ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება [მუხ.118]

 

   


მუხლი 118-ე  ნაწილი პირველი:

    მუხლი 118. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება

 +

1. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117- მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან, –

ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თვრამეტ თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

·        118-მუხლით გატვალისწინებული დანასაულისგან  სს-ვი „დაცვის ობიექტია’’- ადამიანის ჯანმრთელობა

·        ამრულებელია- 14 წელს მიღწეული,ქმედუნარიანი პირი[ანუ საერტო სუბიექტი]

·        ობიექტური მხარე - გამოხატება ა) როგორც მოქმედებაში,ისე უმოქმედობაში[როცა მოქმედების ვალდებულება არსებობდა]  ,ბ) დამდგარ შედეგში და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის;

ამდენად,118-ე მუხლში  სახეზეა დანააულის „მატერიალური შემადგენლობა’’ ე.ი. ამ დანაშაულის „დამთავრებულად“ ცნობისათვის საჭიროა 118-ე მუხლში ჩამოტვლილი შედეგებიდან ერთ-ერთის დადგომა

·       118-მუხლით გათვალისწინებული დანაშაული  განხვავდება  117-ე მუხლით გათვალისწინებული  დანაშაულისგან იმით რომ:

 

ა)118-მუხლით გათვალისწინებული დანაშაული არ არის „სიოცხლისათვის სახიფათო’’ და არც იმ „შედეგებს’’ იწვევს რაც ჩამოთვლილია 117-ე მუხლში[მხედველობის,სმენის,მეტყველების ან სხვა ორგანოს ფუნქციის დაკარგვა და ა.შ.]

და

ბ)ჯანმრთელობის“ნაკლებად მძიმე დაზიანებისათვის’’ დამახასიათებელია 1) ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა  და 2) საერთო შრომისუნარიანობის მყარი ,ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვა;[ ამათ ეწოდებათ „ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების“ ნიშნები]

რას ნიშნავს“ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა’’ ?

·       „ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა’’ სახეზეა როცა ადამიანის რომელიმე ორგანოს ავადმყოფური მდგომარეობა 21 დღეს სჭარბობს;

·       პირი მწოლიარე მდგომარეობაშია[21 დღე და მეტი] და წართმეული აქვს შრომისუნარიანობა

·       ყურადღება: თუ ასეთი მდგომარება 21 დღეზე ნაკლებია,მაშინ ადგილი აქვს „ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას’’

რას ნიშნავს „საერთო შრომისუნარიანობის მყარი ,ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვა ,ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვა’’ ?

·       საერთო შრომისუნარიანობის მყარი დაკარვისას-ადამიანის სხეულის ორგანოს ავადმყოფური მდგომარეობა არ ემორჩილება მკურნალობას[„ჯანრთელობის ხანგრძლივი მოშლისას’’ კი ორგანო  განკურნებადია]

·       საერთო შრომისუნარიანობის მყარი დაკარვისას- ადამიანის ორგანიზმი მიყენებული დაზიანების გამო დასუსტებულია და დაზარალებული შრომისუნარიანობას კარგავს „მყარად’’ ანუ სამუდამოდ(!) ,ანდა 120 დღეზე მეტად

·       განსხვავებით „ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისგან’’ [მუხ.117-ე]  აქ [ანუ „ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას [მუხ118-ე]   დაზარალებულის [საერთო]შრომისუნარიანობის დაკარგვა ხდება ერთ მესამედზე ნაკლებად [ანუ 10-დან 33% -მდე]

·       თუ რამდენი პროცენტითაა დაკარგული[საერთო] შრომისუნარიანობა ამას ადგენს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

 

მაგ. ჩხუბში პირმა მეორეს კიდურები დაუზიანა,დაზარალებულმა შრომისუნარიანობა დაკარგა 25%-ით[ექსპერტიზის დასკვნით]  ორი წლის განმავლობაში.

მართალია ,ამ შემთხვევაში[საერთო] შრომისუნარიანობა „მყარადაა’’ დაკარგული[ანუ 120-დღეზე მეტი ხნით] ,მაგრამ ვინაიდან იგი დაკარგულია 1/3 ნაკლებად[მხოლოდ 25%-ით],ქმედება დაკვალიფიცირდება არა 117-ე  ,არამედ 118-ე მუხლით

·       ასევე,როცა პირი მეორეს „პროფესიულ შრომისუნარიანობას’’ ნაწილობრივ  [და არა მთლიანად] დააკარგვინებს,თუნდაც სამუდამოდ,ქმედება დაკვალიფიცირდება არა 117-ე ,არამედ 118-ე მუხლით,რადგან „ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის’’ აუცილებელია „პროფესიული შრომისუნარიანობა’’ დაკარგული იყოს „მყარად’’ და ამავე დროს სრულად(!) და არა ნაწილობრივ!!!

ხხ

·       „წესები სხეულის დაზიანების სიმძიმის განსაზღვრის შესახე’’ ჯანმრთელობის „ნაკლებად მძიმე დაზიანებას’’  მიაკუთვნებს:

a.      ერთ ყურში სმენის დაკარგვას

b.      ერთ თვალში მხედველობის დაკარგვას

c.      ხელის საჩვენებელი ან ცერა თითის დაკარგვას

d.      წვრილი ძვლების დახურულ მოტეხილობას

e.      ფეხის თითის დაკარგვას

f.       ხერხემლის ფუნქციის მსუბუქი ხარისხით დაზიანებას

g.      თირკმლის ნაწილის ამოღებას და სხვა

 

 

ხხ

·        სუბიექტური მხარე: ქმედების მოტივს და მიზანს ,როგორც წესი არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა

·        ბრალის ფორმა: ეს დანაშაული განზრახია. განზრახვა გამოიხატება მისი ორივე სახით-როგორც პირდაპირი,ისე არაპირდაპირი განზრახვით

·        განზრახვის დასაბუთებითვის საკმარისია პირს გაცნობიერებული ჰქონდეს მისი ქმედების ფაქტობრივი შედეგი[მაგ. საკმარისია იცოდეს ,რომ მის ქმედებას მოჰყვება სხვა პირის ცალი ყურით დაყრუება’’ და არაა სავალდებულო იცოდეს,თუ დაზიანების რომელ სახეს[მძიმეს,ნაკლებად მძიმეს თუ მსუბუქს] მიეკუთვნება იგი.

 

მუხლი 118-ე  ნაწილი მე-2:

·        118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გამკაცრებულია პასუხისმგებლობა „ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის’’,რაც ჩადენილია 117-ე მუხლის მე-3 ნაწილიტ გათვალისწინებულ დამამძიმებელი გარემოებების არსებობისას ანდა იმ პირის მიერ,ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ან  სისხლის სამართლის კოდექსის 108 -ე ან 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული

·        როგორც ვხედავთ 118-ე მუხლის მე-2 ნაწილში გათვალისწინებულია „ორი ჯგუფის’’ დამამძიმებელი გარემოება;

·        დამამძიმებელი გარემოებების „პირველ ჯგუფზე’’ ანუ 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ დამამძიმებელ გარემოებებზე აქ არ შევჩერდებით[რადგან ისინი უკვე განვიხილეთ იხ.117-ე მუხლის ფაილი]

·        შევჩერდებით მხოლოდ 118-ე მუხლის დამამძიმებელი გარემოებების მე-2 ჯგუფზე- „იმ პირის მიერ,ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა „ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება“ ან  სისხლის სამართლის კოდექსის 108 -ე ან 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული“

·        მასში იგულისხმება ისეთი შემთხვევა,როცა პირი ადრე ჩადენილი „ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის’’   ან „მკვლელობისთვის’’ არაა ნასამართლევი(!)[თუკი იგი ნასამართლევია,რომელიმე ამ დანაშაულისტვის მაშინ სახეზე იქნება 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული „პირველი ჯგუფის’’ დამამძიმებელი გარემოება]

·        რაც შეეხება მეორე ჯგუფის შემტხვევას,ამ დროს ქმედება დაკვალიფიცირდება დანაშაულთა ერთობლიობით-ანუ ეოგორც 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით,ისე 117-ე მუხლისა და განზრახი მკვლელობის შესაბამისი მუხლით;

·        უკეთუ პირს მოხსნილი აქვს ბრალდება 117-ე ან მკვლელობის მუხლით,მაშინ ქმედება დაკვალიფიცირდება 118-ე მუხლის პირველი ნაწილით[თუ სახეზე არაა 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სხვა დამამძიმებელი გარემოება]

 

მუხლი 118. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება

 

2. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ამ კოდექსის 117- მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას ანდა იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ან ამ კოდექსის 108- ან 109- მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

მუხლი 118-ე  ნაწილი მე-3:

·        118-ე მუხლის მე-3 ნაწილი კვალიფიცირებულია „ტანმდევი შედეგით’’

·        კერძოდ,“ამ მუხლის პირველი ან მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება,რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა.“

·        სახეზეა ე.წ. ბრალის „ რთული[ორმაგი]’’  ფორმა: - ა) განზრახვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების მიმართ და ბ) გაუფრთხილებლობა სიკვდილის მიმართ[იხ. 117 მუხლის მე-2 ნაწილის კომენტარი]

·        ამასთან უნდა აღინიშნოს,რომ ვინაიდან ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება არ არის „სახიფათო სიცოცხლისათვის’’ და ასევე არ იწვევს 117-ე მუხლით გათვალისწინებულ შედეგს[„ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას’’],ამდენად ამ შემთხვევაში „სიკვდილის მიმართ გაუფრთხილებლობის’’ დასაბუთება უფრო ძნელია;

სიკვდილი’’ არაა ტიპური შედეგი „ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის’’.

·        ამის მიუხედავად,“გაუფრთხილებლობის’’ დასაბუთება სიკვდილის მიმართ შესაძლებელია;

·        საქმე ისაა,რომ „ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.სწორედ ამიტომ აუცილებელია სათანადო მკურნალობის ჩატარება,წინააღმდეგ შემთხვევაში პირი თავისთავად ვერ განიკურნება.

·        მაგ. როცა მოჭრილია ხელის თითის თუნდაც ნაწილი,თუ დაჭრილს არ ჩაუტარდა სათანადო სამედიცინო მკურნალობა ,შეიძლება დადგეს სიკვდილი.

·        მართალია,ზიანის მიყენების მომენტში,ამგვარი ჭრილობა არ უქმნის იმწუთიერ საფრთხეს სიცოცხლეს ,მაგრამთუ მკურნალობა დაგვიანდა,მაინც შეიძლება იგი ლეტალური შედეგით დამთავრდეს.

·        ასეთი [სასიკვდილო]შედეგი შეიძლება  დადგეს დაზარალებულის არასწორი მკურნალობის დროს,ყოველივე ამის გათვალისწინება დამნაშვეს შეუძლია და ვალდებულივც არის

 

   მუხლი 118. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება

 +

1. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117- მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან, –

ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თვრამეტ თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

2. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ამ კოდექსის 117- მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას ანდა იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ან ამ კოდექსის 108- ან 109- მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ

 

 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები