუქარით;

 

ბრალის ეს  „ დამამძიმებელი’’ გარემოება ემტხვევა 227-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გარემოებას ამიტომ ამ მუხლის კომენტარში ნახე[!]

აქ კი აღვნიშნავთ მხოლოდ იმას,რომ „ძალადობის მუქარა’’უნა იყოს „იმწუთიერი’’

 

თუ „ძალადობის მუქარა’’  „მომავალ დროს ‘’ გულისხმობს,მაშინ სახეზეა „იარაღის გამოძალვა’’[237-ე მუხ. 1 ნაწ.]

 

თუკი „ძალადობის მუქარისას’’ პირი იყენებს „ცეცხლსასროლ იარაღს’’,რასაც „ატარებს’’ „უკანონოდ’’[!],მაშინ ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს „დანაშაულტა ერთობლიობით’’[237-ე და 236-ე მუხლები]

 

თუკი“სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ‘’ ქმედება ჩაიდინა „შეიარაღებულმა ბანდამ’’,ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს „დანაშაულთა ერთობლიობით’’

 

·        შემდეგი ბრალის „დამამძიმებელი’’ გარემოებაა ამ დანაშაულის ჩადენა იმ პირის მიერ ,ვინც „ორჯერ ამ მეტჯერ  იყო ნასამართლევი’’ სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო „მისაკუთრებისტვის“ ან „გამოძალვისტვის’’

·        ამ შემთხვევაში  სახეზეა „სპეციალური ამსრულებელი’’ იგი სულ მცირე „ოტჰერ’’ უნდა იყოს ნასამართლევი „სხვისი ნივთის’’ მართლსაწინააღმდეგო „მისაკუტრებისთვის’’ ან „გამოძალვისთვის.თანაც ნასამართლობა არ უნდა იყოს მოხსნილი ან გაქარწყლებული.

·        „სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუტრებაში’’ იგულისხმება საკუთრების წინააღმდეგ მიმართული „დაუფლებითი დანაშაულები’’[177-ე-178-ე ასევე 227-ე ,231-ე ,250-ე 264-ე მუხლით გატვალისწინებული დანაშაულები.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები