. სარჩელის აღძვრა „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის’’ „ბათილად ცნობის’’ თაობაზე [სასკ-ის 22-ე მუხლი 1-ლი ნაწილი ]
I. სარჩელის აღძვრა „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის’’ „ბათილად ცნობის’’ თაობაზე [სასკ-ის 22-ე მუხლი 1-ლი ნაწილი ]
ა)შესავალი :
მუხლი 22. სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
1.
სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის „ბათილად ცნობის“ ან „ძალადაკარგულად გამოცხადების’’ მოთხოვნით.
·
სასკ -ის 22-ე მუხლის თანახმად,“სასარჩელო მოთხოვნის’’ მიზანია „სასამართლო’’
წესით მისი უფლებების „შემზღუდველი’’ „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის ‘’ გაუქმება
და აქტის გამიცემამდე არსებული მდგომარეობის
აღდგენა.
·
სასკ -ის 22-ე მუხლით მოსარჩელეს ეძლევა შესაძლებლობა დაამტკიცოს ,რომ
„ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი’’ არის უკანონო[ანუ მის გამოცემას არ გააჩნია
სამართლებრივი საფუძველი]
·
„მმართველობით ღონისძიების სამართლებრივი
ფორმა’’[აქტის
„სახე’’] და „მოსარჩელეს მიზანი’’ განსაზღვრავს -„ადმინისტრაციული სარჩელის’’ „ სახეს’’
·
მაგ.“სამშენებლო დავაში’’ -ადმინისტრაციული ორგანოს მიერ „მშენებლობის ნებართვა’’ გაიცემა „ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის’’ ფორმით.
დავის შემტხვევაში მოსარჩელეს მიზანია,ამ ინდაქტის გაუქმებით „პირვანდელი მდგომარეობის’’ აღდგენა
·
კაზუსის ამოხსნისას პირველ რიგში,რიგში უნდა ჩამოყალიბდეს ჰიპოთეზა.
აღნიშნულ „სამშენებლო დავაში’’,როდესაც
მოსარცელეს მიზანია მის მეზობლად მიმდინარე მშენებლობის „შეწყვეტა’’ ,ჰიპოტეზის ფორმულირების ნიმუშია:
„სავარაუდოდ ამ „ადმინისტრაციული სარჩელის’’ „ სახეა’’
სზაკ-ის 22-ე მუხლით დადგენილი „ადმინისტრაციულ-სამარტლებრივი აქტის
‘’ „ბათილად ცნობის ‘’ თაობაზე სარჩელი.
მოსარჩელის „მოთხოვნა’’
კი არის : „დაევალოს’’[სასამართლოს მიერ] „ადმინისტრაციულ ორგანოს’ „ბათილად ცნოს’’ მის მიერ
გაცემული “მშემებლობის ნებართვა’’[ანუ შესაბამისი „ინდაქტი’’]
·
ყურადღება: სარჩელები 22-ე მუხლის საფუძველზე მხოლოდ მაშინ იქნება „შედეგიანი’’,როდესაც ისისინი შეესაბამება ა)“სარჩელის დასაშვებობის’’ და ბ) „სარჩელის დასაბუთებულობის
‘’ კრიტერიუმებს [ამ კრიტერიუმებზე იხ. ცალკე ფაილები]
ბ).„ბათილად ცნობა’’ და „ძალადაკარგულად
გამოცხადება’’ ცნებები[იხ. 22-ე მუხლის 1-ლი ნაწ]
·
„ადმინისტრაციული სარჩელის’’ „ სახელწოდებაში’’
„ბათილად ცნობის’’ და „ძალადაკარგულად გამოცხადების’’ ცნებების
ერთმანეთისგან განსხვავებას არ აქვს პრაქტიკული მნიშვნელობა .სახეზეა ე.წ. „საკანონმდებლო
ხარვეზი’’
ხ
·
როგორც „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის „ბათილად
ცნობის ‘’ თაობაზე სარჩელის’’ ,ისე „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის „ძალადაკარგულად გამოცხადების’’ თაობაზე სარჩელის’’ მიზანია
„უკანონო’’ ადმინისტრაციული აქტის „გაუქმება’’ - მისი
„გამოცემის დღიდან’’
[შენიშვნა:
„ნორმატიული ადდმინისტრაციულ -სამარტლებრივი
აქტის’’[ნორმაქტის] შემთხვევაში .სზაკი[ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი]
უშვებს,სასამართლოს მხრიდან მისი „გაუქმების შესაძლებლობას’’- „მისი უკანონობის დადგენის დღიდან’’]
·
საქარტველოს უზენაესი სასამართლოს
2013 წლის 16 ივლისის განჩინებაში ადმინისტრაციულ საქმეზე
#ბს-192-184[3კ-13]-განმარტა ,რომ :
„ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის’’ „ბათილად
ცნობა’’ ნიშნავს
მისი უკანონო ხასიატის დადგენას „გამოცემის მომენტში’’[ანუ
„აქტი გამოიცა მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ’’]
ხ
ყურადღება:
მხოლოდ „ადმინისტრაციული
ორგანოა’’ უფლებამოსილი,“თავისი
ინიციატივით’’ გადაამოწმოს მიღებული“ამინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის’’ „კანონიერების
საკითხი’’ მისი „კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ’’[რაც „მმართველობის კანონიერების პრინციპის’’
უზრუნველყოფას ემსახურება]
იმ შემტხვევაში თუ
„აქტი’’ აღმჭურველი[უფლების მიმნიჭებელი] ხასიათისაა,მისი „კანონიერების’’ გადამოწმებისას,აქტის
გამომცემი ორგანო „ვალდებულია’’,შეაფასოს ამ აქტის
ადრესატის „კანონიერი ნდობის’’
უფლება[იხ. სზაკ
მე -60 1 მუხლის მე-4-7 ნაწილები]
·
„საკასაციო სასამართლო’’ მიიჩნევს,რომ „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის
მე -60 1 მუხლის მე-4-7 ნაწილების
ტექსტში „ზემდგომ ადმინისტრაციული ორგანოს’’ და“სასამართლოს’’,როგორც „სადავო აქტის მოქმედების
შეწყვეტის თარიღების განმსაზღვრელ ორგანოებად მითითება’’,მიჩეულ უნდა იქნეს -„საკანონმდებლო ხარვეზად’’,რადგან-ასეთი ფორმულირება ეწინააღმდეგება
„ადმინისტრაციულ-სამარტლებრივი აქტის კანონიერ ძალაში შესვლის’’ ინსტიტუტს[!],კერძოდ,მისგან[„კანონიერ
ძალაში შესვლიდან’’] გამომდინარე „სამართლებრივი შედეგების’’ დაცვის მიზანს
.[რაც თავის მხრივ “კანონიერი მმართველობის’’ სტაბილურობის გარანტიას წარმოადგენს]
ხ
·
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე: „ადმინისტრაციულ სამართლებრივი
აქტის’’ „ბათილად ცნობა’’ „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის’’
სზაკ-ის მე
-60 1 მუხლის მე-4-7 ნაწილების
„საფუძველზე’’
განეკუთვნება ამ აქტის გამომცემ „ადმინისტრაციული ორგანოს’’ „დისკრეციულ
უფლებამოსილებას’’[ მუხლი 601 . ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა]
·
ხოლო „სასამართლო’’ გასაჩივრებული
ადმინისტრაციული აქტის „გაბათილებისას’’ ხელმძღვანელობს
„ადმინისტრაციული
საპროცესო კოდექსის’’[სასკ-ის] 32-ე მუხლით.[მუხლი 32. სასამართლო გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე სარჩელთან დაკავშირებით ]
[ეს დაიმახსოვრე
კაზუსებისთვის]
ხ
·
„ტერმინოლოგიური აღრევის’’ პრობლემა
კარგად ჩანს ერთ-ერთ დავაში
·
მოსარჩელემ მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და „მოითხოვა’’ “სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ’’ განჩინების გაუქმება იმ მოტივით,რომ „ინდაქტის’’
კანონიერების შემოწმებისას,უნდა შეფასდეს „არამარტო
გასაჩივრებული აქტის შესაბამისობა კანონმდებლობასთან’’,არამედ,საქმის გარემოებათა
გატვალისწინებით,ასევე უნდა მოხდეს „აღმჭურველი
აქტით დაცული უფლების’’ და „ამ აქტის გაბათილებით
მიყენებული ზიანის’’ შედარება.
·
მოსარჩელეს მოსაზრებით,“მოქმედი კანონმდებლობა „დაუშვებლად’’ მიიჩნევს,თუნდაც
„უკანონო’’ „აღმჭურველი აქტების’’ „ბათილად ცნობას’’ ,თუ „არსებითად’’ არ ირღვევა
„სახელმწიფო ინტერესი’’ ,ან „საზოგადოებრივი იინტერესი’’,ან“სხვა პირის კამონიერი უფლება’’
·
მოსარჩელეს ეს არგუმენტები „ადმინისტრაციული
კანონმდებლობის’’ არასწორად „გაგების’’ შედეგია.
სასამართლოში „უფლების’’ დაცვის დროს არ ხდება „კანონიერების პრინციპის’’ და „კანონიერი
ნდობის პრინციპის’’ დაპირისპირება.
·
„ადმინისტრაციული სარჩელის’’ ფარგლებში სასამართლოში მოწმდება
მხოლოდ „ადმინისტრაციული აქტის’’ „კანონიერება-უკანონობა’’
და „უკანონობის’’ საფუძვლების გამოვლენის შემთხვევაში,არ არსებობს სასამართლოს მხრიდან „ადმინისტრაციული აქტის’’“ბათილად ცნობის’’ შემაფერხებელი
რაიმე გარემოება[ეს დაიმახსოვრე კაზუსებისთვის ]
ხ
·
მოსარჩელეს მიერ ზემოთ მოყვანილი არგუმენტები „ტერმინოლოგიურად’’
ვრცელდება,მხოლოდ იმ „ბათილობებზე’’,როდესაც „კანონიერ ძალაში შესული’’ „უკანონო აღმჭურველი
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის’’ „ადმინისტრაციული ორგანოს’’ ინიციატივით „ბათილად ცნობა’’
ხდება.
Комментарии
Отправить комментарий