სარჩელის[ინდაქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე] დასაშვებობა [სასკ-ის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილი]
აქ განხილულია საკითხები:
·
ადმინისტრაციული ორგანოს „საქმიანობის სამართლებრივი
ფორმა“
·
„პირდაპირი და უშუალო ზიანი’’
·
„გასაჩივრების ვადები’’
მუხლი 22. სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
+
1. სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
2. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო
(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
3. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან, ასევე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ნორმატიული აქტის შემთხვევაში – უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში.
·
სარჩელი“ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე’’ „დასაშვებია’’ ,თუ ის აკმაყოფილებს 22-ე მუხლით
დადგენილ „დასაშვებობის’’ კრიტერიუმებს
·
კერძოდ, სარჩელის „დასაშვებობის’’
ფარგლებში უნდა შემოწმდეს შემდეგი კრიტერიუმები:
1. „ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი
ფორმა’’
2. „პირდაპირი და უშუალო[ინდივიდუალური]
ზიანი რომელიც ადგება მოსარჩელეს
3. „სარჩელის წარდგენის ხანდაზმულობის
ვადები’’
ა)„ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმა’’ 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის
1-ლი ელემენტი]
2. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
·
სარჩელის დასაშვებობის პირველ წინაპირობას „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის’’ „ფაქტობრივი არსებობა’’,”სახეზე ყოფნა’’ წარმოადგენს.
·
სზაკ-ი განსაზღვრავს ადმინისტრაციული
ორგანოს მიერ მმართველობითი ფუნქციის განხორციელების სამართლებრივ ფორმებს
·
ადმინისტრაციული ორგანოს „საქმიანობის სამართლებრივი
ფორმებია:
ა)
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი[ინდაქტი],
ა1) „ნორმატიული ადმინისტრაციული
აქტის’’[„ნორმაქტი’’]
ბ)
„ადმინისტრაციული რეალაქტი’’
,გ)“ადმინისტრაციული
ხელშეკრულება’’ ან „სამოქალაქო სამართლებრივი ხელსეკრულება’’
ხ
·
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოყენებულ „საქმიანობის სამართლებრივ ფორმას’’
აქვს „საპრეოცესო-სამართლებრივი’’ მნიშვნელობა,რადგან
სწორედ გამოყენებული „საქმიანობის სამართლებრი
ფორმა’’ განსაზღვრავს „ადმინისტრაციული
სარჩელის’’ „სახეს’’
ხ
·
სასკ-ის 22-ე მუხლით განსაზღვრული „სარჩელი’’ მხოლოდ მაშინ არის
„დასაშვები’’ [სასამარტლო განხილვისათვის] ,როდესაც
ეს „სარჩელი’’ მიმართულია მოსარჩელეს „შემზღუდველი’’ „ადმინისტრაციულ-სამარტლებრივი
აქტის’’ გაუქმებისკენ.[22-ე
მუხ ნაწ.1-ლი]
·
ანუ22-ე მუხლის საფუძველზე სარჩელის[მოსარჩელეს]
„მოტხოვნა’’ უნდა იყოს „ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამარტლებრივი
აქტის’’[„ინდაქტის’’] ან „ნორმატიული ადმინისტრაციული აქტის’’[„ნორმაქტის’’] - „ბათილად ცნობა’’
ხ
·
ამრიგად, „სარჩელის დასაშვებობის’’
ამ ეტაპზე სასამართლოს მიერ მოწმდება „ადმინისტრაციული ორგანოს’’ „საქმიანობის ‘’
„სამართლებრივი ფორმა’’
ხ
„ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამარტლებრივი აქტის’’ ცნების ელემენტები
·
მმართვეობითი ღონისძიების „ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამარტლებრივ აქტად’’ მიჩნევისათვის აუცილებელია ის აკმაყოფილებდეს სზაკ-ით განსაზღვრული ინდაქტის კანონისმიერი ცნების
[ლეგალური დეფინიციის] ელემენტებს,ანუ კაზუსში სახეზე უნდა იყოს შემდეგი ელემენტები:
a.
ადმინისტრაციული ორგანო
b.
ადმინისტრაციული კანონმდებლობა
c.
მოწესრიგება
d.
პირი ან პრთა შეზღუდული წრე
იხ. ინდაქტის „კანონისმიერი ცნება’’ ანუ სზაკ-ის მე-2 მუხ. „დ’’
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტი – ადმინისტრაციული ორგანოს[!]
მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის[!] საფუძველზე
გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს
ან ადასტურებს[!][ანუ აწესრიგებს] პირის ან პირთა შეზღუდული
წრის[!] უფლებებსა და მოვალეობებს.
ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ
აქტად ჩაითვლება
აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ
მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის
თქმის შესახებ,
ასევე ადმინისტრაციული
ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება
მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები [სზაკ
მუხ. მე-2 „დ’’]
ა) „ადმინისტრაციული
ორგანო’’
·
კაზუსის ამოხსნისას უნდა შეამოწმო მმართველობითი ღონისძიების განმახორციელებელი
სუბიექტი არის თუ არა- ადმინისტრაციული ორგანო
·
ადმინისტრაციული ორგანო არის- ყველა სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანო/დაწესებულება,
საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა),
აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს
საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს[სზაკ -ის მე-2 მუხ ნაწ1-ლი
„ა’’ქვპ]
ბ) „ადმინისტრაციული კანონმდებლობა’’
·
„ადმინისტრაციული ორგანოს ‘’ მიერ ინდაქტის გამოცემის „სამართლებრივ საფუძველს’’
ქმნის ის „ადმინისტრციული
სამართლის’’ ნორმა,რომელიც ახდენს „სამართლებრივი ურთიერთობის’’ „მოწესრიგებას’’
ხ
·
„ნორმაქტის’’ გამოცემის უფლებამოსილება კი განისაზრვრება
შესაბამისი
კანონის საფუძველზე.
[ანუ
კანონმდებელმა უნდა აღჭურვოს „ადმინისტრაციული
ორგანო’’ სპეციალური უფლებამოსილებით,გამოიყენოს ეს „საქმიამობის სამარტლებრივი ფორმა’’[ნორმაქტი]]
ხ
·
ასევე კანონი
განსაზღვრავს „მოსაწესრიგებელი’’ ამა თუ იმ „სამართლებრივი ურთიერთობის’’ შინაარსს.
·
როცა თავად კანონი განსაზღვრავს „მოსაწესრიგებელი“ ამა
თუ იმ „სამართლებრივი ურთიერთობის’’ შინაარსსს არ დგას „ფორმის’’ და „შინაარსის’’
გამიჯვნის პრობლემა[იხ.ქვემოთ]
ხ
·
სამაგიეროდ
პრობლემურია შემთხვევა როდესაც ადმინისტრაციული
ორგანოს მიერ გამოიცემა „ინდაქტი’’ და ამ „საქმიანობის სამართლებრივი ფორმის’’ გამოყენების უფლებამოსილება „არ ემთხვევა’’
ამ საკითხის
მოწესრიგების უფლებამოსილებას.
ხ
·
და ასევე პრობლემურია შემთხვევა როდესაც აუცილებელი ხდება „ფორმისა’’ და „შინაარსის’’ გამიჯვნა;
·
რადგან შესაძლებელია,რომ მიუხედავად გამოყენებული რომელიმე
„საქმიანობის სამართლებრივი ფორმისა’’, ურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარე,დავა იყოს
არა „ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან’’ წარმოშობილი,არამედ „სამოქალაქო კანონმდებლობიდან’’[მაგ.
როცა „ინდაქტის’’ ფორმით მოწესრიგებულია
შრომით-სამარტლებრივი
ურთიერთობა]
გ)“მოწესრიგება’’
·
„ადმინისტრაციული ორგანოს’’ მიერ „ადმინისტრაციული კანონმდებლობის“
საფუძველზე განხორციელებული „მმართველობითი
ღონისძიება’’ უნდა შეიცავდეს“მომწესრიგებელ
სამართლებრივ ბუნებას’’.
·
„მომწესრიგებელი
ბუნება’’ ეს ის შემთხვევაა,როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს „მმართველობითი ღონისძიება’’[გადაწყვეტილება] ზეგავლენას ახდენს პირის სამართლებრივ მდგომარეობაზე: ა) აწესებს,ბ)ცვლის,გ)წყვეტს,ან
დ)ადასტურებს პირის უფლების ან მოვალეობის
ფარგლებს
ხ
ყურადღება:
·
„მოწესრიგებელი ბუნება’’ არ აქვს რეალაქტებს-„საინფორმაციო ღონისძიებებს’’[წერილებს
და სხვა შეტყობინებებს] და
„ფაქტობრივ
მოქმედებებს ორგანიზაციის შიგნით თუ მის გარეთ’’
·
„მოწესრიგებელი ბუნება’’ არ აქვს - ა)„შუალედურ გადაწყვეტილებებს’’, ბ)“დასკვნებს’’ და „რეკომენდაციებს’’,გ)“სხვა
ორგანოს გადაწყვეტილებებს ,რომლებიც შესრულებულია გადაწყვეტილების მიმღები ადმინისტრაციული
ორგანოს დავალებით’’,ასევე როდესაც დ)„ადმინისტრაციული ორგანო იღებს გადაწყვეტილებას
განმეორებით წარდგენილი განცხადების საფუძველზე და უტიტებს პირველად გადაწყვეტილებაზე’’
დ) პირი ან პირთა წრე
·
ინდაქტის ცნების ამ ელემენტისთვის არ არის არსებითი ,წარმოადგენს თუ არა მოსარჩელე აქტის უშუალო ადრესატს’’
·
მაგ. „ა’’ იღებს მსენებლობის ნებარტვას,ის არის
„აღმჭურველი ინდაქტის ადრესატ.
·
მეზობელს მიაჩნია,რომ ირღვევა მისი უფლება და ასაჩივრებს ადმინისტრაციული ორგანოს
გადაწყვეტილებას.
ხ
·
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამარტლებრივი აქტი მიმარტულია „კონკრეტული
ადრესატისკენ’’და იწვევს „შემზღუდველ’’ ან „აღმჭურველ’’ სამართლებრივ შედეგს.
·
შესაძლებელია პირი არ იყოს „ადრესატი’’,მაგრამ
მასზეც ახდენდეს სამართლებრივ გავლენას ეს გადაწყვეტილება
ხ
·
ინდაქტის ცნების ეს ელემენტი აღწერს „საქმიანობის სამარტლებრივი ფორმის’’ –„სამარტლებრივ
ბუნებას’’
·
„ინდივიდუალურ პირთა წრე’’ და „კონკრეტული
შემთხვევა’’ ინდაქტით „მოწესრიგების’’ საგანი
ხდება
„ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამარტლებრივი
აქტის’’ ცნების ელემენტები
·
მმართვეობითი ღონისძიების „ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამარტლებრივ აქტად’’ მიჩნევისათვის აუცილებელია ის აკმაყოფილებდეს სზაკ-ით განსაზღვრული ნორმაქტის კანონისმიერი
ცნების [ლეგალური დეფინიციის] ელემენტებს,ანუ კაზუსში სახეზე უნდა იყოს შემდეგი ელემენტები:
a. „უფლებამოსილი ადმინისტრაციული
ორგანო’’
b. „საკანონმდებლო აქტის’’[კანონის]
საფუძველზე
c. „ქცევის ზოგადი წესი’’
იხ. ნორმაქტის „კანონისმიერი ცნება’’ ანუ სზაკ-ის მე-2 მუხ. „ე’’
ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე
გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი
გამოყენების ქცევის ზოგად
წესს;[სზაკ-ის მე-2 მუხ. „ე’’]
ხ
ა) „უფლებამოსილი
ადმინისტრაციული ორგანო’’
·
„ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის’’ გამოცემის უფლებამოსილება განისაზღვრება „იმ კანონით’’,რომელიც
ადმინისტრაციულ ორგანოს აღჭურავს ასეთი აქტის გამოცემის უფლებამოსილებით.
·
„კანონით’’ მინიჭებული „ადმინისტრაციული ნორმატთშემოქმედების უფლება’’ ადმინისტრაციული ორგანოს „განსაკუთრებული’’ კომპეტენციაა[ვინაიდან
„აღმასრულებელი ხელისუფლების’’ ძირიტადი ფუნქცია სამართაგამოყენებითი,ნორმაშეფარდებიტი
საქმიანობაა და არა ნორმატშემოქმედებითი]
·
„ადმინისტრაციული ნორმატთშემოქმედების
უფლება’’ გულისხმობს უფლებამოსილებას მხოლოდ იმ მოცულობით,რასაც
განსაზღვრავს ამ უფლებამოსილების მიმნიჭებელი „კანონი’’.
ბ)“საკანონმდებლო აქტის საფუძველზე’’
·
უნდა შემოწმდეს არის თუ არა
„სახეზე’’ კანონი,რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს აღჭურავს ნორმათშემოქმედების[ნორმაქტების გამოცემის] უფლებამოსილებით.
·
მნიშვნელოვანია,რომ თვით ამ კანონში იყოს განსაზღვრული
ნორმაქტის გამოცემის უფლებამოსილების „შინაარსი’’,“მიზანი’’ და „მოცულობა’’
·
ე.ი. თავად უფლებამოსილებით აღმჭურველმა
კანონმა უნდა განსაზღვროს ადმინისტრაციული
ორგანოს მიერ მომავალში ნორმაქტის გამოცემით განხოციელებული „სამართლებრივი მოწესრიგების’’
ჩარჩოები და მიმართულებები,ისე რომ ადმინისტრაციულ ორგანოს შეეძლოს კანონმდებლის ნების
ფარგლებში და ამ ნების შესაბამისად მოქმედება
გ) „ქცევის ზოგადი წესი’’
·
ნორმაქტის „ცნების’’ ეს ელემენტი ნორმაქტს „ინდაქტისგან’’ განასხვავებს
·
ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი[„ნორმაქტი’’] ადგენს „ქცევის ზოგად წესს’’,რომელიც მიმართულია „მისი გამოცემის
დროს’’ „განუსაზღვრელად ბევრი სახის ურთიერთობების’[და არა ერთი სახის ურტიერთობის მოწესრიგებისკენ ,როგორც ესაა ინდაქტის
შემთხვევაში] „განუსაზღვრელი რაოდენობის მონაწილეებისკენ’’[და არა „პირისკენ ან პირთა
შეზღუდული წრისკენ’’ ,როგორც ესაა ინდაქტის შემტხვევაში]
ხ
„პირდაპირი და უშუალო[ინდივიდუალური]
ზიანი’’ [22-ე
მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 ელემენტი]
2. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი ა)პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის „კანონიერ’’ „უფლებას’’ ან „ინტერესს’’ ან ბ)“უკანონოდ ზღუდავს’’ მის[მოსარჩელეს] „უფლებას’’.
·
22-ე მუხლის მე-2 ნაწილის თამახმად
„სასამართლოსადმი მიმარტვის უფლება’’ [გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.] გამოიყენება მხოლოდ მაშინ,როდესაც ეს „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი’’
:
ა)„პირდაპირ და უშუალო „ინდივიდუალურ’’
ზიანს’’ აყენებს მოსარჩელეს „კანონიერ’’ „უფლებას’’ ან „ინტერეს’’
ან
ბ)“უკანონოდ’’ „ზღუდავს’’ მის „[მოსარჩელეს] „უფლებას’’
.[ზეპირად]
ხ
·
როდესაც მოსარჩელე არის „მმართველობითი ღონისძიების’’[აქ, „ადმინისტრაციული
აქტის’’] ადრესატი, მარტივია
მისი[მოსარჩელეს] „უფლების შეზღუდვის’’ შესაძლებლობის ვარაუდი
ხ
·
მაგრამ „პრობლემურია’’ „უფლების შეზღუდვის’’ დადგენა,როდესაც მოსარჩელე არის
არა „მმართველობითი ღონისძიების’’[ამ შემთხვევაში
ადმინისტრაციული აქტის] ადრესატი,არამედ - მე-3 პირი.
·
ყურადღება: ასეთ დროს[ანუ როცა „მოსარჩელეა’’
მე-3 პირი და არა ადრესატი] “უფლების დარღვევის’’ არსებობისთვის აუცილებელია[!],რომ მატერიალურ-სამარტლებრივ ნორმას,რომელიც
ხდება მოსარჩელეს[მე-3 პირის] „მოთხოვნის’’ სამართლებრივი საფუძველი
ჰქონდეს ,სწორედ ამ “მე-3 პირის
უფლების’’ დაცვის
მიზანი და არა მმართველობითი
ღონისძიების[ადმინისტრაციული აქტის] „ძირითადი ადრესატის“ უფლების დაცვის
მიზანი .
·
მაგ. მოსარჩელე რომელსაც მიაჩნია,რომ მერიაში კონკურსის ჩატარებისას დაირღვა
„კანონი’’,არ არის
უფლებამოსილი,მოითხოვოს კონკურსის შედეგების ბათილად ცნობა,თუ ის თავად არ არის იმ სამართლებრივი ურთიერთობის[ანუ
კონკურსის] მონაწილე; [ანუ სხვა სიტყვებით თუ არ ირღვევა მისი ,როგორც მე-3 პირის უფლება,პირს
უფლება არ აქვს მიმართოს სასამართლოს]
·
რადგან „კონკურსის შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით’’ ის იცავს
არა საკუთარ ,არამედ „სხვის’’[ამ შემთხვევაში
აქტის „ადრესატის’’] „საჯარო-სამართლებრივ
უფლებას’’[ანუ თუ დასაცავია „ადრესატი’’ ,ის თავად დაიცავს თავის უფლებას,მე-3 პირის
ინიციატივის გარეშე - აზრი ეს არის]
ხ
·
როგორც ცმობილია „ადამიანის ძირითადი
უფლებები’’ „პიროვნების თავისუფლებაში’’ „სახელმწიფოს მხრიდან ჩარევისგან’’
დაცვის საშუალებაა
·
„ძირითადი უფლებებით გარანტირებული ‘’ პირთა „სამართლებრივი მდგომარეობა’’ საჭიროებს დამატებით „საკანმდებლო
მოწესრიგებას’’ იმ მიზნით რომ ამან შეიძინოს“სამართლებრივი მოწესრგების’’ ძალა
ხ
·
კანონმდებლის ფუნქცია პიროვნების „სუბიექტური სჯარო-სამართლებრივი უფლებების’’
განსაზღვრაა,განსაკუტრებით „კონკურენტებს’’ შორის სამართლებრივ
ურტიერთობებში
·
კონსტიტუციური „ძირითადი უფლებები’’ ხდება ერთმანეთის კონკურენტი
ორივე მხარის უფლებების წარმოშობის საფუძველი.
[აქედან
გამომდინარეობს სწორედ „კანონების’’ საჭიროება
და მნიშვნელობა „ძირითად უფლებებთან’’
მიმართებით.]
·
მაგ საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლი უზრუნველყოფს მიწის მესაკუტრის
„სამშენებლო უფლებას’’ და იმავდროულად იცავს
„მეზობელი მიწის ნაკვეტის’’ მესაკუთრის უფლებას,იმის “სამსენებლო საქმიანობამ’’ არ
შეზღუდოს მისი საკუთრების უფლება.
ხ
·
აღნიშნულიდან გამომდინარე,კაზუსის ამოხსნისას პირველ რიგში უნდა შემოწმდეს “კანონის ნორმის’’ მოქმედება „ მე-3 პირებთან მიმართებით’’
·
თუ „კანონის ნორმა’’ პირდაპირ
არ განსაზღვრავს „ინდივიდუალურ სამართლებრივ დაცვას’’,უნდა
დაისვას კითხვა: „ეს კანონის ნორმა მხოლოდ „საჯარო ინტერესების’’
დაცვას ემსახურება თუ შესაძლებელია მაში დავინახოთ „ინდივიდუალური
ინტერესების’’ დაცვის მიზანიც?’’
·
ამრიგად,„კანონის ნორმის’’ განმარტებისას უნდა მოვიშველიოთ „ძირითადი უფლებები
·
ეჭვის შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს „ინდივიდუალური ინტერესების’’ დაცვას.
·
თუ „კანონის ნორმა’’ არის ხარვეზიანი,ანუ არ შეიცავს კაზუსში მოცემული
ურთიერთობის მოწესრიგებას,უნდა გამოვიყენოთ
მისი “ზემდგომი’’ კონსტიტუციური ნორმა და შევამოწმოტ
ითხოვს თუ არა ის“ინდივიდუალური უფლების’’ აღიარებას
ხ
·
კაზუსის ამოხსნის
დროს ,როდესაც მოწმდება „სარჩელის წარდგენის უფლებამოსილება’’ ,პირველ
რიგში,უნდა შემოწმდეს,ხომ არ არის სახეზე „საჯარო სამარტლებრივი საფუძველი’’ გამომდინარე
ა)“ადმინისტრაციულ-სამარტლებრივი აქტიდან’’,ბ)
„ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან’’ ან გ) „ადმინისტრაციული დაპირებიდან’’
·
შემდგომ უკვე ვამოწმებთ დ)„საკანონმდებლო
საფუძვლებს’’ და ე)“კანონქვემდებარე აქტებს’’
ხ
·
მხოლოდ იმ შემთხვევაში,როდესაც შემოწმების
შედეგად დავასკვნით,რომ სახეზე არ გვაქვს „მე-3 პირების უფლების’’ დაცვის სამართლებრივი
საფუძველი,უნდა შევამოწმოთ „მოსარჩელეს
უფლება’’ უშუალოდ „ძირითადი უფლების’ განმსაზღვრელი კონსტიტუციური ნორმიდან’’ ხომ არ
გამომდინარეობს[!]
ხ
·
„მე-3 პირის’’ „უფლების’’ „უშუალოდ ძირითადი უფლებებიდან
გამომდინარეობის’’ განსაზღვრის პრაქტიკული
მნიშვნელობა ვლინდება,განსაკუტრებით ისეთ ურთიერთობებში სადაც მოქალაქესა
და ადმინისტრაციულ ორგანოს გარდა,მე-3 პირებიც გვხვდება.
ხ
·
ადმინისტრაციულ-სამარტლებრივი
აქტებში ,რომელთაც აქვთ ორმაგი
ზემოქმედების ძალა,[ანუ „ადრესატისთვის არის „აღმჭურველი’’,ხოლო“მე-3
პირებისთვის’’ „შემზღუდველი’’] მნიშნელოვანია მე-3 პირების „უფლების დაცვის’’
სამართლებრივი საფუძვლების დადგენა.
ხხხხხხხხხხხხხხ
3.“სარჩელის’’ წარდგენის „ხანდაზმულობის ვადები’’[22-ე მუხლის მე-3 ნაწილი]
+
3. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი[ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით].
სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ა)ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ბ)ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან, ასევე გ)ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ნორმატიული აქტის შემთხვევაში – „უშუალო ზიანის მიყენებიდან’’ 3 თვის ვადაში.
·
„სარჩელის დასაშვებობის’’ კიდევ
ერთი კრიტერიუმია „კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადების’’ დაცვა
ხ
·
„გასაჩივრების უფლების’’ „ვადებით
‘’ შეზღუდვა გამომდინარეობს „სამართლებრივი სტაბილურობის’’ ინტერესებიდან.კერძოდ:
a. „აღმჭურველი’’ „ადმინისტრაციულ-სამარტლებრივი აქტის’’ ადრესატს უნდა ჰქონდეს“კანონიერი ნდობა’’,რომ „გასაჩივრების
ვადის ‘’ გასვლის შემდეგ ამ „ადმინისტრაციულ-სამარტლებრივი აქტის’’ საფუძველზე
მის მიერ განხორციელებული „იურიდიული მნიშველობის’’ მოქმედება არ დაექვემდებარება გადახედვას[!]
b. ხოლო „შემზღუდველი’’ „ადმინისტრაციულ-სამარტლებრივი აქტის’’ ადრესატს უნდა ჰქონდეს განცდა,რომ მის მიმართ
გამოცემული „მავალდებულებელი[შემზრუდველი] აქტი’’ „გასაჩივრების ვადის’’ გასვლის შემდეგ
იძენს „შესასრულებლად სავალდებულო ძალას’’,მიუხედავად შემდგომში მისი „უკანონობის’’
გამოვლენისა.
ხ
·
„სარჩელის წარდგენის ხანდაზმულობის ვადების’’ ათვლისას 22-ე მუხლის მე-3
ნაწილის თანახმად უნდა გამოვყოთ 3 შემტხვევა:
1) როდესაც სარჩელის საგანია „ადმინისტრაციულ სამარტლებრივი აქტი’’[რომელიც
არ ექვემდებარება გასაჩივრებას“ადმინისტრაციული წარმოების’’ წესით]
2)
როდესაც სარჩელის საგანია „ადმინისტრაციულ
საჩივარზე’’ გამოტანილი
„გადაწყვეტილება’’
3) როდესაც გასულია „ადმინისტრაციულ საჩივართან’’ დაკავშირებული „გადაწყვეტილების’’ გამოტანისათვის დადგენილი ვადა
·
პირველ შემტხვევაში, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს
„ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის’’ გაცნობიდან, მეორე შემთხვევაში „ადმინისტრაციულ საჩივართან’’ დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან,მესამე შემთხვევაში „ადმინისტრაციულ საჩივართან’’ დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან- 1 თვის ვადაში
·
ხოლო „ნორმატიული აქტის’’ შემთხვევაში -„უშუალო[ინდივიდუალური]
ზიანის’’ მიყენებიდან 3 თვის ვადაში.
ხ
·
„გასაჩივრების ვადის’’ ათვლა უკავშირდება ადრესატისთვის „აქტის’’ ოფიციალურ გაცნობას[!]
·
პრაქტიკაში ხშირად პრობლემურია იმის დადგენა,გაეცნო
თუ არა ადრესატი აქტს.
·
თანამედროვე მმარტველობაში გამოიყენება ტექნიკის თანამედროვე
საშუალებები,როცა აქტის გაცნობა ხდება ელექტრონული საშუალებით.
·
ადრესატის მიერ ელექტრონულ საიტზე შესვლა და ინფორმაციის
გაცნობა ფიქსირდება ავტომატურად,რაც ადასტურებს,რომ ის გაეცნო აქტის შინაარსს
·
აღნიშნული ფორმის გვერდიტ ,ასევე გამოიყენება აქტის
ადრესატისთვის გაცნობა ფოსტის მეშვეობით.[მაგ..როცა „საპატრულო პოლიციის ჯარიმის ქვითარი ‘’ იგზავნება
ფოსტის მეშვეობით],როდესაც ადრესატი იღებს შეტყობინებას და შეგნებულად არ მიდის ფოსტის
განყოფილებაში,რომ თავი აარიდოს ჯარიმის გადახსდას,ივარაუდება,რომ მისტვის ცნობილია
აქტის გამოცემის შესახებ;]
·
[ასევე ,როდესაც შეტყობინება ხვდება საფოსტო ყუტში ან
კურიერის მიერ პირადად გადაეცემა ადრესატის ოჯახის წევრას,ეს უკვე საკმარისია ვარაუდისტვის,რომ
მოხდა აქტის „ოფიციალური გაცნობა“]
·
[[ამის საპირისპიროდ, „შეტყობინების’’ „ავტომანქანის
საქარე მინაზე დატოვება’’ არ შეიძლება ჩაითვალოს „ოფიციალურ გაცნობად’’,რამდენადაც
მისი დაკარგვის მაღალი რეისკის გატვალისწინებიტ,არ
შეიძლება „ადრესატს’’ დაეკისროს ვალდებულება’’]
ხ
·
ზემოთ აღნიშნული „3 შემთხვევის’’ გამიჯვნა,ასევე მნიშვნელოვანია
„მოპასუხე მხარის’’ დადგენის თვალსაზრისით.
1) როდესაც სარჩელის საგანია „ადმინისტრაციულ სამარტლებრივი აქტი’’[რომელიც
არ ექვემდებარება გასაჩივრებას“ადმინისტრაციული წარმოების’’ წესით]
2)
როდესაც სარჩელის საგანია „ადმინისტრაციულ
საჩივარზე’’ გამოტანილი
„გადაწყვეტილება’’
3) როდესაც გასულია „ადმინისტრაციულ საჩივართან’’ დაკავშირებული „გადაწყვეტილების’’ გამოტანისათვის დადგენილი ვადა
·
„სარჩელის საგანი’’ „პირველადი ინდაქტია’’,ამიტომ „მოპასუხე მხარე’’ „პირველადი
ინდაქტის’’ გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოა’’
·
ამრიგად,ინდაქტის
მიმღები „ადმინისტრაციული ორგანო’’ იმ შემტხვევაში
არის „მოპასუხე მხარე’’ ადმინისტრაციულ პროცესში ,როდესაც „ადმინისტრაციულ საჩივარზე’’
მიღებული „გადაწყვეტილება’’[ამ გადაწყვეტილებას იღებს,სხვა, ზემდგომი ადმინისტრაციული
ორგანო] განსხვავდება
„პირველადი გადაწყვეტილებისგან’’
·
მაგ.
1) როდესაც „მეზობლის
ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო’’ თავისი „გადაწყვეტილებით’’
აუქმებს ადმინისტრაციული
ორგანოს გაცემულ „მშენებლობის ნებარტვას’’
[ანუ
„პირველად გადაწყვეტილებას’’]
ან
2) როდესაც „საჩივრის
განმხილველი ორგანოს’’ მიერ მიღებული „გადაწყვეტილება’’ სრულად არ შეესაბამება ადმინისტრაციულ საჩივარში მოცემულ მოთხოვნას
ხ
·
რამდენადაც „ადმინისტრაციული საჩივარი’’ არის „სასამარტლოში „ადმინისტრაციული
სარჩელის ‘’ „დასაშვებობის წინაპირობა,სასამარტლოში
„სარჩელის’’ წარდგენამდე ორი ინდაქტი გვაქვს- „პირველადი გადაწყვეტილება’’ და
„ადმინისტრაციულლ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება’’
ხ
·
„ადმიმისტრაციული სარჩელის’’ „საგანი’’ ინდაქტია[ოღონდ იმ „შინაარსით’’,რომელიც
ასახულია „ადმინისტრაციულ საჩივარზე’’ მიღებულ გადაწყვეტილებაში]
·
ეს ნიშნავს იმას,რომ სასამარტლოში სარჩელის დაშვებისას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა „ადმინისტრაციულ
საჩივარზე’’ მიღებული „გადაწყვეტილების’’ როგორც
„შინაარსს’’ ,ისე „დასაბუთებას’’
ხ
ყურადღება:
·
„პირველადი გადაწყვეტილება’’[ პირველადი ინდაქტი] შეიძლება იყოს „უკანონო’’,მაგრამ თუ „ადმინისტრაციულ
საჩივარზე’’ მიღებული „გადაწყვეტილებით’’[სხვა უფლებამოსილი ორგანოს ინდაქტით] აღმოიფხვრა ეს უკანონობა ,სარჩელის
სასამართლოსი წარდგენა არ იქნება შედეგიანი[ ანუ სასამარტლო არარ მიიღებს ასეთ ადმინისტრაციულ
სარჩელს]
ხ
·
„პირველადი გადაწყვეტილება’’[პირველადი
ინდაქტი] მაშინ ხდება „ადმინისტრაციული სარჩელის’’ საგანი ,როდესაც „ადმინისტრაციულ საჩივარზე მიღებული
„გადაწყვეტილება’’ [სხვა უფლებამოსილი ორგანოს
ინდაქტი] არის უკანონო და ის სასამართლოს მიერ „ბათილად იქნება ცნობილი’’
·
„ადმინისტრაციულ საჩივარზე’’ მიღებული „გადაწყტვეტილების’’ „ბათილად ცნობა’’
იწვევს „პირველადი გადაწყვეტილების’’[პირველადი იმდაქტის] „გაცოცხლებას’’
·
როდესაც ეს „პირველადი გადაწყვეტილებაც’’ „უკანონოა’’ აუცილებელი ხდება ამ „პირველადი გადაწყვეტილების’’
ბათილად ცნობაც[!]
ხ
·
„მხოლოდ საჩივარზე
მიღებული გადაწყვეტილება’’ მაშინ ხდება „ადმინისტრაციული
სარჩელის’’ „საგანი’’,როდესაც ის იწვევს მოსარჩელეს უფლების ხელყოფას.
·
ეს ის შემტხვევაა,როდესაც მაგ.
„მსენებლობის უფლება’’ უქმდება მეზობლის სადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე განხორციელებული
„ადმინისტრაციული წარმოების’’ ფარგლებში[!]
·
ანუ „მშენებლობის უფლების მომპოვებელი პირი’’ ასაჩივრებს სასამარტლოში
არა „პირველად’’[რომლიტაც მიანიჭესს მშენებლობის უდფლება] ,არამედ „საჩივარზე’’ მიღებულ გადაწყვეტილებას,რომლითაც
აუკრძალეს მშენებლობა.
ხ
·
სასამართლოში საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილების „დამოუკიდებლად’’ გასაჩივრება[ანუ
„მხოლოდ საჩივარზე
მიღებული გადაწყვეტილების’’ გასაჩივრება],ასევე
ხდება მაშინ ,როდესაც ის აუარესებს მოსარჩელის „სამართლებრივ მდგომარეობას’’ ან „წარმოების
წესების’’ დარღვევებს იწვევს.
Комментарии
Отправить комментарий