ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის დაწესებულების ანდა სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება[სსკ 222-ე მუხ.]

 

   

·        ამ დანაშაულისგან სს-ვი დაცვის ობიექტია: საზოგადოებრივი წესრიგი,რაც დაკავშირებულია „ტელერადიომუწყებლობის“,“კავშირგაბმულობის დაწესებულების“,“სტრატეგიული დანიშნულების ობიექტის’’  ან „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის“ მუშაობის ნორმალურ რიტმთან

·        ამსრულებელი:- საერთო სუბიექტი

·        „დანაშაულის საგანი’’ : ან „ტელერადიომუწყებლობის დაწესებულება“, ან “კავშირგაბმულობის დაწესებულება“,ან “სტრატეგიული დანიშნულების ობიექტი’’  ან „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი“

 

შენიშვნა:

„ტელევიზიის და რადიომაუწყებლობის დაწესებულება’’ შეიძლება იყოს ასთი დაწესებულება საქართველოს სხვადასხვა მხარეში,ქალაქსა და რაიონში

 

„კავშირგაბმულობის დაწესებულება’’ არის - საფოსტო და სატელეგრაფო დაწესებულება[რომლითაც „სწრაფად’’ და „ადვილად’’ მყარდება კავშირი ქვეყნის სხვადასხვა ადგილებს შორის]

 

„სტრატეგიული ობიექტი’’ არის ის ობიექტი,რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია „სტრატეგიული პროდუქციის’’[პურპროდუქტები,ნავთობპროდუქტები,ბუნებრივი აირი,ელექტროენერგიის,ძვირფასი ლითონების-წარმოებასთან]

 

„განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი’’ არის ის ობიექტი რომლის საქმიანობას „საიცოცხლოდაა დაკავშირებული მოსახლეობის ნორმალური ცხოვრების პირობებთან’’[სამედიცინო მომსახურების ობიექტები,აფთიაქები და სხვა] ყურადღება: არის თუ არა ესა თუ ის ობიექტი „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი’’ ეს უნდა შეაფასოს და დაადგინოს სასამართლომ

 

ობიექტური მხარე : ეს დანაშაული გამოიხატება: ა) „ქმედებაში“,ბ) „მძიმე შედეგში’’ ან „მძიმე შედეგის საფრთხის შექმნაში’’ და გ) „მიზეზობრივ კავშირში’’[ქმედებასა და შედეგს შორის,ან ქმედებასა და მძიმე შედეგის საფრთხის შექმნას შორის]

 

    მუხლი 222. ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის დაწესებულების ანდა სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება

 

1. ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის დაწესებულების ანდა სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება, რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ დაწესებულების ან ობიექტის ნორმალური მუშაობა, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

) ჯგუფურად;

) არაერთგზის, –

ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

 

 

რას ნიშნავს „ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის დაწესებულების ანდა სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება

 

·        დასახელებული ობიექტების „ხელში ჩაგდება’’ შეიძლება განხორციელდეს ამ ობიექტებში როგორც „კანონიერი შესვლის’’ შემდეგ , ისე მათში „უკანონო შეღწევის’’ გზით[მაგ ძალადობიტ ან მოტყუებით შეღწევა]

·        ობიექტი „ხელში ჩაგდებულად’’ ჩაითვლება მაშინ,როცა დამნაშავეს მიეცემა შესაძლებლობა თავისი შეხედულებისამებრ ააამუშაოს ისინი[მაგ. გადასცეს ინფორმაცია ტელევიზიით ან რადიოთი] და არ დაემორჩილოს შესაბამისი დაწესებულების ან ობიექტის ხელმძღვანელობას.

·        ყურადღება: თუკი ამ დაწესებულება-ობიექტების ხელში ჩაგდება მოხდა ცეცხლსასროლი ან სხვა იარაღის გამოყენებიტ[რომლის „ტარების უფლება’’ პირს არ ჰქონდა,ქმედება დაკვალიფიცირდება დანაშაულთა ერთობლიობით[!][რადგან „ხელში ჩაგდება’’ აუცილებლად არ გულისხმობს იარაღის გამოყენებას]

 

რას ნიშნავს  ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის დაწესებულების ანდა სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება

 

·        დასახელებული ობიექტების „ბლოკირებას’’ ადგილი აქვს მაშინ ,როცა დამნაშავე თავისი ქმედებით შეუძლებელს გახდის ამ ობიექტში თავისუფალ შესვლა -გამოსვლას ან მის ფუმქციონირებას.

·        ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის დაწესებულების ანდა სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის „ბლოკირება’’ შეიძლება განხორციელდეს „უმოქმედობითაც’’[მაგ.დამნაშავე არ ჩართავს გამორთულ დანადგარს]

 

შეავადაროთ   ასეთი ობიექტების „ბლოკირება’’ - სამუშაო ადგილის „პიკეტირებას’’

 

სამუშაო ადგილისპიკეტირება’’

·        შრომის კოდექსი არ ითვალისწინებს გაფიცვის დროს სამუშაო ადგილისპიკეტირებისრეგულირებას.

·        მაგრამ შრომის კოდექსის 68(3) მუხლის თანახმად, დასაქმებულები, რომლებიც არ მონაწილეობდნენ გაფიცვაში, მაგრამ გაფიცვის გამო ვერ ასრულებდნენ თავიანთ სამუშაოს[მაგ. პიკეტირების გამო, დამსაქმებელმა შეიძლება გადაიყვანოს სხვა სამუშაოზე. ხოლო როდესაც შეუძლებელია დასაქმებულთა სხვა სამუშაოზე გადაყვანა, დამსაქმებელი ვალდებულია, აუნაზღაუროს მათ შეჩერების პერიოდი სამუშაოს საათობრივი განაკვეთის მიხედვით.

·        ეს შემთხვევა განიხილებადამსაქმებლის ბრალით გამოწვეულ იძულებით მოცდენად’’ და შრომის კოდექსის 42(1) მუხლის თანახმად, „დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით“.

·        პიკეტირების შესახებ საინტერესოა აღინიშნოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის საზედამხედველო ორგანოების ზოგიერთი შეხედულება.

გაფიცვისას დასაქმებულებმა შესაძლოა დაიკავონ სამუშაო ადგილი ან მოაწყონ პიკეტირება, რათა გაფიცვა იყოს უფრო ეფექტიანი“.

დამსაქმებელმა არ უნდა შეზღუდოს კანონის შესაბამისად და მისი დაცვით ორგანიზებული პიკეტირება“.

ექსპერტთა კომიტეტის შეხედულებით, რამდენადაც გაფიცვა მშვიდობიანია, „პიკეტირებადასამუშაო ადგილის დაკავება“ დასაშვებია.’’

ამრიგად,“პიკეტირებას’’ ახდენენ „გაფიცული დასაქმებულები’’[!] ,ხოლო „ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის დაწესებულების ანდა სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის „ბლოკირებას’’ უცხო  ძალების მიერ დაფინანსებული რადიკალები[უცხო სახელმწიფოთა აგენტები]  [იხ. სისხლის სამართლის 222-ე მუხლი]

 

ხხხ

ეს „დანაშაული დამთავრებულია’’ როცა:  ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის დაწესებულების ანდა სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის „ხელში ჩაგდებას’’ ან „ბლოკირებას’’ ა) შედეგად  მოჰყვება ობიექტის  ნორმალური მუშაობის შეფერხება“ ან ბ) ობიექტის  „ნორმალური მუშაობისთვის საფრთხის შექმნა“

პირველ შემთხვევაში[ა) სახეზეა „მძიმე შედეგი’’,რაც გამოიხატება ობიექტის „ნორმალური მუშაობის შეფერხებაში’’[ანუ სახეზეა“მატერიალური შემადგენლობა’’ და შესაბამისად,აუცილებელი ხდება „მიზეზობრივი კავშირის დადგენა „პირის ქმედებასა და დამდგარ „მძიმე შედეგს’’[ანუ „ნორმალური მუშაობის შეფერხებას’’ შორის]

შენიშვნა: „ნორმალური მუშაობის შეფერხება’ ნიშნავს  :  „ობიექტის მუშაობის გარკვეული დროით შეჩერებას“[!]

[მაგ. დღე-ღამის განმავლობაში  ა)შეწყდა ტელერადიომაუწყებლობა ბ) დაწესებულებებს ან მოსახლეობას შეუწყდა ელექტროენერგია,წყალი  და ა.შ.

მეორე შემთხვევაში[ბ) სახეზე გვაქვს ე.წ. „აბსტრაქტულ-კონკრეტული საფრთხის დელიქტი’’; ამ დროს აუცილებელია დადგინდეს[!],რომ: „ დაწესებულების „ხელში ჩაგდებას’’ ან „ბლოკირებას’’ მოცემულ ვიტარებაში „შეეძლო შეეფერხებინა’’ამ  დაწესებულების[ობიექტის]  ნორმალური მუშაობა.“[!]

·        თუ ამ დანაშაულს ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის დაწესებულების ანდა სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირებას,შედეგად მოჰყვა „ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება’’  ან „ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება’’,ანდა „სიკვდილი’’,ქმედება ბრალის ფორმის შესაბამისად[განზრახი იყო იგი ამ შედეგის მიმარტ თუ „გაუფრთხილებელი’’] დაკვალიფიცირდება „დანაშაულთა ერთობლიობით’’[ანუ 222-ე და  შესაბამისი მუხლით]

·        ამ დანაშაულის ამსრულებელი შეიძლება იყოს 14 წელს მიღწეული ,შერაცხადი პირი,მნიშვნელობა არ აქვს ეს პირი არის თუა არაამ დაწესებულება-ობიექტის თანამშრომელი.[ანუ შეიძლება არც იყოს „ხელში ჩაგდებული’’ ან „ბლოკირებული’’ დაწესებულების თანამშრომელი]

·        222-ე მუხლით განსაზღვრული დანაშაულის[დაწესებულება-ობიექტების „ხელში ჩაგდება’’ ან „ბლოკირება’’]  -„სუბიექტური მხარე’’

·        დამნაშავის „მოტივს’’ და „მიზანს’’ ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს

·        მოტივი შეიძლება იყოს შურისძიება კონკრეტული თანამდებობის პირის ქმედების საპასუხოდ ან სხვა პირადული მოტივი ან მიზანი

ყურადღება:

·        თუ“ხელში ჩაგდებით’’ ან „ბლოკირებით’’  აიძულებენ  რომელიმე ტელეარხს ეთერში გაუშვას „მათთვის’’ სასურველი ინფორმაცია[თუ დამნაშავეთა მიზანია ამ ქმედებით  მოსახლეობის დაშინება,ან ზემოქმედება მოახდინოს ხელისუფლების ორგანოზე],კვალიფიკაცია მოხდება არა 222-ე მუხლით,არამედ 330-ე მუხლით[„სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვმელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება ტერორისტული მიზნით’’]

·        თუ თუ“ხელში ჩაგდებით’’ ან „ბლოკირებით პირის მიზანია „საქართველოს[სახელმწიფოს] დასუსტება“- მაშინ სსსკ-ის 318-ე მუხლით [„საბოტაჟი’’]

·        ხოლო თუ ქმედება[„ხელში ჩაგდება’’ ან „ბლოკირება’’] ჩადენილია „ამბოხების დროს’’ „საქრთველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად,სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად,ან ხელში ჩასაგდებად“ -315-ე მუხლის შესაბამისი ნაწილით[!]

 

·        „ბრალის ფორმის’’ მიხედვით 222-ე მუხლის დანაშაული „განზრახია’’[შეუძლებელია მისი ჩადენა „გაუფრთხილებლობით’’]

·        ანუ ,თუ პირის ქმედებამ „გაუფრთხილებლობით’’ გამოიწვია ამ  ობიექტების ბლოკირება,222-ე მუხლით მისი პასუხისმგებლობა გამორიცხულია

·        222-ე მუხლის ქმედება[„ხელში ჩაგდება’’ ან „ბლოკირება] შეიძლება ჩადენილ იქნეს როგორც პირდაპირი,ისე არაპირდაპირი განზრახვით[როცა სახეზეა „შედეგიანი’’ ქმედების შემადგენლობა]

·        ანუ ,პირს ა) გაცნობიერებული აქვს,რომ უკანონოდ ახდენს ჩამოთვლილ ობიექტთა „ხელში ჩაგდებას’’ან „ბლოკირებას’’ ბ) ითვალისწინებს,რომ ამ ქმედებას მოჰყვება ან „მძიმე შედეგი’’[„დაწესებულების ნორმალური მუშაობის შეფერხება’’]  ან „დაწესებულებას შეექმნება ნორმალური მუშაობის შეფერხების საფრთხე’’ და გ) „სურს’’ ასეთი შედეგი[პირდაპირი განზრახვისას] ან  „შეგნებულად უშვებს“ ასეთი შედეგის დადგომას [არაპირდაპირი განზრახვისას]

·       

·        222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა’’ ქვეპუნქტით „დამამძიმებელი გარემოებაა’’  იგივე ქმედება[„ხელში ჩაგდება’’ ,ან „ბლოკირება’’- ჩადენილი „ჯგუფურად’’[!]

·        „ჯგუფური დანაშაული’’  3 [სამი] სახისაა :ა)“წინასწარ შეუთანხმებელი ჯგუფის მიერ ჩადენილი’’ ბ) „წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ ჩადენილი’’ და გ) „ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი’’

·        222-ე მუხლის მე-2 მაწილის „ა’’ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული შეიძლება ჩაიდინოს ნებისმიერი სახის ჯგუფმა ამ სამიდან

·        222-ე მუხლის მე-2 მაწილის „ა’’ პუნქტით  ქმედების კვალიფიკაციისთვის ,აუცილებელია 222-ე მუხლის 1-ლი  ნაწილით განსაზღვრულ ქმედებაში[რაც არის „ხელში ჩაგდება’’ ან ბლოკირება’’] უშუალოდ მონაწილეობდეს ორი პირი მაინც[!]

·        ყურადღება: თუ ერთი პირი არის „უშულაო ამსრულებელი’’,ხოლო „სხვები“ -„თანამონაწილენი’’[ანუ  :ორგანიზატორი,წამქეზებელი,დამხმარე], „ამსრულებლის’’ქმედება დაკვალიფიცირდება სსსკ-ის 222-ე მუხლის 1-ლი ნაწილით,ხოლო“თანამონაწილეთა ‘’ ქმედება -25,222-ე მუხლის პირველი ნაწილით.

·        222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტით „დამამძიმებელი გარემოებაა’’  იგივე ქმედება[„ხელში ჩაგდება’’ ,ან „ბლოკირება’’- ჩადენილი „არაერთგზის’’

·        ეს იმას ნიშნავს,რომ პირს ადრეც ჰქონდა ჩადენილი სსსკ-ის 222-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება,და იყო ამ ქმედებისთვის ნასამართლევი.

·        ოღონდ,222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტით პირის ქმედების კვალიფიკაციისთვის  ძველი ნასამართლობა არ უნდა იყოს „მოხსნილი’’ და „გაქარწყლებული’’

·        ყურადღება: თუ პირს ადრე ჩადენილი ჰქონდა 222-ემუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება,რისთვისაც არ ყოფილა ნასამართლევი,ქმედება დაკვალიფიცირდება სსსკ-ის 222-ე მუხლის 1 -ლი ნაწილის და ? პირველი ნაწილის ერთობლიობით და საჯელი დაინიშნება „დანაშაულთა ერთობლიობისთვის’’ დადგენილი წესით[იხ. სსსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილი]

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები