„ქურდული სამყაროს წევრისთვის’’/ან „კანონიერი ქურდისთვის’’ „მიმართვა“ ან ამ მიმართტვის შედეგად „მატერიალური სარგებლის’’ ან „უპირატესობის’’ მიღება[მუხ. 223-ე 4 პრიმი]
·
ამ მუხლის მიზანია
ქვეყანაში აღიკვეთოს“ქურდული სამყაროს წევრისათვის’’ „მიმართვის ‘’ ფაქტები [ამ „სამყაროსგან „მომსახრების მიღების მიზნით’’]
·
სხვაგვარად,რომ ვთქვათ,კანონმდებლის მიზანია „ქურდული სამყაროს’’ მიერ
შემოთავაზებულ ნებისმიერ „სერვისზე’’ „მოთხოვნის’’
აღკვეთა.
ხ
·
„ამსრულებელი- ნებისმიერი 14 წელ მიღწეული,შერაცხადი პირი[„საერთო სუბიექტი’’],რომელიც
არაა „ქურდული სამყაროს წევრი’’ ,ან „კანონიერი ქურდი’’
მუხლი 2234. „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის/„კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა ან ამ მიმართვის შედეგად მატერიალური სარგებლის ან მატერიალური უპირატესობის მიღება
1. პირის მიერ ა)„ქურდული სამყაროს“ წევრისთვის/„კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა „ქურდული გარჩევის“ განხორციელების ან ბ)თავისთვის ან/და სხვისთვის მატერიალური სარგებლის ან მატერიალური უპირატესობის მისაღებად ნებისმიერ პირზე ან ნებისმიერი პირის მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოხდენის მიზნით, მიუხედავად იმისა, „ქურდული სამყაროს“ წევრმა/„კანონიერმა ქურდმა“ განახორციელა თუ არა რაიმე ქმედება ან/და დადგა თუ არა ამ პირისთვის სასურველი შედეგი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ.
·
ამ მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული „ქმედება’’ ვლინდება ალტერნატიული
ქმედებების სახით:
1. „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის/„კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა „ქურდული გარჩევის“ განხორციელებისათვის[პირველი ალტერნატიული ქმედება]
2. „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის/„კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა ნებისმიერ პირზე ან ნებისმიერი პირის მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე [ქურდული] გავლენის მოსახდენად [მე-2 ალტერნატიული ქმედება]
ხ
„სუბიექტური
მხარე’’
·
სახეზეა „ნაწილობრივ მიზნით დაფუძნებული
დელიქტი’’
·
კერძოდ ,მე- ალტერნატიული ქმედების განხორციელებისას „ამსრულებლის მიზანია’’
: „მატერიალური სარგებლის ან მატერიალური უპირატესობის მიღება’’
·
ასეთი
„მიზნის ‘’ არსებობა არაა აუცილებელი 1-ლი ალტერნატიული ქმედებისათვის
ხ
·
მუხლის 1-ლი ნაწილით გატვალისწინებული დანაშაული „დამთავრებულია’’ ნებისმიერი ამ „ალტერნატიული
ქმედების’’ განხორციელებისთანავე და არ აქვს მნიშვნელობა, „ქურდული სამყაროს წევრმა’’ თუ „კანონიერმა ქურდმა’’ განახორციელა თუ არა რაიმე ქმედება,ან დადგა თუ არა მოცემული პირისათვის „სასურველი’’ შედეგი.[ამდენად 1-ლი ნაწილით
სახეზეა „შედეგგარეშე ‘’ დანაშაული]
ხ
პირველი „ალტერნატიული ქმედების’’ ტიპური მაგალითი[
მიმართვა „ქურდული გარჩევისთვის’’]
·
პეტრემ ფული ასესხა პავლეს,რისი უკან დაბრუნება ვერ
შეძლო,რადგან პავლე ნებაყოფლობით არ უბრუნებს
მას.პეტრემ მიმართა „ქურდული სამუაროს წევრს’’,რათა მან „ქურდული გარჩევის’’ გზით აიძულოს
პავლე დაუბრუნოს პეტრეს მისი კუთვნილი თანხა.
·
პეტრეს ქმედებაში სახეზეა განსახილველი ნორმის პირველი ნაწილით გათვალისწინებული
პირველი ალტერნატიული ქმედება.
·
ამასთან არ აქვს მნიშვნელობა,“ქურდული სამყაროს წევრმა’’ განახორციელა
თუ არა „ქურდული გარჩევა’’ ანდა ასეთმა გარჩევამ გამოიღო თუ არა პეტრესთვის სასურველი შედეგი.
·
რაც შეეხება,მაგალითში ნახსენებ „ქურდული სამყაროს წევრს’’,თუკი მან განახორციელა
„ქურდული გარჩევა’’,მისი ქმედება დაკვალიფიცირდება 2231-ე მუხლის პირველი
ნაწილით.
მე-2 „ალტერნატიული ქმედების’’ ტიპური მაგალითი[ მიმართვა
„გავლენის მოსახდენად’’]
·
პეტრემ მიმართა „ქურდული სამყაროს’’ წევრს ,რათა ამ
უკანასკნელმა აიძულოს „ბიზნესმენი’’ პავლე ,თავისი მოგებიდან 20% ყოველთვიურად გადაუხადოს
პეტრეს მეგობარ ვასოს
·
პეტრეს ქმედებაში სახეზეა განსახილველი ნორმის პირველი ნაწილით გათვალისწინებული
მე-2 ალტერნატიული ქმედება.
·
დანაშაული სახეზეა ,მიუხედავად იმისა,“ქურდული სამყაროს წევრმა’’ განახორციელა
თუ არა „იძულება’’ ბიზნესმენზე ანდა ასეთმა
გარჩევამ გამოიღო თუ არა ამ „იძულებამ’’ პეტრესთვის სასურველი შედეგი.
ხ
„ბრალის ფორმა’’
·
„ბრალის’’ ფორმის მიხედვით სახეზეა „განზრახი’’ დანაშაული
·
კერძოდ, მისი ჩადენა შესაძლებელია მხოლოდ „პირდაპირი განზრახვით’’
ხ
2234-ე
მუხლის მე-2 ნაწილი [მე-3 პირის მიერ „სარგებლის’’/“უპირატესობის’’ მიღება]
2. მესამე პირის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განხორციელების შედეგად წინასწარი შეცნობით მატერიალური სარგებლის ან მატერიალური უპირატესობის მიღება –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ.
·
მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ამსრულებელი -„მესამე პრია’’
·
ამდენად,იგი[ეს „მე-3 პირი] არაა
არც“ქურდული სამყაროს’’ წევრი,არც „კანონიერი ქურდი’’ და არც 2234-ე მუხლის პირველი ნაწილით გატვალისწინებული ქმედების[„ქურდული
სამყაროს წევრისთვის მიმართვა’’] ამსრულებელი .იგი სულ „სხვა’’ პირია’’
·
კერძოდ,ის ვინც „წინასწარი შეცნობით’’ იღებს იმ „მატერიალურ სარგებელს’’[ან
„მატერიალურ უპირატესობას’’],რომელიც მოპოვებულია ამ მუხლის პირველი ნაწილით გატვალისწინებული
ქმედების შედეგად[მაგ. „ქურდული სამყაროს წევრის’’ მიერ განხორციელებული მოვალის
„იძულების’’ შედეგად],მიუხედავად იმისა
,რომ „ქურდული სამყაროს წევრისთვის თავად არ
მიუმართავს
მაგ. „ქურდული სამყაროს წევრმა’’[რომელსაც მიმართა პეტრემ] მართლაც „აიძულა’’ ბიზნესმენი პავლე,ყოველთვიურად
ეხადა ვასოსთვის მოგების 20 %. ვასოც იღებდა ამ „სარგებელს’’.თუმცა, კარგად იცოდა,თუ
რატომ უხდიდა მას პავლე.
„ვასოს’’ ქმედებაში არის ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის
ნიშნები
2234-ე
მუხლის მე-3 ნაწილი[„მძიმე შედეგი’’]
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ.
·
ამ მუხლის მე-3 ნაწილით გამკაცრებული
პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული იმ შემთხვევისთვის ,თუკი „„ქურდული სამყაროს“ წევრისთვის/„კანონიერი
ქურდისთვის“ მიმართვამ’’ „მძიმე შედედეგი’’
გამოიწვია.
·
ყურადღება: „მძიმე ედეგის’’ მიმართ სახეზეა არა „ამსრულებლის’’ „განზრახვა’’
,არამედ „გაუფრთხილებლობა’’
·
„მძიმე შედეგი’’ შეიძლება იყოს:“ადამიანის
სიცოცხლის მოსპობა’’,“ჯანმრთელობის მძიმე დაზუიანება’’, „ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე
დაზიანება’’,“სამეწარმეო საქმიანობის კრახი[შეწყვეტა]’’ და სხვა
·
ყუურადღება: მაგრამ თუკი ასეთი
„მძიმე შედეგიი დადგება „განზრახ’’.მაშინ „ქურდული სამყაროს წევრის’’ ქმედება დაკვალიფიცირდება „დანაშაულთა ერთობლიობით’’
·
მაგ. „ქურდული სამყაროს წევრისტვის’’ პეტრეს მიმართვის
საფუძველზე, განხორციელებული „ქურდული გარჩევის’’ დროს,“ქურდული სამყაროს წევრმა’’
„ჯანმრთელობა მძიმედ დაუზიანა’’ ბიზნესმენ პავლეს.
·
ამ შემტხვევაში „ქურდული სამყაროს წევრი’’
პასუხს აგებს „დანაშაულთა ერთობლიობით’’
-2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით[„ქურდული სამყაროს წევრობა’’ ] და 117-ე მუხლის [„ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება’’]
შესაბამისი ნაწილით
·
რაც შეეხება „პეტრეს ქმედებას’’,პეტრე პასუხს აგებს 2234-ე მუხლის ნე-3 ნაწილით[„ქურდული სამყაროს წევრისთვის
მიმართვა,რასაც „მძიმე შედეგი’’ მოჰყვა ‘’]
2234-ე მუხლის -პოსტ-კრიმინალური[წამახალისებელი]
ნორმა
შენიშვნა: სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი, თუ მან ამის თაობაზე ნებაყოფლობით განუცხადა სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელ ორგანოს და მისი საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად ირკვევა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა ან/და მისი უშუალო ხელშეწყობით შეიქმნა ასეთი დანაშაულის გახსნისათვის არსებითი პირობები, თუკი მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები. პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანო.
·
ეს ნორმა ზუსტად ემთხვევა
2231-ე მუხლით[„ქურდული სამყაროს წევრობა’’] გათვალისწინებულ „შენიშვნას“
·
ეს პოსტ- კრიმინალური[წამახალისებელი ნორმა ვრცელდება როგორც „ქურდული
სამყაროს წევრზე’’,ისე „კანონიერ ქურდზე’’ [ადრე
ვრცელდებოდა მხოლოდ „ქურდული სამყაროს წევრზე’’]
·
პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს „სისხლის
სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანო’’[ აქ იგულისხმება საგამოძიებო ორგანოები ]
[და არა სასამართლო ]
·
სს-ვი პასუხისმგებლობისგან გატავისუფლებისათვის საკმარისი არაა მხოლოდ „„სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანოსადმი’’
ა)ნებაყოფლობითი განცხადება[ ანუ ნებაყოფლობითი
თანამშრომლობა ორგანოებთან] და არც ის
,რომ ბ)მის ქმედებაში არაა „სსხვა დანაშაულის
ნიშნები.
·
ამათთან ერთად გ)„უნდა გაირკვეს მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე
დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა[როგორც წესი იგულისხმება,რომ უნდა გაირკვეს „ქურდული სამყაროს’’ სახელით ჩადენილი დანაშაულის ჩამდენი
პირის ვინაობა,ვისი ვინაობაც მანამდე
საგამოძიებო ორგანოსთვის უცნობი იყო]
·
ანდა დ)“განმცხადებელი პირის
ხელშეწყობით უნდა შეიქმნას მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე გაუხსნელი დანაშაულის გახსნისთვის არსებითი პირობები“[ამაში იგულისხმება ის ,რომ „საგამოძიებო ორგანოსთვის შესაძლოა ცნობილი
იყო[ან შესაძლოა არც იყო ცნობილი] მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ“,მაგრამ
აქამდე ვერა და ვერ ხერხდებოდა იმ დანაშულის გახსნა]
Комментарии
Отправить комментарий