„სასამართლოს მეგობარი’’

 


    

·      „სასამართლოს მეგობარი’’[Amicus Curiae]  , ერთგვარი “სიახლეა’’ „ადმინისტრაციულ პროცესში’’

·      ეს „ინსტიტუტი’’ „ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსს’’ დაემატა 2015 წელს

·      იგი პირველად „შშ-ში დაინერგა.

·      ამ ინსტიტუტს’’ საქართველოში თავდაპირველად“საკონსტიტუციო წარმოებაში’’ იყენებდნენ [2009 წლიდან] [„საკონსტტუციო პროცესს’’ შემდეგ საემესტრში საწავლობ]

·      შენდეგ ის დამკვიდრდა[„სისხლის სამართლის საპროცესო’’ კანმდებლობაში [2010 წ-ს]

·      „სასამართლოს მეგობრის’’ მიზანია ,დაეხმაროს სასამართლოს „დავის’’ გადაწყვეტაში.

·      „სასამართლოს მეგობარი’’ აუცილებლად უნდა იყოს  „დაუინტერესებელი[ნეიტრალური] მხარე’’

·      „სასამართლოს მეგობარი’’ არ შეიძლება იყოს მე-3 პირი

·      „სასამარტლოს მეგობრის’’ „ინტერესი’’ შემოიფარგლება მხოლოდ სასამარტლოსთვის „რეკომენდაციის’’ მიცემაში [!]

·      „სასამართლოს მეგობარი’’ შეიძლება იყოს  ნებისმიერი „კერძო პირი’’ ან  „ორგანიზაცია“,რომელიც „გადაწყვეტს დაეხმაროს სასამართლოს’’

·      ამასთან, წს გადაწყვეტილება „ნებაყოფლობითია’’ და დაკავშირებულია ამ „პირის’’   „ინიციატივასთან’’

·      „სასამართლოს მეგობარი’’   განსხვავდება „ექსპერტისგან’’[რომელიც ინიშნება მხარის შუადგომლობის საფუძველზე სასამარტლოს მიერ]

·      კანონი [სასკ-ის მე-161 მუხლი] ადგენს,რომ :

 

a.   „სასამართლოს მეგობარმა’’ საკუთარი „მოსაზრება’’ ამა თუ იმ  საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს უნდა წარუდგინოს „წერილობითი ფორმით’’ ამ საქმის არსებით გახილვამდე 5 დღით ადრე

b.    „წერილობითი მოსაზრების’’ წარდგენის მიზანი არ უნდა იყოს საქმის რომელიმე მონაწილის მხარდაჭერა; „წერილობითი მოსაზრების’’ წარდგენის მიზანი უნდა იყოს „ განსახილველი საკითხის სათანადოდ შეფასებაში  სასამართლოს დახმარება“ ; თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ „წერილობითი მოსაზრება’’ ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით არ არის შედგენილი,[ანუ თუ იგი  „სხვა მიზანს’’ ემსახურება] ის მას[„მოსაზრებას’’] არ განიხილავს.[!]

c.    სასამართლო არ არის ვალდებული, გაიზიაროს „სამართლოს მეგობრის’’ წერილობით მოსაზრებაში’’ მოყვანილი არგუმენტები, თუმცა, თუ საჭიროდ მიიჩნევს, ის უფლებამოსილია გამოიყენოს „სასამართლოს მეგობრის“ მიერ გამოგზავნილი „მოსაზრება“. ეს მოსაზრება შესაძლებელია“ სასამართლო გადაწყვეტილების’’ „სამოტივაციო ნაწილში’’ აისახოს.

d.   „წერლობითი მოსაზრება’’ არ უნდა აღემატებოდეს 30 გვერს[!]

e.    სასამართლო უფლებამოსილია საქმის არსებით განხილვაზე გამოიძახოს „წერილობითი მოსაზრების“ ავტორი ზეპირი განმარტების მისაცემად.

 

ყურადღება:

·      საქართველოს ორგანული კანონის „საქარტველოს სახალხო დამცველის შესახებ’’ 21-ე მუხლის „ე’’ პუნქტის თანახმად,“სახალხო დამცველი’’ უფლებამოსილია,ცალკეულ შემთხვევებსი  შეასრულოს „სასამარტლოს მეგობრის’’ ფუნქცია „საერთო სასამარტლოებსა’’ და „საქართველოს საკონსტიტუციო  სასამართლოში.

 

   მუხლი 21

 +

საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილია შემოწმების შედეგების მიხედვით :

 

) ცალკეულ შემთხვევებში შეასრულოს სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) ფუნქცია საერთო სასამართლოებსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ;

 

·      „სასამართლოს მეგობრის’’ სახით  საქართველოში სასამართლოს ძირითადად“სახალხო დამცველი ‘’ მიმართავს

·      „ადმინისტრაციულ საქმეზე’’ სახალხო დამცველის ‘’ „სასამართლოს მეგობრის’’ სახით  მიმართვის პრაქტიკა ჯერ-ჯერობიით არ არსებობს

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

როგორ მოვიქცეთ კუჭის ტკივილის დროს

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები