სასკ-ის 22-ე მუხლით განსაზღვრული „ადმინისტრაციული სარჩელის’’ „დასაბუთებულობა
აქ
განხილულია საკითხები:
·
„კანონიერების შემოწმება’’
ა)“სამარტლებრივი საფუძვლის ‘’ კანონიერება
ბ)“კანონის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობა’’
გ)“ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
დ)“ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის’’ კანონიერება
ე) „განუსაზღვრელი’’ ცნებები
ვ)“შეფასების თავისუფალი სივრცე’’
ზ)“დისკრეციული უფლებამოსილება’’
თ)“საუბსიმციაში შეცდომის შემოწმების მეთოდი’’
ი)ადმინისტრციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებისათვის მნიშვნელოვანი
დრო
·
„პირდაპირი და უშუალო ზიანი’’
·
„სასამართლო გადაწყვეტილება’’
ხ
შესავალი:
·
სამართლებრივ და დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებიდან გამომდინარე,
„უკანონო სახელმწიფო აქტები’’ არის „არარა’’ აქტები
ანუ ისინი არ იძენენ შესასრულებლსად სავალდებულო ძალას
·
თუმცა, კანონმდებელი უშვებს გამონაკლისს ამ ძირითადი მიდგომიდან.
ადმინისტრაციულ სამართალში რაიმე უკანონო „მმარტველობითი
ღონისძიება’’ მხოლოდ მაშინ არის „არარა’’,როდესაც ის სზაკის მე-60 მუხლიტ დადგენილ განსაკუთრებით მძიმე დარღვევებს შეიცავს,სხვა
შემტხვევაში,უკანონო
„ადმინისტრაციულ სამარტლებრივი აქტიც’’ იძენს „შესასრულებლად სავალდებულო ძალას.“
ხ
·
სასკ-ი იტთვალისწინებს,“უკანონო ადმინისტრაციულ
სამარტლებრივი აქტის’’ გასაჩივრების
და გაუქმების შესაძლებლობას
ხ
·
სასკ-ის 22-ე მუხლით განსაზღვრული
„ადმინისტრაციული სარჩელის’’ „დასაბუთებულობა’’ მოწმდება სასკ-ის 32-ე მუხლის საფუძველზე
·
„ადმინისტრაციული სარჩელი’’ „დასაბუთებულია’’ თუ „ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი’’ ან მისი
„ნაწილი’’:
ა) „უკანონოა’’
და
ბ) „პირდაპირ და უშუალო ზიანს’’
აყენებს მოსარჩელეს კანონიერ „უფლებას’’ ან „ინტერესს’’
ან „უკანონოდ ზღუდავს’’ მის „უფლებას’’
[ეს ადგილი ზეპირად]
მუხლი 32. სასამართლო გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე სარჩელთან დაკავშირებით
+
1. თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
ხ
I.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის „კანონიერების’’ შემოწმება
·
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის „კანონიერება’’
მოწმდება „ფორმალური’’ და „მატერიალური’’ კანონიერების
კრიტერიუმებით.
ხ
·
აქტის ფორმალური კანონიერების კრიტერიუმებია:
a.
აქტის გამოცემის უფლებამოსილება
b.
„ადმინისტრაციული წარმოების’’ „სათანადო’’ სახე
c.
აქტის ფორმა
d. დასაბუთება
e.
მითითება გასაჩივრების უფლებაზე
ხ
·
აქტის მატერიალური კანონიერების კრიტერიუმებია:
a.
უფლებამოსილების „სამართლებრივ საფუძველთან’’
შესაბამისობა
b.
მოქმედ „კანონებთან’’ და „პრინციპებთან’’
შესაბამისობა
c.
„შეცდომა’’ დისკრეციული უფლებამოსილების
განხორციელებაში
d.
„თანაზომიერების’’ და „კონკრეტულობის’’
პრინციპების დაცვა.
ხ
ადმინისტრაციული სარჩელის „დასაბუთებულობის’’ შემოწმება
·
კაზუსის
ამოხსნის დროს[!],
ადმინისტრაციული სარჩელის „დასაბუთების
შემოწმების’’ დასაწყისშივე უნდა განვსაზღვროთ ინდაქტის “სამართლებრივი საფუძველი’’
[ყურადღება:
როდესაც გაურკვეველია
ინდაქტის „სამართლებრივი საფუძველი’’,ვიწყებთ
„ ინდაქტის
ადრესატის “უფლების შეზღუდვის’’ შემოწმებით[ანუ აქვს თუ არა ასეთ
შეზღუდვას საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან ლეგიტიმაცია]
თუ დავადგენთ,რომ ადგილი არ ჰქონია
ადრესატის „უფლების შეზღუდვას,’’ „შეზღუდვის’’ “სამართლებრივი საფუძვლის’’ დადგენა
აღარ არის რელევანტური[!]
ხოლო როდესაც დგინდება,რომ სახეზეა ინდაქტის ადრესატის „უფლების ხელყოფა’’,რომელსაც არ აქვს „სამართლებრივი საფუძველი’’[ანუ
ადრესატს კონსტიტუციური უფლება შეუზღუდეს ინდაქტით
უსაფუძვლოდ],“კანონისმიერი დათქმის’’ პრინციპიდან გამომდინარე, „მმართველობითი ღონისძიება’’[ინდაქტის გამოცემა] „უკანონოდ’’ უნდა მივიჩნიოთ ]
ხ
·
ამრიგად, ადმინისტრაციული სარჩელის
„დასაბუთებულობის’’ შემოწმება გულისხმობს „ადმინისტრაციულ-სამარტლებრივი აქტის’’ გამოცემის „სამართლებრივი საფუძვლების შემოწმებას
[ეს დაიმახსოვრე]
·
აქტი არ შეიძლება იყოს კანონიერი თუ
მისი“სამარტლებრივი საფუძველი’’ არის უკანონო[არაკონსტიტუციური][!]
·
მაგრამ როდესაც კანონი,რომელიც წარმოადგენს
აქტის“სამარტლებრივ საფუძველს’ არ არის „არაკონსტიტუციური’’,მოწმდება უკვე მისი[ატის] ადრესატისთვის „შეფარდების პროცესში დაშვებული
შეცდომის შესაძლებლობა’’[ანუ რამდენად არის გათვალისწინებული „კანონმდებლის
ნება’’ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნორმის შეფარდების პროცესში იხ. ამაზე ქვემოთ]
ხ
·
კაზუსის ამოხსნის დროს ადმინისტრაციული
ორგანოს „მმართველობითი ღონისძიების ‘’ “სამარტლებრივი საფუძვლების’’ შემოწმება
მოიცავს „ყველა სავარაუდო ნორმის ‘’ მოძიებას და სისტემატიზაციას
·
ამასთან,უნდა გვახსოვდეს,რომ „სპეციალურ
ნორმებს’’ ენიჭებათ უპირატესობა „ზოგად ნორმებთან ‘’ შედარებით .
·
ეს განსაკუტრებით მნიშვნელოვანია საპოლიციო
და მარტლწესრიგის სამარტალში
·
ზოგჯერ კაზუსში პრობლემურია რამდენიმე
სავარაუდო სამართლებრივ საფუძველს შორის“სპეციალური ნორმის’’ განსაზღვრა და „პოლიციური ღონისძიების’’[ამ
ნორმასთან სუბსუმცია.
·
ხშირად“პოლიციური ღონისძიების’’ განხორციელების
„სამარტლებრივი საფუძველი’’ მინისტრის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამარტლებრივი აქტია.
·
შესაბამისად მინისტრის ნორმაქტის უკანონობა
შეიძლება გახდეს „პოლიციური ღონისძიების’’ უკანონობის საფუძველი
ხ
·
‘’სპეციალური ‘’ „სამართლებრივი
საფუძვლის’’ არარსებობისას გადავდივართ “მმართველობითი ღონისძიების’’ განხორციელების[მაგ.
აქტის გამოცემის] „ზოგადი’’ „სამართლებრივი საფუძვლების მოძიებაზე
·
ყურადღება:
მაგრამ როდესაც „სპეციალური კანონი ‘’ არ შეიცავს შესაბამისი
„ქმედების შემადგენლობის’’ აღწერას[ანუ როცა შემთხვევების ჩამონატვალი ამომწურავია]
,დაუშვებელია მისი[სპეციალური კანონის ] შეცვლა „ზოგადი საფუძვლით’’
·
მაგრამ როდესაც „სპეციალური კანონის’’განმარტების
შედეგად დადგინდება,რომ „ეს კანონი ამომწურავად
არ აწესრიგებს საკითხს’’,შესაძლებელია „ზოგადი საფუძვლის ‘’ მოშველიება[სუბსიდიურობის
პრინციპის თანახმად]
·
მაგ. როდესაც „საპენსიო უზრუნველყოფის
შესახებ ‘’ კანონი[სპევიალური კანონი] არ აწესრიგებს „ზედმეტად გადახდილი საპენსიო
დახმარების უკან დაბრუნების’’ საკითხს შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს „უსაფუძვლოდ
გამდიდრების’’ და „აქტის ბატილად ცნობის’’ მომწესრიგებელი ზოგადი ნორმები[საფუძვლები]
ა)“სამართლებრივი საფუძვლის’’ კანონიერება
·
სასამართლოში გასაჩივრებული ინდაქტის
„კანონიერების’’ შემოწმებისას,პირველ რიგში, მოწმდება მისი „სამართლებრივი საფუძვლის’’
შესაბამისობა „იერარქიულად ზემდგომ სამართლებრივ
აქტთან’’
·
როდესაც ინდაქტის სამართლებრივი
საფუძველია ნორმაქტი,უნდა შემოწმდეს ამ უკანასკნელის შესაბამისობა „იერარქიულად ზემდგომ სამართლებრივ აქტთან’’
·
მხოლოდ ამის შემდეგ მოწმდება ინდაქტის შესაბამისობა მასთან[!]
·
ასეთი შემოწმების თანმიმდევრობა „აუცილებელია’’ და ემყარება მოსაზრებას,რომ „ინდაქტი არ შეიძლება იყოს კანონიერი თუ მისი
„სამართლებრივი საფუძველი’’[ნორმაქტი] - უკანონოა[!]’’
·
უკანონო „სამართლებრივი საფუძველი’’
არ შეიძლება გახდეს „მმართველობითი ღონისძიების’’ ლეგიტიმაციის საფუძველი.[!]
·
როდესაც დავადგენთ,რომ ინდაქტის „სამართლებრივი
საფუძველი’’ არის
კანონიერი,ვიწყებთ მისი „გამოცემისას’’ [ანუ „ნორმის ადრესატისთვის შეფარდებისას’’] დაშვებული შესაძლო „შეცდომის’’
შემოწმებას[!]
ბ)კანონის
საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობა
·
ინდაქტის „სამართლებრივი საფუძველი’’ უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას,განსაკუთრებით,იმ
„ადამიანის ძირითად უფლებებს’’,რომელსაც ემყარება მოსარჩელეს მოთხოვნა .
·
ყურადღება: საგამოცდო კაზუსებში „პარლამენტის
მიერ გამოცემული კანონების’’ „კონსტიტუციასტან შესაბამისობა’’ ივარაუდება და
მხოლოდ „დასაბუთებულ გამონაკლის შემთთხვევებსი’’ ხდება მათი „კონსტიტუციურობის’’ შემოწმება.
გ)ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამარტლებრივი აქტის
გამოცემა
·
„ნორმაქტი’’ არის „ადმინისტრაციული ხელისუფლების მიერ გამოცემული კანონი’’[მატერიალური
გაგებით]
·
„კანონისგან’’ განსხვავება[ფორმალური გაგებით]
მდგომარეობს მის გამომცემ ორგანოში.[„კანონებს’’ პარლამენტი ღებულობს]
·
აღმასრულებელი ხელისუფლება „ნორმაქტის’’ გამოცემის უფლებამოსილებას ახორციელებს
საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.
·
კანონმდებელი განსაზღვრავს ნორმაქტის გამოცემის „შინაარსს’’,“მიზანს’’
და“მოცულობას’’
ხ
·
ნორმაქტის კანონიერების შემოწმებისათვის
მნიშვნელოვანია,რომ მასშივე მიეთითოს მისი
გამოცემის „საკანონმდებლო საფუძველი’’
·
ინდაქტის კანონიერების შემოწმების დროს,პირველ რიგში,მოწმდება მისი საფუძვლის,
ანუ ნორმაქტის კანონიერება [!]
დ)
ინდაქტის კანონიერების შემოწმება
·
როდესაც დავადგენთ ინდაქტის სამართლებრივი საფუძვლის- ნორმაქტის კანონიერებას ,ისევ ვაგრძელებთ ინდაქტის კანონიერების შემოწმებას.
ხ
·
სამართლებრივ სახელმწიფოში ადმინისტრაციული
ორგანოს საქმიანობის სფერო არის კანონით შებოჭილი და მის მიერ „გადაწყვეტილების მიღების ფარგლებს’’ ქმნის „მისი უფლებამოსილების განმსაზღვრელი „ნორმატიული აქტი’’
· იმისათვის,რომ „საჯარო
მმართველობის განხორციელების’’ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დავადგინოთ ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის „ბოჭვის ხასიატი’’ და მის მიერ „გადაწყვეტილების მიღების ფარგლები’’ ,უნდა
„შეფასდეს’’ - „გამოსაყენებელი ნორმის’’[ანუ „სამართლებრივი საფუძვლის’’] სტრუქტურა
ხ
·
არსებობს კანონის ნორმები ,რომლებსაც აქვს ე.წ. [თუ...... , მაშინ....] სტრუქტურა
[ე.წ. კონდიციონალური სტრუქტურა]
·
და არსებობს კანონის ნორმები,რომელტაც „ფინალური შედეგის ‘’ განმსაზღვრელი სტრუქტურა აქვთ.
ხ
·
„კონდიციონალური სტრუქტურის ნორმა’’ ადგენს,რომ: „თუ „კონკრეტული ფაქტი’’[სინამდვილის
ფაქტი] შეესაბამება ,“ფაქტის ნორმატიულ აღწერას’’, მაშინ დგება ამ „ნორმით განსაზღვრული’’ კონკრეტული სამარტლებრივი
შედეგი’’
·
„ფინალური შედეგის’’ სტრუქტურის ნორმა კი
განსაზღვრავს მოწესრიგების „მიზანს’’,რომლის მიღწევაც
არის ნორმის შემფარდებლის [ადმინისტრაციული ორგანოს] ვალდებულება,ხოლო „სამართლებრივი
შედეგის’’ დადგომასთან მიმარტებით არ შეიცავს იმპერატიულ მოთხოვნას,არამედ დაგება თუ
არა ეს შედეგი ამის გნსაზღვრის თავისუფლება მინიჭებული აქვს „ნორმის სემფარდებელს’’[ადნინისტრაციულ
ორგანოს]
ხ
·
ამ ორი სტრუქტურის მქონე ნორმების შედარება გვიჩვენებს,რომ „კონდიციონალურ ნორმებში
’’ უფრო მაღალია გადაწყვეტილების მიმღების[ადმინისტრაციული
ორგანოს] „კანონით ბოჭვა’’ ,ვიდრე „ფინალური
შედეგის’’ ნორმებში’’
ხ
·
ამრიგად, ადმინისტრაციული ორგანოს[გადაწყვეტილების მიმღების] „მკაცრ კანონისმიერ
ბოჭვასთან’’ გვაქვს საქმე,როდესაც „ნორმით
განსაზღვრული’’“ფაქტის ნორმატიული აღწერის’’ და „სამართლებრივი შედეგის’’ ურთიერთმიმართების
დადგენა „მათემატიკურ-ლოგიკური მეთოდისთვის’’ დამახასიათებელი სიზუსტით არის შესაძლებელი
·
ამის საპირისპიროდ,როდესაც კანონმდებელი[ამუ პარლამენტი],კანონის მიზნების მიღწევის ინტერესებიდან
გამომდინარე’’,იყენებს ისეთ „სამარტლებრივ ინსტრუმენტებს’’,როგორიცაა :
a.
„განუსაზღვრელი ცნებები’’
b.
„შეფასების თვისუფალი სივრცე’’
c. „დისკრეციული უფლებამოსილება’’
ამით ადმინისტრაციულ ორგანოს
აძლევს „გარკვეულ’’ თავისუფლებას „გადაწყვეტილების’’
მიღებისას [ანუ აქტის გამოცემისას]
ხ
·
ამრიგად.პირველ რიგში უნდა დავადგინოთ, ჩვენს მიერ განსახილველ დავაში[კაზუსში]
,რომელ „შემთხვევასთან’’ გვაქვს საქმე,ანუ
როგორია ინდაქტის „სამართლებრივი საფუძვლის’’ სტუქტურა ა) „კონდიციონალური ნორმაა’’ თუ ბ)„ფინალური შედეგის’’
ნორმა
ხ
·
„ფინალირი შედეგის ‘’ სტრუქტურის მქონე „სამარტლებრივ საფუძვლებში’’[ნორმებში][ საჭირო იქნება
: ა)„განუსაზღვრელი ცნებების’’ ბ)„შეფასების
თვისუფალი სივრცის’’ და გ)„დისკრეციული უფლებამოსილების’’ შემოწმება
ა) „განუსაზღვრელი ცნებები’’
·
კანონმდებელს არ შეუძლია ყველა მომავალი სამარტლებრივი ურტიერთობა ზუსტად
ასახოს კანონის ნორმაში
·
ყოველდღიური ცხოვრების მრავალფეროვნება და მოსალოდნელი ურთიერთობების თავისებურებები
არ იძლევა ამის შესაძლებლობას
·
აღნიშნულის გატვალისწინებიტ კანონის ნორმას უნდა ახასიათებდეს გარკვეული
აბსტრაქტულობა
·
ნორმის შემფარდებელ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა
ჰქონდეს გარკვეული თავისუფლება,მოაწესრიგოს წინასწარ გაუტვალისწინებელი ურთიერტობები.
·
ამ მიზანს ემსახურება კანონში ე.წ. „განუსაზრვრელი ცნებების’’ გამოყენება.
·
ოღონდ,კანონმდებელმა კანონში ასეთი „ზოგადი ცნებების’’[ზოგადი ,აბსტრაქტული
ტერმინების] გამოყენებისას უნდა გაითვალისწინოს,რომ უნდა დაიცვას ნორმის „განსაზღვრულობის’’ პრინციპი და ასევე,ნორმა არ უნდა
იძლეოდეს მისი „ანტიკონსტიტუციური ინტერპრეტაციის’’
შესაძლებლობას.
·
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ[როგორც ნორმის შემფარდებლის
მხრიდან] კანონში გამოყენებული განუსაზღვრელი ცნებების ინტერპრეტაცია სასამართლო კონტროლს ექვემდებარება
·
ადმინისტრაციული ორგანოს აღნიშნული უფლება გამომდინარეობს
„კანონისმიერი დათქმის’’ და „ნორმის განსაზღვრულობის’’ კონსტიტუციური პრინციპებიდან
,რომლის თანახმადაც,მოქალაქის უფლებების შეზღუდვა
„საჭიროებს შინაარსობრივად საკმარისად განსაზღვრულ სამართლებრივ საფუძველს’’[!]
·
„ნორმის განსაზღვრულობის’’ პრინციპი დაცულია,ერთი მხრივ,როდესაც მისისი ინტერპრეტაციის შედეგად,ნორმის შემფარდებელს[ადმინისტრაციულ
ორგანოს] აქვს მყარი
სამართლებრივი საფუძველი,მეორე მხრივ,როდესაც კანონქქვემდებარე აქტებში
მისი[ამნორმის] შემდგომი
დაზუსტება[დაკონკრეტება] ხდება.
ბ) ადმინისტრაციული
ორგანოს მიერ „შეფასების თავისუფალი სივრცე’’
·
სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი ითხოვს „მმარტველობითი ღონისძიების’’
სრულ სასამართლოკონტროლს
·
გამონაკლისი ვრცელდება იმ შემთხვევაზე როცა ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მიიღება „განსაკუთრებულ
საგნობრივ კომპეტეენციაზე’’ და „ერთჯერად სიტუაციაზე’’,რომლის რეკონსტრუქცია შეუძლებელია.
·
ეს კი ის შემთხვევაა,როდესაც გადაწყვეტილება დაკავშირებულია შეფასების პროცესთან.
·
შემფასებელს აქვს „შეფასების თავისუფალი სივრცე’’,. როდესაც შემფასებელი ახდენს შეფასებას საგამოცდო საკითთხეების სირტულეების
გათვალისწინებით და საერთო შედეგების შეფასების საფუძველზე,შეუძლებელია
არსებული სიტუაციის კონსტრუირება და გადამოწმება მოსამართლის მიერ.[
·
შემფასებელს აქვს „შეფასების თავისუფალი სივრცე’’, მაგ. მოსწავლეტა შეფასებისას,სტუდენტტა
შეფასებისას საჯარო მოხელეტა შეფასებისას და ა. შ.
·
სასამართლოს მიერ გადამოწმებას
ექვემდებარება, მხოლოდ ა)„შეფასების პროცესში’’ დაცულია
თუ არა საკანონმდებლო ფარგლები; ბ)ხომ არ აქვს ადგილი პროცესუალურ დარღვევებს
·
ადმინისტრაციულ სამარტალში დადგენილი კანონიერების ზოგადი კრიტერიუმები: ა)“ადმინისტრაციული
წარმოების წესების დაცვა ბ)მიუკერძოებულობის პრინციპი და ა.შ. ვრცელდება,ასევე,
„შეფასების კამონიერების’’ შეფასებაზე[!]
გ) ადმინისტრაციული ორგანოს „დისკრეციული უფლებამოსილება’’
·
საჯარო მმარტველობის განხორციელების პროცესში „კანონმდებლის მიერ განსაზღვრული
მოქმედების’’ „თავისუფალი სივრცე’’ გვხვდება არა მარტო „ფაქტის’’ „ნორმატიულ აღწერაში’’[
„განუსაზღვრელი ცნებები’’] .არამედ ასევე „სამართლებრივი შედეგის’’ განსაზღვრის ნაწილში
ხ
·
„დისკრციული უფლებამოსილება’’
არის კანონმდებლის
მიერ ადმინისტრაციული ორგანოსთვის მინიჭებული უფლებამოსილება განხორციელდეს თუ არა „მმარტველობითი ღონისძიება’’
·
ასევე „დისკრციული უფლებამოსილება’’
არის კანონმდებლის მიერ ადმინისტრაციული
ორგანოსთვის მინიჭებული უფლებამოსილება თავად განსაზღვროს როგორი
„სამართლებრივი გადაწყვეტილება’’ უნდა იქნეს მიღებული
ხ
·
ადმინისტრაციული ორგანოს „დისკრციული
უფლებამოსილების’’ არსი მდგომარეობს იმაში,რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეძლევა შესაძლებლობა „ფაქტის’’
და „ნორმის’’ სუბსუმციის შედეგად ,მიიღოს კანონმდებლის მიერ შემოთავაზებული „ალტერნატივებიდან’’ „ყველაზე მისაღები’’ – „გადაწყვეტილება’’[!] [ დავიმახოვროთ]
·
ყურადღება: „დისკრციული უფლებამოსილების’’
ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება ექვემდებარება
„სასამართლო კონტროლს’’ არა „მიზანშეწონილობის’’ არამედ „კანონიერების’’ თვალსაზრისით[!]
·
ანუ „დისკრციული უფლებამოსილების’’
ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების „კანონიერების’’ შემოწმებისას
სასამართლო ამოწმებს,ხომ არ აქვს ადგილი სუბსუმციაში „შეცდომას’’ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ „დისკრეციული უფლებამოსილების’’ ისე განხორციელებას.
დ)“სუბსუმციაში
შეცდომის ‘’ შემოწმების მეთოდი
·
იმ შემთხვევაში,როდესაც ადმინისტრაციული
ორგანოს მიერ „გამოსაყენებელ ნორმას’’ [„სამართლებრივ საფუძველს’’] აქვს „კონდიციონალური სტრუქტურა’’ არ ნიშნავს იმას,რომ
„ნორმის შემფარდებელი ადმინისტრაციული ორგანო’’ უნდა გამოვიყვანოთ „საქმის ფაქტობრივი
გარემოებების’’ და „ფაქტის ნორმატიული აღწერის“
სუბსუმციის შედეგად სამართლებრივი შედეგის ავტომატურად დამდგენის ანუ ტექნიკური
სამუშაოს შემსრულებლის როლში.
·
„ადმინისტრაციული ორგანოს’’ მიერ ნორმის შეფარდება გარკვეულ შემოქმედებით პროცესს მოიცავს და მტელ
რიგ კანონზომიერებებს ექვემდებარება.
·
ნორმის შეფარდების პროცესი არ არის ერტჯერადი ხასიათის,არამედ ის განმეორებადი
და შემოწმებადია.
·
ამ მხრივ, მნიშვნელოვანია სასამარტლოს როლი[შეფარდეების მართლზომიერების
შემოწმებისას],მაშინაც კი როდესაც კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში,შეზღუდულია მოსამართლის
მხრიდან საჯარო მმართველობის განხორციელების პროცესში ჩარევა.
ხ
·
ნორმის შეფარდების შედეგად მიღებული „გადაწყვეტილება’’ გულისხმობს- „არგუმენტირებულ’’
და „დასაბუთებულ’’ გადაწყვეტილებას[!]
·
იმავდროულად, „დასაბუტების’’ ხარისხი და მოცულობა დამოკიდებულია იმაზე,თუ
როგორია „ადმინისტრაციული ორგანოს’’ „კანონისადმი დაქვემდებარების ‘’ ხარისხი.
·
იქ სადაც ნორმის „კონდიციონალური
სტრუქტურიდან’’ გამომდინარე ნორმის შემფარდებლის მთავარი როლი „სუბსუმციაში ‘’ ვლინდება,უფრო
ნაკლებია მოთხოვნა „გადაწყვეტილების’’ „დასაბუთების’’
„მოცულობის სიღრმეზე’’
·
ხოლო“ფინალური შედეგის განმსზღვრელ’’ ნორმების გამოყენებისას ადმინისტრაციული
ორგამოს „გადაწყვეტილება’’ უფრო „ფარტოდ’’ და „სიღმისეულად’’ უნდა დასაბუთდეს,ანუ რატომ
იქნა „ასეთი გადაწყვეტილება მიღებული’’ და არა „სხვაგვარი’’.
ხ
ყურადღება:
·
იმისატვის,რომ შევამოწმოტ „ადმინისტრაციული ორგანოს’’ მხრიდან ხომ არ მოხდა
„შეცდომა’’ სუბსუმციაში[ანუ „ნორმის შეფარდებაში’’],უნდა ვნახტ დაცულია თუ არა გადაწყვეტილების მისაღებად გამოყენებული
„დედუქციის მეტოდის’’ ელემენტები
·
ამ მეთოდისტვის დამახასიატებელი „პირველი ნაბიჯია’’ პრობლემის
გადასაჭრელად საჭირო „სათანადო ნორმის’’ მოძიება
; „მე-2 ნაბიჯია’’-
„გამოყენებული ნორმის შინაარსის სწორად განსაზღვრა’’ ; „მე-3 ნაბიჯია’’ – „სუბსუმცია’’
·
თუკი სადავო ხდება „სამართლებრივი
შედეგის’’ „კანონის
მიზნებთან’’ მიმართება,განსახილველი
დავის არსს ქმნის „შეცდომა სუბსუმციაში’’
ხ
·
როდესაც დავა ეხება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონის „კონდიციონალური
ნორმის’’ საფუძველზე მიღებული „გადაწყვეტილების’’
„კანონიერებას’’[!] [„კანონის მიზნის’’
სწორად განსაზღვრის საფუძვლით],სასამართლო გადაწყვეტილების „დასაბუტება’’ უმდა
შეიცავდეს ანალიზს ადმინისტრაციული ორგანოს
მიერ მიღებული „გადაწყვეტილების’’ თანასწორობის’’ და „სამარტლებრივი უსფრტხოების’’
პრინციპებტან შესაბამისობის შესახებ
ე)ადმინისტრაციულ-
სამარტლებრივი აქტის
„კანონიერების გადამოწმებისთვის’’ მნიშვნელოვანი დრო.
·
ადმინისტრაციულ- სამარტლებრივი აქტის
„კანონიერების შემოწმების’’ დროს უნდა გავიტვალისწინოთ
მისი „უკანონობის შეფასებისთვის’’ რელევანტური[მნიშვნელოვანი] დრო[ანუ აქტის გამოცემის
დროის მომენტი]
·
შესაძლებელია ეს იყოს ა)“ადმინისტრაციული ორგანოს მიერ „ადმინისტრაციულ საჩივარზე’’ მიღებული გადაწყვეტილების -დრო[მომენტი]’’ ან ბ) „სასამართლოს მიერ
გადაწყვეტილების მიღების -დრო[მომენტი]’’
ხ
·
ადმინისტრაციულ- სამარტლებრივი აქტის
„უკანონობის შეფასებისთვის’’ რელევანტური დროის
[მომენტის] საკითხი აქტუალური ხდება როდესაც:
a.
იცვლება „ფაქტობრივი’’ და „სამართლებრივი’’ მდგომარეობა „ადმინისტრაციულ საჩივარზე გადაწყვეტილების’’ მიღებიდან -„სასამარტლოს მიერ გადაწყვეტილების’’ მიღებამდე
მაგ.
როდესაც „ა’’-მ მიიღო მშენებლობის ნებარტვა „უკანონოდ’’,მეზობელმა გაასაჩივრა
ეს „ნებართვა’’ „ადმინისტრაციულ ორგანოში’’,თუმცა იქ „საჩივარი’’ არ დაკმაყოფილდა,რადგან
[სასამართლოში დავის გახილვამდე ]შეიცვალა „საკანონმდებლო საფუძველი’’,რომელმაც „კანონიერი’’
გახადა ეს „ნებართვა’’
მაგ. „ა’’-მ მიიღო კანონიერი მშენებლობის
ნებარტვა,მეზობელმა გაასაჩივრა ეს ნებარტვა ადმინისტრაციულ ორგანოში და სასამართლოში დავის გახილვამდე შეიცვალა „საკანონმდებლო
საფუძველი’’,რომელმაც „უკანონო ’’ გახადა ეს „ნებართვა’’
ან როცა
b. სახეზეა განგრძობადი მოქმედების „ადმინისტრაციულ-სამარტლებრივი’’ აქტი
მაგ. „ნებართვა’’,“სტიპენდია’’,“საგზაო მოწესრიგება’’ და ა. შ.
· ჩვეულებრივ,
ადმინისტრაციულ- სამარტლებრივი აქტის „კანონიერების შემოწმება’’
ხდება „ადმინისტრაციულ საჩივარზე’’ მიღებული გადაწყვეტილების დროს, მოქმედი „სამართლებრივი’’
და „ფაქტობრივი ‘’ გარემოებების გატვალისწინებით
[!]
· თუმცა,აღმიშნული პრინციპი შეიცავს გამონაკლისებს,რომლის
თანახმად: „მნიშვნელოვანია სასამარტლოს მიერ[!] გადაწყვეტილების
მიღების დროს მოქმედი’’ „სამართლებრივი მოწესრიგება ’’
მაგ. „უკანონო
მშენებლობა’’,რომელიც სასამარტლოს მიერ გადაწყვეტილების
მიღებამდე გახდა „კანონიერი’’,
თუ მოსამართლე მხედველობაში მიიღებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების
დროს მოქმედ „სამართლებრივ საფუძველს’’ ის იძლევა „მშენებლობის უკანონო ნებართვის’’
გაუქმების საფუძველს
ხოლო თუ მოსამართლე შეაფასებს მას გადაწყვეტილების მიღების დროს მოქმედი სამარტლებრივი ნორმების გატვალისწინებით არ არსებობს“მშენებლობის ნებართვის’’ გაუქმების საფუძველი
იმ შემტხვევაშიც კი.როდესაც „მშენებლობის ნებართვა’’ მისი გამოცემის დროს არის „კანონიერი’’
·
სასამართლოს
მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს მოქმედი ნორმა იძლევა მისი [გადაწყვეტილების]
გაუქმების შესაძლებლობას ,რამდენადც ეს ხდება „გასჩივრების ვადებში’’,სადაც ადრესატს
ჯერ კიდევ არ წარმოეშობა „კანონიერი
ნდობა’’
II.
„პირდაპირი და უშუალო ზიანი’’
·
სასკი-ის 32-ე მუხლის თანახმად ,“სარჩელის დასაბუთებულობის’’ მეორე ელემენტია
„უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით’’ გამოწვეული
„პირდაპირი და უშუალო ზიანი’’
·
„სარჩელის დსაშვებობის’’ ეტაპზე „უფფლების შეზღუდვაზე’’ დაშვებული ვარაუდი ამ ეტაპზე საჭიროებს „შემოწმებას’’ და „დადგენას’’
,თუ რაში მდგონარეობს „უკანონო მმართველობიტთი ღონისძიებით’’[უკანონო ადმინისტრაციულ-სამარტლებრივი
აქტით] გამოწვეული ზიანი
III.“სასამართლო
გადაწყვეტილება’’
·
თუ სასამართლო მიიჩნევს,რომ ინდაქტი გამოცემულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის
მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე,იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის
გადაუწყვეტლად,ბატილად ცნოს
ინდაქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა
გამოკვლევის და შეფასების შემდეგ,გამოსცეს ახალი ინდაქტი..
·
აღნიშნული გადაწყვეტილება არ ნიშნავს მხარის მოთხოვნის „დაკმაყოფილებას’’[ინდაქტის
ბათილობაზე] ,არამედ სასამარტლო მიდის დასკვმამდე,რომ აუცილებელია საქმისტვის „არსებიტად
მნიშვნელოვანი’’’ გარემოებების გამოკვლევა და შეფასება,რომლის გარეშე შეუძლებელია
„გადაწყვეტილების მიღება’’
·
ეს „შესწავლა ‘’ და \შეფასება’’ უნდა მოხდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ,რადგან
ამას სასამართლო ვერ გააკეტებს.
ხხხხხხხხხხხხხ
·
სასამარტლო გადაწყვეტილებას „ნორმაქტის ‘’ ბატილად გამოცხადების
შესახებ „სავალდებულო ძალა’’ აქვს
·
თუ ნორმაქტის ბათილად გამოცხადება „მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრტხოებას’’,ანდა
„გამოიწვევს სახელმწიფო ანადგილობრივი თვითმმართველობის ხარჯების მნიშვნელოვან
გაზრდას’’ ,სასამართლო უფლებამოსილია,ნორმაქტი,“ბათილად გამოცხადების’’ ნაცვლად, „ძალადაკარგულად’’ გამოაცხადოს[!]
·
„ძალადაკარგულად გამოცხადება’’,გულისხმობს,რომ სასამართლო
ადგენს ნორმაქტის მოქმედების შეწყვეტას არა „გამოცემის დღიდან’’ ,არამედ სასამარტლოს
მხრიდან მისი „უკანონოდ ცნობის დღიდან’’ და „გაუქმებიდან’
ხ
·
სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება გულისხმობს „ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების ბათილად
ცნობას’’,რომელიც ხშირად,თავისი შინაარსით ,“აქტის
გამოცემის დავალდებულებას წარმოადგენს’’
·
მაგ. როდესაც მოსარჩელე ითხოვს „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის
სარეგისტრაციო სამსახურის’’ გადაწყვეტილების
ბათილად ცნობას,რომლითაც სახელმწიფოს სახელმწიფოს სასარგებლოდ
ვალდებულებით დაიტვირთა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი . სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო ადმიმისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება და დაავალა საქმისათვის არსებითი
მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ ახალი გადაწყვეტილების
მიღება მიწის ნაკვეტის სახელმწიფოს სასარგებლოდ ვალდებულებიტ დატვირტვის ტაობაზე.
·
ამ კაზუსში მხარის მოტხოვნა არის“ადმ ორგანოს გადაწყვეტილების ბატილად
ცნობა’’,რაც სასამარტლო გადაწყვეტილებაში’’ ტრანსფორმირდება „აქტის გამოცემის ვალდებულებაში’’
ხ
·
ამრიგად, სასკ-ის 32.4 მუხლის
თანახმად შესაძლებელია
„22-ე მუხლის საფუძველზე აღძრული სარჩელის’’ ტრანსფორმირება ე.წ. “აღიარებით
სარჩელზე’’,[ეს ხდება მაშინ როდესაც არ არსებობს
„ბათილად ცნობის’’ საფუძველი[მაგ. „დავის საგნის არარსებობა’’
ან „ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აქტის ბათილად ცნობა’’],მაგრამ მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესის გათვალისწინებით სასამართლო
ადგენს „სადავო აქტის’’ „უკანონობას’’]
4. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების
გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა
გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი
კანონიერი ინტერესი.
Комментарии
Отправить комментарий