11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის და კოლეგიების უფლებამოსილებები (ზოგადი დახასიათება).
საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები განაწილებულია
პლენუმსა და კოლეგიებს შორის.
· გადაწყვეტილების იურიდიულ ძალაზე, ხარისხსა და მნიშვნელობაზე გავლენას არ ახდენს, ის პლენუმმა მიიღო თუ კოლეგიამ.
· აქედან გამომდინარე, პლენუმი არ უნდა განიხილებოდეს, როგორც
კოლეგიების „ზემდგომი ინსტანცია“.
ხ
· ფორმალურად პლენუმის უფლებამოსილებების რაოდენობა აღემატება კოლეგიებისას.
· მიუხედავად ამისა, კოლეგიები გაცილებით მეტ საქმეებს განიხილავენ, ვიდრე პლენუმი.
· ეს განპირობებულია კოლეგიების კომპეტენციის სპეციფიკით და განსაკუთრებით იმით, რომ როგორც წესი, სწორედ კოლეგიები ახორციელებენ
„ადამიანის ძირითადი უფლებების’’ შეზღუდვის კონსტიტუციურობის კონტროლს.
ხ
· საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიებს შორის კომპეტენცია გამიჯნული არ არის. ისინი იდენტური უფლებამოსილებებით სარგებლობენ.
ხ
· საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიები განიხილავენ შემდეგ საკითხებს:
1) ძირითადი უფლებების „შეზღუდვის’’ კონსტიტუციურობის კონტროლი;
2) სახელმწიფო და ადმინისტრაცილ ორგანოებს
შორის „დავებს
უფლებამოსილების შესახებ’’
3) „პოლიტიკური პარტიის შექმნისა და საქმიანობის’’ კონსტიტუციურობის კონტროლი;
4) „საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის’’ კონსტიტუციურობის კონტროლი;
5) მუნიციპალურ „კონსტიტუციური სარჩელებს’’
ხ
· საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ახორციელებს ორი ტიპის - სტაბილურ და შესაძლო უფლებამოსილებებს.
· სტაბილური უფლებამოსილებები ორგანული კანონით ექსკლუზიურად პლენუმს აქვს მინიჭებული.
· სტაბილური უფლებამოსილებებისკატეგორიას მიეკუთვნება:
1) „აბსტრაქტული ნორმათკონტროლი’’[იხ.
ფაილი სასამარტლო „კონტროლის სახეები’’ იქ არის ეს სახე ]
2) „საერთო სასამართლოს წარდგინება’’
3) „საერთაშორისო ხელშეკრულების’’ კონსტიტუციურობის კონტროლი;
4) „რეფერენდუმისა და არჩევნების’’ კონსტიტუციურობის კონტროლი;
5) „დასკვნა იმპიჩმენტთან დაკავშირებით’’
6) დავა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის დარღვევის თაობაზე;
7) საქართველოს კონსტიტუციასთან და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ნორმატიული აქტების შესაბამისობის საკითხი;
8) საქართველოს კონსტიტუციის 59-ე, 64-ე მუხლებთან ნორმატიული აქტების შესაბამისობის საკითხი (იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინება);
9) „ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციურობის საკითხი’’.
· „შესაძლო უფლებამოსილებებს’’ პლენუმი ახორციელებს მხოლოდ გარკვეული ფორმალური და მატერიალური წინაპირობების არსებობისას.
· „შესაძლო უფლებამოსილებების ‘’კატეგორიას განეკუთვნება:
1) საქმეების განხილვა, რომელიც მოიცავს როგორც პლენუმის, ასევე კოლეგიის განსჯად საკითხებს.
[ მაგალითად, თუ „ძირითადი უფლებების შეზღუდვის კონსტიტუციურობის კონტროლის ფარგლებში’’ გასაჩივრებულია როგორც ორგანული კანონის, ასევე ჩვეულებრივი კანონის ნორმები, საქმეს განიხილავს პლენუმი, რადგანაც „ორგანული კანონის’’ ნორმის კონსტიტუციურობის საკითხის განხილვა მისი პრეროგატივაა;]
2) პლენუმისთვის გადაცემული [!]საქმეების განხილვა.
·
პლენუმისთვის საქმის გადაცემის უფლებამოსილება აქვს კოლეგიას, სასამართლოს თავმჯდომარეს ან კოლეგიის წევრს.
·
პლენუმისთვის საქმის „გადაცემა’’ შეიძლება განხორციელდეს ორი საფუძვლით:
1)
განსახილველ საქმესთან დაკავშირებით კოლეგიის
პოზიციის
ქონა,
რომელიც
განსხვავდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ადრე გამოტანილ გადაწყვეტილებაში (გადაწყვეტილებებში) გამოხატული სამართლებრივი პოზიციისგან.
[ამ შემთხვევაში, შეიძლება შეიცვალოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა. მიზანშეწონილია, რომ ეს განახორციელოს სასამართლოს სრულმა შემადგენლობამ პლენუმის სახით, რომელიც პრაქტიკის ერთგვაროვნების უზრუნველყოფის ინსტრუმენტად გვევლინება.აღნიშნული საფუძვლით საქმის პლენუმისთვის გადაცემის უფლებამოსილებით აღჭურვილია კოლეგია ან კოლეგიის წევრი]
2) განსახილველი საქმე თავისი შინაარსით წარმოშობს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათ
ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას.
[ეს
საფუძველი საკმაოდ ბუნდოვანია. მსგავსი პრობლემა საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯად თითქმის ყველა საქმეს ახასიათებს.]
·
პლენუმისთვის საქმის გადაცემის უფლებამოსილებით, კოლეგიასა და კოლეგიის წევრთან ერთად, სარგებლობს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეც.
ხ
·
პლენუმისთვის საქმის გადაცემას ახლავს პასუხისმგებლობის არიდებისა და საქმის განხილვის გაჭიანურების რისკები.
·
მათი
პრევენცია, პირველ რიგში, იმითაა შესაძლებელი, რომ პლენუმს აქვს საქმის განხილვაზე უარის თქმის უფლებამოსილება.
·
გამონაკლისია კოლეგიის მიერ
პლენუმისთვის საქმის გადაცემა, როდესაც დღის წესრიგში სასამართლოს პრაქტიკის შეცვლის საკითხი დგას.
·
აღსანიშნავია ისიც,
რომ პლენუმისთვის გადაცემული საქმეების განხილვა არ აჩერებს საკონსტიტუციო სასამართლოში სხვა საქმეების განხილვასა და გადაწყვეტას.
·
გაჭიანურებას ხელს
უშლის ასევე გადაცემული საქმეების განხილვისთვის შემჭიდროვებული
6 თვიანი ვადის განსაზღვრა.
·
მიზანშეწონილი იქნებოდა პლენუმისთვის საქმის გადაცემის წინაპირობების დაკონკრეტებაც.[ მაგალითად, კოლეგიის ან
კოლეგიის წევრის განსხვავებული პოზიცია უნდა შეეხებოდეს საქმის გადაწყვეტისთვის არსებით საკითხებს (Ratio decidendi) და არა დამხმარე მსჯელობებს (Obiter dictum).]
Комментарии
Отправить комментарий