„სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირება“[მუხ. 222-ე პრიმი]
·
ამ დანაშაულისგავ სს-ვი დაცვის
ძირითადი ობიექტია : „საზოგადოებრივი წესრიგი’’[რაც დაკავშირებულია „სატრანსპორტო კომუნიკაციების’’[რა
უგულისხმება იხ.ქვემოთ] ნორმალური მუშაობის
უზრუნველყოფასთან]
·
სს-ვი დაცვის დამატებით ობიექტად კი განიხილება: „საზოგადოებრივი
უშიშროება’’[2221-ნუხ. ნაწ. მე-2 „ბ’’’] და „ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა’’
ხ
·
„ამსრულებელი’’ -ნებისმიერი შერაცხადი,14 წელს
მიღწეული პირი
ხ
·
„დანაშაულის საგანი’’ – „სატრანსპორტო კომუნიკაციები“ [ყურადღება: ამ მუხლში იგულისხმება მხოლოდ რკინიგზის,საჰაერო,წყლის
და მაგისტრალური მილსადენების ტრანსპორტი]
ხ
·
„ობიექტური მხარე’’ – დანაშაული „სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირება“ გამოიხატება
ა) მოქმედებაში ბ) „მძიმე შედეგში’’ ან „ „მძიმე შედეგის დადგომის საფრთხის შექმნაში’’ და გ) მიზეზობრივ კავშირში’’[მოქმედებასა და „მძიმე
შედეგს ‘’ შორის ან მოქმედებასა და „მძიმე შედეგის დადგომის საფრთხის შექმნას ‘’ შორის
მუხლი 2221. სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირება
+
1. სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირების ორგანიზება ა)“დაბრკოლებების“, ბ)“საგუშაგოების მოწყობის“ გზით ან გ)“სხვა მართლსაწინააღმდეგო ხერხით“, რამაც შეაფერხა ან შეეძლო გამოეწვია რკინიგზის, საჰაერო, წყლისა და მაგისტრალური მილსადენი ტრანსპორტის ნორმალური მუშაობის შეფერხება, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება:
ა) ჩადენილი არაერთგზის;
ბ) რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;
გ) რასაც თან სდევს ტვირთის, ბარგის ან დოკუმენტების უკანონო გასინჯვა და შემოწმება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული ქმედება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ან რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან რვა წლამდე.
ა)
„დანაშაულებრივი მოქმედება’’
·
„დანაშაულებრივი მოქმედება’’ გამოიხატება იმაში,რომ პირი ორგანიზებას უკეთებს“სატრანსპორტო
კომუნიკაციების’’ „ბლოკირებას’’[!]
ე.ი. ხელმძღვანელობს ისეთ საქმიანობას,რომელიც
მიმართულია „სატრანსპორტო კომუნიკაციების’’ თავისუფალი გადაადგილების შეფერხებისკენ[!]
·
ამ „მიზნით’ იგი მიმართავს სხვადასხვა ხერხს: ა) აწყობს „დაბრკოლებებს“[მაგ. გზებზე სამშენებლო ნაგვის
დაყრა ან სხვა საშულებით მათი ჩახერგვა[გაიხსენე დავით აღმაშენებელი-„დიდგორის ბტძოლისას’’
როგორ ჩახერგა უკან დასახევი გზა ], ბ)ქმნის „საგუშაგოებს’’[ე.წ.
„ბლოკპოსტებს’’],რომლებსაც ეძლევატ შესაძლებლობა შემოწმების გარეშე არ გაატარონ ტრანსპორტი
გ) ხოლო „სხვა მართლსაწინააღმდეგო ხერხში’’
იგულისხმება „გზების იმგვარად გაფუჭება,რომ მატზე მოძრაობა
დიდ სინელეებტან და ხიფათთანაა დაკავშირებული’’ ასევე „სადისპეტჩეროს იმგვარად მოშლა’’,რომ დისპეტჩერს არ შეუძლია,გადასცეს
ინფორმაცია ტრანსპორტის მმათველ ეკიპაჟებს
·
ამრიგად,დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატება როგორც „სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირებაში’’,ისე
‘საგუშაგოს’’ და სხვადასხვა „დაბრკოლებების ‘’ მოწყობაში
·
ამიტომ,ამ დანაშაულის „ამსრულებლად’’
ითვლება ,როგორც „ბლოკირების ორგანიზატორი’’ ,ასევე „დაბრკო;ების თუ საგუშაგოს’’ „უშუალოდ მომწყობი პირი“,რომელიც ასრულებს სხვის[ოგანიზატორის] მითითებებს“.
ხ
·
სსსკ-ის 2221-ე მუხლის თანახმად დანაშაული „სატრანსპორტო კომუნიკაციების
ბლოკირება“ „დამტავრებულია’’არა „დაბრკოლებების’’ და „საგუშაგოების’’ მოწყობის მომენტიდან,არამედ
მაშინ როცა ა) მოქმედებამ „შეაფერხა’’
რკინიგზის,საჰაერო,წყლის და მაგისტრალური მილსადენი ტრანსპორტის მუსაობა ,ან ბ)შეეძლო გამოეწვია მათი ნორმალური მუშაობის შეფერხება
ხ
·
ამ დანაშაულის „სუბიექტური მხარე’’- ამსრულებლის „მოტივს’’ და „მიზანს’’ მისი ქმედების
კვალიფიკაციისთვის არა აქვს მნიშვნელობა.
ხ
·
ყურადღება: თუკი 2221-ე ნუხლშიჩამოთვლილი „ქმედებებით’’ პირი ქმნის „მნიშვნელოვანი ქონებრივი
ზიანის’’ ან „სხვა’’ „მძიმე შედეგის’’ საშიშროებას
და მისი მიზანია „მოსახლეობის დაშინება ან ხელისუფლების ორგანოზე ზემოქმედება“,ქმედება
დაკვალიფიცირდება არ როგორც „სატრანსპორტო კომუნიკაციების
ბლოკირება“[მუხ. 2221-ე],არამედ როგორც „ტერორისტული აქტი“[312-ე მუხლი]
·
ხოლო თუკი ამგვარი „ქმედების’’
განხორციელებით პირი ხელს უშლის სახელმწიფო ან სხვა საწარმო,ორგანიზაცია-დაწესებულებების
ნორმალურ ფუნქციონირებას საქარტველოს[სახელმწიფოს] დასუსტების მიზნით,სახეზეა
დანაშაული - „საბოტაჟი’’[318-ე მუხ.]
ხ
·
„ბრალის ფორმის’’ მიხედვით ეს დანაშაული „განზრახია’’.
·
მისი ჩადენა შესაძლებელია როგორც „პირდაპირი’’,ისე „არაპირდაპირი’’ განზრახვით.[როცა
სახეზეა მატერიალური შემადგენლობა]
·
ანუ, ა) პირს გაცნობიერებული აქვს ,რომორგანიზებას უკეთებს სატრანსპორტო
კომუნიკაციების ბლოკირებას ,სხვადასხვა მართლსაწინააღმდეგო ხერხით, ბ)ითვალისწინებს
რომ ამას მოჰჰყვება ტრანსპორტის ნორმალური მუშაობის შეფერხება და გ) სურს ეს შედეგი[პირდაპირი
განზრახვა] ან შეგნებულად უშვებს ასეთი შედეგის დადგომის შესაძლებლობას[არაპირდაპირი
განზრახვა]
ხხხხხ
·
სსსკ-ის 2221-ე მუხლის
მე-2 ნაწილის „ა’’ ქვეპუნქტით გათბალისწინებული „დაამძიმებელი გარემოება’’[ქმედება ჩადენილი “არაერთგზის’’] ზუსტად
ემტხვევა სსსკ-ის 222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტით
გატვალისწინებულ დამამძიმებელ გარემოებას [ამიტომ „არაერთგზისობა’’ რას ნიშნავს იქ
ნახე]
ხ
·
სსსკ-ის 2221-ე მუხლის
მე-2 ნაწილის შემდეგი [„ბ’’ ქვეპუნქტით] „დამამძიმელი
გარემოებაა’’- „იგივე ქმედება,რამაც საფრთხე
შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას’’
ამ შემთხვევაში სახეზეა ე.წ. „კონკრეტული საფრთხის დელიქტი’’
ეს იმას მიშნავს,რომ აუცილებლად
უნდა დამტკიცდეს „მიზეზობრივი კავშირი’’
2221-ე მუხლის 1-ლი ნაწილიტ გათვალისწინებულ ქმედებასა და ამ „კონკრეტულ
საფრტხეს’’ შორის.კერძოდ,უნდა დადგინდეს „ამსრულებლის რომელმა
კონკრეტულმა ქმედებამ შეუქმნა საფრთხე „ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას“ და კონკრეტულად
რაში გამოიხატა ეს საფრტხე’’
ხ
·
ამდენად,როცა „სატრანსპორტო კომუმიკაციების ბლოკირება’’ შექმნის „ტრანსპორტის ნორმალური მუშაობის შეფერხების
საფრთხეს“,ქმედება უნდა შეფასდეს სსსკ-ის 2221-ე
მუხლის 1--ლი ნაწილით.
·
ხოლო თუ ამ ქმედებამ საფრტხე შეუქმნა „ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას’’,კვალიფიკაცია
უნდა მოხდეს სსსკ-ის 2221-ე მუხლის მე-2 ნაწილის
„ბ’’ ქვეპუნქტით[!]
·
ხოლო ,თუ ამ „ორივე
შედეგის’’ დადგომის საფრთხე შეიქმნა,ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს მხოლოდ 2221-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტით
,1-ელ ნაწილზე მითითების გარეშე[!]
ხ
·
სსსკ-ის 2221-ე მუხლის
მე-2 ნაწილის შემდეგი
[„ბ’’ ქვეპუნქტი] „დამამძიმელი გარემოებაა’’-
„იგივე ქმედება რასაც თან სდევს ტვირთის,ბარგის
ან დოკუმენტის უკანონო გასინჯვა და შემოწმება’’
·
ამ შემთხვევაში,მდგომარეობას „ამძიმებს’’ ის ,რომდამნაშავე არა მარტო ქმნის
დაბრკოლებებს’’ თუ „საგუშაგოებს’’ და „აფერხებს ტრანსპორტის ნორმალურ მუშაობას’’,არამედ
უკანონოდ[!] ახდენს ამ ტრანსპორტზე არსებული ტვირთის,ბარგის გასინჯვას ანდა იმ დოკუმენტების
შემოწმებას,რომელიც ეკუთვნის ამ სატრანსპორტო საშუალებას,მის მძღოლსა თუ მგზავრებს.
·
ყურადღება: თუ ამ „უკანონო შემოწმებას’’ თან ახლავს „შემმოწმებლის მიერ
იარაღის უკანონო ტარება“,ქმედება
უნდა დაკვალიფიცირდეს „დანაშაულთა ერთობლიობით“.[!][
ანუ 2221-ე მუხლით და იარაღის უკანონოდ ტარების
236-ე მუხლის მე-4 ნაწილით]
ხ
·
სსსკ-ის 2221-ე მუხლის
მე-3 ნაწილით გათვალისწინებულია
„განსაკუთრებით დამამძიმებელი გარემოება’’,“ამ მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილით გათვალისწინებული
ქმედება,რამაც „მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“,ან
რსაც მოჰყვა „ჯანმრთელობის
მძიმე დაზიანება’’ ან „ადამიანის სიცოცხლის მოსპობა’’[ესენი განსაკუთრებით მძიმე „შედეგებია“]
·
ამ სემთხვევაში სახეზეა ე.წ.
„თანმდევი შედეგით კვალიფიცირებული შემადგენლობა’’
·
ანუ , „შედეგის’’ მიმართ სახეზე უნდა იყოს არა „განზრახვა’’ ,არამედ „გაუფრთხილებლობა’’
·
ამდენად,ესეთი კვალიფიცირებული შემადგენლობა ხასიატდება „ორმაგი ბრალით’’- „განზრახვით’’[2221-ე მუხლის 1-ლი ნაწილით
გატვალისწინებული დანაშაულის მიმართ] და „გაუფრთხილებლობით’’[მე-3 ნაწილში გათვალისწინებული რომელიმე
„შედეგის’’ მიმართ]
ხ
·
ხოლო თუ რა უნდა ჩაითვალოს „მნიშვნელოვან
ქონებრივ ზიანად’’სასამართლომ უნდა განსაზღვროს
ყოველ კონკრეტულ შემტხვევაში ა) მიყენებული მატერიალური ზარალის და ბ)დაზარალებული
ორგანიზაციის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებიტ
·
„მნიშვნელოვანი ზიანი’’ შეიძლება გამოიხატოს,მაგალიტად,რკინიგზის ლიანდაგის გაფუჭებაში,მატარებლის
ვაგონის,ან „საჰაერო ხომალდის“[თვითმფრინავის ან ვერტმფრენის] მწყობრიდან გამოსვლაში,რის
შეკეთებასაც სჭირდება ამ დაზარალებული ორგანიზაციისტვის მნიშვნელოვანი თანხა და
ა.შ
·
ყურადღება: სსსკ-ის 2221-ე
მუხლის მე-3 ნაწილით ქმედების კვალიფიკაციისას,აუცილებელია დადგინდეს „მიზეზობრივი კავშირი’’
ამ ქმედებასა და ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ რომელიმე „განსაკუთრებით მძიმე
შედეგს’’ შორის
·
ყურადღება : სსსკ-ის 2221-ე
მუხლის მე-3 ნაწილით ქმედების კვალიფიკაციისას,“ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება’’,ისევე უნდა იქნეს გაგებული,როგორც
სსსკ-ის 1117-ე მუხლის 1 -ელ ნაწილში,ხოლო „სიცოცხლის მოსპობა’’ ისე,როგორც 116-ე მუხლში
Комментарии
Отправить комментарий