„აფეთქება’’ [სსკ 229-ე მუხლი]
შესავალი:
·
2012 წლამდე ეს ნორმა წარმოადგენდა „კონკრეტული საფრთხის დელიქტს’’
·
გამოიხატებოდა“გაზის,ბენზინის,ნავტის ან სხვა ასაფეთქებელი ნივთიერების
განზრახ აფეტქებაში სხვადასხვა ხერხის გამოყენებით,ისეთ ადგილას,ისეთ ვითარებაში,რომ
აფეთქებას „საფრთხე შეექმნა’’ სხვა ადამიანის „სიცოცხლის’’,“ჯანმრტელობის’’,ან „ქონებისათვის’’
·
ქმედების „ამსრულებელი’’ „პირდაპირი განზრახვით’’ მოქმედებდა „საფრთხის
შექმნის მიმართ’’,ხოლო „თანმდევი შედეგის მიმართ’’[„სხვისი
სიცოცხლის მოსპობის“ ან „სხვისი ჯანმრთელობის დაზიანების“ ან „სხვისი ქონების დაზიანების“
მიმართ ] სახეზე იყო „თვითიმედოვნება’’ ან არაპირდაპირი განზრახვა’’
·
თუკი დადგინდებოდა,რომ „გაზის,ბენზინის,ნავტის ან სხვა ასაფეთქებელი ნივთიერების
განზრახ აფეთებისას’’ მოსალოდნელი „მძიმე შედეგის’’მიმართ[ანუ „სხვისი სიცოცხლის მოსპობის“ ან „სხვისი ჯანმრთელობის დაზიანების“
ან „სხვისი ქონების დაზიანების“ მიმართ] ადგილი
ჰქონდა „პირდაპირ განზრახვას’’[თუმცა ეს შედეგი არ დადგა],ქმედება კვალიფიცირდებოდა შესაბამისი დანაშაულის[ მკვლელობის,ჯანმრთელობის
დაზიანების ,ან ქონების დაზიანების] მცდელობით
და არა 229-ე მუხლით
·
მდგომარეობა შეიცვალა,როცა „აფეთქება’’ საკანონმდებლო
ცვლილებების შემდეგ „კონკრეტული საფრტხის დელიქტიდან’’ გადაიქცა „მიზნიტ დაფუძნებულ
დელიქტად’’[ე ეს ეხება 229-ე მუხლის 1-ელ , მე-2
და მე-3 ნაწილებს]
·
229-ე მუხლის 1-ელ , მე-2 და მე-3 ნაწილებთ გათვალისწინებული დანაშაულის
შემადგენლობების განხილვისას ასკარაა,რომ იგი წარმოადგენს „ადამიანის და საკუტრების
წინააღმდეგ მიმართულ’’ მთელ რიგ დანაშაულთა
„დაუმთავრებელი სტადიის’’[ იგულისხმება“მომზადება’’ და მცდელობა’’] სპეციალურ შემადგენლობას
·
ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილიკი- „ზოგიერთი დამთავრებული
დანაშულის’’ სპეციალურ შემადგენლობას[!]
ხ
·
ამ დანაშაულის „ამსრულებელია’’
-საერთო სუბიექტი
ხ
229-ე მუხლის
1-ლი ნაწილის შემადგენლობა
·
„დანაშაულის იარაღი ან საშულება’’ : „ასაფეთქებელი მოწყობილობა’’
ან „სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში სხვა მოწყობილობა ან ნივთიერება’’[მაგ.დეტონატორი,ტროტილი
და ა.შ.]
·
„ქმედება’’- ზემოთჩამოთვლილ
ნივტიერებათა გადატანა,განთავსება[დამონტაჟება],გასროლა,აფეთქება
და სხვა მოქმედება
·
„სპეციალური მიზანი’’- ან ა) „სხვისი სიცოცხლის მოსპობა’’,ან “ბ)სხვისი სხეულის[ანუ ჯანმრტელობის] მძიმე დაზიანება’’
,ან გ)„მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის მიყენება ’’ ან დ)„სხვა მძიმე შედეგის გამოწვევა’
·
თუ ასეთი რომელიმე
„მიზანი’’ ვერ დადგინდება,ქმედების
კვალიფიკაცია 229-ე მუხლიტ დაუშვებელია
ხ
·
აქ ჩამოთვლილ „ქმედებათაგან’’
„დანაშაულის საგნის’’[ასაფეტქებელი
მასალის] „გადატანა’’
და „განთავსება’’[დამონტაჟება]
უნდა ჩაიტვალოს „კონკრეტულად გამიზნულ დანაშაულთა“[მაგ. მკვლელობის ] „მოსამზადებელ სტადიად’’
·
ხოლო ისეთი „ქმედება“ ,როგორიცაა
„გასროლა’’ [ასაფეთქებელი
მოწყობილობის მოქმედებაში მოყვანა],“აფეთქება’’ ან „სხვა ქმედება’’ არის ამ „კონკრეტულად
გამიზნულ დანაშაულთა’’[მაგ.„მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის მიყენების’’] „მცდელობის სტადია’’
·
ხ
·
როგორც ვხედავთ 229-ე მუხლის დანაშაული არის „ალტერნატიული
ქმედებებით’’ ჩადენილი დანაშაული,ანუ ერთ-ერთი ამ ქმედების ჩადენა[შედეგის გარეშე] საკმარისია დანაშაულის „აფეტქება’’
„დამთავრებულად“ ცნობისთვის,თუ ეს ქმედება ჩადენილი იყო ამ ნორმაში მითითებული „სპეციალური
მიზნებიდან’’ ერთ-ერთის არსებობისას[ეს დაიმახსოვრე]
229-ე მუხლის
მე-2 ნაწილის შემადგენლობა
2. ამ მუხლის
პირველი
ნაწილით
გათვალისწინებული
ქმედება,
ჩადენილი
საზოგადოებრივ ადგილზე, საჯარო დაწესებულებაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაში ან ინფრასტრუქტურის ობიექტზე ანდა
მის
წინააღმდეგ,
სიცოცხლის მოსპობის
ან სხეულის მძიმე
დაზიანების გამოწვევის ან/და
აღნიშნული ადგილის, დაწესებულების, სისტემის ან ობიექტის დაზიანების მიზნით, როცა
ეს
დაზიანება
იწვევს
მნიშვნელოვან ეკონომიკურ დანაკარგს, ან მას,
სავარაუდოდ, მოჰყვება ასეთი დანაკარგი, −
ისჯება თავისუფლების
აღკვეთით
ვადით
ექვსიდან
ცხრა
წლამდე.
·
„დანაშაულის იარაღი ან საშუალება’’- იგივეა, რაც 1-ელ ნაწილში
[„ასფეთქებელი ნივთიერება“ და სხვა]
·
„დანაშაულის[აფეთქების] ჩადენის ადგილი’’- საზოგადოებრივი ადგილები[მაგ. „ქუჩა’’]საჯარო დაწესებულება[მაგ.“ქალაქის საკრებულო’’],საზოგადოებრივი ტრანსპორტირების სისტემა[მაგ.“მუნიციპალური
ავტობუსი ან მეტრო’’]ინფრასტრუქტურის ობიექტი[მაგ.
„ქალაქის პარკი ან სკვერი]
·
„ქმედება’’- იგივე,რაც პირველ ნაწილში[ამ
ნივთიერების „გადატანა“,“განთავსება“ და ა.შ.]
·
„მიზანი’’-ა)„სხვისი სიცოცხლის
მოსპობა“, ბ)„სხეულის[უანუ ჯანმრთელობის]
მძიმე დაზიანება’’ გ)“ადგილის,დაწესებულების,სისტემის ან ობიექტის დაზიანება’’[როგორც,ვხედავთ,მიზანიც
თითქმის ემთხვევა პირველ ნაწილში მოცემულ მიზანს,მხოლოდ იმ განსხვავებით,რომ აქ „სხვისი ქონებრივი ზიანი“ აუცილებლად
გულისხმობს „საჯარო ადგილების“,“საზოგადოებრივი ტრანსპორტის
სისტემის“ ან „ინფრასტრუქტურის ობიექტის“ დაზიანების მიზანს.
ხ
·
სსკ 229-ე მუხლის მე-2 ნაწილით გატვალისწინებული დანაშაულიც „დამტავრებულია’’,მაშინვე
როცა1-ლი ნაწილის ერტ-ერტმა ქმედებამ [„გადატანა“,“განთავსება“
და ა.შ.]შექმნა „კონკრეტული საფრთხე“[ანუ
ადამიანის სიცოცხლის მოსაპობისა,ანჯანმრთელობის მძიმე დაზიანების,ან „ჩამოტვლილი ობიექტების“ დაზიანების საფრთხე
თუკი ამ „ობიექტთა დაზიანებას“ შეუძლია გამოიწვიოს „მნიშვნელოვანი
ეკონომიკური დანაკარგი’’
·
სსკ 229-ე მუხლის მე-2 ნაწილით კანონმდებელი გვთავაზობს შეფასებიტ ცნებას“მნიშვნელოვანი ეკონომიკური დანაკარგი’’
·
ამდენად ,სასამართლომ უნდა დაამტკიცოს ,რომპირის ქმედებამ,რაც მიმართულია
საზოგადოებრივ ადგილას [ან მუხლის მე-2 ნაწილში მოთავსებულ რომელიმე „სხვა ადგილას’’]
არსებულ ობიექტთა დაზიანებისაკენ, შექმნა[!] „მნიშვნელოვანი
ეკონომიკური დანაკარგის’’ საფრთხე;
·
ამდენად,სიტყვები“როცა ეს დაზიანება
იწვევს მნიშვნელოვან ეკონომიკურ დანაკარგს’’ არ უნდა გავიგოთ ისე,თითქოს დანაშაულის
„დამთავრებულად’’ ცნობისთვის სავალდებულოა „მნიშვნელოვანი
ეკონომიკური დანაკარგი’’ მოცემულ ვითარებაში აუცილებლად
სახეზე იყოს,რადგან ამ მუხლის მე-2
ნაწილიც,პორველი ნაწილის მსგავსად,არის „მიზნიტ დაფუძნებული შედეგგარეშე[ფორმალური]
დანაშაული,სადაც ადენილი ქნედების მხოლოდ „ერთ-ერთი მიზანია’’ აღნიშნულ ობიექტთა დაზიანება[!]
·
ეს იმას ნიშნავს რომ „შედეგის’’ [ობიექტის დაზიანება]დადგომა არაა სავალდებულო დანაშაულის
დამთავრებულად’’ ცნობისათვის,საკმარისია ქმედება განხორციელდეს „ადგილის, დაწესებულების, სისტემის ან ობიექტის დაზიანების მიზნით,’’
ხხხ
229-ე მუხლი - და კვალიფიკაციის პრობლემები სასამართლო პრაქტიკაში
·
მაგ 1. პეტრემ გადაწყვიტა მოკლას პავლე.ამ მიზნით მან „ასაფეთქებელი მოწყობილობა’’
„ასაფეთქებელ ნივთიერებასთან’’ ერთად გადაიტანა პავლეს სახლის ეზოში,რათა დაემონტაჟებინა’’
და „დაამონტაჟა’’ კიდეც,მაგრამ „აფეტქბა’’ ვერ მოსწრო რადგან ამხილეს.
·
ისმის კითხვა: როგორ დაკვალიფიცირდებოდა პეტრეს ქმედება 229-ე მუხლის შემოღებამდე
?
·
სადავო არაა,რომ სახეზეა „მკვლელობის მომზადება’’[18.108-ე მუხ],თუკი იგი
საფრთხეს არ შეუქმნიდა „სხვათა’’ სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას
·
ხოლო თუკიამ ქმედებით“სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას შეექმნებოდა საფრთხე,მაშინ
სახეზე იქნებოდა „დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის მომზადება’’[18.
109-ე მუხლის 1-ლი ნაწ. „გ’’ ქვპ.]
·
მაგალითში აღწერილი შემტხვევა სადღეისოდ უნდა დაკვალიფიცირდეს როგორც დამთავრებული’’
დანაშაული „აფეთქება’’229-ე მუხლის 1ლ- ან მე-2 ნაწილით
·
იგივე უნდა ითქვას ,ტუკი პეტრეს „მიზანი’’ იქნებოდა პავლეს „ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება’’ ,ან მისი
„ქონების[მაგ.[სახლის] განადგურება[!]
·
კერძოდ ,ამ მუხლის შემოღებამდე პეტრეს „ქმედება’’ [„გადატანა’’ და მონტაჟი’’]
დაკვალიფიცირდებოდა 18.117-ე მუხლის შესაბამისი ნაწილით ან 18.187-ე მუხლის მე-2 ნაწილით;
·
დღეს კი ასეთი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს 229-ე მუხლის 1-ლი ან მე-2 ნაწილით,როგორც „დამთავრებული’’
დანაშაული.
1
1. ასაფეთქებელი ან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში სხვა მოწყობილობის ან ნივთიერების გადატანა, განთავსება, გასროლა, აფეთქება ან სხვა მოქმედება, ჩადენილი ა)სიცოცხლის მოსპობის, ბ)სხეულის მძიმე დაზიანების, გ)მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის ან სხვა მძიმე შედეგის გამოწვევის მიზნით, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ა)საზოგადოებრივ ადგილზე, ბ)საჯარო დაწესებულებაში, გ)საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაში ან დ)ინფრასტრუქტურის ობიექტზე ანდა მის წინააღმდეგ, ა)სიცოცხლის მოსპობის ან ბ)სხეულის მძიმე დაზიანების გამოწვევის ან/და გ)აღნიშნული ადგილის, დაწესებულების, სისტემის ან ობიექტის დაზიანების მიზნით, როცა ეს დაზიანება იწვევს მნიშვნელოვან ეკონომიკურ დანაკარგს, ან მას, სავარაუდოდ, მოჰყვება ასეთი[მნიშვნელოვანი
ეკონომიკური] დანაკარგი, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
ხ
·
მაგ 2. პეტრემ გადაწყვიტა მოკლას პავლე.ამ მიზნით მან „ასაფეთქებელი მოწყობილობა’’
„ასაფეთქებელ ნივთიერებასთან’’ ერთად გადაიტანა პავლეს სახლის ეზოში,რათა დაემონტაჟებინა’’
და „დაამონტაჟა’’კიდეც და „ააფეთქა’’ კიდეც ,მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია
·
ტითქოს სახეზეა „მკვლელობის მცდელობა’’[მუხ.19,108 ან 19.109 მუხ.]
·
მაგრამ დღეისათვის ეს ქმედებები დაკვალიფიცირდება 229-ე მუხლის ან -1-ლი
ან მე-2 ნაწილიტ,როგორც „დამთავრებული’’ დანაშაული.
·
თუკი პეტრემ მიაღწია მიზანს და მოკლა პავლე ქმედება ნაცვლად 108-ე და
109-ე მუხლისა ,დღეის მდგომარეობით უნდა დაკვალიფიცირდეს 229-ე მუხლის მე-4 ნაწილის
„ა’’ ქვეპუნქტით
4. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:
ა) რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია;
ბ) ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.
·
229-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა’’ ქვეპუნქტში „სიცოცხლის მოსპობაში’’ არ იგულისხმება „გაუფრთხილებლობა’’,არამედ
იგულისხმება „განზრახვა’’[ანუ „მკვლელობა’’],რადგან
229-ე ნაწილის მე-2 ნაწილი [რომელზეც არის მითითება მე-4 ნაწილში] არის“მიზნით დაფუძნებული
დელიქტი’’,სადაც „მიზანი’’ „ქმედების’’ ნიშანია და ერთ-ერტი მიზანი სწორედ“ადამიანის
სიცოცხლის მოსპობაა’’[ანუ განზრახ „მკვლელობაა’’]
ხ
·
მაგ 3. პეტრემ და ივანემ გადაწყვიტეს პავლეს მოკვლა.ამ მიზნით მისი სახლის
შესასვლელთან ქუჩის მხარეს დაამონტაჟეს „ასაფეთქებელი მოწყობილობა’’ „ასაფეტქებელ ნივთიერებასთან’’
ერთად და გამოიწვიეს „აფეტქება’’,როცა პეტრე გამოდიოდა სახლიდან,მაგრამ შედეგს ვერ
მიაღწიეს;
·
მატი ქმედება სადღეისოდ უნდა დაკვალიფიცირდეს არა 19.109-ე მუხლის მე-3
ნაწილით[„მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად’’],არამედ 229-ე მუხლის მე-3 ნაწილის
„გ’’ ქვეპუნქტით
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი ასეთი დანაშაულისათვის;
გ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე.
ხ
·
საბოლოოდ ისე გამოდის,რომ თუკი პირმა ადამიანის მოსაკლავად გამოიყენა არა
„ასაფეთქებელი’’ ან „სხვა საშიში ნივტიერება’’ ან „მოწყობილობა,არამედ ვტქვათ „ცივი იარაღი’’ ,“რკინის კეტი’’,“ბუნებრივი აირი’’,“ხელოვნური წყალდიდობა’’,მისი
ქმედება დაკვალიფიცირდება - 18,108-ე ;19,108-ე ანდა 108-ე მუხლიტ[ანდა 18,109-ე;
19,109-ე,ანდა 109-ე მუხლით] იმის მიხედვით
თუ რა სტადიაზე „შეწყდა’’ დანაშაული,რაც გამოიწვევს
გაცილებით მკაცრი სასჯელის გამოყენებას.
·
ხოლო თუკი მან გამოიყენა „ასაფეთქებელი’’ ან „სხვა სახის მოწყობილობა’’
ან „ასაფეთქებელი ნივტიერება’’ ან „სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში სხვა
ნივთიერება’’,მაშინ პასუხისმგებლობა დადგება 229-ე მუხლის შესაბამისი ნაწილებით.,რაც გამოიწვევს გაცილებით მსუბუქი
სასჯელის გამოყენებას[!] [ინფორმაცია მკვლელებისთვისJ]
·
ხ
·
საკითხავია,“რაში დასჭირდა კანონმდებელს ადამიანის და საკუტრების წინააღმდეგ მიმარტულ
დანაშაულტთა როგორც „დაუმთავრებელი’’ ,ისე
„დამტავრებული’’ სტადიის „სპეციალური
შემადგენლობის’’ შემოღება,როცა სახეზეა დანაშაულის ისეთი
იარაღი ან საშუალება,როგორიცაა „ასაფეთქებელი
ნივტიერება’’ ან „ასაფეთქებელი
მოწყობილობა’’ ან „სიცოცხლისათვის
საშიში სხვა ნივტიერება თუ მოწყობილობა ‘’ ?
·
არალოგიკურია ვიფიქროტ,რომ კანონმდებლის მიზანი იყო ამ „ქმედებებისთვის’’
სს-ვი პასუხისმგებლობის „ლიბერალიზაცია’’,რადგან ეს „იარაღები“
მომეტებული საშიშროების შემცველია[!],როგორც „ძნელად მართვადი’’[ძნელად გასაკონტროლებელი]
საშუალებები.
·
როგორც ჩანს 229-ე მუხლი შემოღებულია „ნაჩქარევად’’ და სათანადო „გააზრების
გარეშე’’,რის გამოც იგი დროულად უნდა დაუბრუნდეს თავის „ადრინდელ რედაქციას’’
·
წინააღმდეგ შემტხვევაში იგი სასამარტლო პრაქტიკაში შექმნის სერიოზულ პრობლემას.
ხ
·
229-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით გატვალისწინებულ დამამძიმებელ გარემოებებტაგან
შეჩერდებიტ მხოლოდ მე-3 ნაწილის „ა’’ და „ბ’’
ქვეპუნქტებზე
·
„ჩადენილი არაერთგზის’’ [„ა’’]და „იმის მიერ,ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი
ასეთი დანაშაულისთვის“[„ბ’’]
·
საქმე ისაა,რომ“არაერთგზისობა’’ დღეს მოქმედი კანონმდებლობიტ ისედაც გულისხმობს
არა „ერთ’’,არამედ რამდენიმე’’ ნასამართლობას
·
გამომდინარე აქედან,თუკი კანონმდებელს სურდა „ორჯერ ან მეტჯერ’’ ნასამართლობის შემტხვევაში ეს
ქმედება „უფრო მკაცრად ‘’ დაესაჯა,მაშინ მას ეს დამამძიმებელი გარემოება უნდა გადაეტანა
229-ე მუხლის მე-4 ნაწილში.წინააღმდეგ შემტხვევაში,მე-3 ნაწილში მატი ცალკე ქვეპუნქტებად
გამოყოფა აზრს კარგავს
ხ
·
დაბოლოს, დანაშაული „აფეთქება’’ [მუხ.229-ე] უნდა განვასხვავოთ „ტერორისტული
აქტისგან’’[მუხ.323-ე]
·
„ტერორისტულ აქტშიც’’ სახეზეა „აფეთქების’’ მსგავსი
„ქმედებები’’,რაც ქმნის იგივე საფრთეებს[„მნიშვნელოვანი ქონებერივი ზიანის’’ ან „სხვა’’
„მძიმე შედეგის’’[„სიცოცხლის მოსპობა“,“ჯანმრტელობის მძიმე დაზიანება“,ან „მნიშვნელოვანი
ეკონომიკუეი დანაკარგი’’ ]
·
მაგრამ „ტერორისტული აქტი’’ ხდება „ტერორისტული მიზნით’’
[მოსახლეობის დაშინება ან ხელისუფლების იძულება]
·
ხოლო 229-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ეს
მიზნები’’ გამორიცხულია;
·
229-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში დამნაშავის
მიზანია ა)ადამიანის მოკვლა ბ) მისი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან გ) სხვა მძიმე
შედეგის გამოწვევა[ და არა მოსახლების დაშინება და ხელისუფლების იძულება]
Комментарии
Отправить комментарий