უფლებამოსილებათა გამიჯვნა საკონსტიტუციო სასამართლოს „პლენუმსა’’ და „კოლეგიებს’’ შორის

 

   

·        საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები განაწილებულია პლენუმსა და კოლეგიებს შორის.

·        გადაწყვეტილების იურიდიულ ძალაზე, ხარისხსა და მნიშვნელობაზე გავლენას არ ახდენს, ის პლენუმმა მიიღო თუ კოლეგიამ.

·        აქედან გამომდინარე, პლენუმი არ უნდა განიხილებოდეს, როგორც კოლეგიების „ზემდგომი ინსტანცია“.

·        ფორმალურად პლენუმის უფლებამოსილებების რაოდენობა აღემატება კოლეგიებისას.

·        მიუხედავად ამისა, კოლეგიები გაცილებით მეტ საქმეებს განიხილავენ, ვიდრე პლენუმი.

·         ეს განპირობებულია კოლეგიების კომპეტენციის სპეციფიკით და განსაკუთრებით იმით, რომ როგორც წესი, სწორედ ოლეგიებიახორციელებენ ძირითადი უფლებების შეზღუდვის კონსტიტუციურობის კონტროლს.

·         საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიებს შორის კომპეტენცია გამიჯნული არ არის. ისინი იდენტური უფლებამოსილებებით სარგებლობენ.

·        კოლეგიები განიხილავენ შემდეგ საკითხებს:

 1) ძირითადი უფლებების შეზღუდვის კონსტიტუციურობის კონტროლი;

2) დავა უფლებამოსილების შესახებ;

3) პოლიტიკური პარტიის შექმნისა და საქმიანობის კონსტიტუციურობის კონტროლი;

4) საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის კონსტიტუციურობის კონტროლი;

5) მუნიციპალური კონსტიტუციური სარჩელი.

·        საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ახორციელებს ორი ტიპის - სტაბილურ და შესაძლო უფლებამოსილებებს.

·         სტაბილური უფლებამოსილებები ორგანული კანონით ექსკლუზიურად პლენუმს აქვს მინიჭებული.

·        სტაბილური უფლებამოსილებებიკატეგორიას მიეკუთვნება:

 1) აბსტრაქტული ნორმათკონტროლი;

2) საერთო სასამართლოს წარდგინება;

3) საერთაშორისო ხელშეკრულების კონსტიტუციურობის კონტროლი;

4) რეფერენდუმისა და არჩევნების კონსტიტუციურობის კონტროლი;

5) დასკვნა იმპიჩმენტთან დაკავშირებით;

 6) დავა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის დარღვევის თაობაზე;

7) საქართველოს კონსტიტუციასთან და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ნორმატიული აქტების შესაბამისობის საკითხი;

8) საქართველოს კონსტიტუციის 59-ე, 64-ე მუხლებთან ნორმატიული აქტების შესაბამისობის საკითხი (იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინება);

9) ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციურობის საკითხი.

 

·        შესაძლო უფლებამოსილებებს’’ პლენუმი ახორციელებს მხოლოდ გარკვეული ფორმალური და მატერიალური წინაპირობების არსებობისას.

·         „შესაძლო უფლებამოსილებების ‘’კატეგორიას განეკუთვნება:

 

 1) საქმეების განხილვა, რომელიც მოიცავს როგორც პლენუმის, ასევე კოლეგიის განსჯად საკითხებს.[ მაგალითად, თუ „ძირითადი უფლებების შეზღუდვის კონსტიტუციურობის კონტროლის ფარგლებში’’ გასაჩივრებულია როგორც ორგანული კანონის, ასევე ჩვეულებრივი კანონის ნორმები, საქმეს განიხილავს პლენუმი, რადგანაც „ორგანული კანონის’’ ნორმის კონსტიტუციურობის საკითხის განხილვა მისი პრეროგატივაა;]

 2) პლენუმისთვის გადაცემული საქმეების განხილვა.[ პლენუმისთვის საქმის გადაცემის უფლებამოსილება აქვს კოლეგიას, სასამართლოს თავმჯდომარეს ან კოლეგიის წევრს. „გადაცემა’’ შეიძლება განხორციელდეს ორი საფუძვლით: 1) განსახილველ საქმესთან დაკავშირებით პოზიციის ქონა, რომელიც განსხვავდება სასამართლოს მიერ ადრე გამოტანილ გადაწყვეტილებაში (გადაწყვეტილებებში) გამოხატული სამართლებრივი პოზიციისგან. ამ შემთხვევაში, შეიძლება შეიცვალოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა. მიზანშეწონილია, რომ ეს განახორციელოს სასამართლოს სრულმა შემადგენლობამ პლენუმის სახით, რომელიც პრაქტიკის ერთგვაროვნების უზრუნველყოფის ინსტრუმენტად გვევლინება.ღნიშნული საფუძვლით საქმის პლენუმისთვის გადაცემის უფლებამოსილებით აღჭურვილია კოლეგია ან კოლეგიის წევრი] 2) განსახილველი საქმე თავისი შინაარსით წარმოშობს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათ ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას. [ეს საფუძველი საკმაოდ ბუნდოვანია. მსგავსი პრობლემა საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯად თითქმის ყველა საქმეს ახასიათებს.] პლენუმისთვის საქმის გადაცემის უფლებამოსილებით, კოლეგიასა და კოლეგიის წევრთან ერთად, სარგებლობს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეც. პლენუმისთვის საქმის გადაცემას ახლავს პასუხისმგებლობის არიდებისა და საქმის განხილვის გაჭიანურების რისკები. მათი პრევენცია, პირველ რიგში, იმითაა შესაძლებელი, რომ პლენუმს აქვს საქმის განხილვაზე უარის თქმის უფლებამოსილება. გამონაკლისია კოლეგიის მიერ პლენუმისთვის საქმის გადაცემა, როდესაც დღის წესრიგში სასამართლოს პრაქტიკის შეცვლის საკითხი დგას. აღსანიშნავია ისიც, რომ გადაცემული საქმეების განხილვა არ აჩერებს სასამართლოში სხვა საქმეების განხილვასა და გადაწყვეტას. გაჭიანურებას ხელს უშლის ასევე გადაცემული საქმეების განხილვისთვის შემჭიდროვებული 6 თვიანი ვადის განსაზღვრა. მიზანშეწონილი იქნებოდა პლენუმისთვის საქმის გადაცემის წინაპირობების დაკონკრეტებაც. მაგალითად, კოლეგიის ან კოლეგიის წევრის განსხვავებული პოზიცია უნდა შეეხებოდეს საქმის გადაწყვეტისთვის არსებით საკითხებს (Ratio decidendi) და არა დამხმარე მსჯელობებს (Obiter dictum).

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები