„მომხმარებლის მოტყუება’’[სსკ- 219-ე მუხ]
· ეს დანაშაული ხელყოფს ვაჭრობის სფეროში დამყარებულ ურთიერთობებს
· მისგან სს-ვი დაცვის „უშუალო ობიექტია’’:“სამომხმარებლო ბაზარზე ჩამოყალიბებული ურტიერთობები’’,რომლებიც აწესრიგებს სამეწარმეო სუბიექტების საქმიანობას და იცავს მომხმარებლის უფლებებს და ინტერესებს’’
· სს-ვი დაცვის „დამატებითი ობიექტია’’: „მომხმარებლის მატერიალური ინტერესები’’
ხ
· ამ დანაშაულის „ამსრულებელი სპეციალურია’’: - ა)იმ ორგანიზაციის მუშაკები,რომლებიც „საქონლის რეალიზაციას[გაყიდვებს] ‘’ ან „მოსახლეობის მომსახურებას’’ ახორციელებენ ,აგრეთვე ბ)ინდივიდულური მეწარმე ვჭრობის ან მომსახურების სფეროში ან ასეთ „მეწარმესთან’’ ხელშეკრულებით მომუშავე პირები- „გამყიდველი’’ და სხვა
ხ
· „დანაშაულის საგანი’’ – „საქონელი’’ ,ან „მომსახურება’’
ხ
219-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დანაშაულის
„ობიექტური მხარე’’
მუხლი 219. მომხმარებლის მოტყუება
1. მომხმარებლის მოტყუება ზომაში, წონაში ან ანგარიშში, ანდა მისთვის მცდარი წარმოდგენის შექმნა საქონლის სამომხმარებლო თვისების ან ხარისხის შესახებ, აგრეთვე მისი სხვაგვარი მოტყუება მომსახურებისას, რამაც მომხმარებელი მნიშვნელოვნად დააზიანა, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე.
·
1-ლი ნაწილის ობიექტური მხარე’’ გამოიხატება „მომხმარებლის ‘’ „მოტყუებაში’’
კანონში მითითებული „ხერხებით’’
· მომხმარებლის მოტყუების „ხერხებია’’ ,მისი მოტყუება : ა) „ზომაში’’, ბ)“წონაში’’,გ) „ანგარიშში’’[ფასში] დ)“მომხმარებლისთვის მცდარი წარმოდგენის შექმნა „საქონლის’’ სამომხმარებლო თვისების შესახებ[მაგ. „უხარისხო საქონელი’’ საღდება როგორც „ხარისხიანი’’] ე)მომხმარებლის „სხვაგვარი მოტყუება ‘’მომსახურებისას თუ ამ „სხვაგვარმა მოტყუებამ’’ „მნიშვნელოვანი ზიანი’’ გამოიწვია [მაგ. გამყიდველმა მყიდველს გადასცა არა ის საქონელი,რაშიც მან ფული გადაიხადა,არამედ „სხვა’’ საქონელი]
ხ
· 1-ლი ნაწილის დანაშაულის „ჩადენის ადგილია’’: ა)იმ ორგანიზაციების შენობები,რომლებშიც „საქონლის რეალიზაციას’’ ახორციელებენ ან „მომსახურებას’’ უწევენ „მომხმარებლებს’’ ბ)“სხვა ადგილები’’, სადაც ეს ორგანიზაციები ყიდიან საქონელს ან ემსახურებიან „მომხმარებელს , გ) ადგილები სადაც ინდმეწარმეები პირადად ან მათ მიერ დაქირავებული მუშაკები ინდივიდუალრი სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებენ ვაჭრობის ან მომსახურების ფეროში
ხ
· „ქმედების’’[„მომხმარებლის მოტყუების’’] ჩადენის აუცილებელი პირობაა მისი განხორციელება „საქონლის რეალიზაციის ‘’ დროს [ე.ი. „ნასყიდობის ხელშეკრულების’’ დადების დროს] ან „მომსახურებისას’’ სამეწარმეო საქმიანობის დროს[ მაგ. რესტორანში „მომსახურების’’ გაწევის შემდეგ,რესტორნის თანამშრომელმა „გაბერილი’’ დანახარჯი გადაახდევინა მომხმარებელს -ნაცვლად 200 ლარისა,270 ლარი]
ხ
ა) „ზომასა და წონაში მოტყუება’’
· „ზომასა და წონაში მოტყუების’’ დროს „მომხმარებელი’’ იღებს გადახდილთან შედარებიტ ნაკლები რაოდენობის საქონელს
· ამ მოქმედებას შეიძლება ადგილი ჰქონდეს როგორც „უშუალოდ გაყიდვის’’ პროცესში ,ისე საქონლის „წინასწარი დაფასოების’’ დროს.
· ქმედების „ზომასა და წონაში მოტყუებად’’ კვალიფიკაციისთვის არ აქვს მნიშვნელობა,რა ხერხით არის შეცვლილი საქონლის რაოდენობრივი პარამეტრები.
ბ)“ანგარიშში მოტყუება’’
·
„ანგარიშში მოტყუება’’ ნიშნავს „გამყიდველის’’ ან
„მომსახურების გამწევი პირის’’ მიერ „მომხმარებელთან’’ „წინასწარ შეთანხმებული’’ ან საჯაროდ „გამოცხადებული’’ ფასიდან გადახვევას[!]
·
„ანგარიშში მოტყუება’’ არის „მომხმარებლის მოტყუება’’ „საქონლის’’ ან „მომსახურების’’
ფასის გამოთვლის დროს,ან მისთვის კუთვნილი „ხურდის’’ დაბრუნების დროს და სხვა.
·
„ანგარიშში მოტყუებად’’ უნდა ჩაითვალოს ,ასევე, „ფასის შეგნებულად არასწორად მითითება,თუ
ეს ფასი განსაზღვრულია „ნორმატიულ-სამართლებრივი აქტით’’ და ის „მომხმარებელთან’’
„შეთანხმებით ‘’ არ დგინდება[!]
გ) „მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა“ [საქონლის/მომსახურების
სამომხმარებლო თვისების ან ხარისხის შესახებ]
·
„მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა’’ ნიშნავს „განზრახ’’ არასწორი ინფორმაციის
მიწოდებას, „მომხმარებლის გადაწყვეტილებაზე’’ ზემოქმედების მიზნით[!]
·
„საქონლის’’ ან „მომსახურების’’ „სამომხმარებლო თვისებები’’ ან „ხარისხი’’
განისაზღვრება „სტანდარტით’’[!],
ანუ ნიმუშით,აღწერილობით და წარმოადგენს „საქონლის’’/ან „მომსახურების’’
„ნორმატიულად განსაზღვრულ’’ დახასიატებას.
·
ზოგჯერ, „საქონლის’’ ან „მომსახურების’’ „სამომხმარებლო თვისებები’’ ან
„ხარისხი’’ საჭიროების შემთხვევაში „კონკრეტდება’’[იწერება,ან
ზეპრად თანხმდება ] „მომხმარებელთან’’ დადებულ ხელშეკრულებაში[!]
·
„საქონლის’’/ან „მომსახურების’’ „სამომხმარებლო თვისებაში’’ ან „ხარისხში’’ შეიძლება
შედიოდეს საქონლის/მომსახურების : ა) „საექსპლუატაციო
ვადა’’ ,ბ)“საგარანტიო ვადა’’,ანუ „დამამზადებლის ვალდებულება უზრუნველყოს გაყიდული
საქონლის/ან მომსახურების უფასო რემონტი და
ტექნიკური მომსახურება გარკვეული დროის განმავლობაში’’
·
მოქმედი კანონმდებლობით „გამყიდველი’’/ “მწარმოებელი’’ მოვალეა „მომხმარებელს’’ მიყიდოს
საქონელი/ან „მომსახურება’’ რომელიც შეესაბამება
ან ა)ხარისხზე სტანდარტის მოთხოვნებს ან
ბ)ხელშელშეკრულებით „შეთანხმებულ’’ მოთხოვნებს
,ანდა გ)„ხარისხის შესახებ ჩვეულებრივ წაყენებულ მოთხოვნებს’’
·
თუ იყიდება“საქონელი’’ ან „მონსახურება’’,რომლის
ხარისხიც არ შეესაბამება ამ „სავალდებულო მოთხოვნებს’’ და „მომხმარებელი’’
ამის შესახებ „ინფორმირებული’’ არ არის და პირიქით არწმუნებენ,რომ
საქონელი/ან მომსახურება შესაბამისობაშია „ხარისხზე’’ „სავალდებულო მოთხოვნებთან’’,მაშინ
ეს არის სწორედ „მომხმარებლის
შეცდომაში შეყვანა’’[!]
დ) „მომხმარებლის სხვაგვარი მოტყუება’’
·
„მომხმარებლის სხვაგვარ მოტყუებაში’’
უნდა ვიგულისხმოთ ნებისმიერი სხვა ქმედება,რომელიც
მიმართულია „მომხმარებლის’’ დეზორიენტაციაზე მისტვის“არსებითი მნიშვნელობის მქონე’’
„ხელშეკრულების პირობებთან’’ დაკავშირებით.
·
მაგ. „მომხმარებლის’’ მიერ შეძენილი
საქონლის ნაცვლად მისთვის „სხვა’’ სასაქონლო
ნიშნის მქონე ნივთის გადაცემა [ანუ „ხარისხიანი’’ საქონლის ნაცვლად „ნაკლები ხარისხის
საქონლის’’ გადაცემა ან ისეთი საქონლის გადაცემა,რომელსაც
არ აქვს ის „სამომხმარებლო თვისება’’,რაც
„შეძენილ ‘’ საქონელს ]
ხ
·
ეს დანაშაული „ნაწილობრივ ფორმალური’’ და „ნაწილობრივ მატერიალური’’ შემადგენლობისაა.
·
კერძოდ, „მატერიალური შემადგენლობისაა’’
“მომხმარებლის სხვაგვარი მოტყუება’’,რამაც მომხმარებელი „მნიშვნელოვნად უნდა დააზიანოს’’
·
რა ჩაიტვლება „მნიშვნელოვან ზინად’’,ეს
საკიტხი უნდა გადაწყდეს ამ მუხლის „შენიშვნის’’ მხედველობაში მიღებით,სადაც განსაზღვრულია
თუ რა იგულისხმება „დიდ ოდენობაში’’
მუხლი 219. მომხმარებლის მოტყუება
შენიშვნა: ამ მუხლში „დიდ ოდენობად“ ითვლება მოტყუებით მიყენებული ზიანის ოდენობა, რომელიც აღემატება[!] მომხმარებლის მიერ გადასახდელი ღირებულების 20 პროცენტს.
·
ამდენად,
219-ემუხლის 1-ელ ნაწილში გათვალისწინებული ე.წ. „მნიშვნელოვანი ზიანიი’’ ნაკლებია „დიდ ოდენობაზე’’ და არ უნდა აღემატებოდეს[!] „მომხმარებლის მიერ გასასახდელი ღირებულების 20
%-ს
ხ
219-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დანაშაულის
„სუბიექტური მხარე’’
·
219 -ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ამსრულებლის’’ „მოტივს’’ და „მიზანს’’ არა აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა
·
ამასთან „მოტივი’’ უმეტეს შემტხვევებში „ანგარებაა’’,ხოლო „მიზანი’’ „მოგების’’ [„სარგებლის’’] მიღების სურვილი
·
ტუმცა „მიზანი’’ სხვაც შეიძლება იყოს
,მაგ.“ვადაგასული’’[ან „ჩაწოლილი’’[რომელიც არ იყიდება,რადგან არავის უნდა] „საქონლის’’
„გასაღება[!],რითაც ასევე შეიძლება
„იზარალოს’’ „მომხმარებელმა’’.
219-ე მუხლის
1-ლი ნაწილის დანაშაულის „ბრალის’’ ფორმა
·
„ბრალის ფორმის’’ მიხედვიტ ,დანაშაული „პირდაპირ განზრახვას’’ გულისხმობს
·
დამნაშავეს „გაცნობიერებული აქვს’’,რომ „ატყუებს’’ მომხმარებელს და „სურს’’ ეს.
219-ე მუხლის
მე- 2 ნაწილი „ბრალის დამამძიმებელი გარემოებები’’]
მუხლი 219. მომხმარებლის მოტყუება
+
1. მომხმარებლის მოტყუება ზომაში, წონაში ან ანგარიშში, ანდა მისთვის მცდარი წარმოდგენის შექმნა საქონლის სამომხმარებლო თვისების ან ხარისხის შესახებ, აგრეთვე მისი სხვაგვარი მოტყუება მომსახურებისას, რამაც მომხმარებელი მნიშვნელოვნად დააზიანა, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე.
2.
იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ბ) დიდი ოდენობით;
გ) ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ, –
ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
·
219-ე
მუხლში „დიდ ოდენობად’’ ითვლება :
“ მოტყუებით მიყენებული ზიანის ოდენობა, რომელიც აღემატება მომხმარებლის მიერ გადასახდელი ღირებულების 20 პროცენტს.[ამ მუხლის „შენიშვნა’’]
ხ
·
ბოლოს უნდა აღინიშნოს,რომ ეს დანაშაული[„მომხმარებლის
მოტყუება’’] დანაშაულის „თაღლითობა’’ „სპეციალურ შემთხვევას’’ წამოადგენს.
Комментарии
Отправить комментарий