რეკეტულ დაჯგუფებაში მონაწილეობა [მუხ. 224-ე პრიმი]

 

   

     მუხლი 224​1. რეკეტულ დაჯგუფებაში მონაწილეობა

 +

დამოუკიდებლად ან სხვა პირთან (პირებთან) რეკეტული დაჯგუფების საქმიანობის წარმართვა ან სხვაგვარი მონაწილეობა რეკეტული დაჯგუფების საქმიანობაში, აგრეთვე დავების უკანონოდ გადაწყვეტა ან მონაწილეობა დავების უკანონოდ გადაწყვეტაში რეკეტულ დაჯგუფებათა ან რეკეტულ დაჯგუფებასა და სხვა პირს შორის, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.

შენიშვნაამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.

 

·        „რეკეტი’’ ნიშნავს „გამოძალვას’’,მაგრამ ჩვენი კანონმდებელი მასში „გამოძალვას’’ არ გულისხმობს.

·        ამ დანაშაულისგან სს-ვი დაცვის ობიექტია :“საზოგადოებრივი წესრიგი’’ და „საზოგადოებრივი უშიშროება’’

·        „ობიექტური მხარე’’„მოქმედებაში’’ გამოიხატება და რამე „მძიმე შედეგის’’ დადგომა არაა აუცილებელი ამ დანასაულის „დამთავრებულად’’ ცნობისტვის.[ამდენად, ამ მუხლით სახეზეა „ფორმალური შემადგენლობა’]

·        2241-ე მუხლში მოცემულია რამდენიმე ალტერნატიული ქმედება,საიდანაც პირველია „დამოუკიდებლად ან სხვა პირებთან[პირტან] ერთად რეკეტული დაჯგუფების საქმიანობის წარმარტვა[ანუ ხელმძღვანელობა]’’;

·        ეს იმას ნიშნავს,რომ პირი თავად დამოუკიდებლად ან სხვასთან ერთად წარმართავს[ხელმძღვანელობს] „რეკეტული დაჯგუფების’’ საქმიანობას.

 

·        ამდენად, 2241-ე მუხლში ნახსენებია  „დანაშაულებრივი ორგანიზაციის’’ ერთ-ერთი სახე-„რეკეტული დაჯგუფება’

„რეკეტი’’

·        მაგრამ იმისათვის,რომ გავიგოთ „რეკეტული დაჯგუფების’’ არსი,ჯერ უნდა გავერკვეთ თავად „რეკეტის’’ ცნებაში

·        სსკ-ის  ზოგადი ნაწილის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით,“რეკეტი’’ არისშემოსავლის“ [მაგ. ფულის] ან „სხვაგვარი ქონებრივი სარგებლის’’[მაგ.“უფასო მოგზაურობის’’] სისტემატურად[ანუ „არანაკლებ სამჯერ] მიღების მიზნით წარმოებული არაერთჯერადი და ორგანიზებული საქმიანობა,რომელიც დაკავშირებულია „განზრახი დანაშაულის’’ ჩადენასთან[თუ ნასამართლობა არ არის გაქრწყლებული ან მოხსნილი] თუ ეს დანაშაული განხორციელდა ორჯერ მაინც ხუთი კალენდარული წლის განმავლობაშ[ამ 5 წელში არ შედის „რეკეტირის“ დაპატიმრებისა და სასჯელის მოხდის ვადა]

·        ანუ როგორც ვხედავთ,“განზრახი დანაშაულის არაერთგზის ჩადენა’’ „რეკეტად’’,რომ ჩაითვალოს,“რეკეტირის’’[ამ დანაშაულის „ამსრულებლის’’] საქმიანობა უნდა იყოს არა მარტო „არაერთჯერადი’’ ,არამედ „ორგანიზებულიც’’[იხ. „ორგანიზებული ჯგუფის’’ ცნება 27-ე მუხლის მე-3 ნაწილში]

·        ამიტომ, „რეკეტად’’ ჩაითვლება „არაერთჯერადად’’ და „ორგანიზებულად’’ „მითვისების ჩადენა“  მინიმუმ ორჯერ ხუთი კალენდარული წლის განმავლობაში;

·        ასევე „ქრთამის აღება’’ იმავე პირობებისას და,შ.

·        ე.ი.“ სარგებლის მიღების მიზნით“ ,ყოველგვარი,[თუნდაც „არაძალმომრეობითი’’ ]დანაშაულის’’ ჩადენა ,მე-171-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ პირობებში[ანუ „არერთჯერადად,“ორგანიზებულად’’ და “მინიმუ 2-ჯერ  5 წლის განმავლობაში“] ,არის - „რეკეტი’’[!] [„რეკეტის’’ ცნება- საზეპიროდ]

„რეკეტული დაჯგუფება’’

·        „რეკეტულ  დაჯგუფებად’’ ითვლება  თავისი საქმიანობით „რეკეტთან’’ დაკავშირებული „იურიდიული პირი’’ [!]

·        „რეკეტულ  დაჯგუფებად’’ ითვლება  თავისი საქმიანობით „რეკეტთან’’ დაკავშირებული „ფიზიკურ პირთა“’’ ანდა  „იურიდიულ პირთა“  გაერთიანება

·        2241-ე მუხლში მოცემული დანაშაულის“რეკეტულ დაჯგუფებაში მონაწილეობა’’ „ობიექტური მხარის’’ შემდეგი ნიშანია „სხვაგვარი მონაწილეობა რეკეტული დაჯგუფების საქმიანობაში’’ [იხ. მუ. 2241-ე]

·        რეკეტული დაჯგუფების საქმიანობაში „სხვაგვარ მონაწილეობაში’’  იგულისხმება „რეკეტული დაჯგუფებისათვის’’ ხელის შეწყობა’’[და არა ხელმძღვანელობა;რეკეტული დაჯგუფების “ხელმძღვანელობა’’ ამ მუხლის დანაშაულის  ობიექტური მხარის  პირველი ნიშანია იხ. ზემოთ]

·        „რეკეტული დაჯგუფებისათვის’’ „ხელის შეწყობა’’ შეიძლება იყოს დაჯგუფების არაწევრი  პირის მიერ რაიმე „განზრახი დანაშაულის’’ ჩადენა გამორჩენის მიღების მიზნით[!]

ხხხ

·        ამ  დანაშაულის „ობიექტური მხარის’’   შემდეგი ნიშანია[!] - „დავების უკანონო გადაწყვეტა’’[!] ,“რეკეტულ დაჯგუფებათა ‘’ შორის ან „რეკეტულ დაჯგუფებას’’ და „სხვა პირს’’ შორის

·        „დავების უკანონო გადაწყვეტა’’ ნიშნავს იმას,რომ „რეკეტირი’’ სათანადო კანონიერი საფუძვლის გარეშე,თვითნებურად წყვეტს ამგვარ დავებს,ე.ი. ასრულებს „მოსამართლის როლს’’

·        „დავები ,როგორც წესი „ქონებრივი ‘’ ხასიათისაა.

·        რაც შეეხება „ობიექტური მხარის’’   კიდევ ერთ ნიშანს „დავების უკანონო გადაწყვეტაში მონაწილეობას’’[!]

·        „დავის გადაწყვეტაში მონაწილეობისას’’ რეკეტირი არ ასრულებს „ერთპიროვნული მოსამართლის როლს’’,მაგრამ „სხვა რეკეტირთან ერთად’’ ამ პროცესის მონაწილეა[!]

·        მუხლში საუბარია „რეკეტულ ჯგუფებს შორის დავაზე;ამ დროს სულ მცირე ორი „რეკეტული’’ დაჯგუფება’’ უნდა იყოს ჩართული „ქონებრივ’’ დავაში

·        მუხლში ნახსენები „სხვა პირი  კი არის ნებისმიერი ფიზიკური პირი [14 წელს მიღწეული,შერაცხადი]

 

     მუხლი 224​1. რეკეტულ დაჯგუფებაში მონაწილეობა

 +

დამოუკიდებლად ან სხვა პირთან (პირებთან) ა)რეკეტული დაჯგუფების საქმიანობის წარმართვა ან ბ) სხვაგვარი მონაწილეობა რეკეტული დაჯგუფების საქმიანობაში, აგრეთვე გ)დავების უკანონოდ გადაწყვეტა ან დ)მონაწილეობა დავების უკანონოდ გადაწყვეტაში რეკეტულ დაჯგუფებათა ან რეკეტულ დაჯგუფებასა და სხვა პირს შორის, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.

შენიშვნაამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.

 

ხხხხხხ

„რეკეტულ დაჯგუფებებს შორის დავის გადაწყვეტის’’[მუხ.2241-ე]  განსხვავება „ქურდული გარჩევისაგან’’[მუხ. 2231-ე ]

 

·        „ქურდული გარჩევის’’ დროს „ქურდული სამყაროს წევრი’’ წყვეტს ორ ან მეტ პირს შორის არსებულ დავას და ამ დროს „საქმის გარჩევას’’ თან უნდა ახლდეს „მუქარა’’, „იძულება’’,“დაშინება’’ ან სხვა უკანონო მოქმედება[მაგ. ბოროტი დაცინვა და აბუჩად აგდება]

რაც არაა აუცილებელი „რეკეტული გარჩევის’’ დროს

·        „ქურდული გარჩევის’’ დროს დავას წყვეტს  “ქურდული სამყაროს წევრი’’,რომელიც მოქმედებს „ქურდული კანონებით’’ და სწორედ ამ „ქურდული კანონის’’ შესაბამისად წყვეტს მხარეთა შორის არსებულ დავას.

·        ხოლო „რეკეტული გარჩევა’’ არ ექვემდებარება რაიმე წინასწარ დადგენილ წესს, ამდენად „რეკეტული გარჩევა’’ შეიძლება იყოს უფრო სასტიკი

„ამსრულებელი’’

·        2241-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ამსრულებელია 14 წელს მიღწეული,შერაცხადი პირი;ასევე „ირიდიული პირი’’

„ბრალის’’ ფორმა

·        „ბრლის“  ფორმის მიხედვით ეს დანაშაული „განზრახია’’. კერძოდ ,მისი ჩადენა შესაზლებელია მხოლოდ „პირდაპირი განზრახვით’’

 

 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები