„ქურდული სამყაროს საქმიანობის’’ მხარდაჭერა [მუხ.223-ე 3 პრიმი]

 

 

·        ამ მუხლის მიზანია „ქურდული სამყაროს’’ ნებისმიერი სახის [თუნდაც ვერბალური ანუ სიტყვიერი] მხარდაჭერის აკრძალვა,თუ იგი[მხარდაჭერა] ქმნის  „ქურდული სამყაროს საქმიანობის’’ განხორციელების „კონკრეტულ საფრთხეს’’. [კერძოდ, „აშკარა’’ და „პირდაპირ’’[ანუ „უშუალო’’] საფრთხეს]

 

·        „ამსრულებელი- ნებისმიერი 14 წელ მიღწეული,შერაცხადი პირი[„საერთო სუბიექტი’’],რომელიც არაა „ქურდული სამყაროს წევრი’’ ,ან „კანონიერი ქურდი

·        ამ  დანაშაულის „ამსრულებელი’’ შეიძლება იყოს - „იურიდიული პირიც’’

 

·        ყურადღება: თუკი „ქურდული სამყაროს წევრი’’ „გამოხატავს საჯარო მხარდაჭერას’’ „ქურდული სამყაროსადმი’’,მისი ქმედება დაკვალიფიცირდება 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით[ და ეს იქნება: ე.წ. “სხვა უკანონო ქმედება’’ ქურდული სამყაროს მიზნის შესაბამისად’’]

 

 

2233-ე მუხლის 1-ლი ნაწილის  „ობიექტური მხარე’’

 

მუხლი 223​3. „ქურდული სამყაროსსაქმიანობის მხარდაჭერა 

 

 

1. „ქურდული სამყაროსანქურდული სამყაროსწევრის/„კანონიერი ქურდისზეპირად, წერილობით ან გამოხატვის სხვა საშუალებით საჯაროდ მხარდაჭერა, თუ ეს ქმნისქურდული სამყაროსსაქმიანობის განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ.

 

 

·        1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის  „ობიექტური მხარე’’ გამოიხატება ა) „ქმედებაში’’ ,ბ)“კონკრეტულ საფრთხეში’’ და გ)“მიზეზობრივ კავშირში „ქმედებასა’’ და „კონკრეტყლ საფრტხეს შორის’’

·        1-ლი ნაწილის „ქმედება’’ გამოიხატება რამდენიმე „ალტერნატიულ ქმედებაში’’

 

1)     ქურდული სამყაროსანქურდული სამყაროსწევრის/ან კანონიერი ქურდის მხარდაჭერა ზეპირად[მაგ. ტელევიზიით გამოსვლისას]

2)     ქურდული სამყაროსანქურდული სამყაროსწევრის/ან კანონიერი ქურდის მხარდაჭერა წეილობით[მაგ. გამოქვეყნებულ სტატიაში]

3)     ქურდული სამყაროსანქურდული სამყაროსწევრის/ან კანონიერი ქურდის მხარდაჭერა „სხვა საშუალებით’’[მაგ. მხატვრული ფილმის საჯარო ჩვენების საშუალებით]

·        ამასტთან ეს  ჩამოთვლილი ალტერნატიული ქმედებები აუცილებლად უნდა განხორციელდეს „საჯაროდ’’, წინააღმდეგ შემთხვევაში ქმედება ჩაითვლება არა „მხარდაჭერად’,არამედ  მხოლოდ „გამოხატვის ფორმად’’,რაც სს-ივ პასუხისმგებლობას არ დაექვემდებარება[!]

·        მართლაც ,“ქურდული სამყაროს მხარდაჭერას’’ თუ არ აქვს „საჯარო ‘’ ხასიათი იგი ვერ შექმნის ვერანაირ საფრთხეს ,მით უფრო „კონკრეტულ საფრთხეს’’[ანუ „აშკარა’’,“პირდაპირ’’ და „არსებით’’ საფრთხეს] ,რაც აუცილებელი ნიშანია პირის ამ მუხლით პასუხისგებაში მისაცემად[!]

·        1-ლი ნაწილის „შედეგი’’  „ქურდული სამყაროს’’ ,ზემოთ ნახსენები რომელიმე ალტერნატიული ქმედებით „საჯარო მხარდაჭერამ’’  კუმულაციურად“ უნდა შექმნას: „ქურდული სამყაროს საქმიანობის’’  განხორციელების „აშკარა’’,“პირდაპირი’’ და „არსებითი’’ საფრთხე[!][ესაა „შედეგი’’]

·        თუ „ქურდული სამყაროსადმი რომელიმე ალტერნატიული ქმედებით „საჯარო მხარდაჭერამ’’ „კუმულაციურად არ შექმნა „ქურდული სამყაროს საქმიანობის’’  განხორციელების „აშკარა’’,“პირდაპირი’’ და „არსებითი’’ საფრთხე, იგი[„საჯარო მხარდაჭერა’’] არ გამოიწვევს სსისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას,თუმცა შესაძლოა გამოიწვიოს პირის ქმედების „მორალური შეფასება’’[ანუ „გაკიცხვა’’]

 

მე-2  ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის  „ობიექტური მხარე’’

 

2. ნებისმიერი ქმედება (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულისა), ჩადენილი იმ პირის მიერ,ა) რომლისთვისაც ცნობილია ქურდული სამყაროსსაქმიანობის შესახებ და რომელიც ბ)აქტიური ქმედებით ხელს უწყობსქურდული სამყაროსსაქმიანობის განხორციელებას, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ.

 

 

·        ამ მუხლის მე-2  ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის  „ამსრულებელი’’ არაა „ქურდული სამყაროს წევრი ‘’,არამედ „სხვა’’ კერძო პირია

·        ეს ისეთი „სხვა’’ კერძო პირია :“ა) რომლისთვისაც ცნობილია ქურდული სამყაროსსაქმიანობის შესახებ და რომელიც ბ)აქტიური ქმედებით ხელს უწყობსქურდული სამყაროსსაქმიანობის განხორციელებას

·        ამ პირის ქმედება შიძლება „გამოიხატოს’’: ა) „ქურდული სამყაროს „წევრის’’/“წევრების’’  დაფინანსებაში ბ)მათთვის „ბინის’’ და ა.შ. დროებით დათმობაში  გ)“მატერიალური ფასეულობებით’’[მათ შორის ,“საკვებით] მათ მომარაგებაში[!] და სხვ.

 

მე-3  ნაწილით გათვალისწინებული- ბრალის „დამამძიმებელი ‘’ გარემოება

 

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ.

 

·        „სამსახურებრივი მდგომარეობა’’ ამ დანაშაულის ჩასადენად[ქურდული სამყაროსანქურდული სამყაროსწევრის/„კანონიერი ქურდისზეპირად, წერილობით ან გამოხატვის სხვა საშუალებით საჯაროდ მხარდაჭერად] შეიძლება გამოიყენოს როგორც ა) „სახელმწიფო მოხელემ’’,ისე ბ)კერძო ორგანიზაციის „წარმომადგენელმა’’

·        მაგ. „სახელმწიფო მოხელემ’’ „წინასწარი შეცნობით“ქურდული სამყაროს’’ ცრუმაგიერი პირის მიერ დაფუძნებული შპს-ს ანგარიშზე  სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადარიცხა თანხა,როგორც ვითომც გაწეული მომსახურების საფასური.მისი ქმედება დაკვალიფიცირდება 2234-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

 

2233-ე მუხლის- „შენიშვნა’’ [1ლი- ნაწილი]

შენიშვნა:

1. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული არ არის ქურდული სამყაროსწევრისთვის ან/დაკანონიერი ქურდისთვის ა)საკვების, ტანსაცმლის, პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ნივთის გადაცემა ან ბ)პირის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის აუცილებელი იმწუთიერი ქმედების განხორციელება, აგრეთვე გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფესიული/სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება/საქმიანობის განხორციელება.

 

1)     ქურდული სამყაროსწევრისთვის ან/დაკანონიერი ქურდისთვის ა)საკვების, ტანსაცმლის, პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ნივთის გადაცემა’’ - აქ საუბარია“პენიტენციალურ დაწესებულებაში მოთავსებული პირისთვის სხვადასხვა ნებადართული ნივთების გადაცემაზე’’

2)     პირის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის აუცილებელი იმწუთიერი ქმედების განხორციელება“- ეს ქმედება ქურდული სამყაროსწევრისთვის ან/დაკანონიერი ქურდის’’ მიმართ შეიძლება განხორციელდეს „ნებისმიერ ადგილზე’’ და „ ნებისმიერი პირის მიერ’’. ასეთი ქმედება იქნება „კანონიერი’’

3)     საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფესიული/სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება/საქმიანობის განხორციელება-ქურდული სამყაროსწევრისთვის ან/დაკანონიერი ქურდის’’ მიმართ ასევე არის „კანონიერი’’

მაგ. ექიმის ,მაშველის,ოფიციანტის,პარიკმახერის მომსახურება  „ქურდული სამყაროს წევრების’’ და „კანონიერი ქურდების’’ მიმართ  არის „კანონიერი’’

 

2233-ე მუხლის- „შენიშვნა’’ [მე-2  ნაწილი]

2. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი, თუ ა) მან ამის თაობაზე ნებაყოფლობით განუცხადა სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელ ორგანოს და ბ) მისი საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად ირკვევა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა ან/და გ) მისი უშუალო ხელშეწყობით შეიქმნა ასეთი დანაშაულის გახსნისათვის არსებითი პირობები, თუკი დ) მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები. პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანო.

 

·        ეს პოსტ- კრიმინალური[წამახალისებელი ნორმა ვრცელდება როგორც „ქურდული სამყაროს წევრზე’’,ისე „კანონიერ ქურდზე’’ [ადრე ვრცელდებოდა მხოლოდ  „ქურდული სამყაროს წევრზე’’]

·        პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს „სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანო’’[ აქ იგულისხმება საგამოძიებო ორგანოები ] [და არა სასამართლო ]

·        სს-ვი პასუხისმგებლობისგან გატავისუფლებისათვის საკმარისი არაა მხოლოდ „„სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანოსადმი’’ ა)ნებაყოფლობითი განცხადება[ ანუ ნებაყოფლობითი თანამშრომლობა ორგანოებთან]  და არც ის ,რომ ბ)მის ქმედებაში არაა „სსხვა დანაშაულის ნიშნები.

·        ამათთან ერთად  გ)„უნდა გაირკვეს მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა[როგორც წესი იგულისხმება,რომ უნდა გაირკვეს „ქურდული სამყაროს’’ სახელით ჩადენილი დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა,ვისი ვინაობაც მანამდე საგამოძიებო ორგანოსთვის უცნობი იყო]

·        ანდა დ)“განმცხადებელი პირის ხელშეწყობით უნდა შეიქმნას მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე გაუხსნელი   დანაშაულის გახსნისთვის არსებითი პირობები“[მაში იგულისხმება ის ,რომ „საგამოძიებო ორგანოსთვის შესაძლოა ცნობილი იყო[ან შესაძლოა არც იყო ცნობილი] მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ“,მაგრამ აქამდე ვერა და ვერ  ხერხდებოდა იმ დანაშულის გახსნა]

 

2233-ე მუხლის- „შენიშვნა’’ [მე-3  ნაწილი]

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ა)ლიკვიდაციით ან ბ) საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები