„ჯგუფური ძალადობის ორგანიზება,ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა“[მუხ.225-ე]
·
2007 წლამდე ამ ნორმას ერქვა „მასობრივი არეულობა’’
·
რაც ნიშნავს იმას,რომ ამ დანაშაულის ჩადენა შეეძლო „მასას’’[ანუ რამდენიმე
ასეულ ადამიანს,ბრბოს]
·
ამჟამად ,ამ მუხლის მოქმედების ფარგლები გაზრდილია.
·
ამ დანაშაულის ჩადენა შეუძლია „პირთა ჯგუფს’’,ე.ი. „ორ ან მეტ პირს’’
·
ამასთან,სახეზე უნდა იყოს მინიმუმ ორი პირი,როგორც „ჯგუფური ძალადობის
მონაწილე’’
·
ეს კი იმას ნიშნავს,რომ ორგანიზატორის’’ ჩატვლით,სახეზე უნდა იყოს მინიმუმ
სამი პირი[!]
ხ
·
„ჯგუფური ძალადობა’’ არის პროტესტის გამოხატვის
მართლსაწინააღმდეგო ფორმა[!][ცნება-ზეპირად]
·
„ჯგუფური ძალადობა’’ „ორგანიზებული დანაშაულის“ ერთ-ერთი სახეა
ხ
·
ამ დანაშაულისგან სს-ვი დაცვის
ობიექტია: „საზოგადოებრივი წესრიგი და უშიშროება’’
·
ამ დანაშაულისგან სს-ვი დაცვის
„დამატებითი’’ ობიექტია: „საკუთრება’’
და „ადამიანის ჯანმრთელობა’’
·
ხ
·
„ამსრულებელი’’ - ნებისმიერი
14 წელს მიღწეული,ბრალუნარიანი პირი[ამ მუხლის როგორც 1-ელ ,ისე მე-2 ნაწილში]
ხ
·
ამ დანაშაულის „ობიექტური მხარე’’
ხასიათდება სხვადასხვა „ალტერნატიული მოქმედების’’ ჩადენით[!]
·
ამ დანაშაული „დამთავრებულად’’
ცნობისთვის მნიშვნელობა არ აქვს „შედეგის’’
დადგომას[!]
·
ეს დანაშაული „დამთავრებულია ერთ-ერთი ქმედების[ან „დარბევა“,ან „სხვისი ნივთის დაზიანება“,ან „სხვისი ნივთის განადგურება“,ან
“იარაღის გამოყენება’’,ან“იარაღის გამოყენებითხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა’’
ანდა „ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმა’’] ჩადენისთანავე ან მასში მონაწილეობის მიღებისთანავე
ხ
დანაშაულის ობიექტური ნიშნები
·
„ჯგუფური ძალადობის ორგანიზება’’ გამოიხატება არეულობის „ადგილის“
შერჩევაში,მასობრივი არეულობის „დროის’’ და მისი „ჩადენის ხერხის’’ განსაზღვრაში
,“პირთა ჯგუფის’’ თავმოყრაში ამ „ადგილას’’
და სხვ.
ხ
·
„ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა’’ შეიძლება გამოიხატოს არეულობის
დროს „პირთა ჯგუფისათვის’’ მითითების მიცემაში,თუ
კონკრეტულად რა ქმედება ჩაიდინონ მათ,მოწოდებაში,არ
შეწყვიტონ ძალადობა და ა.შ
·
მაგ. საფეხბურთო მატჩის მსაჯის ქმედებით განაწყენებულმა პეტრემ გამოძებნა
იქ მყოფ „პირთა ჯგუფი“ და მათთან დაგეგმა
ძალადობრივი ქმედება სტადინზევე პროტესტის ნიშნად.მისი „მითითებით’’ ეს პირები შეიჭრენ
სტადიონზე და სცემეს მსაჯი[ძალადობა],დაამტვრიეს ნივთები[რბევა],იარაღის მუქარით აფრთხილებდნენ
იქ მყოფთ არ შეეშალათხელი მათთვის
ხ
·
ყურადღება: ამ მუხლის პირველი
ნაწილით გათვალისწინებულიქმედება „დამთავრებულია’’ არა მაშინ,როცა პირი „ორგანიზებას
უკეთებს“[ანუ მოუწოდებს ამ მიუთითებს] „ჯგუფურ ძალადობას’’ [როგორც ამას ადგილი აქვს
„ბანდიტიზმის’’ შემთხვევაში] ,არამედ მაშინ,როცა ამ „ორგანიზებას’’[მითიტებას და მოწოდებას]
თან ახლავს სხვადასხვა ქმედებები:ძალადობა,რბევა და სხვა
·
ამის მიუხედავად ,ეს დანაშაული „ფორმალური შემადგენლობისაა’’,ვინაიდან
არაა აუცილებელი,ამ ძალოდაობრივ ქმედებებს მოჰყვეს „მავნე შედეგი’’
·
მაგ.“ძალადობას“ შეიძლება არ მოჰყვეს „ფიზიკური ტკივილი’’ ,ასევე,“სხვისი
ნივთის დაზიანებას’’ შეიძლება არ მოჰყვეს“მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი’’ და ა.შ.
,მაგრამ მთავარია ის ,რომ ამგვარი „ჯგუფური ქმედებით’’ საფრთხე ექმნება „საზოგადოებრივ უშიშროებას’’[სს-ვი დაცვის
ობიექტს]
ხ
„ჯგუფური
დანაშაულებრივი ქმედებებია’’:
·
„ძალადობა’’, რომელიც თან ახლავს ამ დანაშაულს,შეიძლება
გამოიხატოს „ცემაში’’, „დაცული ობიექტის კარების შემტვრევასა
და იქ ძალდატანებით შეღწევაში’’,სხვისთვის „ჯანმრთელობის მსუბუქ ან ნაკლებად მძიმე
დაზიანებაში’’
ხ
·
„დარბევა’’ -რბევის დროს ორგანიზებული ძალადობის
მონაწილეებმა შეიძლება შენობა-ნაგებობებში ან ქუჩებში განლაგებული ნივთები სტიქიურად
მიყარ-მოყარონ ან დააზიანონ[ვანდალიზმი]
ხ
·
„სხვისი ნივთის დაზიანება ან
განადგურება’’
ისევე უნდა გავიგოთ,როგორც სსკ-ის 187-ე მუხლში,მხოლოდ იმ განსხვავებით,რომ ამ შემტხვევაში ,არაა აუცილებელი,მას
შედეგად მოჰყვეს „მნიშვნელოვანი ზიანი’’[!]
ხ
·
„იარაღის გამოყენება’’-ამ დანაშაულს შეიძლება თან
ახლდეს ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღის გამოყენება,როგორც „წინააღმდეგობის
დაძლევის მიზნით“,ისე „შურისძიების მიზნით’’
იმ პირის მიმართ,ვისი ქმედებითაც „განაწყენეწბულია მასა’’
·
„ასაფეთქებელი მოწყობილობა’’ კი შეიძლება გამოიყენონ როგორც
„შენობა-ნაგებობაში შეღწევისათვის“,ისე „სხვისი ქონების გასანადგურებლად’’[ლაზარე გრიგორიადისი-
„მოლოტოვის კოქტეილი’’]
·
ყურადღება: ამ დროს საჭირო აღარაა „დამატებითი კვალიფიკაცია“ 236-ე მუხლით
,რადგან“იარაღის გამოყენებით’’ ამ დანაშაულის[მუხ.225-ე]
შემადგენლობაში შედის[!]
ხ
·
„იარაღის გამოყენებით ხელისუფლების
წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა’’- „ჯგუფურ ძალადობას’’ შეიძლება
თან ახლდეს როგორც ცეცხლსასროლი,ისე ცივი იარაღის გამოყენება ხელისუფლების
წარმომადგენლისადმი[პოლიციელი,სპეცრაზმელი],რომელიც ასრულებს თავის სამსახურებრივ
მოვალეობას
·
„ხელისუფლების წარმომადგენლად’’ ჩაითვლება ის სახელმწიფო მოხელე,რომელსაც
უფლება აქვს შესასრულებლად სავალდებულო ბრძანება გასცეს არა მარტო იმ პირებზე,ვინც
მას სამსახურებრივად ექვემდებარება,არამედ პირთა სხვა განუსაზღვრელი წრის მიმართაც[მათ
შორის „მასობრივი არეულობის მონაწილეების მიმართ]
·
იარაღის გამოყენებით წინააღმდეგობის გაწევის შედეგად ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეიძლება ვერ შეძლონ თავიანტი მოვალეობის
შესრულება ან მასამ ისინი გარეკოს მასობრივი არეულობის ადგილიდან[ მაგ. მაიდანი კიევში]
·
იარაღის გამოყენებით წინააღმდეგობის გაწევის შედეგად შეიძლება დადგეს „ხელისუფლების
წარმომადგენელთა“ „ ჯანმრთელობის მსუბუქი ან ნაკლებად მძიმე დაზიანება’’.
·
თუმცა ამ დანაშაულის „დამთავრებულად“ ცნობისატვის არაა სავალდებულო ასეტი
„შედეგის’’ დადგომა,საკმარისია ადგილი ჰქონდეს „შეიარაღებული წინააღმდეგობის ფაქტს’’[„ფორმალური დანაშაული’’]
·
ყურადღება: ამ მუხლიში [მუხ.225-ე]
„იარაღად’’ ჩათვლილია „ნებისმიერი მოწყობილობა და საგანი’’
ხ
·
„ხელისუფლების წარმომადგენლებზე
თავდასხმა’’-
ამაში იგულისხმება“აგრესიული აქტი ხელისუფლების წარმომადგენლებზე’’[პოლიციელებზე,სპეცრაზმელებზე],რა დროსაც ადგილი არა აქვს შეიარაღებულ თავდასხმას[!]
·
თუ „თავდასხმა’’ „შეიარაღებულია’’,სახეზეა ამ მუხლის ობიექტური შემადგენლობის
სხვა ნიშანი- „იარაღის გამოყენებიტ ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა’’,რაზეც
ზემოთ უკვე ვისაუბრეთ
·
ხელისუფლების წარმომადგენელზე „არაშეიარაღებულ
თავდასხმასაც’’ შეიძლება მოჰყვეს ხელისუფლების წარმომადგენლის ჯანმრთელობის მსუბუქი
ან ნაკლებად მძიმე დაზიანება [ეს „შედეგი’’ არ მოითხოვს ასეთი ქმედების „დამატებით’’
კვალიფიკაციას,მაგრამ ასეთი “შედეგი’’ სასჯელის დანიშვნისას იქნება მხედველობაში მიღებული-სასჯელი
მკაცრი იქნება]
ხ
·
დანაშაულის „ჯგუფური ძალადობის
ორგანიზება,ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა“[მუხ.225-ე]- „სუბიექტური მხარე’’
·
ამსრულებელთა მოტივს და მიზანს მათი ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა
არ აქვს[!]
·
მასობრივი არეულობის მონაწილეთა
მოტივი შეიძლება იყოს „შურისძიება რომელიმე სახელმწიფო მოხელის
ან ორგანოს ქმედებისთვის“[მაგ. ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ხელფასს არ აძლევს
მუშაკებს და ისინი „შურისძიების მიზნით’’ აწყობენ
„ჯგუფურ ძალადობას’’] ,ან რაიმე „სხვა ‘’ მოტივი’,რაც მხედველობაში მიიღება სასჯელის
ზომის დანიშვნის დროს
·
ყურადღება: თუ „ჯგუფური ძალადობის’’[მასობრივი
არეულობის] მონაწილეებს ამოძრავებთ „ანტისახელმწიფოებრივი მიზანი’’ მათი ქმედება დაკვალიფიცირდება
არა 225-ე ,არამედ 315-ე მუხლით.[!!][ეს დაიმახსოვრე]
ხ
·
„ბრალის ფორმის’’ მიხედვით 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული გულისხმობს
„განზრახვას’’
·
კანონში მითითებული
ქმედებების შემთხვევაში სახეზეა „პირდაპირი განზრახვა’’
·
ხოლო იმ შედეგების
მიმართ,რომლებიც „არაა აუცილებელი ამ დანაშაულის დამთავრებისთვის და რომლებიც შეიძლება
დადგეს ჯგუფური ძალადობის დროს’’[იგულისხმება
„ჯანმრთელობის მსუბუქი ან ნაკლებად მძიმე დაზიანება’’,“სხვისი
ქონების დაზიანება ან განადგურება“],განზრახვა შიძლება იყოს როგორც „პირდაპირი’’,ისე“არაპირდაპირი’’
ხ
·
ყურადღება: 225-ე მუხლის
მე-2 ნაწილით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა ამ მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ
ქმედებაში მონაწილეობისათვის.
·
ამდენად,ამ მუხლის 1-ლი ნაწილით ისჯება „ჯგუფური ძალადობის’’
„ორგანიზატორი’’ ან „ხელმძღვანელი’’,ხოლო მე-2 ნაწილით- „მასობრივი არეულობის
რიგითი მონაწილე’’[ეს დაიმახსოვრე]
ხ
„ჯგუფური
ძალადობის’’[მუხ. 225-ე] „განსხვავება’’ „ხულიგნობასთან’’[მუხ.239-ე]
·
„ხულიგნობა’’ შეიძლება ჩაიდინოს ერთმა პირმაც,ხოლო
225-ე მუხლით გატვალისწისწინებული დანაშაული[„ჯგუფური ძალადობა’’]-„პირთა ჯგუფმა’’
·
„ჯგუფური ძალადსობა’’ აუცილებლად „ორგანიზებული დანაშაულია’’,ხოლო
„ხულიგნობა’’ შეიძლება იყოს ,ან შეიძლება არ იყოს „ორგანიზებული’’
·
„ხულიგნობის’’ მიზანია საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობის
გამოხატვა,ხოლო“ჯგუფური ძალადობის’’ მონაწილეთა მიზანი,განსხვავებით ხულიგნობისგან
არაა საზოგადოებისისადმი უპატივცემულობის დემონსტრირება.მათი მიზანია „პროტესტის გამოხატვა’’[რასაც
ახდენენ მართლსაწინააღმდეგო ფორმით]
ხ
„ჯგუფური
ძალადობის’’[მუხ. 225-ე] „განსხვავება’’ [მუხ.353-ე]
·
225-ე მუხლის 1-ლი ნაწილიტ გათვალისწინებული ბოლო ორი
სახის შემადგენლობა[„იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა’’
და“ხელისუფლების წარმომადგენლებზე[უიარაღო] თავდასხმა’’] უნდა გავმიჯნოთ 353-ე მუხლისგან[ამ
მუხლშიც ძალადობისგან დაზარალებულია „ხელისუფლების წარმომადგენელი’’]
·
ამ მუხლებს შორის არსებითი განსხვავება ისაა ,რომ:
ა) 225-ე მუხლში ხელისუფლების წარმომადგენელზე ძალადობას
ახორციელებს „პირთა ჯგუფი’’ ,ხოლო 353-ე მუხლში ხელისუფლების წარემომადგენელზე ძალადობას
ან ძალადობის მუქარას მიმართავს „ერთი პირი’’[„ჯგუფის მიერ ჩადენილი ძალადობა ან მუქარა
ხელისუფლების წარმომადგენელზე’’ 353-ე მუხლში დამამძიმებელი გარემოებაა და გათვალისწინებულია მე-2 ნაწილში]
ბ)225-ე
მუხლის მიხედვით ჩადენილი „ძალადობრივი ქმედება „წინასწარაა ორგანიზებული’’[!],რასაც ადგილი არ აქვს 353-მუხლით
გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისას
გ)225-ე
მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ემსახურება „პირთა ჯგუფის’’ მიერ „პროტესტის გამოხატვის’’
მიზანს[და გამოხატვის მართლსაწინააღმდეგო ფორმაა],ასეთ მიზანს ადგილი არ აქვს 353-ე
მუხლით გათვალისწინებული დანასაულის დროს[!]
Комментарии
Отправить комментарий