ბანდიტიზმი [მუხ. 224-ე]
·
„ბანდიტიზმისგან’’ სს-ვი დაცვის
ობიექტია : „საზოგადოებრივი უშიშროება’’
ხ
·
ამ დანაშაულის „ამსრულებელი’’
-საერთო სუბიექტი[ნებისმიერი შერაცხადი,14 წელს მიღწეული პირი]
ხ
+
1. მყარი შეიარაღებული ჯგუფის (ბანდის) შექმნა ან ხელმძღვანელობა პირზე ან ორგანიზაციაზე თავდასხმის მიზნით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ჯგუფში (ბანდაში) ან მის მიერ მოწყობილ თავდასხმაში მონაწილეობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.
„ობიექტური
მხარე’’
·
„ბანდიტიზმი’’ გამოიხატება შემდეგი ქმედების ჩადენაში: ა)“ბანდის შექმნა’’, ბ)“ბანდის ხელმძღვანელობა’’[მუხ. 1-ლი ნაწ.]
გ) „ბანდაში მონაწილეობა’’ ან დ)“ბანდის მიერ მოწყობილ თავდასხმაში მონაწილეობა“[
მუხ. მე-2 ნაწ.]
·
ქმედების 224-ე მუხლით კვალიფიკაციისთვის საკმარისია
ამ ქმედებათაგან ერთ-ერთის ჩადენა
ხ
·
„ბანდიტიზმის’’“დამთავრებულად’’
ცნობისთვის არაა აუცილებელი „მძიმე შედეგის“
დადგომა
·
„ბანდიტიზმის’’“დამთავრებულად’’
ცნობისთვის არაა აუცილებელი „შეიარაღებული თავდასხმაც’’ კი
·
„ბანდიტიზმი’’ „დამთავრებულია’’[სახეზეა] „ბანდიტური ჯგუფის შექმნის
მომენტიდან’’ [!] [ეს დაიმახსოვრე]
ხ
·
„ბანდიტიზმი’’ „დენადი ‘’ დანაშაულია
·
მიჩი ჩადენა იწყება „ბანდის შექმნით’’ ან „ბანდაში
გაწევრიანებიტ’’ და შემდეგ „უწყვეტად’’ მიედინება.
ხ
„ბანდა’’
- ცნება
„ბანდა’’ არის „მყარი’’ „შეიარაღებული ჯგუფი’’[არანაკლებ 3 პირი],რომლის მიზანია „თავდასხმების მოწყობა’’ „პირზე ან ორგანიზაციაზე“[ცნება- ზეპირად]
ხ
„ბანდის’’
მახასიათებელი ნიშნები:
1)„მყარი’’ „შეიარაღებული ჯგუფის’’[ ანუ „ბანდის’’]
ნიშნებია [ზეპირად] :
ა) ასეთი „შეიარაღებული ჯგუფიდან“ არ ხდება წევრთა
თავისუფალი დენადობა
ბ)ასეთი „შეიარაღებული ჯგუფისთვის“ დამახასიათებელია მტკიცე შიდა წესრიგი[იერარქია] და ხელმძღვანელის ბრძანებების უსიტყვოდ შესრულება
გ) ასეთი „შეიარაღებული ჯგუფი“ შექმნილია ხანგრძლივი
დროით სამოქმედოდ და არა „ერთჯერადი თავდასხმის’’ განსახორციელებლად
შენიშვნა:
„ბანდა’’ დანაშაულებრივი „ორგანიზებული ჯგუფის’’ ნაირსახეობაა;
მაგრამ იგი განსხვავდება
27-ე მუხლის მე-3 ნაწილში აღწერილი „ორგანიზებული ჯგუფისგან’’ ა) თავისი „სიმყარით’’
ბ)“შეიარაღებით“ და გ) „საშიშროების უფრო მაღალი ხარისხით“[რადგან შეიარაღებული ორგანიზებული ჯგუფია]
2)“ბანდა’’ აუცილებლად უნდა იყოს „შეიარაღებული’’[ზეპირად ეს არსებითი ნიშანია]
„ბანდის’’ „იარაღად’’ შეიძლება გამოყენებული იყოს
: მხოლოდ „ცეცხლსასროლი
იარღი“ ,“ცივი იარაღი“,“ფეთქებადი ნივთიერება“
ან „ასფეტქებელი მოწყობილობა“ და სხვა ,რაც ჩამოტვლილია კანონში „იარაღის
შესახებ’’[ეს დაიმახსოვრე]
ამასთან,აუცილებელია არაა ბანდის „ყველა წევრი’’ იყოს „შეიარაღებული’’[!].
მთავარია „ბანდის წევრმა’’ იცოდეს,რომ ბანდის „სხვა წევრებ’’ შეიარაღებულნი არიან;
ხ
ყურადღება: თუ პირთა ჯგუფი აღჭურვილია :ა) სამეურნეო დანიშნულების[მაგ.
სამზარეულოს] დანებით,ან ხელკეტებით[ მაგ. „ბეისბოლის’’ ხელკეტებით] და სხვა ნივთებით ასეთი ჯგუფი „ბანდად’’ არ ჩაითვლება.
ხხხ
·
ყურადღება:
ვინაიდან „შეიარაღების’’ ქონა
„ბანდის’’ აუცილებელი ნიშანია,“იარაღის უკანონო
შეძენა ,ტარება,შენახვა სხვა ქმედებები’’ ,რომლებიც გათვალიწინებულია 236-ე მუხლით-
დანაშაულ „ბანდიტიზმის’’ შემადგენელი ნაწილებია ,
ამიტომ ეს ქმედებები ჩადენილი
ბანდის წევრის მიერ „დამატებით კვალიფიკაციას’’
236-ე მუხლით არ საჭიროებს რადგან ქმედების
კვალიფიკაცია 224-ე მუხლით[„ბანდიტიზმი’’] ხდება;
·
რაც შეეხება“იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას’’[მუხ. 237-ე] „ბანდის’’ [ან მისი წევრის] მიერ ეს ქმედება
დაკვალიფიცირდება „დანაშაულთა ერთობლიობით’’[ მუხ.224-ე და 237-ე ]
ხ
„ობიექტური
მხარის“ [დანაშაულის] ნიშნების მიმოხილვა :
ა) „ბანდის შექმნა’’[ამ დანაშაულის 1-ლი ნიშანი]
·
„ბანდის შექმნა’’ გულისხმობს ისეთი მოქმედების’’ ჩადენას,რის „შედეგადაც’’
წარმოიშობა „შეიარაღებული მყარი ჯგუფი’’,რომლის მიზანია პირებზე ან ოგანიზაციებზე „შეიარაღებული ტავდასხმა’’
·
კერძოდ „ბანდის
შექმნაში’’ იგულისხმება: ა) ბანდის
წევრების გამოძებნა,ბ)გადმობირება ,გ)იარაღის გამოძებნა ,დ)ამ იარაღის შეძენა ,ე) ბანდის
წევრების შეიარაღება ვ) ბანდის „წესდების’’ შექმნა და ზ)გაცნობა ბანდის წევრებისათვის.
ბანდის „ხელმძღვანელობა’’
·
ბანდის „ხელმძღვანელობა’’ ნიშნავს: ა) ბანდის „წევრებისათვის’’ კონკრეტული
დავალებების მიცემას,ბ)მათ შესრულებაზე კონტროლს, გ)ბანდის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას,
დ)ცალკეული „ბანდიტური თავდასხმის’’ მომზადებას,ე)მის განხორციელებაზე ზედამხედველობას,
ვ)ბანდის „ურჩი წევრის’’ დასჯას [!] და სხვა
„ბანდაში მონაწილეობა’’
·
„ბანდაში მონაწილება’’ნიშნავს: ა) პირის გაწევრიანებას ბანდაში ,ბ) მონაწილეობას
იარაღის შეძენაში ,გ) ბანდიტური თავდასხმის „ობიექტის’’ გამოძებნაში,დ) ბანდიტური თავდასხმს
მომზადებაში და ა.შ
·
ამდენად , „ბანდაში მონაწილება’’
შეიძლება გამოიხატოს ყველა იმ ქმედებაში მონაწილეობით
,რაც ხორციელდება „ბანდის შექმნის“
მომენტიდან „ბანდიტური თავდასხმის’’
უშუალოდ განხორციელებამდე[!]
·
დანაშაული „ბანდაში მონაწილეობა’’ „დამთავრებულია’’ მაშინ ,როცა პირი გაწევრიანდება
ბანდაში,თუნდაც ჯერ კიდევ არ ჰქონდეს
რაიმე ქმედება ჩადენილი[!]
·
„ბანდაში მონაწილე’’ შეიძლება იყოს არა მარტო
„ბანდის წევრი’’[გაწევრიანებული] ,არამედ
„სხვა პირიც’’[გაუწევრიანებელი],ვისაც
გაცნობიერებული აქვს,რომ თავისი სისტემატური [ანუარანაკლებ სამჯერადი] ქმედებებით „დახმარებას
უწევს’ „ბანდას.[მაგ .პირი რომელიც სისტემატურად
ამარაგებს ბანდას „იარაღით’’ ან „ინფორმაციით თავდასხმის ობიექტის შესახებ’’]
·
ყურადღება: თუ ასეთი „გარეშე პირი ერთჯერადად ან „ეპიზოდურად’’[ანუ ორჯერადად]
გაუწევს ბანდას „დახმარებას’’,იგი პასუხს აგებს,როგორც [ბანდიტიზმში] „თანამონაწილე’’ 25,224-ე ნაწ.1-ლი]
ბ) „ბანდის მიერ მოწყობილ თავდასხმაში“ მონაწილეობა[ამ დანაშაულის მე-2 ნიშანი]
·
„ბანდიტურ თავდასხმაში’’ მონაწილება , ნიშნავს,როგორც ა)„უშუალო მონაწილეობას
თავდასხმაში“,ასევე
ბ)„ნებისმიერ ქმედებას,რომელიც ბანდას უადვილებს თავდასხმის
უშუალო პროცესს“.
·
მაგ.“შეიარაღებული ბანდის წევრთა ნაწილი შეიჭრება ბანკში[ესაა უშუალო მონაწილეობა],ხოლო
სხვები კი ახდენენ ბანკის შესასვლელის ბლოკირებას,რათა გამორიცხონ პირთა შესვლა-გამოსვლა
.[ესაა თავდასხმის გაიოლება]
·
„ბანდიტურ თავდასხმაში მონაწილე“ შეიძლება იყოს ის პირიც, გ)“ვინც არაა ბანდის წევრი,მაგრამ“იცის’’[გაცნობიერებული
აქვს],რომ თავისი ქმედებით ხელს უწყობს „ბანდიტური თავდასხმის’’ განხორციელებას
მაგ. ეს შემტხვევაა,როცა ბანკის რომელიმე თანამშრომელი
ხელ უწყობს ბანდის მიერ
მოწყობილ თავდასხმას
ხხხხ
„ბანდიტური თავდასხმა’’
·
ზოგადად, „თავდასხმა’’ ნიშნავს- მოულოდნელ და აგრესიულ აქტს,რომელსაც თან ახლავს ან „ძალადობა’’
ან „ძალადობის მუქარა’’
ხ
·
დანაშაულის „ბანდიტური თავდასხმა’’ ნიშნები:
a. „ბანდიტური თავდასხმის“ „ობიექტის’’[პირი ,ან ორგანიზაცია] შერჩევის მეთოდი განსხვავებულია სხვა სახის „თავდასხმის’’
დროს „ობიექტის ‘’ შერჩევის მეთოდისგან
b. „ბანდიტურ თავდასხმას’’ ჩადიან მხოლოდ ბანდის შეიარაღებული წევრები[რაც ქმნის ამ „იარაღის დაუყონებლივ
გამოყენების საშიშროებას’’,თუმცა იარაღი კონკრეტულ შემტხვევაში შეიძლება არ იყოს გამოყენებული
„მისი გამოყენების საჭიროების
არარსებობის გამო“.
მაგ.შეიარაღებული ბანდა თავს დაესხა ოჯახს,მაგრამ ვინაიდან
ოჯახის წევრები სინტვრალის გამო უგრძნობ მდგომარეობაში იყვნენ,მათ იარაღის გამოყენება
არ დასჭირდათ
[ასე,რომ „შეიარაღება’’ არა მარტო ბანდის[სუბიექტის ] დამახასიათებელი ნიშანი
,არამედ „ბანდიტური თავდასხმის’’[ქმედების] ნიშანიცაა;
ამასტან, ქმედების სწორად კვალიფიკაციისტვის აუცილებელია
„ბანდიტური თავდასხმა’’
მოაწყოს ბანდის არა „ერთმა წევრმა’’,არამედ
„ბანდამ’’[ე.ი. მინიმუმ სამმა
წევრმა მაინც]
c. „ბანდიტური თავდასხმა“ ასევე გამოირჩევა „ჩადენის სპეციფიკით’’[ კერძოდ, „სისასტიკით’’,“ელვისებურობით’’,
იგი არაა „ქაოტური’’,არამედ „წინასწარ კარგად დაგეგმილია’’,რა დროსაც ბანდის თითოეულმა
წევრმა იცის,თუ „რა უნდა აკეთოს’’.]
d. „ბანდიტური თავდასხმა’’ გამოირჩევა მისი დასრულებისას ბანდის უკან დახევის [შემთხვევის ადგილიდან
„გაქრობის’’] მეთოდებით და ა. შ.
·
იურიდიულ ლიტერატურაში „ბანდიტური თავდასხმის’’ ამ ნიშნებს „ამა თუ იმ ბანდის „ხელწერას’’
უწოდებენ[!]
·
,ანუ სხვადასხვა ბანდას სხვადასხვა „ხელწერა’,ანუ „ბანდიტური თავდასხმის’’ ჩადენის განსხვავებული სტილი
აქვს[!]
ხ
ყურადღება:
·
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ,როდესაც ბანდის მიერ მოწყობილ „ბანდიტურ
თავდასხმას’’ თან ახლავს
სხვადასხვა ძალმომრეობითი დანააულის ჩადენა[მაგ. „დანაშაული
ჯანმრტელობის წინააღმდეგ’’ ,“ძალმომრეობითი სქესობრივი დანაშაული’’,“საკუთრების წინააღმდეგ
მიმართული ძალმომრეობითი დანაშაული’’,“იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება,“ნარკოტიკულ
საშუალებათა მართლსაწინააღმდეგო დაუფლება’’] ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს „დანაშაულთა ერთობლიობით“ ანუ 224-ე მუხლის მე-2 ნაწილით
[ბანდიტურ თავდასხმაში მონაწილეობა’’ ] და კონკრეტული
ჩადენილი თანმხლები
დანაშაულის შესაბამისი მუხლიტ მაგ.მუხ.179-ე [„ყაჩაღობა’’]
·
„დანაშაულთა ერთობლიობით“ კვალიფიკაციას
არ ეთანხმება 224-ე მუხლის ანალიზის ავტორი მისი არგუმენტები იხ. გვ 294 „სისხლის სამართლის
კერძო ნაწილი’’ წიგნი 1-ლი ნაწილი მე-2[ლეკვეიშვილი,მამულაშვილი, თოდუა]
ხ
·
„ბანდიტიზმი’’ „ფორმალური დანაშაულია“.
ანუ იგი „დამთავრებულია „ბანდის შექმნის მომენტრიდან’’
·
სწორედ ბანდის შექმნის ან გაწევრიანების მომენტიდან ითვლება ბანდის ა)შემქმნელის, ბ)ხელმძღვანელის და გ)ბანდის წევრის
ქმედება „დამთავრებულად“,თუნდაც
მათ ჯერ არ ჰქონდეთ ჩადენილი არცერთი თავდასხმა.
·
მიჩნეულია, რომ „მყარი შეიარაღებული ჯგუფის არსებობა,რომლის მიზანიც რამდენიმე თავდასხმის განხორციელებაა,იმთავითვე ძირს უთხრის „საზოგადოების უშიშროებას’’ და
სწორედ ამით არის განპირობებული „ბანდიტრიზმის’’ ესოდენ „შეკვეცილი შემადგენლობა’’.
ხ
ყურადღება:
·
თუ ბანდის „შემქმნელი’’ შემდგომში
მისი „ხელმძღვანელიც’’ გახდება და „ბანდიტურ თავდასხმებშიც’’ მიიღებს მონაწილეობას,მას ყველა
ეს ქმედება [ანუ „ბანდიტური თავდასხმები“ რაშიც თავადაც ნონაწილეობდა] ’’ უნდა
წარედგინოს ბრალად,რაც ზეგავლენას მოახდენს მისთვის საჯელის დანიშვნაზე[კერძოდ ,სასჯელის ოდენობაზე],თუმცა მისი ქმედება
უნდა დაკვალიფიცირდეს მხოლოდ 224-ე მუხლის მხოლოდ 1-ელი
ნაწილით.[რაც არის „ბანდის“ ან შექმნა ან ხელმძღვანელობა“]
·
ამასთანავე, „ბანდის ხელმძღვანელი’’ პასუხს აგებს ბანდის მიერ მოწყობილ
„ყველა ბანდიტურ
თავდასხმაზე’’’თუ „ამას მოიცავდა’’ მისი „განზრახვა’’.
·
ხოლო ,თუ რომელიმე „ბანდიტური თავდასხმა’’ განხორციელდა ისე,რომ ეს არ
იცოდა ბანდის „ხელმძღვანელმა’’,იგი პასუხს
აგებს „ბანდის შექმნისტვის’’
[224-ე მუხლის 1-ელი ნაწ] და არა „ბანდიტური თავდასხმისთვის’’[224-ე მუხ. მე-2 ნაწ]
ხ
·
რაც შეეხება „ბანდის წევრს’’
,იგი ცალკეული „ბანდიტური თავდასხმისათვის“
მხოლოდ მაშინ აგებს პასუხს,თუ იგი მის „მომზადებაში მაინც“ იღებდა მონაწილეობას.
·
წინააღმდეგ შემთხვევაში ,ის პასუხს აგებს მხოლოდ „ბანდაში მონაწილეობისთვის’’[. მუხ. 27-ე მუხ მე-4 ნაწილი] და არა „ბანდიტურ
თავდასხმაში’’ მონაწილეობისთვის
ხხხხხხხხხხხხხ
·
ბანდის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენის ხერხი
პირდაპირაა მიტითებული კანონში [მუხ. 224-ე],ესაა
„ბანდიტური თავდასხმა’’
ხ
·
„ბანდიტიზმი’’ რამდენადმე ჰგავს „ყაჩაღობა’’ ამიტომ
საჭიროა მატი ურთიერთგამიჯვნა:
1. „ყაჩაღობა’’ შეიძლება ჩაიდინოს ერთმა პირმაც,ხოლო „ბანდა’’ აუცილებლად გულისხმობს პირთა ჯგუფს [არანაკლებ
3 პირს]
2. „ყაჩაღები’’ შეიძლება არ იყვნენ შეიარაღებული,ხოლო „ბანდა’’ აუცილებლად „შეიარაღებულია’’
3.
„ჯგუფური ყაჩაღობა’’[არანაკლებ
ორი პირისა] შეიძლება გამიზნული
იყოს ერთჯერადი თავდასხმის
განხორციელებისთვის,ხოლო „ბანდის’’ მიზანია რამდენიმე შეიარაღებული თავდასხმის მოწყობა. ამდენად, „ბანდა’’ „შეიარაღებულ პირთა მყარი[გრძელვადიანი]
ჯგუფია’’.
4. „ორგანიზებული ჯგუფის’’[ყაჩაღური ჯგუფის] მიერ ჩადენილი „ყაჩაღობა’’
შესაძლებელია,არ იყოს შეიარაღებული,ხოლო თუ შეიარაღებულია,არ უნდა იყოს
მყარი ჯგუფი,წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზეა „ბანდა’’
5. „ყაჩაღობის’’ მიზანია სხვისი „მოძრავი ნივთის’’ დაუფლება „თავდასხმის’’
გზით. ხოლო „ბანდიტებს’’ მიზნად შეიძლება ქონდეთ
არა მარტო „სხვისი
ნივთის დაუფლება’’ „თავდასხმის ‘’ გზით,არამედ სხვა აგრესიული დანაშაულის ჩადენაც [მაგ.
„სქესობრივი დანაშაულის’’“ადამიანის უკანონო თავისუფლების აღკვეტის’’ და სხვა]
ხ
·
ამრიგად,როცა სახეზეა 1. „პირთა მყარი ჯგუფი’’ 2. რომელიც „შეიარაღებულია“ და 3. „გამიზნული აქვს რამდენიმე ძალმომრეობითი დანაშაულის
ჩადენა „თავდასხმების’’ გზით“, სახეზეა დანაშაულის „ბანდიტიზმი’’[მუხ.224-ე] შემადგენლობა
·
აქედან ერთ-ერთი ამ ნიშნის არარსებობა უკვე გამორიცხავს „ბანდიტიზმის’’ შემადგენლობას.[ეს დაიმახსოვრე]
ხ
„ბანდტიზმის’’
სუბიექტური მხარე
·
ამსრულებლის მოტივს მისი ქმედების 224-ე მუხლით კვალიფიკაციისტვის მნიშვნელობა არ აქვს [თუმცა უმეტესად სახეზეა „ანგარების’’
მოტივი]
·
რაც შეეხება „მიზანს’’, ამსრულებლის მიზანი აუცილებლად უნდა იყოს ან „თავდასხმა პირზე’’
,ან „თავდასხმა ორგანიზაციაზე’’
·
აღნიშნული „მიზნები’’ „ბანდიტიზმისათვის’’ ქმედების ნიშანია[ანუ სწორედ ეს მიზნები აფუძნებს ამ დანაშაულს-„ბანდიტიზმს’’]
·
ასე რომ,არ შეიძლება ,“ბანდის შექმნა’’ ისეთი
„თავდასხმის ‘’ მოსაწყობად რომლის მიზანია „სახელმწიფოს
კონსტიტუციური წყობილების ხელყოფა’’ ან „ტერორისტული
ქმედების ჩადენა’’ ასეტ შემთხვევებში პირთა ჯგუფის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს
არა „224-ე მუხლით „ბანდიტიზმი’’ ,არამედ როგორც „სახელმწიფოს
წინააღმდეგ მიმარტული დანაშაული’’ [ცხადია
,სათანადო მუხლით[!]]
ხ
„ბანდტიზმის’’ „ბრალის’’ ფორმა
·
„ბრალის
‘’ ფორმის მიხედვით „ბანდიტიზმი,როგორც „მიზნით დაფუძნებული’’
და“ფორმალური შემადგენლობის’’ დელიქტი ჩაიდინება მხოლოდ „პირდაპირი განზრახვით’’
·
ა)პირს
გაცნობიერებული აქვს,რომ „ბანდიტური თავდასხმების’’განხორციელების მიზნით ქმნის „შეიარაღებულ დაჯგუფებას’’ ან ხელმძღვანელობს მას ანადა გაცნობიერებული აქვს,რომ „მონაწილეობს ბანდაში“ ან ბანდის
მიერ მოწყობილ „ბანდიტურ თავდასხმაში’’
და ბ) „სურს’’ეს.
·
ყურადღება:
თუკი პირი „შეცდომით’’ ფიქრობს,რომ მონაწილეობას იღებს „ყაჩაღურ თავდასხმაში’’,მისი ქმედება უბდა დაკვალიფიცირდეს
„ყაჩაღობად’’[და
არა „ბანდიტიზმად’’]
Комментарии
Отправить комментарий