სახელმწიფოს სამართალმემკვიდრეობა

 

   

·        სახელმწიფოები „იბადებიან’’ და „კვდებიან’’

·        ეს პროცესი წარმოშობს ე.წ.  „სამართალმემკვიდრეობის’’ საკითხს

·        რაც ნიშნავს იმას ,რომ საერთაშორისო-სამართლებრივი უფლებამოვალეობანი გადადის „ძველი სახელმწიფოდან’’ „ახლად შექმნილ სახელმწიფოზე’’

·        „სამართალმემკვიდრეობის’’ საკითხი,ასევე შეიძლება წარმოიშვას   „ერთი სახელმწიფოს მიერ მეორესთვის  გარკვეული ტერიტორიის გადაცემის’’ შემთხვევაში.

·        ამრიგად,  ერთი სახელმწიფოს მეორე სახელმწიფოს „სამართალმემკვიდრეობის’’  შესახებ საუბრობენ მაშინ,როცა „გარკვეული ცვლილებები’’ ხდება „სამართლის სუბიექტთა’’[ანუ სახელმწიფოთა] სივრცეში[ ეს „გარკვეული ცვლილებები’’ არის,სწორედ „სამართალმემკვიდრეობის ‘’ წინაპირობები]

·        და ამ „გარკვრული’’ ცვლილებების’’ საფუძველზე გარკვეული უფლებები დავალდებულებები  გარკვეული ფორმიტ გადადის  ერთი ან რამდენიმე „სამართლის სუბიექტიდან’’[სახელმწიფოდან] სამართლის „სხვა’’ ერთ ან რამდენიმე სუბიექტზე[სახელმწიფოზე].

·        „სამართალმემკვიდრეობის შესახებ’’ ნორმები[ ეფუძნებიან რა განსაზღვრულ ცვლილებებს „სამარტლის სუბიექტთა’’ სივრცეში[,არეგულირებენ აღნიშნული „ცვლილებების’’ შედეგებს[!] ანუ „უფლებებისა და ვალდებულებების მემკვიდრეობიტობის საკითხს  „წინამორბედ’’ სუბიექტსა[ან სუბიექტებსა]  და მემკვიდრე „სუბიექტს’’[სუბიექტებს] შორის.

·        „სამართალმემკვიდრეობის’’ საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია,რომ,გაეროს „საერთაშორისო სამართლის კომისიამ’’ მის კოდიფიცირებას ხანგრძლივი პერიოდი მოანდომა,რომლის შედეგად შემუშავდა და გაიხსნა ხელმოწერისთვის ორი უნივერსალური კონვენცია: 1978 წლის ვენის კონვენცია“ხელსეკრულებებთან დაკავშირებიტ სახელმწიფოთა სამართალმემკვიდრეობის სესახებ’’[1966 წ.] და ვენის კონვენცია“სახელმწიფო ქონებასთან,სახელმწიფო არქივებთან და სახელმწიფო ვალებტან დაკავშირებით ს,სახელმწიფოთა სამართალმემკვიდრეობის შესახებ’’[1983] წ.

·        ამ კონვენციების თანახმად:“სამართალმემკვიდრეობა’’ ნიშნავს ერთი სახელმწიფოს მეორეთი შეცვლას და რომელიმე „ტერიტორიის ‘’ „საერთაშორისო ურთიერთობებზე’’ პასუხისმგებლობის ტარებას,[„სამართალმემკვიდრეობის’’ ცნება- საზეპირო]

·        „სამარტალმემკვიდრეობის საკითხი’’ წამოიჭრება:

a.    „საერთაშორისო ხელშეკრულებების’’ სფეროში

b.    „სახელმწიფო საკუთრების’’ სფეროში

c.    „სახელმწიფო არქივის’’ სფეროში

d.    „საერთაშორისო ორგანიზაციაში წევრობის’’ სფეროში

·        ყურადღება: „სამართალმემკვიდრეობის’’ განსხვავებული ტიპები არსებობს[ისინი ერთმანეთისგან „მასშტაბებით’’ განსხვავდებიან]

·        არსებობს ისეთი“უფლებები’’ და „ვალდებულებები’’,რომლებიც „ნებისმიერ შემთხვევაში’’ გადადის „მემკვიდრე სუბიექტზე’’[ან სუბიექტებზე]

·        მაგრამ ასევე არსებობს ისეთი „უფლებები’’ და მოვალეობები’’,რომელთა „გადასვლა’’ მხოლოდ „სამართალმემკვიდრეობის წინაპირობების’’ “კონკრეტული ტიპისთვის’’ არის დამახასიათებელი

·        „სამართალმემკვიდრეობის’’  შესახებ კონვენციების მიხედვით  „სამარტალმემკვიდრეობის’’ ტიპებია: 1)“ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფო’’ 2)“სახელმწიფოთა გაერთიანება’’ 3)“სახელმწიფოსგან ნაწილენის გამოყოფა’’ 4)“სამართალმემკვიდრეობა ტერიტორიის ნაწილთან  დაკავშირებით’’5) „სახელმწიფოს გამოყოფა’’.

·        „სამართალმემკვიდრეობის  ე.წ. “ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ’’ ტიპი კონვენციების მიერ ხელოვნურად ჩამოყალიბდა „დეკოლონიზაციის’’ პროცესში შექმნილი „ახალი’’ სახელმწიფოებისთვის.

·        “ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფო’’  განმარტებულ იქნა როგორც „სახელმწიფო-მემკვიდრე’’ რომლის ტერიტორიაც უშუალოდ „სამარტალლმემკვიდრეობის მომენტამდე’’ წარმოადგენდა  დამოკიდებულ ტერიტორიას,რომლის „სერთაშორისო ურთიერთობებზე’’ პასუხისმგებელი იყო „წინამორბედი’’ სახელმწიფო

·        სამართალმემკვიდრეობის’’ ამ კონკრეტული ტიპისთვის კონვენციები იტვალისწინებს ე.წ. „ტაბულა რაზას’’[„სუფტა დაფა’’] პრინციპს.

·        ეს პრინციპი ათავაისუფლებს „მემკვიდრე სახელმწიფოს’’ მეტროპოლიის მიერ თავს მოხვეული ვალდებულებებისგან

·        ყოველი „ახალი სახელმწიფო’’ უფლებამოსილია თვითონ გადაწყვიტოს,რომელ ვალდებულებას ტოვებს ძალაში და რომელს უარყოფს.

·        რაც შეეხება „სამართალმემკვიდრეობის’’ სხვა ტიპებს მათთვის კონვენციებით დადგენილია „მემკვიდრეობითობა’’ და „სახელმწიფო-მემკვიდრეებ’’ ვალდებულნი  არიან შეასრულონ წინამორბედი სახელმწიფოებისტვის კონვენციებიტ გატვალისწინებული ვალდებულებები

·       

·        ყურადრება: „სამარტალმემკვიდრეობის საკიტხი’’ არ წარმოიშობა „სახელმწიფო წყობილების’’ ან „მმართველობის ფორმების’’   „შეცვლის’’ შედეგად’,მატთშორის,არც“სოციალური რევოლუციის’’  გზით „შეცვლისას’’,რადგანაც ამ შემთხვევაშიც სახელმწიფო განაგრობს არსებობას,როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტი,ანუ საერთოდ სახეზე არაა „წინამორბედი’’ და „მემკვიდრე’’ სუბიექტები.

 

 

ა) „ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს’’ სამართალმემკვიდრეობა „საერთაშორისო ხელშეკრულებების ‘’ მიმართ

 

·        ყოველი სახელმწიფო ,რომელიც იძენს „დამოუკიდებლობას’’ მეტროპოლიისგან ან სხვა სახით არსებულ „კოლონიური რეჟიმისგან’’[მაგ. „პროტექტორატი’’,ან “ვასალიტეტი’’],

“სახელმწიფოთა სამართალმემკვიდრეობის შესახებ’’ ვენის კონვენციის მიხედვით ,თავისუფლდება „საერთაშორისო ხელსეკრულებებით’’ ნაკისრი ვალდებულებებისგან,რომელიც დადო „წინამორბედმა’’ მთავრობა ამ ტერიტორიის საზელით ,ან გაავრცელა ამ ტერიტორიაზე[!] [ეს დაიმახსოვრე]

 

·        ეს იმას როდი ნიშნავს,რომ „მემკვიდრე-სახელმწიფო’’ მოვალეა უარყოს ყველა საერთაშორისო ხელშეკრულება.მსგავსი რამ არც ხდება პრაქტიკაში.

·        პირიქით, ახალი სახელმწიფოები უარყოფენ მხოლოდ „არათანასწორუფლებიან’’, “კაბალურ’’ ხელშეკრულებებს,რომელთა მიხედვით ხდებოდა მათი ტერიტორიის ბუნებრივი რესურსების უმოწყალო განიავება და ხალხის სასტიკი ექსპლოატაცია.

·        როგორც წესი ინიშნება გარკვეული ვადა[წელიწადი,ორი წელიწადი] ყველა ხელშეკრულებების შემოწმება გადასინჯვისთვის.

·        „ხელსეკრულებებთან დაკავშირებით სახელმწიფოთა სამართალმემკვიდრეობის შესახებ’’ ვენის კონვენციის მიხედვით არც „ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს’’ აქვთ უფლება,იმ ხელშეკრულებების უარყოფისა,რომლების „ლოკალურ[რეგიონალურ] ხასიათს’’ ატარებენ,ანუ მჭიდროდ დაკავშირებულნი არიან „ტერიტორიის რეჟიმის“ ამა თუ იმ სფეროსთან:მაგ. ა) „სასაზღვრო რეჟიმთან’’ ბ)“მეზობელ სახელმწიფოსთან ერთად სასაზღვრო ზონაში ელსადგურის ან სხვა ნაგებობის მშენებლობასთან’’ გ) ან უკვე აშენებული ასეთი ობიექტების ექსპლოატაციასტან დ)“წყლის რესურსების გამოყენებასთან,სხვა სახელმწიფოს ინტერესებისთვის ზარალის მიუყენებლად ‘’ და.შ.

·        „ტაბულა რაზას’’ პრინციპი არ ვრცელდება თანამედროვე საერთაშორისო სამარტლის „ძირითად პრინციპებზე’’ და „სხვა ამკრძალავ ნორმებზე’’

·        ანუ არც ერტ „ახალ სახელმწიფოს’’ არ აქვს უფლება უარყოს საერთაშორისო სამართლის „ძირითადი პრინციპები’’ და „ამკრძალავი ნორმები’’

·        ვენის 1978 წლის კონვენცია სპევიალურ მუხლს შეიცავს[მუხ.5]  სათაურით:“ვალდებულებანი,რომლებსაც აქვთ ძალა საერთაშორისო სამართლის საფუზველზე ხელშეკრულებებისგან დამოუკიდებლად’’

·        ამ მუხლის თანახმად,სახელმწიფო არ არის უფლებამოსილი უგულებელყოს მის მიერ უარყოფილი ხელშეკრულებების ისეთი დებულებანი,რომლებსაც აქვთ ძალა საერთაშორისო სამართლის თანახმად,“ხელშეკრულებისგან’’ დამოუკიდებლად’’

·        რაც შეეხება“მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს’’[კონვენციებს]-„ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოს’’ აქვს უფლება ,შეუერტდეს ასეთხელსეკრულებას ან როგორც „სამართალმემკვიდრე’’ ,ან როგორც „ახალი’’  მონაწილე,[თუკი ასეთ რამეს ითვალისწინებს ეს ხელშეკრულება]

 

ბ) ორი ან რამდენიმე სახელმწიფოს „გაერთიანებით’’ ან ერთი სახელმწიფოს „რამდენიმე ერთეულად გაყოფით’’ გამოწვეული „სამართალმემკვიდრეობა’’

 

·        საერთაშორისო სამართლის „ახალი სუბიექტი’’[ახალი სახელმწიფო]  შეიძლება შეიქმნას:

ა) რამდენიმე  „ყოფილი სუბიექტის’’ ადგილზე

ან

ბ) „ერთი სახელმწიფოს“ ნაცვლად შეიძლება შეიქმნას „რამდენიმე ახალი სახელმწიფო“.

 

1.“ახალი გაერთიანებული სახელმწიფო’’ და საერთაშორისო ხელშეკრულებები[ვალდებულებები]

 

·        პირველ შემტხვევაში „გაერთიანებულ სახელმწიფოზე’’ გადადის წინამორბედი სახელმწიფოს ყველა საერტთაშორისო „ხელშეკრულება’’ და „შეთანხმება’’,[თუკი სხვა რამ არ არის დადგენილი „სახელმწიფო მემკვიდრესა’’ და მესამე სახელმწიფოებთან[ხელშეკრულების სხვა მხარეებტან]  შეთანხმებით]

·        ანდა რაიმე  “კონკრეტული  ხელშეკრულების’’ ძალით გავრცელება მთელ „ახალ  ერთეულზე’’ შეუსაბამო შეიძლება იყოს  „ხელშეკრულების მიზნებს’’ და „ხელშეკრულევბის ობიექტებთან’’ ,რაც  „ძირფესვიანად შეცვლიდა’’ ამ „ხელსეკრულების  პირობებს’’

მაგ .ვერ გავრცელდება „სახელმწიფო მემკვიდრეზე’’    ხელშეკრულება „სამხედრო ურთიერთდახმარების  შესახებ’’,ან „ნეიტრალიტეტის შესახებ’’ და სხვა[რადგან მსგავსი  „პოლიტიკური ხელშეკრულებები’’,მხოლოდ კონკრეტულ სახელმწიფოს ეხება და მკაცრად ინდივიდუალური ბუნების არიან .][თუმცა, მხარეტა შეთანხმებით ასეთი ხელშეკრულება შეიძლება გავრცელდეს „აგაერთიანებულ სახელმწიფოზე’’,თუკი ამაზე ხელსეკრულების „სხვა მონაწილენი’’ თანახმა იქნებიან.

 

·        რაც შეეხება ხელშეკრულებებს[ვალდებულებებს] ,რომლებიც „სასაზღვრო საკითხებს’’ ეხება ისინი „ავტომატურად’’ გადადიან „ახალ გაერთიანებულ სახელმწიფოზე’’

·        ასევე ,“ავტომატურად’’ გადადის „ახალ გაერთიანებულ სახელმწიფოზე’’  “სავაჭრო’’ და „ფინანსური’’ შეთანხმებები,“სამეცნიერო კულტურული სახის’’ შეთანხმებები და სხვ,რომლებიც მოქმედებენ მხოლოდ იმ ტერიტორიის ფარგლებში,რომელსაც ისინი ეხებოდნენ გაერთიანებამდე

 

 

2.“ერთი სახელმწიფოს ‘’ დაყოფა „რამდენიმე სახელმწიფოდ’’ და საერთაშორისო ხელშეკრულებები[ვალდებულებები]

 

·        იმ შემთხვევაში,როდესაც „ერთი სახელმწიფო’’ რამდენიმე სახელმწიფოდ’’ იყოფა,მიუხედავად იმისა განაგრძობს თუ არა წინამორბედი სახელმწიფო არსებობას,“ყველა მის მიერ დადებული ხელსეკრულება,რომელიც მთელ ტერიტორიას ეხებოდა,რჩება ძალაში ყოველი გამოყოფილი ნაწილის მიმართ[!]’’

·        ხოლო „კონკრეტული ტერიტორიის’’ მიმარტ ადრე მოქმედი ხელსეკრულება გადადის მხოლოდ ამ ტერიტორიის მქონე სახელმწიფოზე[!]

 

 

             ხხხხხხ

II .   „სამართალმემკვიდრეობა ‘’  „ვალების’’ მიმართ

 

·        ეს ერთ-ერთი ყველაზე „მტკივნეული’’ საკითხი წამოიჭრა ჯერ კიდებ საფრანგეტის რევოლუციის და აშშ-ს შექმნის პერიოდში

·        ორივე სემტხვევაში „უარყოფილ’’ იქნა ყველა ის „ვალი’’,რომელიც „დაედო’’ ფრანგ და ამერიკელ ხალხებს ფრანგი და ინგლისელი მეფეების მიერ და რაც „მონარქიული რეჟიმის’’ განმტკიცებისთვის იყო  ნასესხები.

·       

·        ასეტივე გზას დაადგნენ „დეკოლონიზაციის პროცესში’’ წარმოქმნილი ქვეყნებიც[ანუ „ახალი დამოუკუდებელი სახელმწიფოები’’ იხ. ზემოტ]

·        მათ უარი განაცხადეს იმ ვალების გადახდაზე,რომელსაც „მეტროპოლია’’ ან „პროტექტორატი’’იყენებდათავის „კოლონიური პოლიტიკის’’ რეალიზაციისტვის.

·        მაგრამ ეს როდი ნიშნავს,რომ ახალი სახელმწიფოები ყოველტვის უარყოფენ წინამორბედი სახელმწიფოების მიერ ნაკისრ „ვალებს’’.

·        თუ აშკარაა,რომ ასეთი „ვალი’’ გამოიყენებოდა „გათავისუფლებული ტერიტორიის საკეთილდღეოდ’’[აეროპორტების,ქარხნების და მსგავსი ობიექტების ასაშენებლად,სამთამადნო მრეწველობის დასაარსებლად,ქალაქების გაშენება -გასაუმჯობესებლად და ა.შ.] „ახალი სახელმწიფო ‘’[სამათალმემლვიდრე] კისრულობს ვალის გადახდას[ კერძოთ თვის წილს]

·        „სამართალმემკვიდრეობის’’ სხვა ტიპებისტთვის[იხ. ზემოთ] ვენის 1983 წლის კონვენციით დადგენილია შემდეგი წესები:

 

a.      სახელმწიფოთა „გაერტიანების’’ დროს[როდესაც ერთიანდება 2 ან რამდენიმე სახელმწიფო და ამიტ ქმნიან ერთ მემკვიდრე სახელმწიფოს] „წინამორბედი’’ სახელმწიფოს ვალი გადადის „მემკვიდრე’’ სახელმწიფოზე.

b.    „სახელმწიფოს ტერიტორიის ნაწილის  გადაცემის’’ ან“სახელმწიფოთა გაყოფის’’ დროს კი ვალის საკითხი უნდა გადაწყდეს „სახელმწიფოთა შორისი’’ შეთანხმების’’ საფუძველზე,მაგრამ  თუ არ არსებობს ასეტთი „შეთანხმება,“წინამორბედი’’ სახელმწიფოს ვალი გადადის „მემკვიდრე’’ სახელმწიფოზე[ან სახელმწიფოებზე] ე.წ. „სამართლიანი წილით’’[!]

 

შენიშვნა:

კონვენციის 41-ე მუხლში[სახელმწიფოს გაყოფა] ვკითხულობთ:

„როდესაც „სახელმწიფო იყოფა’’ და წყვეტს თავის არსებობას და „წინამორბედი’’ სახელმწიფოს ტერიტორიის ნაწილები ქმნიან  ორ ან რამდენიმე „მემკვიდრე სახელმწიფოს’’,თუ „მემკვიდრე სახელმწიფოები’’ სხვაგვარად ვერ შეთანხმდნენ,“წინამორბედი სახელმწიფოს’’ „ვალი’’ გადადის „მემკვიდრე სახელმწიფოზე’’ „სამართლიანი წილით’’,[კერძოდ,იმ ქონების,უფლებებისა და ინტერესების გათვალისწინებით,რომლებიც „მემკვიდრე სახელმწიფოს’’ გადაეცემა ამ „სახელმწიფო ვალთან ‘’ დაკავშირებით’’]

 

პრაქტიკაში ,“სამართლიანი წილის’’ განსასასზღვრავად გამოიყენება „მემკვიდრე სახელმწიფოს’’ „ეკონომიკური პოტენციალისა’’ და“მოსახლეობის რაოდენობის’’ კრიტერიუმები,ხოლო თუ „კონკრეტული თანხა’’ „მთლიანად იყო მოხმარებული გარკვეული ტერიტორიის საკეთილდღეოდ’’,მისი გადახდა დაეკისრება ამ ტერიტორიის „მფლობელ’’ სახელმწიფოს.

 

III.“სამართალმემკვიდრეობა ‘’ სახელმწიფო ქონების’’ და „სახელმწიფო არქივის’’ მიმართ

·        რა საშუალებითაც არ უნდა ჩამოყალიბდეს ახალი სახელმწიფო[„გაერთიანებით’’,“გამოყოფით’’ და ა.ს] მასზე გადადის“სახელმწიფო საკუთრების ყველა სახე’’[მოძრავი და უძრავი ქონება] შემდეგი წესით:

 

1)     „სახელმწიფო მემკვიდრის’’ ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონება მასვე რჩება

2)     უძრავი ქონება რომელიც ამ ტერიტორიას ეკუთვნის,მაგრამ მის გარეთ მდებარეობს და მას თავის დროზე დაეპატრონა „წინამორბედი სახელმწიფო’’  „სახელმწიფო მემკვიდრეს’’ მიეკუთვნება

3)     თუ  საზღვრებს გარეთ მდებარე „უძრავი ქონება’’ შეიქმნა „სახელმწიფო მენკვიდრის’’ დახმარებით,იგი მასვე მიეკუთვნება

4)     „წინამორბედი ხელისუფლების’’ „მოძრავი სახელმწიფო ქონება’’,რომელიცდაკავშირებულია „სამარტთალმემკვიდრეობის ობიექტად’’ ქცეულ ტერიტორიაზე საქმიანობასთან  გადადის „სახელმწიფო- მემკვიდრეზე’’

5)     „მოძრავი ქონება’’,რომელიც „გამოყოფილ ტერიტორიას’’ ეკუთვნოდა,მაგრამ შემდგომ გახდა „წინამორბედი სახელმწიფოს’’ ქონება, უბრუნდება“სახელმწიფო-მემკვიდრეს’’

·        „სახელმწიფო არქივების’’ საკითხი რთულია და ძირითადად ურთიერთშეთანხმებით წყდება.

·        მაგრამ „უდავოდ’’ იტვლება დებულება,რომელიც მოიტხოვს „წინამორბედ სახელმწიფოსაგან’’ გადასცეს „სახელმწიფო -მემკვიდრეს’’ მის ტერიტორიასთან დაკავშირებული დოკუმენტური თუ ისტორიული არქივები,ან თუ ისინი ორივე მხარეს ეხება,მისაწვდომი გახადონ „სახელმწიფო- მემკვიდრისათვის’’.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები